შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმელოდიო ტანგო (სრულად)


14-11-2015, 13:07
ავტორი N7
ნანახია 8 510

***
– მინდა წავიდეთ! – მეუცხოვა მისი ხმა, როცა პირველად გავიგე აჭრილი, დასერიოზულებული... ხმა, რომელშიც პირველად, პირველად იყო მოქცეული მთელი სამყარო.
– სად? – ვერ მივიღე სერიოზულად ყოველივე.
– სადაც იტყვი, ოღონდ აქედან შორს!
მეტკინა, ცხოვრებაში პირველად, როცა მისი ხმა დარდისგან დავიგულე შეცვლილი.
– ბედნიერი იქნები? – ვკითხე მოულოდნელად და თითები მისაში ავხლართე.
– შენთან ერთად – ყველგან! – მიპასუხა სასწრაფოდ.
– მაშინ მოუსვლელშიც გამოგყვები! – გავიკრიჭე და კომფორტულად მოვათავსე მის მხარზე ჩემი თავი.
– სერიოზულად ვამბობ, – არ ცვლიდა ხმასა და ტონს, მე კი მის თითოეულ ახალ სიტყვაზე ტანში მცრიდა.
– რა მოხდა? – მთელი სხეული აღელდა, ჩემდაუნებურად.
– ბევრი რამ მოხდა! – გამკაცრდა, მივხვდი არ სურდა ყოველივეზე საუბარი და მოვეშვი.
– სად წავიდეთ? – ტკივილნარევი ღიმილით ავხედე.
– მთაში... – მანაც მსგავსად გამიღიმა, თუმცა მის ღიმილში ნაკლები ოსტატობა იგრძნობოდა.
– და ჩვენს პირველ ბიჭუნას ლაზარე დავარქვათ? – სიცილით ვიკითხე.
– პირველი გოგო იქნება... მამიკოს გოგო! – მისმა გაცისკროვნებულმა თვალებმა ჩემშიც აანთო ჩამქვრალი მზე.
– და დედიკოს რაღა? – მოჩვენებითი უკმაყოფილობით გავაწკლაპუნე ტუჩები.
– დედიკოს მამიკოც ეყოფაო! – თვალი ჩამიკრა და წამოხტა ფეხზე, მეც ამაფრინა და გულზე მიმიკრა. – მეცეკვე! – მკაცრი იყო მისი ტონი, მომთხოვნი და უმელოდიოდ, ურიტმოდ ცეკვას მთხოვდა.
– იცი, ჩემში არ ზის რომანტიკა! – სიცილით ვუჩურჩულე, ყურთან ახლოს, რისთვისაც ზემოთ აზიდვა დამჭირდა.
– რაც მთავარია, მე ვზივარ შენში და რომანტიკის ცეცხლიც მალე გაღვივდება! – სერიოზული იყო, მე კი უჩვეულოდ მეცინებოდა.
– ჰო, მაგის ხომ ისეც მჯეროდა კაცო! – გაჯავრებით ვუთხარი და გავმოძრავდი.
– მალე წვიმა წამოვა!
– შენ თუ იწინასწარმეტყველე... – ვერ ვწყვეტდი ცქმუტვას.
– დღეს რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ! – უკან გასწია სახე და თვალებში ჩამაშტერდა.
– ჭიკჭიკის ეტაპზეც ხომ უნდა გადავიდე, არა? – უხერხულობამ მომიცვა.
– უი, ჯერ არ გადავსულვართ? – ახლა მან გამაჯავრა.
– ასე თუ გააგრძელებ, კიდევ დიდხანს არ გადავალთ! – ენა ოდნავშესამჩნევად გამოვუყე და კიდევ გავმოძრავდით.
პირველი წვეთი ცხვირზე დამეცა.
– ნახე! წვიმამ ჩემს მაგიერ გაკოცა! – ბღვერით შემომხედა, – ვეჩვიანობ!
– ჰოდა, ამ წვიმაში რომ გამომიყვანე, უარესად გასკდი! – თვალი ჩავუკარი. – მალე მთლად დამეუფლება წვიმის ნაზი წვეთები! შენ კიდევ მხეცი ხარ... – მე ვიხუმრე, ის კი სერიოზულად დაიძაბა.
– წამოდი, შევდივართ! – ისევ ბრძანების კილო გააჩნდა.
– სად? გაგიჟდი? – მეცინებოდა მის საქციელზე.
– არ დავუშვებ, რომ წვიმამ მაეჭვიანოს! – გაიჯგიმა.
– კარგი, ნუ იეჭვიანებ მერე შენც!
– არ შემიძლია!
– აქეთ იეჭვიანოს წვიმამ, მე შენ გეცეკვები!
მერე მართლაც ვიცეკვეთ. ძალიან ხმამაღლა ვიცინოდით და წვიმის წვეთები გვასველებდა ბოლომდე. წვიმას ვერა, მაგრამ საკუთარ თავებს ვგრძნობდით და არ გაგვაჩნდა არაფერი – ამაზე წმინდა.
***
გვიან ღამით ვბრუნდებოდი სახლში, მასწავლებლიდან. ფეხით მინდოდა გასეირნება, მუსიკისა და უმთვარო ღამის შეგრძნება. მივდიოდი უდარდელად, ნელი ნაბიჯებით, უმთვარო, უკუნითად ბნელ ღამეში, მანქანამ რომ შემოუხვია და თვალები დამიბნელა მისმა მწველმა ნათებამ. შუქები ჩაქვრა და ფეხებთან გაჩერდა შავი ჯიპი. ჯერ კიდევ მტკივანი თვალები, რამდენიმე წუთის შემდეგ გავახილე და გაკვირვებული მივაჩერდი მას, ჩემს ერთადერთ სიყვარულს, რომელიც ისევ უჩვეულოდ სევდიანი მეჩვენებოდა.
თითით მანიშნა ჩაჯექიო და მეც ოდნავ კი არა, ძალიან გათოშილი შევხტი სალონში და ღიმილით მივესალმე.
– რატომ არ შემეხმიანე? – სერიოზულობით მკითხა, ისე, არც გაუღიმია და არც მომსალმებია.
– ფეხით მინდოდა გავლა... – შეშინებულმა ავხედე.
– მერე გესმის, რამდენად საშიშია ქალაქი ამ ღამ? – ეტყობოდა, ნერვიულობდა.
– ირაკლი, არ მესმის! აქამდე არ იყო საშიში და ასე უცბად რამ გახადა? – თვალები გაოცებისგან დავჭყიტე, მაგრამ დაბალ ხმაზე, მორიდებით ვკითხე.
– წავიდეთ... – მითხრა სწრაფად, წინა თემის გაუგრძელებლად.
– სახლში? – დაბნეულმა ვკითხე.
– არა... მთაში! – გაწონასწორებული, თუმც კვლავინდებურად აჭრილი ჰქონდა ხმა.
– ახლა?
– ახლა.
– ირაკლი... – ნერვიულობისგან ხმაშიც კი შემეპარა კანკალი, რომელსაც მთელი ტანი დაუფლებული უკვე ჰქონდა. – ახლა ვერა, ხომ გესმის! – წარბები ზემოთ ავზიდე და წამწამების ფახურით ავხედე.
– არ მესმის, ნინი.
– კი გესმის! – გაბრაზება მთელ სხეულზე მეტასტაზებივით მომედო.
– მინდა, რომ ახლა წავიდეთ. ან ახლა, ან არასდროს... ეს გარდაუვალია და უნდა გესმოდეს!
– ადრე თუ გვიან – მესმის, მაგრამ ახლავე წასვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ! – გაბრაზებულმა ამოვიჩურჩულე. – იცი, რომ ბავშვი ვარ. იცი, რომ სახლში ათასი პრობლემა მქონდა ჩვენი ურთიერთობის გამო... იცი, რომ დედაჩემი ისედაც ცუდადაა და ინფაქტი გაუმეორდება, უარესი თან, ეს რომ გავაკეთო! – ტონი ამიმაღლდა, თავისთავად.
– კარგი... – კბილები ერთმანეთს დააჭირა და ცივად შემომხედა, – იცოდე და გახსოვდეს, შანსი მოგეცი! ნურც თავს დაიტანჯავ და მეტად ნუღარც სულს შემიშფოთებ! – ჩურჩულით წარმოსთქვა, ძრავი ჩართო და სისწრაფით გაემართა ნაცნობი მიმართულებით.
ვერაფრით ვხვდებოდი მისი სიტყვების არსს და ყველა ცუდი გრძნობა ბობოქრობდა ჩემში. მიკვირდა, რომ არ ვტიროდი, როგორღაც ვიკავებდი თავს. ვკანკალებდი და თითები მქონდა გაყინული, მხოლოდ და მხოლოდ. ვიცოდი, რომ ეს გადაწყვეტილება ყველა ვარიანტში ვირად დამიჯდებოდა, ამიტომ მქონდა გათიშული გონება და ვერ ვახერხებდი ვერაფრის გააზრებას...
***
ჯერ საათები მისდევდნენ ერთმანეთს ძალიან სწრაფად ან ნელა, მაგრამ არ ჩანდა, ირაკლი არსად არ იყო. საათები დღეებში გადაიზარდა, დღეები კვირებში და მესამე კვირას თვალებს ვერ დავუჯერე, გული შემეკუმშა და გაუაზრებლად ავტირდი.
ტელევიზორში აჩვენებდნენ ჩემ ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს, ხელ–ბორკილებიანს, გაუბედურებულს, შეცვლილს... სახე არ მოუჩანდა, მაგრამ ეკრანზე წარწერა და ჩემი გონებდა მოწმობდა, ადასტურებდა, რომ ჩემი ირაკლი იყო... ჩემი სიყვარული.
გული გამიჩერდა, მეგონა. ასეთი ტკივილის ზიარი არასდროს გავმხდარვარ. მაშინღა გავაცნობიერე, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, რომ ბოლო შანსს მაძლევდა... როცა ამბობდა, რომ არ უნდა მენანა...
თერთმეტი წელი მიუსაჯეს, მკვლელის იარლიყი მიაკერეს, მე კი ვერ დავიჯერე, ვერაფრის დიდებით, არ მინდოდა, რომ დამეჯერებინა და ვერც დავიჯერებდი იმას, რომ ბიჭი/კაცი, რომელიც მიყვარდა ისეთი ცივსისხლიანი გამოდგებოდა, რომ გაუაზრებლად, ანდა გააზრებულად მოკლავდა კაცს და მითუმეტეს ძმაკაცს.
მახსოვს, როგორ მივედი არეული ნაბიჯებით ოთახამდე, როგორ ჩავიცვი რაც პირველი მომხვდა ხელში და ასევე არეული წავედი მისამართით, რომელიც ჩემს გონებაში გადაცემიდან ტრიალებდა.
მერჩია არ მივსულიყავი. არ შემიშვეს. ვერც უკან დავბრუნდი და იქვე დავრჩი.
ის ღამე გავათიე. გათიშულ მდგომარეობაში გავათიე, რადგან არ ვგავდი ფხიზელს, მაგრამ ჩემი გონება თითოეულ წამს იხსენებდა, რომელიც ირაკლისთან ერთად მქონდა გატარებული. იხსენებდა და, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა გულთან ერთად გონებასაც სტკიოდა.
***
ალბათ, ისიც მერჩია, სულ არ მენახა... პატიმრის ტანსაცმელში, ნაცემი, შეცვლილი ირაკლი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ იმ სურათს არა... თვალებში ვერ მიყურებდა. ხელები უთრთოდა და ვერ ბედავდა ყურმილის აღებას. მეც ასევე. თვალებში ყველაფერთან ერთად, შიში მქონდა ჩამდგარი. ყველაზე რთული იმ კაცის ყურება იყო, რომელიც გიყვარდა და რომელზეც იცოდი, რომ მკვლელი იყო. მაგრამ, ბოლომდე არ მჯეროდა ამის. სადღაც, გულის კუნჭულში ვოცნებობდი, რომ სიმართლე არ ყოფილიყო.
ბოლოს, ორივემ ერთდროულად, გავბედეთ, ჩავხედეთ ერთმანეთს თვალებში და ერთხმად ამოვთქვით: „მეც არამიშავსო“, შემდეგ გაგვეცინა. არ იყო ბედნიერი გაცინება, მაგრამ არც უბედური, რადგან წრფელი გრძნობა ახლდა, წრფელი იყო ამ ღიმილში დამალული უდიდესი სიყვარული.
– ვხედავ დასუსტდი და არ მომწონს! – გაბედა ბოლოს მან, ჩვეული ტონით, ჩვეული ფრაზის გამეორება.
– არც შენ გეტყობა საახალწლო, დასაკლავი გოჭობის რამე! – ვეცადე გავხმიარულებულიყავით, მაგრამ ყველაფერი, რაც ჩვენ ორის კავშირში მეფობდა, იყო დიდი სიყვარულისგან გამოწვეული უდიდესი სევდა.
– ხომ გთხოვე... ნუ ამიფორიაქებ სულს–მეთქი! – ტუჩი არ შერხევია, ისე თქვა.
– ჩემზე სულ არ ფიქრობ, არა? – გამეღიმა, მტკივნეულად.
– შენს მეტზე არავისზე არ ვფიქრობ, მაგრამ შენი მოსვლა მომკლავს, გამანადგურებს, წერტილს დამისვამს.
– და შენმა აქ ყოფნამ რა მიქნა მე თუ იცი? – ამოვიკვნესე საწყლად და თვალები დაბლა ჩავაცოცე, ვერ გავუსწორე.
– შემიძულე!
– რა?
– შემიძულე–მეთქი!
– ჩემზე უკეთ იცი, ამას ვერ ვიზამ!
– მაგრამ, უნდა მოინდომო!
– რისთვის?
– რადგან მკვლელი ვარ!
არაფერი მიგრძვნია, თითქოს ჩემს ყველა წერტილს გაცნობიერებული ჰქონდა ისედაც ეს ყოველივე. მხოლოდდამხოლოდ მინდოდა პისტოლეტი მქონოდა ახლოს, მიმებჯინა თავზე, საფეთქელთან და ერთი გასროლით დამესრულებინა ეს საშინლად გაწელილი ტანჯვა.
***
და მერე, ყველაფერი თითქოს ერთმანეთის მიყოლებით, განუზომელი კანონზომიერებით მიდიოდა. მე არ ვიყავი ბედნიერი, არ ვსტუმრობდი მას, თუმცა ვიცოდი, ის ჩემზე ათჯერ, ასჯერ და ათასჯერ უფრო უბედური იყო.
ეჭვები მღრღნიდა, მჭამდა, მწვავდა, მანადგურებდა.
არ ვიცოდი ეს რა იყო, რა მომხდარიყო, რა შეცვლილიყო.
ანდა, რა იქნებოდა, რა მოხდებოდა, რა შეიცვლებოდა,
რომ გავყოლოდი...
მთაში ერთი სიცოცლის ფასი გასეირნება იქნებოდა და მე ეს ყველაფრად მიღირდა მაშინ, როცა უკვე გვიანი იყო. მანამ კი... მანამ ჩემი საფასური ვერ გადავიხადე.
***
საატესტატოებზე ჩავიჭერი. ატესტატიც კი ვერ ავიღე და საბოლოოდ ჩავაქნევინე დედაჩემს ხელი. მამაჩემსაც და ყველა დანარჩენ „კეთილისმოსურვე“ ახლობლებსაც, რომლებიც მსგავსი შეძაცილებით ხვდებოდნენ ამ „უბედურ“ ამბავს: „ვუი, რას ამბობ! გაგიჟდა ეს თაობა!“. ჩემს სიახლოვეს კი მოსთქვამდნენ და ჩემს ნუგეშს ცდილობდნენ, მაგრამ ზურგს უკან ათი პირით მჭორავდნენ.
ეს არ მადარდებდა.
არაფერი მადარდებდა იმის გარდა, ვისთან მისასვლელადაც ძალიან დიდი ბარიერების გადალახვა იყო საჭირო.
სხვებმა არ იცოდნენ, მხოლოდ მე და ირაკლი ვხვდებოდით, რა იყო სიჭკვიანე და რა იყო ბედნიერება. რა იყო რისკი და რა შედეგები მოჰქონდა ამა თუ იმ ნაბიჯს.
***
მესამე სასამართლო იყო, ირაკლის ადვოკატმა მოწმეობაზე რომ დამითანხმა. აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს, როცა მკვლელობა მოხდა, ირაკლი ჩემთან ერთად იყო, მაგრამ რადგან სიყვარული ბრმაა და მხოლოდ ერთი შეყვარებული ადამიანის ჩვენება არ კმაროდა ალიბის შესაქმნელად, მომიხდა ძმაკაც–დაქალების ჩარევა ამ ერთ, დიდ ტყუილში.
და ჩვენ შევუქმენით ალიბი მამაკაცს, რომელიც დამნაშავე იყო და ყველას, ყველაფერს მერჩია!
უარყეს. გვიანი იყო ალიბი და ვინანე, რომ ასეთი დებილი ვიყავი, რომ აქამდე არ დავინტერესდი საქმის დეტალებით. უბრალოდ, შემეშინდა, მეგონა საქმეში ჩაღრმავება მატკენდა და უფრო გამიღრმავებდა იარებს.
შევცდი.
ეს უნდა გამეკეთებინა და, როგორც ყოველთვის, ახლაც დავაგვიანე.
***
ვეღარ ვბედავდი ირაკლისთან მისვლას და მის თვალებში ჩახედვას. კვირები თვეებად იქცა და ნახევარი წელი ისე შესრულდა, ირაკლის სახისთვის, მეხსიერების გარდა, თვალი არ მომიკრავს. მტკიოდა მეც და ვიცოდი, ტკიოდა მასაც. უბრალოდ, არ შეიძლებოდა, მეტს ვეღარ გაუძლებდა ჩვენი გულები.
ბარგი გავამზადე და წავედი. მხოლოდ წერილი დავუტოვე ჩემებს. ავდექი და გავიპარე, ცოტაოდენი ფულით, მთის მიმართულებით, სადაც დაიბადა და გაიზარდა ჩემი ირაკლი.
როგორც ვიცოდი, გერგეთში ცხოვრობდა მისი ბებია. მხოლოდ ისღა შერჩენოდა ირაკლის და გარკვეულწილად მეც. არ ვიცოდი რომელ ქუჩაზე, რომელ წერტილში, მხოლოდ იქ მცხოვრებთა იმედით მივდიოდი.
მარშუტკა რიხინით მიუყვებოდა დანგრეულ ბილიკებს, საქარე მინიდან კი ამაღელვებლად საოცარი სანახაობა იშლებოდა და ტკივილი მიმძაფრდებოდა. როგორ იქნებოდა ყველაფერი, მაშინ რომ არ გამეგიჟებინა თავი და ირაკლის წამოვყოლოდი? ყოველი დილა მისით დაიწყებოდა, ყოველი დღე და ყოველი ღამეც მისითვე დასრულდებოდა. მე გამახარებდა მისი ღიმილი, მისი მწვანე თვალები, რომლებიც ნამიან ველებს მოეფინებოდა და უფრო გაამწვანებდა. შევიგრძნობდი ჰაერში გამჯდარ სიცივეს და საყვარელი მამაკაცის ჩახუტებით გახურებულ ძვლებს. შევიგრძნობდი სისპეტაკეს, სისუფთავეს, ყველაფერს საოცარს და არა იმ ტკივილს, რომელსაც უმისოდ განვიცდიდი, ვგრძნობდი. იმ ცეცხლს ავიცილებდი თავიდან, რომელიც არა სიყვარულის, მხოლოდ სინანულის იყო. ცეცხლს, რომელიც მთელს ტანზე მეკიდა და შიგნიდან უკვე დაეწვა ყველაფერი.
მარშუტკა გაჩერდა და მეც ჩამოვედი, ერთი პატარა ზურგჩანთითა და ხელჩანთით. დაბნეულმა მიმოვიხედე გარშემო, ადგილი არ მეცნობოდა, ან კი რა გასაკვირი იყო, მთა ბავშვობაში არასდროს მიტაცებდა.
კუთხის ჩადგმული სახლი შევნიშნე, რომელიც ჩემი მდებარეობიდან ყველაზე ახლოს იყო და იქითკენ წავედი. სოფელი ვიგრძენი – ყველაზე ცივილირებული რამ, ამ ქვეყნად. ღიმილით მივუახლოვდი ქალს, რომელიც ძროხას ღიმილით ეფერებოდა.
– გამარჯობა! – დაბალ ხმაზე მივესალმე.
გაკვირვებულმა შემომხედა, ფაქტი იყო, არ მელოდა.
– გაგიმარჯოს! – ღიმილით მითხრა, რამდენიმე წამის შემდეგ, – რით შემიძლია დაგეხმარო?
– იცით, მე იოსელიანების ოჯახს ვეძებ... – ოდნავ დაბნეულმა ამოვიჩურჩულე.
– იოსელიანები?! – ჩაფიგრდა და რამდენიმე წუთის შემდეგ მითხრა: – დაბლა ცხოვრობდნენ იოსელიანები, შემდეგ ზემოთ ავიდნენ. ბებიაღა შემორჩენილიყო სოფელს, იზა – ქალი სათნოება, მაგრამ 6 თვის წინ გარდაიცვალა, სანამ თავის ერთადერთ შვილიშვილს ჩასვამდნენ... ეჰ, კიდევ კარგი არ მოესწრო ამ ამბავს, ეგ უბედური! – დაასრულა.
გული მეტკინა, კიდევ ერთხელ. ამოვიხვნეშე და საბოლოოდღა ვკითხე:
– საით წავიდე?
– ამ ქუჩას აუყევი, მერე ბილიკია, ფეხით სასიარულო გზა მხოლოდ და ასე ხუთას მეტრში მიაგნებ სახლსაც.
აღარაფერი მითქვამს, არც მადლობა, არც ბოდიში, მისმა სიტყვებმა იმდენად გამაღიზიანა. მხოლოდ შემოვბრუნდი და წავედი იმ მიმართულებით, რომელიც მან მომცა.
საშინლად გაიწელა გზა, ყველაფერს ისიც დაერთო, რომ საშინელ გზაზე მუდმივად მიტრიალებდა ფეხები და მოვინდომე ცოტა ხნით შეჩერება. ხის ღობესთან სკამი იდგა, ხისვე, რომელზეც ჩამოვჯექი და სიამოვნებისგან ამოვიგმინე. ცოტა ხნით მხრებიც დავასვენე და ფეხებიც. თვალები მქონდა დახუჭული, როცა ვიგრძენი ვიღაც მომიჯდა გვერდზე. ხმა არ ამომიღია, არც თვალები გამიხსნია. არ ვიცი რატომ, უბრალოდ ვერ ვბედავდი, არ მინდოდა სიამოვნებას მოვწყვეტოდი ან პირიქით – უდიდესი სიამოვნების, რომელიც მომელოდა, მეშინოდა.
მაშინ ვერ მივხვდი რეალური იყო ბავშვის ტირილი თუ მე ჩამესმოდა ყურში არარეალური ბგერები მარჯვენა მხრიდან, სიახლოვიდან. შეშინებულმა, ნელა გავახილე თვალი და მარჯვნივ გავიხედე. თვალებს არ დავუჯერე, ან კი როგორ შეიძლებოდა, რომ დამეჯერებინა. ის იჯდა, კალთაში ქერა, კულულა ბიჭუნა ჩაესვა, რომელიც საწყალი თვალებით მიყურებდა. ხმა ვერ ამოვიღე, ვერც გავინძერი, სასწაული დამემართა. არ შემეძლო, ვერ გადავიტანდი ამდენ ილუზიას. დავხუჭავდი თვალებს, გავახელდი და გაქრებოდა. ასეც მოვიქეცი, თუმც არ გამქრალა, გვერდზე იჯდა ისევ და მიღიმოდა, ბიჭუნა კი ისევ ამზადებდა პირს მოსახსნელად.
– ირაკლი... – ამოვიჩურჩულე ჩემთვის უფრო, ვიდრე მის გასაგონად და ჩავიჩოჩე მასთან მისაახლოვებლად.
– როგორ ხარ, ნინი? – მკითხა ღიმილით და ბავშვს შუბლზე აკოცა. ჩემთვის იყო ეს კოცნა, მივხვდი, მაგრამ ვერ გაბედა.
– ისევ მეჩვენები... – ამოვიკვნესე.
– ისევ? – გაეცინა და მივხვდი, რეალური იყო ეს ღიმილი, რომელიც მხოლოდ რეალობაში ახერხებდა ჩემს მოჯადოვებას.
– ჰო, – თვალები მიწისკენ დავხარე.
– ჩვენი შვილია, აიყვანე! – გამომიწოდა კულულა, ანგელოზივით ბიჭუნა.
სწრაფად დავსტაცე ხელი, მინდოდა შემეგრძნო ყოველივეს რეალურობა. მეც ირაკლის მსგავსად ვაკოცე შუბლზე პატარას და გულთან ახლოს მივიხუტე. რეალური იყო, ეს ბავშვიც და ეს სიტუაციაც. ბავშვს შერჩენოდა ირაკლის ტუჩების სიმხურვალე შუბლზე, რომელიც შევიგრძენი.
– მომეცი ხელი... – დავიჩურჩულე და ჩემი თითები მისკენ გავაცოცე.
შემეხო და ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი რეალური იქნებოდა ფერადი რეალობა, რომელსაც ამ ბოლო თვეებში დაკარგული ჰქონდა არსი.
– ნინი, გამომიშვეს.. – ღიმილით ამოსთქვა.
მარჯვენა მხარე დამენამა ცრემლით, მერე მარცხენა და ავქვითინდი. ვიცინოდი და თან ვტიროდი. წვიმას ცისარტყელა ახლდა. ხან ირაკლის ვუყურებდი და ხან კულულა პატარას, რომელიც ჩვენი შვილი იყო, არაბიოლოგიური, თუმც ვხვდებოდი, მალე ბიოლოგიურზე უფრო ძვირფასი გახდებოდა.
– ნინი, შენი ლაზარე! – ღიმილით მითხრა და ახლოს მოწეულმა საფეთქელთან ნაზად მაკოცა.
გამაჟრიალა.
– და შენი ლიზი? – დაბნეულმა გავუშტერე თვალი წერტილს, რომელიც არ მეცნობოდა.
– ისიც იქნება! – სიცილით მითხრა და ფეხზე წამოდგა, – დროა ჩვენს სახლში წავიდეთ!
იცოდა, ყოველთვის იცოდა ირაკლიმ, რომ შვილი არასდროს მეყოლებოდა, მაგრამ შეძლო, ძლიერი, ძალიან ძლიერი აღმოჩნდა საიმისოდ, რაშიც თავიდანვე გამოვიჩინე სისუსტე. მიყვარდა? – ჰო, მე ის ყველაფერზე მეტად მიყვარდა და მიყვარდა პატარა ლაზარეც, რომელიც ნახევარ წლიანი ტანჯვის შემდეგ მოევლინა ჩვენს ცხოვრებას და მომეჩვენა, თითქოს ეს თვეები არც კი იყვნენ გასულები. მომეჩვენა, თითქოს არ შევმცდარვარ, როცა გადაწყვეტილება მივიღე პირველიც და დანარჩენიც.
გულში, ფსკერზე მივიკერე ირაკლიც და ლაზარეც, ორივე ერთად და ცალ–ცალკე.
***
– ისევ წვიმს, ნინი! – წელზე შემომხვია ხელები და კისერში შემომაფრქვია ცხელი ჰაერი.
– და ისევ ისე გიყვარვარ? – ღიმილით ვკითხე.
– იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენია!
– დამიმტკიცე!
– მეცეკვე!
– ცეკვით აპირებ დამტკიცებას?
– არ გახსოვს? შენი ნაზი რხევა შემიყვარდა...
– მე კი შენი თვალები, ყველაფერი რომ იყო მათში...
– შენს თვალებში მეტი ცეცხლია!
– და გინდა ჩააქრო, არა?
– შხაპუნა წვიმა ძლიერ ცეცხლს ვერ ჩააქრობს, ქარი კი უფრო გააღვივებს!
– შენ ქარი ხარ?
– გახლავარ! – გაიკრიჭა და დამატრიალა.
ისევ ნაზი რხევა წვიმის შუაგულში, ისევ ურიტმო და ისევ უმელოდიო.
მერე კოცნა, ძალიან ნაზი, სათუთი, საყვარელი.
ბევრი სიყვარული, უთქმელი, გამოუხატავი.
და დიდი სიხარული, ლიზის სახლში შემოსვლით.
ბევრი კივილიც, სიცილიც, რომელიც ლაზარესა და ლიზის აღზრდას ერთო.
***
– სკოლის დრო აქვს ლაზარეს... – ისევ ზურგიდან ამეკრო, ისევ ყელში მომაფრქვია ცხელი სუნთქვა, მხოლოდ ტონი ჰქონდა განსხვავებული, ისევ სამყაროს დამტევი.
– არ მომწონს ეს ხმა! – თრთოლვით წარმოვსთქვი.
– თბილისში მოგვიწევს დაბრუნება... ჩვენს კულულა გოგოსა და ბიჭს ცივილიზაციაში სჭირდება აღზრდა...
– ამაზე მეტი ცივილიზაცია თბილისშია? – გაკვირვებულმა ავხედე.
– იქ უკეთეს განათლებას მიიღებენ...
– არ მინდა ისევ თბილისი და ისევ სევდა...
– ნუ დაივიწყებ, იქ გავიცანით ერთმანეთი!
– და იქ დაგკარგე!
– აქ მიპოვნე... მაგრამ ნუ იფიქრებ, თითქოს აქაურობას დავტოვებთ...
– ყველაზე ბედნიერი ხუთი წელი იყო, ჩემი ცხოვრების...
– კიდევ უამრავი ბედნიერი წლები გველის! – თვალი ჩამიკრა და მაკოცა.
უმელოდიო ტანგო (სრულად)

***
გასვლის საღამოს ისევ წვიმდა, შხაპუნა წვიმა გვასველებდა და ბოლო ცეკვას ვცეკვავდით სოფლის წვიმაში, რადგან არავინ იცოდა მეწყერი თუ წაშლიდა სოფლის მთლიან კვალს, ჩვენი წამოსვლიდან მეორე დღეს.



№1  offline წევრი ROLIKA

Vaauuu <3 momewonaa dzaliaaann <3 <3 dzaliiaaann magari gogo xarr <3 <3 yochaagg <3 dzaliaann shemayvare ttavii <3

 


№2  offline წევრი N7

ROLIKA
Vaauuu <3 momewonaa dzaliaaann <3 <3 dzaliiaaann magari gogo xarr <3 <3 yochaagg <3 dzaliaann shemayvare ttavii <3

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო❤გამახარე❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline მოდერი sopiko

დღეს შენი ეს მოთხრობა და კიდევ "თეთრი ტიტები" წავიკითხე. აღფრთოვანებული ვარ და ამ ორივეს რაღაცით ვაკავშირებ ერთმანეთთან. რითი? თავადაც არ ვიცი. მთავარ გმირებს შორის პირველი და მეორე დიალოგი ძალიან მომეწონა ♥ მოკლედ კარგი იყო...

 


№4  offline წევრი მოლურჯო

თბილი ტკბილი და უბრალოდ სევდიანი ისტორია
ბრავო!
--------------------
მარიამი

 


№5  offline წევრი N7

sopiko
დღეს შენი ეს მოთხრობა და კიდევ "თეთრი ტიტები" წავიკითხე. აღფრთოვანებული ვარ და ამ ორივეს რაღაცით ვაკავშირებ ერთმანეთთან. რითი? თავადაც არ ვიცი. მთავარ გმირებს შორის პირველი და მეორე დიალოგი ძალიან მომეწონა ♥ მოკლედ კარგი იყო...

არ ვიცი თეთრი ტიტები და არ ვიცი რა კავშირია, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა love

გიჟი - ♥♥♥
თბილი ტკბილი და უბრალოდ სევდიანი ისტორია
ბრავო!

უღრმესი მადლობა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline წევრი ROLIKA

N7
ROLIKA
Vaauuu <3 momewonaa dzaliaaann <3 <3 dzaliiaaann magari gogo xarr <3 <3 yochaagg <3 dzaliaann shemayvare ttavii <3

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო❤გამახარე❤


გენცვაალეე <33

 


№7  offline მოდერი წითური გოგონა

მარიამ როგორი გაბრაზებული ვიყავი რენატა და ქეთი რომ არ დამიდევი!
პირველი ვნახე ეს მოთხრობა, მაგრამ გაბრაზებულ გულზე არ წავიკითხე!
ბოლოს ინტერესმა მძლია და შემოვიხედ.
ეს ჩემი შემოხედვა დამთავრდა იმით, რომ საოცრად ნასიამოვნები დავრჩი!
ახლაც გაღიმებული ვწერ ამ კომენტარს!
კარგი იყო!
მართალია პუნქტუაციური შეცდომები აღმოვაჩინე,მაგრამ როგორც მივხვდი ეს ყველა (დამწყები) მწერლის სუსტი წერტილია.
ვიმედოვნებ შენ ახლო მომავალში ამ საკითხში ფესვებს გაიდგამ!
მართალია მეც წავიკითხე "თეთრი ტიტები", მაგრამ არ მიყვარს მოთხრობების ან რაიმე სხვა ნაშრომების ერთმანეთში შედარება!
ისიც კარგი იყო, მაგრამ ის ალთას იყო შენ ბალთას (კარგი გაგებით)
დღეს ველოდები მსუყე რენატას!
მერე მართლა გაგებუტები! :((
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№8  offline წევრი N7

წითური გოგონა
მარიამ როგორი გაბრაზებული ვიყავი რენატა და ქეთი რომ არ დამიდევი!
პირველი ვნახე ეს მოთხრობა, მაგრამ გაბრაზებულ გულზე არ წავიკითხე!
ბოლოს ინტერესმა მძლია და შემოვიხედ.
ეს ჩემი შემოხედვა დამთავრდა იმით, რომ საოცრად ნასიამოვნები დავრჩი!
ახლაც გაღიმებული ვწერ ამ კომენტარს!
კარგი იყო!
მართალია პუნქტუაციური შეცდომები აღმოვაჩინე,მაგრამ როგორც მივხვდი ეს ყველა (დამწყები) მწერლის სუსტი წერტილია.
ვიმედოვნებ შენ ახლო მომავალში ამ საკითხში ფესვებს გაიდგამ!
მართალია მეც წავიკითხე "თეთრი ტიტები", მაგრამ არ მიყვარს მოთხრობების ან რაიმე სხვა ნაშრომების ერთმანეთში შედარება!
ისიც კარგი იყო, მაგრამ ის ალთას იყო შენ ბალთას (კარგი გაგებით)
დღეს ველოდები მსუყე რენატას!
მერე მართლა გაგებუტები! :((

დღეს უეჭველად გაგიხსენებთ რენატას მუზა :დდ წუხელ, უშუქობაში შემომეპარა ამ მოთხრობის მუზა და როგორც შევძელი, მაშინვე დავდე.. რომ იცოდე როგორ მიყვარს ეს მძიმეები, ალბათ, მაგიტომ მომდის ზედმეტი :დდ
love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline წევრი kettaketta))

საოცარი იყო <3 ძალიან საყვარელი ხარ და საოცრად წერ <3 რაღაცით განსხვავებული წერის მანერაც გაქვს და შენი ნაწერებიც შეუდარებელი წასაკითხია <3 შთაბეჭდილებებით დატვირთული ვარ love winked

 


№10  offline წევრი N7

kettaketta))
საოცარი იყო <3 ძალიან საყვარელი ხარ და საოცრად წერ <3 რაღაცით განსხვავებული წერის მანერაც გაქვს და შენი ნაწერებიც შეუდარებელი წასაკითხია <3 შთაბეჭდილებებით დატვირთული ვარ love winked

უღრმესი მადლობა... ძალიან, ძალიან გამახარე! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11 სტუმარი Salo

კარგი ისტორია იყო ძალიან ♥

 


№12  offline წევრი N7

Salo
კარგი ისტორია იყო ძალიან ♥

გმადლობ, მიხარია, რომ მოგეწონაა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№13  offline მოდერი Nude

მეც მინდა ასეთი სიყვარული, თითქოს უბრალო, მაგრამ ამავდროულად ძალიან, ძალიან ბევრის მთქმელი.
მესიამოვნა ისტორია, რადგან რბილად იყო დაწერილი და ახლა, ზუსტად ჯდება ჩემი ამჟამინდელი ხასიათის ჩარჩოებში.
წარმატებები.
--------------------
bailey

 


№14  offline წევრი N7

ღამურა
მეც მინდა ასეთი სიყვარული, თითქოს უბრალო, მაგრამ ამავდროულად ძალიან, ძალიან ბევრის მთქმელი.
მესიამოვნა ისტორია, რადგან რბილად იყო დაწერილი და ახლა, ზუსტად ჯდება ჩემი ამჟამინდელი ხასიათის ჩარჩოებში.
წარმატებები.

მიხარია, ძალიან! გმადლობ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№15  offline წევრი ხატატულა

ვაიმე ძალიან კარგი იყოოოო

 


№16  offline წევრი N7

ხატატულა
ვაიმე ძალიან კარგი იყოოოო

გმადლობ, მიხარია, რომ მოგეწონა❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№17  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaaan magaria yochag

 


№18  offline წევრი N7

uchveulo
dzaaan magaria yochag

გმადლობ! მიხარია, რომ მოგეწონა! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№19  offline ახალბედა მწერალი ერკე

შეუდარებელი იყო... შედარება არაფერთან და არანაირ სხვა ნაწერთან არ შეიძლება.
უნიკალური და შეუდარებელი იყო, ისე ამავსო სითბოთი ამ პატარა მოთხრობამ, სადაც მხოლოდ ტკივილიც არ იყო და უდიდესი ბედნიერება იყო, ერთად გატარებული სიხარული, მათი შვილები.. ერთმანეთში გადაკვეთილი ბედისწერა და საოცარი სტილი, რითიც ნამდვილად გამათბე და კიდევ ახლაც გულამოვარდნილი ვარ იმდენად მესიამოვნა მისი წაკითხვა.
სიყვარული ჩემთვის ყველაზე სუსტი წერტილია მართლაც.
სიყვარულია რაღაც საოცრება ჩემთვის, რომლის თითოეული წამით მინდა დავტკბე, თუ ამის საშუალება მომეცემა.
შენც სიყვარული ხარ მარიამ...
მეც..
და ყველანი სიყვარულები ვართ სხვადასხვა ფორმაში გამოხატულები და ყველანი სხვადასხვაგვარად ვაფრქვევთ მას.
და რატომ ამბობდი ჩემგან თბილობები შორს არისო?
სწორედ რომ შენთვის არის ეს საოცარი სიტყვა შექმნილი --- "სითბო"..
მაგიჟებს შენი ისტორიები სიმართლე თუ გინდა გითხრა. რა თქმა უნდა ის ძველი ისტორიები არ წამიკითხავს, თუმცა შენი ისტორიებიდან მაინც ყველაზე მეტად აი ეს მომეწონა, საკმარისი დოზით იყო სითბოც, ტკივილიც, საოცარი ბედნიერების შეგრძნება, მეც ბედნიერი ვიყავი მათთან ერთად. მეც გული ამოვარდნას მქონდა როცა ისინი უბედურები იყვნენ და არ შემეძლო არ განმეცადა ეს ყოველივე.
და იცი კიდევ რა განასხვავებს შენ ამ ისტორიას დანარჩენი ამ საიტის ისტორიებისგან?
რა თქმა უნდა, თავისებურია, თავისებურად იდეალურ-უნიკალური, როგორც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კიდევ ბედნიერი დასასრული და კიდევ მთელი ისტორია, რომ ნამდვილ სიყვარულს ეძღვნება, რომელსაც ალბათ ყველა ნორმალური ადამიანი ნატრობს, მაგრამ მხოლოდ მოსახლეობის 30მდე პროცენტს თუ შეუძლია ამით ტკბობა. არ იყო არანაირი გაცნობები, არანაირი ბავშვური ელემენტები და ერთმანეთზე გაჯავრება, ან რამე მსგავსი. იმას ვამბობ სრული სერიოზულობით, რომ ძალიან მაღალი დონეა ეს და მიხარია, რომ არ გამომრჩა. წავიკითხე და ვისიამოვნე...
შენ კი ჩემო ბაჭია love love და ზღარბუნია ძალიან მიყვარხარ love love გაკოცეეე :* კიდევ მინდა :(
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№20  offline წევრი N7

ErckeMydass25
შეუდარებელი იყო... შედარება არაფერთან და არანაირ სხვა ნაწერთან არ შეიძლება.
უნიკალური და შეუდარებელი იყო, ისე ამავსო სითბოთი ამ პატარა მოთხრობამ, სადაც მხოლოდ ტკივილიც არ იყო და უდიდესი ბედნიერება იყო, ერთად გატარებული სიხარული, მათი შვილები.. ერთმანეთში გადაკვეთილი ბედისწერა და საოცარი სტილი, რითიც ნამდვილად გამათბე და კიდევ ახლაც გულამოვარდნილი ვარ იმდენად მესიამოვნა მისი წაკითხვა.
სიყვარული ჩემთვის ყველაზე სუსტი წერტილია მართლაც.
სიყვარულია რაღაც საოცრება ჩემთვის, რომლის თითოეული წამით მინდა დავტკბე, თუ ამის საშუალება მომეცემა.
შენც სიყვარული ხარ მარიამ...
მეც..
და ყველანი სიყვარულები ვართ სხვადასხვა ფორმაში გამოხატულები და ყველანი სხვადასხვაგვარად ვაფრქვევთ მას.
და რატომ ამბობდი ჩემგან თბილობები შორს არისო?
სწორედ რომ შენთვის არის ეს საოცარი სიტყვა შექმნილი --- "სითბო"..
მაგიჟებს შენი ისტორიები სიმართლე თუ გინდა გითხრა. რა თქმა უნდა ის ძველი ისტორიები არ წამიკითხავს, თუმცა შენი ისტორიებიდან მაინც ყველაზე მეტად აი ეს მომეწონა, საკმარისი დოზით იყო სითბოც, ტკივილიც, საოცარი ბედნიერების შეგრძნება, მეც ბედნიერი ვიყავი მათთან ერთად. მეც გული ამოვარდნას მქონდა როცა ისინი უბედურები იყვნენ და არ შემეძლო არ განმეცადა ეს ყოველივე.
და იცი კიდევ რა განასხვავებს შენ ამ ისტორიას დანარჩენი ამ საიტის ისტორიებისგან?
რა თქმა უნდა, თავისებურია, თავისებურად იდეალურ-უნიკალური, როგორც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კიდევ ბედნიერი დასასრული და კიდევ მთელი ისტორია, რომ ნამდვილ სიყვარულს ეძღვნება, რომელსაც ალბათ ყველა ნორმალური ადამიანი ნატრობს, მაგრამ მხოლოდ მოსახლეობის 30მდე პროცენტს თუ შეუძლია ამით ტკბობა. არ იყო არანაირი გაცნობები, არანაირი ბავშვური ელემენტები და ერთმანეთზე გაჯავრება, ან რამე მსგავსი. იმას ვამბობ სრული სერიოზულობით, რომ ძალიან მაღალი დონეა ეს და მიხარია, რომ არ გამომრჩა. წავიკითხე და ვისიამოვნე...
შენ კი ჩემო ბაჭია love love და ზღარბუნია ძალიან მიყვარხარ love love გაკოცეეე :* კიდევ მინდა :(

ვგიჟდები მე შენზე, ერკე! არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!
როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის რომ მაღიმებ და მაცინებ! მაბედნიერებ!
უღრმესი მადლობა!
პოზიტივო!
love love love love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№21  offline ახალბედა მწერალი ერკე

მმმმმმმმ უნდა შევიფერო ეს ხო? love მაშინ ჩამეხუტე love love love love love love love love love love love love love love love love love love love love love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent