შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი... ექსკალიბური (9)


16-11-2015, 20:21
ავტორი ერკე
ნანახია 1 888

-მხოლოდ შავია, როგორც სიბნელე, რა უნდა ვუქნათ ამას? ჩემი ხმალიც კი წამართვა. - ბოროტების ხმაური რომ გადაეფარა, ყვიროდა მეფე. მანგუსი საშინლად გამოიყურებოდა. მუხლებზე იდგა და თითქოს ლოცულობდა, ხელები მაღლა აღეპყრო. ლარბუსი მწარედ მოთქვამდა, ყველაფერი დასრულდაო იძახდა, ძალიან გავაბრაზეთ შავი მაგია და ახლა თავის ძლიერებას ამჟღავნებს და ჩვენი დახოცვა უნდაო, მაგრამ მანგუსმა გააჩუმა. ხელები მოხვია და თავები მხრებზე დაადებინა. ცოტა დაწყნარდა გოგონა, მაგრამ მაინც ცრემლებს ღაპაღუპით ღვრიდა.
-აბა მე რავიცი. რომელი ჯადოქარი მე მნახე. - შეიცხადა მანგუსმა ისე, რომ ლარბუსის დამშვიდება არ შეუწყვეტია.
-ჯადოქარი... ერკე მიდასი. - წამოიყვირა, თითქოს დიდი ხნის დავიწყებული და გონებაში დაკარგული სიტყვა იპოვა და სიხარულისგან მთელი ხმით იყვირაო ისეთი გამომეტყველება მიეღო.
-რა ერკე მიდასი? ის არ დაგვეხმარება.
-გოგონი, სწორედ ეგ დაგვეხმარა აქედან თავის დაღწევაში.. - უხეშად გამოუვიდა მეფეს ნათქვამი და მანგუსმა მაშინვე შეუბღვირა.
-ჩემს გოგოს როგორ ელაპარაკები? - მუშტი მოუღერა.
-კარგი რაა. - ხვეწნასავით თქვა. - ახლა ერთად უნდა ვიყოთ. ამის დრო არ არის. სად არის პეპელა? - აქეთ-იქით დაიწყო თან ტრიალი, მაგრამ თეთრი პეპელა არ ჩანდა. არ უნდოდა ეფიქრა მეფეს, რომ მიატოვა, რომ მხოლოდ თავის დაღწევაში დაეხმარა, მაგრამ ბოროტების დამარცხებაში არ დაეხმარებოდა.
-ის გაქრა. - გაოცებულმა შეხედეს თავებმა მეფეს.
-რამე გამოსავალი უნდა იყოს. ასე ვერ გადავრჩებით. იფიქრეთ, ორი თავი გაბიათ. - გაუწყრა მანგუსს, ქალთან ხმა ვეღარ აიმაღლა. მანგუსმა კიდევ ერთხელ დაუბღვირა, მაგრამ მალევე გადაუარა ბრაზმა. მიხვდა ერთად უნდა ემოქმედათ და უგვარდის სიტყვები გაახსენდათ. „ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთესიო“.
-მე ვიცი. - წამოიყვირა მანგუსის მარცხენა თავმა. ყველამ მას შეხედა, მარჯვენა თავმაც კი. - შავ-ბნელ მასას მხოლოდ ის გააჩერებს ცოტა ხნით, თუ ერთ-ერთი თავს გაწირავს.
-რა? - ასეთ რამეს არ ელოდა უგვარდი. - მერედა ვინ იზამს მაგას.
-შენ მნიშვნელოვანი მისია გაქვს შესასრულებელი. - დაიწყო მარჯვენა თავმა და ცრემლი ჩაუდგა თვალში. - ერკე მიდასი უნდა ნახო, თან ვიცი ის დაგეხმარება ბოროტების დამარცხებაშიც. ჩემი ლარბუსი ყველაზე მეტად მიყვარს და მას ვერ ჩავაყენებ საფრთხეში. ეს მე ვიქნები, უფრო სწორედ, ჩვენ! - მკაცრი იყო მისი ტონი, მაგრამ ცრემლმორეულმა გოგონას თავებმაც ერთად წამოიყვირეს.
-არა! შენ მე მჭირდები.
-გპირდები, ყოველთვის შენთან ვიქნები. - წელზე შემოხვია ხელები და მჭიდროდ მიიკრა. გოგონაც დანებდა და კისერზე ჩამოეკიდა. ერთმანეთს მხურვალედ აკოცეს, მეფეს კი შერცხვა მათ მაგივრად და თავი გვერდზე გაატრიალა.
-სხვა გზაც უნდა არსებობდეს მანგუს. - უგვარდის ხმაზე კოცნა შეწყვიტეს.
-მაგალითად რა? - ჰკითხა მანგუსმა. შავი მასა ნელ-ნელა მათკენ იწევდა, მას ფეხებიც ჰქონდა, ტანიც და ხელებიც, ადამიანის აგებულება ჩვეულებრივად, მაგრამ მხოლოდ აბსტრაქტული სიშავე, მსრუტავი სიბნელე.
-სრული სიშავე... სიბინძურე და ყველა ცოდვა აქ არის ხომ თავმოყრილი? - რიტორიკული კითხვა დაუსვა საკუთარ თავს და პასუხსაც არ დალოდებია ისე განაგრძო. - ყველანაირი სიშმაგე, საშინელება, რაც კი ბოროტებას ჩაუდენია. ვფიქრობ ის სიკეთით უნდა დავამარცხოთ! - მის ნათქვამს წყალი არ გაუვიდოდა და ამ სიტყვებზე უფრო მეტად შეინძრა შავი მასა, იღრიალა და გამოქვაბულს კიდევ ჩამოტყდა ჭერიდან რამდენიმე დიდი ქვა. ერთი პირდაპირ მათ წინ დაეცა, ლამის მეფე მოიყოლა, მაგრამ უკან გახტა და გადარჩა. მეორე კი მატერიაში ჩაინთქა.
-როგორ?
-არ ვიცი... არაფერი არ უნდა მოვიმოქმედოთ, ან სიკეთეზე ვიფიქროთ, სიკეთის ჩადენაზე და ისე გავანათოთ. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. - თავი ჩაღუნა მეფემ.
-ექსკალიბური? - იკითხა ლარბუსმა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად უყურებდა მის წინ ურჩხულის მოახლოვებას და თან კაცების საუბარს ისმენდა.
-ეგ რა არის? - მეფეს სახელი ეუცნაურა.
-ექსკალიბური? - მრავლისმეტყველად შეხედა მანგუსმა თავის შეყვარებულს. - ექსკალიბურს აქ რა უნდა. - თავი გადააქნია და წინ გაქცევა დააპირა.
-გამაგებინებთ რა არის ექსკალიბური? - მეფემ მოთმინება დაკარგა და მთელ ხმაზე დაიღრიალა.
-ხმალია რა. ლეგენდა, თუმცა ხმალი ნამდვილად არსებობს. მასზე ძლევამოსილი ხმალი ჯერ არ არსებობს, რომელსაც ნებისმიერი დემონის დამარცხება შეუძლია. ის ხმალი, რომ გჭეროდა ვერ შეისრუტავდა და ამ სიბნელესაც კი მოუღებდი ბოლოს. - მარტივად აუხსნა და ლეგენდის მოყოლა არც უცდია. - ლეგენდის მოყოლა კი მერე იყოს, როცა აქედან გავაღწევთ. დრო არ ითმენს. და ეგ ხმალიც დაივიწყეთ. უეცრად არ გაჩნდება, არსაიდან.
-ექსკალიბური.... ლამაზი სიტყვაა. ხმალიც ლამაზი იქნება. - ჩაფიქრებულმა თქვა მეფემ. მას კვლავ ამოუტივტივდა ძველი მოგონებები. უკვე მერამდენედ გადაეყარა ამ სახიფათო გზაზე სიკვდილს, რამდენჯერ ფიქრობდა, რომ მოკვდებოდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც ხდებოდა, რაღაც რაც მას სიცოცხლეს უნარჩუნებდა. ახლაც ელოდა სასწაულს, რომელიც არა და არ ხდებოდა. მისი სასწაული ლეა იყო, რომელიც აღარ ჰყავდა. მისი სამეფო სიკვდილის და დამხობის პირას იყო, თვითონ კი სამეფოსგან შორს, თავად ბოროტების ხელით მოკვდებოდა, ისე რომ ვერავინ გაიგებდა მის არსებობას, ან ცნობას ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მკვდრად გამოაცხადებდნენ და შემდეგ დედოფლად აირას აირჩევდნენ, ასევე უღიმარს, რომელიც სულ დაამხობდა თავის აშენებულ აწმყოს. თავის საყვარელ პრინცესასაც კი არ დაანგრევინებდა, რაც მან ააშენა და ამ ფიქრებში გართული საშინლად გაბრაზდა, შემდეგ უეცრად ლეაზე გადაიტანა ფიქრები.
უკიდეგანო სიყვარულის მორევში გადაშვება... ეს იყო ახლა მისთვის ყველაზე საჭირო, რაც ისევ გაუხსნიდა კარს ლეასთან მისასვლელად, რომელიც დასჭირდებოდა. ძალიან უნდოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ პატიობდა, ეს მისთვის კრახი იყო. საშინელი და ძალიან ტრაგიკული, მისთვის სიცოცხლესაც გაწირავდა, მაგრამ ლეასთვის ის არავინ იყო. მხოლოდ ცარიელი ადგილი იმ საზარელი და „გამაბედნიერებელი“ ელექთ ამოვსებული. ყალბი ბედნიერება არ სჭირდებოდა, ამას ახლა ხვდებოდა და ძალიან განიცდიდა. ნორმილისთვის უნდა დაეჯერებინა და მხოლოდ სიყვარულით მოეყვანა ცოლი, მაგრამ რას წარმოიდგენდა ასე თუ დასრულდებოდა ყველაფერი, თუმცა ფაქტია რომ დასრულდა. დასრულდა და ქვესკენლში ჩაიტანა ამ გრძნობამ მისი ტკივილი. დასრულდა და სიცოცხლესაც გამოეთხოვა იმ წუთში, როცა კი მკერდზე მიბჯენილ ლეას უყურებდა და მის წინ კვდებოდა. სიკვდილის წინ რაღაცის თქმა სურდა, ხედავდა იტანჯებოდა, მაგრამ ვერაფერს აკეთბდა. მხოლოდ ყვიროდა ექიმი, დროზე ექიმიო, მაგრამ მას ვერავინ უშველიდა და ბოლო იმედიც მაშინ გადაეწურა, როცა უმალ მოვარდნილმა მკურნალმაც თვალები მილულა და თავი დანაშაულის გრძნობით ჩახარა. „მიყვარხარ“ - უთხრა მან მაშინ, მაგრმა ლეამ თავი გადააქნია, ხმა ვერ ამოიღო, ანდა როგორ ამოიღებდა გულში იყო დაჭრილი. შიგნით, ღრმა ჭრილობა ჰქონდა და არც კი იცოდა მეფემ.
ფიქრებიდან დიდმა და ნათელმა სხივმა გამოარკვია. კიდევ რაღაც ამოუცნობი სინათლე, გაცისკროვანებული გამოქვაბული, რომელიც ნელ-ნელა ახშობდა ბოროტი არსების ღრიალს და მის სიბნელეს ანადგურებდა. თავაწეულმა გვერდით გაშტერებულ სახეებს გადაავლო თვალი. მხოლოდ გამოხედვით ჰკითხა რა ხდებაო, მათ კი ხელი მისკენ გაიშვირეს. მანაც დაინახა.
დაინახა, რომ სინათლე, რომელიც სიბნელის წყვდიადს ანათებდა და მის უკიდეგანო ბოროტებას ერთი ხელის მოსმით შთანქავდა, მისიდან გამოიწოვებოდა. უბრალო ტანსაცმელში გამოწყობილი მეფე ბრწყინავდა და სინათლე მისი გულიდან მოდიოდა. უკვირდა, ესეც ახალი მტკიცებულება თუ რამდენად სტკიოდა ლეა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო, ვერც ვერაფერს გრძნობდა გასხივოსნებისას. ან ნეტავ რა უნდა ეგრძნო? სიყვარული? ტკივილი? იმედგაცრუება თუ მორიგი შური ან ბოღმა, რომელიც მანამდე მოკლავდა, სანამ ამას გააცნობიერებდა. სწორად ვეღარაფერს აღიქვამდა, ის მაშინ მოკვდა, მისი სული მაშინ განუდგა ტკივილის გზას, როცა მისი სიცოცხლე დაიღუპა, როცა იგრძნო ტკივილი და სევდა, როცა სული მას გაატანა.
ისევ ფიქრობდა თავის სიტყვებზე, ისევ ფიქრობდა იმ სიყვარულზე, რომელიც თან სდევდა და სულ ტკივილს აყენებდა.
აღარაფერი ესმოდა, ვეღარაფერს ხედავდა წინ აკაშკაშებული სინათლის გარდა და ბუნდოვნად თუ გაიგონებდა ღრიალს, რომელიც უკნიდან მოდიოდა.
-გავიქცეთ... გეყოფა, დროზე... - უყვიროდა მანგუსი, მაგრამ უგვარდი გაშეშებული იდგა და ისევ ლეაზე ფიქრობდა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის. რამდენად უყვარდა, როგორ არ აკლებდა არაფერს, არც საჩუქრებს, არც გართობებს და როგორც უთხრა, თვითონაც იბრძოდა მისთვის და სიცოცხლეში ერთადერთხელ უყვარდა, ლეა იყო მისთვის სიცოცხლე, ის კი კლავდა, მისი ატირებული თვალები კლავდა, არ შეეძლო, მაგრამ ერთ დღეს, სრულიად შეცვლილი ლეა რომ დახვდა ფიქრობდა ძალიან გამიმართლაო, ფიქრობდა ალბათ შევუყვარდი და იმიტომაც მეკიდება ყელზე საკუთარ სასახლეშივეო... მაგრამ რა იცოდა... მაგრამ რატომ ვერ მიხვდა. სტკიოდა... საშინლად სტკიოდა გული.
მეფე გამოფხიზლდა, უეცრად წინ გაიხედა. გზა თავისუფალი აღმოჩნდა და გასასვლელისკენ გაიქცა.
***
-ეს როგორ გააკეთე? - უკვე ხშირ და მწვანე ტყეში შესულიყვნენ და ბილიკს მიუყვებოდნენ, როცა მანგუსმა დუმილი დაარღვია.
-თვითონაც არ ვიცი... და არც მინდა ამაზე ლაპარაკი. დაივიწყე. - მანგუსმა თავები დაუქნია. არ მოსწონდა ასეთი უგვარდი, ვერც გაეგო რა ხდებოდა, ან როგორ გაანათა მისმა მკერდმა. ვერაფერი გაეგო, თუმცა ფაქტი იყო, რომ მისმა სინათლემ გადაარჩინა ისინი, რისიც მადლიერი იყო. თანახმა იყო გაჩუმებულიყო და აღარაფერი ეკითხა, მან დაიმსახურა პატივისცემა და იმხელა სიყვარულით იყო მის მიმართ სავსე, რომ თვითონაც უკვირდა. ჯერ სიცოცხლე შეუნარჩუნა, შემდეგ კი მისი შეყვარებული და თვითონაც სიკვდილისგან, ბოროტებისგან იხსნა და სიცოცხლით იყო დავალებული. მისთვის ყველაფერს გააკეთბდა, რაც არ უნდა ეთქვა. - შენ ჯობია, იმ ხმალზე მომიყვე. რაც ახსენე მას მერე ვერ ამოვიგდე თავიდან. რა ერქვა?
-ექსკალიბური.
-ხო...ეგ. მეტი მინდა ვიცოდე მასზე.
მანგუსმა თავი დაუქნია. - პირობა პირობაა. ამბობენ, რომ ყველაზე ძლიერი, უძლეველი ხმალია, რაც საერთოდ არსებულა. ის ჩვეულებრივი მჭედლების გამოჭედილი არ გეგონოს, ის გამოიჭედა დრაკონის ცეცხლით, მისი ჯადოქრობით, დრაკონის ამონასუნთქით. ლეგენდა კი მოგვითხრობს მეფე არტურზე, რომელიც ებრძვის მაგიას, ჯადოქრობას, რადგან ერთ დღეს, სამეფო კამელოტში ის აკრძალული იქნება. არტურის მამა, მეფე უტერ პენდრაგონი გადაწყვეტს, რომ მას მხოლოდ ბოროტება მოაქვს და დაიწყებს ჯადოქრების დევნას. ერკე მიდასის დევნასაც, მაგრამ მას ვერაფერს დააკლებს და ის სწორედ მეფის გვერდით იქნება, როცა მას დასჭირდება. მას მომავალში მერლინის სახელით გაიცნობენ. - ამაყად დაასრულა თავის სათქმელი მანგუსმა.
-ამის მართლა გჯერა? - დაეჭვებით ჰკითხა უგვარდმა და ორთავას გადახედა, რომელსაც თავისი გოგო ჩახუტებული ჰყავდა და აღარ უშვებდა, ისე მიუყვებოდნენ გზას.
-რატომაც არა? შენ თუ დაიჯერე ერკე მიდასის არსებობა და ახლაც შენი თვალით ნახე რისი გამკეთებელი ხარ თვითონ, ან ესეც მიდასის დახმარებით და კიდევ შეუძლებლად მიგაჩნია, რომ ეს ლეგენდაც ტყუილია და არ ასრულდება?
-აბა, რავიცი. ძალიან უცნაური კია, მაინც. ლეგენდები ხომ ბავშვების გასართობად მოგონილი ზღაპრებია, როგორც მე ვიცი. მამაჩემიც ბევრს მიყვებოდა, უმეტესი მათგანი აღარც კი მახსოვს და ვფიქრობ, რომ ეგ ლეგენდაც ისეთივე ზღაპარია, თან ერკე მიდასმა რატომ უნდა შეიცვალოს სახელი, რაში სჭირდება?
-სიამოვნებით მოგცემდი ჩემი სიცოცხლის ნახევარს მაინც, იქამდე გაცოცხლა სანამ ეს არ მოხდებოდა და საკუთარი თვალით გენახა, მაგრამ არ შემიძლია. - სარკასტულად გაიღიმა მარჯვენა თავმა, მარცხენამ კი იგრძნო მისი ირონია და თავში ხელი ჩააფეთა. - ეს მხოლოდ ღვთის ნებაა, ერკე მიდასიც კი მას უნდა დაემორჩილოს და ის თავის საქმეს გააკეთებს. მას კეთილი გული აქვს, უკვე მერამდენედ გადაგვარჩინა და ძალიან ვწუხვარ, რომ ბრალს ვდებდი ჩვენი მოდგმის ამოწყვეტაში, ვწუხვარ, რომ დავუჯერე შავ ჯადოქარს. ამისთვის თავს დამნაშავედ ვგრძნობ და მრცხვენია.
-დაიმახსოვრე. - დაიწყო მარცხენა თავმა. – ექსკალიბური უკვე არსებობს, მაგრამ მისი მიგნება არავის არ შეუძლია. ლეგენდა ამბობს, რომ ქვაში მაგიის ძალით ჩამაგრებულ ხმალს, ამოაძრობს მხოლოდ ის, ვინც იმსახურებს იყოს მეფე, ვინც ნამდვილად მეფედ არის დაბადებული. მას ვერავინ იპოვის კიდეც, გარდა მეფე არტურისა, რადგან ის არის მეფე ყოვლისშემძლე, მაგიის დამპყრობელი და კუნძული ალბიონის გამაერთიანებელი, რომელიც აქედან არც ისე შორს არის... მისი სიძლიერე ექსკალიბურიდან კი არ მოდის, არამედ თვითონ იმ მეფისგან, ვინც მას ხელს მოჰკიდებს და ამოიღებს. ხმალი თვითონ დამორჩილდება მეფეს, იგრძნობს მის შინაგან თვითრწმენას და სიკეთის ძალას და ამოჰყვება, ხელში შეუთამაშდება. - გაჩერდა და უგვარდის გაბრწყინებულ სახეს შეხედა. თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა და აღარ უსმენდა, მაგრამ გადაწყვიტა არაფერი ეთქვა და თხრობა გაეგრძელებინა. - წინასწარმეტყველებაში კიდევ ის არის ნათქვამი, რომ დაქორწინდება საყვარელ ქალზე, გვინევრაზე, მაგრამ ბოროტება მათ არ მისცემთ ბედნიერად ყოფნის საშუალებას. აი, სწორედ აქ გამოჩნდება ასპარეზზე უდიდესი ჯადოქარი, სიყვარულის ჯადოქარი ერკე მიდასი, იგივე მერლინი მომავალში და მეფის დასაცავად იბრძოლებს. ბოლომდე სიმართლე არავინ იცის, ეს არც არტურს ეცოდინება თავად, რადგან მომავალი მაინც ბუნდოვანია და ბევრ განშტოებებად შეიძლება განივრცოს და გაიშალოს. თუმცა ექსკალიბური, ეს ხმალი არსებობს და ის ყველა ბოროტ მაგიაზე ძლიერია.
-თავად იმ ურჩხულზეც? - დაინტერესდა მეფე და იმ მხარეს გაიშვირა ხელი, საითაც გამოქვაბული იყო, რამდენიმე ხნის წინ სიკვდილს ძლივს რომ გადაურჩნენ.
-კი. თავად ბოროტებაზეც.
-ნამდვილად. - დაუდასტურა მარჯვენა თავმაც და გოგონასკენ წაიღო თავი საკოცნელად. მეფე დაფიქრდა, მან იგრძნო, ახლა უფრო ნათლად იგრძნო რამხელა შეცდომა დაუშვა უსიყვარულოდ ლეას მოყვანით, ფიქრობდა სამეფო გაძლიერდებოდა, ფიქრობდა რომ ასე იყო საჭირო და მეფეს ის უნდა გაეკეთებინა, რაც ხალხისთვის იქნებოდა კარგი, მაგრამ იმაზე არ დაფიქრებულა, როგორი იქნებოდა მისი სამეფო, უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახით. „სიყვარული უდიდესი ძალაა ამ სამყაროში“ - გონება გაუნათა ნორმილის, თავისი მსახურის სიტყვებმა, რომელსაც არ ენდო, არ დაუჯერა და მაინც თავისი გადაწყვეტილება მიიყვანა ბოლომდე.
გზასაყართან მივიდნენ. აქ ბილიკი ორად იყოფოდა. ერთი ტყიდან გადიოდა, მეორე კი უღრან ტყეში სულ უფრო შედიოდა, იქ სადაც ტექტოკონუსების ადგილია.
-აბა... მეგობარო, - გაუკვირდა მეფეს ასეთი მიმართვა მანგუსისგან, ყოფილი მტრისგან, რომელიც ლამის მოკლა და ახლაღა გაახსენდა... გაახსენდა მათი პირველი შეხვედრა, მარცხენა თავის სიკვდილის შიშით განმსჭვალული, ხოლო მარჯვენას შეუვალობით გამოწვეული თვალები და უდავო სხვაობა მათ შორის, მაგრამ ახლა ერთნაირად უყურებდნენ, ორივეს თითქოს გაეერთიანებინა გონება და ისწავლეს ერთმანეთის პატივისცემა. გაუხარდა მეფეს, ღიმილი მოჰგვარა ამან და თავი დაუკრა. - თუ გსურს, გამოგყვებით...
-არ არის საჭირო. - გააწყვეტინა მან. - თქვენ ახლა ბედნიერების გზაზე უნდა წახვიდეთ. სწორედ იქ იპოვით მას. - ტყისკენ, მარცხენა ბილიკისკენ გაიშვირა ხელი. - მე კი ჩემს ბედნიერებას ამ მხარეს მივაგნებ. - ახლა მარჯვნივ გაიხედა. - თქვენ კი წარმატებები, ახლიდან გამრავლებაში ... - თვალი ჩაუკრა მეფემ მანგუსს და მანაც გადაიხარხარა. როგორც შეძლეს უზარმაზარმა არსებამ და პატარა ჭიაჭველის მსგავსმა ადამიანმა, ისე გადაეხვივნენ ერთმანეთს და წარმატებები უსურვეს. მანგუსს თვალზე ცრემლიც კი მოადგა მისი სიტყვების მოსმენისას, ცდილობდა დამალვას, მაგრამ მისმა გულმა ვერ დამალა და ცრემლი ჩამოვარდნისთანავე დიდად გაიშალა და მიწაზეც დატოვა უზარმაზარი კვალი ტალახის სახით.
-დროებით მეგობარო. - დაუქნია ხელი უგვარდმა. - ყველას მოვუყვები თქვენზე, ადამიანები არ უნდა იყვნენ ისეთი სასტიკები და აღარ უნდა მოხდეს ჩვენ შორის დაპირისპირება.
-მპირდები? - უკვე თავის გზაზე წასულები შემოტრიალდნენ და მის მზერაში მონატრების მარცვალი დაიჭირეს.
-გპირდები.
-იმედი გვაქვს კიდევ გნახავთ. - ჩაიფხუკუნა მარჯვენა თავმა. - ცოცხალს! - ბოლოს მკაცრი ტონით თქვა და გახედეს მეფეს.
-აუცილებლად. - თავი დაუქნია და გამობრუნდა. ეს მისთვის ყველაზე მძიმე განშორების წუთები იყო, რომელსაც არც კი მოელოდა, რომ დადგებოდა. არ ეთმობოდნენ ორთავიანი არსებები გასაშვებად იმდენად შეეჩვია და იმდენი რამ ისწავლა ასევე მათგან, თუმცა მაინც გამოტრიალდა და გულაჩუყებულმა დატოვა იქაურობა.
***
იმდენი იარა, მარტომ, საკუთარ თავთან დარჩენილმა, რომ ვერც კი მიხვდა ფეხების დაღლას. ისევ საწყისს მიადგა. იმ კლდეს, საიდანაც უნდა დაეწყო. აქეთ-იქით მიმოიხედა, უნდოდა დარწმუნებულიყო უსაფრთხოებაში, ირგვლივ არავინ იყო.
საკუთარი ცხენიც კი ვერ იპოვა, რაზეც საშინლად დასწყდა გული, მაგრამ რას იზამდა. ბედნიერების საძებნელად, რომ დაადგა გზას მაშინაც იცოდა რთული იქნებოდა და ძალიან გაუჭირდებოდა. მთელი ძალები უნდა აღედგინა და დასვენება გადაწყვიტა. ჩამოჯდა განმარტოებით მწოლიარე დიდ ქვაზე და ფიქრს მიეცა.
ამ დროს გრუხუნის ხმა გაისმა. შეშინებულმა მიიხედა ისევ უკან, შავი სიბნელის მოლოდინში, მაგრამ როცა მიწა იძრა და კლდეს შეხედა მიხვდა, რომ ხმას ის გამოსცემდა.
დიდი შავი კლდე, თითქმის ცამდე აშვერილი, შუაზე იყოფოდა და შიგნით შესასვლელი იკვეთებოდა ნელ-ნელა. მეფემ კიბეები შენიშნა, რომელიც ზევით ადიოდა.
***
გაშტერებული იდგა უგვარდი და თვალწინ გადაშლილ კლდეს შესცქეროდა. გადაღლილობას დასწამა თავიდან, მაგრამ მაინც წამოდგა და ძლივსძლივობით გაემართა კიბეებისკენ. უნდა დარწმუნებულიყო ეჩვენებოდა თუ არა.
მიუახლოვდა. შიგნით, კლდეში შევიდა და პირველ ბუნებრივად გამოკვეთილ შავი ქვის კიბეზე ფეხი ადგა.
წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მაგრამ დაღლილობა სულ გადაავიწყდა ისე განაგრძო სვლა. მის უკან კლდე დაიხურა, თუმცა არ ჩაბნელებულა რაღაც ანათებდა მაინც იმ მიუვალ და ოთხივე მხრიდან დახურულ სივრცეს.
როცა ბოლო საფეხურზე დადგა ფეხი და ამით კლდის წვერზე აღმოჩნდა მაშინღა გადაეშალა წინ საოცარი ხედი. თითქოს უჩვეულო, მაგრამ კლდის მოსწორებულ ზედაპირზე, ქვაზე, სადაც შეუძლებელი იყო რამეს ესაზრდოვა, მოზრდილი მინდორი აღმოაჩინა. ბალახებში და სხვადასხვა უცნობ, თეთრ, შავ თუ წითელ ყვავილებში იკვალავდა გზას და ზღაპრულ სამყაროში ეგონა თავი.
მიიწევდა წინ და ვერც კი მიხვდა როგორ აღმოჩნდა კლდის პირზე, საიდანაც ყველაფერი წვრილად ჩანდა. მინდორში არაფერი იყო ისეთი, რაც მიანიშნებდა, რომ ერკე მიდასი აქ ცხოვრობდა. ან კიდევ რამდენჯერ ამოუტივტივდა გონებაში შიშის ღრუბელი, მისი მოჩვენებები, თუმცა მის წარმოსახვაში ის ღრუბელივით უნდა ყოფილიყო და მას შორიდანვე დაინახავდა. თან ისე ახლოს იყო ცასთან, ღრუბლებთან, რომ ფიქრობდა ცოტაც და შეეხებოდა, მისწვდებოდა და ხელით მოგლეჯდა ღრუბლებს, მაგრამ ეს ნამდვილად შეუძლებელი იყო.
მისი მოგზაურობა აქ წყდებოდა. არაფერი არ იყო ირგვლივ, მხოლოდ ის დარჩენოდა ცოტა დაესვენა. ფეხებში დაღლილობა იგრძნო, მეტი მოძრაობა აღარ შეეძლო ისეთმა ტკივილმა დაუარა მთელ სხეულში. ცოტაც და ეს ტკივილი გაანადგურებდა. ის იქვე ბალახებზე რბილად დაეცა და გონება დაკარგა.
***
შავი წყვდიადი კვლავ აესვეტა წინ. ვერ გაერკვია ეღვიძა თუ ეძინა, მაგრა სიტყვები, რასაც ის ამბობდა გამოკვეთილი იყო და მისთვის განკუთვნილი.
-გრძნეულო... შენ ჯოჯოხეთში უნდა ლპებოდე!
-განა ეს მე არ ვიყავი სინათლე, რომ გამოვასხივე? - ირონიულად ჰკითხა მეფემ.
-დროებითი განათება. ეს არაფერს ნიშნავს. - ჩაიცინა საზარლად და შავი ხელი მისკენ გაიწვდინა. მეფე უკან გახტა და თავი გადაირჩინა.
-ვერ შემეხები... მე სიყვარულით ვარ სავსე და შენი ბოროტება ვერაფერს დამაკლებს. - წარმოთქვა სიტყვები და თვითონვე გაუკვირდა, რომ ეს თქვა. არასდროს არ მიაჩნდა თავი, რომ სიყვარულით იყო სავსე, მაგრამ უნებურად წამოსცდა, რაღაცამ გაიბრწყინა მის გულში, უცნაურმა გრძნობამ და ვერც მიმხვდარიყო რამ.
სიბნელე აშკარად შეშინდა. მალევე გაიფანტა და სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოს, სადაც ვიღაცის სილუეტი ჩანდა.
-ვინ ხარ? - ჰკითხა მან. - კეთილი ხარ თუ ისევ სატანა, ბოროტება?
-ერკე მიდასი. - ხმამ დაიგუგუნა. - გამარჯობა უგვარდ. გელოდი.
გამოიღვიძა და ირგვლივ ყველაფერი შეცვლილიყო. სიმწვანე კვლავ ბიბინებდა და სასიამოვნოდ გრილი ჰაერი მათ აცეკვებდა, ლამაზი ნარნარით ამოძრავებდნენ თავებს და ამ სანახაობით დატყვევებული მეფე წამოდგა. სიზმარში ჩარჩენილი ერკე მიდასის სახება ჯერ კიდევ უტივტივდებოდა გონებაში და დაცურავდა მის ფიქრებში.
***
საბოლოოდ გამოფხიზლდა. წამოდგა და წამოიწია. თავი ასტკივდა, მაგრამ არ დაუწუწუნია, ისე გადაჰყურებდა გადაშლილ ველს, რომელიც ლამაზად ეფინებოდა და ამშვენებდა ხედს უმაღლესი წერტილიდან. ყველაფერი ხელის გულივით ჩანდა, პატარა, საოცრად მომნუსხველი, რამდენიმე ფერში ნარევ გენიოსი მხატვრის ტილოს ჰგავდა სანახაობა, რასაც თვალს ვერ წყვეტდა.
სიყვარული გაუკრთა გულში. ახლა იწამა იმის, რაც თვალით ან გონებით ნაკლებად დასაჯერებელი იყო, იწამა არარეალურობი. ერკე მიდასი სიზმარშიც კი ეწვია. გელოდიო უთხრა და გაქრა. ისიც გამოფხიზლდა. ნუთუ სიზმრის სახით უნდა დალაპარაკებოდა მხოლოდ?
„არა უგვარდ...“ - მის გონებაში ისევ ხმამ დაიგუგუნა. – „წინ გადადგი ნაბიჯი და ამოდი ჩემთან.“ - მოესმა? თუ მართლა გაიგო მისი ხმა საკუთარ თავში? მგონი გიჟდებოდა, მისთვის ერთი იყო ეწამა არარეალურის, მეორე კი უბრალოდ ჰაერში გადაედგა პირველი ნაბიჯი. ალბათ ცდიდა, თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა და აინტერესებდა თუ გააკეთებდა და გადადგამდა ნაბიჯს. საკუთარ თავში არ იყო იმდენად დარწმუნებული, რომ შეძლებდა. რისკი უყვარდა, მაგრამ ისეთი არა, სადაც უთუოდ დაიღუპებოდა. წარმოიდგინა კიდეც, როგორ ეშვებოდა კლდიდან დაბლა, ტრიალით და საკუთარი თავი ვეღარც იპოვა ბოლომდე ჩაგორებული და მხოლოდ ციცაბო კლდეზე დარჩენილი, სისხლის კვალი წარმოუდგებოდა მის არანორმალურ და სიცივით გაჟღენთილ გონებაში. „გადადგი“ - ისევ უბიძგეს. შემდეგ თითქოს ხელი კრეს ისე გადააბიჯა სივრცეს, უკვე მზად იყო, რომ ფეხს ვერსად ვერ დაადგამდა და მხოლოდ გადავარდებოდა.
თუმცა თითქოს ჰაერი გამყარდაო ისე დადგა ზედ და იგრძნო გზა ოდნავ ციცაბო იყო და ზევით მიიწევდა, ღრუბლებისკენ. იმწამსვე გაჩნდა ის, სადაც ფეხი ჰქონდა დადგმული და სინათლისგან გაბრწყინებული ოთახივით, თანდათან რომ ნათდება და სინათლე ნელ-ნელა ეფინება მთელ ოთახს, ისე მიიწევდა პატარა მაგრამ საოცრად მბრწყინავი და მბჟუტავი ხიდი ცისკენ. ეს უკვე მისთვის ბოლო წვეთი იყო. იწამა!
***
ღრუბლებში ნამდვილად საოცარი ჰაერი იყო. უჰაერობას ვერ დაიჩივლებდა, ჰაერი ზედმეტიც კი იყო და მის ფილტვებს ქარიშხალივით ეხეთქებოდა მძვინვარე ჰაერის ტალღები. უცნაურმა ძალამ შეიპყრო, მთლიანად მოიცვა და ღრუბლებში აიტაცა. თვალები, რომ გაახილა დაინახა უკვე მყარ ზედაპირზე იდგა. ქვის ბილიკზე, გარშემო კი ღრუბლები ეფარებოდა ყველაფერს და არაფერი ჩანდა.
ღრუბლები უეცრად გაიფანტა და მეფემ გაიფიქრა, რომ ყველა გზას ერკე მიდასთან მიყავდა. უფრო ზუსტად კი ერკე მიდასს მიჰყავდა თავისკენ, რადგან თუ სიზმარს დაუჯერებდა ის უკვე ელოდა. წინ ნათება მოჩანდა, რაღაც ბრწყინავდა მზეზე, ძვირფასი ქვა და იმდენად მომაჯადოვებელი იყო მისკენ გაემართა მაშინვე, თავბრუ ჯერ კიდევ ეხვეოდა და თავი საშინლად სტკიოდა, მაგრამ ვერ გაექცეოდა ამას. წინ უნდა წასულიყო.
უცნაური ბურუსის მიუხედავად მაინც ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი და დაჟინებით გარბოდა. ხმლის ბუდისკენ წაიღო ხელი, მაგრამ გაახსენდა, სადაც დაკარგა ყველაფერი, სიმწრით დაღონდა, მაგრამ სირბილი არ შეუწყვეტია. ნელ-ნელა იკვეთებოდა და იზრდებოდა ბრჭყვიალა საგანი. რაღაც ქვას მიამსგავსა თავიდან, უზარმაზარ მრგვალ, მაგრამ აქა-იქ ტალღოვან ქვაში უცნაური და ძალიან ლამაზი ხმალი იყო ბოლომდე ჩაჭედებული. სწორედ ის ბრწყინავდა და მის ყურადღებას იქცევდა. იზიდავდა და ძალაუნებურად მირბოდა მისკენ. ფეხები არ ემორჩილებოდა.
სულ ახლოს გაჩერდა მასთან. დააკვირდა. მიხვდა.
ის ექსკალიბურთან იდგა და მისი ამოღების სურვილმა სძლია. მაშინ გაახსენდა, რომ მაქსიმთან საუბრისას არტური დაირქვა. დარწმუნებული იყო ხმალი მას ეკუთვნოდა.

__________________________
ყველას ძალიან დიდი ბოდიშით დაგვიანებისთვის. რაღაც სირთულეებს გადავაწყდი ამ თავის წერისას, ცოტა გამიჭირდა კიდეც შინაარსიდან გამომდინარე და მინდოდა კარგი გამოსულიყო. ამიტომ არ ვჩქარობდი და ჩქარა ვერ ვწერდი ამ თავს. თუმცა ვერ ვითმენ და გადაუკითხავად ვდებ, რასაც პირველად ვაკეთებ, ამიტომ შეცდომები თუ იქნება იმედი მაქვს მაპატიებთ
ბოდიშით ყველას და დიდი მადლობა ლოდინისთვის, კომენტარებისთვისაც.
სტიმულს მაძლევთ და საოცარ ძალას მმატებთ, თან სურვილს რომ კიდევ დავდო..
ასე, რომ შემდეგი თავი თუ გსურთ, სტიმულისთვის კომენტარები არ დაიშუროთ
ძალიან მიხარიხართ ყველა და მაბედნიერებთ...
თქვენი ერკე მიდასი



№1 სტუმარი black

Zd zd kaeaaa kaeeaaa :D:D:P:Pmamewoonaa:P<3

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

მადლობთ თქვენო ურცხვენესობავ :D :D არ ველოდი შენ კომენტარს :დ ბარო ბარო :D ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი black

Da droze daapertxe axali tavi

 


№4  offline მოდერი ლილიანა

ჩვეულ სიმაღლეზე ხარ,მომეწონა❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline მოდერი nicol

დაკარგული გამოჩნდა wink
სად ხარ? ფეისბუქზეც რომ აღარ ციმციმებ? wink
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

nicol
დაკარგული გამოჩნდა wink
სად ხარ? ფეისბუქზეც რომ აღარ ციმციმებ? wink

ნუ რავიცი ჯერ ვფიქრობდი თავი რითი მომეწამლა, მერე რომელ წყალში გადავვარდნილიყავი ან რომელი სახურავიდან გადმოვმხტარიყავი :D მაგრამ რავიცი. ჯერ ცოცხალი ვარ, უბრალოდ ფეისბუქის ხსენებაც არ მინდა :D
ჩემი დაკარგვა გავათამაშეეეეეეეე wink
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline მოდერი nicol

ErckeMydass25
nicol
დაკარგული გამოჩნდა wink
სად ხარ? ფეისბუქზეც რომ აღარ ციმციმებ? wink

ნუ რავიცი ჯერ ვფიქრობდი თავი რითი მომეწამლა, მერე რომელ წყალში გადავვარდნილიყავი ან რომელი სახურავიდან გადმოვმხტარიყავი :D მაგრამ რავიცი. ჯერ ცოცხალი ვარ, უბრალოდ ფეისბუქის ხსენებაც არ მინდა :D
ჩემი დაკარგვა გავათამაშეეეეეეეე wink

მე მგონი ვხვდები რატომაც no
იმედი მაქვს ეს განწყობა ინფორმაციის არ მიღებითაა გამოწვეული და არა არასასურველი ინფორმაციის მიღებით.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

ლილიანა
ჩვეულ სიმაღლეზე ხარ,მომეწონა❤

დიდი მადლობა love love

nicol
ErckeMydass25
nicol
დაკარგული გამოჩნდა wink
სად ხარ? ფეისბუქზეც რომ აღარ ციმციმებ? wink

ნუ რავიცი ჯერ ვფიქრობდი თავი რითი მომეწამლა, მერე რომელ წყალში გადავვარდნილიყავი ან რომელი სახურავიდან გადმოვმხტარიყავი :D მაგრამ რავიცი. ჯერ ცოცხალი ვარ, უბრალოდ ფეისბუქის ხსენებაც არ მინდა :D
ჩემი დაკარგვა გავათამაშეეეეეეეე wink

მე მგონი ვხვდები რატომაც no
იმედი მაქვს ეს განწყობა ინფორმაციის არ მიღებითაა გამოწვეული და არა არასასურველი ინფორმაციის მიღებით.

თუმცა მის სიტყვებში მაინც ჩანდა ყველაფერი, ასე რომ მე თვითონ აღარ მაქვს სურვილი ჯერ ფეისბუქზე ანთების... გული ვერ გაუძლებს sad
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

Salo me
Rogorc yoveltvis arachveulebrivad kargi xar ;-) momewona rom cnobili legenda mefe merlinze shens nawarmoebshic gamoiyene, amit upro sainteresoc gaxda es tavi da gamorcheulic iyo sxvebisgan, rac me dzalian momewona. Ugvardis personajzec minda ramdenime sityva vtqva. Me ugvards dadebit personajad vtvli. Dzvel droshi chveulebrivi movlena iyo mefis usiyvarulod sheqmnili ojaxi, saxelmwiposketildgeobistvis gagebuli msxverpli. Am shemtxvevashi me vtvli rom lea da ugvardi mxolod msxverplni arian. Erti kitxva maqvs shentan. Minda rogorc avtorma ise damixasiato ramdenime sityvit ugvardi.

Dzalian shevicheri mgoni rolebshi. Magram ra vqna es chemi janria da am zgaprul istorias seriozulad vudgebi da ragac kitxvebi michndeba xolme. Imedia zedmeti ar momivida.

არა რა ზედმეტი love პირიქით. ძალიან მიხარია სერიოზულად, რომ უდგები და ასე ძალიან მოგწონს. ის მეფე არტური იყო, მერლინი ჯადოქარი იყო უბრალოდ, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს... თუმცა დანაშაულიც არის :დ ხოდა ამიტომ ვამბობ.
აქ ლეა უფრო მიმაჩნია მე მსხვერპლად...
უგვარდი ჩემთვის საერთოდ ადამიანობის და კაცობის გამომხატველია, ანუ ის სწორად აღნიშნე, რომ მეფეებს ძველად სიყვარულის გარეშე მოჰყავდათ ცოლი და ამაში ნამდვილად არ უნდა გამოიხატოს მეფის პიროვნება და მისი თვისებები, რომ სიყვარული არ შეუძლია და ასე შემდეგ. ფაქტია მეფე ძალიან კეთილია, შემწყნარებელი, სასტიკიც მაშინ თუ ეს საჭიროა, მაგრამ მკვლელი და ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის. სამართლიანი მეფეა, ყველას ეხმარება ვისაც უჭირს და უსამართლობას ნამდვილად ვერ იტანს, ეს სისხლში აქვს. და როგორც თავის ქვეშევრდომებს ელაპარაკება, სულ არ აგრძნობინებს, რომ მისი ქვეშევრდომია და რამით დაბლა დგას მასზე, პირიქით ყველა მეგობრად მიაჩნია და თავისი სიცოცხლით ენდობა. უგვარდი არის ის სიმბოლო, როგორიც ჩემი აზრით უნდა იყოს კაცი. ამის განცხადებით იმედი მაქვს ძალიან ხმამაღალი არ იქნება ჩემი სიტყვები wink
უგვარდსაც ეშველება, უბრალოდ განსაცდელი გამოცდის გადასალახავად და სიყვარულით შეცვლისთვის მოევლინა ასე მგონია :დდდ
მეც რომ ვარაუდით ვსაუბრობ :დდ მაგრამ ზუსტად ხომ არ გეტყვით, რომ მერე არ დაგიკარგოთ წაკითხვის მუღამი :D მაგრამ წესით აქამდეც უნდა მიმხვდარიყო მკითხველი.
გეთანხმები, უგვარდი არც მე მიმაჩნია ცუდ პერსონაჟად. პირიქით... და დიდი მადლობა, რომ ასე გულით კითხულობ და თითოეულ პერსონაჟს გრძნობ. ძალიან მიხარია, ეს ჩემ წარმატებად მიმაჩნია და შენნაირი მკითხველი რომ ვიპოვე ამაყად მაქვს ახლა აწეული თავი!!!
შემაყვარე თავი უკვე love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent