შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუნდობელი (8)


8-11-2015, 00:44
ავტორი zak
ნანახია 2 692

დილა ისევ საყვარელი მამაკაცის კოცნით დაიწყო.სიამოვნებით დაადნა გაბრიელს ტუჩებზე და შემდეგ ფეხზე წამოაგდო კაცი.
-გაბო,ადექი რაა,ცივა,დაანთე ბუხარი და მერე ავდგები მეც.
-აუ,კესო,მეზარება,ცოტა ხანიც ვიწვეთ და მერე მართლა ავდგები,აი გპირდები...საფეთქელტან აკოცა გოგოს და მაშინვე დაადუმა.ცოტა ხანი კიდევ ინებივრეს საწოლში და ბოლოს როგორც იქნა ააგდო გაბრიელი საწოლიდან.მხოლოდ მაშინ ადგა,როცა ოთხში სითბო დაგროვდა.სწრაფად წამოიმართა და გაბრიელის გვერდით კაკაოს ჭიქით ხელში მოკალათდა.
-გაბო,როდის მივდივართ აქედან?...შეეკითხა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კესო მამაკაცს,და თავი უკეთ მოათავსა მის მხარზე.
-აქ ყოფნა მოგბეზრდა,ლამაზო?...დანანებით შეეკითხა კაცი და ქალს დააჩერდა.
-არა რას ამბობ,უბრალოდ ვიკითხე...შეიცხადა კასომ და კიდევ უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო თავი რამოდენიმეჯერ გააქნგამოიქნია.
-მოდი კიდევ ერთი კვირა დავრჩეთ და მერე წავიდეთ,კარგი?
-მე თანახმა ვარ...გახარებულმა შესძახა გოგომ და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა გაბრიელს.სახლში სიმყუდროვე გამეფებულიყო,მხოლოდ საათის წიკწიკი მოისმოდა.ოთახში სიჩუმე კარზე კაკუნმა დაარღვია.ინტერესით გადახედეს ერთმანეთს კესომ და გაბომ.
-ვინ უდა იყოს?...იკითხა კესომ...პასუხად კი მხოლოდ გაბრიელის გაოცებული მზერა მიიღო.ორივენი წავიდნენ კარის გასაღებად.ხის საკეტი გადაატრიალეს და კარი გამოაღეს.ზღურბლს მიღმა გვერდითა სახლის ბინადარი თამარა ბებია დახვდთ,რომელიც ინტერესით შეჰყურებდა წყვილს და სავარაუდოთ იმის გარკვევას ცდილობდა თუ ვინ იყვნენ ისინი ერთმანეთის.
-მობრძანდით თამარა ბებო,რამ შეგაწუხათ?...ზრდილობიანათ მიუგო კესომ მოხუცს და სახლში შეუძღვა.
-გამარჯობა ბებო,გარეთ მანქანა შევნიშნე და ვიფიქრე ჩვენი ბოვში ხო არ ჩამოვიდათქვა,მერე ეზოში მოგკარი თვალი და შემოგიარე,ვიფიქრე მოვინახულებთქვა.
-კარგად მოქცეულხართ თამარა ბებო.სხვა ხომ ყველაფერი კარგად არის?
-კი შვილო.ახლა ის მითხარი შენ,ეს ყმაწვილი შენი რა არის ბებო?!...აჰა,აი თურმე რატომ მოვიდა მის მოსანახულებლად თამარა,რა თქმა უნდა დააინტერესა იმ ფაქტმა რომ კესო მარტო კი არა მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა.
-მე მისი საქმრო ვარ ქალბატონო!...მტკიცედ წარმოსთქვა გაბრიელმა და თამარა ბებოს გაუღიმა...საქმროო,რამ ათქმევინა ამხელა ტყუილი,ხვალ მთელს სოფელს ეცოდინება ეს ამბავი.არა ხომ არის ღირსი ის ლამაზი ტუჩები მოაგლიჯო.
-მერე კესო,ბებია,ამას გვიმალავდი ჩვენ? თურმე დანიშნული ყოფილხარ.ნეტავ ამ დღეს მოსწრებოდა ჩემი საწყალი დალი,მერე რაღა მოჰკლავდა იმას...ყალბი დანანებით წარმოსთქვა ეს სიტყვები ქალმა და ცხვირსახოცით ცრემლები მოიწმინდა...ძალიან გაუგრძელა საუბარი თამარამ ,ცოტაც და სავარძელში ჩამოეძინება.სიცილისაგან ჩაკეცილი გაბრიელი რომ დალანდა სამზარეულოში კინაღამ გაუვარდა და ადგილზევე მიახრჩო.მაშინ თვითონ ჩაბჟირდა თამარამ გაბრიელს რომ დაუწყო გამოკითხვა.გაბრიელიც მოჩვენებითი მხნეობით სცემდა პასუხებს ფრიად უინტერესო კითხვებს.კინაღამ ცეკვა დაიწყეს თამარამ წასვლის შესახებ რომ გამოაცხადა.
-ქე კი არ მინდა წასვლა,მარა საქონელი მყავს მოსავლელი ბებია,წავალ ახლა მე.
-უი,რატომ ასე მალე თამარა ბებო... „დანანებით“ მიუგო ქალს...კიდევ დარჩენილიყავით ცოტა ხანს.
-არა ბებია,მეჩქარება ახლა,აბა ნახვამდის...კარებამდე მიაცილა სტუმარი და ოთახში დაბრუნებული მძიმედ დაებერტყა სავარძელზე.
-ვაიმე,რამდენი ლაპარაკი იცის...ამოიბურტყუნა და მამაკაცს მიეკრო.
-აუ,კესო მშია,მიდი რა რამე გააკეთე,გთხოვ...შეეხვეწა გაბო გოგონას,და ორი თითი საყვარლად მიიტანა ყელთან.
-კარგი და როგორი გირჩევნია,რაიმე მსუყე თუ მსუბუქი?
-სულერთია,ოღონდ დამანაყროს და...სწრაფად შევიდა სამზარეულოში და გაზზე ტაფა შემოდგა.თაფამწვრისთვის საჭირო ინგრედიენტები დაამზადა და ერთმანეთის მიყოლებით დაყარა ტაფაზე.რამოდენიმე წუთში უგემრიელესი ტაფამწვარი უკვე მზად იყო.ყავაც გაუკეთა გაბოს,თავისთვის კაკაო გაიმზადა და გაბრიელს შესძახა.
-მმმ,გემრიელად გამოიყურება,თან რა არომატი აქვს...სასიამოვნო ტონით წარმოსთქვა კაცმა და პირველ რიგში ყავის ფინჯანს დასწვდა.ასე გემრიელად ჯერ არასოდეს უვახშმიათ.ზიარი ტაფიდან მიირთმევდნენ უგემრიელეს კერძს.თან შეხმატკბილებულად საუბრობდნენ.ვახშმობის შემდეგ ჭურჭელი დარეცხა კესომ და მამაკაცის კალთაში მოიკალათა.
-რატომ მოატყუე თამარა ბებო?...კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მაინც დაუსვა მისთვსი საინტერესო კითხვა.
-მაინც რა ვუთხარი ტყუილი?
-ის რომ...ის რომ შენ ჩემი საქმრო ხარ...ლოყები აეფაკლა და ისე გასცა მამაკაცს პასუხი.
-ნაწილობრივ არც ეს არ არის სიცრუე,რა მნიშვნელობა აქვს ახლა გაგიცნობენ ჩემი საცოლის სტატუსით,თუ რამოდენიმე დღის შემდეგ?...თავი ააწევინა კესოს და თვალებში მიაჩერდა...მე ჩვენს ურთიერთობას სერიოზულად ვუყურებ,ადრე თუ გვიან შენ ჩემი ცოლი გახდები...ყოველგვარი აღელვების გარეშე აუხსნა ვითარება კესოს და მისი თვალებიდან ახლა ტუჩებისკენ გადაინაცვლა.ამჯერად ფრთხილად დაიხარა გოგონას ბაგეებისაკენ და მათი დაგემოვნება დაიწყო.ტუჩებიდან ყელზე გადავიდა,ყელიდან კი მკერდს მისწვდა.ჰკოცნიდა მთელი ვნებით და გრძნობით.სვიტერის ქვეშ შეუცურა გრილი ხელები და გოგონას სხეულის შესწავლას შეუდგა.სწრაფად გადააძრო ზედატანი სხეულიდან და ახლა შარვალ დასწვდა.არც კესო არ უწევდა არანაირ წინააღმდეგობას,ყველანაირად ცდილობდა ინიციატივა გამოეჩინა.მამაკაცმა კი ამასობაში შარვალიც შემოძარცვა.ვნებებისაგან იმის გათვლა ვერ მოახერხეს რომ სავარძელზე იწვნენ,ამიტომ იატაკზე გადმოვარდნენ,მაგრამ ერთმანეთის ალერსი არ შეუწყვეტიათ,მალე ოთახში წყვილის სიამოვნებისაგან წამოძახილები ისმოდა.იმ წუთას ქვეყანაზე არსებობდა მხოლოდ სამი რამ,გაბრიელი,კესო და აგიზგიზებული ბუხარი,რომელიც ჩაბნელებულ ოთახს ოდნავოდენ სინათლეს და ამასთან რომანტიზმს ჰმატებდა.საბოლოოდ კი ორი,ერთმანეთის მოტრფიალე ადამიანი რომლებიც ახლახანს ერთ მთლიანობად იქცნენ.ამის მომსწრე კი მხოლოდ ეს ორი გამხდარიყო.
დილიტ სახსრების ტკივილმა გამოაღვიძა კესო,აშკარად მოუხერხებლად ეძინა,რადგან კისერი გაშეშებული აქვს.გაღვიძებისთანავე იგრძნო მამაკაცის სხეული,რომელიც ძლიერად ეკვროდა მისსას.ორივე ფეხი გოგონას წვივებში გაეხლართა და გოგონას მკერდზე მოკალათებული მშვიდად სუნთქავდა.სახე აელეწა წუხანდელი ღამე რომ გაახსენდა,ახლა როგორ უნდა შეხედოს გაბრიელს თვალებში,ხომ დაიწვა უხერხულობისაგან.იქნებ ისე მოახერხოს ადგომა,რომ მამაკაცი არ გააღვიძოს,მანამდე კი თავად მოწესრიგებას მოასწრებს.ისი ის იყო ადგომას აპირებდა,ძლიერმა ხელმა რომ შეაჩერა.
-სად მიიპარები?...იკითხა ძილისაგან დაბოხებული ხმით გაბრიელმა და გოგონას ზემოდან მოექცა.შემდეგ კი ვნებიანად დააჩერდა გოგონას მოშიშვლებულ მკერდს.მალევე მოძებნა მისი ბაგეები და მხურვალედ ეძგერა მათ.ასეთი სასიამოვნო დილა არასდროს გასთენებია ქათამაძეების ქალს.მალევე ადგნენ და საუზმის მზადებას შეუდგნენ.ერთად ტრიალებდნენ სამზარეულოში და ერთმანეთით ტკბებოდნენ.გემრიელად ისაუზმეს და გარეთ გადაწყვიტეს გასეირნება.თან კესოს დალი ბებიის საფლავზეც უნდოდა გასვლა.ბოლოს რომ მოინახულა ,იქარურობა საშინლად მოუვლელი დახვდა,ახლა აუცილებლად უნდა მოაწესრიგოს.გაბრიელიც უყოყმანოდ გაჰყვა.იქურობის მოწესრიგებას იმაზე მეტი დრო მოანდომეს ვიდრე ელოდნენ,თუმცა შედეგით კმაყოფილები იყვნენ.სახლში დაბრუნებისას გაბრიელმა შეამჩნია რომ კესო ცუდ ხასიათზე დადგა.ჭამის მადაც კი დაკარგა.მის გვერდით ჩუმად მოკალათდა და გოგონას სხეული ძლიერად ააკრო თავისას.
-რაზე ფიქრობ?
-ბებია გამახსენდა...დანანებით ამოთქვა გოგომ და უკეთესად მოაკალათა თავი მამაკაცის მკერდზე...იცი?!...სულ დამცინოდა იმის გამო რომ ბევრს ვჭამდი.ის ექვსის მერე არ ჭამდა,ასე ამბობდა სიბერემ ისედაც მომტეხა და ღიპი რომ დავიდო ხომ საერთოდ შევიშლებიო.სიცილით მოკვდებოდი რომ დაგენახა როგორ განიცდიდა სერიალში განვითარებულ მოვლენებს.მე კი ტელევიზორს არ მაკარებდა.ერთეხლ სერიალზე არ გადავურთე და მთელს სახლში გამორთო შუქი,არც შენ და არც მეო...სიცილით დააყოლა ეს სიტყვები მონოლოგს...სამიდან ორი შვილი ერთ დღეს დაასაფლავა,მესამე ახლაც ციხეშია.მაგრამ წარბიც კი არ შეურხევია.მისნაირი ქალი არასოდეს მინახავს,როცა დედაჩემი ჩემი მიღწევით არ ინტერესდებოდა,ბებია ჩემს ერთ ცხრიანსაც კი განიცდიდა.მისი წყალობით დავამთავრე სკოლა ფრიადზე.შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ბები-ბაბუასთან?...ინტერესით დაეკითხა ბოლოს ბიჭს.
-დედის მშობლებს არც კი ვიცნობ.დედაჩემი სვანეთიდან იყო წარმოშობით,ოჯახთან ურთიერთიბა მაშინ გაწყვიტა მამაჩემთან ერთად რომ გამოიპარა,მამაჩემს ხულიგნის სახელი ჰქონდა გაგდებული,ამიტომ ოჯახი მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.ისიც არ ვიცი საიდან ზუსტად რომელი სოფლიდან იყო წარმოშობით.მამა ამჟამად მოსკოვშია,ბიძაჩემიც.მამის დედას ვიცნობდი,მაგრამ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა,ბაბუა მანამდე ღვიძლის ციროზმა შეიწირა,ისე მაგარ ღვინოს აკეთებდა.მიუხედავად იმისა რომ პატარა ვიყავი ის მაინც მახსოვს,პატარა ბავშვივით იყო,ტკბილეული უყვარდა,კამფეტებს მიმალავდა ხოლმე,მე მაინც ვპოულობდი და ყოველ დღე თითო-თითოს ვპარავდი,მეგონა ვერაფერს ხვდებოდა...ოდნავ შესამჩნევდა ჩაიცინა...დიდათ კომუნიკაბელური არ ვყოფილვარ,ამიტომ ბებიასთან რომ ჩავდიოდი დიდ დროს სახლში,ტელევიზორის ყურებაში ვატარებდი.ბაბუაც ჩემს გვერდით მოიკალათებდა ხოლმე და მოხარშულ სიმინდს ერთმანეთის მიყოლებით მპარავდა...ჩაიცინა გაბომ და სასიამოვნოდ მომღიმარ კესოს საფეთქელზე აკოცა.
-სიმნდზე გამახსენდა,ძალიან მშია...სასაცილოდ წარმოსთქვა გოგომ და მამაკაცს გაუღიმა.
-ჩემი ღორმუცელა...მხიარულად ჩაიცინა გაბომ და სამზარეულოსკენ მიმავალ გოგოს უკან აედევნა.



№1 სტუმარი darina

Ar vici me es istoria ise momwons ki ara ukve sugijemde miyvars, es tavic iseti tkbi iyooo, magari xar.

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან მაგარი თავი იყო ყოჩაააღ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი zak

♡EPICLOVE♡
ძაან მაგარი თავი იყო ყოჩაააღ♡♡♡
darina
Ar vici me es istoria ise momwons ki ara ukve sugijemde miyvars, es tavic iseti tkbi iyooo, magari xar.

პირველ რიგში უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ და კომენტარებს რომ ტოვებთ ხომ საერთოდ.რა მინდოდა მეთქვა,ამ ისტორიას რამოდენიმე თავში ვამთავრებ და მომდევნო ისტორიის წერაც დაწყებული მაქვს.არ მინდა მისი წერა გავაგრძელო თუ მეტყვით რომ თემა ან ზედმეტად უაზრო ანდაც ზედმეტან შეუფერებელია.მოკლედ ვწერ ისტორიას ორ გოგონაზე,რომლებსაც ერთმანეთი უყვართ..მაინტერესებს ამ ისტორიის შემდეგ ის რომ გამოვაქვეყნო რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება?უბრალოდ აზრი მითხარით,თუ ფიქრობთ რომ არაფერი გამოვა სხვა ისტორიის წერას დავიწყებ.წინასწარ გმადლობთ!

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mmmm momconss momconss malee dadee axalii tavii dzalainn mainnterrsebss movlenebii :*:*:*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent