შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვ/ე (დასასრული)


8-11-2015, 01:25
ნანახია 3 638

***
მეორე დღეს დათუნა და ნიკუშა ჩავიდნენ საგურამოში. ელენე მათ დანახვაზე ცოტა დაიძაბა, ეგონა ვატოც მათთან ერთად იქნებოდა.
-აქ არ არის..-უთხრა ნიკუშამ. პასუხად ელენემ გაუღიმა და ბუხართან ჩამოჯდა.
-იმედი მაქვს, არ აპირებთ ვატოს დაცვას ან მორალის წაკითხვას,-უთხრა ელენემ ჩამოსულ ბიჭებს.
-არც ერთს არ ვაპირებთ. უბრალოდ შენი ნახვა გვინდოდა, როგორ იყავი და ერთი-ორი სიტყვის თქმა,-უპასუხა ნიკუშამ
-ისე ვარ როგორც უნდა ვიყო,-მშვიდად უპასუხა ელენემ
-მე არც ვატოს დაცვას ვაპირებ, არც შენთვის მორალის კითხვას, მაგრამ იცი ყოველთვის როგორიც ვიყავი. არც მე და არც დანარჩენები არ ვერეოდით თქვენს ურთიერთობაში და ალბათ, ძალიან ცუდსაც ვაკეთბდით, თორემ ამ ეტაპამდე არ მიხვიდოდით არც ერთი. შენ აქ ხარ სასოწარკვეთილი და სახე ალეწილი და ის იქ იხრჩობს სასმელში თავს. კოტე არ წამოვიდა, რომ რამე სისულელე არ ჩაედინა ვატოს,-დაიწყო დათუნამ
-იცით, რომ ორივე გვიყვარხართ და თქვენი ბედნიერება ძალიან გაგვიხარდება ყველას. მაგრამ საჭიროა, რომ მოისმინოთ ერთმანეთის. უშეცდომო არავინაა ელენ ხომ იცი?-გააწყვეტინა ლაპარაკი ნიკუშამ.
-გიყვართ ერთმანეთი და საჭიროა, რაღაც კომპრომისზე წასვლა. ასე ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება ძლივს აშენებულის დანგრევა..-უთხრა დათუნამ
-ასეც ხდება ხოლმე,-მოჩვენებითი სიმშვიდით თქვა ელენემ ისე, რომ არ მოუშორებია აგიზგიზებული ცეცხლისთვის თვალი.
-არა ელენე ასე არ ხდება და თუ ხდება მომავლისთვის და ურთიერთობისთვის საჭიროა ერთხელ თუ დათმობ მეორედაც დათმო. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიყავით მოწმეები, როგორ ცდილობდა ვატო რომ რაღაც გაეკეთებინა. ბაზარი არაა შეეშალა ადრე, მაგრამ ახლა სხვა დროა და სხვა ცხოვრება. თქვენ გყავთ შვილი და შვილის გამო ღირს რაღაც კომპრომისზე წასვლა და თავმოყვარეობის დათმობა,-უთხრა ნიკუშამ
-რა კომპრომისს გულისხმობ ნიკუშა? გაგიჟდი ხო შენ? ადამიანური მომენტია და ძნელია რა..!-შეეკამათა ნიაკო
-შენ გაჩუმდი და ვაფშე გადით ორივე ოთახიდან,-მკაცრად უთხრა ნიკუშამ ნიაკოს და ანას.
-რატო? რომ გადაიყვანოთ ჭკუიდან ჩემი დაქალი და სისულელეები ელაპარაკოთ? ვითომ ვატო უცოდველია და არაფერი დაუშავებია?-გაცხარდა ანა.
-ხო გითხრა ანა ადამიანმა გადიო! ხოდა გადი, რომ გეუბნებით!-გაბრაზდა დათუნა.ანამ და ნიამ შეხედეს ელენეს რომელმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა მეგობრებს და ცხვირაბზუებულებმა დატოვეს ოთახი.
-თქვენ გგონიათ მარტივია ყველაფერი? ძლივს გადავლახე ის პერიოდი მაშინ რაც მოხდა. ნუ, კარგი მაგაზე არ მაქვს ლაპარაკი და არც მინდა წარსულის გახსენება. ღალატი ხდება მაშინ, როდესაც ურთიერთობა თავიდავე არაჯანსაღ საფუძველზე ეწყობა. სად დაინახეთ ჩვენს ურთიერთობაში არაჯანსაღი დამოკიდებულება? ყველაფერი ხდებოდა ეტაპობრივად და მივყვებოდით დინებას. ნელ-ნელა ვეჩვეოდით ერთმანეთს. გამოჩნდა და ჰოპ! მაშინვე უნდა დავქორწინებულიყავით? ეგეთი ადვილი გგონიათ თქვენ ოჯახის შექმნა? დათუნ, შენ და ანა წლები იყავით ერთად და მას მერე გადაწყვიტეთ დაქორწინება. ნიკუშ, შენ და ნიაც ერთ წელზე მეტ ხანს იყავით ერთად და მერე დაქორწინდით და ამ ყველაფრის მაგალითზე თქვენ გინდათ რამენიმდე თვეში მივიღოთ გადაწყვეტილება იმიტომ, რომ შვილი გვყავს?-გაბრაზდა ელენე და მიაყარა ყველაფერი ერთმანეთს
-მაგას ვინ გეუბნება? რა სისულელეებს ლაპარაკობ ხვდები საერთოდ? შენ თუ გგონია, რომელიმე ვამართლებთ ვატოს ძაან ცდები, ტო. უბრალოდ იმისკენ მოგიწოდებთ, რომ დაილაპარაკოთ დღესვე თუნდაც, თორემ დრო რომ გავა თუ წაიღო ყველაფერი თქვენ ორსაც წაგიღებთ,-უპასუხა ნიკუშამ და ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს.
-არაფერი არ იცი ელენე საერთოდ არაფერი!-გაბრაზდა დათუნა
-რა უნდა ვიცოდე მაინც? ის ინტიმური დეტალები მე არ მეხება და არც მაინტერესებს!-ცივად უთხრა ელენემ დათუნას.
-იცი მაინც რეალურად რა მოხდა? ქალი ეშმაკისეული რომაა მანდ ხომ ორი აზრი არაა! ვატო რომ ჩამოვიდა და თამთამ გაიცნო, აეკიდა ის გოგო იმენა დასდევდა,სანამ შენთან დაალაგებდა ურთიერთობას ნუ კაი ერთი-ორჯერ გაერთო ბიჭი რა ვუყოთ, მაგრამ! მაგრამ...! როდესაც შენთან დაიწყო ურთიერთობა, შენც დათბი და მართლა „შეყვარებულები“ იყავით, არ იკარებდა საერთოდ. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა თამთა მივარდნილა მასთან და უთქვამს ჩემი ცხოვრების სიყვარულია ელენე, მის ცოლად მოყვანას ვაპირებ და არ ვაპირებ შენთან ურთოერთობის აწყობას და გაგრძელებასო! მის გამო დავბრუნდი და ჩამოვედიო.! – ხმას აუწია დათუნამ.
-მთელი დღეები შენზე ლაპარაკობდა, შენზე და ვატოზე. ფიქრობდა როგორ უკეთესი იქნებოდა თქვენთვის, რა გაგაბედნიერებდა, რა გაგახარებდა. შენ გგონია არ ვიცით ღამე რომ გაკითხავდა და უბრალოდ ლაპარაკობდით? ამითი ცდილობდა მეტი საერთო ეპოვნა შენთან, მეტად დაგახლოვებოდა და ბევრი გაეგო შენს ამჟამინდელ ცხოვრებაზე. უყვარხარ, იცი როგორ უყვარხარ? ალბათ, ასე მართლა რომეოს არ ჰყვარებია ჯულიეტა..!-ჩართო სიბრძნე ნიკუშამ-გუშინ ვატოს დაბადების დღეზე აპირებდა შენთვის ხელი ეთხოვა. ბეჭედზე ერთი თვე დარბოდა, დაძვრებოდა სხვადასხვა გვერდებზე რომ რამე განსაკუთრებული შეერჩია შენთვის.ისეთი, როგორიც არავის აქვს და ლამაზ გარემოში ეთხოვა ხელი შენთვის!დაფიქრდი, ცოტა რომ მოგეთმინა სულ ცოტა კიდევ და აგეტანა ეს ყველაფერი დაგავიწყდებოდა როგორც კი ხელს გთხოვდა და სხვა სიურპრიზსაც ნახავდი..
-ეგ თქვენი საქმეა ვინ რაში ხართ დამნაშავე და რომელმა რომელთან დააშავა მოქმედებით, ან უმოქმედოთ. მაგრამ ერთი ის იცოდე, რომ ამ ერთი სისულელის გამო არ უნდა დაკარგო და არ უნდა მიატოვო ყველაფერი რაც აქამდე გაგიკეთებია,-დაასრულა დათუნამ. ელენე უსმენდა და ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები. ვატოს ხელის თხოვნა უნდოდა? მთელი ბავშვობა ოცნებობდა პრინცზე (ოღონდ თეთრ ცხენზე ამხედრებულზე,არა), სიურპრიზად ქცეულ ხელის თხოვნაზე, ფუშფუშა კაბაზე და ლამაზ ოჯახზე. პირიქით მოხდა ყველაფერი. დაუდევრობამ თავისი ქნა.. რომლის ბრალია ერთი რომ ძალიან მომთმენი იყო, თუ მეორე, რომელსაც უაზრო თავმოყვარეობა ჰქონდა და არაფრის დიდებით არ გადადიოდა ასევე, უაზრო პრინციპებს. ალბათ, გაუბედაობის.. რომელიც ამ ორივეს ჰქონდა.
-შენ იცი, რომ ვატო არაა ის ტიპი რამე უხერხულობა შეგიქმნას, ან შენი სურვილის საწინააღმდეგოდ წავიდეს.. მაგრამ ალბათ, აქამდე სჯობდა ასე ექნა.-უთხრა ნიკუშამ და დათუნას გადახედა, რომელიც აგიზგიზებულ ბუხარში მაშით აწვალებდა შეშას.
-ნიკუშ, წავედით რა..-უთხრა დათუნამ და წამოდგა ფეხზე,-შენ კიდევ რო ფიქრობ და აგეხადა თავი ამდენი ფიქრისგან ცოტა რეალური და საჭირო რაღაცები იფიქრე..-მიმართა ელენეს და გავიდა ოთახიდან. ისე გავიდნენ ბიჭები სახლიდან ზედმეტი აღარაფერი უთქვამთ. მაშინვე შემოცვივდნენ ანა და ნია ელენესთან. დაინახეს უემოციო ელენე, რომელიც უძრავად იჯდა და მოსდიოდა ცრემლები.

***

ჩვეულებრივად გაგრძელდა ის კვირა.
არც ერთი ზარი, ან წერილი, ან უბრალოდ შემთხვევით ნახვა არ ყოფილა.
უსასრულო ფიქრი და მიუღებელი გადაწყვეტილებები..
ტკივილი..
სულის შემძვრელი..
და გამყინავი..
ტკივილი, რომელიც თავიდან ფეხებამდე ტალღებივით გაივლის და ყოველ უჯრედს ნემსებად ერჭობა..
ფიქრი ძილის წინ და მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც გათენებისას კარგავენ ძალას..
ვატო შვილს ნახულობდა, გამოჰუავდა ბაღიდან,მიჰყავდა თავისთან და შემდეგ ვატოს დედას მოჰყავდა ელენესთან. ქალი განადგურებული იყო. ხმას ვერ იღებდა ვერც საკუთარ შვილთან და ვერც ელენესთან. ან რა უნდა ეთქვა, რეალურად ზუსტად არც კი იცოდა რა მოხდა. უბრალოდ, ძალიან სტკიოდა ორივეს ცუდად ყოფნა. სტკიოდა ელენეს ამოღამებული თვალები, ვატოს ალკოჰოლით გაჟღენთილი გამოხედვები.
იტანჯებოდა ერთი აქეთ, ერთი იქეთ.
ტკიოდა ერთს აქეთ, ერთს იქეთ.
ტიროდა სული- ერთის აქეთ, ერთის იქეთ.
ელენეს სამსახურიდან მივლინებაში მოუწია წასვლა ერთი კვირით. ბავშვი სულ ვატოსთან იყო. თითქოს პატარაც გრძნობდა მშობლების უთანხმოებას და მის ხასიათზეც ასახულიყო. უხასიათოდ და მოშვებული იყო.
-არ ვიცი ვატოს რა მოვუხერხო, რაღაც სულ უხასიათოდ არის..-დაიწუწუნა ბიჭებთან ვატომ.
-ელენე ენატრება?-კითხა ნიკუშამ
-ხო, ალბათ. ამდენ ხანს მარტო არასოდეს ყოფილა მის გარეშე..-თქვა ვატომ. ამ დროს დათუნა შემოვიდა.
-ბიჭო, ნიამ დაგირეკა?-ჰკითხა ნიკუშას
-არა, რა ხდება?
-ვიღაც, ამათი კლასელის დაბადების დღეა და იქ მიდიან გოგოები,-უპასუხა დათუნამ და ვატოს გახედა,-ჩამოვიდა.
-ელენეც მიდის? თბილისშია?
-კი. ანამ მითხრა ახლა ჩამოვიდაო, ნანასთან მისულა ბავშვი უნახავს და ვემზადებით საღამოსთვისო,-უპასუხა დათუნამ
-ძალიან კარგი. გაერთოს ცოტა,-მშიდად ჩაილაპარაკა ვატომ

***

ღამის პირველი საათი იყო დაწყებული. ტელევიზორში საინტერესო არაფერი გადიოდა, მარტო ფეხბურთი თუ მიიზიდავდა კაცს თან რაღაცა გადაკარგული ქვეყნის ნაკრებების თამაშები გადიოდა. ვატო შავ სპორტულებში წამოგორებული დივანზე უყურებდა ტელევიზორს და პულტს ხელში ათამაშებდა. აღარ უნდოდა დალევა. როგორც წესი, ერთი ჭიქაც კი მის ფიქრებზე მოქმედებდა. კარებზე დარეკეს და ზოზინით წამოდგა ვატო. ეზარებოდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ამიტომ ნელ-ნელა მიუახლოვდა კარს და გააღო. კარებში ელენე იდგა. გული გაუჩერდა, ან აუჩქარდა ზუსტად არ იცის რომელი.
-ელენე.. შემოდი.-უთხრა ვატომ და შემოატარა ნემსაძე. სასწაულად ლამაზი იყო ელენე! შავი მოკლე კაბა ეცვა მუხლს ზემოთ, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და სადა მაკიაჟი, რომელიც სავარაუდოდ მოსცილებოდა. ეტყობოდა, რომ საგრძნობლად ნასვამი იყო. თმები აწეწვოდა და შესვლისთანავე მისაღებ ოთახში სავარძელში ჩახტა.
-ესეიგი, ეს არის შენი სამფლობელო..-მიმართა ვატოს და მიმოათვალიერა ოთახი.
-ელენე, ძალიან ნასვამი ხარ..
-არ ვარ! მერე რა.. რომც ვიყო, არაუშავს! ცოტა დავლიეთ გოგოებმა,-უპასუხა და წამოხტა ფეხზე. მიუახლოვდა კარადაზე დადებულ სურათებსა და კედელზე დაკიდებულ ნახატებს. თან ნელ-ნელა დადიოდა და ინტერესით უყურებდა ყველა სურათს.
-აი, ყველაზე მეტად რა გინდა?-ჰკითხა უცებ ვატოს ისე, რომ არც შეუხედავს მისთვის.
-როგორ?-გაუკვირდა ვატოს რომელიც უკან მიჰყვებოდა ელენეს
-რა გაგიკვირდა. მითხარი, რა გინდა ყველაზე მეტად?
-რა თუ ვინ?-არ დაიბნა ვატო
-კარგი.. აი, მაგას! პირდები, რომ არასოდეს მოატყუებ, უღალატებ, მიატოვებ და სიცოცხლის ბოლომდე გეყვარება?
-არსებობს მაგის ორი აზრი, რომ ეგრე არ იქნება?
-კონკრეტული პასუხები ვატო..!-შენიშვნა მისცა ელენემ და გააგრძელა გზა ვატოს ოთახისკენ, რომელიც სულ არ იცოდა, რომ ვატოსი იყო.
-კარგი, ჰო.. ვპირდები.. და ის?
-ის გპირდება, რომ სულ შენს გვერდით იქნება ჭირსა თუ ლხი...-დაიწყო ელენემ და სათქმელი ვეღარ დაამთავრა. ვატოს ოთახში შესულს წინ სანახაობა გადაეშალა. კედელზე დიდად იყო ელენეს სურათი გაკრული. ცრემლები თავისით წამოუვიდა, მაგრამ არ შებრუნებულა ვატოსკენ.
-ჭირსა თუ ?-შეახსენა ვატომ
-ლხინში.. ყველაზე მეტად ეყვარება და კიდევ რაღაცა, რასაც ყურში ეტყვის მერე..
-ახლა, რომ უთხრას?-აჰყვა თამაშში ვატო ელენეს
-ახლა, სხვა რაღაცა უნდა..!-უთხრა ელენემ და ვატოსკენ შემოტრიალდა.

***
დილას რომ გაიღვიძა თავი ისე სტკიოდა, კიდევ ერთხელ ინანა, რომ დალია. მაშინაც ნანობდა, რომ სვამდა მარა უნდოდა და რა ექნა! ცხოვრებაში ერთხელ ხომ უნდა დაელია ისე, რომ სისულელები გაეკეთებინა მერე! სისულელე? რა სისულელეა, რომ ეს სიულელე იყო! გაეღიმა.. თვალები გაახილა და თავის სურათს შეხედა, სადაც გვერდით საყვარელი მამაკაცის სურათიც მოუხდებოდა.
-დილამშვიდობისა..-ღიმილით უთხრა ვატომ. ელენემაც გაუღიმა, უცებ მისკენ მიიწია და დაუკოცნა მთელი სახე.
-არ მაინტერესებს არც ვიღაც თამთა და არც არაფერი! შენ ჩემი ხარ ვატო მენაბდე და მე ვარ შენი! მე მინდა კიდევ შვილები შენგან! ჩემს შვილს ბევრი და-ძმა სჭირდება.. და არც ის მაინტერესებს კიდევ ვინ დააპირებს ჩვენს ურთიერთობაში ჩარევას, მე არ ვაპირებ შენი თავი ვინმეს დავუთმო იმიტომ, რომ შენი მჯერა. იმიტომ მჯერა რომ სიგიჟემდე მიყვარხარ და შენ გამო ბევრ რამეზე ვარ წამსვლელი..!-უთხრა ელენემ და ვატოს კისერში ჩარგო თავი. ვატოს პატარა ბიჭივით აუფართხალდა გული, აღარ იცოდა რა ეთქვა ეგონა სიზმარში იყო.-ხო, და კიდევ! ჩემი არა თითი უშნოდ გამოიყურება რაღაცის გარეშე..!-ღიმილით უთხრა ელენემ და თითი აჩვენა. ვატომ მაშინვე უჯრიდან ამოიღო ბეჭედი და გაუკეთა საყვარელ ქალს:
-დროა პატრონმა ატაროს ეს ბეჭედი..!



№1  offline მოდერი bibo

Martla kargi iyo dzalian momewona.magra guli damwyda ro morchaa :(

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dzaan kargi iyo yochag dzaan magari xaar♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი kaxelii

ძალიან კარგი იყო ნუ ერთი თავიც რომ დაგეწერა მთლად კარგი იქნებოდა. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით smile

 


№4  offline წევრი Crystal

რატომ დამთავრდა :(( ძალიან მაგარი იყო თან რეალურად თუ მოხდა ხო საერთოდ :* ახალი ისტორია დადერა ან ამის მესამე ნაწილი :დდ

 


№5  offline წევრი ელენა ილდანი

ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ კოთხულობდით, მოგწონდათ ან არ მოგწონდათ მთლიანად თუ რაიმე დეტალი!))
დავასრულე იმიტომ, რომ არ მინდოდა ძალიან გაწეილილიყო და მოგბეზრებოდათ. ზოგადად ყოველთვის მირჩევნია ზომიერად იყოს, ვიდრე მომბეზრდეს და დავივიწყო (როგორც ჩემს შემთხვევაში ხდება ვიწყებ და ვეღარ ვამთავრებ კითხვას მობეზრების გამო :))) )
მოკლედ! დიდი მადლობა! ძალიააააან მალე ახალ ისტორიასაც შემოგთავაზებთ და ვეცდები გავითვალისწინო ყველაფერი!)

Crystal
რატომ დამთავრდა :(( ძალიან მაგარი იყო თან რეალურად თუ მოხდა ხო საერთოდ :* ახალი ისტორია დადერა ან ამის მესამე ნაწილი :დდ



მესამე ნაწილი არ ვიცი, მაგრამ ახალი ისტორია აუცილებლად იქნება. მიხარია, რომ მოგეწონა)

nirvana99
დასასრულმა გამაბედნიერა რასაც ქვია
კარგი გოგო ხარ და ისტორიაც ძალიან კარგი იყო. თან რეალური!
მიხარია რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ცუდი რამ გადაიტანეს. ბოლოს ხო მაინც არიან ბედნიერები.
შენ ხარ ძალიან მაგარი! მაბედნიერებდა ეს ისტორია. მაინც, მინდოდა რომ დიდი თავები დაგედო, ერთადერთი ეს არის რითიც ვარ ცოტათი უკმაყოფილო. დანარჩენი ყველაფერი კარგია. ახლაც, არ მინდოდა რომ დაგესრულებინა, ამათი თანაცხოვრებაც მაინტერესებს. ისე, კარგი იქნება თუ დაწერ კიდევ! ან თუნდაც ახალ ისტორიას დაიწყებ. შენ გამო შემოვდიოდი აქ, რომ იცოდე. )
მოკლედ საოცარი იყო, ავტორ!


შემდეგ ისტორიაზე შენს შენიშვნას გავითვალისწინებ და თავების გაზრდაზე ვიმუშავებ) მადლობა, შენ ობიექტურობისთვის!)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent