შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 10
სულაც არ უშველის მას გაბრაზებული ყურება მაინც არ ვეტყვი გაბრიელი რომ ვნახე და მასთან დავკარგე დრო,-გელოდები,-შემახსენა ქალბატონმა და გათლილი კარტოფილი წყლიან ჯამში ჩაუშვა,-რატომაა ჩემი მეგობარი მდუმარე,ვითარცა ეგვიპტის პირამიდები,-სიცილი ამიტყდა მის ნათქვამზე,მან კი დამიბღვირა და გაჩუმდა. -პირამიდები საიდან მოიტანე,რა შედარებებია,-ვაგრძელებდი სიცილით საუბარს და თლას,როდესაც დავასრულეთ,დავჭერი და ცხელ ტაფაზე დავყარე,იმის შიშით რომ ცხელი ზეთი არ შემსხმოდა ორი მეტრიდან ვისროდი კარტოფილს ტაფაში. -რა დიასახლისი ხარ შემშურდა,-ხითხითებს ანეტა,-რისი გეშინია მიდი ახლოს,დიდი დიდი ხელი დაიწვა და შრამი დაგრჩეს,-დამაშვიდა თავის ჭკუით. -დაჩის ჰკითხე თუ შია,-ვუთხარი მე,ის კი უხმოდ გავიდა და მალევე შემოვიდა,-რაო?-ვკითხე ისევ. -რაო და...-ჩაახველა,-და მშია,მაგრამ კარტოფილი არაო -აბა რა ბუსკვერცხები გვინდაო? -დაჩი!-გასძახა სამზარეულოდან და იმანაც გააგონა -რა? -აბა რა ბუსკვერცხები უნდაო?-გავბრაზდი და მკლავზე ვუჩმიტე. -როდის გითხარი გადაეცი მეთქი -აბა?-გაიკვირვა,-ეგონა ეკითხებოდი,-ბავსვურად მოიფუზა,-გაგებუტე,-შუბლი შეჭმუხნა და ზურგი შემაქცია,-კარტოფილი რომ შეიწვება დამიძახე,-მითხრა და ღიღინით გავიდა სამზარეულოდან,მე კი ავურიე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი საყარაულოდ რომ არ დამწვოდა. ჩემთვის მშვიდად ვიჯექი და ფეხებს ვაბაკუნებდი,თითებს ვატკაცუნებდი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი,როდესაც ტელეფონმა დარეკა,უნდა მეპასუხა,მაგრამ მალე გაითიშა და გაბრაზებულმა გადავწყვიტე რამდენიც უნდა ერეკა მაინც არ ავიღებდი. ნახევარი საათი გავიდა,მე უკვე სუფრას ვაწყობდი რომ გვევახშმა და კიდევ განმეორდა ზარი. -გისმენთ!-მაინც ვუპასუხე,მაგრამ ხრიალის და შიშინის მეტი არაფერი ისმოდა,გაბრაზებული ჩავყვიროდი ყურმილში რომ ვინც იყო ხმა ამოეღო,მაგრამ უშედეგოდ.-რატომ რეკავ თუ ლაპარაკი არ შეგიძლია,-ვუთხარი და გავთიშე,ცოტახანში შეტყობინება მომივიდა,რომ გავხსენი ცარიელი იყო,კიდევ მოვიდა ერთი,მაგრამ სანამ გავხსნიდი დაჩი და ანეტა შემოვიდა და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. -რა ხდება?-მკითხა დაჩიმ -რაზე?-გავიკვირვე -დაბნეული და აღელვებული ხარ,-მომიგო -არაფერი,რიგში დგომამ დამღალა,-დავიწუწუნე და სუფრასთან დავჯექი,ისინიც დასხდნენ და ვახშმობას შევუდექით. -სუნამოების მაღაზიაში მართლა იწყებ მუშაობას? -ვინ გითხრა? -დაჩიმ -არ ვიცი,სხვა ჯერ ვერაფერი ვიშოვე და ეგ დროებითია,-ვიღიმი,-არასრული განაკვეთია,მაგრამ გვიანობამდე მიწევს ყოფნა,საღამოდ ექვსიდან ათამდე. -არ გეშინია?-თვალები დამიბრიალა. -რისი გოგო? -გაბრილი რომ ნახო-ლუკმა გადამცდა და ლამის დავიხრჩვე,სწრაფად მივაყოლე წყალი და ძლივს ამოვისუნთქე. -რას ბოდიალობ გოგო,-დავუბღვირე,-ძლივს მოვითქვი სული,ლამის დამახრჩე. -რა,სულ არაა შანსი იმისა რომ ხშირად ნახო?მაგისთანები ხომ ღამღამობით დადიან გარეთ-უმისამართოდ იქნევდა ხელებს და რაღაცეებს აკეთებდა თავის ჭკუაში. -გაჩუმდი და ჭამე. -კარგი დედიკო,-ენა გამომიყო. -შენც!-გამოვაფხიზლე დაჩი,რომელიც ცარიელ თეფშ დაშტერებოდა. * * * ძილის დრო რომ მოვიდა და მთქნარება ამიტყდა,ლასლასით გავედი ჩემს ტკბილ ოთახში,ტანზე გაუხდელად მივწექი და ჩამეძინა კიდეც. როცა ტანზე მაცვია ვერ ვისვენებ და მალევე გამეღვიძა,გავიხადე და ნორმალური ადამიანივით შევწექი საწოლში,ხუნხულა საბანი დავიფარე და თვალები დავხუჭე,მინდოდა ტკბილად დამძინებოდა და დღევანდელი დაღლილობა ძილში გადამევლო.საბანში გავეხვიე და მთელი არსებით მივეცი ძილს. * * * დილით კმაყოფილს და კარგად გამოძინებულს გამეღვიძა,საწოლზე წამოვჯექი და გავიზმორე,რამდენჯერმე დავამთქნარე კიდეც და წამოვდექი,დღეს პირველი დღეა კონსულტანტად სუნამოს მაღაზიაში. ნეტავ დღეს რა მელის,იმედია დღე მშვიდობიანად ჩაივლის და ნაცნობი არავინ იქნება. მშვიდად გამოვეწყე და ძმასთან დაუმშვიდობებლად გავედი სახლიდან. სამსახურისკენ გზას ფეხით გავუყევი,ჩემი სახლიდან ძალიან ახლოსაა და ტაქსეში ფულის გადახდა სრული უაზრობა იქნება ჩემი მხრიდან.თანაც იმედი საფიქრალი მაქვს. სანამ მივედი მგონი ყველა საჭირო თუ არასაჭირო თემებზე ვიფიქრე და ვიმსჯელე და ამასობაში მივედი კიდეც,ჩემს ახალ უფროსს მივესალმე და ჩემი უნიფორმის ჩასაცმელად გასახდელში შევედი. -მარიამ!-მომიახლოვდა ვიღაც ქალი,გავვოცდი ჩემი სახლი რომ ახსენა,ხმაზე არ მეცნობა -უკაცრავად!-შევბრუნდი ქალისკენ,-გიცნობთ? -მე ამ მაღაზიის მენეჯერი ვარ,შენზე მფლობელი მესაუბრა,-მიღიმის,-ძალიან კარგი გარეგნობის გოგონა ხარ,იმედია ჩვენი თანამშრომლობა კარგი იქნება. -იმედია-ვეთანხმები მეც და ვუღიმი,-თუ ნებას მომცემთ,სამუშაოს შევუდგები. -ძალიან ხარ მოწადინებული და როგორ მოგაცდენ,-გამიღიმა თბილად და გავიდა გასახდელიდა. მოვემზადე და როდესაც გავედი უკვე ორი კლიენტი იდგა და სუნამოებს არჩევდა. -რით შემიძლია დაგეხმაროთ?-ვკითხე ხნიერ ქალს,რომელიც ყველა სუნამოს სუნზე იჭყანებოდა. -შვილიშვილის დაბადების დღეა და მინდა საჩუქრად წავუღო კარგი სუნამო,მაგრამ ჯერ არცერთი მომწონებია,-რატომღაც გამეცინა,,ეს ქალი აშკარადა თავისი გემოვნებით არჩევს სუნს. -თქვენს მოწონებაზე რატომ ფიქრობთ მთავარია მას მოეწონოს -მართალი ხარ შვილო,თვრამეტი წლისაა და არ უყვარს მძაფრი სუნი არც ძალიან ტკბილი. -ანუ თქვენ გნებავთ გრილი სუნამო,რომელიც არ იწვევეს ალერგიას და მსუბუქია. -სწორედ ეგ მინდა,მაგრამ აქ არაა. -როგორ არაა,აი ეს მაგალითად-გადმოვუღე ფლაკონი,როდესაც დასუნა მეტნაკლებად კმაყოფილი სახით შემომხედა. -არ ვიცი,რომ არ მოეწონოს-დაეჭვებით თქვა. -თუ არ მოეწონება მობრძანდით და დააბრუნეთ ან შეცვალეთ. -კარგი ავიღებ მაშინ-მითხრა და მთხოვა სასაჩუქრე ყუთში ჩამედო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.