შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი 5)


13-11-2015, 16:36
ავტორი ROLIKA
ნანახია 3 845

* * *
კარები გააღო მარიამმა და ადგილს მიეყინა..
-მარიამ ვინაა?-გამოსძახა ნინიმ
-მარიამ-საბამ ნაძალადევად გაიღიმა
-ნინი და ლილე, ჩვენი უსაყვარლესი კლასელი გვესტუმრა-ირონიულად გაიღიმა და მისაღებში შევიდა, ნინაკა გაოცებული უყურებდა საბას
-შემო ნინაკა
-მემგონი არ უნდა მოვსულიყავი
-არაუშავს უბრალოდ უნდა შეეგუონ
-გოგოებს ბოდიშს მოვუხდი, იმედია მაპატიებენ
-ჰო, იმედია-მაგრად ჩაიკრა გოგო გულში საბამ და მოქეიფეებისკენ წაიყვანა

-ვა საბუნა და ნინაკა მოსულა-წამოდგა ლუკა
-გამარჯობათ-მიესალმა გოგო ყველას. დაქალები ერთად იჯდნენ და საბას უბღვერდნენ. ნინაკა შეყბარებულს გვერდიდან არ მოშორებია, ბიჭები სვამდნენ, გოგოები კი გაუთავებლად ცეკვავდნენ..მარიამი სამზარეულოში გავიდა ტორტის დასაჭრელად..
-მარიამ-სამზარეულოში ნინაკა შევიდა
-ჰო-მობეზრებულად უპასუხა მარიამმა
-უნდა ვილაპარაკოთ
-სალაპარაკო არაფერია
-არის, ბოდიში მინდა მოგიხადო
-არ მჭირდება შენი ბოდიში
-ვიცი ცუდად გექცეოდი, მაგრამ ვერ ვიტანდი კლასში ვიღაც ჩემზე კარგი რომ იყო
-ნუ ღელავ მაგაზე პრობლემა ნუ შეგექმენბა შენი წყალობით ყველაზე ცუდი ვარ კლასში
-დამიჯერე მართლა არ მინდოდა
-რა მნიშვნელობა აქვს მთავარია, რომ ყველასთან შემარცხვინე და მასხრად ამიგდე, კარგად გახსოვს რა გამიკეთე? ასეთი რაღაც როგორ ჩაიდინე? არ დამავიწყდება როგორ ვიდექი კაბა გახეული უმაიკოდ..ამას თავი დავანებოთ ექსკურსიაზე გამიკეთე ეს!! საძილე წამლები ჩამიყარე და გვერდით მთვრალი ვახო მომიწვინე! ფოტოები გადაგვიღე! მთელი 4 თვე ვახოს სიმართლე ეგონა რომ მაგასთან ვიწექი და დამსდევდა, ბლატაობდა და იმის რისხვას ძლივს დავეხსენი!
-მაპატიე! მართლა გულით გეუბნები, შევიცვალე
-არ ვიცი!
-დაგიმტკიცებ, მაგრამ შანსი უნდა მომცე რომ დაგიახლოვდე
-ჰო და მერე უცებ ბრახ! და ისევ ამიგდებ მასხრად
-გპირდები! საბას თავს ვფიცავარ! მის სიყვარულს ვფიცავარ! უბრალოდ შანსი მომეცი
-ჰო, კარგი! მაგრამ რამე რომ შეგატყო მაშინვე ჩამოგშორდები
-კარგი-გაუხარდა ნინაკას და მარიამს გულწრფელად გაუღიმა, მარიამმაც გაიღიმა
-მოდი ჩაგეხუტო-მივიდა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

-ესეიგი, ჩემო ძმებო და დებო-ფეხზე ძლივს-ძლივობით წამოდგა ლუკა-ამ ჭიქით მინდა ის ლამაზი გრძნობა დავლოცო სიყვარული, რომ ქვია. ჩვენი საბა და ნინაკა რომ გრძნობენ ერთმანეთის მიმართ..! დაგლოცავთ!-ლუკამ დალოცა ძმა და რძალი და ადგილი დაიკავა, მერე ბექამ დალოცა წყვილი, ბოლოს საბა წამოდგა, ყველას ყურადღება ითხოვა და დაიწყო
- ”სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...” ეს გალაქტიონის სიტყვებია... როცა ეს გრძნობა იბადება გულში, მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება... მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს... ნამდვილი სიყვარული მარადიულია... ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში... დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის, რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგვიყვარდეს…
გახსოვდეთ რომ თქვენი მეორე ნახევარი სადღაც აუცილებლად არის და გელოდებათ თქვენ, არარსებობს ადამიანი რომელსაც არ ყავს თავისი წყვილი , შეიძლება ვერ იპოვო ის ერთადერთი მაგრამ ერთხელ მაინც შეხვდები სადმე , და გახსოვდეთ რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს , არც ის ღირს გაქცეულს უკან გაეკიდო , თუ წავიდა ანუ არ ყვარებიხარ ისე როგორც საჭიროა და ის არ არის შენი მეორე ნახევარი , სიყვარულზე დიდი ბედნიერება არ არსებობს , ყველა ვართ ბედნიერი და უბედურიც , ცხოვრების წესიხომ ესაა გიყვარდეთ სულით და გულით , გიყვარდეთ და უყვარდეთ.. -ყველა წყნარად იყო და უსმენდა საბას სადღეგრძელოს..მარიამს თავი დაეხარა, ფიქრობდა და ცდილობდა ყველაფერი ერთმანეთთან დაეკავშირებინა, საბას სასღეგრძელოს მოსმენისსს უნდოდა ატირებოდა, როგორი რთულია, როცა ხედავ და ვერ ეკარები, ვერ ეხუტები, როგორ უნდოდა ლუკას ჩახუტება, მაგრამ ამაოდ...!

ლუკას თვალით:
ვუსმენდი ჩემს ძმას და მხოლოდ ერთ რაღაცაში დავრწმუნდი საბოლოოდ!
მარიამ მე შენზე ვგიჟდეებიიიი!!! -მინდოდა წამოვმხტარიყავი და დამეყვირა ბოლო ხმაზე...!

დილის 5 საათი იყო ქეიფი რომ დაამთავრეს, ვის ვისზე ეძინა ვერ გაიგებდი! ლუკა და ირაკლის აივანზე ეძინათ და ჩახუტებულები იყვნენ ერთმანეთზე , ლილეს კალთაში სანდროს ედო თავი, საბა და ნინაკა დროულად გაშორდა ადგილს და ოთახში ტკბილად ეძინათ.. მარიამს სამზარეულოში მაგიდაზე დასძინებოდა.. მაგრამ ნინი და ბექა სად არიან??! ოჰოო...ძალიან საეჭვოა სად გაქრა ეს ორი?
ჰმმ..სად იყვნენ? კარგი გეტყვით..! მაგრამ მე ჰომ ინტრიგანი ვარ? ამიტომ დაველოდოთ გათენებას ^^

დილით პირველი საათი იქნებოდა ირაკლიმ თვალი რომ ჭყიტა, ფეხი გლიჯა ლუკას და სავარძლიდან გადააგდო
-ე, შე*ემა რა იყო!!-ძლივს ამოიხრიალა ლუკამ
-რა გაღრიალებს -დაიყვირა ირაკლიმ
-სად ვარ?-გაახილა თვალები ლილემ და როცა სანდროს მუცელზე აღმოაჩინა საკუთარი თავი ლამის დაიყვირა შენ რა ჯანდაბას აკეთებ აქო..
-წავედი მე წყალს დავლევ-წამოდგა ლუკა და სამზარეულოში გავიდა, როცა დაინახა მარიამს როგორ ჩასძინებოდა მაგიდაზე, მიუახლოვდა და ლოყაზე გემრიელად აკოცა, გაიღიმა და წყლის სმით სამზარეულოდან გავიდა..მარიამმა გაახილა თვალები, თავი საშინლად სტკიოდა, გაიზმორა და სააბაზანოსკენ წავიდა..1 საათში ყველას ეღვიძა, მაგრამ ვაი ასეთ გაღვიძებას! ისხდნენ კი არა ეყარნენ სავარძელში ერთმანეთზე
-უი, ამ გახსენებაზე ნინი სადაა?-იკითხა მარიამმა
-ჰო, არც ბექაა-გაუკვირდა ლუკას
-სად წავიდნენ?-შუბლი შეჭმუხნა ლილემ
-სახლში არ არიან?-გაიოცა საბამ
-ბოლოს მახსოვს ბექა ნინის რომ ეცეკვებოდა ტექტონიკს-ირაკლიმ თავადვე გაიკვრივა მის ნათქვამზე, ყველას სიცილი აუტყდა..ბექა და ტექტონიკი? ნინი ჰო საერთოდ!! გარტყმაში არცერთი არ იყო. ნინაკა ჩუმად იჯდა და იცინოდა მეგობრების ფილოსოფურ დასკვნებზე.
-ნინაკა რა იყო?-საბამ გახედა მოფხუკუნეს
-არა, არაფერი!-ძლივს შეიკავა სიცილისგან თავი
-იცი სად არიან?-დაქაჩა თვალები მარიამმა
-არა, რა სისულელეა
-თქვი!-ლუკა გაბრაზდა
-არ ვიცი და..
-რას მალავ ამოღერღე
,,7 საათზე რესტორან ქალაქურში გელოდებით!! მე და ნინი ერთად ვართ!
ბექა" ხმამაღლა წაიკითხა ნაგლეჯზე დაწერილი წერილი ნინაკამ
-რა?-ყველას სასოწარკვეთილი ხმა აღმოხდათ
-რომელია?-იკითხა ნინაკამ
-3 საათია
-ჰოდა მოემზადეთ საყვარლებო!! -გაიკრიჭა და უკანალის ქნევით აუყვა კიბეებს..

* * *
-რას უცდით ამდენ ხანს?-მეშვიდედ დახედა საათს ლუკამ და სახეზე ხელები ჩამოისვა
-მოვდივართ-დაიძახა ლილემ ზემოდან
-ჰალელუია-ამოიგმინა საბამ
-მოვდივართ-კიდევ ერთხელ დაიძახა ლილემ
-გავიგეთ და გელოდებით-თვალები გადაატრიალა ლუკამ
-დაგვაღირსებთ?-სიცილით თქვა საბამ
-აბა შემაფასეთ?-ნელა დაიწყო კიბეებზე გაპრანჭული სიარული ლილემ და ძირს ჩასულმა ერთი ბრუნი გააკეთა
-ვაი გული-ხელი მიიდო საბამ მარცხენა მხარეს
-კარგი ვარ ჰო?-თვალები ააფახულა
-რას გავხარ გოგო, წადი ახლა დროზე გამოიცვალე ეს წითელი გამომწვევი კაბა რომ ჩაგიცვამს-ლუკამ დატუქსა დაიკო
-აუ ჩუ ბიჭო რა!-თვალი ჩაუკრა ლილემ
-რას ქვია ჩუმად ვიყოთ, დროზე ახლა-განაგრძო საბამ
-შენ მასე შენს ნინაკას ეუფროსე, ჩემი უფროსი აღარ ხარ
-ჰოდა მე ვარ და დროზე ახლა-ხელით ანიშნა ლუკამ
-ლილე-დაიძახა ზემოდან მარიამმა
-უი, დროზე ახლავემ დახუჭეთ თვალები
-რატო კიდე რომ არ გაგვისკდეს გული?-შეჭმუხნა წარბები საბამ
-ახლა მართლა გაგისკდებათ გული-გაიცინა ლილემ
-რა უქენი მარის?-თვალები დაქაჩა ლუკამ
-დახუჭეთ და ნახავთ
-ჰო კარგი-თვალებინგადაატრიალა ლუკამ და დახუჭა
-მარუს ჩამო-კიბეებზე დადგა მარიამი და ნელა დაიწყო სვლა-გაახილეთ ბიჭებო-თვალები გაახილეს-დადაააამმმ!-დაიძახა ლილემ

* * *
ლუკას თვალით:

თვალები გავახილე, დავინახე როგორ მოდიოდა ფრთხილად კიბეებზე მარიამი, მუხლებამდე თეთრი ლამაზი კაბა ეცვა, ამავე ფერის თეთრი ნაიკები, ხვეული თმა კი ლამაზად ეხებოდა მის წელს.. როცა დავინახე მაშინ ვირწმუნე უფრთო ანგელოზის არსებობა...ჩემი პრინცესა, ჩემი სიცოცხლის აზრი, ჩემი ჰაერი და სუნთქვა...<3

* * *
-ვაუ, რა ლამაზი ხარ მარუს-ემოციებს ვერ მალავდა საბა, ლუკა გაშტერებული იდგა და იღიმოდა, თვალებს ვერ წყვეტდა მარიამს
-რაო ძმაო, ისედაც გამოშტერებული სულ გამოგაშტერა ჰო?-სიცილით კითხა ლილემ ლუკას, ბიჭმაც დაუფიქრებლად თავი დააქნია, ამაზე და-ძმას სიცილი აუტყდა, მარიამი კი გაწითლდა, მხოლოდ ამის შემდეგ მოეგო გონს და უარყო მისი ნათქვამი, მაგრამ ვინ დაუჯერებდა?

* * *
-ოჰ, ეს ვინები მობრძანებულან-გადაეხვია ირაკლი რესტორანთან მდგარ მეგობრებს
-სანდრო სადა?-იკითხა ლუკამ
-მოვა მალე
-ბექას და ნინიკოს არ შეხმიანებიხარ?-მწუხარებით თქვა მარიამმა
-ბექამ მომწერა შედით და ჩვენც შემოვალთო
-რას თამაშობენ?-მობეზრებულად თქვა ლილემ
-არ ვიცი, რაღაც არ მომწონს-ამოიკრუსუნა ირაკლიმ
-აი სანდროც!-დაიძახა საბამ და ყველამ მისკენ გაიხედა
სანდრომ ჩამოუარა ყველას და გადაკოცნა ბავშვები, ბოლოს ლილეს მიუახლოვდა, აათვალიერა და მაგრად ჩაიკრა გულში
-სანდრო რა გჭირს?-თვალები დაუქაჩა ლილემ და ბიჭი სწრაფად მოიშორა
-ლამაზად ხარ-გაუღიმა
-რამე მოწიე?-გაუკვირდა ლუკას
-არა-თვალი ჩაუკრა სანდრომ, ლუკას გვერდით დადგა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა
-ამას მეტი მოკლე და დეკოლტე არ ქონდა?
-ჰო მეც ვეჩხუბე, მაგრამ შეუგნებელია
-რა უნდა ახლა ბიჭებს უნდა მოაწონოს თავი? დავთხრი სუყველას თვალებს
-შენ რა იყო?
-რაზე
-რას აქტიურობ?
-არა ისე
-გენდობი, ჩამიბარებია, ზედმეტები არ გინდათ-ლუკამ გაუღიმა ძმაკაცს
-ჩემი ძმა ხარ, მიყვარხარ ბრატ!-ჩაეხუტა ლუკას
-ზედმეტები არ მოგივიდეთ
-მაგას ვიკადრებ?
-მიტო მიყვარხარ

-რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდათ?-გაეცინა ლილეს
-შიგნით არ შევიდეთ?-იკითხა ნინაკამ და საბას პადრუშკა გამოდო

რესტორანი სავსე იყო. ყველა სუფრასთან იჯდა, ელოდნენ მეგობრებს, უეცრად მთელს რესტორანში შუქი ჩაქვრა და გაისმა საქორწილო მუსიკა, ლილეს მარიამმა გადაულაპარაკა
-აქ ქორწილია?
-რავიცი, სიძე-დედოფალს ვერ ვხედავ-გაიკვირვა ლილემ..განათდა შემოსასვლელი, მკაფიოდ გამოჩნდა ლამაზ გრძელ, თეთრ კაბაში გამოწყობილი ნიმი და მის გვერდით კოსტუმში გამოწყობილი ბექა..ბავშვებს რა დაემართათ? გაგიჟდნენ!!! გადაირიენ!! შოკში ჩავარდნენ! ხმას ვერცერთი იღებდა!!! ბოლოს ბექამ თქვა
-სიურპრიზი-ნაძალადევად გაიღიმა და ნინის გადახედა..

* * * *
წინა ღამით

-წამო აივანზე-მიუგო ბექამ ნინის
-კარგი-ისიც გაჰყვა
-რაღაც მინდა გითხრა
-ჰო-გაუღიმა ნინიმ ბექას
-უბრალოდ, მინდა იცოდე სიმართლე-ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო-მოკლედ ზუსტად 1 წლის წინ შემიყვარდი, იმდენად შემიყვარდი, რომ ბიჭებს არ ვაძლევდი შენთან მოკარების უფლებას, ძალიან მიყვარდი, მაგრამ თქმას ვერ ვბედავდი, მე გჩუქნიდი ყოველდღე ვარდებს, ის ანონიმი მე ვარ, სიგიჟემდე მიყვარხარ, ახლა მინდა მოვვარდე და ჩაგეხუტო, მინდა ჩემი გოგო გერქვას, ჩემი სიყვარული-ნინი გახევებული იდგა, ნელა მიუახლოვდა ბექას და ტუჩებზე ფრთხილად შეეხო..ბექა გაშეშდა, გაგიჟდა, გადაირია, ზენიტს მიაღწია იმ ენერგიამ, რაც ნიმიმ გადასცა კოცნით, მივარდა და მაგრად ჩაიკრა გულში ბიჭმა, ალბათ სასმელმა გააბედინა ნინისთვის სიყვარულის ახსნა, ან იმან, რომ დაბადების დღე ქონდა, ან შეიძლება უკვე ვეღარ იტევდა ამ გრძნობას გულში, თუმცა ფაქტი ერთია, რომ უთხრა ყოველივე და მიიღო პასუხი ამ ხანმოკლე და ნაზი კოცნით
-მიყვარხარ ბექა-მიუგო ნინიმ და მაგრად ჩაეხუტა
-ვგიჟდები ჩემო პატარა შენზე
-მეც
-გინდა სიგიჟე გავაკეთოთ?-მიუგო ბექამ მის გოგოს
-კი
-წავიდეთ აქედან
-ახლა?
-ახლა!
-მერე მეგობრები?
-წამომყვები?
-აუცილებლად!
-მაშინ წავიდეთ!-ხელები ჩაკიდეს ერთმანეთს, კარებში მიიპარებოდნენ ნინაკამ, რომ დაინახა, გაიგო ახალი წყვილის განზრახვა და საიდუმლო საგულდაგულოდ შეინახა..
ახლა? ახლა კი დგანან და ელოდებიან მეგობრების პასუხს!

* * *
-გილოცავთ!-წამოდგა მარიამი და თვალცრემლიანი ჩაეხუტა დაქალს-ამას მიმალავდი? ვგიჟდები შენზე ნინ, ბედნიერებას გისურვებთ-საბოლოოდ ყველამ აპატია ამ ლამაზ ცოლ-ქმარს მათი ასეთი უეცარი საქციელი..სადღეგრძელოებს სვამდნენ და ლოცავდნენ ცოლ-ქმარს, შემდეგ ლამაზი ცეკვა შემოგვთავაზა ამ წყვილმა, სანდრო ლილეს თვალს არ აშორებდა, ხედავდა მამაკაცები როგორ უყურებდნენ ამ პატარა გამომწვევ ქალს და ბრაზი ერეოდა. ნელი სიმღერა ჩაირთო, ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ შორდებოდა, ტკბებოდნენ ერთმანეთით. მათ საბა და ნინაკაც შეუერთდა, ირაკლიმ მარიამი გამოიცეკვა, ისიც ადგა და ცეკვავდნენ, ლუკას უნდოდა მარიამთან ეცეკვა, მაგრამ...ლუკამ გადახედა სანდროს და თვალით ანიშნა რაღაც.
სანდრომ ძალა მოიკრიბა და ლილეს ცეკვა შესთავაზა, გოგონაც წამოდგა და შეუერთდნენ სხვა !ოცეკვავე წყვილებს. ლუკა იჯდა მარტო სუფრასთან და უყურებდა მარიამს, უნდოდა მასთან ეცეკვა, დაინახა ირაკლიმ, როგორ ანიშნა ხელებით მოდიო და ისიც დაიძრა მათკენ..
-შეიძლება პარტნიორი წაგართვა?-მიუგო ირაკლის
-კი ბატონო-გაუღიმა ბიჭმა და დატოვა სიყვარულში დამწვარი წყვილი ერთმანეთთან..ფრთხილად ჩაკიდეს ხელები ერთმანეთს, მეორე ხელი მარიამმა ფრთხილად მოათავსა მამაკაცის ბეჭზე...ცეკვავდნენ ნელა, ხმას არცერთი იღებდა, ირგვლივ ვერავის გრძნობდნენ..! მხოლოდ იყო ეს ორი! მხოლოდ მათი სიყვარული! მარიამმა გულზე მიადო თავი, სასმელი მოჰკიდებოდა ლუკას, როცა მარიამის ჩახუტება იგრძნო, გაგიჟდა, მეცხრე ცაზე აფრინდა, გოგონას მაგრად მოხვია ხელები და ძლიერად ჩაეხუტა
-ჩემი პრინცესა დაგარქვი-მხოლოდ ეს სამი სიტყვა თქვა და ბეჭზე აკოცა...

ვუულალააააა <33 ^___^ ესეც ახალიი გემრიელი თავიიი <33 ჰმმ...ჩემოო კუსკუსებო აბა მოგეწონათ??? ^_^ ყველანაირად ვეცადე კარგი გამოსულიყოო❤❤ პოკა <3 იაკიტორიიიი <33 ❤ ეს ცოტა გადავირიე :დ <3



№1 სტუმარი darina

gamixarda ninaka rom cudi ar agmochnda imedia ar tamashibs da lukas da mariams me mgini eshvelat magari sayvarlebi arian

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

au ra sayvarlebi ariaan ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი მარიანა

ძალიან საყვარელი ისტორიააა,მაგარი გოგო ხარ და ასე გააგრძელე <3 <3
^_^
--------------------
მარიანა

 


№4  offline წევრი ROLIKA

ძაალიაანნ ძალიააანნნ დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვისს <3 არ ვიცი კიდევ როგორ გადმოგცეთ სიტყვებით თუ როგორ მიხარია თქვენი თბილი სიტყვების წაკითხვა <3 ძალიან დიდი მადლობაა <33 მიყვრხართ ყველა <3

 


№5 სტუმარი natia

Shemdegtavs rato ar wer?

 


№6 სტუმარი mariami

ai umagresia ar vici ra vtqva sityvebi ar myofnis gadareuli var am motxrobaze umagresi xar ai cool gisurveb warmatebebs gtxov male ar daamtavro da cota didi dade shemdegi tavi male ar daamtavro es motxorba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent