ზუსტი მეცნიერება [ნაწილი 2] (საბა და ლიზი) [დასასრული]
საბა და ლიზი. დასასრული. წიწილასავით იყო მოქცეული მამაკაცის მკლავებში და ცდილობდა უკვე გაღვიძებულს, როგორმე ისევ დაეძინა. საბას თვალ მოჭუტულმა ახედა და როცა დაინახა მისი დაჭყეტილი თვალები, სირცხვილისგან ლოყები აეფარკლა. – ჩემი, არასდროს შეგრცხვეს! – ღიმილით უბრძანა მამაკაცმა და ცხვირის წვერზე ნაზად აკოცა. ტუჩები თმებზე შეახო, თმებიდან საფეთქელზე, საფეთქელიდან ლოყაზე, ლოყიდან კი – ტუჩებს მიწვდა. იმდენად გააბრუა ორივე ერთმანეთთან ასეთმა სიახლოვემ და კიდევ უფრო იმან რომ ახლა უკვე თავისუფლად შეეძლოთ შეხებოდნენ ერთმანეთს, რომ ვერც კი შეამჩნიეს, თუ როდის შემოვიდნენ მისაღებში ცოლ– ქმარი. – გვეშველა? – სიცილით იკითხა თათამ და მათ წინ ჩამოჯდა. – გვეშველა. – თავი სასაცილოდ დაუქნია ლიზიმ. ბედნიერების სხივები, რომელიც თვალებში ჰქონდათ ჩაბუდებული ორივეს, ვარსკვლავებივით კაშკაშებდნენ. მათ შორის ისეთი უხილავი ძაფი გაიბა, მხოლოდ სიკვდილი თუ მოსპობდა ამ ყოველივეს, მაგრამ ვგონებ, სიკვდილზე ფიქრი არას გვარგებს და თანაც, ძალიან ნაადრევია ამაზე დარდი. უკვდავი არავინაა, მაგრამ ჩვენ უფალი გვაძლევს იმის შანსს რომ ამ ცხოვრებაში ჩვენი ძალების მაქსიმუმი გავაკეთოთ და ამის დემონსტრირება მოვახდინოთ. – რადგან საშველი დაადგით თქვენს ურთიერთობას, იმედია, წამოხვალ ხო საქართველოში? – შეპარვით, თვალ მოჭუტულმა ჰკითხა თათამ ლიზის და თვალი სასაცილოდ ჩაუკრა. – არ ვიცი... – რას ჰქვია, არ იცი? – ბრაზ მორეულმა შეხედა საბამ. – ამაზე, მოგვიანებით ვისაუბრებთ. – თვალები დაუბრიალა და თავის მკერდზე მიადებინა თავი. ლიზიმ მხოლოდ ღიმილით შეხედა ცოლ–ქმარს, მხრები უბრალოდ აიჩეჩა და ფეხზე წამოხტა. – სესი მინდა! – პატარა, ჯიუტი ბავშვივით წამოიძახა. – რა ეშველება? – საწყალი სახით გადახედა თათამ მოხარხარე ბიჭებს და ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა. – იმას კი არა, თქვენც არაფერი გეშველებათ! – ხელი ფრუტუნით ჩაიქნია და სამზარეულოში შევიდა. – საუზმეს მე გავაკეთებ, ჯანდაბას, შენ კი, – მიმართა საბას და საჩვენებელი თითი მხარზე ჯერ მიადო, შემდეგ კი ოდნავ მიაჭირა. – დაითანხმე ის წამოსვლაზე, თორემ ვერ გადაურჩებით სესილის, ვერც ერთი! – სიცილით უბრძანა და გააფრთხილა მული და პოტენციური სიძე, მერე კი, უკან მოუხედავად შევიდა სამზარეულო ოთახში. ერთი ამოიფრუტუნა ლიზიმ და თავის ოთახში წავიდა ნელი, გაწონასწორებული ნაბიჯებით. თან უნდა წასვლა, თან არა, მაგრამ იმასაც ხვდება რომ უნდა თუ არა მას აქ დარჩენა, მოუწევს გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა და საქართველოში დაბრუნება. მიუხედავად იმისა რომ საბასთან ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგადაა, მაინც სასწაულად უჭირს იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდაც ამდენი ტკვილი ახსოვს. მერე რა რომ საბასთან ახლა ბედნიერია? მის გამო ხომ გადაიტანა, მაშინ, თავის დროზე ამდენი უბედური დღეები? ყველაფერთან ერთად, ხვდება რომ საბა მასთან ერთად შვეიცარიაში ვერ დარჩება. იგრძნო, როგორ გაჰყვა მამაკაცი უკან, მაგრამ არ შებრუნებულა. უეცრად დასევდიანებული ჩამოჯდა სავარძელზე და ოთახში შემოსულ საბას გულ ამოვარდნილმა შეხედა. – არ მინდა აქედან წასვლა... – ამოიკრუსუნა საწყლად. ლოგინზე გადაწვა, თავისი საყვარელი ბალიში კი ხელებ შორის მოიქცია და მკერდზე მთელი ძალით მიიკრა. იცოდა საბამაც, თუ როგორი ძნელი იქნებოდა გოგონასთვის ასე, ერთი ხელის მოსმით მიტოვება შვეიცარიის, სადაც წლები იცხოვრა, მაგრამ თვითონაც ვერ თმობდა თავის საკუთარ სამშობლოს. არ ეთმობოდა ის ხალხი, რომლებიც იქ ელოდნენ საბას და ლიზის ერთად დაბრუნებას. მითუმეტეს, რომ მის სამსახურს ვერ მიატოვებდა. – ვიცი, ჩემო პატარავ, მაგრამ რა ვქნათ? ვერც შენ თმობ, ვერც მე. რაღაც ხომ უნდა მოვიფიქროთ? – მის გვერდზე ჩამოჯდა და ნაზად შემოჰხვია მკლავები. – ერთად ერთი მიზეზი, რატომაც წამოსვლა არ მინდა, მეთიუა. იცი, როგორ მივეჩვიე? დღე და ღამ ერთად ვიყავით. მართლაც ისე ვართ, როგორც ჩვეულებრივი ბიოლოგიური და–ძმა. არ ვიცი, როგორ უნდა გავძლო მის გარეშე, მისი სულელური ხუმრობების გარეშე, რომ ჰგონია რომ მაგრად ხუმრობს, – სიცილით გადატრიალდა გვერდზე მოწოლილი მამაკაცისკენ, მკერდზე ნიკაპი დაადო და ბედიერების სხივ ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა. – კაი ვინმეა, ეგ შენი მეთიუ. – კმაყოფილებისგან აღვსილი მზერით შეხედა შეყვარებულს. – ჰო, კარგი ბიჭია, მაგრამ მასხარაა! – სიცილით გადაწვა ისევ თავის ადგილას და ჭერს ახედა. – იცი რა? წამოვალ საქართველოში, მაგრამ მეთიუსაც წამოვიყვან, თუ დამთანხმდება, იმედია, ასეც მოიქცევა. – არ გაუჭირდება მერე, აქაურობის გარეშე? – არ მგონია. შვეიცარია ეზიზღება, უბრალოდ მშობლების დაჟინებული თხოვნით და აქ მყოფი ნათესავების გამო დაგაწყვიტა, პრინციპში გადააწყვეტინეს, შვეიცარიაში დაბრუნება. ერთი–ორი წელი შეგუებას მოანდომა, როგორღაც გადააგორა ეს წლები. რამდენიმე თვეში დაურეკეს მისმა მშობლებმა და უთხრეს რომ თუ მას არ გადაუფიქრებია და ექნებოდა სურვილი თავის სამშობლოში დაბრუნების, შეეძლო წასვლა და აქაურობის მიტოვება. სიხარულით დათანხმდა მეთიუ ამ ახალ და შესანიშნავ ამბავს, მაგრამ მერე მე გამოვჩნდი მის ცხოვრებაში და ავურ–დავურიე ყველაფერი. – აჰა, ანუ შანსი გვაქვს რომ ჩვენთან ერთად წავიყვანოთ. – დავითანხმებთ? – აუცილებლად! – ეშმაკურად აუციმციმდა თვალები საბას. ოდნავ ჩაჩოჩდა ქვემოთ, წამში მოექცა ზემოდან გოგონას. თვალებში სასწაული ვნებით აღვსილი ცეცხლები აუგიზგიზდა. რას არ მისცემდა ახლა, სახლში მარტო რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ არამც და არამც. მხოლოდ ნაზი კოცნით შემოიფარგლა და ფეხზე წამოაყენა გაბრუებული გოგონა. – შენგან უფრო მეტ ვნებას ვითხოვ! – თვალი ჩაუკრა საბამ ლიზის და ოთახიდან ჯერ ის გაატარა, შემდეგ კი თვითონ მიჰყვა უკან. – ჩემი ჯელტმენი! – კისკისით აუჩეჩა მამაკაცს თმები და სწრაფად გაეცალა არე–მარეს, თორემ აქ ამბავი დატრიალდებოდა... მტრისას! უკმაყოფილო ბუზღუნით გადაისვა აჩეჩილ თმაზე ხელი, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა. – ოხ, ლიზი! ერთხელაც იქნება და ვერ გადამირჩები იცოდე! – წამოიყვირა გაბრაზებულმა და გოგონას ოთახში შებრუნდა სავარცხელის ასაღებად. იცოდა, თუ როგორ სძულდა საბას თმაზე რომ ეხებოდა ვიღაც, მაგრამ რა ქნას, უყვარს, როცა მის ფაფუკ, და ხშირ თმაში დაასრიალებს მის თითებს. ჰოდა, ამ სიამოვნებას არასდროს იკლებს. მისაღებში ისხდნენ ცოლ–ქმარი და რაღაცაზე მხიარულად ხითხითებდნენ. გაკვირვებული, ახალ გაღვიძებული სესილი, ხან ერთს შეხედავდა, ხან – მეორეს, მაგრამ მაინც ვერაფრით გაეგო რა ხდებოდა. გაკვირვებული ახამხამებდა დიდრონ, ლამაზ თვალებს და თვითონაც საყვარლად კისკისებდა. ოთახში საბას გამწარებით გამხიარულებული შევიდა და როცა მოკისკისე სესი დაინახა, ვეღარ გაუძლო იმ ცდუნებას, რომელიც აიძულებდა რომ ბავშვს გაგუდვამდე ჩახუტებედა, ეკოცნა მისთვის. ქარბორბალასავით მივარდა მასთან და სავარძლიდანვე აიყვანა ხელში. ერთი–ორჯერ ღიმილით დააბზრიალა და თბილად მიიკრა ზედ. – ჩემო ლამაზო! – ჩუმად უჩურჩულა ბავშვს და მასთან ერთად ჩაჯდა სავარძელში. – სულ გამიგიჟებ შენ ჩემს შვილს! – უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები ლაზარემ და ბავშვისკენ ხელ გაშლილი გადაიხარა, თან ლიზის ანიშნა მომიყვანეო. – აპ! – თითი ცხვირ წინ დაუქნია. – არ გამოვა ეგ ამბავი. მეთიუ უნდა მოვიყავნოთ მე და საბამ, თანაც გავასეირნებ ცოტას. – როგორც გინდა. როდის მოხვალთ? – ღიმილით ჰკითხა თათამ მულს და აჩაჩული მაისური ძლივს გაუსწორა მოხვანცალე შვილს. – მართლა, შენსავით გადარეულია ეს ბავშვი! – მერე, რა სახეები ჩამოგტირით? გიხაროდეთ! – ამაყად მოიღერა ყელი ლიზიმ. – კარგი, მოვრჩეთ მასხარაობას. ასე ჩაცმული რომ წავიყავნო? – ინტერესით დაეკითხა თათას და რამდენიმეჯერ შეათვალიერა ბავშვის ჩაცმულობა. – მოვრჩე'თ? – ირონიულად ჰკითხა ლაზარემ, თავი აქეთ–იქით გააქნია და ნტ, ნტ–ს ძახილით დატოვა ოთახი. – იყოს ის, რაც აცვია. არ მოგწონს? – მომწონს, მომწონს! კარგი, აბა, დაემშვიდობე დედიკოს და წავიდეთ. °11° – გთხოვ, რა მეთიუ! წამოდი, ჩვენთან ერთად. – უკვე მეორეჯერ სთხოვა ლიზიმ მეგობარს და ტანჯული სახით გადახედა მოცინარ შეყვარებულს. – თქვენი საქმის, თქვენ უკეთ იცითო. – თქვა მხრების ჩეჩვით და სესილისთან უდარდელად თამაში განაგრძო. – ოო, კარგით რა! – გაბრაზებულმა დაახეთქა ტელეფონი შუშის მაგიდაზე, მაგრამ მეორე წამსვე დახედა შეშინებული სახით, ხომ არაფერი დაემართაო. – ხომ იცი რომ ვერ წამოვალ? – დაღლილი ხმით ჰკითხა ლიზის მეთიუმ. – ძლივს შევეჩვიე აქაურობას, ახლა კიდევ მაიძულებ საქართველოში წამოვიდე. არ გამოვა ეგ ამბავი. – ცუდი ბიჭი ხარ! რამდენიმე დღეში დაბადების დღე მაქვს და მომიწევს შენ გარეშე გავატარო ეს დღე! – რას ვიზამთ... – მხრები მოწყენილი გამომეტყველებით აიჩეჩა და ბოდიშით აღსავსე თვალები მიანათა. – კარგი არაუშავს. მიყვარხარ, იცოდე! – მეც მიყვარხარ, მეც. °11° საბას დაჟინებული თხოვნით, პირდაპირ მამაკაცთან გადავიდა საცხოვრებლად გოგონა. არავინ არ გაუკვირვებია ამ ფაქტს, რადგან ყველამ იცოდა მათი სიყვარულის შესახებ და მოელოდნენ რომ ერთ დღეს, ასეც მოხდებოდა. იყო, პატარ–პატარა გართულებები, აბობოქრებული ჭორიკანა მეზობლების მხრიდან, მაგრამ რომელი მათგანია იმის ჩიტი, ისეთი ადამიანების აზრი გაითვალისწინონ, რომლებსაც მათთვის ცუდის მეტი არაფერი უნდათ. °11° – გილოცავ, გილოცავ, გილოცავ, ჩემო სილამაზევ! – ოთახში ყვირილით შევარდა თათა და მძინარე იუბილარს დაახტა ზედ. – მმმმ – ამოიკვნესა და ნატკენი ხელის მტევანი, ერთი–ორჯერ გაამოძრავა. – გმადლობ, ველურო! არა, მერე იტყვით შენ და შენი ქმარი, ლიზის დაემსგავსა სესილი სიხვანცალეშიო! – ეგრე არის და..! – სიცილით აკოცა ლოყაზე და გემრიელად ჩაეხუტა. – ჰმ! ბედმიერმა შემოაჭდო მკლავები თათას მხრებზე. – სად არის, საბა? – გაკვირვებულმა ჰკითხა. – გამთენიისას ვიგრძენი რომ სადღაც წავიდა, თუმცა არ მიკითხავს სად მიდიოდა. – მხრები უდარდელად აიჩეჩა. °11° – აბა, მზად ხარ მთავარი საჩუქრისთვის? – ჰკითხა ღიმილით საბამ ლიზის და უკნიდან ჩაეხუტა. – მზად ვარ. – მაშ, კარები გააღე! – ღიმილით უთხრა და ხელი საჯდომზე ოდნავ მიკრა. – არა?! მეთიუ! – ბოლო ხმაზე დაიკივლა ლიზიმ და ბარგით დახუნძლულ მამაკაცს დაუფიქრებლად შეახტა ზედ. °11° – როგორ ფიქრობ, ბედნიერება როგორია? – შენნაირი. – და, მე როგორი ვარ? – ჩემნაირი. დასასრული. ავტორი: ღამურა. ^^^ ბევრი პრობლემა მქონდა/მაქვს, მომიტევეთ დაგვიანება... მიყვარხართ და გელოდებით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.