შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამკიდე ხელი (1)


12-11-2015, 20:26
ავტორი zak
ნანახია 2 592

-შენ ჩემი შვილი არ ხარ!...ბოლო ხმაზე გაჰკიოდა მამაკაცი,საკუთარი ქალიშვილის მიმართულებით.ხმის ტონალობაზე შეინიშნებოდა რომ იგი გაბრაზებულიც იყო და იმედგაცრუებულიც.
-მამა შენ არ გესმის,მე ასეთი ვარ,შენ ამას ვერ შეცვლი.მე მიყვარს იგი და როგორც არ უნდა დამიშალო შენ ეს,საკუთარს მაინც გავიტან...ტირილისაგან ხმა ჩახლეჩვოდა გოგონას და მუდარანარევი ხმით უყვიროდა მამა.
-როგორი,როგორი ხარ მითხარი...არ ცხრებოდა მამაკაცი...ეგეც კი არ იცი,იმ გოგომ მთლიანად აგირი გონება,ნუთუ ვერ ხვდები რომ საკუთარ თავს აღარ ჰგავხარ?შენ ჩემი პატარა გოგონა არ ხარ...დანანებით წარმოთქვა კაცმა და ამჯერად განადგურებული მზერით შეხედა გოგოს.
-რას მოითხოვ ჩემგან,გინდა რომ შევიცვალო?! საკუთარი მე დავივიწყო?.სწორედ ახლა მოვახერხე საკუთარი თავის პოვნა,თქვენთან იმ იმედით მოვედი რომ მხარს დამიჭერდით,მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა,თქვენ კი არა მე შევცდი თქვენში.ისეთი მშობლები არ ყოფილხართ მე რომ მეგონა...დანანებით წარმოსთქვა სიტყვები ლიკამ.
-არაუშავს დედიკო,ფსიქოლოგთან წავალთ,იმ გოგოსაც მოშორდები,მონასტერსაც ესტუმრები რამოდენიმე თვით თუ საჭირო გახდა.ყველაფერი თავის ნორმებში ჩადგება,ყველაფერი გამოსწორდება.
-რას ამბობ მარი რას,ამას რაღა შეცვლის,მთლიანად იმ ბ**ის ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული.
-ანაზე ასე ნუ საუბრობ.ერთხელ უკვე გითხარი რომ მე ის მიყვარს,სხვათაშორის ის ერთადერთია იმ ადამიანთაგან ვინც ჩემი გაგება მოახერხა.
-ლიკა აღარ დამენახო,ახლავე სახლიდან გაეთრიე.
-სერიოზულად?...ირონიულად გადაიხარხარა ლიკამ...ახლავე წავალ,აქ ერთი საათიც კი აღარ გავჩერდები.
-ნიკოლოზ რას აკეთებ,დაფიქრდი,ის ხომ ჩვენი ლიკაა,ჩვენი პრინცესა ნიკა.
-მე შვილი აღარ მყავს,ეს თემა დახურულია...მუხლებზე დაცემული სხეული სწრაფად წამოიმართა და საკუთარი ოთახისკენ გაიქცა თან გზაში ანას ნომერს კრეფდა.ჩემოდანი გამოიღო კარადიდან და ტანსაცმლის უწესრიგოდ ჩაყრა დაიწყო.
-გისმენ საყვარელო,ასე უცებ მოგენატრე?რა ხდება აბა,როგორ მიიღეს ახალი ამბავი...ბოლოს გოგონამ ხმა დაასერიოზულა და მომლოდინედ დადუმდა.
-სახლიდან გამომაგდეს...ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა...შეიძლება შენთან გადმოვიდე?
-რა თქმა უნდა ჩემო ლამაზთვალება,გელოდები,გთხოვ არ ინერვიულო,კარგი?
-კარგი არ ვინერვიულებ,ტანსაცმელს ჩავალაგებ.
-მალე მოდი არ მანერვიულო.გკოცნი,მიყვარხარ.
-მეც,მეც ძალიან მიყვარხარ.
სწრაფად ჩაალაგა ბარგი და სახლიდან ისე გავიდა მშობლებისთვის ზედმეტი არაფერი უთქვამს.პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და ანის მისამართი უკარნახა.თავად კი მანქანის სავარძელს მიეყრდნო და ფიქრებში გადაეშვა.ახლახანს დედამ და მამამ,მისმა ერთადერთმა ნათესავებმა,თავიანთი ერთდერთი გოგონა სახლიდან მისი ორიენტაციის გამო გამოაგდეს.მათი პრინცესა,დედოფალი ახლა ქუჩაში ცხოვრებისათვის გაამწესეს,მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი გრძნობების შესახებ ხმამაღლა აღიარა.
-ქალბატონი მოვედით.ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამოიყვანა...ფული გადაუხადა და ავტომობილიდან გადავიდა.სწრაფად აირბინა ორი სართული და კარზე ზარი დარეკა.კარი ანიმ გაუღო.
-შემოდი ჩემო თვალებხატულა,დამიჯერე მალევე მიხვდებიან თავის დანაშაულს და ბოდიშებს მოგიხდიან.
-არ მჭირდება მათი ბოდიში.მხოლოდ შენ და შენი მოფერება მინდა ახლა...გამხეცებული დაეძგერა გოგონას და მიუხედავად მცირე სხეულისა მისი ადგილიდან დაძვრა მოახერხა.ლიკა თან მაისურს აძრობდა ანას თან მას საძინებლისაკენ მიუძღვოდა.ბოლოს ტანისამოსი მთლიანად რომ შემოაძარცვა საწოლზე მძიმეთ დააგდო ქალის სხეული და ზემოდან მოექცა.ვნებიანად უკოცნიდა ორივე ბაგეს და შიგა-შიგ კბილებსაც იხმარებდა.ანამ ინიციატივა გამოიჩინა და ახლა თავად მოექცა შეყვარებულს ზემოდან.მალე ოთახს ორი გოგონას ვნებიანი წამოძახილები არღვევდა.რამდენიმე წუთში საწოლზე გასავათებული გოგონები იწვნენ და ერთმანეთს შიშველ სხეულზე ეთომარებოდნენ.
-ახლა დამშვიდდი?...ჰკითხა ანამ ლიკას და ვნებიანად აკოცა პარტნიორს.
-როცა შენს გვერდით ვარ ყველაფერი მავიწყდება...სიამოვნების ზენიტში მყოფმა მხოლოდ ხმადაბლა ამოთქვა ეს სიტყვები და ახლა თავად აკოცა ქალს.
-კარგი ჩემო ლამაზო,ახლა საჭმელი ვჭამოთ თორემ ძალიან მშია...მუდარით შეხედა გოგონას ანიმ და მაცდურად გაუღიმა.
-კარგი,ჰო,მე გავაკეტებ რამეს...გადასაფარებელი შემოიცვია ტანზე და სამზარეულოსკენ გავიდა.მაცივარში არსებული პროდუქტებით თუ იმსჯელებს მხოლოდ ერბო კვერცხის მომზადებას შეძლებს.მაგრამ რადგან ანუკის უნდა ის გააკეტებს თითებიც რომ ჩააყოლოს.რამოდენიმე წუთში თეფშით ხელდამშვენებული შევიდა საძინებელში და ანას მიაწოდა
-გემრიელად მიირთვი...ღიმილით მიუგო გულისსწორს ლიკამ და დაკვირვება დაუწყო მას.ანა ძალიან ლამაზი ქალი გახლავთ.ლიკასგან განსხვავებიტ სრულწლოვანი,მარტო ცხოვრობს და ამიტომ ჭკუის მსწავლებიც არავინ ჰყავს.მაგრამ მასში ყველაზე მეტად მაინც ის მოსწონს რომ ანა საოცრად თბილია,ამასთან ვნებიანი და რაც ყველაზე მთავარია სწორედ ის დაეხმარა ლიკას საკუთარი თავის აღმოჩენაში
-მიყვარხარ!...ყოველგვარი შესავლის გარეშე უთხრა ანუკას ეს ერთადერთი სიტყვა.
-მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზთვალება...საყვარლად გაუღიმა ანუკამ ლიკას და ჭამა განაგრძო...არ გინდა?...ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ გოგოს.
-არა,არ მშია...ანუკამ ლანგარი გვერდით გადადო და ლიკას მიუჯდა .
-ისევ განიცდი?
-არა,არაფერს განვიცდი,პირიქით მგონია რომ სწორად მოვიქეცი.უბრალოდ მეშინია.
-რისი ჩემო კარგო,თუ იმის გამო რაც გველის დამიჯერე მთავარია მტკიცედ იდგე და ხელი არ გავუშვათ ერთმანეთს,მაშინ ყველაფერს მარტივად გადავიტანთ.
-სწორედ ამიტომ მიყვარხარ.
-კარგი ახლა ადექი და როგორც ჩვენ ვიციტ ისე გავაჯაზოთ,კარგი?,დიდი ხანი შენი ცეკვა არ მინახავს...საჯ***ზე ხელი მწარედ წამოჰკრა ანიმ გოგონას და სიცილით გაემართა MP3 პლეიერისაკენ.ანუკასთან ცეკვისას ყველაფერი ავიწყდება,ის ისეთი ლაღი და თავისუფალია შეუძლია საათობით იჯდეს მასთან და არ დაიღალოს.მიუხედავად იმის რომ იცის წინ მძიმე დღეები მოელის ახლა თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს.ან რატომ არ უნდა იყოს ბედნიერი?გვერდით უსაყვარლესი ადამიანი ჰყავს რომელსაც იგი ძალიან უყვარს.საღამომდე ერთობოდნენ,ფაქტიურად განტვირთვის საღამო მოიწყეს.ღამით კი მას შემდეგ რაც ერთმანეთის ალერსით დატკბნენ ტკილად დაიძინეს.მთელი ღამე უდარდელად ეძინა ლიკას,რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევა იყო...დილა იმაზე უფრო დადებიტი მუხტით დაიწყო,ვიდრე გოგონები ელოდნენ.ერთხმად გადაწყვიტეს რომ საღამოს კლუბში წასულიყვნენ,მაგრამ პრობლემა გაჩნდა,ლიკას შესაფერისი კაბა არ ჰქონდა.არც არასდროს დასჭირვებია მსგავსი ადგილისთვის განკუთვნილი კაბა.ახლაც პირველად მიდის კლუბში.პატარაობიდანვე ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა,მაგრამ გრძნობდა რომ თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან ერთად კიდევ რაღაც აკლდა,ეს საკუთარი თავი იყო.სწორედ ნამდვილი ლიკას აღმოჩენაში დაეხმარა ანუკა.ქალის დახმარებით გააცნობიერა რომ განსხვავებული იყო,სწორედ ლიკა დაეხმარა ამ ფსიქოლოგიური დარტყმის გადატანაში,შთააგონა ის,რომ იყო განსხვავებული არ ნიშნავს იყო ცუდი,ბუნების შეცდომა.ბოლოს კი ისე გამოვიდა,რომ ქალი მის პირველ და ყველაზე წმინდა რამეთ იქცა მის ცხოვრებაში.
-ცოტა ხანში გავიდეტ და რამე შევარჩიოთ,მაგრამ მანამდე შხაპი მივიღოთ,ხო ჩემო ლამაზთვალებავ...მიმართა ანამ ლიკას და ყურის ბიბილოზე ვნებიანად უკბინა.
-წინააღმდეგი არ ვარ...ეშმაკურად ჩაიცინა გოგონამ და კურტუმოს ქნევით გავიდა სააბაზანოსკენ.უკანვე მიჰყვა ანიც...პირველი სრლდებოდა მზადება რომ დაასრულეს,გასვლამდე რამოდენიმე წუთით ადრე ტაქსის გამოუძახეს.მანამდე კი ყავა მიირთვეს.ბევრი არ უვაჭრიათ,მაგრამ რაც იყიდეს მხოლოდ მის შერჩევას მოანდომეს ორი საათი.თითქოსდა ერთი შეხედვით უდარდელი ჩანდა ლიკა.სახეგაბრწყნებული იზომებდა ტანსაცმელ,მაგრამ გულის სიღრმეში სტკიოდა,ძალიან სტკიოდა ის ფაქტი რომ მისმა მშობლებმა ყველაზე მძიმე მომენტში მიატოვეა.უარი თქვეს განსხვავებულ ქალიშვილზე,რომელსაც ჯერ ჩვიდმეტი წელიც არ შესრულებია,არ იკმარეს ის,რომ ჯერ ფსიქიატრიულში,შემდეგ კი მონასტერში გაამწესეს,და სახლიდანაც კი გამოაგდეს.რაც არის არის,ახლა გვერდით ანი ჰყავს და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.შესყიდული ტანსაცმელი პარკებში ჩააწყვეს და სანამ სახლში წავიდოდნენ კაფეში შესვლა გადაწყვიტეს.გზად მყუდრო კაფე შეარჩიეს და ერთ-ერთ მაგიდას შემოუსხდნენ,არ ესიამოვნა ლიკას მარტო ჯდომა და ანუკას მიუჯდა გვერდით,ანიმაც მისი ხელები თავისაში მოიქცია და თვალებიტ მოეალერსა გოგონას.შეკვეთა მისცეს და საუბარი დაიწყეს,მრავალ თემას შეეხნენ მაგრამ ლიკას მშობლებ არ შეჰხებიან.
-რა უხამსობაა,ყველგან ლე***სელები გხვდებიან,პირდაპირ გულისამრევია...გაიგონეს ხმა გვერდითა მაგიდიდან.ზედმეტად განიცადა ლიკამ ბიჭის სიტყვები,თვალები აუცრემლიანდა და თავი ძირს დახარა.გოგონას ცრემლებს ვერ ეგუება ანა,იცის რომ საამისოდ ლიკა ძალიან პატარაა,თან ახლა ისეთ სიტვაციაშია ყველაფერს ზედმეტად განიცდის.უცნობის სიტყვებზე კისერში ამოასხა,ვეღარ მოითმინა და მამაკაცს ახლა თავად მიმართა.
-მომისმინეთ,თუ ჩვენი ყურება გაწუხებთ უბრალოდ თვალები დახუჭეთ,დამიჯერეთ ისეთ ადამიანებთან ერთად ცხოვრება ჩვენც გულს გვირევს,რომლებსაც სხვის მდგომარეობაში თავის წარმოდგენა არ შეუძლია.სწორედ თქვენ,თქვენ ხართ გულისამრევი,რადგან ადამიანობის შეგრძნება არ გაგაჩნიათ...ხმამაღლა წარმოსთქვა ეს სიტყვები ანამ,და მხარდაჭერის ნიშნად ლიკას ხელი ძლიერად ჩაჰკიდა.გოგონა თითქოს გაათამამა მისმა ჟესტმა.ჯერ ისევ აგონიაში მყოფ მამაკაცს მიუბრუნდა და ახლა თავად მიმართა მას.
-გსიამოვნებთ შეურაწყოფას რომ გვაყენებთ? თავს უკეთესად გაგრძნობინებთ,დავიჯერო ყოველივე ეს თქვენს თვითშეფასებას ამაღლებს?რატომ ვერ ხვდებიტ რომ ჩვენც ადამიანები ვართ,ჩვენც გვტკივა,სხვის თვალში ცდილობთ შეძლებისდაგვარად ჰუმანური გამოჩნდეთ,სინამდვილეში დაუფარავ დისკრიმინაციას ეცემით.სწორედ ამიტომ მგონია რომ მიუხედავათ იმისა მე ლეს***ელი ვარ თუ არა,თქვენ მაინც გჯობივართ...დაამთავრა მონოლოგი ლიკამ.ამის შემდეგ ანიმ სწრაფად დადო კაფის მაგიდაზე კუთვნილი გადასახადი,გოგონას ხელი ჩაჰკიდა და კაფე უხმაუროდ დატოვეს.



№1  offline წევრი salo..))

არა ასეთი შინაარსის ისტორიას ამს აიტზე არ გადავყრივარ ჯერ.. და რა სახის კომენნტარი დაგიწერო ვერ ვხდები... წარმაატებები და უცილობლად წავიკითხავ ყველა თავს.. ძალიან მაინტერესებს მოვლენების განვითარებაც და დასასრულიც..

 


№2  offline წევრი zak

salo..))
არა ასეთი შინაარსის ისტორიას ამს აიტზე არ გადავყრივარ ჯერ.. და რა სახის კომენნტარი დაგიწერო ვერ ვხდები... წარმაატებები და უცილობლად წავიკითხავ ყველა თავს.. ძალიან მაინტერესებს მოვლენების განვითარებაც და დასასრულიც..

გმადლობ,შევეცდები ყოველდღიურად განვათავსო ახალი თავები. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent