შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმე...სექსი და უცნაური ურთიერთობები (3)


9-11-2015, 01:47
ავტორი lisebeth
ნანახია 3 540

დილით ვერონიკა ტელეფონის ხმამ გააღვიძა. მესიჯი იყო სალომესგან. თავი ძლივს წამოჰყო ,რომ წაეკითხა . ტელეფონს დახედა და დაინახა თერთმეტი სრულდებოდა. ლამის გაგიჟდა ამდენ ხანს როგორ მეძინაო .
-ვინ არის _ნახევრად მძინარემ იკითხა ზურამ
-სალომე, ყდის ნიმუში გამომიგზავნა ამაზე შევჯერდითო.
-ხედავ? ხანდახან შენს გარეშეც ახერხებენ საქმის გაკეთებას. შენ კიდევ გგონია,რომ თუ იქ არ ხარ ყველაფერი იქცევა.
-საშინელებაა ეს ყდა ...უნდა წავიდე და მივხედო თორემ...
-კარგი რა ცხოვრებაში ერთხელ რაღაც ,რომ გადადო არ შეიძლება?
-ასე ,რომ გადამედო ყველაფრის კეთება მილიონერის ოჯახში კი არ დავბადებულვარ? მთელი ცხოვრება ვიბრძოდი იმისთვის რაც დღეს მაქვს. ლანგრით არავის მოურთმევია
-ვიცი საყვარელო ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ,რომ დასვენების უფლება არ გაქვს. რატომ ხარ ასეთი რადიკალისტი? უბრალოდ ერთი დღე მოეშვი...
-არ შემიძლია ზურა. ჩემზე ძალიან ბევრი ადამიანია დამოკიდებული თორემ გგონია მე მეხალისება ამდენი აქეთ-იქეთ სირბილი? _მკერდზე თავი დაადო შეყვარებულს და ერთი წუთით თვალები მილულა. მოეცვენა ,რომ დაეძინა თუმცა სწრაფად წამოხტა და ჩაცმა დაიწყო.
-ანუ მაინც მიდიხარ? _ მხარზე აკოცა ზურამ და ბიუზღალტერის სეკვრასი დაეხმარა.
-ჯერ არ მახსენდება დღე თერთმეტზე სამსახურის მაგივრად საწოლში მეძინოს. შესაძლოა ჩემი მეგობრები უკვე ყველაზე უარესს ფიქრობენ. ან იქნებ უკვე სასწრაფოსა და ფოლიციაშიც აქვთ დარეკილი _ გაიცინა ვერონიკამ და კაბა გადაიცვა.
-კარგი მეც ავდგები და წაგიყვან.
-იყავი ტაქსს გამოვიძახებ. ჯერ სახლში მივალ გამოვიცვლი თორემ ეს კაბა ისეთი ვიწროა სულს მაძრობს ...ფეხსაცმელი უარესი. დაგირეკავ მერე _ ტუფლები ჩაიცვა და კარი გაიკეტა ქალმა.

VVV
-მშვენიერი ყდაა რა გინდა ვერ გავიგე _ ბუზღუნებდა ეკა და თან ვერონიკას შავ სავარძელში აქეთ იქეთ ქანაობდა.
-არ მოეწონებოდა და არც მოეწონა. რომ გავუგზავნეთ პასუხიც კი არ გაუცია ეს იცი რას ნიშნავს?
-რას?
-კატასტროფას. პასუხიც კი ვერ გაგვცა ისე იყო გაოგნებული
-ნუ გადაამლაშებ ხოლმე რა
-და მორჩი რა მაგ კალმის ტკაცუნს პირდაპირ ნერვებზე მოქმედებს _აიმრიზა სალომე და ვერონიკამაც კარი შემოაღო.
-აღიარე ,რომ განცვიფრებული ხარ ჩემი შესაძლებლობებით
-თუ იმ სიმახინჯეს გულისხმობ რაც ტელეფონზე გამომიგზავნე ნამდვილად გამაოგნებელია. ვერც კი ვიჯერებ ,რომ ნამდვილად ვნახე ... უკვე დავრეკე და ვუთხარი სხვას მოგაწვდით საღამომდე-თქო
-ახლა ზუსტად ის დროა ,რომ ვთქვა ‘’ხომ გეუბნებოდი’’
-მოკეტე რა, სულაც არ იყო ცუდი _გული მოუვიდა ეკას
-მე ვიტყოდი უფრო კატასტროფა . სტაფილოსფერი ყდის ფერად რამ შეგარჩევინა ... არა აზრად საერთოდ როგორ მოგივიდა ... დაუჯერებელია გელაპარაკები _ ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა ვერონიკამ და თავის მაგიდას მოუახლოვდა_ ჩამოაწყვე ფეხები ჩემი მაგიდიდან და მიმიშვი უნდა ვიმუშაო
-ოოო წავედი მე ჩემი გაკეთებული მაინც არაფერი მოგწონთ.
-კარგი ჰო. უბრალოდ აღიარე ,რომ ყდა შენი საქმე არ არის და სხვა რამეს მიხედე _ შეაჩერა ვერონიკამ და თან სალომეს გახედა ,რომელიც თავის ლეპტოპში იცქირებოდა.
-რაო წუხელ ცეცხლოვანი რამე გაატარე და მუშაობის ‘’მუღამზე’’ ხარ? _დაიკრიხა ეკა
-მომშორდი აქედან სანამ გაგილაწუნე
-იმსახურებს ეგ ბიჭი ერთ კარგ ქორწილსს. სანამდე უნდა იწანწალოთ ასე უპატრონოდ?
-სალომე უთხარი გაჩუმდეს სანამ ჯერ ისევ ვაკონტროლებ თავს
-ეკა გაჩუმდი სანამ ჯერ ისევ აკონტროლებს თავს_არხეინად გაიმეორა სალომემ ისე ,რომ არც კი გარყეულა.
-როგორც ჩანს აქ საინტერესო არაფერი მოხდება. წავალ ქვედა სართულზე გავიარ-გამოვიარ რა იცი ვინ ვნახო ... თვალს წყალი დავალევინო ...
-ხო ეს ორი დღეა დაგაკლდა თვალზე წყლის დალევნება და ...
-სალი მოდი მშვიდად მივიღებ შენს ცინიზმს ვინაიდან და რადგანაც ჯერჯერობით კაცთან დაკავსირებულ საკითხებსი გამოუცდელი ხარ და არც სექსის გაგეგება რამე. ისე დროა კაცი შენც მონახო თორემ ჩამოჭკნები სახლში ეს ვარდივით გოგო ... როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა ...

-არ აყვე სალო არ აყვე...ეს ახლა აღგზნებულია და თავს ვერ აკონტროლებს _შთააგონა საკუთარ თავს და ის იყო გალაქტიკის იქეთ აპირებდა გადასვლას კარზე კაკუნმა სააქაოს დააბრუნა.
-უკაცრავად შეიძლება?_თავი შემოჰყო ახალგაზრდა გოგონამ ,რომელიც მიმღებში მუშაობდა
-მოდი ნელიკო _ გაუღიმა ვერონიკამ
-გარეთ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭია და ამბობს ,რომ თქვენთან შეხვედრაზეა დაბარებული
-ჩემტან არავინაა! თქვენთან?
-მე არავინ მყავს
-არც მე მაგრამ შემოუშვი რადგან ბიჭია. განმუხტავს სიტუაციას _ ისევ გაიკრიხა ეკა და ვერონიკას მაგიდის წინ სავარძელში მოკალათდა. ნელიკომ კარი გაიხურა და მალევე სტუმართან ერთად დაბრუნდა.
-რა გეშველება რა... საცოდაობაა შენი უკაცოდ დარჩენა_ ისევ დაგესლა სალომემ_ რაღაცნაირი დეპრესიული და მიუსაფარი ხდები.
-მოგესალმებით _ შემოვიდა ოთახში ახალგაზრდა ბიჭი და ეკაც მის დანახვაზე ელვასავით წამოფრინდა. ვერონიკამ თვალები დაუბრიალა ,მაგრამ სულაც არ დაუნახავს.
-შოთი შენ ხარ? _ წამოდგა ვეკო და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად
-ჰო, ხომ გითხარი მოვალ რედაქციაში-თქო?
-მეც ხომ გითხარი სალომეს უნდა შეხვდე-მეთქი?
-მერე იქ მითხრეს ,რომ ქალბატონი სალომე აქ იყო.
-ეგეც მართალია _ გაიღიმა ვერონიკამ და სავარლიდან უკვე წამომდგარი სალომესკენ მიაბრუნა ბიჭი.
-ვინ არის ეს ბიჭი ვეკო?_გაუკვირდა სალოს და ეკაც სმენად იქცა.
-ფოტოგრაფია შენი ახალი რუბრიკისთვის და საერთოდ ჟურნალისთვის.
-სასიამოვნოა, მე სალომე ,მაგრამ სჯობს გავისაუბროთ ჰო?
-ნამდვილად , მე ფოტოგრაფი შოთი ბერძენიშვილი.
-სხვათაშორის როგორც ჩანს გამოცდილება აქვს. თან გერმანიაში სწავლობდა და ... მოკლედ თქვენ მორიგდით და მერე მითხარით რაზე შეთანხმდებით.
სალომე გარეთ გაუძღვა ბიჭს, რომელმაც რამდენჯერმე მოიხედა უკან. ვერონიკა უკვე სავარძელში იჯდა და განაწყენებულ ეკას უყურებდა.
-რაა?_ ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა
-როგორ არ გამაცანი. ეს როგორ გამიკეთე ? _ გაოცებას ვერ მალავდა ეკა
-გეყოფა. არ გამაგონო აქ სამსახურში ბიჭების დევნა. თავი შეიკავე და დაგეტყოს რომ უფროსი ხარ. ხომ შეიზლება დასერიოზულდე?
-შემომხედე მე ხომ ასეთი მარტოსული და მოწყენილი ვარ. ის ხომ ზედგამოჭრილი იყო ჩემტვის. თარ როგორი სიმპატიური.
-გეყოფა და საერთოდ ვერ გავიგე თქვენ-თქვენი კაბინეტები არ გაქვთ? აქ შემოდიხართ და მთელი დღე ღლაბუცში ატარებთ და მეც მაცდენთ. ბოლოს და ბოლოს ამ ყველაფერზე მხოლოდ მე მეკისრება პასუხისმგებლობა? წადი და იმუშავე. ამხელა რედაქციაში კაცებზე ლაპარაკის გარდა საქმე ვერ იპოვე? თუმცა როგორ ვერა. ყდა დამიმზადე სტაფილოსფერში. დამტოვეთ მარტო ბოლოს და ბოლოს._აფეთქდა ვერონიკა
-კარგი წავალ რამე სასარგებლოს გავაკეთებ.
ვერონიკა მთელი დღე მუშაობდა. ფურცლებში თავჩარგული იჯდა და სხვაზე არაფერზე ფიქრობდა. ყველაფერს ,რომ მორჩა უკვე სალომეც წასული იყო და ეკაც. პარკინგზე ,რომ ჩავიდა ვერაფრით ვერ იპოვა ჩანთაში მანქანის გასაღები. მართლაც იმდენ რამეს დაატარებდა თან ძნელი იყო იქ ისეთი პატარა ნივთი გეპოვნათ ,როგორიც გასაღებია. ბოლოს და ბოლოს მიაგნო და კარიც გააღო. ის იყო სახელურს ჩაეჭიდა გასაღებად, რომ ვიღაც მკლავზე ჩაეჭიდა მთელი ძალით. თავის ჩვეულ მაღალ ქუსლებზე ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მიწა იძრა და სადაც იყო ჩაიტანდა. ბიძგმა ზურგისკენ მიაბრუნა , მაგრამ თვალებში ამჯერად თმა ჩამოეფარა დავერაფერი დაინახა. სამაგიეროდ იგრძნო ვიღაც წელზე როგორ ჩაეჭიდა და თავისკენ მიიზიდა. ერთი წამით გაიფიქრა ალბათ ზურაა და გადაწყვიტა სიურპრიზი მომიწყოსო. მალევე მიხვდა რომ ასე არ იყო თუმცა უკვე გვიანღა იყო. სტუმარი ისე ძლიერად დაეტაკა ტუჩებზე გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო. ისეთი კოცნა იყო ,როგორიც აქამდე არასდროს უგრძვნია. ვნებისგან ლამის გული ამოაგჯა ზემოთ თუმცა მაინც შეეწინააღმდეგა და ბოლოს როგორც იქნა ხელიც გააშვებინა.
-შეენ?_ აღმოხდა ბოლო ხმაზე და თვალებში ჩამოფხატული თმები გადაიწია.
-მაპატიე ეს უნდა გამეკეთებინა_ გაიკრიჭა ბიჭი, რამაც ვერონიკას ნერვების უკანასკნელი ძაფიც ჩაწყვიტა.
-როგორ ბედავ?
-ასე ჩვეულებრივად. არ იცოდე მაინც ,რომ შეყვარებული მყავს.
-ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
-დამცინი? იდიოტო არ ვიცი ვინ გგონივარ ,მაგრამ მოვითხოვ ჩემგან თავი შორს დაიჭირო და ის რაც ახლა მოხდა აღარასდროს განმეორდეს.
-მე შენ მომწონხარ. მაშინვე მიიქციე ჩემი ყურადღება როგორც კი დაგინახე და... მე უბრალოდ ძალიან მინდოდა ამის გაკეთება. მართალია ამ სიცივში აქ დგომა დიდხანს მომიწია ,მაგრამ ღირდა.
-რა გინდა ადამიანო?_ აღმოხდა ვერონიკას.
- მიზიდავ ... მაღელვებ ... ლამაზი ხარ და გამორჩეული.
-ეს ისედაც ვიცი ,მაგრამ ეს სილამაზე და გამორჩეულობა სამწუხაროდ უკვე სხვისია. შენთვისვე სჯობს თავი არ გაიმასხარავო და ახლავე მოშორდე აქედან_ თვალები დააკვესა ვერონიკამ
-უკვე ისედაც მივდიოდი. შენთვის რისი თქმაც მსურდა უკვე გითხარი.
-ჩემთვის შენი ეს გამოხტომა სრულიად უადგილო, უხეში და ზღვარგადასული იყო. შენნაირებს პატივს არ ვცემ და არც მნიშვნელობას ვანიჭებ
-მართლა?_ ჩაიცინა ბიჭმა და ისევ მოუახლოვდა
-არ მომეკარო!_ხმას აუწია ვერონიკამ და უფრო მკაცრი სახე მიიღო
-შენნაირებს ვიცნობ და ...ყოველთვის მკაცრი და უდრეკი გამომეტყველება რომ აქვთ გულის სიღრმეში კი რომანტიკოსები დამეტისმეტად ფაქიზები არიან.
-ჩემს შესახებ რა იცი?
-ჭკვიანი ხარ,დახვეწილი, მიმზიდველი და სექსუალური... მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილი და ჩარჩოებში მოქცეული ქალი ხარ, რომლისთვისაც შეყვარებული მხოლოდ სექს-პარტნიორია... ან ის პარტნიორი აქეთ -იქეთ ხელკავით რომ დაჰყვება.
-დაუჯერებელია-ნაკლებად დამაჯერებლად გაიღიმა ვერონიკამ...
-გეცინება? ალბათ იმიტომ ,რომ ნამდვილი ურთიერთობის გემო არასდროს გიგრძვნია.
-საერთოდ თავი ვინ გგონია, რომ მოდიხარ და ამ სისულელეებზე მელაპარაკები? ჩემს ცხოვრებაში ადამიანია, რომელსაც პატივს ვცემ და უფლებას არ მოგცემ შენი ცინიკური სიფათით ჩვენს ურთიერთობაზს იმაიმუნო. აქ სამუშაოდ ხარ და არა საღლაბუცოდ_ ლამის ნაპერწკლები წამოყარა თვალებიდან ვერონიკამ
-მაშ მე წავალ_ხელები ასწია ბიჭმა
-ვფიქრობ ეს აქამდეც უნდა გაგეკეთებია
-და მაინც... თავისთვის ჩაილაპარაკა შოთიმ და თვალი თვალში გაუყარა ქალს. ვერონიკას წამის მეასედში მოუნდა იგივე გაეკეთებინა, მაგრამ მერე თავის თავს შემოსძახა. სანამ ამას გააკეთებდა ის გაელვების მაგვარი სურვილი რეალობად ექცა. ამჯერად თავის სურვილებს შორის ისე იყო გაჩხერილი რა მოხდა ვერც გაიგო. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს ბიჭი თავისი ნებით რომ მოშორდა. ახლაღა შეამჩნია, რომ მანქანაზე იყო მიყუდებული. ვერაფერი უპასუხა. ვერც კი უყვირა. მხოლოდ თვალი გააყოლა მანქანაში როგორ ჩაჯდა და წავიდა.
-კრეტინი_კბილებში გამოსცრა ცოტახანში და თავის მანქანაში ჩახტა. გულმოსული და გამწარებული იყო. თუმცა სადღაც გულის სიღრმეში ერთი პატარა კუნჭული უცნაურად ფეთქავდა. თავმოყვარეობაშელახულმა მანქანა სწრაფად დაძრა და იქაურობას მოშორდა


---------
მოგესალმებით
ვიცი რომ დავაგვიანე მარა ვინდოუსი გადავაყენე და საიტის პაროლი დამავიწყდა... ჩამახსოვრებული მქონდა და სუ გადამავიწყდა ავტორიზაციას რომ გავდიოდი
ზლივს გავიხსენე
მოკლედ ბოდიში და ველი შეფასებბებს
განვაგრძო?
<3



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

უყურე შენ შოთი ვინ ყოფილა >.< უნდა განაგრძო აბა რა უნდა ქნა? ასე გადაწყვიტე მართლა, რომ "ლომკაში" ჩვენი დატოვება? გამაღიმა, მასიამოვნა და დამძაბა კიდეც. საოცარი თავი იყო, ამაღელვებელი და გამაგიჟეველიიიი :*
მაგრამ აი უბრალოდ სიტყვა "გარყეულა"

ვერ მივხვდი რა იყოოო :დდდდ
წინა თავებშიც შემხვდა სხვათაშორის.
და ხო... ბოლოსდაბოლოს მგონი ერთად იწერება. აბა ახლა ამხელა ფილოლოგ ლამაზ გოგოს ეგ... როგორ :დ
მოკლედ საოცარიიაააა <3
და კიდევ ის არის საოცარი, რომ პირველი მე წავიკითხე <3
მიყვარხარ ლამაზო!!! განვაგრძობ კითხვას ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი lisebeth

madloba<3
garyeula any ganzreula

 


№3  offline წევრი LoNdA DM

vaa magaria velodebi shemdeg tavs

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

lisebeth
madloba<3
garyeula any ganzreula

ახლა გასაგებია ^_^ :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline მოდერი D-roni

lisebeth
madloba<3
garyeula any ganzreula

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent