სასახლე დაბურულ ტყეში 8
დიდხანს იფიქრა ანდრიამ და ბოლოს გეგმა შეადგინა. „ვიცი მაინც მიპოვის ერთ დღეს, მაგრამ მე დავასწრებ და ბოლოს მოვუღებ. მისი ღარ მეშინია, იმიტომ რომ აღარვინ დამრჩა“. ამ სიტყვების გახსენება კი ნერვებს უშლიდა. ისევ ახლიდან დაუარა ბრაზმა. რატომ არ თვლიდა არაფრად ანდრიას? რატომ ფიქრობდა რომ არავინ დარჩა?! მერე მიხვდა რომ ეს ეგოისტობა იყო მისი მხრიდან, იმ ავადმყოფმა მართლა არავინ დაუტოვა ელენს. იმაში კი დარწმუნებული იყო ბიჭი, რომ ელენს არ მისცემდა „ბოლოს მოღების“ უფლებას, რადგან ამას თვითონაც მშვენივრად გააკეთებდა, თანაც უფრო მტკივნეულად. დასაწყისისთვის იმ კაცის ვინაობა გაარკვია და გამომძიებელიც იპოვა, ვისაც ეს საქმე ებარა. გამომძიებლიდან კი ყველა მასალა ჩაიგდო ხელში, რაც კი ამ კაცზე მოეპოვებოდათ. როგორც აღმოჩნდა, ის ირჩევდა ქალს, რომელსაც ცოლს ამსგავსებდა და იწყებდა მის ტანჯვას. უკლავდა ყველას და აწამებდა, ორი ქალი გააუპატიურა, ერთი არა. რატომ გაურკვეველი იყო. მსხვერპლი იქმდე მიყავდა, სანამ სიკვილს არ ანატრებდა, მაგრამ მას არ კლავდა. სამივე მსხვერპლმა თვითონ მოიკლა თავი. მეოთხე კი ელენი იყო, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. მას სახელად „დიაბლო“ შეარქვეს და ყველა ინფორმაციაში ასე იყო მოხსენებული. ალბათ ნამდვილი ვინაობა გაურკვეველი იყო. მკვლელობების ახალ სერიას კაცი ყოველ 3 თვეში ანახლებდა. სიზუსტეს იცავდა. ტიპიური სერიული მკვლელის ქმედებები იყო. ანდრიამ ზუსტად იცოდა რაც სჭირდებოდა. ელენის სახლის მისამართი, რომელიც მისთვის ადვილი გასაგები იყო. ესეც რომ დაადგინა უკვე მზად იყო გეგმის სისრულეში მოსაყვანად. თუმცა ელენს არაფერს უმხელდა. არც აგრძნობინებდა ამ თემაზე საერთოდ თუ ფიქრობდა. *** დილით ელენის კარი ვიღაცამ შეგლიჯა და ყავა მინდაო აღრენით გამოუცხადა. _ახლავე. -უპასუხა ნამძინარევმა ელენმა და წამოჯდა. უკვე ერთი კვირა გავიდა გაქცევის მცდელობის შემდეგ და ანდრია ყველაფერს აკეთებდა, რომ გოგოსთვის ნერვები მოეშალა. არც ელენი ჩამორჩებოდა. ისე ემორჩილებოდა რომ ბიჭს ჭკუიდან შლიდა. ის კი ახალ რაღაცეებს იგონებდა რომ როგორმე გამოეყვანა ქალი მწყობრიდან. ელენმა თავი მოიწესრიგა და დაბლა დაეშვა. ბიჭმა ყავა ვერ დაუწუნა და ახლა იმაზე აუშარდა რას უკეთებ განსხვავებულს მითხარიო. ელენმა არ დაუთმო, მაინც არ უთხრა. სამაგიეროდ სასჯელი მიიღო_ანდრიამ ერთი კვირით კიდევ გაუხანგრძლივა სახლში ჯდომა. ეზოში გასვლის უფლებას არ აძლევდა. სინამდვილეში კი ამის მიზეზი ბაღში შესასვლელი კარი იყო, რომელიც ანდრიამ ელენის გაპარვის წინ გააკეთა ქალისთვის. ელენმა კი ეს არ იცოდა. ასევე აუკრძალა ბიბლიოთეკაში შესვლა ორი დღით. ამის მიზეზი კი ის გახლდათ რომ ანდრია ეჭვიანობდა წიგნებზე, რომლებშიც ისე ეფლობოდა ქალი, კაცის არსებობა ავიწყდებოდა. ელენს თავის ოთახში მაინც ჰქონდა ერთი წიგნი გადამალული, და როცა ანდრიას გაიგულებდა ჩუმად კითხულობდა. კითხვა იმდენად არ უნდოდა რამდენადაც აკრძალულის კეთება. მაინც ყოველდღე ეტირებოდა. ახლა იმაზე, რომ არ ჰქონდა საშუალება შური ეძია და სამუდამოდ დამთავრებულიყო მკვლელის მორიგი შემოტევები. თუმცა დაკარგულ ადამიანებსაც ძველებურად მისტიროდა სიმართლე რომ ვთქვათ. მერე იმაზე ბრაზდებოდა ასეთი მტირალა რომ იყო და უფრო მეტს ტიროდა. შუადღით ანდრიამ დაუბარა უნდა ვიმუშაო და სახლიდან გავდივარო. კარს უკეტავდა და ისე მიდიოდა. სახლის გარშემო ტყემდე სიგნალიზაციისთვის მოწყობილობები დააყენა იმ დღეს ანდრიამ, რადგან შემდგომში მოუწევდა ელენის მარტო დატოვება. თუ ამ ზღვარს ვინმე ან რამე გადააბიჯებდა, ანდრია მაშინვე მიიღებდა სიგნალს. სახლში გვიან დაბრუნდა და ელენის ოთახში ფრთხილად შეიპარა. გოგო უცბად შეხტა და ხელში მყოფი საგანი ბალიშის ქვეშ შემალა. ანდრია კარგ ხასიათზე იყო მაგრამ ეს რომ დაინახა ერთიანად იფეთქა, პირველად გამოიჭირა ქალი რომ არ ემორჩილებოდა და განრისხებული მივარდა. დამალული წიგნი გამოაძრო ბალიშის ქვემოდან და ელენს ცხვირწინ აუფრილა. _ეს რა არის? მე რა გითხარი? -განრისხებულმა წამოიძახა და წიგნი დაბლა მოისროლა. ელენი ამაზე გაბრაზდა და ფეხზე წამოვარდა. _შენ არ გითქვამს წიგნი არ წაიკითხოო, შენ მითხარი ბიბლიოთეკაში არ შეხვიდეო.-ხმას აუწია ელენმა. _უსამართლოდ მექცევი. რას ვაშავებ ვითომ წიგნის კითხვით? _უსამართლოდ არაა?-უფრო გაცხარდა ანდრია._ და შენ როგორ მომექეცი? სამართლიანად? მე დავიმსახურე როგორც მომექეცი? ახლაც იგივეს აკეთებ. მატყუებ და მიმალავ. მაგრამ გავიწყდება რომ მე ყველაფერს ვიგებ. ელენი შეაცბუნა მისმა სიტყვებმა მე როგორ მომექეციო.. თავი ჩახარა და ყველანაირად ცდილობდა ცრემლების შეკავებას. ანდრიამ ეს შეამჩნია მაგრამ პირიქით მოიქცა. _მიდი ახლა იტირე, მაინც არ შემეცოდები. წესიერ მოპყრობას ვერ ეღირსები სანამ ჭკუას არ ისწავლი.-ელენს გულზე მოხვდა მისი სიტყვები და პირდაპირ საწოლზე წამოიმართა და გაშმაგებული ეცა ბიჭს მკერზე. მთელი ძალით ურტყამდა და უყვიროდა: _არც ვიტირებ, შენ ამის ღირსი არ ხარ. ჩემი ერთი ცრემლისაც. მე წესიერი მეგონე, შენ კი ფიქრობ რომ იმიტომ ვტირივარ რომ თავი შეგაცოდო. არაადამიანო, ცხოველო. გამიშვი აქედან, მე ხომ არ გთხოვ აქ დამტოვო. თუ ასე ვერ მიტან და ასეთი გგონივარ გამიშვი, ან ისიამოვნე ამით და მომკალი საბოლოოდ._დაუყვირა ელენმა და ვენა გაუშვირა განცვიფრებულ და გულნატკენ ანდრიას. ეს ბოლო წვეთი იყო, ელენმა ყველაფერი ჩამოამხო თავზე. „მისთვის სისხლისმსმელი ცხოველი ვარ“. ამ სიტყვებზე ჩაიციკლა და ბუნდად აღიქვამდა ელენს, რომლემაც ახლა გააანალიზა რა უთხრა ბიჭს და განრისხებული სახე დამნაშავისათი შეეცვალა. ანდრია სიტყვის უთქმელად მიბრუნდა და ღია კარში გავიდა ნელი ნაბიჯით. თითქოს ვინმემ გათიშა და მექანიკურად დადისო. მაინც დიდებულად მოძრაობდა, არაბუნებრივად დიდებულად. ელენი კი ხელგაწვდილი იდგა და გაშტერებულიყო. ანდრიას ტირილი მოუნდა, პირველად ბავშვობის შემდეგ. ძალაგამოცლილი მიესვენა საწოლზე და ეცადა დაეძინა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმ ღამით მაინც შევიდა ელენის ოთახში, რომ მისი სიზმრები ეკონტროლებინა. მაინც ზრუნავდა, რომ ქალი კოშმარებს არ დაეტანჯა, მაგრამ ამას ჩუმად აკეთებდა. თვლიდა რომ მისი გაბრაზების თუ განრისხების უფლება მხოლოდ თვითონ ქონდა, დანარჩენისგან კი დაიცავდა. დღეს კი მიხვდა რომ ეს გაბრაზება კი არა, გულის ტკენა იყო და ამის უფლება პირველ რიგში მას არ ჰქონდა, არა თუ სხვას. ელენი საწოლში მოკუნჭულიყო და ცახცახებდა, ბიჭი მიხვდა უკვე კოშმარს ხედავსო და მასთან მივიდა. გამოწვდილ ხელზე ხელი ჩაავლო, მაგრამ მისდა გასაკვირად გოგო შეკრთა. ელენი ტირილისგან ცახცახებდა, ეღვიძა და გაიგო როგორ ჩაეჭიდა ანდრია მის ხელს. ბიჭი შეცბა, გამოიჭირეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.