ნაკვალევი (1 თავი)
-დრაგ!... დრუგ!.... დრაგ!.... დრუგ!....-ისმის მძიმე სამხედრო ჩექმების ხმა. თითოეულ ნაბიჯს წინ უწრებს თვლა: - ერთი!.... ორი!... ერთი!... ორი!... - სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბიჭები მწყობრი ნაბიჯით მიიწვენ წინ -სდექ! - ისმის მეთაურის ბრძანება. სივრცეში თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ნაწილი ერთდროულად შედგა. ყაზარმაში ჩემს ნარზე ვარ წამოწოლილი. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა ყოფილ ნარზე. ხელები თავქვეშ მაქვს ამოდებული და ვიღიმები. წინასწარ ვტკბები იმაზე ფიქრით, რომ ხვალ თბილისში ვიქნები, სახლში, მეგობრებში და …. სადღაც გულის სიღრმეში, ფარულ კუთხეში გაჩხინკული ასე ცამეტი-თოთხმეტი წლის გოგონას სახე ტივტივებს. დიდი ბრიალა შავი თვალებით, წითელი ტუჩებით, ოდნავ შეფაკლული ლოყებით. ჯიუტი ხვეული თმითა და ზედმეტად გამხდარი, წვრილი ფეხებით. მისი ასაკისთვის რატომღაც თვალშისაცემი სიმაღლით. არ იღიმება. იქნებ შიშიც კი უდგას თვალებში. ცერიად, გვერდულად მარიდებს სახეს. მართალია არ მიმზერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს მოძრაობას აფიქსირებს. თითქოს მაკვირდება. ვერც მე ვხედავ მის სახეს, თუმცა ზუსტად შემიძლია გითხრათ იცინის თუ არა. როდის ტკივა, როდის არა! თითქოს ჩემი ნაწილია. ის მე ვარ. ჩემი გულის ძახილია. არ ვიცი რამდენად სწორად გადმოვეცი ჩემი აზრები. იქნებ გიჟიც გგონივართ. მე ალბათ ასე ვიფიქრებდი. თუმცა საკუთარ ნორმალურობაში არც მე ვარ დარწმუნებული. ყველაფერი კი ოთხმოცდაათიანი წლების თბილისში დაიწყო. ერთ-ერთი ჩვეულებრივი სკოლის ჩვეულებრივ მოსწავლეებში. თუ რათქმა უნდა არ ჩავთვლით ზოგიერთ ჩვენგანს. ჩვენი განსაკუთრებულობა რაში მდგომარეობდა?! საზოგადოდ აღიარებული აზრით: - დიდი ავარა ბავშვები ვიყავით. რომელთა წინამძღოლად ჩემი მაღალი ტანის გამო მე მომიაზრებენ. უცნაურია, ასაკით ყველაზე პატარა ტანით რადგან სხვებთან შედარებით მაღალი ვარ ფიქრობენ, რომ უბანში მომხდარი ყველა უბედურების საწყისი ჩემგან მოდის. როგორც წესი სიმართლე არავის აინტერესებს. მე, თემურ წიკლაური მერვე კლასის მოსწავლე, თოთხმეტი წლის ვარ. როგორც უკვე ავღნიშნე ვმეგობრობ ჩემზე ასაკით დიდ ბიჭებთან, მეათე-მეთერთმეტე კლასელებთან. ვაცდენ გაკვეთილებს. სადარბაზოსთან ჩუმად ვეწევი სიგარეტს და ჭუჭრუტანებში ვუჭყიტინებ ლამაზ გოგონებს. რატომ ჭუჭრუტანიდან? არ ვიცი. რატომღაც მათი მერიდება. მაქვს აბურდული, დაუვარცხნელი ქერა თმა, მაცვია მკლავებ დაძენძილი ნაცრისფერი ჯემპრი და მუდმივად გახეხილი ჯინსები. ვგრძნობ, რომ ჩემი ეშინიათ, უმეტესად ჩემზე პატარა ასაკის ბავშვებს და მე ეს მსიამოვნებს. თითქოს მათი შიში პატივმოყვარეობას მიკმაყოფილებს. ცუდი ვარ? ალბათ. ეს მე არ მაღელვებს. ყოველშემთხვევაში სინდისს არ მავუწუხებივარ, როცა ორი წლით ჩემზე უმცროსი, სუსტი და უფერული ვახტანგ კოროშინაძე სკოლის ბუფეტში გამოვიჭირე. შეძენილი სოსისები გამოვგლიჯე და ის ბენდენაც წავართვი ხელზე რომ ქონდა შემოხვეული. სოსისები მშიერ მეგობრებს დავურიგე, ბენდენა მართალია არაფერში მჭირდებოდა, მაინც საგულდაგულოდ შევინახე. რადგან შევამჩნიე, რომ სოსისების წართმევაზე მეტად, ვახო ამ ნაჭრის ნაგლეჯის დაკარგვამ შეაწუხა. ვინ არის ვახო კოროშინაძე? ჩემთვის არც არავინ. ერთი უფერული არსებაა, თუმცა უნდა ვაღიარო, მიუხედავად იმისა რომ ფიზიკური ძალა ხელს არ უწყობს, დათმობა არ იცის, საკმაოდ ფიცხი და ფხიკინა ხასიათის პატრონი იყო. მართალია სუსტად მაგრამ მაინც ცდილობს წინააღმდეგობა გამიწიოს. მე მისი წვალება მართობს და მახალისებს. - ჩემი არაა, დამიბრუნე! - ხმა უთრთოდა ვახოს. აშკარად გაბრაზებული იყო. ალბათ ცოტა მეტი ძალა რომ ქონოდა ჩხუბის გარეშე პოზიციებს არ დათმობდა. ჩემი უპირატესობა აშკარად ჩანდა. სულელი არი იყო და ამას ისიც ხვდებოდა ამიტომ მხოლოდ ჯიუტი, გაღიზიანებული ტონით მიმეორებდა: - დამიბრუნე. რომ გაიგოს დავკარგე, არ მაპატიებს. - ვისიც გინდა იყოს! რა ჩემი საქმეა? - მიკვირს, თან ვბრაზდები ჩემგან თავის დახსნაზე მეტად ვიღაც უცნობზე რომ ღელავს. - არ მაინტერესებს! - ჩაცუცქული მივჩერებივარ ვახოს და ფეხზე ადგომასაც კი არ ვკადრულობ. სწორედ ამ დროს ერთი გოგონა მოგვიახლოვდა. ამაყი მზერა ქონდა, შავი ბრიალა თვალები. სკოლის ფორმა ეცვა, თეთრი გახამებული წინსაფრით. ტიპიური სანიმუშო მოსწავლის სახე, ხვეული თმა უკან შეეკრა და დიდი ვარდისფერი ბაფთაც დაება. - ესღა გვაკლდა! - კბილებში გამოსცრა მამალაძემ, რომელიც ჩემი მეგობარია, ცდილობს მომბაძოს, შეძლებისდაგვარად მასიამოვნოს. ტანით ჩემზე ბევრად დაბალია, მსუქანიც, მისი საზოგადოება ზოგჯერ მომაბეზრებელია. მუდმივად ლაქუცობს. ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტყვები მხოლოდ ჩემი ყურადღების მისაპყრობად წარმოთქვა. გოგონას თითქოს არ ესმის მისი ნათქვამი. მამალაძეს არც კი უყურებს. მე მიმზერს თვალებში ჯიუტად. - დამიბრუნე, რაც წაართვი! - მიბრძანებს ის. მეცინება, მისი უტიფრობა მაოცებს. - ვინ ხარ?- ინტერესით ვეკითხები. აშკარად შეცბა, მაგრამ ცდილობს იხტიბარი არ იტეხს. - ჩემი ნივთი გაქვს, დამიბრუნე! - კვლავ მტკიცე ხმით მეუბნება. სიცილს ვერ ვიკავებ, ამ გოგონას სითამამე მართობს. - შენი არაფერი მაქვს. არც არაფერი მმართებს! - სალომე, გაჩერდი, გთხოვ ნუ ერევი, მე მოვაგვარებ! - ეხვეწება ვახო. - არა! რაც ჩემია უნდა დამიბრუნოს! - ჯიუტად პასუხობს ის ბიჭს და მტრულად მიბღვერს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ გოგონამ მომხიბლა. თავისთავში ზედმეტად იყო დარწმუნებული, თვალს არ მარიდებდა და ბევრ ჩემს თანმხლებზედაც კი მამაცი გახლდათ. ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთი ტონით მიმართვის უფლებას არავის მივცემდი. - შენია?!- ბენდენას დავხედე მე. გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. - აჰა! - ჩაცუცქული ვაწვდი მას. გოგონა ადგილიდან არ განძრეულა. ნაბიჯიც კი არ გადმოდგა გამოსართმევად. იძულებული გავხდი წამოვმდგარიყავი და ისე მიმეწოდებინა. ჩუმად გამომართვა, არც - მადლობა, არც - ბოდიში. - ამიერიდან გეცოდინება, თუ ჩემი ნივთების პატრონობა არ შეგიძლია, არც ხელი არ უნდა მოკიდო! - შეუღრინა ვახოს და ამაყი ნაბიჯით წავიდა. - ამას არასოდეს მაპატიებს. მთელი ცხოვრება დამაყვედრებს! - უხერხულად შეიშმუშნა ვახო. მომეწონა ეს უცნაური წყვილი. - ვინ იყო ის გოგო? - ამჯერად მეგობრულად ვეკითხები მას. - მისი ბიძაშვილია! - ვახოს ნაცვლად მპასუხობს მამალაძე. - საუბარში დახმარება არ მითხოვია! -შეუღრინა ბიჭმა. - ბიძაშვილი?!-ჩემთვის ჩავილაპარაკე ჩაფიქრებულმა. უკვე ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ამ სიფრიფანა, სუსტ უფერულ ბიჭს დღეიდან ხელს ვეღარ დავაკარებდი. იქნებ მისი მფარველიც კი გავმხდარიყავი, ან იქნებ მეგობრებიც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.