შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერადი დღიურები (VI თავი)


15-11-2015, 20:37
ავტორი tanana
ნანახია 2 173

ისევ ჩვეულებრივი დილა გათენდა, მხოლოდ ორი განსხვავევით, მის სახლში ახლა პატარა ჰასკის ლეკვს დაედო ბინა, რომელსაც ბარბარას რჩევით ან უფრო მოთხოვნით დაარქვეს ბოლტი, რომელიც ასევე ყოველ დილას 7 საათზე ყეფითა და წკმუტუნით აღვიძებს პატრონს და მეორე განსხვავება კი ის არის, რომ დღეს დემეტრესთვის ყველაზე საშინელი და უხალისო დღე გათენდა, 18 ნოემბერი, მისი დაბადების დღე! ამ დღეს ჩვეულებრივ არაფერს აკეთებს, მხოლოდ ზის და ისევ თავის ფიქრებშია გაფანტული, თუმცა დღეს დარწმუნებულია, რომ ბარბარა „ხახამშრალს“ არ დატოვებს...
ბოლტს საჭმელი დაუყარა, საუზმის შემდეგ გასასეირნებლად გაიყვანა, სეირნობდა და ისევ ფიქრებში იყო გაფანტული, თუმცა იმ განსხვავებით, რომ იგი ფიქრობდა ბარბარას ეშმაკობაზე, რომელსაც ამ დღეს ჩაიდენს. ბარბარა ხომ ისე არ „ გამოაძვრენს“ ამ დღეს და რაღაცა სასაცილოს და სახალისოს მოიფიქრებს. დაბრუნდა სახლში, ბოლტი თავის ნებაზე მიუშვა, თვითონ კი სახურავისკენ გასწია, დაღამებამდე იქ იჯდა და ისევ ფიქრობდა, სევდას მოეცვა მისი გონება, ბარბარას დაავიწყდა მისი დაბადების დღე, ეწყინა, ვის არ ეწყინებოდა, საყვარელი ადამიანის უყურადღებობა, ბარბარას ახლა იმდენად ჰქონდა „გადგმული“ ფესვები ბიჭში, რომ ასეთ ქცევაზე ძლიერ დამწუხრდა, თუმცა რა უკვირს მთელი ცხოვრება ასეთი მარტოსული იყო, არავინ არ მოდიოდა მასთან, არც მოსანახულებლად, ანდა უბრალოდ მოსაკითხად, ახლაც ასე მოხდა, მისი დაბადების დღე არავის გახსენებია.
უკვე 10 საათი იყო, როცა დააპირა წასვლა, დაღონებული ძლივს-ძლივობით მიდიოდა, ჩაირბინა რამოდენიმე საფეხური და სახლის კარი გააღო, სიჩუმე იყო არც ბოლტის ხმა ისმოდა, რამოდენიმეჯერ დაუძახა, მაგრამ ხმა არსაიდან გამოდიოდა, გაუკვირდა , მისაღებში შევიდა, შუქი აანთო და...
ჰმმ, ალბათ მიხვდით რაც მოხდა, ბარბარამ რა თქმა უნდა მოასწრო სიურპრიზის მოწყობა და ალბათ საუკეთესო დღე იყო ბიჭის ცხოვრებაში, გარშემო სულ ფერად-ფერადი ბუშტები იყო, ლენტებით იყო მორთული სახლი, გარშემო უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი უყურებდა ბედნიერი ღიმილით, უცებ ყველა ერთად დაიძრა დემეტრესკენ პირველი ბარბარა მივიდა მთელი ძალით ჩაეხუტა და ჩუმად ჩასჩურჩულა „გილოცავ“, თუმცა ამ ჩაჩურჩულებას ხმამაღალი ძახილი მოჰყვა, გილოცავთო ყველამ დაიძახა და საჩუქრები გადასცეს გაოგნებულ, გახარებულ, ბიჭს რომელსაც სიხარულისგან ცრემლები მოსდგომოდა თვალებზე და სიყვარულით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა მის პატარა ანგელოზს, რომელიც ტკბილად შესციცინებდა და ბიჭის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა.კიდევ ერთხელ მიხვდა რომ უყვარდა, მთელი გულითა და სულით, მთელი არსებით გაედგა ფესვი ბარბარა გასვიანს მასში, მაგრამ იყო ერთი პრობლემა, ეშინოდა დემეტრეს არ დაეკარგა მისი პატარა ანგელოზი, იქნებ არ იყო ეს სიყვარული იღბლიანი, იქნებ არ უწერია ბარბარასთან ერთად ყოფნა, მეგობრობას და მასთან ახლოს ყოფნას უნდა დასჯერდეს ჯერ-ჯერობით მაინც.
ყველა ადამიანი გაიცნო დემეტრემ, რა თქმა უნდა ისინი ბარბარას მეგობრები თუ ნათესავები იყვნენ, ძალიან კარგი, თბილი და მხიარული ადამიანები იყვნენ, რა თქმა უნდა დაბადების დღე სადღეგრძელოებისა და მთვრალი ადამიანების სიმღერის გარეშე არ ჩაივლიდა, ყველა მთვრალი იყო, ზოგს სად ეძინა, ზოგი სად „ეგდო“ არავინ იცოდა, დემეტრემ მიაცილა სტუმრები მანქანამდე და შემდეგ სახლში შებრუნდა, ბარბარა დემეტრესთან დარჩენას აპირებდა, ამიტომ ქალბატონი არ მიუცილებია სახლამდე, იმის მიუხედავად რომ საერთოდ არ მოსწონდა ეს აზრი მაინც, მთვრალ „დედოფალს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ბარბარა აივანზე იდგა თვალები დახუჭული ჰქონდა და ნესტიან, ცივ ჰაერს ისუნთქავდა
-მადლობა ამ საღამოსთვის-ჩურჩულით უთხრა ბიჭმა, თან დააკვირდა გოგონას რომელიც ბიჭის მოულოდნელმა მოსვლამ შეაშინა
-ამმ არაფერს-თავჩახრილმა უპასუხა
-საუკეთესო ხარ ბარბარა-ჩაეხუტა დემეტრე და თან ცას ახედა, როგორი ლამაზი იყო ამ წამს ცა, ვარსკვლავებით მოჭედილი, ნებისმიერს მოულბობდა გულს ან თუნდაც გააქვავებდა რამოდენიმე წუთით.ბარბარამ დემეტრესთან ჩახუტებულმა დაიძინა, მთვრალმა დაიჟინა, თუ არ ჩამეხუტები არ დავიძინებო, ბიჭსაც სხვა გზა არ ჰქონდა, შემოაჭდო მისი გრძელი და თბილი მკლავები და ბარბარას სუნთქვის დათვლა დაიწყო, ბარბარას უცებ დაეძინა, ბიჭმა კი ვერ მოხუჭა თვალები ,მხოლოდ დილას ჩაეძინა და ალბათ ამ დღეს ყველაზე ტკბილად ეძინა მის ცხოვრებაში, დილას ხელების შეხებამ გააღვიძა, არ შეიმჩნია, აინტერესებდა ბარბარას მოქმედება, გოგონა ხელით ეფერებოდა ბიჭის სახეს და თან ბუტბუტებდა:
-ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ, იმ დღიდან მიყვარხარ პირველად რომ დაგინახე სახურავზე, ისევ შენს ფიქრებში იყავი გართული და გარშემო ვერაფერს ხედავდი ,შენმა სევდიანმა, ღრმა მზერამ შემაყვარა თავი, შენმა უცნაურობებმა, შენი პორტრეტიც კი დავხატე და არც კი ვიცი რატომ, მაგრამ მის გარეშე ძილი არ შემიძლია, როცა შენს პორტრეტს ვხედავ, მშვიდად ვიძინებ ასე მგონია ჩემთან ხარ და მიყურებ, მიყვარხარ დემეტრე ავალიანო, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ-გოგონამ ამოიოხრა როდესაც დაასრულა წინადადება და ოთახიდან გავიდა, დემეტრემ უცებ გაახილა თვალები და უცნაურად გაეღიმა, ეგოისტურად მოეწონა ბარბარას აღსარება, მთავარი კი ის არის რომ კიდევ უფრო შეუყვარდა მისი პატარა ანგელოზი, იპოვა ცხოვრების თანამგზავრი, ახლა იმედით იცხოვრებს, იმედით და ბარბარას სიყვარულით...



ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონათ winked რა თქმა უნდა ახალი თავით და ახალი ემოციებით დაგიბრუნდებით ხვალ, ყველანი მიყვარხართ ვინც კითულობს და ვინც არ კითხულობს ისიც wink love




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent