შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 7


12-11-2015, 14:40
ავტორი dona gedi
ნანახია 2 648

ანდრია ქალის აჩქარებულ გულისცემას უსმენდა მას შემდეგ, რაც კარი გაიჯახუნა და გავიდა. წყლის ხმაც გაიგო და მერე ქალის გულისცემა შესუსტდა. ანდრია გაშეშდა და სმენა დაძაბა. კარგად გაიგო როგორ ალივლივდა წყალი და მერე აბუყბუყდა. გულისცემა საშინლად აჩქარდა. წამი არ დაჭირდა აბაზანის კარის შესამტვრევად, რატომღაც გასაღების გამოყენება არც უფიქრია რომელიც კარში იყო. შიგნით შევარდა და წყლით დაფარული შიშველი ქალის სხეული დაინახა, რომელიც საშინლად იყო დაკაწრული, ნაკაწრები ახალი იყო, მაგრამ მისი მკლავები, მუცელი და ფეხები მუხლს ზემოთ სულ შრამებს დაეფარათ. ანდრია წამში გამოფხიზლდა და ქალის სხეული წყლიდან ამოიტაცა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ელენის გვერდით იყო და წყურვილი არც კი გახსენებია, ვნებები კი მაინც აეშალა სიტუაციის მიუხედავად.
ქალის სხეული საწოლზე დაასვენა და გულის მასაჟის კეთება დაიწყო, თუმცა დიდიხანი არ დაჭირდა ელენის გამოფხიზლებას, თვალები გაახილა და ამოახველა, ანდრიას დანახვაზე კი ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა. ბიჭი კინაღამ შეიშალა, მიხვდა რომ ელენს შეეშინდა მისი და მეორედ იმიტომ დაკარგა გონება. იმასაც მიხვდა, რომ ქალმა გააანალიზა რა ქმნილება იდგა მის წინ და რა დამართა ანდრიამ ვეფხვს. „ალბათ შოკშია“-გაიფიქრა მან და აღარ უცდია ელენის გონზე მოყვანა. ქალს სველი სხეული შეუმშრალა და მშრალ საწოლში ჩააწვინა. მთელი არსებით ცდილობდა მისი სხეულის შემყურეს, წამოშლილი ვნებები ჩაეცხრო და მაცდური ფიქრები გაეფანტა, მაგრამ ამაოდ. ეს კი უფრო მეტად უშლიდა ნერვებს. ამას ის ემატებოდა, რომ არ იცოდა საიდან იყო ეს შრამები ქალის სხეულზე. მომენტალურად წარმოიდგენდა როგორ იტანჯებოდა ელენი და უნდოდა ყველაფერი დაელეწა.
ჯერ ფიქრობდა ჩავაცმევო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ელენი რომ ამ დროს მოვიდეს გონს უარესად შევაშინებო და შიშველი დატოვა საბნის ქვეშ. იმდენი გრძნობა და ფიქრი დუღდა მის გონებასა და გულში ცოტაღა აკლდა გადმოსვლას. ის ფაქტიც აბნევდა, რომ ქალი ასე ადვილად კარგავდა გონებას. მერე ესეც შოკს მიაწერა, სხეულზე მიყენებული ჭრილობებიდან გამომდინარე კი დიდი სტრესიც უნდა გამოევლო. მისი კოშმარები კი ძლიერ ემოციურ ფონზე მიანიშნებდა და ანდრიამაც დასვა დიაგნოზი და გადაწყვიტა ისე ემკურნალა მისთვის, რომ ელენი ამას ვერ მიმხვდარიყო. მას ხომ შურისძიებისა და წყენის გრძნობა კიდევ ჰქონდა, ასე რომ არ მოისვენებდა, სანამ არ მიახვედრებდა ელენს თავის შეცდომას ბოლომდე. მართალია ელენის შემთხვევაში განსაკუთრებულად უჭირდა ასე მოქცევა, მაგრამ საკუთარ თავსაც, უფროსწორედ გრძნობებს ჯიბრში უდგებოდა.
ელენი გონს რომ მოვიდა ოთახში არავინ დახვდა. ყველაფერი აერია თავში. ნელ-ნელა დააიწყო ფიქრების დალაგება და გაიხსენა რაც მოხდა. „მან სისხლი დალია“. მხოლოდ ეს უტრიალებდა თავში ქალს. იმდენი ტანჯვა ჰქონდა ნანახი დიდად აღარც უკვირდა. სიკვდილის არ ეშინოდა, მერე რომ დაფიქრდა მიხვდა რომ ანდრია არ მოკლავდა, საამისოდ უკვე კარგად გაიცნო და შერცხვა კიდეც თავისი ფიქრების. მისი არ ეშინოდა, მაგრამ გული მაინც დამძიმებული ჰქონდა, ქვეცნობიერად ხვდებოდა, რომ წინ კარგი აღარაფერი ელოდა. მერე მიხვდა რომ შიშველი იყო და რომ გაახსენდა სად იყო ბოლოს, სახე კინაღამ გადაეწვა სიწითლისგან. „ნუთუ მან ამომიყვანა? ღმერთო რა სირცხვილია“. ფეხზე წამოვარდა და სასწრაფოდ ჩაიცვა, მერე კი ისევ დაწვა. უნდოდა საერთოდ აორთქლებულიყო და ანდრიას აღარასდროს დაენახა.
შიმშილისგან ისე იყო დასუსტებული მალე ჩაეძინა, მაგრამ ვიღაცამ კარი რომ შემოგლიჯა შეშინებული წამოხტა. თავზე ანდრია ედგა, დაბღვერილი. ელენმა მაინც დაინახა მის თვალებში სიბრალული და თითქოს ის ძველი სითბოც გაკრთა მომენტალურად მაგრამ მისი მოსმენის შემდეგ იფიქრა მომეჩვენაო.
_ადექი და ჩამოდი, უნდა ჭამო.-ხმა მკაცრი იყო, მაგრამ არა მტკიცე.- ელენი კარგად აჭარხლდა სახეზე ანდირას დანახვისას, ბიჭი კი მიუხვდა ეს მის სიტყვებს არ გამოუწვევია, მას სცხვენოდა იმის რაც მოხდა. ანდრია დაიბნა და ისევ კარები გაიჯახუნა.
ელენი ფრთხილად წამოდგა, თავბრუ ეხვეოდა. დაბლა დაეშვა და დაინახა ჰოლში იატაკზე მოფანტული ნამსხვრევები და ყვავილები. „ძალიან გავაბრაზე. ნეტა იყოს რამე გზა რითაც ამ წყენას დავავიწყებ, მე ხომ მხოლოდ ის მინდოდა რომ არ ენერვიულა, ახლა კი პირიქით გამოვიდა“.
ანდრიამ მისი ნაბიჯების ხმა რომ გაიგო ჰოლში გამოიხედა და ელენს მიაჩერდა.
_ჯერ შეჭამ, მერე კი აქაურობას დაასუფთავებ.-ნამსხვრევებზე მიუთითა. ელენი არაფერს იმჩნევდა, არც არაფერს პასუხობდა. დამორჩილდა და სამზარეულოში შევიდა. ამაზე ანდრიას უფრო მოეშალა ნერვები. უნდოდა სიტყვაზე გამოკიდებოდა მაგრამ ქალი ხმას არ იღებდა. ანდრია ოთახიდან გავარდა. ელენმა ყველაფერი მოამთავრა და დასაძინებლად წავიდა. ბიჭი კი მის ყველა ქმედებას აკვირდებოდა.
როცა ელენმა დაიძინა ანდრია მის ოთახში შეიპარა და მძინარე ელენს ხელი ფრთხილად შეახო, მერე კი თვითონაც გადაეშვა მორფეოსის სამფლობელოში ელენის სიზმრების სანახავად.

ბუნდოვნად ხედავდა მოკლე სარაფანში გამოწყობილ ელენს, რომლიც ვიღაცას გაურბოდა. წვიმდა, ღამე იყო, ის კი მთელი ძალით გარბოდა და ხედავდა ადევნებული კაცის ფიქურას. ის არ მირბოდა უბრალოდ დიდ ნაბიჯებს ადგავდა და ეწეოდა, მერე უცბად გაქრა და წინ რომ მიიხედა მის წინ გაჩნდა. ელენმა იკივლა და შებრუნება სცადა მაგრამ საშინელი სახის კაცმა ის დაიჭირა. მგონი სახე დამწვარი უნდა ჰქონოდა. უცბად მათი ძიძგილაობის დროს გამოსახულება გაწყდა და სახლში აღმოჩნდა. ლამაზი მწვანეთვალება ბიჭი ფუმფულა ხალიჩაზე იჯდა და მანქანებით თამაშობდა. 5-6 წლის იქნებოდა. ელენი სამზარეულოში იდგა და სალათს ამზადებდა, თან ბავშვს გამოხედავდა ხოლმე დროდადრო და იღიმოდა.
უცბად ჩამობნელდა და ისევ დაინახა კაცის აჩრდილი.
_ემი ჩქარა ჩემთან მოდი.-შეჰყვირა გოგომ მაგრამ ბავშვამდე მისვლა მაინც ვერ მოასწრო, ვიღაცამ დაიჭირა, კაცის აჩრდილმა კი ემი წაართვა და ხარხარით გაშორდა. ელენი მის სახელს ყვიროდა და უკვე კრუნჩხვა ეწყებოდა მაგრამ გამოსახულებები ისევ შეიცვალა. დაინახა როგორ უწვავდა ფეხებს ის კაცი სიგარეტით. როგორ უსვამდა მუცელზე დანას ფრთხილად და ნელა, მერე კი წამოსულ სისხლს ულოკავდა. მერე იქიდანაც გაქრა ელენი და ქალის მშვიდი, მაგრამ ცრემლიანი თვალები დაინახა.
დედის სახე. მერე მისი თვალებიდან ცრემლის მაგივრად სისხლმა იწყო დენა და უცბად დაინახა მამას თავი, რომელიც დედას ეჭირა, ტანი კი დაბლა ეგდო სისიხლის გუბეში. ელენის გული იმდენად სწრაფად ცემდა და ისე იგირხებოდა რომ ძილი ნელ-ნელა ირღვეოდა, მაგრამ მთლად მაინც ვერ ახერხებდა აქედან თავის დაღწევას.
ანდრიასაც უჭირდა მისი სიზმრიდან გამოსვლა, რადგან საკმაოდ ღრმად შეაღწია მის ემოციებში. ისიც იმავეს გრძნობდა და ბოლოს ძალა მოიკრიბა და ელენს ხელი გაუშვა, სიზმრებიდან თანდათან გამოვიდა და სულ რომ გამოფხიზლდა და ქალის დაკრუნჩხულ სხეულს დახედა ერთიანად ჩაიფერფლა.
_ეს რა ჯანდაბა იყო?!- ხმამაღლა ამოიოხრა და ელენის გამოსაფხიზლებლად ქალს სახეზე შეახო ხელები.
_ელენ გამოფხიზლდი.-ოდნავ შეანჯღრია თვალებში ჩააშტერდა რომლიც ნელ-ნელა უბრუნდებოდა რეალობას და პანიკურად ტიროდა.
_ემი, ემი წაიყვანა. -ამოიხავალა ელენმა და ძალა გამოცლილი ჩაეკონა ანდრიას სხეულს.
_ვინ არის ემი ელენ?_იკითხა ანდრიამ, თუმცა უკვე იცოდა რომ ის ბავშვი იყო.
_ჩემი... ჩემი ძმა წაიყვანა...-ისევ ტირილნარევი ღრიალით ამოთქვა და ეცადა სუნთვა დაერეგულირებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა, გული ამოსჯდომოდა.
_ვინ წაიყვანა ელენ? ვინ იყო ის?
_ის... ის.. მან ყველა მომიკლა.-ისე ღრიალებდა ელენი და სლუკუნებდა, ანდრიას ბავშვობა გაახსენდა, მხოლოდ ბავშვობაში ამოუჯდებოდა ხოლმე ასე გული და ტირილს რომ შეწყვეტდა, მერე ეს უნებური სლუკუნი მაინც გრძელდებოდა ხოლმე.
_ჯერ მამა...-ისევ ხრიალებდა და ლაპარაკი უჭირდა, ანდრია კი მის სუსტ სხეულს ჩაბღაუჭებოდა და შეძრწუნებული სახით უსმენდა.
_მერე ჩემი თაყვანისმცემლის სხეულის ნაწილებს მიგზავნიდა. -ანდრიამ წყალი დაალევნა, ელენმა კი განაგრძო.
_ მერე დედა...-ეს თქვა და ხელები გულზე იტაცა, ტკივილისგან უსკდებოდა, უნდოდა ამოეგლიჯა მაგრამ ვერ შეძლო. მოყოლა კი თითქოს ამსუბუქებდა.
_და სანამ საბოლოოდ მომიღებდა ბოლოს ძმაც წამართვა. ყველა წამართვა, ყველა. მაგრამ ყველაზე დიდ სასჯელად სიცოცხლე დამიტოვა. არ მომკლა, რამდენი ვეხვეწე მაგრამ მაინც არ მომკლა. ამის ღირსი არ ხარ, რა ტკივილიც შენ მომაყენე მეც ის უნდა მოგაგოო.
_კი მაგრამ რა გაუკეთე?-ანდრია სულ გაგიჯდა ამაზე.
_არაფერი. -ამოილაპარაკა ძალა გამოცლილმა ელენმა. _ის შეიშალილი იყო. მის ცოლს ვგავდი და მე უკვე მეოთხე ადამიანი ვარ, ვისაც ეს გაუკეთა. ცოლმა ცოცხლად დაწვა დაუპირა, მაგრამ გადარჩა და გაგიჟდა. იმის შემდეგ ეძებს იმ წყეულ ქალს, რომლის გამოც მე ყველა მომიკვდა. ვიცი მაინც მიპოვის ერთ დღეს, მაგრამ მე დავასწრებ და ბოლოს მოვუღებ. მისი ღარ მეშინია, იმიტომ რომ აღარვინ დამრჩა.- ისეთი სიძულვილით თქვა ელენმა, ანდრიას ეჭვიც არ შეპარვია რომ ქალი ამის გამკეთებელი იყო.
_საიდან იცი რომ სხვაბსაც უკეთებდა იგივეს?
_გამომძიებლისგან, პოლიციისგან რომლებმაც ვერ დაიცვეს ჩემი ოჯახი. მუდმივი დაცვის ქვეშ იყო ემი მაგრამ მაინც წამართვა.-ელენი ისევ ხრიალებდა და კანკალებდა. ანდრია მიხვდა რომ ზედმეტი მოსდიოდა, არ შეიძლებოდა მისი ნერვების ხარჯზე დაეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა. წავიდა და დამამშვიდებელი მოუტანა. ელენი ეწინააღმდეგებოდა კიდევ რომ დავიძინო ნამდვილად შევიშლებიო, სანამ ანდრიამ არ შეახსენა რომ არ ჰქონდა უფლება არ დამორჩილებოდა მას. ამაზე ელენი სულ გაგიჟდა და ფეხზე წამოვარდა, თავის ჭკვაში ისევ გარბოდა. ანდრია წინ გადაეღობა და დაიჭირა, ქალი კი იქამდე ურტყავდა ხელებს მკერდზე სანამ არ დაიღალა და მართლა არ მოერია ძილი. ხელები უღონოდ ჩამოუვარდა დაბლა და მკერდს რომელსაც ცოტახინის წინ მუშტებს უშენდა ახლა თავი ჩამოადო და თვალები დახუჭა. ანდრია გალღვა, ჩამოდნა. ფრთხილად დააბრუნდა ქალი საწოლში და ისევ ჩაჭიდა ხელი. ახლა ელენს წაიყვანდა თავის ფერად სიზმრებში და მშვიდად ძილის საშუალებას მისცემდა...



№1  offline წევრი dona gedi

ვიცი არც ესაა დიდ თავი, მაგრამ ვერ მოვასწარი.. ხშირად გირჩევნიათ პატარა თავები დავდო თუ იშვიათად და დიდები? feel

 


№2 სტუმარი Ankaaa

Xshirad da didi tabebii

 


№3  offline წევრი dona gedi

კარგით მასჰინ ვეცდები ხშირად დავდო და თუ დიდსაც მოვასწრებ.. ვეცდები love

ანა ტაბიძე შენ ჩემი ერთ-ერთი პირველი მკითხველი ხარ და მიხარია რომ ისევ აქ ხარ love

 


№4  offline წევრი tamtu

Nეტა იცოდე როგორ მომცონს ეს ისტორია. Aი დზალიან დზალიან. შენ კი დზალიან საკვარელი ხარ ამ განსვავებული ისტოოორიიიტ. Mე სჰენი ერტგული მკიტხველი ვარ და სულ მოუტკმელად ველოდები ახალ ტავს. Mალე დადე რაააა დზალიან გტხოვ. Dზალიან საკვარელი ხაააარ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent