შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუნდობელი (11 დასასრული)


11-11-2015, 16:07
ავტორი zak
ნანახია 2 955

ორი კვირა გავიდა...ორი მტანჯველი კვირა.საავადმყოფოს შენობაში აღამებს და ათენებ გაბრიელი,მაგრამ ექიმებისაგან ვერანაირ იმფორმაცია ვერ იღებს.მის გვერდით არიან ბექაც და თეა დეიდაც .რამოდენიმე ექიმს ცემითაც კი დაემუქრა გაბრიელი, მაგრამ პასუხად მხოლოდ ის მიიღო,რომ გოგონა ჯერ ისევ დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა,გარკვეული მიზეზების გამო,მაგრამ მიზეზებს ჯერ არ ასახელებდნენ.ორი კვირის თავზე გოგონას ოთახთან ექიმებმა იმატეს.სწრაფად მიმოდიოდნენ და სახეზე ხან გაოცება,ხანაც ღიმილი აჰკვროდათ.
-ბოლოს და ბოლოს მეტყვით თუ არა რა ხდება?...გაურკვევლობაში მყოფ გაბრიელს ძალიან აბრაზებდა თავისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა.ბოლოს ვეღარ მოითმინა და ერთ-ერთ ექიმს მიმართა.
-ბატონო გაბრიელ,აქამდე გვიჭირდა დიაგნოზის დასმა,მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია.თქვენო საცოლეც და პატარაც კარგად არიან.ორივე მათგანი ბეწვზე გადარჩა.ტყვია ხერხემალ ოდნავ აცდა.სწორედ იმიტომ ვაყოვნებდით პასუხს რომ ნაყოფი ჯერ ძალიან პატარა იყო,ახლა კი დარწმუნებულები ვართ რომ ის ფეხმძიმედაა.გილოცავთ!...ღიმილით მიმართა გაბრიელს ექიმმა.მაგრამ მამაკაცს მისი უკანასკნელი სიტყვები არც გაუგონია.მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ კესოს მალე ბავშვი ეყოლებოდა,მისი და კესოს ბავშვი.ეს ერთადერთი აზრი უტრიალებდა თავში და მომღიმარი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ბექას,რომელიც მთელი ძალით ანჯღრევდა მეგობარს და ახსნა განმარტებას სთხოვდა.
-ბექა მამა გავხდები,ბექა,აზრზე ხარ?...ღიმილით მიუგო გაბომ კაცს,რომელსაც ღელვა სახიდან ჩამოერეცხა და მისი ადგილი ღიმილმა დაიკავა.
-გილოცავ მეგობარო!,აუ რა მაგარია...ამ ამბით აღტაცებული იყო ბექაც და გაბრიელს ძლიერად ურტყავდა ზურგზე ხელს.
-ჩემი შვილი ბექა,ჩემი...ჯერ ისევ ვერ დაეჯერებინა გაბრიელს რომ მალე მამა გახდებოდა.ახლა კიდევ უფრო უნდა გოგონას ნახვა და მისთვის ასეთი საჩუქრისათვის მადლობის გადახდა.თეაც სასიამოვნოდ გაოცებული გახლდათ,ერთდროულად შეიძინა შვილი და შვილიშვილი,განა შეიძლება დედამ კიდევ რამე ინტროს?...
კიდევ რამოდენიმე დღე მოუწიათ ლოდინი.მერე კესო პალატაში გადაიყვანეს და გაბრიელიც ღიმილით ესტუმრა კესოს და როგორც კი გოგონა თავის სიახლოვე დაიგულა მონატრებული ბაგეები დაუკოცნა.
-კესო,ხომ კარგად ხარ?რამე ხომ არ გტკივა?...შეეკითხა შეწუხებული,როცა გოგონას დამანჭული სახე შენიშნა.
-არა,კარგად ვარ.უბრალოდ თავი მტკივა...ხმადაბლა წარმოსთქვა კესომ და გაბრიელის ხელს თავისი ხელი დაადო.
-კესო რაღაც უნდა გითხრა...აღიტირებულმა მიუგო გაბომ და ღიმილით ჩააჩერდა თვალებში.
-გისმენ...ცოტა გაოცებულმა მიუგო კესომ და მამაკაცის პასუხს დაელოდა.
-კესო მე და შენ მალე შვილი გვეყოლება...სიხარულით მიუგო მამაკაცმა გოგოს და მის სახეს დააკვირდა.
-და რა იცი რომ ეს ბავშვი შენია...აუღელვებლად მიუგო კესომ და ახლა თავად დააკვირდა გაბრიელის სახეს,რომელსაც ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა და სახეზე გაოცება გამოეხატა...კარგი ხო,ვხუმრობ,მე მეგონა რაიმე ახალს მეტყოდი...სიცილი ვეღარ შეიკავა ქათამაძემ,როდესაც გაბრიელის სახე დაიჭირა.არა მაინც როგორ იფიქრა რომ ექიმი კესოს არაფერს ეტყოდა.
-ამის გამო დაისჯები,ლამაზო...შეპარული ღიმილით წარმოსთქვა ეს სიტყვები მამაკაცმა და კესოს ბაგეებს დასწვდა.როგორ უყვარს გოგონას ეს ტუჩები.გაბრიელზე ხომ აღარაფერს ამბობს.
-კარგით რაა?! სულ მაგას როგორ უნდა აკეთებდეთ?...უკმაყოფილოდ წამოიძახა ბექამ.რომელიც ახლახანს შემოვიდა ოთახში,რამოდენიმე ბუშტით და შოკოლადებით...პრივეტ რძალო...მხიარულად მიესალმა კესოს ბექა.წინაზე კი ნახა კაცი მაგრამ არც მისი სახელი იცის გოგომ და არც ის ვინ არის.
-კესო გაიცანი,ეს ჩემი მეგობარია,ბექა...ღიმილით წარუდგინა ბიჭი კესოს გაბრიელმა.თითქოს და გოგონას აზრები წაიკითხაო.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა...ზრდილობიანად მიმართა ბიჭს კესომ და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.
-მოდი შევეშვათ ამ ფორმალობას.ხო მართლა თეა ახლახანს წავიდა და დაიბარა მალე დავბრუნდებიო.
-დედა აქ იყო?
-მარტო დედაშენი კი არა სალომე და ალექსანდრეც მოვიდნენ შენი ამბების გასაგებად,ლამაზო...სხარტათ გასცა პასუხი გაბომ გოგოს და ახლა შუბლზე აკოცა მას.
-გაბო,სახლში როდის წავალ?...იკითხა ბოლოს კესომ...აქ საშინელ წვნიანს ამზადებენ,აი იცი როგორი სუნი აქვს? სამზარეულოს ჭუჭყიან ნაჭერს რომ ადის.და გემო?! ნუ იკითხავ,დამპალი ბოსტნეულის გემო აქვს,პირდაპირ გულს მირევს.
-რამოდენიმე დღეში გამოგწერენ,ჩვენც მაშინვე ჩემთან წავალთ...მშვიდად გასცა პასუხი,თან მის თმებში თითების თამაში არ შეუწყვეტია.არ დაუწყია ყვირილი.პირიქით მოსწონს,თან ძალიან მოსწონს ის ფაქტი,რომ საყვარელი მამაკაცის გვერდით იცხოვრებს,დილას მისით დაიწყებს,მასთან ერთად დაიძინებს და გაიღვიძებს,ოღონდ დარწმუნებულია რომ კაცს სამზარეულოში ხელსაც არ გაანძრევინებ,თუ რათქმაუნდა სურს რომ ცოცხალი და საღსალამათი იყოს.საღამოს თეაც მოვიდა.დედა შვილმა ამჯერადაც საკმაოდ ბევრი ისაუბრა,მაგრამ ბოლოს კესო ძალიან დაიღალა და ქალიც სახლში გაუშვა.თავად კი ტკბილად დაიძინებდა,რომ არა გაბრიელი,რომელიც მის ოთახში გოგონას ჩაძინებამდე შემოვიდა,შუბლზე აკოცა მას და ჩვეული სითბოთი წარმოსთქვა კესოს საყვარელი სიტყვები.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...ამის შემდეგ კესოს ტკბილად ჩაეძინა.როგორც გაბომ ივარაუდა,კესო მალე გამოწერეს და წყვილიც დიდი მონდომებით შეუდგა კესოს ბარგის ჩალაგებას.გაბრიელმა მანამ იწუწუნა სანამ კესო არ დაითანხმა რომ ცოტა ხანი დაესვენა თავად კი მის კარადას მიადგა და ტანსაცმლის ლამაზად ჩაკეცვა დაიწყო.ამ ფაქტზე დიდხანს დასცინოდა კესო,მაშინაც როცა სოფელში იყვნენ და ბანქოთი თამაშობდნენ,გაბრიელი ისე ფრთხილად ალაგებდა თითოეულ მათგანს,რომ მისი დარიგებული ხელი რიტმულობის ნამდვილ ნიმუშად შერაცხა კესომ.ამის შემდეგ კაცის შემორიგებუამრავი კოცნით მოუხდა.როგორც იქნა მორჩნენ ბარგის ლაგებას.სწრაფად ჩაარბენინა გაბომ ჩემოდნები ავტომობილამდე და კესოს დაელოდა,რომელიც ფრთხილად ჩამოდიოდა კიბეებზე...
-გაბოო,მოდი დათო რეკავს...შესძახა კაცთან ცხოვრების ხუთი თვის თავზე,გაბერილმა კესომ გაბოს.მამამთილთან მალე დაამყარა თბილი ურთიერთობა.ახლა იცის ვის გავს გაბრიელი.
-მოვდივარ,ლამაზო...სწრაფად ჩამოირბინა კიბეებზე კაცმა.თან მობილურზე აშკარად ესემესს წერდა.სწრაფად დააჭირა დაბლოკვის ღილაკს და გოგონას მობილური ხელიდან გამოართვა.
-ხო დათო...კი,კი...ყველაფერი მოვაგვარე...კარგი...კარგი ჩაგიკოცნი რძალს...ბოლოს სიტყვები ღიმილით წარმოსთქვა გაბომ და,როგორც კი მობილური გათიშა , ოდნავ მოპუტკუნებულ კესოს ლოყაზე თბილად აკოცა.
-ესეიგი მამაშენს რომ არ ეთქვა ისე არ უნდა გეკოცნა?...გაბუსხა ტუჩები კესომ და ხელში შერჩენილი ნამცხვრის ბოლო ლუკმაც გემრიელად შეჭამა.
-არა...სრულიად უემოციოდ უპასუხა გაბრიელმა ქალს და ახლა ჰალსტუხის შეკვრა დაიწყო.მამაკაცის სიტყვები გაიგონა თუ არა ტუჩები ხელმეორედ მოლაფშა და ცრემლიანი თვალების დასამალად ზურგი აქცია მამაკაცს.სამზარეულოში გასვლა დააპირა როდესაც მამაკაცმა ძლიერად მოხვია ხელები მუცელზე.
-შენ რა მართლა დაიჯერე? რა სულელი მყავხარ,რა თქმა უნდა გაკოცებდი,კი არ გაკოცებდი მაგ ლოყებს და ტუჩებს მთლიანად მოგაჭამ...ღიმით შემოაბრუნა გოგონა თავისკენ და მსუბუქად აკოცა მის ბაგეებს.
-ცუდი კაცი ხარ შენ.ბოროტი...თქვა ხმაწართმეულმა კესომ და ახლა თავად აკოცა კაცის ღვინისფერ ტუჩებს...
*************************************************************
დასასრული!...გმადლობთ ვინც კითხულობდით ამ ისტორიას.ვინც კომენტარეებს მიტოვებდით ხომ საერთოდ მიყვრხართ.ახალი ისტორიის წერა უკვე დაწყებული მაქვს და მის გამოქვეყნებასაც მალე დავიწყებ...უღრმესი მადლობა ყველას!



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

კარგი იყო ყოჩააღ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2 სტუმარი რიტა

რა იქნებოდა ბავშვი დაბადებულიყო და მერე დაგემთავრებინა. კარგი იყო. მომდევნოს იმედია მალე დადებ.

 


№3  offline წევრი zak

♡EPICLOVE♡
კარგი იყო ყოჩააღ♡♡♡

გმადლობ,უღრმესი მადლობა,რომ ჩემს ისტორიას კითხულობდი love
რიტა
რა იქნებოდა ბავშვი დაბადებულიყო და მერე დაგემთავრებინა. კარგი იყო. მომდევნოს იმედია მალე დადებ.

უბრალოდ ასე გამოვიდა wink მომდევნო ისტორიის წერა უკვე დაწყებული მაქვს და სავარაუდოთ ხვალვე დავიწყებ მის გამოქვეყნებას.უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის love love

 


№4  offline წევრი nestanuka13

დასასრული ნამეტანი მოკლე იყო:)) უფრო ვრცლადაც შეიძლებოდა

 


№5  offline წევრი zak

nestanuka13
დასასრული ნამეტანი მოკლე იყო:)) უფრო ვრცლადაც შეიძლებოდა

ხო სხვა თავებისაგან განსხვავებით ამ თავის მოცულობა 1000 სიტყვაზე ნაკლები იყო,მაგრამ როგორც ჩემი ქართულის მასწავლებელი იტყოდა,სჯობს ლაკონურად თქვა სათქმელი,ვიდრე გაწელო ის და აზრის გამოტანა ვერავინ მოახერხოს.მართლა ბევრჯერ ვეცადე განმევრცო,მაგრამ ძალიან ბევრს ვბოდიალობდი.გმადლობ რომ კითხულობ love love love

 


№6 სტუმარი daruna

Sul cota ki gvanerviule magram dzalian momewona dasasruli, warmatebebs gisurveb aucileblad daviwyeb axali istoriis kitxvasac

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

მშვენიერი ისტორია იყო, კიდევ უფრო მშვენიერი დასასრულით.

 


№8  offline წევრი salo..))

კარგი იყო .. ასე უცებ დამთავრებას არ ველოდი :დდდ ცოტა რომ გაგევრცო დასასრული უკეთესი იქნებოდა.. )) შენს ახალ მოთხხრობას ველოდები .. ^^ წარმატებები <3

 


№9  offline წევრი zak

daruna
Sul cota ki gvanerviule magram dzalian momewona dasasruli, warmatebebs gisurveb aucileblad daviwyeb axali istoriis kitxvasac

salo..))
კარგი იყო .. ასე უცებ დამთავრებას არ ველოდი :დდდ ცოტა რომ გაგევრცო დასასრული უკეთესი იქნებოდა.. )) შენს ახალ მოთხხრობას ველოდები .. ^^ წარმატებები <3

ახალი იტორიის ატვირთვას უკვე ვიწყებ.გმადლობთ რომ ამ ისტორიას კითხულობდით და გმადლობთ რომ თქვენი აზრი დააფიქსირეთ love love love

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kai iyo dzalain dzalian dzalainnn

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent