შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 5


10-11-2015, 09:31
ავტორი dona gedi
ნანახია 2 743

_დამშვიდდი, მარტო არ ხარ. მომიყევი ყველაფერი, იქნებ ასე იგრძნო შვება.
თუ არა, მაშინ ნურაფერს იტყვი. ოღონდ დამშვიდდი და თავს ნუ იტანჯავ კარგი?
_მაპატიე. მე არ მაქვს უფლება... შენ არ ხარ ვალდებული..
_ელენ მორჩი რა, -წყობიდა გამოვიდა ანდრია._როგორ შეგიძლია ასეთ დროს ეგ მითხრა? რა შუაშია ვალდებულება? ჩვენ ხომ ადამიანები ვართ?-ანდრია თავისივე სიტყვებმა შეკართო. უნებურად მიათვალა თავისი თავიც. ნერვები მოეშალა. უფრო მაგრად მიიხუტა ქალი და სუნთქავა შეიკრა, რომ გაადვილებოდა. მაინც სულ მზად იყო გასაქცევად. ქალი კი უფრო ასლუკუნდა ანდრიას გაბრაზებაზე.
_ძალიან გთხოვ აღარ მითხრა არაფერი ვალდებულებებზე და მოიშორე ეს დანაშაულის თუ სირცხვილის გრძნობა. თვითონ რა, ასე არ მოიქცეოდი მე რომ ვიყო შენს მდგომარეობაში?
ელენმა თავი დაუქნია, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ შეძლო. ანდრიაც მიხვდა, რომ ლაპარაკი არ შეეძლო და აღარაფერი უკითხავს. ამ ღამით ელენს აღარ დასძინებია, თითქმის მთელი ღამე ტიროდა, შიშით შესთავაზა ანდრიას რომ წასულიყო, რადგან ვერ ჩუმდებოდა, მაგრამ უარი მიიღო. სინამდვილეში არც უნდოდა მარტო დარჩენა.
ღამემ გადასვლა დაიწყო, ელენი აღარ ტიროდა, მაგრამ ანდრიას ისევ გულზე მიეკრა ქალი. გრძნობდა როგორ ართმევდა ძალას სინათლე ღამის სიშავეს. იცოდა რომ ელენს უკვე შეეძლო ბუნდოვნად მაინც დაენახა მისი გამოსახულება, სახე.. იცოდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა დასამალად. „მაინც ჩემს ხელშია, მერე რა თუ დამინახავს. ისედაც მიხვდებოდა რომ არ ვარ ჩვეულებრივი.. ვინ უნდა იყოს ემი’’? უნებურად მოიღუშა, ვერ იტანდა გაურკვევლობებს.
_დამშვიდდი?-ჰკითხა მშვიდი ხმით და არც განძრეულა, ქალი მის სახეს ვერ ხედავდა, რადგან მის ნიკაპ ქვეშ, ყელზე მიებჯინა თავი და მშვიდად სუნთქავდა.
_კი, ბევრად უკეთ ვარ. ახლა გათენდება და ყველაფერი გამივლის. ღამით ყველაფერი რთულდება...
_მაშინ შევცვალოთ განრიგი და ღამით გვეღვიძოს, დღისით დავიძინოთ.-უთხრა გამხიარულებულმა, თუმცა სულაც არ ხუმრობდა. ელენს გაეცინა.
_ასე ხომ ცხოვრებას აგირევ? ალბათ დრო მჭირდება ამ ყველაფერს რომ მოვერიო..
_კარგი, მაშინ ახლა დაიძინე. მთელი ღამე გეღვიძა. -მის ხმას მკაცრი ნოტები შეეპარა. ქალი ოდნავ შეიშმუშნა. თითქოს უხერხულობისგან. ანდრია ვერ მიხვდა რატომ.
_არ მეძინება, მართლა.
_ორგანიზმს ვნებ. ცოტახანს დაიძინე. აი, ხედავ გამთქნარებს?!-გაეცინა ანდრიას და თმაზე ხელი გადაუსვა.
_მე..სინამდვილეში ღამე კი არა ძილია პრობლემა. აღარ მინდა ამ კოშმარების ნახვა.. საკმარისია..-ელენს ხმა გაებზარა._იქნებ თუ დიდხანს არ დავიძინებ, მერე ღრმად დამეძინოს და სიზმარსაც აღარ ვნახავ..
ანდრიამ არაფერი უპასუხა. გული შეეკუმშა.
_მოდი ჩვეულებრივად დავიწყოთ დღე, თითქოს მეძინა.
_არა.-ანდრია კატეგორიული იყო._პრობლემას გაურბიხარ. უნდა მოაგვარო, თუარადა მთელი ცხოვრება დაგტანჯავს. ახლა არ დაგაძალებ ამას, მაგრამ სხვა გზით მივუდგეთ. შენ დაიძინებ, მე კი აქ ვიქნები და არ მოგცემ უფლებას, რომ ცუდი სიზმარი ნახო.
_ეს ხომ შეუძლებელია?-გაუკვირდა ელენს და ანდრიას მკერდიდან თავი ასწია. ის კარგად ხედავდა კაცის გამოკვეთილ ყბებს, რომლებსაც დაბალი წვერი ფარავდა. მისი მწვანე თვალებიც დაინახა და მართალია ვერ მოასწრო მისი სახის მთლიანად აღქმა, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავდებოდა, სხვანაირი სილამაზე ჰქონდა, არაადამიანური.. ხელოვნური. ელენი მიხვდა რომ არ უნდა შეემჩნია და სწრაფად გადამალა ემოციები. რა იცოდა, თუ ანდრია მისი გულისცემის მიხედვით ხვდეოდა მის ემოციებს და ხან იმას ფიქრობდა შევაშინეო, ხან მოვეწონეო. მაგრამ დასკვნა რომ ვერ გამოიტანა რატომ აუჩქარდა ელენს გული, დადებითად აღიქვა ის თუ უარყოფითად, ამ გაურკვევლობამ გააბრაზა.
_შესაძლებელია. ვცადოთ და ნახავ.
_შენ აპირებ ჩემი სიზმრაბი აკონტროლო რაც წარმოუდგენელია, მაგრამ ვთქვათ ეს მოახერხე, მერე შენც ხომ გჭირდება ძილი?
_მეც მეძინება.
_ვერ ვხვდები, მაგრამ სხვა ბევრ რამესაც ვერ ვხვდები ამიტომ ჯობია გავჩერდე.-გაეცინა ელენს და ანდიაც აიყოლა.
_კარგი ახლა ავდგეთ და როგორც თქვი ჩავთვალოთ რომ ჩვეულებრივ გათენდა. ანდრია ფრთხილად წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა. ელენი უყურებდა და ფიქრობდა, რომ მას სიარულიც კი არ ჰქონდა ადამიანური, თითქოს მიწაზე არ აბიჯებდა ფეხს.. სიარულიც კი არაამქვეყნიური იყო. ანდრია უცბად მოტრიალდა და ელენს ჩააშტერდა თვალებში. ელენი შეკრთა და შერცხვა თავისი ფიქრებისა და იმის რომ ასე გაშტერებით აკვირდებოდა. გაწითლდა. ანდრიას კი გაეცინა მის რეაქციაზე და მიხვდა რაშიც იყო საქმე. უნდოდა ხმამაღლა ეცინა, მაგრამ იცოდა ელენს აწყენინებდა და უფრო შეარცხვენდა, რასაც მისი ტირილის გამოწვევა შეეძლო. ეს კი ანდრიას აშინებდა. ამიტომ თავი შეიკავა და ღიმილით უთხრა:
_დამავიწყდა მეთქვა, ყავა მეც გამიკეთე შენთვის რომ მოიმზადებ. ჭამა არ მინდა.
_კარგი.-უპასუხა აფორიაქებულმა ელენმა. უნდოდა ეკითხა რატომ არ ჭამდა არასდროს მასთან ერთად, მაგრამ თავი შეიკავა. ანდრია ნელა შებრუნდა და გავიდა.
საუზმის შემდეგ ყავა კვლავ ეზოში გაიტანა, თუმცა ამჯერად ანდრიას არსად გაუქრია ფინჯანი. მოულოდნელად აესვეტა ელენს ცხვირწინ და დააფრთხო. ქალს ნერვიული ღიმილი შეეპარა. ახლა უკვე ნათლად ხედავდა მის წინ აღმართულ ბიჭს, თუმცა მხოლოდ თვალებს აღიქვამდა. სუფთა, მწვანე თვალებს. რამდენიმე წუთი ასე, გაშეშებულები იდგნენ და თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. ელენი ანდრიას ხმამ გამოარკვია:
_ყავა გაცივდება, დაჯექი ელენ.
ის კი დაიბნა და შერცხვა, რომ ასე გაშტერებით უყურებდა ბიჭს.
_რატომ გამოჩნდი ახლა?-იკითხა ცოტახნის შემდეგ ელენმა. ანდრიას სახეზე ვერენაირ ემოციას ვერ კითხულობდა.
_ასე იყო საჭირო.-კვლავ უემოციოდ უპასუხა. ელენს კი სულ წაუხდა გუნება. საუბრის განწყობა დაეკარგა. თავს მეტიჩარად გრძნობდა, ანდრია აგრძნობინებდა ამას. თითქოს ზედმეტი იყო. ვერ გაეგო როგორ შეიძლებოდა ასე შეეცვალა მის მიმართ დამოკიდებულება. მერე ასეთი დასკვნა გამოიტანა, რომ მას უბრალოდ ნებისმიერი სახის კითხვები აღიზიანებდა, ამიტომ არაფერი აღარ უნდა ეკითხა. მაგრამ ასე ხომ შეუძლებელი იყო. ამისთვის ზედმეტად ცნობისმოყვარე იყო.
_დღეს საქმე მაქვს, მინდა რომ სახლიდან გარეთ არ გამოხვიდე. ხმაურის შემთხვევაშიც კი. შეგიძლია ეს შეასრულო?
_კი.-ეცადა გაკვირვება და ცნობისმოყვარეობა დაემალა. ბიჭის კანი ისეთი თეთრი და სუფთა იყო, ძლივს იკავებდა თავს, რომ არ შეხებოდა._ შეიძლება ბიბლიოთეკაში ვიყო?
_კარგი, მაგრამ დარაბებს არ გააღებ. არც ფარდებს გადაწევ. სანამ მე არ გეტყვი კარგი?
_კარგი. -უპასუხა ელენმა. აი, კვლავ უამრავი კითხვა ჰქონდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ანდრიას კი უხაროდა, რომ არ ჩააცივდა.
თავის ფინჯანს დაწვდა და მოსვა, მერე კი კვლავ ელენისკენ გააპარა თვალი, რომელსაც ყბა ჩამოვარდნოდა და ანდრიას ფინჯანს თვალს არ აშორებდა.
_რა მოხდა?
_შენი ხელები..-ამოიბლუყუნა ქალმა და გონს რომ მოეგო ლოყები აუწითლდა, ანდრია კი თავის ხელებს დაჰყურებდა რა მჭირსო.
_რა ჩემი ხელები, რა ჭირს მათ?
_იდეალურია.-ცოტახნის შემდეგ უპასუხა ელენმა, აკვირდებოდა ამ ბიჭმა მართლა არ იცის რომ ასეთი ხელები აქვს თუ უნდა რომ მე მათქმევინოსო.
ანდრიას გაეღიმა და თეთრი კბილები ოდნავ გამოაჩინა. ტუჩები უფრო მეტად გაწითლებოდა. ელენი დატანჯა ასეთი სრულყოფილების ყურებამ და წამოდგა.
_მაპატიე, დაგტოვებ.
_სახლში შედიხარ?-კითხა ანდრიამ რადგან არ უნდოდა უსიტყვოდ გაეშვა.
_კი და არ გამოვალ, არ იღელვო.
როდესაც ელენმა ბიბლიოთეკას მიაშურა, ფანჯრები უკვე დაკეტილი დახვდა. დაწყებული წიგნის კითხვა განაგრძო. უცბად გონებაში რაღაც გამოსახულება გაუკრთა, ელენი გაშეშდა და წარმოსახვას გაყვა უკან. ბუნდოვნად ხედავდა გამოსახულებებს. ფეხზე წამოფრინდა და ფურცლის და ფანქრის ძებნა დაიწყო. მაგიდის უჯრაში წააწყდა. ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ იმ წარმოსახვას უყურებდა და ფეხზე მდგომი გიჯივით ხატავდა. ის არ ეკუთნოდა ამ სამყაროს. უცბად გაჩერდა, მიხვდა რომ რაღაც ეკლდა. ისევ უჯრასთან მიირბინა, ვერაფერი ნახა. მთელი ბიბლიოთეკა მოიარა და ბოლოს მიაგნო ძველ აკვარელს. წყალი სირბილით გამოიტანა ოთახიდან და ფურცელს მიუბრუნდა. რამდენიმე საათი ხატავდა გაუჩერებლად. არაფერს გრძნობდა კმაყოფილების გარდა. ნელ-ნელა ეცლებოდა სხეული, ფურცელზე გადატანილი გრძნობების გამო.
თანდათან შეეპარა გარემოს აღქმის უნარი და მიხვდა რომ გარეთ კოკისპირულად წვიმდა. მოუნდა ანდრია მოეძებნა, მაგრამ იცოდა გააბრაზებდა გარეთ რომ გასულიყო. ნახატს დახედა. გაეღიმა და მერე ღიქვა, რომ ნივთები დაუკითხავად აიღო. „იმედია არ გაბრაზდება“. გაიფიქრა და ყველაფერი მიალაგა, ფურცელი კი მაგიდაზე დატოვა რომ გამშრალიყო. გრძნობდა როგორ შეუმსუბუქდა სხეული, ყოველთვის ასე გრძნობდა თავს, როცა ხატავდა. რამდენიხანი გავიდა რაც აღარ დაეხატა. ბევრჯერაც მოუნდა, მაგრამ არ შეეძლო, ამიტომ იძულებით დევნიდა მუზებს.
კვლავ ანდრიაზე ფიქრობდა, დარდობდა არ გაციებულიყო ასეთ თავსხმაში. სამზარეულოში ჩავიდა და ცხელი შოკოლადი მოამზადა, ორივესთვის. ახლა შველი გაახსენდა. იმედოვნებდა რომ წვიმაში არ დატოვებდა ანდრია. უცბად საშინლად დაიჭექა და ელენი ჰაერში ახტა შიშისგან. უნებურად ბინძური მოგონებები ამოუტივტივდა თავში და სასწრაფოდ განაგდო ისინი. ფინჯნები ჰოლში გაიტანა და დივნის წინ პატარა მაგიდაზე დააწყო. მერე ბოლთის ცემას მოჰყვა. სახლში ვეღარ ჩერდებოდა. ჭექა-ქუხილმაც იმატა. ბოლოს ჩამოჯდა და ფეხებზე პლედი მიიფარა. ის ის იყო ფინჯანი უნდა აეღო, რომ ქუხილისა და ნათურის გატკაცუნების ხმა ერთად ჩაესმა ყურში ელენს. სულ ჩაბნელდა ოთახში, ფარდებიც გადაწეული იყო და დღის სინათლეც ვერ აღწევდა. ამაზე აღარც უფიქრია, პანიკამ მოიცვა. მაშინვე გაჩნდნენ წარსულის მოგონებები და სიბნელეში აეკონწიალნენ ელენს. თითქოს ვიღაცეები ეხებოდნენ, თითქოს ყურში ეჩურჩულებოდნენ. ცდილობდა გასასვლელეამდე მიეღწია ვარაუდით და პანიკას არ აყოლოდა.
_ანდრია.-ამოილაპარაკა მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა, ხმა ჩაუწყდა. პირი გაუშრა და ხელის გულები დაეცვარა. როგორც იქნა მიაკვლია კარს და საბედნიეროდ ღია დაუხვდა. სასწრაფოდ გააღო და გავიდა. გარეთაც ჩამობნელებულიყო, მაგრამ მაინც არჩევდა ეზოს. უკან შიშით ვერ იყურებოდა, რადგან ეგონა მისდევდნენ. წვიმამ რომ სახე დაუსველა მაშინღა მისცა ცრემლებსაც წამოსვლის უფლება. თავდახრილი მიაბიჯებდა ეზოში და სიამოვნებდა წვიმა რომ ასველებდა. სიარული სირბილში გადაუვიდა უნებურად და უცბად რაღაცას შეასკდა. არა, ვიღაცას. შეცბუნებულმა ახედა თანაბრად მოძრავი დაკუნთული გულმკერდის პატრონს და სიცილი და ტირილი ერთმანეთში აერია. ისე მიეხუტა მთლად დასველებულ ბიჭს, თითქოს გაჭ....ტვას უპირებსო. ანდრიას კი ვერ გაეგო ენერვიულა თუ გაეცინა. სანამ შველს აჭმევდა ელენის გულისცემისთვის აღარ მოუსმენია. ჭექა-ქუხილიც ახშობდა სხვა ხმებს და ვერ გაეგო რა მოხდა. გოგოს ხელები ჩაავლო მხრებში და ზემოდან დახედა.
_შეწყვიტე,_ხმას აუწია, ეს კი საზარელი იყო ისედაც შეშინებული ელენისთვის.
_ ვეღარ სუნთქავ ამდენი ტირილისგან. გაჩერდი და მითხარი რა მოხდა. რამ შეგაშინა? -ხმა შეარბილა და როცა მიხვდა, პასუხი არც აცადა და უცბად სიცილი აუვარდა.
_შენ რაა ჭექა-ქუხილი გაშინებს?-ელენს მხრებში მოკიდა ხელი და ოდნავ განზე გაწია, რომ თავლებში შეეხედა. გოგონას სახეზე სიბრაზემ გადაურბინა და გაწილთდა, თან ისევ სლუკუნებდა. ანდრიას უფრო მეტად უნდოდა გულიანად ეცინა.
_არა, უბრალოდ ოთახში ნათურა აფეთქდა და სულ ბნელოდა. მე კი... მე გამახსენდა..-ელენმა თავი ჩახარა და ცრემლების ახალი ნაკადი წასკდა.
_კარგი, კარგი, დაწყნარდი. აღარ იტირო თორემ გავბრაზდები.-თქვა დასერიოზულებულმა და ისევ ააწევინა ელენს თავი.
_შევიდეთ თორემ გაცივდები.-უთხრა ანდრიამ და მისი მხრის ქვეშ ამოფარებულ ელენს სახლისკენ გაუძღვა.
სიბნელეში რომ შეაბიჯეს ელენი მაინც აკანკალდა.
_ელენ.. სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო რომ გოგო ჩაიკეცა. ანდრია კინაღამ შეიშალა ისე გაბრაზდა, თუმცა რთული გასარკვევი იყო ელენზე ბრაზობდა, თავის თავზე ისევ აქ რომ შემოიყვანა თუ მიზეზზე, რომელიც ქალს ასეთ მდგომარეობაში აგდებდა. თავის ოთახში აიყვანა და დააწვინა. შუქი აანთო და ფეხები ქვეშ ბალიშები ამოუდო რომ სისხლს ტვინისკენ ემოძრავა. მერე სველი მატერია მოუსვა სახეზე, მაგრამ არ იმოქმედა. ცოტახანს აცადა და კიდევ გაიმეორა. ელენმა თვალი გაახილა და შეშფოთებული მზერა ესროლა მის წინ აღმართულ კაცს.
_როგორ ხარ?- ისე კითხა ანდრიამ, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და უკვე მიეჩვია. თუმცა სიტყვები სხვას ამბობდნენ: _ასე არ შეიძლება, იფიქრე რომ ძალიან მანერვიულებ და ეცადე, რომ თავიდან ამოიგდო ის ყველაფერი. არ შეიძლება ყველაფერზე ასე ინერვიულო გესმის?
_აი, ისევ ტირი. მითხარი რა გავაკეთო. არც ის შეიძლება რომ არ გითხრა, გეტყვი და უარესია, კვლავ ტირი.
ელენი ხმას ვერ იღებდა, უნდოდა გაჩერებულიყო, მაგრამ რა იცოდა ანდრიამ მის გულში რა ხდებოდა. ესმოდა როგორ ჩქარდებოდა პულსი და ამაზე სულ გაგიჟდა, მაგრამ თავი შეიკავა.
_ასე გული გაგისკდება, მიდი იტირე, იტირე თორემ რაც უფრო შეიკავებ თავს უფრო ცუდად გახდები.
ამის თქმა იყო და ელენი სწრაფად წამოფრინდა და აბაზანაში შევარდა. არ უნდოდა ასეთი ვინმეს ენახა. მაგრამ მარტოობა არავინ აცადა, ანრიამ ჩაკეტილ კარშიც შეაღწია და იატაკზე გართხმულ ქალს მოეხვია. ისევ საწოლზე დააბრუნა და მანამდე არ მოეშვა სანამ სულ არ დააწყნარა ელენი.
_კარგი გოგო ხარ... ყველაფერს მოვერევით.. გპირდები რომ მოვერევით.. არ არსებობს გადაულახავი პრობლემები, არც მომაკვდინებელი სადარდებელი არსებობს... ღმერთი ასეთი რამეებისთვის არ გვწირავს..-დროდადრო ეჩურჩულებოდა და როცა სრულიად დაწყნარებულმა ელენმა თავი წამოსწია, გახარებულმა შეხედა თვალებში, მაგრამ იქ მხოლოდ დანაშაულის გრძნობა და მწუხარება დახვდა. მაშინ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად გაიგებდა ამ ღამით, თუ რა შეემთხვა ელენს და ამის მიხედვით იმოქმედებდა.
_ანდრია, ვიცი რომ არ მოგინდება ამის მოსმენა, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ მაინც უნდა მომისმინო. -ანდრიას თვალები მზადყოფნას გამოხატავდნენ.
_მინდა, რომ მადლობა გითხრა სიტყვით მაინც, იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. რომ სიცოცხლის სურვილი დამიბრუნე... ვიცი ვერ იტან მადლობებს, მაგრამ არ ვიქნები მართალი, თუ სიტყვით მაინც არ გამოვხატავ და თუ შანსი მექნება და ცოცხალი დავრჩები...
_გაჩუმდი.-შეაწყვეტინა ანდრიამ. თვალებში უყურებდა ელანს და ძლიერი ხელის ქვეშ მოექცია ქალის სუსტი სხეული. დაიხარა და ფრთხილად შეახო ტუჩები ელენის შუბლს. სიამოვნებისგან ორივეს თვალები დაეხუჭა.
_არ დამტოვო, ოღონდ ამაღამ არა.-თქვა ელენმა და მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს, რომელიც შემორჩენოდა დედამიწაზე, მთელი ძალით მიეკრო.
_არასდროს დაგტოვებ.-იყო პასუხი.
ანდრიას ზუსტად ეს უნდოდა, თუ მას ძილში შეეხებოდა, უკეთესად შეძლებდა მისი სზმრების დანახვას. ელენის სუნთქვა ნელ-ნელა ღრმავდებოდა, მაგრამ არ იძინებდა. მთელი ღამე ელოდა ანდრია რომ დაეძინებოდა. არ იცოდა, რომ ელენიც მის დაძინებას ელოდა და როცა ქალი ამას მიხვდა, ანდრია მოატყუა. ძილის გათამაშება მისთვისაც კი არ იყო რთული. ბიჭმა მაშინვე დახუჭა თვალები როგორც კი ქალი მძინარე დაიგულა, იმის იმედით რომ მის სიზმრებში შეაღწევდა. მალე გაითიშა, ძილს მართავდა და ელოდა როდის დაინახავდა მის სიზმარს, მაგრამ ვერაფერს ხედავდა.
ელენი ძალიან ფრთხილად წამოდგა და ოთახიდან გაიძურწა. თბილი კურტკა აიღო ყოველი შემთხვევისთვის, ჩანთა და ერთი დღის სამყოფი საკვები. მერე წერილი დაწერა, ანდრიას კართან დაუტოვა და წავიდა.



№1 სტუმარი nana

Uf magaria gaagrdzele<3

 


№2  offline წევრი LoNdA DM

მაგარია, ნეტავ სად წავიდა.ველოდები შემდეგ თავს winked

 


№3  offline წევრი dona gedi

love დღეს დავდებ ახალს, თუ მოვასწრებ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent