წყევლა 12 (ახალი მე)
გადიოდა დღეები და კვირები გულში ტკივილი არ ნელდებოდა თუმცა არც მწვავდებოდა. ალექსთან ახლო ურთიერთობა არ მქონია გავურბოდი,მას კი თვალები უციმციმებდა და ზღვის ტალღებივით უღელავდა. ეშმაკურად მიღიმოდა როცა მისი დანახვისას ბაღში გავრბოდი და თვალს მიკრავდა ესეც კი საკმარისი იყო იმისთვის რომ დავბნეულიყავი.ვხვდებოდი ლუკასსაც თუმცა ის ჩემთვის აღარავინ იყო მაგრამ არც ვშორდებოდი თითქოს გული მკარნახობდა რომ ის რაღაცას ხლართავდა და მასთან ახლოს უნდა ვყოფილიყავი.ვხედავდი მის თვალებში დანთებულ ვნებასაც თუმცა ეს არ მაღელვებდა და არც მისი თვალების სიშავე მაბნევდა,აღარც მის სიღრმეში შესვლა მინდოდა. ხროვაში ყველა გავიცანი და ყველამ კარგი გავლენა მოახდინა ჩემზე გარდა რამდენიმესი რომელთა სიაშიც ჯეიკი იყო. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ვამპირებთან. სამეფო მშვიდად იყო მას ცოტახნით კაიუსი ჩაუდგა სათავეში და ალექსიც ეხმარებოდა. დილით როგორც ყოელთვის ბაღში გავედი ეს ჩემს ჩვევად იქცა დღიურიც იქ გავიტანე. უკვე 15 წუთია აქ ვზივარ და ვწერ. შემდეგ ალექსის ფეხის ხმა მესმის და გონება მეფანტება მინდა არ შევიმჩნიო თუმცა არ გამომდის და ისიც ამჩნევს. ჩემს გვერდით იკავებს ადგილს მე დღიურს სწრაფად ვხურავ და მას შევყურებ.ის სადღაც სხვაგან იყურება და თითქოს ვერც მამჩნევს შემდეგ კი მოულოდნელად მეუბნება -დღეს ისევ შეკრებაზე მივდივართ ღრმად ოხრავს -და რამე ცუდი ხდება?? -სამეფოებს არ მოსწონთ შენი უყურადღებობა და ამბობენ რომ შენ თუ არ ნახავ მათ ჩვენათან მოლაპარაკებაზე უარს იტყვიან. ახლა ის თვალებში მიყურებს და მეც ვერ ვარიდებ თვალს. მის თვალებში რაღაც იკითხება ამოუცნობი მაგრამ ჩემთვის ნაცნობი.ის ჩემზე ღელავს და ამის საფუძვლიანი ეჭვიც აქვს. -გამომყევი მეც მივყვები და როგორც კი თვალს ვეფარებით ჩემთან ძალიან ახლოს მოდის ტუჩებზე მაცხრება და ვნებიანად მკოცნის შემდეგ მისი ტუჩები ყელისკენ მიცოცავს და ცხელ კვალს მიტოვებს.სისხლი მიდუღს და გული გამალებით მიძგერს. მისი ტუჩები მშორდება და ყურის ძირში მკბენს მე სიამოვნებისგან მაჟრიალებს ეს მას ახელებს და ახლა ისევ ტუჩებს აცხრება თმაში ხელს ვუცურებ და ვეკვრი მანამდე ვკოცნი სანამ არ ვგრძნობ როგორ მიჭირს სუნთქვა და ისიც მშორდება ეს კოცნა აღარ იყო ისეთი ფრთხილი როგორც მაშინ მის ოთახში. ის თვალებში მიყურებს და მის თვალებში ვნებას ვხედავ რომელიც ჯერ არ ჩამქრალა შემდეგ ოდნავ შესამჩნევად მიღიმის როცა ხვდება რომ არ გავურბივარ და არც ამ კოცნას ვნანობ რომელმაც თავი დამაკარგვინა. რამდენიმე წუთს ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და აჩქარებულ გულიცემას ვიწყნარებთ.ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. -უნდა წავიდე და მიდიდს მისი მოქნილი მოძრაობების ყურება ერთ რამედ ღირს.მისი ნაბიჟების ხმას ვუსმენ და ვხვდები რომ მისი ნაბიჟების ხმაც კი ძალიან მსიამოვნებს.და საერთოდ ის ფაქტი რომ სუნთქავს შვებას მგვრის. რამდენიმე საათს ჩემს ოთახში ვატარებ და მერე ვხვდები ასე უქმად ჯდომა როგორ მომბეზრდა ამიტომ კაიუსს ვაკითხავ და ვეკითხები -კაიუს სად იკრიბებიან?? -ტყეში ღრმად შედი და კვალს მერე აიღებ. მეც ასე ვიქცევი ტყეში გაზს მივიკვლევ და შემდგ ალექსის სუნს ვგრძნობ რომელიც არასდროს დამავიწყდება. შემდეგ პატარა ქოხს ვხედავ და იქით მივიწევ სუნი ძლიერდება და ვხვდები სწორ გზას ვადგავარ მერე აფეთქების ხმა...რამდენიმე წამში ქოხი ცეცხლში ეხვევა და მისი აფეთქების ძალა უკან მაგდებს. ვერ ვაცნობიერებ რა ხდება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ ალექსი იქ იყო ალექსი შიგნით იყო და სხვებს ელაპარაკებდოდა. მერე ვხვდები რომ ის აღარ არის და მის სუნს კვამლის მძაფრი სუნი ფარავს. შემდეგ ბოლო ხმაზე ვყვირი -არა! და დაბლა უღონოდ ვეცემი ჩემდა გასაკვირად სამეფოების წარმომადგენლები შეშფოთებულები აცეცებენ თვალებს და ცდილობენ გაერკვან რა მოხდა.დიახ ისინი გადარჩნენ გამოასწრეს მაგრამ ალექსი?? ის წავიდა მანაც დამტოვა.ღმერთო ნუთუ ასეთი ცუდი ვარ?? მე ის მიყვარდა იმ სიყვარულით რომელზეც მხოლოდ ლეგენდები იწერება იმ სიყვარულით რომლითაც რომეოს უყვარდა ჯულიეტა დიახ ეს არ იყო მხოლოდ ვნება ორ ადამიანს შორის მე ის მიყვარდა მთელი ამ წლების განმავლობაში და ვერც ვხვდებოდი. ცრემლებმა გზა ნახეს თუმცა ამ ცრემლებმა არ დამასუსტეს მე მათ სიძლიერე შემმატეს ამ ტკივილმა მე ათმაგად გამაძლიერა.ახლა შემიძლია მარკუსი ვიპოვო გავიფიქრე და გამეღიმა. ცრემლები მოვიწმინდე და გადავწყვიტე მხოლოდ მე მცოდნოდა ჩემი ტკივილი და არა სხვას.მე ხომ ელიზაბეტ მეისონის შვილი ვარ ჯადოქარი და ვამპირი ახლა ჩემი მაქციის გამოჩენა არ ივარგებს ის მხარე სუსტია. ალბათ მარკუსი მითვალთვალებსს და ჩემი განადგურება მოეწონება ამიტომ ტყეს თვალი მოვავლე და ეშმაკურად ჩამეღიმა შემდეგ ტყეში სწრაფად გავარდა ენჯი მასში ყველაფერ ჩამკვდარიყო ამას გრძნობდა. შვლის სუნი იგრძნო კიდევ უამრავი ცხოველიც იყნოსა თუმცა არცერთის სუნი არ მოსწონებია და ძებნა განაგრძო შემდეგ ქარმა დასავლეთიდან რაღაც განსაკუთრებული სუნი მოიტანა და იქით გაემართა. ადამიანი რა თქმა უნდა ადამიანი იყო ასეთი განუმეორებელი სუნი სხვას არ ექნებოდა ახალგაზრდა ბიჭი მისეირნობდა და ვერც კი წარმოედგინა რა ელოდა. ცოტას გავერთობი გაიფიქრა ენჯიმ და გვერდით ჩაუქროლა.ბიჭი გაჩერდა და სტვენა შეწყვიტა რომელიც ამ ამინდას სულ არ უხდებოდა.შემდეგ მიმოიხედა აქ არაფერიოა და გზა განაგრძო.გვერდით კიდევ რაღაცამ ჩაუქროლა და ისევ გაჩერდა მერე თქვა უფრო თავის დასაწყნარებლად -ალბათ ქარია ენჯის გაეცინა -ოხ ეს ადამიანები ყველაფერს რა უცბათ მოუძებნით ხოლმე ახსნას გაოცებული ვარ -ვინ ხარ?? გაისმა ბიჭის აკანკალებული ხმა -ნუ გეშინია თქვა ენჯიმ და სიბნელიდან გამოვიდა -უმტკივნეულოდ მოგკლავ ყოველ შემთხვევაში ძალიან არ გეტკინება ენჯიმ ჯერ კარგად შეიყნოსა სუნი -რა კარგი სუნი გაქვს რაღაც დარიჩინის და თაფლის სუნი აგდის.ბოდიში ძვირფასო ენჯიმ უკბინა და ბიჭის სისხლმა გააბრუა სიამოვნებისგან ვეღარაფერს ხედავდა ბიჭიც აღარ ფართხალებდა უკვე მოკლა -ჰმ ასე მალე?? თქვა ენჯიმ და სხეული მოისროლა -გამარჯობა ენჯი გაესმა მისთვის საზიზღარი ხმა და იქით მიტრიალდა.უნდოდა უხეშად ეთქვა თუმცა მიხვდა ასე ვერაფერს მიაღწევდა და ხმა დაიტკბო -ოჰ ჩემო ძვირფასო მარკუს როგორ ხარ?? პ.ს ესეც შემდეგი თავი გამარჯობა იმედია ელოდებოდით. და კიდევ შუაში თხრობა მესამე პირში მიმდინარეობს რადგან უფროკარგად გადმომეცა თუ რამხელა გარდატეხა მოხდა ენჯიში იმედია ამის გამო არ გამკიცხავთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.