შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუნდობელი (9)


9-11-2015, 17:30
ავტორი zak
ნანახია 2 509

სამზარეულოში შესულებმა გადაწყვიტეს ნამცხვარი მოემზადებინათ.კესომ ცომის დამზადება დაიწყო გაბრიელს კი დავალება მისცა რომ კრემი დაემზადებინა.ყველაფერი მოუმარაგა და მიქსერი მიაჩეჩა ხელში.გაბრიელმა ამრეზით შეხედა მასალას და ყველაფერი თასში მოათავსა.ჯერ კარგად დააკვირდა მიქსერს შემდეგ კი ისიც თასში მოათავსა და ჩართვის ღილაკს დააჭირა ხელი.აშკარად შეცდა რადგან მისმა ამ ქმედებამ წყვილის მარგარინით მოსვრა მოჰყვა.კესომ ჯერ ვერ გაიაზრა რა მოხდა და რატომ დაიფარა მისი სახე თეთრი,ცხიმიანი სუბსტანციით.შემდეგ კი,როცა ყველაფერი გაიაზრა,მთელი ხმით ახარხარდა.გაბრიელიც აჰყვა მას და მალე წყვილი ერთ ხმაში ხარხარებდა.
-შენგან მზარეული არ გამოვა...თქვა ბოლოს და ხელსახოცით,ნაზად მოსწმინდა სახიდან მარგარინი...საერთოდ გადაავიწყდათ ნამცხვარი და დასვრილი სამზარეულო,როცა გაბრიელი მის ტუჩებს დასწვდა.მსუბუქად ასწია გოგონას სხეული და საძინებელში ისე გაიყვანა მისი კოცნა არ შეუწყვეტია...კიდევ რამოდენიმე დღე დარჩნენ სოფელში,მაგრამ წამოსვლა უკვე აუცილებელი იყო.გაბრიელის მობილურზე ზარები დღითიდღე მრავლდებოდა და მამაკაცსაც სულ უფრო და უფრო უფუჭდებოდა ხასიათი.აღელვებას ვერ გოგონას მოფერება უხშობდა და ვერც სასმელი.ამიტომ კესომ ამჯობინა მალე წამოსულიყვნენ.წასვამდე ბებიის საფლავს კიდევ ერთხელ ესტუმრა და დაემშვიდობა,თან პირობა მისცა რომ კიდევ დაბრუნდებოდა.უხმოდ იმგზავრეს,სასადილოთაც კი არ გაჩერებულან.უკვე ბინდდებოდა სახლში რომ მიიყვანა გაბრიელმა,წასვლამდე ვნებიანად აკოცა და სიტყვის უთქმელად გამოემშიდობა გოგოს.სახლში ასულმა პირველ რიგში აბაზანა მიიღო და კაკაო დალია.უცებ კარზე ზარი რომ გაისმა.იფიქრა გაბრიელია,ალბათ რამის თქმა დაავიწყდაო,მაგრამ კარები რომ გამოაღო ზღურბლზე ნამდვილი სიურპრიზი დახვდა.
-არ ჩამეხუტები?...ზღურბლზე დედამისი იდგა და ფართოდ უღიმოდა კესოს.
-დედა...შემო რატომ დგახარ კარებში,მე...არ გელოდი...დაბნეულმა მიმართა კესომ და თეას ჩაეხუტა.მართლა არ ელოდა დედამისს.მითუმეტეს დღეს,ეგონა რომ რამოდენიმე დღის წინაც ისევე მოიტყუა,როგორც იმის წინ და იმის წინის წინ.ქალმა ფრთხილად შეაბიჯა ბინაში და მხოლოდ მას შემდეგ დაჯდა სავარძელზე რაც ქალიშვილისაგან ნებართვა მიიღო.
-არ გელოდი...მიმართა კესომ ქალს...რამეს ხომ არ დალევ?ჩაი,ყავა...
-არა გმადლობ...მოკრძალებულად გაიღიმა თეამ.
-მე...ისიც კი არ ვიცი რა უნდა ვთქვა...მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ ისევ თეამ წამოიწყო საუბარი...ვიცი რომ შენთან მიმართებაში არაფერი მამართლებს,მაგრამ მართლა მინდა რომ მაპატიო.ახალგაზრდა ვიყავი,არ შემეძლო სოფელში გავჩერებულიყავი...
-და იქ მე დამტოვე არა?.მე ის გულუბრყვილო კესო არ ვარ,რომელიც შენ მოხუცი ბებიის ანაბარა დატოვე.არც იმის პატიება შემიძლია რომ ამ ხნის განმავლობაში ეგოისტურად მხოლოდ შენს თავზე ზრუნავდი.ნუთუ არასოდეს გიფიქრია რომ ბებიასთან ცხოვრების მანძილზე რაიმე მჭირდებოდა.იქნებ მშიოდა.ან ტანსაცმელი არ მქონდა.თვეში განხორციელებული მხოლოდ ერთი ზარი იგივეა რაც შორეული ნათესავის მოკითხვა...ბოლო წვეთი იყო კესოსთვის,ისე მოვიდა ეს ქალბატონი მასთან სახლში თითქოს 12 წლით კი არა ამდენივე წუთით მეზობელთან ყოფილიყო გასული.ახლა მიხვდა,სულ ტყუილად განიცდიდა იმ ფაქტს,რომ დედასთან გაფუჭებულ ურთიერთობას განიცდიდა.
-შვილო,მე მართლა ვნანობ.აქაც სწორედ იმიტომ მოვედი...მინდა რომ პატიება გთხოვო...
-და რამ გადაგაწყვეტინა მაინც და მაინც ახლა საკუთარი შეცდომების მონანიება?! მამაკაცები შემოგაკლდა და შვილზე დაიწყე ფიქრი?!...ირონიულად მიმართა ქალს,რომელიც მისი საკუთარი დედაა,მშობელი დედა.
-ნუ ამბობ ასე.გავაცნობიერე რომ შეცდომა დავუშვი,მართლა ვნანობ ჩემს საქციელს.გთხოვ მაპატიე შვილო.
-ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია.ხვალ მოდი და ყველაფერი გავარკვიოთ...სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და თეონას აცნობა...ახლა ძალიან დაღლილი ვარ და ფიქრი არ შემიძლია,მანამდე ყველაფერს გადავხარშავ...ქალმა თავი მორჩილად დაუქნია და გასასვლელისკენ წავიდა.კარები მიხურა და ღრმად ამოხვნეშა.საწოლში ჩაგორდა და თვალები დახუჭა.ვერ იჯერებს რომ თეონა მართლა ჩამოვიდა.მაგრამ მასზე ძალიან არის გაბრაზებული.მაშინ უნდა ეფიქრა თავის საქციელზე ექვსი წლის ქალიშვილს რომ მოხუც ბებიას უტოვებდა.ის ფაქტი რომ ახალგაზრდა იყო სულაც არ ამართლებს.მაგრამ მთელი თორმეტი წელი,მთელი თორმეტი წელი არ უნახავს.სულაც არ არის ცოტა დრო.ბობლოს და ბოლოს ის ხომ დედამისია.ხვდებოდა რომ ნელნელა აზრი ეცვლებოდა თეას საქციელთან დაკავშირებით.ხვალ დაელაპარაკება და ეტყვის რომ აპატია,მიუხედავად იმისა რომ შეცდომების მისახვედრად ცოტა დიდი ხანი დასჭირდა,ხომ მიხვდა არა?...ახლა აპატიებს და მერე დატკბება იმით რომ ამდენი ხნის უნახავი დედიკო გვერდით ჰყავს.მობილურის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან.ესემესი გახსნა და ბოლომდე გაიბადრა როდესაც ის წაიკითხა.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...რა ქნას ამ სიტყვების გარეშე უკვე ვეღარ იძინებს.მაგრამ მაინც პირადათ გაბრიელის მიერ წარმოთქმული უფრო მოსწონს.დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა იფიქრა თეონა მოვიდაო მაგრამ კარის ზღურბლზე გაბრიელის სილუეტს გადააწყდა,რომელმაც კარის გაღებაც კი არ აცადა გოგონას,მის ბაგეებს მონატრებული დაეძგერა და მიხურულ რკინის კარს ააყუდა.ჟრუანტწლმა დაუარა სხეულში როცა მამაკაცმა მისი პენუარის ქვეშ ქელები შეაცურა.გაბრიელი ტუჩებიდან კისერს გადასწვდა და კისრიდან მკერდზე გადავიდა.მსუბუქად აიტაცა ხელში და ოთახისკენ წაიყვანა...გაბრიელის მკერდზე ედო თავი კარებზე კაკუნი ხელმეორედ რომ განმეორდა.
-ვინმეს ელოდები?...ინტერესით შემომხედა გაბრიელმა.
-დედაჩემს...ამოიოხრა კესომ და საწოლიდან წამოდგა.შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაიცვა და კარებთან მიირბინა.
-შემო...ღიმილით მიესალმა დედას და სახლში შემოუძღვა.გაბრიელი უკვე ამდგარიყო და ღიმილით ელოდა დედა შვილს მისაღებში.
-გამარჯობათ ქალბატონო თეა,თქვენი შვილისაგან ბევრი მსმენია თქვენზე...ღიმილით შეეგება მამაკაცი თეას და თბილად თამოართვა ხელი.
-გამარჯობათ,თქვენ...გაკვირვებული ტონით უპასუხა მამაკაცს სალამზე,მაგრამ ჯერ კიდევ ეტყობოდა დაბნეულობა.
-უკაცრავად არც კი გაგეცანით,თქვენი შვილის გადამკიდე საერთოდ გამოვჩლუნგდი.მე გაბრიელი ვარ,თქვენი ქალიშვილის საქმრო...ღიმილით მიუგო გაბრიელმა გაოცებულ ქალს.
-კესანეს საქმრო?!...ინტერესით გადახედა ქალმა ქალიშვილს და შემდეგ გაბრიელს.
-კარგი,მე დაგტოვებთ,შეხვედრამდე ქალბატონო თეა...ღიმით დაემშვიდობა ქალს და კესოს ანიშნა გამაცილეო.
-კარგი ლამაზო,მე დაგტოვებთ ,თქვენ ისაუბრეთ ხელს არ შეგიშლით.იმედია არ აპირებ რომ სახლიდან გააგდო...ბოლოს გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
-არა არც ვაპირებ...გაიღიმა გოგონამ...ვეცდები ურთიერთობა მოვაგვაროთ.მქონდეს იმედი რომ ამ საღამოს გნახავ?...უხასიათოდ ჰკითხა ბოლოს კაცს.
-ამ საღამოს არ შემიძლია,ლამაზო.სამაგიეროდ ხვალ მთელ დღეს შემთან გავატარებ...ვნებიანად უთხრა ქალს და მის ბაგეებს დასწვდა.
-ხვალ არ შემიძლია,უკვე ერთი კვირაა სამსახურს ვაცდენ.ქალბატონი ნატალია ნამდვილად დამითხოვს სამსახურიდან...უთხრა განცხრომაში მყოფმა და როგორც იქნა მოსწყდა მამაკაცის ბაგეებს.
-საერთოდ რომ დაანებო მაგ სამსახურს თავი,არა?
-გაბრიელ!წადი ახლა,როცა მეცლება შეგეხმიანები...კიდევ ერთხელ ღიმილით აკოცა კაცს და კარები მიუხურა.
-არ ვიცოდი დანიშნული თუ იყავი...ოთახში შესულს პირდაპირ მიმართა თეამ.
-ხო ყველაფერი უცებ მოხდა...ამოისუნთქა და ქალს შეხედა...მე დავფიქრდი შენს სიტყვებზე და ვფიქრობ რომ...ვფიქრობ რომ მინდა უკეტესი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს.საკმარისია ის დრო რაც დედის გარეშე ვიცხოვრე.ფაქტიურად უნდა გომადლოდე კიდეც ამას,შენი დამსახურებაა დამოუკიდებლად ცხოვრება რომ ვისწავლე.ძალიან მომენატრე...ამოთქვა ბოლოს და მთელი ძალით ჩაეხუტა აცრემლებულ ქალს.თურმე რა კარგი ყოფილა მონატრებულ სხეულს რომ ეკვრი.დედა შვილი ერთ ხმაში ასლუკუნდნენ და ხელები ძლიერად შემოხვიეს ერთმანეთს.
-დღეს დარჩი კარგი აქ...შესთავაზა კესომ თეას მას შემდეგ რაც ოდნავ დამშვიდდენ და დადებითი პასუხის მოსმენის თანავე ფართოდ გაიღიმა....რამეს ხომ არ დალევ?
-წყალი.წყალს დავლევ,მერე კი იმ ჯენლტმენზე მომიყევი...ეშმაკურად გაიცინა ქალმა და აწითლებულ კესოს გადახედა.საღამომდე სუბრობდნენ.თეა მხოლოდ 37 წლის აღმოჩნდა.თუმცა ამდენსაც ვერ მისცემდით.ისე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს თითქოს კარგა ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ.საღამოს ორივე დაღლილი იყო ამიტომ დასაძინებლად მოემზადნენ.კესომ არ იცის მამაკაცს მე-6 გრძნობა აქვს თუა არა,მაგრამ სასწაულებრივად ახერხებს და სწორედ მაშინ გზავნის შეტყობინებას როცა კესო წვება.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...ღიმილით წაიკითხა გაბრიელის ესემესი და დედამისზე მიკრულს ტკბილად ჩაეძინა.ქალს რაღაც იდუმალი,სასიამოვნო სურნელი ასდიოდა დიდხანს ეცადა კესო მაგრამ მისი ამოცნობა ვერ შეძლო.მერე კი ღრმად შეიჭრა სიზმრების სამყაროში...
ამ დროს გაბრიელი ბექასთან ერთად იყო ძმაკაცის კლუბში და გაცხარებით ბჭობდა საქმეზე.
-ბექუშ,ვერ ხვდები,ის კაცი რომ ვნახო აუცილებლად გაიგებს კესანეს შესახებ.მე კი ვერ დავუშვებ რომ მას რაიმე საფრთხე შევუქმნა.მირჩევნია გავკოტრდე.
-გაბო რატომ არ გესმის.მან რომ მოინდომოს მაინც გაიგებს კესოს შესახებ.ირაკლიმ იცის ვინ ხარ,სად ცხოვრობ,ვინ არიან მამაშენი და ბიძაშენი,რას საქმიანობ,ადრე თუ გვიან კესოზეც კაიგებს,თუ რა თქმა უნდა უკვე არ იცის...დააყოლა ბოლოს ჩუმად ბექამ და ვისკის ჭიქა მიიყუდა.
-არ ვიცი,არ ვიცი...კარგი შევხვდები.მაგრამ ამ დროს შენ კესოს უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნო.ჩუმად გაყვები მანქანით ისე რომ არ შეგამჩნიოს.
-როდის შეხვდები?
-ხვალავე,ახლავე დაურეკე მას და უთხარი რომ მასთან საქმე მაქვს.ხვალ ქალაქგარეთ,კობრას კლუბის ნანგრევებთან მოვიდეს.
-გაბრიელ დაფიქრდი,იქ მარტო წახვალ?
-შენ კესოს მიხედე,დანარჩენს მე მივხედავ...სწაფად დატოვა კლუბი გაბრიელმა და ხვალინდელი დღისთვის მზადება დაიწყო.ხვალ მძიმე დღეა.



№1 სტუმარი darina

Ragac guli cuds migrdznobs

 


№2  offline წევრი kaxelii

მალე დადე კარგია, იმედია ცუდი არაფერი მოხდება.

 


№3 სტუმარი anastasia

ცუდი არაფერი მოხდეს რა :/ იმედაირდამიკარგო

 


№4  offline წევრი salo..))

თბილი თავი იყო რაღაცნაირად ^_^

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სიზმრებში მე და ანგელოზები ლამაზო ^_^ *_* ვაფანატებ ♥ ____ ♥მიყვარს გაბრიელი ^_^ მოდი გამო ჩემთაან :დდდდ

 


№6  offline წევრი zak

anastasia
ცუდი არაფერი მოხდეს რა :/ იმედაირდამიკარგო

nino k.d.
მალე დადე კარგია, იმედია ცუდი არაფერი მოხდება.

darina
Ragac guli cuds migrdznobs

ოდნავ,სულ ოდნავ განერვიულებთ,ორ თავში უკვე ვამთავრებ წერას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent