შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 4


8-11-2015, 12:56
ავტორი dona gedi
ნანახია 2 994

_ზღაპარში ვარ თუ რა ხდება?-ამოიბლუკუნა და მინდვრის ყვავილებით მოფენილ მინდორზე ჩაიმუხლა. თან აყვავებულ ხეებს უყურებდა და ვერ გაეგო რომელს მიფერებოდა ან საით წასულიყო. ყნოსვა გაუმძაფრდა და მოუნდა სულ შეესრუტა ყველა ის არომატი, რომელიც ბაღში ტრიალებდა. უცბად მოძრავმა თეთრმა გამოსახულებამ მოსტაცა თვალი და ღუღუნის ხმა შემოესმა. მისი მიმართულებით იწყო სვლა და ბოლოს დაინახა_ორი მტრედი ხის ტოტზე შემომჯდარიყო და თითქოს ადამიანურად ეხუტებოდნენ ერთმანეთს. უნებურად გაეღიმა და იგრძნო, რომ პირველად გაეღიმა ისე, თითქოს არც არაფერი სტკიებია.
ყელში აღარ იყო უშნოდ გაჩხერილი ბურთი, გულსაც არავინ ჭყუნავდა დიდი ტორებით, არც სული დნებოდა სანთელივით... თითქოს ეს ყველაფერი არც აწუხებდა ცოტახნის წინ. უფრო ფართოდ გაიღიმა და თან ეშინოდა, რომ არ დაბრუნებულიყო ყველა შეგრძნება, რომელიც თავისთავად გაქრა. ელენმა დაინახა, როგორ გამობაჯბაჯდნენ პატარა მტრედები ბუდიდან და მშობლებს მიეტუზნენ. ელენის გულიც თითქოს შუაზე გადაიხსნა და უნებურად იტაცა მკერდზე ხელი. მაინც იგრძნო რისიც ეშინოდა, ტიკივილი გაორმაგდა. ანდრია შეცბა, დაახლოებით მიხვდა რაც ხდებოდა მის თავს და სასწრაფოდ გადავიდა მოქმედებაზე. უცნაურად დაუსტვინა და მერე ისეთი ხმა გამოსცა ელენს რომ არასდროს გაეგონა.
_ელენ, უკან მოიხედე.- ზურგისკენ გაიგო ანდრიას ხმა და მისკენ მიბრუნდა. ჯერ ვერავინ დაინახა, მერე კი შეამჩნია. პატარა შველი იყო. ჯერ სიარული კარგად ვერ ესწავლა და ფეხი ეკვეთებოდა. უცბად შეკუნტრუშდა და ელენისკენ გამოიქცა. ელენმა გადაიკისკისა და შველმა ხმაზე მკვეთრად მოუხვია, თუმცა ფეხი ვერ დაიმორჩილა და მოეკვეთა. ელენმა მანამდე შეაშველა ხელი სანამ დაბლა დაეცემოდა და გულზე მიიხუტა. შველს გული აჩქარებოდა და თრთოდა, თუმცა როცა დარწმუნდა, რომ ქალი არაფერს უშავებდა, გაყუჩდა. ელენი ეფერებოდა და განუწყვეტლად იღიმოდა.
ანდრია კი მზის სხივებზე აბზინვარებულ მის თმას აკვირდებოდა. „ბავშვივითაა, როგორ გვანან ერთმანეთს“-გაიფიქრა მან და ღიმილით შეხედა ელენის კალთაში მოკალათებულ შველს, რომელმაც ალბათ მადლობის ნიშნად ქალს ხელი აულოკა.
საღამომდე არ გამოსულან ბაღიდან. მთელი ტერიტორია მოიარა და ვარდების ხეივანს რომ მიადგა, ანდრიას გასძახა:
_ანდრია, შეიძლება ყვავილები სახლშიც წავიღოთ? გამოაცოცხლებს და შიგნითაც გაზაფხულის სურნელი იქნება.
ანდრია ცოტახანს ხმას არ სცემდა, ფიქრობდა ქალის მნიშვნელობაზე, მის ხედვაზე და სურვილებზე, რომ ყველგან გაზაფხული დაენახა. ქალმა კი დუმილი უარყოფად ჩათვალა და შერცხვა.
_მაპატიე, არ უნდა მეთქვა. მე არაფერი მესაქმებოდა.-ხმა გაებზარა ელენს. ანდრიას კი ჩაეცინა.
_მშვენიერი აზრია. აარჩიე რომელი ყავავილებიც მოგინდება. და ნუღა იფიქრებ, რომ არ გესაქმება. ახლა შენც აქ ცხოვრობ, უბრალოდ უნდა შემითანხმო რაც მოგინდება.. მაგრამ ერთი პირობით:
_რა პირობა?
_ვარდს არ შეეხო, მე დავკრეფ. ეკალს ვერ აცდები და შენ ხელს ნამდვილად აღარ ჭირდება კიდევ ერთი ჭრილობა.-ელენს გაეცინა. და გაუკვირდა ანდრიას უკმაყოფილო ხმა. „ასე ადარდებს ჩემი ხელები“?
_კარგი თანახმა ვარ შენს პირობაზე.-უთხრა და იასამნისკენ წავიდა. ორ წამში მის ფეხთან მიწაში დანა ჩაესო და ელენი შეაკრთო.
_ხელით გაგიჭირდება. -მოესმა ანდრიას ხმა. დანა აიღო და იასამნის უზარმაზარ ხეს შეავლო თვალი. კედლის მხარეს მოუარა და იქიდან დაიწყო დაკრეფა. ანდრია კი მისი ადამიანური რეაქციებით ხალისობდა.
_ალბათ რაღაც სპეციალური ჯიშია არა? ამხელა იასამნის ხე არასდროს მინახავს.
_შეიძლება ასეც ითქვას.-იყო პასუხი.
_ისე, არც ასეთი ბაღი მინახავს, მტრედებით და შველით.-გაეცინა ელენს. _რაღაც არარეალურად ლამაზი და სრულყოფილია აქაურობა..
_ყველაფერს აქვს, თავისი ბნელი მხარე, სრულყოფილება არ არსებობს.-შეეპასუხა ბიჭი.
_მართალია, ამიტომ ვთქვი არარეალურადთქო..
ელენი იასამნის კრეფას მორჩა და ახლა სხვა ყვავილებს მიადგა. თან ენანებოდა დასაკრეფად, მაგრამ ყველაფერი ისე ხშირი და ბევრი იყო, რომ არ ეტყობოდა თუ რამე აკლდებოდა.
_ანდრია, დავამთავრე. მაგრამ ძალიან ბევრია, ხელით ვერ წავიღებთ.
_მე წამოვიღებ ყველაფერს.-მოესმა და უცბად აიჭრა ჰაერში. კედელს გადაევლო და სახლში აღმოჩნდა, თუმცა ეს იმხელა გზა იყო, რომ ელენს მოესწრო იმის აღქმა, როგორ ეკავა ხელში მისი სხეული, მკვრივ და ძლიერ სხეულს. ნაცნობი სურნელი ჰქონდა. სიმშვიდის.
ელენმა გააანალიზა, რომ ჰოლში იდგა.
_ახლა სამზარეულოში წადი, კედლის მხარეს კარადაში ვაზები იქნება. მოამზადე, მე კი ყვავილებს მოვიტან.
_კარგი._ დათანხმდა ელენი და საქმეს შეუდგა. მალე ანდრიას ხმაც გაიგონა:
_კართან მიდი.
სამზარეულოს კარს მიადგა და უშველებელ კალათში ჩაწყობილი ყვავილები შეათვალიერა. სიამოვნებისგან გაიბადრა და კალათი შიგნით შეიტანა.
სულ ზევით იასამნები იყო. ორ ვაზაში გაანაწილა და თავისი და ანდრიას ოთახისთვის გვერდით გადადო. „თუ ანდრია არ მოინდომებს ჰოლში დავდგავ“
გაიფიქრა და ვარდებს დასწვდა. „ეკლები გაუცლია“ შენიშნა ქალმა და ჩაეღიმა. უკვირდა რომ ასე არ უნდოდა ელენს ხელი დაესერა. რვა ვაზა გამოვიდა და ელენი კმაყოფილი იყო. ჯერ ჰოლში გაანაწილა ხუთი ცალი. ერთი სამზარეულოში დატოვა. ერთი თავის ოთახში აიტანა. მერე კი ანდრიას დაუძახა:
_იასამანი დავტოვე, შენთვის. თუ გინდა წაიღე შენ ოთახში, თუ არა სხვაგან დავდგავ.
_წავიღებ ელენ, მადლობა.- უპასუხა ანდრიამ კმაყოფილი ხმით და წამში გააქრო სამზარეულოში მდგარი იასამნები.
_ელენი კვლავ სამზარეულოში დაეშვა. ყვავილების ნარჩენი ტოტები და ფოთლები მოაგროვა და გადაყარა. მერე კი სუფრის გაშლას შეუდგა. ანდრიას კვლავ შესთავაზა სადილზე დასწვეოდა, მაგრამ უარი მიიღო. ჭამა რომ მოამთავრა და ოთახისკენ გაემართა რაღაც გაახსენდა.
_ანდრია აქ ხარ?
_კი ელენ, რა მოხდა.
_წიგნები თუ გაქვს სახლში?
_კი, ბიბლიოთეკა მესამეზეა, დერეფნის ბოლოს. ახლა შენს ოთახში შედი, და ცოტახანში გასაღებს მოვიტან. მერე შეგიძლია ნახო.
ელენმა მხოლოდ თავი დაუქნია და ოთახში შევიდა. ანდრია კი სინამდვილეში ნათურების დასაყენებლად წავიდა. რომ მოამთავრა გასაღები კარშივე დატოვა და წამოვიდა. ელენს მიუკაკუნა. ქალი გამოვიდა და მიმოიხედა. როგორც ყოველთვის არავინ იყო.
_ბიბლიოთეკა ღიაა, გასაღები კარში დავტოვე და ასე იყოს. როცა მოგინდება შეგიძლია შეხვიდე.
_მადლობა ანდრია. უმისამართოდ მიაძახა ელენმა. ჯერ ოთახში შებრუნდა, მერე კი ბიბლიოთეკისკენ აიღო გეზი.
შიგნით შესულმა გაოცებისგან პირი დააღო. უზარმაზარი და მყუდრო ბიბლიოთეკა იყო. თეთრი ფერი ჭარბობდა კედლებზე და ელენმა როცა დაინახა ყველაზე მთავარი ატრიბუტი, კედელში გამოყვანილი დიდი ფანჯარა, რომელიდანაც ის ბაღი მოჩანდა, ცოტახნის წინ რომ იყვნენ.
ფანჯრის რაფის ნაცვლად დასაჯდომი, უფროსწორად იმხელა ადგილი იყო დაწოლაზეც არ იტყოდა უარს. ხალისიანი ფერებში იყო გადაწყვეტილი და უამრავი ფუმფულა ბალიში ელეგა. ელენი აღფრთოვანდა, რადგან ასეთი თვითონაც ჰქონდა სახლის ბიბლიოთეკაში, თუმცა მისი ბიბლიოთეკა ამხელა ნამდვილად არ იყო. ელენს იმდენად უყვარდა ასეთი ადგილები რომ თავის ოთახშიც გააკეთებინა მამას და ხშირად ეჩხუბებოდნენ, როცა წიგნების კითხვაში ისე ერთვებოდა, რომ მთელი დღე არ გამოდიოდა ოთახიდან. ეცადა წარსული თავიდან ამოეგდო და წიგნებს მიუბრუნდა.
ბიბლიოთეკაში წიგნები წლების მიხედვით იყო განლაგებული. ელენმა კიდევ ერთხელ დააღო პირი, როცა აღმოაჩინა, რომ წიგნები 1800 წლიდან იწყებოდა. მართალია ამ წლის წიგნებში მხოლოდ 5 წიგნი იყო, მაგრამ წლების მატებასთან ერთად წიგნთა რაოდენობაც იზრდებოდა.
ქალს არ ჰქონდა ძველი წიგნების კითხვის ხალისი და ახლებს მიაშურა, ისინი კი სამომავლოდ გადადო, როცა წარსულის ქექვის ხასიათზე მოვიდოდა.
სამი წიგნი ამოარჩია და ფანჯარასთან მოკალათდა. უკვე შებინდებულიყო. ერთერთს დაავლო ხელი და კმაყოფილებისგან ამოიოხრა.
ანდრია თავის ოთახში იყო და ფანჯრიდან ჩამავალ მზეს გაჰყურებდა. ფიქრობდა ამოეშენებინა თუ არა შესასვლელი კარები ბაღის გალავანში, რომ ელენი თავისუფლად შესულიყო როცა მოუნდებოდა. ვერ გადაწყვიტა. არ უნდოდა ქალის გამო რამე შეეცვალა სახლში, მაგრამ სულ თვითნ ხომ ვერ ატარებდა? კარგად რომ დაბინდდა ეზოში ჩავიდა, ბაღის გალავანს გადააფრინდა და შველი მოძებნა. აიყვანა და თავისივე გაკეთებულ პატარა ოთახში შეიყვანა, რომელიც ხავსით იყო დამალული და ქალმა ჯერ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ. შველს აჭამა, ცოტახანს მიეფერა და წამოვიდა. მერე ელენი გულისცემა შეამოწმა, ქალი ისევ ბიბლიოთეკაში იყო. ამიტომ დამშიდებული გავიდა ტყეში და წყურვილი დაიკმაყოფილა. უკან დაბრუნებულს ქალი აღარ გახსენებია, აბაზანაში შევიდა. როცა გამოვიდა მისდა გასაკვირად ელენის გულისცემა კვლავ ბიბლიოთეკიდან ესმოდა. უკვე ძალიან გვიან იყო კითხვისთვის. ქალისკენ გაიქცა, ფრთხილად შევიდა შიგნით და ფანჯარასთან ჩაძინებული ელენი დაუხვდა, წიგნი გულზე მიეხუტებინა და უხერხულად მოკუნჭულიყო. რაღაც აწუხებდა, ალბათ ცუდ სიზმარს ხედავდა. ანდრია მიუახლოვდა წიგნი ფრთხილად ააცალა და ხელში აიყვანა. ქალის სახე შიეცვალა, აღარ წუხდა, თუმცა ისევ ეძინა. ანდრიამ ფრთხილად ჩააწვინა საწოლში და ოთახიდან გამოიძურწა.
გადაწყვიტა თვითონაც დაეძინა, აღარ უნდოდა რამეზე ეფიქრა. ასეც მოიქცა, მაგრამ ორი საათიც არ ეძინა, რომ ქალის კივილისა თუ ტირილის ნარევმა ხმამ გამოაღვიძა. გულისცემა იმხელა ხმაზე ისმოდა, ანდრიას ეგონა ცოტაც და ნამდვილად გაუსკდებაო. მერე სიტყვებიც გაარჩია: „ემი, დამიბრუნეთ ემი“ ისეთი უცნაური ხმა ამოსდიოდა ამ დროს, ანდრია მაშინვე მიხვდა, რომ მისთვის ძვირფასს მისტიროდა ქალი.. ოთახში რომ შევიდა მძინარე ელენი დაუხვდა რომელიც ბალიშს ებღაუჭებოდა და ისევ ვიღაც ემის მისტიროდა. არ ეგონა ქალს ძილში თუ შეეძლო ასე გულით ეტირა. მთელი სხეულით იკრუნჩხებოდა და ანდრიამ ვეღარ გაუძლო. მიუახლოვდა და ფრთხილად შეეხო სველ ღაწვებზე, ქალი შეკრთა და შეშინებული უკან გახტა. სიზმარი და რეალობა აერია.
_მე ვარ ელენ, დამშვიდდი. მხოლოდ სიზმარი იყო.
ქალს ხმა არ ამოუღია ისევ აქვითინდა. ის ვერ ხედავდა ანდრიას სიბნელის გამო, ანდრია კი მშვენივრად ხედავდა.
_უარეეს აკეთებ, ხომ გითხარი, მხოლოდ სიზმარი იყო. დამშვიდდი.
_ეს სინამვილე იყო, სინამდვილე.-ამოიბღავლა ელენმა და ხელები გულზე მიიჭირა, ისე სტკიოდა მკერდი ეგონა თავისი ხელით შეძლებდა ამოგლეჯვას.
ანდრიამ გულზე მიიკრა და სიტყვებს ეძებდა რომ ქალი დაემშვიდებინა. არ იცოდა ეკითხა მისი ამბავი თუ ეს უარესი იქნებოდა მისთვის.



№1 სტუმარი Nana

Magaria gaagrdzele neta rodis anaxebs tavis tavs andrea?sainteresoa<3

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ ძალიან მომწონს ეს ისტორია მაგრამ არ მეყო... თითქოს დიდი თავი იყო თავიდან მაგრამ რომ ვკითხულობდი ისე იცებ დამთავრდა ასე მეგონა დაწყებულიც არ მქონდა და დამთავრებული იყო... მალე დადე რა ახალი თავი და რამე სიახლე შეიტანე ამათ ურთიერთობაში... ველოდები ახალ თავს...

 


№3  offline წევრი dona gedi

ვეცდები კიდე გავზარდო თავები რომ გეყოთ))) :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent