შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი... დავიწყებული ლეგენდა... დრაკონების ერა (5)


9-11-2015, 20:34
ავტორი ერკე
ნანახია 2 511

მეფე უგვარდმა ხმალი მოიქნია, მაგრამ გამაფრთხილებლად და იქვე ურჩხულის გვერდით მიწაში ჩაარჭო.
-რა გადაწყვიტეთ? - ნიშნის მოგებით ჰკითხა და პასუხს დაელოდა.
-ყველაფერს მოგიყვებით. - ერთხმად დაიძახა ორივე თავმა და ხელები აიფარეს, ახლა ორივე ერთ აზრზე იდგა, რაც მეფეს ძალიან მოსწონდა. არცერთს არ უნდოდა სიკვდილი და ეს მათ თვალებში ჩამდგარმა შიშმა და მისდამი პატივისცემამ, ასევე მადლიერების გრძნობამ გაუმჟღავნა. ისინი მადლიერები იყვნენ, იმით რომ შესაძლებლობის მიუხედავად მეფემ ცოცხლები დატოვა და არ მოკლა.
***
ათასი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ დაძრწოდა შავ-ბნელი მაგია თავისუფლად, და როცა უამრავი შემზარავი არსება დანავარდობდა ცეცხლოვან ტყეში (ცეცხლოვანი კი იმიტომ, რომ ხშირად ეცემოდა მეხი ხეებს და ტყეს ცეცხლი ედებოდა, ძველად ის ცეცხლოვან ტყედ მოიხსენიეს და ასეც დარჩა მისი სახელი, მაგრამ ზოგი მაინც უარყოფდა ამას და მათი თვალით ნანახ დრაკონებს ადანაშაულებდნენ ამაში... დრაკონების ერა), ადამიანებს შიშით ვერ გაევლოთ ტყეში ისე, რომ ამ მოგზაურობისას რამდენიმე ჯარისკაცი არ დაეკარგათ, ან ვაჭრები არ გაუჩინარებულიყვნენ უეცრად. ეს იყო ადგილი, დაკარგული ადამიანების სამფლობელო, რასაც ზედმეტსახელად ადამიანთა სისხლსაც კი უწოდებდნენ. არავის არ ენახა შემზარავი მონსტრები, რითაც მათ რეალურობას ვერ ასაბუთებდნენ, მაგრამ ჭორების დონეზე, გადმოცემით ჰყვებოდნენ ისინი უზარმაზარნი იყვნენ, მათი ღრიალი იმდენად შორს ისმოდა, რომ ტყის მახლობლად მცხოვრები ადამიანები შებინდებისას ბავშვებს არ უშვებდნენ გარეთ, არც თვითონ გამოდიოდნენ სასეირნოდ.
იმ დროს ბევრიც დაკარგულა და ბევრის სხეულიც იქვე, ტყის პირას უპოვიათ სრულიად დაჯიჯგნილი და თითქმის მხოლოდ ძვლებდარჩენილი, რომელთა ვინაობასაც მხოლოდ ხალხის აღწერით თუ ადგენდნენ, რადგან სისხლის პატარა, უკვე გამხმარ გუბეში, ძვლები მოჩანდა, ტანსაცმლის ნაფლეთები და ხორციც ალაგ-ალაგ დარჩენოდათ. ცხადი იყო, ვინც ამას სჩადიოდა, ისინი ადამიანის ხორცით იკვებებოდნენ. ვარაუდობდნენ მხოლოდ, რომ ჯერ იტაცებდნენ, შემდეგ ნაწილებად გლეჯდნენ, ცოცხლად და ტყავს აძრობდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ შეექცეოდნენ ადამიანის ხორცს და ძვლებს იქვე ტოვებდნენ - ტყის პირას.
მეტისმეტად საზარელი იყო ყოველი ადამიანის გაუჩინარების დღე. ქალთა წივილ-კივილი, ბავშვების ცრემლით დანამული სახეები. პანიკაში ჩავარდნილი და გაჭაღარავებული მამაკაცები, ზოგს გული უმტყუნებდათ და იქვე განუტევებდნენ სულს.
მას მერე, სოფლებში, რომლებიც ცეცხლოვანი ტყის განაპირას მდებარეობდა, იქ სადაც უგვარდის სამეფო არც კი ჰქონდათ გაგონილი (ათასი წლის წინ ის მის წინაპარს უგვარდს ჰქონდა დაკავებული, სახელი კი მამიდან შვილზე გადადიოდა), კანონი დაადგინეს. კანონი ადამიანთა მსხვერპლად შეწირვისა, რაც საშუალებას მისცემდათ მოსახლეობას, ღამით მაინც მშვიდად დასძინებოდათ და შიშში არ ეცხოვრათ. იმასაც ფიქრობდნენ, რომ მალე თვითონ სოფლებს დაესხმებოდნენ თავს და იქიდან გაიტაცებდნენ, ამიტომ ისევ მშვიდობიანი შეთანხმება არჩიეს და ყოველი ოჯახიდან, ვისაც კი რამდენიმე შვილი ჰყავდა, მათ ერთი უნდა დაეთმოთ და ყოველდღე ისინი მსხვერპლს უგზავნიდნენ, თავიანთ ღმერთებს (ასე მოიხსენიებდნენ მათ). მსხვერპლი ხშირად წვრილმანი ქურდობისთვის, ან მკვლელობისთვის გასამართლებული გამოჰყავდათ. სასჯელის მაქსიმალური ზომა - სიკვდილით დასჯა, ანუ მსხვერპლად შეწირვა თავიანთ მბრძანებლებს.
ადამიანებსა და მონსტრებს შორის მუდმივი სისხლისღვრა მძვინვარებდა, საიდანაც წაგებულნი მხოლოდ ადამიანები გამოდიოდნენ.
სიტუაცია დაიძაბა. „ღმერთები“ უფრო მომთხოვნები გახდნენ და ახლა ერთის ნაცვლად სამ მსხვერპლს ითხოვდნენ, აცხადებდნენ რომ არ ჰყოფნიდათ და ისწავლეს კიდეც თავდასხმა სოფლებზე, ვინც არაფერს გამოჰყოფდა მათთვის, მაგრამ მაინც რჩებოდნენ უჩინარნი და მათზე მხოლოდ ლეგენდები დადიოდა. სხვა სამეფოებში ბავშვების შესაშინებლად საუკეთესო საშუალება იყო, თუმცა მცირე მათგანს თუ სჯეროდა მათი არსებობის, მაგრამ რატომღაც ცეცხლოვან ტყეს ცოცხალი თავით არავინ ეკარებოდა, განსაკუთრებით ღამით.
მოსახლეობის რაოდენობა ცოტავდებოდა, უფრო და უფრო ვერ ახერხებდნენ თავის დაცვას და მიწაზეც აღარ მუშაობდნენ, სრული ქაოსი გამოიწვია ამ ვითარებამ მათში, სოფლის თავკაცს აუმხედრდნენ, უარი თქვეს მიწის დამუშავებაზე, მცენარეებისა და ხილ-ბოსტნეულის მოვლაზე და აღარც მესაქონლეობას მიჰყოფდნენ ხელს. სამწუხარო იყო, რომ ისინი მხოლოდ ადამიანის ხორცს ჭამდნენ, ცხოველისას კი საერთოდ არც ეკარებოდნენ, მაგრამ ადამიანებს მათთვის ცხოველების ფუნქცია უნდა შეესრულებინათ. სოფლები ითხოვდნენ გალაშქრებას, მაგრამ საფრთხე დიდი იყო, მათ არც იარაღი ჰქონდათ, არც ბრძოლის გამოცდილება და ეს რისკი ბრძნული კი არა, უფრო მეტად ბრიყვული ხდებოდა, ამას კი მათზე მაღლა მდგომი თავკაცი ნამდვილად ხვდებოდა. სხვა სოფლებშიც ანალოგიური ხდებოდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტეს.
დახმარება უნდა ეთხოვათ მეფესთვის, ვის მიწაზეც იყო სოფლები გაშენებული და ტყეც.
თავკაცები შეიკრიბნენ მრგვალ მაგიდასთან, ბევრი იმსჯელეს, ითათბირეს, ერთმანეთში კამათიც მოუხდათ განსხვავებული აზრის გამო, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა და სხვებიც დაითანხმეს, რომ ერთად ეთხოვათ დახმარება მეფისთვის და ბრძოლაში თვითონაც ჩართულიყვნენ, რადგან ეს მათი ბრძოლა იყო.
სწორედ ამ დროს, ერთი თეთრებში გამოწყობილი და უცნაური ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელსაც ასაკთან შედარებით ბრძნული გამოხედვა ჰქონდა. მისი ტოლები ჯერ კიდევ გართობაში ატარებდნენ დროს, მაგრამ ის... ჯოხზე დაყრდნობილი, მაგრამ მხოლოდ აქსესუარის გამო, რომ ატარებდა, თავისი გამომეტყველებით, სიდინჯით ხალხის ყურადღება მიიქცია, ის კი სოფელში ისე შევიდა, ზედაც არავისთვის შეუხედავს. მიაბიჯებდა წინ, ჩაუარა საქონლით სავსე ფერმებს, ხის სახლებს, რომლებსაც ცეცხლი ისევე ადვილად წაეკიდებოდა, როგორც თივას და კარს მიადგა, საიდანაც მისი გაჩერების ჟამს გამოვიდნენ ხალხის ბედის გამგებლები, გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, მაგრამ გაჩერდნენ...
შემაღლებულზე მდგარმა ათმა კაცმა, რომლებიც ათ სხვადასხვა სოფელს განაგებდნენ, უცნაურად დაიწყეს ყურება და ასევე უცნაურადვე დაიხარნენ უცხოს წინაშე. რაღაცა წაიბუტბუტეს, რაც მხოლოდ უცნობმა გაიგო. წარმოდგენა არ ჰქონდა არავის, ვინ იყო, მაგრამ ყველამ მოულოდნელად გონებაში ბრძანება მიიღო, რომ მათაც უნდა მოეხარათ ქედი ბიჭის წინაშე და ზუსტად ისევე მოიქცნენ, როგორც თავკაცები, რომლებსაც სხვა გზა არ ჰქონდათ.
-ვინ ხარ და აქ საიდან მოხვედი? - ჰკითხა იმ ათიდან ერთ-ერთმა, მელოტი გაქონილი თავითა და გაყინული მზერით, როცა გონს მოეგო და ფეხზე წამოდგა.
-მოდით ასე ვთქვათ, მე შემიძლია დაგეხმაროთ. - ბიჭის ნაზმა ხმამ ისე შეაღწია ყველა მათგანში, თითქოს დაპროგრამებულებივით ალაპარაკდნენ და სასიამოვნოდ ჩაახველა მელოტმა.
-რა შეგიძლია, რომ გააკეთო? - მის ხმაში იყო, რაღაც დამცინავი. თითქოს ეუბნებოდა, შენნაირმა ლაწირაკმა და გამოუცდელმა, დედამ ცხვირის მოხოცვაც, რომ არ გასწავლა, იქ ბრძოლაში რა უნდა გააკეთოო და მან ყველაფერი სწორად გაიგო.
-ერკე მიდასი გახლავართ. - დაიწყო ბიჭმა. - შორი გზიდან მოვდივარ, აი იმ მთას ხომ ხედავთ? - ხელი გაიწვდინა ჩრდილოეთით დათოვლილ მთაზე, კანამანჯაროს მთაზე, რომელიც ტყის ბოლო წერტილი იყო, ცეცხლოვანი ტყის დასასრული. - იმას რომ გასცდებით, კიდევ ერთი მთა გამოჩნდება, უფრო სწორედ კლდე, სადაც მე ვცხოვრობ. მე შემიძლია მოგცეთ ის, რასაც ვერცერთი მეფე ვერ მოგცემთ, ამ შემთხვევაში რასაკვირველია. - თქვა და ჩაეღიმა, მის სახეს ნათელი მოეფინა და ისეთი გრძნობა ჰქონდათ, პირდაპირ მზესავით კაშკაშებსო, მასში თითქოს არ იყო მზაკვრული განზრახვა და ყველაფერს გულწრფელობით სავსე გრძნობით ამბობდა, ამას მაშინვე მიხვდებოდი.
-და რა არის ის, რისი მოცემაც შენ შეგიძლია? რას გვთავაზობ? - გამოვიდა წინ გაჯგიმული და ეტყობოდა მიწაზე მომუშავე ახალგაზრდა, რომელმაც თავაზიანი ღიმილით მიმართა ერკე მიდასს. წელში გასწორდა, ხელები ერთმანეთს გადააჯვარედინა და ბოლოში მუშტები შეკრა.
-იმით დავიწყებ, რომ საერთო მტერი გვყავს. - მის ხმაში სიმშვიდე გასაკვირიც კი იყო. მთელი სოფელი დადგომოდა გარშემო და გასასვლელი გზა ჩაეხერგათ. ვეღარ გააღწევდა მათი აზრით, მაგრამ ბიჭს აღელვება საერთოდ არ ეტყობოდა, ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა თითქოს სრულიად მშვიდ გარემოში, მეგობრებთან ერთად ზის ბარში და სვამს, თან რაღაც ამბავს იხსენებს, რომელზეც ყველას უნდა გაეცინოს. უეცრად ხელში რაღაც შეათამაშა, ვერავინ მიხვდა რა იყო, მაგრამ მალევე გაუჩინარდა მათი თვალთახედვის არედან, ეს ამოუცნობი მოძრაობა, რაღაც მისტიური ზემოქმედების წყალობით არცერთს არ გამორჩენია, მაგრამ თქმისგან თავი შეიკავეს, მხოლოდ გაშტერებული სახეებით უყურებდნენ და პირი დაეღოთ. ან თვლიდნენ საერთო რამ დავინახეთ და ჯგუფური ილუზია იყოო. - მეც ისევე მიქმნიან პრობლემებს ის არსებები, როგორც თქვენ, მათ ტექტოკონუსები ჰქვიათ...
-რის შემოთავაზება შეგიძლია? - გააწყვეტინა საუბარი იმ სოფლის თავკაცმა, სადაც ყველა შეიკრიბა და სერიოზულად უნდა განეხილათ გარემოება. მას თომი ერქვა, მისმა დიდმა პაპამ დაარქვა, რომელიც მის დაბადებას მოესწრო, მეორე დღეს კი უცნაურად, დიდი სიხარულის შედეგად გარდაიცვალა. ყოველთვის ამ ამბავს იხსენებდა ხოლმე, როცა ვინმეს გაიცნობდა და დაუახლოვდებოდა, ამით ამაყობდა და ყოველთვის ასე იქნებოდა მისი სიცოცხლის ბოლომდე. წინ გამოვიდა, შემაღლებული ადგილიდან ჩამოხტა და ბიჭს მიუახლოვდა, თვალებში კი უნდობლობა ეწერა იმ უცნობის მიმართ, რომელსაც არავინ არ შეხვედრია და არავინ იცნობდა. ისეთი ბოღმით და უნდობლობით უყურებდა, ბიჭი გრძნობდა მის უარყოფით ენერგიას, რაც მასზე საშინლად მოქმედებდა, მაგრამ ცდილობდა შეენარჩუნებინა სიმშვიდე და არ აჩქარებულიყო. თომი ერკე მიდასთან დადგა და თვალი თვალში გაუყარა. თვალებით ეუბნებოდა, სჯობს სიმართლე გვითხრა ვინ ხარ და საიდან მოხვედი, შენი ტყუილების დიდად არ გვჯერაო. გაიაზრა ყოველივე, კითხვა კვლავ გაუმეორა, უფრო დამარცვლით და შემდეგ პასუხს დაელოდა.
-მაგია. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა, რომელსაც სახეზე სერიოზული გამომეტყველება შეენარჩუნებინა და არ იღიმოდა, რაც უფრო მეტად არწმუნებდა ხალხს მის სიგიჟეში და იმაში, რომ რასაც ამბობდა სჯეროდა კიდეც.
-მაგია ხომ არ არსებობს. - წაიბუტბუტა თომამ და თვითონვე იგრძნო თავისი ნებისყოფის სისუსტე. იგრძნო გამჭოლი მზერა, წვა. მის წინ იდგა და ერთი სული ჰქონდა როდის მოშორდებოდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თვალებში ცქერით სპობდნენ, ანადგურებდნენ და მხოლოდ ცქერით იჭვრიტებოდნენ მის გულში. თავიდანვე იგრძნო, როგორც კი ერკე მიდასს მიუახლოვდა, მაგრამ ხალხში დამცირებულად რომ არ გამოჩენილიყო „სულში ძრომიალს“ კაცურად იტანდა და ისიც თვალს უსწორებდა.
-არ არსებობს? - ირონიულად იკითხა თეთრსამოსიანმა. ეტყობოდა მუდმივად ეს ტანსაცმელი ეცვა, რადგან ზოგ ადგილას ჩამოძენძილიყო. ამან უფრო გაუმძაფრა ეჭვები, ჯადოქარი კი არა ერთი უბედური მათხოვარი უნდა იყოსო, გაიფიქრა თომამ, მაგრამ ის უცნაური გრძნობა არ ეშვებოდა. ბიჭმა თვალები როგორც იქნა მოაშორა და შვებით ამოისუნთქა, არა ისე როგორც ძალიან დაღლილი ადამიანი, რომ ჩამოჯდება დასასვენებლად და ძლივს მოითქვამს სულს, არამედ რეალურად იგრძნო როგორ დამსუბუქდა, იგრძნო თავისუფლება, სულში აღარავინ უფათურებდა ხელებს. ხალხს გადახედა, სამუშაო იარაღებით, რომ დამდგარიყვნენ და ყველას იგივე გამომეტყველებით მოავლო თვალი. უნდოდა მათში დაენახა რაღაც ისეთი, იმედის ნაპერწკალი, რომ სჯეროდათ მაგიის, რომ კიდევ იყო რწმენა... მაგრამ სრული უგულებელყოფა, სრული უარყოფითი ენერგია. მიხვდა სულელად თვლიდნენ და ყოველთვის ასე ჩათვლიდნენ, სანამ საქმით არ დაამტკიცებდა ამას. - არ არსებობს? - გაიმეორა და ხელის გული მაღლა ასწია. ოდნავ მოხარა, თითქოს მუშტს კრავსო, მაგრამ ბოლომდე არ მოუხრია და კატის პოზიციაში დააყენა, იფიქრებდით ვიღაცის დაკაწვრას აპირებს უთუოდო, თუმცა იდგა, მშვიდად. მისი სიმშვიდე სულიერ რწმენაში გადაიზარდა, სახე გაუბრწყინდა, განათდა და მის ხელში წითელი ბურთულა გაჩნდა, ცეცხლის ალი ავარდა და ყველამ დაინახა რაც გააკეთა, შეშფოთდნენ, ჯოხზე ჩამოყრდნობილმა მოხუცებმა თვალები უფრო გააფართოვეს კარგად რომ შეეხედათ, ზოგი ახლოსაც კი მივიდა. - თქვენ არ გჯერათ იმის, რაც ასე რეალურია, არც იმის გჯერათ, რომ არსებობენ ის ურჩხულები, ტექტოკონუსები, ორთავიანი და საშინლად დიდი არსებები, რომლებიც თქვენ მეგობრებს, თქვენ შვილებს, შეყვარებულ წყვილებს ხოცავს, არ გინდათ იწამოთ იმის, რაც თავად გაქვთ, ცხვირწინ და ფიქრობთ მათ წინააღმდეგ მარტო შეძლებთ ბრძოლას?
-რა თქმა უნდა! - მოსახლეობის აღტყინებული ხმები ჰაერში გაიფანტა და მალევე უკვალოდ გაქრნენ. - ჩვენ ყველას მოვერევით. - ახლა ჩუმად, თითქმის ყურთან ჩაუფრიალა თომის სიტყვებმა.
-კარგით. - დაეთანხმა ერკე მიდასი და თავი დაუხარა. - მაგრამ თუ დაგჭირდეთ ჩემი სახელი დაიძახეთ... ორჯერ... მე თქვენთან მოვალ. სინამდვილეში არსადაც არ წავალ და თქვენთან ვიქნები. - თქვა და გაუჩინარდა, როცა ხალხი მის შეპყრობას აპირებდა.
ერთმანეთს დაეჯახნენ, მათ შორის კი ამოუცნობი ჯადოქარი, ერკე მიდასი აღარ იყო.
***
ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ, მათ შანსიც კი არ ჰქონდათ ერთი, რომელიმე არსება მოეკლათ და რაც მთავარია ირწმუნეს და თავიანთ ტყავზე გამოსცადეს დიდი მაგის სიტყვები, რომელიც აფრთხილებდათ.
ვინც გადარჩა ერთად შეიკრიბა, თავკაცები როგორც ყოველთვის ისევ შემაღლებულზე დადგნენ და ხალხის დამშვიდებას შეუდგნენ, მაგრამ ამაოდ. მათში შიში და პანიკა გამეფებულიყო, მათ თვალებში შიშის ალი მძვინვარებდა და მისი განელება ნამდვილად რთული აღმოჩნდა.
-მგონი ჯობდა, რომ დაგვეჯერებინა მისთვის არა? - ხალხში გაჩნდა აზრი, მაგრამ ბორცვზე მდგომებმა ამის ჩახშობა სცადეს.
-ჩემო ძვირფასო და კეთილო ხალხო, ყველაფერი კარგად იქნება. ეს ჯერ დასაწყისია. ჩვენ არ დავნებდებით და იმ თვითმარქვიას გარეშეც კი გავიმარჯვებთ. - ბრძანებასავით გაიჟღერა თომის სიტყვებმა, მაგრამ იმედის მომცემად.
-თვითმარქვია? თვითმარქვიაო? გაიგეთ რა თქვა? - ვიღაცამ წამოიყვირა. - მაშ როგორ გაქრა?
-დამშვიდდით, დაწყნარდ...
-ან ის ცეცხლის ბურთი რა იყო? - ბოლო რიგში მდგარმა ახალგაზრდამ წამოიყვირა.
-მოგიწოდებთ, რომ მას ვუხმოთ. - ახლა მარცხენა მხრიდან წამოვიდა წინადადება, ამას კი ყველა შეუერთდა და ერთხმად დაიწყეს ყვირილი. ბრბოს ხმა ექოს გამოსცემდა და ტყემდეც აღწევდა, მაგრამ უკვე აღარავის ეშინოდა, რადგან ყველა ერკე მიდასის მოხმობას უჭერდა მხარს.
-ერკე მიდასი.... ერკე მიდასი... - წამოიყვირეს ერთხმად, აქ თომიც და დანარჩენებიც უძლურნი იყვნენ, ისინი ვერ დაამშვიდეს.
მეორედ დამთვრებულიც არ ჰქონდათ სახელის წარმოთქმა, როცა პირდაპირ თომის წინ გაჩნდა ისევ და ის ჩვეული უხერხულობა, სულში ძრომიალი კვლავ იგრძნო კაცმა, რომელიც ასე ტანჯავდა. ფიქრობდა, რომ მუდამ ასე თუ გააგრძელებს, ჩემი ხელით დავახრჩობო, მაგრამ მარტივი არ იქნებოდა მისი ხელში ჩაგდება. როგორ ახერხებდა ამას, როგორ უჩინარდებოდა და ისევ ჩნდებოდა, რა ხრიკებს მიმართავდა? ეს ყველაფერი მის გონებას არ ასვენებდა, თუმცა იმ წამს სხვისი აზრი ჩაესმა, პირდაპირ შიგნით, სხვისი ფიქრები გაიგონა და ტალღასავით შეეჭრა.
„მაგია“.
აემღვრა გონება. სხვისი ფიქრები მოესმა, შემდეგ იმ უცხო ბიჭს გახედა, ახლახანს რომ გამოჩნდა, არსაიდან.
-დროა საქმეს მივხედოთ. - სწრაფად გადაიტანა ხალხის ყურადღება და დაიწყო. - დიდი ხანია უკვე, რაც შავ მაგიას ჰყავს ეს ბოროტი ძალები შეპყრობილი და თავისივე ნებით ამოქმედებს. დიდი ხანია, რაც მეც მირღვევენ ისინი მყუდროებას და გაერთიანება, სიყვარულით შეჭიდება არ გვაწყენდა ნამდვილად. ერთად აუცილებლად დავამარცხებთ, მე კი ამაში დაგეხმარებით.
ერკე მიდასმა ხალხი დიდი რწმენით დატვირთა, იარაღი მისცა, რითიც შეეძლოთ გაენადგურებინათ უზარმაზარი არსებები. იარაღი, რომელიც ყველაფერს ანადგურებდა და კარგ ხელში ის, საუკეთესო დემონების გამანადგურებელ, ყველაზე ძლიერ იარაღად იქცეოდა. მისცა იმედი, ბრძოლის სურვილი და ის იმ პატარა, თუმცა დიად ხმალში ჩადო, რაც მათ ხელში ეჭირათ.
-ახლა კი მოემზადეთ. ბრძოლის დროა. - მხიარულად თქვა და ხალხს მიუბრუნდა. - ღამით, როცა ყველას ეძინება, მაშინ დაიძარით, შეგეძლებათ დახოცოთ ყველა, ისე რომ არცერთს არ შეგეხონ ისინი. ნუ შეშინდებით. - მისმა სიტყვებმა ადამიანებზე დამამშვიდებლად იმოქმედა, თითქოს სრულ ტრანსში გადავარდნილებმა, პირდაპირ ტყისკენ გასწიეს, იქ საითაც ის არსებები იყვნენ, რომლებიც ადამიანებს უქმნიდნენ საფრთხეს.
თავს დაესხნენ, ყველა ამოწყვიტეს... ყველა, გარდა ორი ტექტოკონუსისა, რომლებსაც ღამით არ ეძინათ და ჩუმად, ტყის სიღრმეში ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ.

_________
დიდი მადლობა, ყველას გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის. თქვენ ნამდვილად მაძლევთ ძალას, რომ ვწერო და დავდო კიდევ. არ მიგატოვოთ და ბოლომდე მივიყვანო ეს ისტორია.
როგორც თქვენ მანებივრებთ კომენტარებისგან, ისევე მეც მინდა რომ გაგანებივროთ ამ ისტორიის ყოველი ახალი თავით და დიდხანს არ გალოდინოთ. იმედი მაქვს არც გიწევთ დიდი ხანი ლოდინი...
მიყვარხართ..
შესანიშნავო შვიდეულო, ნიქოლ, ლილიანა და კიდევ სხვებო, ვინც ჩემ ისტორიას კითხულობთ ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ.
ხო, ჩემი გუგუნა გოგო არ დამავიწყდება :* ძალიან საყვარელო შენ.
აბა, იმედი მაქვს მოგეწონებათ და კიდევ ბოლომდე გამომყვებით ჩემს სამყაროში, სადაც გზები შეიძლება აგებნათ, ბოროტებას ჩაუვარდეთ ტყვედ, მაგრამ ზღაპრის საერთო თვისება ხომ იცით...
ყველაფერი კარგად სრულდება.
იმედი მაქვს ესეც კარგად დასრულდება, მაგრამ ვნახოთ!
დიდი მადლობა ყველას, ისევ და ისევ. თქვენი კომენტარები, რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა მე <3
ჩემო გუგუნებო :* წავედით და გადავეშვათ კიდევ ბოროტების საუფლოში? <3
ვისაც მოგეწონებათ, დააკომენტარეთ... მაინტერესებს თუ დაგაინტერესებთ გაგრძელებაც, ამ მხოლოდ ლეგენდის შემდეგ. დავწყებული ლეგენდა...
დრაკონების ერა...
მე კი, როგორც დიდად მადლობელი
სიყვარულის ჯადოქარი - ერკე მიდასი.
თქვენთვის უბრალოდ
ერკე :*



№1  offline წევრი EmyLee

<3. ერკე <3
--------------------
Rain Of Native Girl

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
<3. ერკე <3

ემილიიიი <3 <3 <3 :******* მადლობ, რომ კითხულობ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline მოდერი ლილიანა

მაგარი ხარ :):):):) ერკე მიდასის პიროვნება ძალიან იდუმალია.
ვკითხულობ და ასე მგონია რომელიმე ჰოლივუდურ ფილმს ვუყურებ აი ისეთსმაგალითად ნარნიას ქრონიკები_ ძალიან მიყვარს.
შეძელი და ამ ჟანრით დამაინტერესე ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ლილიანა
მაგარი ხარ :):):):) ერკე მიდასის პიროვნება ძალიან იდუმალია.
ვკითხულობ და ასე მგონია რომელიმე ჰოლივუდურ ფილმს ვუყურებ აი ისეთსმაგალითად ნარნიას ქრონიკები_ ძალიან მიყვარს.
შეძელი და ამ ჟანრით დამაინტერესე ❤

დიდი დიდი მადლობააააააააა <3 <3
ძალიან მიხარია, რომ კითხულობ და დაგაინტერესა რაც მთავარია. მალე გამოჩნდება ერკე მიდასიც ^^ უფრო უკეთესად რა თქმა უნდა, რამდენიმე თავიც და უკეთ გავშლი მის პიროვნებასაც love love love love
თორმეტისთვის ორი თავის დადებას ვაპირებ კიდევ... ვნახოთ როგორ მოგეწონებათ გაგრძელება love
ბედნიერი ვარ თქვენ გამო!! love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline მოდერი ლილიანა

ErckeMydass25
ლილიანა
მაგარი ხარ :):):):) ერკე მიდასის პიროვნება ძალიან იდუმალია.
ვკითხულობ და ასე მგონია რომელიმე ჰოლივუდურ ფილმს ვუყურებ აი ისეთსმაგალითად ნარნიას ქრონიკები_ ძალიან მიყვარს.
შეძელი და ამ ჟანრით დამაინტერესე ❤

დიდი დიდი მადლობააააააააა <3 <3
ძალიან მიხარია, რომ კითხულობ და დაგაინტერესა რაც მთავარია. მალე გამოჩნდება ერკე მიდასიც ^^ უფრო უკეთესად რა თქმა უნდა, რამდენიმე თავიც და უკეთ გავშლი მის პიროვნებასაც love love love love
თორმეტისთვის ორი თავის დადებას ვაპირებ კიდევ... ვნახოთ როგორ მოგეწონებათ გაგრძელება love
ბედნიერი ვარ თქვენ გამო!! love

დაველოდები 12 _ ის შესრულებას ❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6 სტუმარი Salo

მომწონს მომწონს და კიდევ მომწონს. ვკითხულობ და თან ჩემ წარმოსახვაში შენს მიერ აღწერილი თითოეული გმირი ცოცხლდება. სასიამოვნო ემოციით დატვირთულს გემრიელი ძილი გარანტირებული მაქვს და მადლობა შენ ამისთვის ერკრ

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

Salo
მომწონს მომწონს და კიდევ მომწონს. ვკითხულობ და თან ჩემ წარმოსახვაში შენს მიერ აღწერილი თითოეული გმირი ცოცხლდება. სასიამოვნო ემოციით დატვირთულს გემრიელი ძილი გარანტირებული მაქვს და მადლობა შენ ამისთვის ერკრ

ვაიმე, როგორ მიხარიხართ ვერ წარმოიდგეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეენ ^_^
ძალიან ძალიან დიდი მადლობა საყვარელო. როგორი სასიამოვნოა, როცა მკითხველზე ასეთ შთაბეჭდილებას ახდენს შენი ნაწერი და შენ გრძნობ მათ დამოკიდებულებას...
ძალიან ძალიან თბილები ხართ და საოცრებებიი love მადლობა რომ მომყვები და ელოდები შემდეგ თავს ^^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent