შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერადი დღიურები (V თავი)


14-11-2015, 22:42
ავტორი tanana
ნანახია 1 690

ნავში ზის, გარშემო სულ წყალია, მდინარის დინებას მიუყვება, გარშემო ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული, სასიამოვნო მუსიკაც ისმის, ხელი აქვს ჩაკიდებული ვიღაცისთის, აიხედა და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბარბარა დაინახა რომელსაც თვალები უბრწყინავდა და სასიამოვნოდ უღიმოდა, ცისფერი თვალებით შესციცინებდა, ყველაფერი ისეთი ჯადოსნური ჩანდა, სანამ ღრუბლებმა არ იჩინეს თავი და დააბნელეს მარადმწვანე „სამყარო“, უცებ წვიმაც წამოვიდა, საშინელი წვიმა, მას კი ისევ ეკიდა ხელი ბარბარასთვის, იმ განსხვავებით, რომ ბარბარა ახლა ცრემლჩამდგარი თვალებით უყურებდა, ბიჭი ბოდიშს უხდიდა და თვითონაც არ იცის რატომ, უცებ გრუხუნი ატყდა, დემეტრეს ხელი თანდათან ეშვებოდა ბარბარასგან, ცდილობდა ჩაეჭიდა, თუმცა ვერ ახერხებდა, ცოტაც და ისინი ერთმანეთს დაშორდებოდნენ, ბარბარა უკვე მთელ ხმაზე ტიროდა და დახმარებას სთხოვდა, ბიჭი კი ვერ შველოდა... უცებ ხელი გაეშვა და წყვდიადმა მოიცვა ყველაფერი, აღარაფერი ახსოვდა...
ისევ სიზმრები, ისინი თავს არ ანებებდნენ დემეტრეს, ბარბარას წასვლის შემდეგ, ისევ ისეთი მარტოსული და ამოუცნობი გახდა, არავის ეკონტაქტებოდა, სახლიდანაც არ გადიოდა, თუ რაიმე არ დასჭირდებოდა, მთელი დღეები მარტო იჯდა ოთახში და სიგარეტის მწვავე სუნს აფრქვევდა გარშემო.. ისევ სახურავზე ზის და ფიქრებშია ჩამალული, გავიდა ერთი თვე, ერთი ტანჯული თვე, უძილო ღამეები, ჩალურჯებული თვალები და სულისამატკიებელი მონატრება, გავიდა თვე, მაგრამ ბარბარა არ გამოჩენილა, ბევრჯერ შეუარა სახლში მაგრამ არ იყო, მის მეგობრებსაც შორიდან ადევნებდა თვალს, ბარბარა არ ჩანდა, ეს უფრო აშინებდა, ბარბარას დაკარგვის ეშინოდა, მასთან ისეთ მიზიდულობას გრძნობს, მონატრებას, სიყვარულს, ეს ყველაფერი არ ასვენებს, როგორც ჩანს განგებას დაუსაჩუქრებია ასეთი მძიმე ცხოვრებით, ერთი ბედნიერი თვე აჩუქა, სიცოცხლის, სიყვარულის და 2 თვე დააკლო მის ცხოვრებას, დაღი დაასვა, გააუბედურა... ენატრებოდა დემეტრეს ბარბარა, ყოველი წუთი, წამი რომელიც მასთან ჰქონდა გატარებული, განა ვის არ მოენატრებოდა მისი საყვარელი ადამიანი რომელთანაც ამდენი კილომეტრი აშორებდა, ზედმეტად სუსტი აღმოჩნდა სიყვარულისთვის, ბარბარას სურნელი ისევ უღიტინებს ცხვირში, განა ვის დაავიწყდება მისი საყვარელი ადამიანის სურნელი, მაგრამ არ ჰყოფნის, ნარკოტიკივითაა ბარბარა მისთვის, უფროდაუფრო მეტს ითხოვს სხეული, გული, სულიც აღარ ემორჩილება, მალე ჩამოსულიყო ბარბარა და დემეტრე აღარასდროს გაუშვებდა მისგან შორს...
კარზე ზარია, ზანტად წამოილაზნა და გააღო, გაშეშდა, სისხლმა სწრაფად უწყო ვენებში დენა, გულის ფეთქვა გაუხშირდა, ტბილი სხეული იგრძნო, საყვარელი სურნელი რომელიც ასე სჭირდებოდა მის გულს, რომელმაც ისევ ახლიდან დაბადა, იგრძნო პატარა სუსტი მკლავები მის ზურგზე, თვალები მიელულა, შეისრუტა სურნელი, რეალობას მოსწყდა, ახლა სამყაროში ყველაზე ბედნიერია, ალბათ დიდი ხანი იდგებოდნენ ასე გაშეშებულები, ლეკვის წკმუტუნის ხმა რომ არ გაეგოთ, დემეტრე გაკვირვებული მოშორდა საყვარელ სხეულს, ბარბარა ეშმაკური თვალებით უყურებდადა ღიმილს არ იცილებდა სახიდან, ბიჭი გონს ვერ მოსულიყო საიდან შეიძლებოდა გაჩენილიყო ძაღლი ან მისი წკმუტუნის ხმა, ბარბარამ ჩანთიდან პატარა ცისფერთვალება ჰასკი ამოიყვანა, რომელიც დაჭყეტილი თვალებით უყურებდა აწ უკვე პატრონს და თან თავს აქეთ-იქით ატრიალებდა პატრონის შესამოწმებლად, ლეკვი არ გაჩერდა ბარბარას ხელში, უცებ ჩამოხტა და ყეფა-ყეფით შევიდა სახლში, დემეტრე ისევ გახევებული იდგა, ბარბარა კი ახლოს მივიდა, ლოყაზე აკოცა და თან ჩასჩურჩულა:
-ბოდიში!



ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონათ, შემდეგი თავი უფრო დიდი იქნება winked




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent