ნაკვალევი (5-6 თავი)
მეხუთე თავი რამდენიმე დღეში სალომე წავიდა ბებიასთან დასასვენებლად და დაიწყო ჩემი წამებაც. ვერ ვისვენებდი, ვშფოთავდი. ჩემი დაძაბულობა ბოლოს მამუკამაც კი შეამჩია. - რა გჭირს, შე-ჩემა აღარ იტყვი? - გაბრაზდა ის, როცა კარგა ხნის საუბრის შემდეგ შეამჩია, რომ არ ვუსმედი. - არაფერი, რა უნდა მჭირეს? - გავიოცე მე. - რა ვიცი, ნახევარი საათია ვქაქანებ და სიტყვა არ დაგიძრავს. - ვფიქრობდი. - რა გაქვს ამდენი საფიქრალი? - უფრო გაღიზიანდა ის. - სალომე მომენატრა. მისი ნახვა მინდა! - თვალები ოდნავ მოწკუტა და ისე მიმზერდა, შემდეგ ისეთი სიცილი წასკდა ცრემლები ვეღარ შეიკავა. - იმენნა, გამოგაშტერა მაგ გოგომ! - ბჟირდებოდა ის, მაგრამ როცა დაინახა, რომ მე სულაც არ მეცინებოდა დროულად გაჩუმდა. - როდის აპირებ წასვლას? ან მისიანებს რას ეტყვი, ვინ ვარო? - დამაყარა კითხვები მე. - რა ვიცი რას ვეტყვი, მაგას როცა ჩავალ, მაშინ მოვიფიქრებ. - მე ვიცი რაც უნდა ვქნათ, ვახოს დაველაპარაკოთ. მაინც ყველაფერი იცის და სამივენი წავიდეთ. ის იტყვის: ბებია მომენატრაო და ჩვენც გავყვებით! - საკუთარი აზრით იმდენად აღტკინებული იყო, ჩემს თანხმობას აღარც დაელოდა, მაშინვე ვახოსთან დარეკა. - მაგრად გაუსწორდა, თან შემოგვთავაზა, თუ წასვლაა რამდენიმე დღითაც დავრჩეთ. ამხელა გზაზე ჩასულები მეორე დღესვე ხომ არ წამოვალთო! - თვალი ჩამიკრა, როგორც კი საუბარს მორჩა მამუკამ. - ძმა ხარ! - გახარებული ჩავეხუტე მას. - კარგი, მორჩი, გავიჭყლიტე, შე-ჩემა! - იცინოდა ის - მეც ყურადღებაში ჩამეთვლება, გვანცაც იქაა. - ხმაში ნაღველი შეერია მას. გვანცას ტოქსიკოზი აწუხებდა. მისმა ოჯახმა არაფერი იცოდა ამის შესახებ. სალომე არასასურველი ორსულობის დაფარვაში ეხმარებოდა. - როგორც ექიმმა გვითხრა, ერთ თვეში გაუვლისო! - მეუბნებოდა წასვლის წინ ის. რადგან გვანცა მამუკამ თვითონ ახსენა, აღარც მე მოვერიდე და პირდაპირ ვკითხე: - როდემდე აპირებთ ამ ამბის დამალვას? - არ ვიცი, მაგარი დაბნეული ვარ. ვეხვეწე მოეშორებინა, არ დამიჯერა... - გაგიჟდი, ის ხომ შენი შვილია?! - შევიცხადე მე. მწარედ, ტკივილით გაეღიმა: - ვიცი, გგონია ვერ ვხვდები? მაგრამ იმ ბავშვს არ ვეკითხებით, უნდა კი 15 წლის, ნარკომანი მამა? - წამალს გადააგდებ! - მტკიცედ ვეუბნები მე. - ამას მეც ვეუბნებოდი ყველას. - ირონიულად აღნიშნავს ის. - მაგრამ არ გამომდის! ისიც კი არ ვიცი, ბავშვი ნორმალური დაიბადება თუ არა. როგორ ფიქრობ იოლი საყურებელი იქნება შვილის ავადმყოფობა? საკუთარი თავი მეზიზღება, გვანცაც და ყველა... - თავი ჩაქინდრა მან. მამუკა ასეთი დარდიანი არასოდე მენახა. - სალომეს ვთხოვე: დალაპარაკებოდა გვანცას. ჩემზე გაბრაზდა: - სულ უგულო, მხეცი მეძახა. ეგოისტი ხარო! მხოლოდ საკუთარი თავი გაღელვებსო. ძმობას ვფიცავარ, ასე არ არის, ჩემს თავზე კი არა, იმ უბედურ ბავშვზე ვფიქრობ. ჩემი საშველი მაინც აღარაა... - გაგიჟდი? რას ქვია საშველი აღარაა? ათასი კლინიკაა. იმკურნალებ, ჩვენც დაგეხმარებით. ბავშვიც ჯანმრთელი იქნება. გვანცას უყვარხარ, ძმასავით გვერდში დაუდგები შენს შვილს. უნდობლად შემომხედა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე: - სალომესთვის უნდა დამეჯერებინა მაშინ, პირველად რომ მოვწიეთ, გახსოვს? მაშინ უნდა დამეჯერებინა. ეხლა კი გვიანია, უკვე გვიანია... - ასე რატომ ამბობ? რამე კიდევ მოხდა და არ ვიცი? - შიში შემეპარა მე. - ღმერთმა ქნას, ბავშვი ჯანმრთელი იყოს. მხოლოდ ამას ვნატრობ. თუმცა ეს როცა გვანცასთან ყოფნის შემდეგ მოხდა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ის და ბავშვიც ჯანმრთელები იქნებიან. ტანში უსიამოვნოდ გამიარა. ხმა ვეღარ ამოვიღე. თითქოს მივხვდი, რის თქმასაც ცდილობდა და დაჯერება არ მინდოდა. თვალებში შემომხედა, ალბათ დაინახა ჩემი რეაქცია. ტკივილისგან სახე მოეღრიცა. - გვანცამ არ იცის. მხოლოდ ვახოს გავუმხილე და ეხლა შენ. რაც გავიგე ახლოს აღარ გავკარებივარ. მას კი გონია, ორსულობის გამო შევიძულე. - ირონიულად გაეცინა - მირჩევნია ასე იფიქროს. ვახომაც მწარე სიტყვები უთხრა: ორსულობით აშანტაჟებ და ცოლად გინდა მოგიყვანოსო. ამიტომ ეს ვერსია უფრო იოლად დაიჯერა. სიმართლეს ვერ ვეტყვი, არ შემიძლია, უფრო დაიტანჯება. - იქნებ შეცდნენ? - ხავსს ვეჭიდებოდი მეც. - ასეთი შეცდომები არ ხდება. ჩემი ბრალია, საერთო ბაიანით არ უნდა გამეკეთებინა. - მწარედ იღიმებოდა ის - იმედია ჩემი არ გეშინია, ექიმმა მითხრა ასე საუბრითა და გადაკოცით არ გადადისო... - ეგ რამ გაფიქრებინა? არც შენ მოკვდები, ნუ გეშინია. მედიცინა წინ მიდის, წამალსაც მოიფიქრებენ. - ძნელია ამის დამალვა, თემო. სახლშიც მაგრად მიჭირს. ჩემი ჭიქა, თეფში, კოვზი, ჩანგალი ცალკე დავაწყვე. სასტიკად გავაფრთხილე ყველა:- არ გაეკაროთ ჩემს ნივთებს მეთქი. დედაჩემს შოკი ჰქონდა: ისე გვექცევი თითქოს ოჯახში ჭირი გვჭირსო. ავტონომიას გვიწყობო. როგორ ავუხსნა? რა ვთვა? ეს ხომ გრიპი არაა, შიდსი მჭირს. ადრე თუ გვიან ისედაც გაიგებენ. დავმუნჯდი, რა უნდა მეთქვა? ჩემს წინ 15 წლის მოზარდი იჯდა, მომავალი მამა, რომელიც ერთი მხიარული და ყველასთვის საყვარელი კაცი უნდა დამდგარიყო. - მოიგონებენ წამალს. აი, ნახავ თუ არა! - ჯიუტად ვიმეორებდი მე - მანამდე ფრთხილად იქნები. მთავარია არ გაცივდე, სხვა რამე არ დაგემართოს. იმუნიტეტი მოვაძლიეროთ...ბევრი ვიტამინები ვიყიდოთ, რომ ძლიერი იყო. ვიცი, სასაცილოდ ჟღერდა ჩემი სიტყვები. მაგრამ უაზროდ, რაც პირველი მომაფირდა ყველაფერს ვამბობდი. მინდოდა იმედი მიმეცა, როგორმე გამემხნევებინა. - უფლება არ გაქვს ყურები ჩამოყარო. გვჭირდები, შენს შვილს, გვანცას და მეც. რა მეშველება უშენოდ?!-აშკარად პანიკაში ვიყავი მე. სიცილი ვეღარ შეიკავა: - უჩემოდ? ვინმეს საყვარლები ვეგონებით, შე-ჩემა! - ბჟირდებოდა ის - ასე სიყვარული გვანცას არ აუხსნია ჩემთვის. იცინოდა ის და ვიცინოდი მეც. ერთმანეთს ვასკდებოდით, ნახევრად ვტიროდით და ნახევრად ვიცინოდით. ორივენი ერთად სიკვდილს დავცინოდით. მეექვსე თავი გეგმისამებრ, მეორე დღესვე სოფელში წავედით. ვახო მართალი გამოდგა როცა ამბობდა, ერთი დღის გამო ამხელა გზაზე წასასვლელად ცოდვები ვართო. თითქმის თორმეტ საათიანი მგზავრობის შემდეგ, როცა უკვე ჩასვლის იმედი გადამეწურა, როგორც იქნა ჩავედით ლენტეხის რაიონის, სოფელი „ჩუკულში“. ეს იყო საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე. ქვემო სვანეთი. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამ დღემდე სვანეთი ერთი მთლიანი კუთხე მეგონა, ზემო და ქვემო სვანეთის არსებობაზე არაფერი ვიცოდი. არც ის ვიცოდი ვახოს და სალომეს ბებია სვანი თუ ყავდა. ავტომობილი, რომლითაც ვიმგზავრეთ, ქვემოთ სოფლამდე მიდიოდა. კი შემოგვთავაზა მძღოლმა ბოლომდე აგიყვანთო, მაგრამ ვახომ გაიგიჟა თავი: - ფეხით სიარული გვირჩევია, თან შორსაც არ ვართო. მთებში ჩაფლული სოფელი იყო, დიდი ორ სართულიანი სახლებით. სამწუხაროდ თითქმის დაცლილი ადგილობრივი მოსახლეობისგან. მხოლოდ მოხუცების ამარა დარჩენილი, რომლებიც საკუთარ სახლებთან ერთად ნათესავებისა და მეზობლების სახლებსაც პატრონობდნენ, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან ახალგაზრდობა დაბრუნდებოდა მამა-პაპისეულ კუთხეში. - ხშირად ჩამოდიხართ ხოლმე? - ვეკითხები ვახოს. - სალომე ყოველ ზაფხულს მოდის. მე მარტოს ყოფნა მეზარება, მეგობრებს შორი გზის გამო, მშობლები არ უშვებენ. გამიხარდა, მამუკამ როცა მითხრა, წამოსვლა რომ გინდოდათ. ბებიაჩემი სიხარულისგან გაგიჟდება, აი, ნახავთ! - ბებიაშენის გაგიჟებას კი არ ვაპირებთ. იმედია გოგოებს უფრო გაუხარდებათ ჩვენი დანახვა. - გაიხუმრა მამუკამ. - თემო, ცუდად ნუ გამიგებ. ხომ იცი ძმასავით მიყვარხარ. ვიცი სალომეს მიმართ შენი გრძნონების შესახებაც, მისი შენდამი დამოკიდებლებაც, მაგრამ... - რა მაგრამ? - ჩავეკითხე მე. - მესმის, რომ ეხლანდელი თაობა, ანუ ჩვენი თაობა შეყვარებულობას ცოტა სხვაგვარად უყურებს. - ენის ბორძიკით ამოღერღა მან და მამუკას გახედა. ძნელი მისახვედრი არ იყო საუბარი საით მიყავდა. უნდა ავღნიშნო, რომ წლების წინანდელი სუსტი ვახოსგან აღარაფერი იყო დარჩენი, ჩემს წინ მაღალი, ახმახი იდგა, რომელიც უკვე ზრდასრული მამაკაცივით აზროვნებდა. - ამას თუ ფიქრობდი, აქ რატომ წამომიყვანე? მეგონა მენდობოდი! - ინსტიქტურად მეც მამუკას გავხედე. - ნდობა რა შუაშია? გრძნობებს ყოველთვის ვერ აკონტროლებ. - ამას ჩემს გასაგონად თუ ლაპარაკობთ, გვანცასთვის არაფერი დამიძალებია. არც მის მიტოვებას ვაპირებდი. მართლა მიყვარს და ეს, დამპალი ავადმყოფობა რომ არა, უკვე ჩემი ცოლიც იქნებოდა. - გაღიზიანდა მამუკა. - არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა. მაგრამ ვერც გულში დავიტოვებდი. ძმა ხარ და მინდა ბოლომდე გენდობოდე! - თვალებში ამაყად შემომხედა ვახომ. გამეღიმა. - არც მე გიმტყუნებ ნდობას. გპირდები, რომ სალომეს არასოდეს ვაწყენინებ. - და საერთოდაც. რაც შეეხება გვანცას ჩემი აზრი კარგად იცი. - ამჯერად მამუკას მიმართავდა ვახო - მიუხედავად იმისა, რომ ავად ხარ, უნდა დაქორწინდეთ. ბავშვს „ნაბიჭვრის“ სახელით ხომ არ გააჩენინებ? - ეხლა სხვა დროა, რაღა დროს „ო“ შე-ჩემა! - იცინის მამუკა. - სხვა არა ის კიდევ! ცოტა ხანში, მუცელი რომ დაეტყობა, მაშინვე დაინახავ რა დროცაა. ამ ტკივილისთვის ნუ გაიმეტებ. კარგი გოგოა... - ვახოს მეც ვეთანხმები, ჯობია სიმართლე უთხრა, არჩევანის საშუალება მიეცი. თვითონ გადაწყვიტოს რას იზავს. - თვითონ არ მიმატოვებს. - ტკივილით თქვა მამუკამ. - უსაფრთხოების უამრავი ზომა არსებობს. დაიცავი. ღმერთმა ქნას, რომ განიკურნო. თუ არა და შენთვის საყვარელი ადამიანები მაინც ამოგიდგებიან მხარში. არც ჩვენ მიგატოვებთ! - ეგ უკვე ვიცი! მოვიფიქრებ. ცოლად მაინც უნდა მოვიყვანო. ოჯახში ჯერ ეგ ომი მაქვს გადასატანი. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება. საუბარი შევწყვიტეთ, რადგან უკვე ეზოში შევდიოდით და წინსაფრიანი, ასე სამოცდაათ წლამდე ქალი გახარებული ჩვენი მიმართულებით მორბოდა. უკან კი სალომე და გვანცა მოყვებოდნენ. ვახომ ჩანთები ეზოშივე დაყარა და ბებია ხელში აიტაცა. იმდენი აბზრიალა, ცოტა არ იყოს შემეშინდა თავბრუ არ დაეხვეოდა. - როგორ ხართ ბიჭებო? - ღიმილით გვეკითხებოდენ გოგოები და მორცხვად გვიღიმოდნენ. - რა გვიჭირს? მოგვენატრეთ და ავეტორღიალეთ ვახოს! - ხუმრობს მამუკა. - ვახოს ამბავი, რომ ვიცი. არა მგონია აქ ჩამოსვლა მისი იდეა ყოფილიყო! - იცინის სალომე - ყველაფერი ეზარება, რაც დიდხანს მგზავრობასა და ფეხით სიარულთან ასოცირდება. - რას იზავ, სამაგიეროდ შენი ბიჭია ყოჩაღი! - უცებ გადმომწვდა მამუკა. სალომე გაწითლდა: - გაგიჟდი? ასე ნუ ხუმრობ! - ნუ გეშინია, მაგათ ჩვენთვის არ ცხელათ! - მხიარულად მოჭუკჭუკე ბებიასა და ვახოს გახედა ბიჭმა. მე ვდუმდი. იმდენად ბედნიერი ვიყავი სალომეს ნახვით, რომ ყურებამდე ვიკრიჭებოდი. გოგონა ზოგჯერ შემომხედავდა და ამითაც კმაყოფილი ვიყავი. ხეებთან ჰამაკი იყო გაბმული. ალბათ, გოგონები ნებივრობდნენ ხოლმე. - უცებ მიირთვით. სუფრა გაშლილია. გოგონები ოთახს მოაწესრიგებენ. არაფრის მოგერიდოთ შვილებო. როგორც საკუთარ სახლში, ისე იგრძენით თავი. - გვეუბნებოდა ბებია. ნოდარ დუმბაძის სესილია ბებია ალბათ ასეთი იქნებოდა, ყოჩაღი, სწრაფი. სალომე ძალიან გავდა მას. მასავით დიდი შავი თვალები ჰქონდა. სავარაუდოდ სიბერეში ისიც ასეთი იქნებოდა. გამეღიმა, ნეტა მე როგორი ვიქნები? ან დავბერდები კი? იქნებ ცხოვრება მამუკას მსგავსად მეც ბოროტ სიურპრიზს მიმზადებდა? ცუდ ამბებზე ფიქრი არ მინდოდა, წინ ბედნიერი ოთხი დღე მელოდა. სადილის შემდეგ ვახო იქვე მცხოვრები ნათესავების სანახავად წავიდა. - რომ გაიგონ ჩამოვედი და არ მოვინახულე, მისაყვედურებენო. მამუკა და გვანცა ოთახში განმარტოვდნენ სასაუბროდ. დარწმუნებული ვიყავი საკმაოდ მძიმე თემას განიხილავდნენ. ბებია სახლში საქმიანობდა. საღამოს მთაში საკმაოდ ციოდა. სალომეს თხელი პლედი ჰქონდა მოხვეული და ჰამაკში ნებივრობდა. მეც იქვე ვიჯექი სკამზე. - ოდესმე იფიქრებდი, რომ აქ ერთად ვიქნებოდით? - ამ ადგილის არსებობაც კი არ ვიცოდი. - გაოცებულმა შემომხედა, თითქოს მისთვის წარმოუდგენელი რამ ვთქვი. - სვანეთში ულამაზესი ცაა! - მითხრა მან. ძნელი იყო არ დათანხმებოდი. ცაზე თითქოს ადგილი არ იყო დარჩენილი მნათობების გარეშე. ასეთი ცა აქამდე არც მენახა. ან იქნებ უბრალოდ არ დავკვირვებივარ? თითქოს ფიქრებზე მიპასუხა: - თბილისში ასეთ ცას ვერ ნახავ. მიხარია აქ რომ ხარ. - ისე თბილად შემომხედა, რომ ჟრუანტელმა დამიარა. ყველაფერს მივცემდი მასთან ჩახუტება რომ შემძლებოდა. ვახოს სიტყვები გამახსენდა და გამეღიმა. მართალი იყო, გრძნობების მოთოკვა მიჭირდა. ვუმზერდი სალომეს და მისი ცქერით ვტკბებოდი. ისიც შორიდან მიღიმოდა. სიტყვები არ გვჭირდებოდა. ერთმანეთის მშვენივრად გვესმოდა. სწორედ ამ დროს გვანცა და მამუკა გამოვიდნენ. გოგონას თვალები დაწითლებული ჰქონდა. ალბათ, სიმართლე უკვე იცოდა. მამუკას გადახვეული ხელით თუ ვიმსჯელებდით, წყვილს ერთად ყოფნა გადაეწყვიტათ. - მოხდა რამე? - იკითხა სალომემ. - თბილისში დაბრუნდებით თუ არა, ვიქორწინებთ! - მხიარული ხმით ამბობდა მამუკა. - ამიტომ ტიროდი? - გაუკვირდა გოგოს. - სიხარულისგან! - ნაძალადევად იღიმება გვანცა და ცრემლ მორეული ეხუტებოდა მეგობარს. - სულელი გოგო ხარ, ნერვიულობ - ტირიხარ, გიხარია და მაინც ტირიხარ! - იცინოდა ის. მამუკამ მე გამომხედა. ახსნა არ მჭირდებოდა. სახეზევე ეტყობოდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უხაროდა გვანცას გადაწყვეტილება. სალომე გულით ხარობდა მათი ერთად ყოფნით. კარგი იყო სიმართლე რომ არ იცოდა. ნეტა ის როგორ მოიქცეოდა, მე რომ მამუკას მდგომარეობაში ვყოფილიყავი? საინტერესოა ჩვენი სიყვარულიც ასეთი ძლიერი იქნებოდა? გაუძლებდა კი ამხელა გამოცდას? ამის გამოსაცდელად რათქმა უნდა ავადმყოფობას ვერ ვინატრებდი, მაგრამ მინდოდა სალომესაც ისევე ძლიერად ვყვარებოდი, როგორც გვანცას უყვარდა მამუკა. მის გრძნობაში რა თქმა უნდა ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მე მაინც უფრო მეტი მსურდა, ეს ცუდი იყო?! არა მგონია, განა შეიძლება სიყვარული ბევრი იყოს? არა. მეექვსე თავი რა თქმა უნდა დაწვრილებით ვერ ავღწერ ამ ოთხ დღეს, მაგრამ დღემდე ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ. სვანეთში სტუმრობის შემდეგ სალომე ერთხელ ვნახე. მაშინ ყველა მამუკას და გვანცას გაპარვით იყო შეშფოთებული. ეძებდნენ. ჩვენც, როგორც სავარაუდო თანამონაწილეებს ეჭვით გვიმზერდნენ. შესაბამისად ვერც ერთმანეთს დაველაპარაკეთ. რამდენიმე დღიანი ისტერიის შემდეგ, ახალგაზრდები დაბრუნდნენ. უფროსებსაც მეტი გზა რომ აღარ დარჩათ, სიძე-პატარძალს მაშინვე არა, მაგრამ რამოდენიმე კვირაში შეურიგდნენ. ამ დროს მე თბილისში აღარ ვიყავი, ახალ ამბებს სალომეს მესიჯებით ვიგებდი. ჩემდა საბედნიეროდ თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები გვიიოლებდნენ კონტაქტს. თავისთავად ცხადია, რომ მონატრება უფრო მძაფრდებოდა. გესმოდა საყვარელი ადამიანის ხმა, უმზერდი მის გამოსახულებას და ვერ ეხებოდი. მაგრამ სულ არარაობას ჯობდა. არც რამდენიმე გვერდიანი წერილების წერაზე ვწვალობდით, არც კვირაობით ველოდებოდი პასუხს. ალბათ გახსოვთ, მოვდიოდი ორი წლით. თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ჩემი მაღალი აგებულებითა და ფიზიკური მონაცემებით ხელმძღვანელობის ყურადღება მივიპყარი. რამდენიმე თვეში შესაბამისი შეთავაზებაც მივიღე. სპეც-მომზადების გავლას მთავაზობდნენ რამდენიმე წლიანი პროგრამით, რომელიც მინიმუმ ხუთი წლით მაინც გაგრძელდებოდა. რადგან სწავლა დიდად არ მიყვარდა, ალბათ ეს ყველაზე კარგი საშუალება იქნებოდა ცხოვრებაში სწორი არჩევანის გასაკეთებლად, სალომესთვის მიცემული პირობის შესასრულებლად. თუმცა ამ ყველაფერს დიდი მინუსიც ჰქონდა. ხუთი წელი ნებისმიერი კომუნიკაციის გარეშე, არც მობილური, არც კომპიუტერი. კავშირი გარე სამყაროსთან სრულდებოდა. ვსწავლობდი მხოლოდ იმ პროგრამებს, რაც დავალების შესასრულებლად დამჭირდებოდა. ინტერნეტის საიტები დაბლოკილი იყო. ერთად-ერთი რისი საშუალებაც მომცეს, ის იყო, რომ ოჯახის წევრები და სალომე გავაფრთხილე, რომ სასწავლებლად მივდიოდი და მინიმუმ ხუთი წელი ვერ დავბუნდებოდი. ოჯახში ჩემი გადაწყვეტილება დიდად არ გააპროტესტეს. აი, სალომესთან საუბარი კი ასე მარტივი არ გამოდგა. სიტყვებს ვერ ვალაგებდი. რა უნდა მეთქვა? როგორ მეთხოვა კიდევ ხუთი წელი დამლოდებოდა? მისგან ვისმენდი, რომ მისაღები გამოცდებისთვის ემზადებოდა. სკოლაში საბუთები ექსტენზე გადაიტანა. შესაბამისად გაკვეთილებზე აღარ დადიოდა. მის გეგმებს განვიხილავდით და საკუთარზე ვდუმდი. მხოლოდ დამშვიდობებამდე ვუთხარი: - იმედია ყველაფერი ისე იქნება შენ რომ გეგმავ. მე ხუთ წლიანი სასწავლო პროგრამით მივდივარ. - მართლა? - ხმა გაებზარა -სადაც ორი, იქ ხუთიც?. - თითქოს თავი ინუგეშა. რამდენიმე წუთით მიმზერდა, თითქოს კითხვაზე პასუხები ჩემს თვალებში უნდოდა წაეკითხა. - კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი? - ტელეფონით და ინტერნეტით კონტაქტიც მეკრძალება. - სასწავლებელია თუ ციხე? სატუსაღოშიც კი უკეთესი პირობებია. იქ პაემანი მაინცაა დაშვებული. - გაღიზიანდა ის. - სალო, შენ რას იზავ? - როგორც იქნა გავბედე მტკივნეული კითხვის დასმა. - იმედია, ერთგულების ფიცს არ მთხოვ! - გაეცინა მას. - ძალიან ეგოისტი უნდა ვიყო, ეგ რომ გთხოვო, მაგრამ... – - თემო, ვერაფერს შეგპირედები. -ღიმილით მეუბნებოდა ის. გული შემეკუმშა. თითქოს რაღაც ჩამწყდა. ალბათ მიხვდა. - შენ რომ მოინდომო დაბრუნება? ამაზე გიფიქრია? - მივხვდი ისიც ჩემსავით ნერვიულობდა და ცოტა შვება ვიგრძენი. - მე ხომ ჩემი ნებით არ მივდივარ,სამხედრო სამსახურში ვიქნები. - ვიღიმები მე. - მანდ ქალები არ იქნებიან? - აშკარად ეჭვიანობდა. - არ ვიცი, წინასწარ არაფერი უთქვამთ, მაგრამ არა მგონია. - ავირიე პასუხებში. - ვნახოთ რა იქნება ხუთი წლის შემდეგ... - თბილად გამიღიმა მან. გული გამითბა: - შენზე მეტად ვერავის შევიყვარებ. - მეც ეგ მინდა! უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ ამ სიტყვებს ხუთი წლის შემდეგ მეტყვი. - კმაყოფილი, კეკლუცით მეუბნებოდა ის. - შენ გენდომება ჩემი მოსმენა? - მინდა შენი გამარჯვები დროს ერთად ვიყოთ! - მისი სიტყვები მამშვიდებს. სტიმულს მმატებს. – „ხულიგანი ბიჭიდან - გმირამდე! „ - ასეთი სათაური ექრნება შენზე დაწერილ სტატიას. - ამაყად ამბობს ის. - ნამდვილად, მე და შენ ერთად წავიკითხავთ! - ვოცნებობ მეც. მიღიმოდა, აღარაფერს ვამბობდით, თვალებით ერთმანეთს ვეფერებოდით, და ვცდილობდით მოსალოდნელი განშორებით გამოწვეული ტკივილი დაგვემალა. ორივენი ვფრთხილობთ, სიტყვებს ვარჩევთ. არ გვინდა ერთმანეთს ზედმეტი ტკივილი მივაყენოთ. და, აი როგორც იქნა გავიდა დაპირებული ხუთი წლის ნაცვლად შვიდი. ხანგრძლივი ლოდინის, სწავლის, წვალების, მოთმინების, გამძლეობისა და დიდი მონატრების წლები. სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვუმზერ. ქერა, თუმცა უფრო ზუსტად ალბათ ღია წაბლისფერ თმიანიმ კარგად ნავარჯიშები ახმახი მიმზერს. ამ ადამინაში გაგიჭირებოდათ წინანდელი თემურ წიკლაურის შეცნობა. - საინტერესოა შეიცვალა თუ არა სალომე? ალბათ გაიზრდებოდა. ისიც ხომ დაქალდებოდა? -ვფიქრობდი და ვცდილობდი მისი სახე წარმომედგინა. - ნეტა მოვეწონები? თითქოს მისი ხმა მესმის: - და შენ მოგწონვარ? ჩვენს ფოტოს ვუმზერდი. რაღა დარჩა? რამდენიმე დღეში ვნახავდი. ამის დიდი იმედი მქონდა. წინასწარ მიხაროდა და შეხვედრამდე წუთებს ვითვლიდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.