შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმე ...სექსი და უცნაური ურთიერთობები (5)


16-11-2015, 18:27
ავტორი lisebeth
ნანახია 4 556

ვერონიკამ სწრაფად მოაბრუნა თავი უკან. დენივით დაჰკრა ტვინში მისმა გამოხედვამ. ჩვეულებისამებრ თვითკმაყოფილი და გაზულუქებული გამომეტყველება ჰქონდა.
-სულელი_ჩაიბურდღუნა თავისთვის და ბარმენს ანიშნა კიდევ დამისხიო. რამდენიმე წუთს გაურყევლად იჯდა. ყურადღებას არ აქცევდა ,მაგრამ ცოტა ხანში ფეხის ხმამ მოაფხიზლა. ღრმად ამოისუნთქა და მოემზადა იმისთვის ,რომ მასთან საუბარი მოუწევდა. არც შემცდარა.
-ქალბატონო ვერონიკა _ ნარნარა ხმით წარმოთქვა კაცმა და ვისკის ჭიქა ბარზე დადგა.
-სალამი_უღიმღამოდ თქვა ქალმა.
-სასმელზე დაგპატიჟებთ
-უკვე ვსვამ
-რატომ მეუხეშებით?
-თავხედობა გყოფნის და მეკითხები კიდევ?
-ერთი მოპარული კოცნისთვის რა ამბავი ატეხე. გეგონება ქვეყანა დაიქცა.
-შენ მომპარე მე რამე? შენნაირები მე ვერაფერს მომპარავენ.
-იცით? განსაკუთრებით ვაღმერთებ ჭირვეულ ქალებს. აი ისეთებს თავისი თავი სამყაროს ცენტრი ,რომ ჰგონიათ.
-საიდან მოგივიდა თავში აზრად ,რომ ჩემი თავი სამყაროს ცენტრად წარმომიდგენია?
-არ სჭირდება ამას ბევრი მკითხაობა. ლამაზი ხარ, ჭკვიანი და წარმატებული. არც არის გასაკვირი ასე ფიქრობდე.
-ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. რატომ შეიძლება მაბეზრებდეს თავს შენნაირი აუტანელი არსება?
-და თუ ეს არსება ძალიანაც მოგწონს?
-არ შემიძლია შენი ატანა
-სიმართლეს ,რომ გეუბნები არ მოგწონს? როდესაც გაკოცე დიდად არ გაგიგიჟებია თავი. მხოლოდ მერე ,როდესაც რატომღაც იფიქრე შენს სიამაყეს შევეხე. საიდანღაც აზრად მოგივიდა თითქოს შენი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გავთელე და ა.შ. სინამდვილეში კი მხოლოდ მე მოგეცი ის რაც არავის მოუცია აქამდე.
-თავი ვინ გგონია?
-არავინ ...
-გგონია უფლებას მოგცემ დამცინო? გგონია როდესაც მოგინდება მაშინ მოხვალ ჩემს ცხოვრებაში? შენნაირებს კარგად ვიცნობ ჩვეულებრივი მექალთანეები ხართ. თვალების ჟუჟუნით ხიბლავთ ქალებს ... თუ გამოგივიდათ საწოლშიც მიათრევთ და ...
-ესეიგი საწოლის თემაც წამოიჭრა? -არც იოცნებო მაგაზე.
-სიმართლე გითხრა მას მერე ვოცნებობ რაც გაგიცანი
-ჰოდა შთააგონე შენს თავს ,რომ სულ ტყუილად.
-ხომ მაქვს უფლება იმედი მქონდეს?
-მეზიზღება შენნაირი ავატიურისტები
-თქვენ რა იცით ჩემს შესახებ? ასე უმიზეზოდ რატომ შემიძულეთ?
-კიდევ უფრო დიდი უტიფრობაა შენი მხრიდან იმის თქმა ,რომ მიზეზი არ მაქვს.
-კარგი რა ... რამდენ კაცსაც ქალისთვის ძალით უკოცნია ყველა ,რომ მომკვდარიყო ...მაინც აღიარე ,რომ მოგეწონა _ თვალი ჩაუკრა შოთიმ და ბარმენს ანიშნა კიდევ დაგვისხიო
VVV
სალომე და ეკა მარტონი ისხდნენ მაგიდასთან და სიტყვის უთქმელად ვახშმობდნენ. სალომე ჭამასთან ერთად ჟურნალსაც კითხულობდა.
-სადაა ამდენ ხანს ვერონიკა?_ აბუზღუნდა ეკა _რაღაც ვერაა ეგ ამ ბოლო დროს. ვამბობ ზურასთან აქვს პრობლემები-თქო მაგრამ არავინ მისმენს.
-შენ შენს პრობლემებს მიხედე. რა ქენი შეხვდი ლაშას?
-არა. გადავიფიქრე...
-და მე თვითონ მოვედი ..._მისაღებში ვიღაც შემოვიდა
-ლაშა აქ რას აკეთებ?
-სალაპარაკოდ მოვედი და არ წავალ სანამ არ ვიტყვი ჩემს სათქმელს.
-სხვათაშორის ,რომ მდომოდა მე თვიტონ მოვიდოდი და დაგელაპარაკებოდი. არ მაქვს შენთან არანაირი საქმე. უბრალოდ წადი...
-მგონი სჯობს მე წავიდე _წამოდგა სალომე და ბოდიშის მოხდით წავიდა.
-დაჯექი და რამე მიირთვი... _შესთავაზა ეკამ და ისიც ჩამოჯდა
-რატომ არ გინდა დავილაპარაკოთ ჩვენს ურთიერთობაზე? ჩვენ ხომ ერთად კარგად ვიყავით? ყველაფერი კარგად იყო სანამ თავი არ გაიგიჟე იმის გამო ,რომ ერთხელ თამაში შემოგთავაზე.
-ერთხელ თამაშს მოჰყვება ყველაფერი. შესაძლოა უპასუხისმგებლო და ზარმაცი ვარ ,მაგრამ სულელი არა ფული კაზინოში ვფლანგო. ეგ ფული არც მე და არც ჩემს მეგობრებს ხეზე არ მოგვიკრეფია
-და ამის გამო ყველაფერი უნდა დავასრულოთ?
-ასე გამოვიდა ... -და რატო გამოვიდა? აღიარე ,რომ მოგბეზრდი და ეს ყველაფერი საბაბად გამოიყენე. რა მოხდა სხვა გაიცანი და აღარ გინდივარ?
-სხვა გავიცანი ,მაგრამ შენთან არაფერ შუაშია. მის გაცნობამდე მივხვდი ,რომ არ მჭირდებოდი ...
-გეყოფა რა ... ახირებაა შენი და მეტი არაფერი.
-ფეხებზე რას იფიქრებ. წადი და სხვა გასართობი მონახე ...მჯერა არ გაგიჭირდება. არც გაქვს სურვილი ,რომ მელაპარაკო და ამაში მე არ ვარ დამნაშავე.
-არც დამნაშავის ძიებას ვაპირებ ... უბრალოდ ყველაფერი დასრულდა.
-მე არ ვთამაშობ ...
-ჰო დავიჯერე როგორ არა
-ყოველ შემთხვევაში ისე არა ,რომ სახიფათო ვიყო ... სახიფათოს რას ეძახი?
-ბევრს არ ვაგებ ...
–იმიტომ ,რომ ბევრი არც გაქვს.
-კარგადაც მაქვს
-არ გაქვს იმიტომ ,რომ მამაშენმა ლიმიტი დაგიწესა. ალბათ გაიგო რა საქმიანობასაც ეწეოდი. მე კიდევ სჯობს გაგერიდო რადგან კარგად ვიცი ჩემი თავის ამბავი. მაგნიტივით ვიზიდავ ყველაფერ უარყოფითს. ასე ,რომ კარგად იყავი ...
-არ გაპატიებ ჩემს მასხრად აგდებას იცოდე_ მიაყვირა ბიჭმა ,მაგრამ ეკა უკვე ზემოთ იყო ასული.
VVV
ვერონიკამ უკანასკნელი ჭიქა გამოცალა და გარეთ გამოვიდა. მანქანა მოშპორებით ეყენა და ფეხით დაუყვა გზას. არც ჰქონია ილუზია ,რომ შოთი არ აედევნებოდა. პალტო ბოლომდე აიბნია და მოიბუზა. უფრო მეტად ციოდა გარეთ ვიდრე მოსვლის დროს. შოთი წამოეწია და ისევ გაუბა საუბარი.
-ესეიგი სახლში მიდიხარ? თუ საქმროსთან?
-შენ რა გაწუხებს?
-მერჩივნა ჩემთან წამოსულიყავი
-იდიოტი ხარ. ხომ გითხარი მაგაზე არც იოცნებო-თქო? _რაღაც საშინლად წამოუბერა და წვიმამაც დასცხო. ვერონიკამ სწრაფად გააღო მანქანის კარი და შიგნით შეხტა. შოთი კარზე მიეყუდა და რაღაცეებს ელაყბებოდა. ვერონიკას უკვ ნერვები ეშლებოდა ცოცხალი თავით ,რომ არ სცილდებოდა ეს აბეზარი ვინმე.
-მანქანაში რატომ არ ჯდები?_ მიაყვირა ქალმა. _ფანჯარა უნდა ამოვწიო თორემ მეც სულ დავსველდი.
-ტაქსით ვარ ...
-რაა? მანქანა არ გყავს?
-კი ,მაგრამ დღეს დალევას ვაპირებდი და როგორც პატიოსალმა მოქალაქემ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიმგზავრე.
-ანუ რა გამოდის უნდა შეგაქო?
-ხედავ? არც ისე ცუდი ბიჭი ვარ.
-არ მითქვამს თავსი აგივარდეს-თქვა.
-კარგი ჰო გამოვიძახებ ტაქსს და წავალ ჩემს გზაზე. ამ ღამით მარტო დავიძინებ და ახალ გეგმებს დავსახავ შენს მოსახიბლად. ხედავ? არ ვნებდები ...
-დაჯექი მანქანაში თორემ გაცივდები, მოკვდები და ცოდვა დამედება კისერზე.
-ანუ რა გამოდის_ დაიწყო ბიჭმა როგორც კი მანქანაში ჩაჯდა
-მოკეტე და არ გაბედო რაღაც სასწაულების წარმოდგენ. შენ არ არსებობ და ამ მანქანაში იმიტომ ჩაგსვი ,რომ მეტისმეტად კეთილი ვარ.
-კარგი _ ხელები ასწია კაცმა და ადგილზე გაიყუჩა. ორივე ჩუმად იჯდა. ვერონიკას უკვე ნერვები ეშლებოდა . ისე გამოდიოდა ,რომ მის ტაქსს ელოდნენ შოთის კი ჯერ არც კი გამოუძახია.
-აბა გამოიძახებ ტაქსს თუ კიდევ დიდხანს მომიწევს აქ დგომა? ისედაც ბევრი დავლიე და მალე უარესად მომეკიდება . არც ისე პატიოსანი მოქალაქე ვარ შენ ,რომ გგონია._ წამოიბურტყუნა ქალმა და თავის უაზრო ბრუალიც იგრძნო .
-სიმართლე გითხრა სრულებითაც არ მინდა ტაქსის გამოძახება. თავს აქაც კარგად ვგრძნომ _ გაბედა და მისკენ შეტრიალდა
-რას მეუბნები. არც მე მინდა აქ დამდგარმა გავათენო. უბრალოდ ტაქსს გამოუძახე და შენს გარყვნილ სურვილებს როგორმე შენსავე სახლში გაუმკლავდი.
-მე სხვა გეგმა მაქვს. მოდი უბრალოდ მოეშვი შენს ქედმაღლობას და გააკეთე ის რისი სურვილიც გაქს
-ვაკეთებ იმას რაც მინდა ,მაგრამ შენ ჩემი მანქანიდან არ გადადიხარ.
-ასე ,რომ მოვიქცე შენს სურვილებს ვერ განახორციელებ. ვიცი გინდა ისევ განმეორდეს ის რაც ერთხელ უკვე მოხდა ჩვენს შორის. უბრალოდ შენი სიამაყე არ გაძლევს უფლებას აღიარო.
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული ამაში?
-იმიტომ ,რომ მომწონხარ და მიზიდავ. შენგანაც იგივეს ვგრძნობ. ყოველთვის ვხვდები როდესაც ქალს რაღაც უნდა ჩემგან.
-არაფერი მინდა შენგან იმის გარდა ,რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრე.
-ეგ შენს გონებას უნდა. გულს არა... სურვილი გაქვს რაღაც ახალი გამოსცადო. ახალი სურვილები გაქს, ახალი ვნებები. მოგბეზრდა ძველი და უფერული ცხოვრება ,მაგრამ არ აღიარებ...არასდროს აღიარებ იმას , რომ გინდივარ. გინდა დავნაძლევდეთ?
-რაზე უნდა დავნაძლევდეთ? შენ ხომა რ გააფრინე?
-არა არ გამიფრენია. იმას ვამბობ რასაც შენ გრძნობ და რისი აღიარებაც გეშინია. დაგიმტკიცო?
-არა ..._ უკან დაიხია ქალმა და იგრძნო გული როგორ აუფართხალდა ,მაგრამ შოტიმ ისევ ისე ძლიერად ჩაავლო წელზე ხელი და თავისკენ მიიზიდა. ამჯერად ძველებურად ველურივით აღარ მოქცევია. მისგან თავი შორს დაიჭირა ,მაგრამ დიდხანს ვერ მოახერხა ასე გაჩერება. მამაკაცის ძალამ მაინც სძლია და წამშივე აღმოჩნდა მის სახესთან ახლოს. _ გამიშვი _ ძლივს ამოიკნავლა ქალმა , მაგრამ მის ტონში ბრძანება აღარ შეიმჩნეოდა. ეს მისი სიამაყის უკანასკნელი გამოძახილი იყო და სურვილს სულაც აღარ წარმოადგენდა. იგრძნო როგორ შეეხო მათი ტუჩები ერთმანეთს და იმ წამსვე დაკარგა თავი. დაავიწყდა ყველა და ყველაფერი. მოეჩვენა ,რომ მისმა გულმა ძგერა შეწყვიტა. უფრო და უფრო ახლოს იზიდავდა მამაკაცი და არც თავად უწევდა წინააღმდეგობას. ბოლოს ის გააკეთა , რაც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. საკუთარ სურვილებს სძლია და თავიდან მოიშორა.
-ჩადი ახლავე ჩემი მანქანიდან _დაუღრიალა მთელი ხმით
-რა დაგემართა?
-უბრალოდ ჩადი
-მითხარი თორემ არ ჩავალ.
-ამას არ გავაკეთებ. მე სხვა ადამიანი მყავს. მოღალატე არ ვარ. მე ასეთი არ ვარ . ჩადი ძირს ... _ ისევ დაუყვირა ვერონიკამ
შოთიმ კარი გააღო და ძირს ჩახტა. სრულიად გაოცებული იყო ქალის მრისხანებით. ვერონიკამ მანქანა დაქოქა და მალევე გაუჩინარდა იქედან. ცრემლებს და ტკივილს თავს ვეღარ უყრიდა. მხოლოდ ინსტინქტურად მიდიოდა სახლისკენ. თან ისე სწრაფად გარბოდა თავადაც კი უკვირდა. რამდენჯერმე სწრაფი მანევრირებაც კი მოუხდა ,რომ ავარიას აცდენოდა. მანქანა ეზოში შეაყენა და სირბილით შევიდა სახლში. მისაღებში შუქები ჩაექროთ. ალბათ უკვე სძინავთო გაიფიქრა და პირდაპირ თავისი ოთახისკენ წავიდა. სალომეს კართან ,ღომ ჩაიქროლა გოგონამ მისი ფეხის ხმა გაიგო და წამოდგა. მიუხედავად იმისა ,რომ ძალიან ეცადა კარი მაინც მოაჯახუნა ზურგს უკან. ჩანთა დივანზე მოისროლა და ფეხსაცმელები გვერდზე მიყარა. სიბრაზეს ვეღარ იმორჩილებდა. სალომე უჩუმრად შემოვიდა ოთახში და მეგობარს მიესალმა.
-ვეკო რა მოხდა?
-საშინელება, კოშმარი ...
-მითხარი რა მოხდა გოგო სულ გააფრინე? ვეღარ გცნობ ამ ბოლო დროს. ბოლოს და ბოლოს დამელაპარაკეთ შენ და ეკამ. მე ხომ ყოველთვის ვითავსებდი თქვენი საიდუმლოებების შემნახველი ყუთის ფუნქციას?
-მაგას ნუ ამბობ. შენ ყუთი კი არა ჩვენი საუკეთესო მეგობარი ხარ და ძალიან გვიყვარხარ.
-მომიყევი.
-ძუკნა ვარ... ნამდვილი კახპა ...
-რაა? რამ გადაგრია გოგო ?
-მართლა გეუბნები. რომ იცოდე რა ხდება ჩემს გულში ...
-საიდან მეცოდინება თუ არაფერს მომიყვები?
-სხვა კაცი შემიყვარდა. მიზიდავს, მაგიჟებს და ჭკუიდან გადავყავარ. მეორე მხარეს კი ზურაა. ორი წელია ერთად ვართ. ეს როგორ გავუკეთო?
-რაა? ვინ ...როდის ? როგორ შეგიყვარდა?
-ასე უბრალოდ. ვერც მივხვდი როგორ შემიყვარდა. უბრალოდ ასე მოხდა ... ახლა რა უნდა ვქნა? ახლა როგორ მოვიქცე? წარმოგიდგენია რას იფიქრებს ჩემზე ზურა? რას იფიქრებს საზოგადოება? ყველა ისე შემომხედავს ,როგორც ძუკნას ... როგორ გავაგებინო ხალხს ,რომ გრძნობები არ ემორჩილება ჩემს სურვილებს? იქნებ არც მინდა ,რომ მიყვარდეს თუმცა ...
-ვინაა? ვისზე გაქვს ლაპარაკი ?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-როგორ არ აქვს?
- ფოტოგრაფი ... ახალი ფოტოგრაფი . შეტერი ვარ ხო ? _ განერვიულებულმა გააპარა თვალები მეგობრისკენ და დივანზე დაეხეთქა.
-ესეიგი ის ფოტოგრაფი შეგიყვარდა მე რომ ვაპირებდი შემება? _ კარი შემოაღო ეკამ და დოინჯშემორტყმულმა მიაჩერდა საუკეთესო დაქალს.


_______
მადლობა ყველას ,რომ კითხულობთ
მიყვარხართ <3



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ნაჩქარევად დაწერილს ჰგავდა.
ძალიან მომწონს, ინტრიგაც არის და ინტრიგაც, მაგრამ ეს თავი თითქოს ისე დაწერე, ჩქარა და არც კი გადაიკითხე მერე.
რაღაც აკლდა რა :დ
ისე ძალიან საინტერესო იყო და მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ love am
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ვერონიკა რა ცუღლუტია.სალომესაც უშველე რამე.

 


№3 სტუმარი qeti

დადე რა ახალიიიიიიი თავი

 


№4  offline წევრი lisebeth

qeti
დადე რა ახალიიიიიიი თავი

არ კითხულობს არავინდ ა არ ვდებ

 


№5 სტუმარი Milena

Rodis dadebt gelodebit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent