რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე? (თავი 19)
-ცოტნე- ეს ღამე გაჭირვებით გავლიე. თვალი ვერ მოვხუჭე. ვიცოდი, ახლა განგასაც ეღვიძა. ვიცოდი, ვერც ის დაიძინებდა, იდარდებდა, იტირებდა... ოხ, თიკო როგორ სიამოვნებით ამოგაცლიდი მეტიჩარა ენას... ხვალ რა იქნებოდა? ვიცოდი, რომ განგა თავს ამარიდებდა. ვიცოდი, რომ თიკოსგან მოსმენილი სიტყვების გამო, თავს ჩემგან შორს დაიჭერდა... ალბათ ოთახიდან ცხვირს არ გამოყოფდა... ან უარესი, წასვლას მოინდომებდა, ამას კი არ დავუშვებდი. მხოლოდ 2 საათით მოვატყუე თვალი და გაჭირვებით ავდექი. თავი ნაბახუსევი მეგონა. ცხელმა შხაპმა ცოტა გონს მომიყვანა და მაგარმა ყავამ კი მთლად გამომაფხიზლა. დილით, ჯერ 10 საათი არ იყო და ჩვენ უკვე ბაჩანასთან ვიყავით. „ სარდაფში“ ჩაგვიძღვა და განათების ჩართვისთნავე აღრიალდა. -დედა! რამდენჯერ გითხარი „სარდაფს“ შეეშვი აქ ნუ ჩამოდიხარ მეთქი? -რა გაღრიალებს, დავალაგე უბრალოდ.- აშკარად ელოდა შვილის ამ გამოხტომას ლალი დეიდა და მაშინვე შემოყო თავი კარებში. -არ უნდა დედა, არც „უბრალოდ“ და არც „ბრალიანად“. შეეშვი რა ამ ადგილს, მე მივხედავ მეთქი, მე მივ-ხე-დავ... ვაახ...- ხელები უმწეოდ გაშალა ბაჩანამ. -ვიცი მე შენი მიხედილი. ნერვებს ნუ მიშლი რა ამ დილით. ბიჭებო, ჩაის გაგიკეთებთ თქვენც არ გინდათ? თუ ყავა?- შემოგვთავაზა მე და ჯონის. -ყავას დავლევდი ლალი დეიდა, თუ არ შეწუხდებით. -გავუღიმე მე. -მეც რა, ლალი დეიდა...-ჯონიმაც ღიმილით ახედა კარში მდგარ ქალს. -მე ჩაის რა დე...- მოლბა ბაჩანა. -შენ თვითონ გაიკეთე ვაჟბატონი. აღარც „უბრალოს“ და აღარც „ბრალიანს „ აღარ გაღირსებ არაფერს შენ...-ნიშნის მოგებით გადახედა ლალიმ ბაჩანას. -აუუ, გეხუმრე ლალი, რა გჭირს ტო...-წაუაფერისტა ბაჩანამაც. მე მაჯაზე შებმულ საათს დავხედე. ჯერ 10 არ იყო. ბაჩანამ ჩემი მზერა შეამჩნია და მაშინვე კომპიუტერებს მიუბრუნდა. სამივე კვების წყაროსთან მიაერთა, მაგიდის უჯრიდან ტელეფონი ამოიღო და ააწყო. ჩართვისთანავე კომპიუტერს მიაერთა და ეკრანს მიშტერებულმა კლავიატურაზე აათამაშა თითები. ლალი დეიდასთან ჯონი ავიდა, მე ჩამოვიტან ყავასო. უკვე 10 საათი ხდებოდა და ჩვენი ლაპარაკი, არ იყო საჭირო, ჩვენს გარდა კიდევ მოესმინა ვინმეს. ზუსთად 10 საათზე ტელეფონი ჩემს ხელებში აცეკვდა. -ლადო... -დღეს სულაც არ ვიყავი მის ხასიათზე და ეს აშკარა გავხადე პირველივე სიტყვაში. -დღეს ვერ ხარ რაღაც განწყობაზე...- ლადოს ირონიული ტონი არ მომეწონა.- ცუდია, რომ მეც ვერ მოგმართავ სახელით. -მოაწერე ხელი თუ გამოემშვიდობე ამ ფულზაც?-მისი ხმა ნერვებზე მაწვებოდა. -კი მოვაწერე . -გამოაგზავნე! მინდა საკუთარი თვალით ვნახო.-მის უკმაყოფილო ხმას ყურადღება არ მივაქციე. -და რა იქნება შემდეგ? -მომავლის იმედი გაქვს?-ჩამეცინა.- როგორც დაგპირდი, გაყრაზე თანხმოდის სანაცვლოდ, შენს ცხოველურ საქციელს არ გავახმაურებთ და ამაზე პასუხისგება არ მოგიწევს.-ღმერთო, როგორ მომინდა ახლა მისი შუაზე გაგლეჯა... -.......-პასუხი არ მიმიღია. -გეცოტავა? რამე უფრო სასიამოვნოს ელოდი?-გამეცინა. -და ფული? -ახლა ვატომ იკითხა. -ეს ფული ჯერ ისევ თქვენს ანგარიშზე რჩებდა. ჯერ-ჯერობით. ვნახოთ ჩვენს ბოლო საუბრამდე თუ შეინარჩუნებთ... -ეს რას ნიშნავს?-ისევ ვატო აქტიურობდა. -ლადო! -ვატოს ყურადღება არ მივაქციე.- გახსოვს, ჩვენი დაკავშირებისთანავე რა მკითხე? დავიჯერო ჩემი ვინაობა აღარ გაინტერესებს?-ხმიდან ირონიას არ ვიშურებდი. ბაჩანამ ხელი ამიქნია. გავხედე და ტუჩების მოძრაობით მითხრა.“განქორწინების საბუთები ჩვენთანაა.“ თავი დავუქნიე. -მერე და როგორ მაინტერესებს ნაბი*ვარო. -გამოსცრა ლადოს. -გპირდები, საჩუქრს გაგიკეთებ და გეტყვი მომდევნო საუბრისას. დღეს გელოდები, ექვსზე დარეკავ.-ვუთხარი და გავუთიშე. ბაჩანამ მაშინვე მიხედა ტელეფონს და ისევ მაგიდის უჯრაში დააბრუნა. მე მაგიდიდან განქორწინების საბუთები ხელში ავიღე. რომელიც ბაჩანას უკვე მოეთავსებინა საქაღალდეში. გადავხედე საბუთებს და ჯონის გავუწოდე. -ეს შენ წაუღე რა ადვიკატს. მე ცოტა ხნით ოფისში შევივლი. მთელი 2 დღეა მირანდა მირეკავს, საბუთებზე ხელია მოსაწერიო. მივალ სანამ შემჭამს.-გავიღიმე ჩემი მეგობარ-მდივნის უკმაყოფილო სახის წარმოდგენაზე. -კარგი. -თავი დამიკრა ჯონიმ.-საბუთებს მივიტან და მე მოგაკითხავ ოფისში. სადმე გავიაროთ ცოტა განტვირთვა არ გაწყენდა. -ახლა ამის დროა? ამ საქმეს მოვამთავრებ და დანარჩენი მერე.-ხელი უკმაყოფილოდ ავიქნიე. -აუ არა ტო, რა მერე ეე... მოდი, მაგარი ბარი ვიცი და იქ წავიდეთ რა საღამოს. აი ამ ს*რს რომ დაველაფარაკებით ერთი საათით მოვტყდეთ რა...-ატყდა ბაჩანა. -საღამოს წავიდეთ კი. -დავეთანხმე. ოფისში მისულს საქმე თავზე საყრელი დამხვდა. უამრავ საბუთს მაყრიდა თავზე მირანდა. თან მეჩხუბებოდა, როცა ჩემს მოღუშულ სახეს უყურებდა, შემოგევლო როცა დრო იყო და ახლა ამდენი საქმე არ დაგიგროვდებოდაო. რამდენიმე საათი ვერ მოვიცალე. ბარემ ოფისში ვიყავი და ერთ საათიანი თათბირიც ჩავატარე. მოთითებები მივეცი ყველას. სანამ სრული ძალებით დავბრუნდებოდი სამსახურში, დროებით ჩემს ადგილას ჩემი მეგობარი ნოდარი დავტოვე, რომელიც რა თქმა უნდა, მე შემითანხმებდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მირანდა კი ამ ოფისში ჩემი თვალი და ყური იყო. არც კი ვიცი რა მეშველებოდა მის გარეშე. უკვე ოთხი სრულდებოდა, სახლში წასვლა რომ მოვახერხე. ჯონიმ ერთი საათის წინ დამირეკა, მე მოსვლას ვერ ვახერხებ, რაღაც საქმე გამომიჩნდა და მანქანა გამოგიგზავნე ქვევით გელოდებაო. რა მოხდა მეთქი ვკითხე და ჯერ მეც არ ვიცი, რომ გავარკვევ დაგირეკავო. მანქანაში ჩავჯექი და სახლის კართან მისულს, კარი ღია დამხვდა. რა მოხდა? გულმა რაღაც ცუდი მიგრძნო. ღია კარში შევედი და იქ რომ არავინ დამხვდა, უფრო გავოცდი. გარეთ დაცვა იყო, ზუსტად ვიცი უცხო აქ ვერ შემოვიდოდა და სხვა რა უნდა მეფიქრა? მისაღებიდან რაღაც ხმა გამოდიოდა. იქით გავემართე და ოთახის ჰორიზონტზე გამოვჩნდი თუ არა განგა დავინახე. მტირალი დივანზე ჩამომჯდარიყო და ცრემლებს მუჭებით იწმენდდა. ისევ ტიროდა, ახლა რაღა მოხდა? ოთახისკემ სწრაფი ნაბიჯით წავედი. ალბათ, ფეხის ხმაზე, განგამ გამომხედა და ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოხტა და ჩემსკენ შურდულივით გამოვარდა. ვერაფრის გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, ისე მომიახლოვდა სირბილით და მუხლებში ჩამივარდა. ხელებზე ვეცი და მისი შეჩერება ვცადე, მან კი მუდარით ამომხედა. გაოგნებული შევცქეროდი მის ლამაზ სახეს, რომელიც ცრემლებისგან დასველებოდა. ისეთი შეშინებული იყო, როგორც მაშინ ლადოს რომ გამოექცა და მანქანაში ჩამიჯდა. მეც ჩავიმუხლე მის წინ იატაკზე და ხელები ლოყებზე მოვკიდე. თვალებს გაშმაგებული აცეცებდა. გული საშინლად მიცემდა, ვერ ვიგებდი რა ხდებოდა, მაგრამ კარგი რომ არაფერი იყო, მივხვდი. -რა დაგემართა? განგა!- მივმართე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა. -მან ის... ლანა...-სიტყვებს ვერ ამთავრებდა. ვერ გავიგე რა ხდებოდა. ლანას სახელმა, ერთიანად დამიარა ტანში. რა სჭირს ჩემს ფრინცესას? -რა... რა ლანა? ხმა ამოიღე. -განგას ხელები მხრებში ჩავავლე და ოდნავ შევანჯღრიე გონს მოსასვლელად...-განგა! -სკოლაში აღარაა... წაიყვანა... ვიცოდი... დამპირდა...-თავჩაქინდრული ტოროდა. ხელი გავუშვი მხრებიდან. თითქოს მეც ძალა გამომეცალა. განგა წინ გადმოიხარა და ხელებით იატაკს დაეყრდნო. მისი ცრელმები იატაკზე ცვიოდა. თავი ავწიე. თიკო მისაღები ოთახის ზღურბლზე იდგა, ცხვირსა და პირზე ხელი აეფარებინა და ჩუმად ტიროდა. მოულოდნელად განგამ ტირილი შეწყვიტა და ცრემლჩამდგარი და ჩაწითლებული თვალები შემომანათა. -დაეხმარე გთხოვ, გევედრები... ლანას დაეხმარე... არ დაუშვა რომ მოკლას... გთხოვ... -მევედრებოდა ხელი უხმოდ მოვავლე მხებზე და გულზე მივიკარი. ისევ ხმამაღლა ატირდა.მისმა სიტყვებმა, გული ჩამწყვიტა. შიგნიდან ვიწვოდი. -რა თქმა უნდა დავეხმარები. ნუ გეშინია, გპირდები, ყველაფერი კარგად იქნება. ლანას მოგიყვან. დამიჯერე... დამშვიდდი.- თმაზე გაუაზრებლად ვეფერებიდი და მკერდზე მთელი ძალით ვიკრავდი. ასე უმოქმედოდ ვერ ვიქნებოდი. ხელი მოვკიდე განგას და ხელში ავიტაცე. კიბეები ავატარე და თავის ოთახში შევიყვანე. თიკოც უკან მომყვებოდა. -შორენას უთხარი დამამშვიდებელი მოუტანოს.-გავხედე თიკოს. ისიც სწრაფად გაუჩინარდა კარებში. ცალი ხელით გადავშავე საწოლი და განგა შევაწვინე. მის ფეხებთან დავიხარე და კეტები გავხადე. მტირალი განგა ისე ატრიალებდა თვალებს, აშკარად ვერ ხვდებიდა რას ვაკეთებდი. აგინიაში იყო. მისი მდგომარეობა მაშინებდა. მჭიდრო ჯინსის შარვლით ვერ მოისვენებდა. ხელი შარვლის ღილებისკენ წავიღე და შევუხსენი. ისე გავაძრე, ვერც მიხვდა. მხოლოდ ტოროდა და შიგადაშიგ ლანას სახელს ახსენებდა. ახლა სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო, არც კი ვიცი რას ვიზავდი. ქალი ,რომელიც ყოველმხრივ ყველაზე სასურველი იყო ჩემთვის, ახლა ჩემს წინაშე ტრუსისა და თხელი მაისურის ამარა იწვა, მე კი მხოლოდ საბანი გადავაფარე. და თიკოს გავხედე რომელიც შორენას შემოუძღვა წინ. ექთანმა შეხედა თუ არა განგას უკან გავიდა და აბის მაგივრად ნემსით ხელში შემოვიდა. -ეს უფრო მალე იმოქმედებს.-მითხრა როცა ჩემი შებღვერა იგრძნო.-ხელი დაუკავე .-მანიშნა მე. მეც მოვკიდე განგას მკლავზე ხელი და შორენამ პირველივე ცდაზე, ვენაში შეუყვანა დამაწყნარებელი. ჩაეძინა თუ არა განგას, ოთახში თიკო დავტოვე და კარი გამწარებულმა გამოვიჯახუნე. ლანას რამე რომ დაემართოს ცოცხლად დავმარხავდი ლადოს. ბავშვს რომ უხეშად მოექცეს ... სანამ კაბინეტის კარს შევაღებდი, უკვე ჯონის ნომერი მქონდა აკრეფილი და მისი ხმაც მომესმა -ცოტნე! -სად ხარ? იცი აქ რა ხდება? სად ტ***ში ხარ მითხარი.-ვუღრიალე. -გაიგე ხომ? ლანას საქმეზე ვარ გამოსული ცოტნე.-მშვიდად მითხრა. -იმ ნაბი*ვარ ლადოს ვეძებ. -სად იყო ლანას დაცვა, როცა ბავშვს იტაცებდნენ?-ისევ ვყვიროდი, თავს ვერ ვიკავებდი. -კლასიდან გაიყვანა ცოტნე. დაცვა კი სკოლის გარეთ ელოდა. -ქეთის დაცვა დღეს ვის ავალია? დაურეკე და უთხარი თვალი არ მოაშოროს. ან საერთოდ წამოიყვანოს სახლში. განგას მიხედვა სჭირდება. შენ კი მოკიდე ლანას დაცვის ბიჭს ხელი და ბაჩანას „სარდაფში“ წამოათრიე, ცემით გავხევ მაგ ნაბი*ვარს. -კარგი ცოტნე ნახევარ საათში ვიქნებით. -მალე გელოდებით.- ჩავძახე ყურმილში და გავთიშე. დაახლოებით 20 წუთში ვიყავი ბაჩოს კართან და გაუჩერებლად ვაკაკუნებდი კარზე. გზიდან გავურეკე ბაჩანას და მელოდა. კარი გამიღო თუ არა, მაშინვე შევაბიჯე დაუპატიჟებლად. -დედაშენი გასულია ხომ?-შემოვბრუნიდ ბიჭისკენ. -ხო დღეს მარტო ვარ.-მითხრა და სარდაფისკენ გამიძღვა. მეც უკან მივყევი. მენ ჯონის დაურეკა და ყოველივე ჩესავის გარეშე უთხრა. -ბიჭო კარი ღიაა და პირდაპირ „სარდაფში“ ჩამოდით. ბაჩანამ კარგად გამომკითხა ლანას ამბავი. მეც ჯერ არაფერი ვიცოდი ნორმალურად და მოკლე პასუხებს ვცემდი. მთელი ეს დრო განგას სახე თვალებიდან არ გამომდიოდა. განადგურებული იყო... მის სახეზე ასეთი ტკივილი ჯერ არ წამიკითხავს. არც მაშინ, როცა პირველად ვნახე ჩემს მანქანაში. არც მაშინ, როცა საავადმყოფოდან გამოსული ვნახე, როცა ბავშვი დაკარგა, არც მაშინ როცა თიკო დაინახა, ან თავისების გადარჩენის სანაცვლოდ, საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა... ვფიქრობდი და მისი ტკივილი თანდათან ჩემზე გადმოდიოდა, მასავით მტკიოდა, მის ტკივილს ვიჩემებდი... გული კი ლადოს სიძულვილით მქონდა გასიებული... *** ბავშვები. როგორღაც ვახერხებ და ვდებ ახალ თავს. ვერ გაგახარებთ და ვერ გეტყვით, რომ დიდი თავია, მაგრამ ამჯერად მეტს ვერ ვახერხებ. მაინტერესებს რას ფიქრობთ. გამიზიარეთ თქვენი აზრი... სიყვარულით, მარიამი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.