შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლიკი 8


11-11-2015, 17:37
ავტორი sopiko
ნანახია 2 054

თორნიკე
ჩვეულებრივი გოგო რომ არ არის, ამაში უკვე დავრწმუნდი. უფრო სწორად არაჩვეულებრივი მელანქოლიკია... მოიცა... მოიცა, ეს როგორ? ეჭვების ორმოში ვვარდები და იქიდან ამოსვლას ვეღარ ვახერხებ. არა, ჯავახიძე ''მელანქოლიკი'' ვერ იქნება. თავს უსიამოვნო ფიქრების მოსაშორებლად ვაქნევ, სინს ვიღებ და ჯულიასკენ მივეჩქარები.
ისევ იმავე პოზაში მხვდება გაშეშებული. თვალებში ნაღველი მიდგება. ეს პატარა, დაუცველი არსება ამდენი ტანჯვისთვის არ მემეტება. ძალაუნებურად ვიღიმი და ლარნაკში ჩადებულ ვარდს ვასწორებ.
-საუზმეც მოვიდააა!-ვწელავ სიტყვას დ დამფრთხალ ჯულიას მივშტერებივარ.
-ეს... ეს...-საწოლში იშმუშნება. მართალია არაფერი უჩანს, მაგრამ საბანი მაინც კისრამდე ააქვს. გოგონებისგან ასეთ სიმორცხვეს მიჩვეული არ ვარ და ვრწმუნდები, რომ ის მართლაც განსაკუთებულია.
-რა იყო? რამე ისე ვერ გავაკეთე?-თავს ძალით ვისულელებ და სიცილს ძვლივს ვიკავებ.
-მე... მართლა არავის მოურთმევია ჩემთვის, თუნდაც უბრალოდ კარაქიანი პური და ძალიან... ძალიან უცნაური სიტუაციაა.-დაბნეული საუბრობს ის და ცდილობს მზერა ამარიდოს.
-მიკვირს! შენნაირი ლამაზი გოგო, მართლაც იმსახურებს განებივრებას.
სახე უჭრელდება და კომპლიმენტს უპასუხოდ სტოვებს. არა, თორნიკე! ასე არ შეიძლება! ''მელანქოლიკთან'' ხომ მჭიდრო კავშირი გაკავშირებს, ისიც რაღაცით მაბამს და ჯულიაც არ მაძლევს გაქცევის საშუალებას. ცხოვრებაში პირველად გადაწყვეტილების მიღება მიჭირს.
ჯულია ჩაის ჭიქას ხელში იღებს, მაგრამ კიდურები ისე უკანკალებს, დაჭერას ვერ ახერხებს და ცხელი სითხე თეთრეულზე იღვრება.
-არ მინდოდა... ეს როგორ მომივიდა...-ბუტბუტებს ატირებული და სურვილი მკლავს, რომ მასთან მივიდე და ღაწვები კოცნით ამოვუშრო. ეს ბოლო წვეთია. ფეხზე ვდგები და ვყვირი.
-ყველაფერი დასვარე... ლანდი გაგდის, ვერ ხედავ? შენ კი ჭამაც არ გინდა. დამღალე! უკვე ძალიან დამღალე!
ჯულიას რეაქციას ვაიგნორებ , პორტფელიოს ვიღებ და ვითომ და სამსახურში მივდივარ. მშვენირად ვიცი, ამას რატომაც ვაკეთებ. არ მინდა ჩემ ''მდგმურთნ'' ურთიერთობა უფრო მეტად დამითბეს, არადა უკან დახევასაც ვერ ვახერხებ.
''შენ ხომ მელანქოლიკი გყავს, ის შეგეფერება. განსახვავებულია!''- ჩამესმის ალტერეგოს გამაღიზიანებელი ხმა. მრცხვენია... როგორ უნდა გავუსწორო თვალი ''მელანქოლიკს'', თუმცა ეს სულაც არ მჭირდება. იქნებ ინტერნეტსივრცეში დანაშაულის გრძნობამ ასე არ შემაწუხოს.
ვატოს ჩვენ ბარში ვუნიშნავ შეხვედრას და საიდუმლო დავალებაზე გადამაქვს ყურადღება.

-ელაპარაკე? ჰა, ელაპარაკე?-უკვე ტვინი წაიღო ვატომ თავისი კითხვებით, არ მინდა მასაც გული ვატკინო და ბოლო ხმაზე ვუღრიალო შუა ქუჩაში, ამიტომ სხვა თემაზე ვიწყებ ლაპარაკს.
-შენ რა ქენი? იყავი უფროსთან? გასაგებად ამიხსენი ყველაფერი.
-არა!-პატარა ბავშვივით იბუსხება მენაბდე.-სანამ შენ არ მეტყვი, რაშია საქმე, მე კრინტსაც არ დავძრავ!
ამასობაში დანიშნულ ადგილსაც მივაღწიეთ და საყვარელ ადგილას ჩამოვჯექით.
-დაიწყე!-თავს ამაყად სწევს და როგორც ვხედავ მე მელოდება.
-რა დავიწყო?-გზაჯვარედინს ვერა და ვერ მოვცილდი, მე სხვა გზისკენ ვიწევ, ის სხვა გზისკენ.
-ასე ხომ? ხოდა მეც არაფერს გეტყვი!
ნებისყოფა აღარ მყოფნის. ხელს ვმუშტავ და ღრმად ვისუნთქავ სიგარეტის გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს.
-ჯულია ჯავახიძე ნაია ჯავახიძის ძმისშვილია.
ვატო მოულოდნელობისგან ჯიბიდან ახლახან ამოღებულ საფულეს ხელს უშვებს და ფეხებზე თითებს იტყაპუნებს.
-მერე? მერე?
-მერე, მერე, გაიგებ მერე! ახლა შენ თქვი სათქმელი, თუ კაცი ხარ რა... ნუ შემიკალი ხელზე.
-შენ რა სხვანაირად ჭიკჭიკებ.... მგონი რაღაც...
მიმიხვდა! ძმაკაცს ხომ ვერაფერს გამოაპარებ! სწრაფად ვაწყვეტინებ, რათა წინადადება ვერ დაასრულოს.
-ყველაფერს ვეტყვი. უბრალოდ დღეს ცოტა პრობლემები მქონდა და ამის დრო არ იყო. საღამოს საქმე მოგვარებული იქნება!
-მართლა?-არაფერი აღარ ახსოვს, ისე გადაერთო სასიხარულო ამბავზე. მეც დასვენებული ვარ მისი ჰიპოთეზებისგან და თავისუფლად ვაგრძელებ მოყოლას.

ჯულია
სახეზე ხელებს ვიფარებ და ცრემლების ნაკადს ვგრძნობ. სასუწარკვეთილებაში, იმედგაცრუებაში ვიხრჩობი და ყვირილის თავიც არ მაქვს. პიროვნება, რომელიც მეგონა ჩემი უკანასკნელი იმედი იყო, რომელმაც გამახსენ,ა რომ ჯერ კიდევ შემორჩათ ადამიანებს ადამიანობა, რომელმაც ჩემში გრძნობები გააღვიძა, დამშვიდების ნაცვლად თავზე ლამის ქვეყანა დამამხო. დღესაც მახსოვს მისი საალერსო სიტყვები, თმაზე შერჩენილი მოფერება და მისი სახეცვლილების მიზეზს ვეძებ. ადრე რომ მსგავსი შემთხვევა მომხდარიყო, უემოციოდ გადავატარებდი ჩემ ტკივილს, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, როგორ შეეძლო ასე მივეტოვებინე... წასულიყო და არც დამმშვიდობებოდა... ''ნახვამდისო'', არ ეთქვა. როგორი გულუბრყვილი ვიყავი... დილით კეთილი ვუწოდე და თურმე რა ედო გულში. ალბათ უნდოდა ჩემთვის ჭრილობები განეახლებინა. მძიმე ნაბიჯებით გადაეარა სუსტ, ნაიარევებით დაფარულ სხეულზე... ჩაით დასვრილი ზეწარი სააბაზანოში შემაქვს და მხოლოდ ახლა მახსენება, რომ ლაზარეს საძინებელში ვარ. უკან გასვლას აზრი არ აქვს. თეთრ, გაუხეშებულ ნაჭერს ვრეცხავ და აივანზე გასაშრობად ვკიდებ. სააბაზანოში ყოფნისას მამაკაცის სუნამოს ფლაკონს მოვკარი თვალი, ხელში ვიღებ და ბლომად ვისხამ ყელზე. დატუქსული პატარასავით უკან ვაბრუნებ დაუკითხავად აღებულ ნივთს და ლაზარეს სურნელით გაჟღენთილი, მის ჟილეტს ვიცმევ. ტელეფონი არ მავიწყდება. უკანასკნელად ვავლებ თვალს ჩარკვიანის სახლს და გარეთ გავდივარ. ბარბაცით ჩავდივარ კიბეებზე. კორპუსებს მივყვები, რომ არ წავიქცე. გამვლელები ზიზღით შემომჩერებიან. სუსტი ყოფაქცევის ქალი ვგონივარ მათ, რა იციან როგორ მიჭირს... დაბნედილი თვალებით ახალგაზრდა ბიჭს ვხედავ.
-კარგად ხართ?-მეკითხება შეშინებული და ხელს მაშველებს.-ფრთხილად ქალბატონო!
აღარ ვიღიმი... ჰმ, ვეღარ... ''გამიღიმეს'' წერილი თითქოს ახლა წავიკითხე.
''შენი გაღიმება შევძელი!''
''მაპატიე, ''გამიღიმე''''-ბოდიშს ვუხდი გულში და გონდაკარგულს ახალგაზრდას მკლავები მიჭერს.

...............................................................
უდიდესი მადლობა, მას ვინც ჩემ მუზებზე ზრუნავს და თითქმის ყოველდღე მიკომენტარებს. ეს ისტორია უკვე დავასრულე, მაგრამ ვფიქრობ, საიტზე დადება აღარ უნდა განვაგრძო, რადგან ორი ადამიანის გარდა, ყველას ეზარება ჩემი შეფასება. პირველ რიგში ნახვებს რომ შეხედავ და მერე კომენტარებს, გულსატკენია. ყველა ჩემ მკითხველა გაფასებთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ან მომეცით სტიმული, ან ამ მოთხრობას შევწყვეტ. როგორც გითხარით მე უკვე დასასრულიც დაწერილი მაქვს.
სიყვარულით სოფიკო



№1  offline წევრი milangirl

მე მომწონს და ველოდები ხოლმე და იმედია არ შეწყვეტ

 


№2  offline მოდერი sopiko

milangirl
მე მომწონს და ველოდები ხოლმე და იმედია არ შეწყვეტ

დიდი მადლობა ♥

 


№3  offline წევრი blue jeans

გააგრძელე რა ძალიან მომწონს

 


№4  offline წევრი teddy))

Dzalian magari gogo xar da amas kidev getyvi bevrjer! Mara dzalian qtxov ar datovo ise, chventvis mainc damtavre tundac am ori adamianistvis, vinc ar gikomentarebs martlac cudia da chems istoriebzec dzalian guldawyvetili var xolme nu martalia axla daviwye wera magarm mainc... <3 aba warmatebebi sopikoo!

 


№5  offline მოდერი sopiko

blue jeans
გააგრძელე რა ძალიან მომწონს

teddy))
Dzalian magari gogo xar da amas kidev getyvi bevrjer! Mara dzalian qtxov ar datovo ise, chventvis mainc damtavre tundac am ori adamianistvis, vinc ar gikomentarebs martlac cudia da chems istoriebzec dzalian guldawyvetili var xolme nu martalia axla daviwye wera magarm mainc... <3 aba warmatebebi sopikoo!

დიდი მადლობა ტკბილებო ♥ უკვე დამთავრებული რომ არ მქონდეს ისტორია ალბათ მართლა არ გავაგრძელებდი მაგრამ თუნდაც თქვენ ოთხს გულს ვერ დაგწყვეტთ და აუცილებლად გავაგრძელებ...

 


№6  offline წევრი Firefly

მე ძალიან მომწონს და არ შეწყვიტო რაა
--------------------
M.T

 


№7  offline მოდერი sopiko

♥მარიამი♥
მე ძალიან მომწონს და არ შეწყვიტო რაა

არ შევწყვეტ მარიამ♥ გმადლობ შეფასებისთვის!

 


№8  offline წევრი tamtu

Sopooooo es ra sakvareliiii xar. Ise vkitxulob emiciebisgan dakomentatebac mavickdebaaa. Sul minda vkitxulobdeee. Me axla agmogachine shen da mixariaaaaa. Ukve sheni ertguli mkitxveli vaaaar.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent