Chocolate 4თავი
4Chocolate არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა,მაგრამ საშინელი გრძნობა მაღვიძებს,სუნთქვა მეკვრის და უჰაერობა მახრჩობს,მახსენდება ჩაკეტილ სივრცეში,რომ ვარ და სასწრაფოდ ვაღებ აივნის კარს,მომენტალურად მეხსნება ყველაფერი.ვწვები მაგრამ ვერ ვიძინებ,შოკოლადი მინდა,მახსენდება,რომ დღეს არ მიჭამია.სასწრაფოდ ჩავდივარ სამზარეულოში და მაცივარს ვაღებ. -ქალბატონო სარა,აქ მარტო არ ცხოვრობთ და გაითვალისწინეთ-გეგას ხმა ადგილზე მაშეშებს,შეშინებული ვბრუნდები და კარებზე აყუდებულ,მკერდზე ხელებგადაჯვარედინებულ გეგას ვხედავ,ისევ ირონიულად იღიმის. -ბატონოო?-დაბნეულობის დასაფარად თავს ვაქნევ და შოკოლადს ვიღებ. -ბატონო კი არა,წესიერად ჩაიცვი,აქ მარტო არ ცხოვრობ-ხაზგასმით ამბობს და ჩემს პერანგს აშტერდება. -მერე რაა?-არაფერს ვიმჩნევ და შოკოლადს ვკბეჩ. -ნუ თამაშობ-ცინიკურად მეუბნება და შოკოლადს მართმევს-გაგასუქებს. -და შენ რა გადარდებს?-ვბრაზდები და შოკოლადს ვგლეჯ ხელიდან. -მეე? არაფერი -უდარდელად ამბობს და მზერას თავიდან ფეხებამდე მაყოლებს. -რა ბავშვი ხარ-ვეუბნები გაბრაზებული და გასვლას ვაპირებ. -შენნაირი გატუტუცებული,ძალად ფეხებზე ტიპი მაინც არ ვარ-მეუბნება და იცინის.ტვინში სისხლი მასხავს,ვგრძნობ,როგორ მებერება ძარღვები და სახე მიწითლდება. -და შენ როგორი ბრძანდები ერთი ბატონო გეგა?-უკან ვბრუნდები და მის წინ დოინჯით ვდგები. -მიხვდები ნელ-ნელა.-მეუბნება და გადის.ნერვები უარესად მეშლება და მეორე შოკოლადსაც ვხსნი,მერე გულში საშინლად ვაგინებ ''დედიკოს ბიჭს'' და უკვე დამშვიდებული ოთახში ვბრუნდები. დილით მაღვიძარას ხმაზე სასწრაფოდ ვიღვიძებ,შხაპს ვიღებ და ზომაზე მეტ ტანის კრემს ვისმევ.შოკოლადის სუნი მაქვს და ამით კმაყოფილი მხიარულად ჩავრბივარ კიბეებზე. -დილამშვიდობისა სარა-გულღიად მიღიმის სოფია და მეც დადებითად ვიმუხტები. -დილამშვიდობისა.-ვუღიმი და გაშლილ საუზმეს ვაკვირდები.გული მეკუმშება,მახსენდება,რომ დილით საუზმე არასდროს დამხვედრია,თუ მამაჩემის ნაცოდვილარ ტაფამწვარს არ ჩავთვლით და ტანში თბილი ტალღა მივლის. -უნივერსიტეტში მიდიხარ ხომ? -კი,მამა სადაა?-ვეუბნები და მის მომზადებულ ჩაის ვწრუპავ. -ადრე წავიდა,საქმე ჰქონდა. -ააა-ვწელავ და გული მომდის,ჯანდაბა არც ფული მაქვს ტაქსით რომ წავიდე. -ხო მართლა,ეს დაგიტოვა-სოფია ფულს მაწვდის და მიღიმის,მე გაკვირვებული ვარ.არ დავვიწყებივარ,მამიკო ჩემი ტკბილი მამიკო.-ხო და კიდევ ეს გასაღები,სახლისაა.-გაოცებული ვართმევ გასაღებს და წასასვლელად ვემზადები,როცა გეგა შემოდის,თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს და ცხვირს სასაცილო ჭმუხნის,''ჯადოქარი''მახსენდება,ნიკოლ კიდმანის გმირი საყვარლად რომ იჭმუხნის ცხვირს და სიცილს ძლივს ვიკავებ.გეგა გაბრაზებული მიბღვერს,თავს ვუკრავ და გავდივარ,ერთით ერთი ბატონო გეგა! -სარა მოიცადე,გეგა გაგიყვანს.-კართან მესმის სოფიას ხმა და ვჩერდები.მართალია,სულ არ მხიბლავს მასთან ერთად მგზავრობა,მაგრამ როცა მის სიბრაზისგან გაფართოებულ თვალებს ვხედავ,სურვილი მიჩნდება ჩემი გეგმა განვახორციელო და სიცოცხლე გავუმწარო. -კარგი,არაა პრობლემა-გეგას გაოცებას ვამჩნევ და მეღიმება,რაო ვაჟბატონო,გეგონა უარს ვიტყოდი?ვერ მოგართვი.გეგას სიბრაზისგან ნესტოები ებერება და გარეთ გარბის,მეც უკან მივყვები და მანქანაში მის გვერდით ვსკუპდები. -სად მიბრძანდებით ქალბატონო სარა?-კბილებს აღრჭიალებს და მანქანას ქოქავს. -ჭავჭავაძეზე თუ შეიძლება-ვიფერებ მომსახურებას და ფანჯარაში ვიხედები.გეგა სიბრაზისგან წითლდება და მანქანის სიჩქარე ნელ-ნელა იმატებს.მესამე კორპუსთან ვაჩერებინებ და მანქანიდან დაუმშვიდობებლად გადავდივარ.ელენე, ნოე და კიდევ რამდენიმე ჩვენი ჯგუფელი გარეთ მელოდებიან,ყველას გაკვირვებულ სახეებს ვხედავ.მხოლოდ ელენეს არ უკვირს. -რაა?-მხრებს ვიჩეჩავ და წინ ვუსწრებ. -სარიტა ეს სიმპატიური ბიჭი ვინ არის?-მესმის უკნიდან გიგას ხმა და მეცინება. -შენი მორიგი მსხვერპლია?-ახლა ლიკა ჰყვება სიცილში. -არა ლიკუშ,ჩემი ძამიკოა-ვეუბნები ნიშნისმოგებით,ვხედავ როგორ უფართოვდებათ თვალები-ჩემი დედინაცვლის შვილია,რაო ლიკ მოგეწონა?გინდა გაგაცნო?მაგრამ არ გირჩევ დიდი აუტანელი ვინმეა,თან გამოუსწორებელი იდიოტი.-ვამბობ და ნოეს ვუყურებ,გაოცებული შემომცქერის.მე არ ვიმჩნევ,მასთან მივდივარ და ტუჩებზე მსუბუქად ვკოცნი,მერე რატომღაც უკან ვიყურები და მიკვირს, გეგას მანქანა ადგილს სწყდება.''იდიოტი''-ვამბობ და ბავშვებს მივყვები. **** შემდეგი ერთი კვირა ისე გადის გეგას თითქმის ვერ ვხედავ,რადგან სახლში მისვლისთანავე ოთახში ავდივარ,ის კი სახლში შუაღამემდე არ ბრუნდება. ხუთშაბათს ''ღამის ქურუმისგან'' მხოლოდ ერთ მესიჯს ვიღებ: ''chocolate სადარბაზოში გელი ამ საღამოს'',ვკითხულობ და ნერვები მეშლება,რა თავდაჯერებული იდიოტია.ელენესთან ვარ და მასზე ვუყვები,ელენე თვალებგაფართოებული მისმენს. -აუ,საარ მე მეშინია შენს მაგივრად,დამბურძგლა.-ხელს მკლავზე ისმევს ელენე. -კაი რა ვიღაც მეთამაშება,ეტყობა ისე არ ვწყალობ და ჩემი ყურადღების მისაქცევად ცდილობს შთამბეჭდავი რაღაც გააკეთოს. ელენე მაინც მირჩევს ფრთხილად ვიყო,მაგრამ მე არ მაინტერესებს,უბრალოდ ყურსასმენებს ვიკეთებ და სახლში ვბრუნდები. ფეხით მივუყვები შარტავას და ვგრძნობ უკან ვიღაც მომყვება,ქვეცნობიერად ვხვდები,რომ ეს ისაა და უკან ვიხედები,მაგრამ საეჭვოს ვერავის ვხედავ.მერე ტელეფონი მირეკავს,ნიკოლია...ხელები მიკანკალებს,არ მინდა ვუპასუხო,მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის. -გისმენ ნიკოლ-ვპასუხობ და გზას ვაგრძელებ. -სარა,როგორ ხარ?-რატომღაც ფრანგულად მეკითხება,მეც ასევე ფრანგულად ვპასუხობ. -გმადლობ,კარგად შენ? -მეც კარგად,იცი უკვე მენატრები-ხმაში სევდა ეპარება და მე გულზე მხვდება.თურმე ვენატრები,კი როგორ არა დავიჯერე. -რას შვები გახვედი სამსახურში?-არ შემიძლია,რამე ვუთხრა,ამიტომ საუბარს სხვა თემაზე ვაგრძელებ,ვგრძნობ იბნევა,მაგრამ არ იმჩნევს. -კი იმდენი საქმე დამხვდა,ერთ წუთს ვერ ვისვენებ-ნიკოლი გამომცემლობაში მუშაობს რედაქტორია,ერთხელ ვარ ნამყოფი,მაშინ 14ის ვიყავი,ერთი კვირით სტუმრად ვიყავი მასთან და მაშინ წამიყვანა,დღესაც მახსოვს,რა ბედნიერი ვიყავი,როცა თავის თანამშრომლებს ჩემს თავს აცნობდა და ეუბნებოდა,რომ მისი შვილი ვარ.წარსულზე ფიქრი ისე მიტაცებს,საერთოდ ვერ ვიგებ ნიკოლი რას მეუბნება. -სარა,სარა გესმის?-მესმის მისი შეშფოთებული ხმა და მოგონებებისგან ვთავისუფლდები. -კი მესმის. -როგორ შეეწყე სოფიას?-მეკითხება და იცინის-ძალიან მომეწონა, ლამაზი ქალია. -ნიკოლ ის მამაჩემის ცოლია-ვეუბნები გულმოსული-თან შენ უკვე გყავს მარია,არა მგონია,მას მოეწონოს რასაც ამბობ-ვეუბნები თითქმის ყვირილით და ყელში ბურთი მეჩხირება.ის არაფერს ამბობს,მაგრამ ვგრძნობ,რომ გული ვატკინე,ვიცი სხვანაირად არ უთქვამს,მაგრამ რა ვქნა ამ სიბრაზეს ვერ ვუმკლავდები.ვერ ვეჩვევი მის პირად ცხოვრებას. სიჩუმე იმდენხანს გრძელდება,რომ უკვე აუტანელი ხდება,ამიტომ ტელეფონს ვთიშავ და ცრემლებმა,რომ არ დამახრჩოს სასწრაფოდ შევრბივარ სახლში.მინდა ოთახში ავიდე,მაგრამ მისაღებში გეგა მხვდება თავის ძმაკაცებთან ერთად,ლუდს სვავენ და ფეხბურთს უყურებენ,ადგილზე ვშეშდები და დაბინდულ მზერას ვავლებ. -სარაც მოსულაა?არ შემოგვიერთდები ლამაზო?-გეგას ერთ -ერთი ძმაკაცი,ლევანი ფეხზე დგება და ჩემკენ მოდის. -თავი დაანებე-მესმის გეგას მკაცრი ხმა-სარა ადი შენს ოთახში.-ჩემთვის უკვე საკმარისია მისი სიტყვები,რომ ავტირდე,ამიტომ სწრაფად ვტრიალდები და კიბეებზე ავრბივარ. მესმის როგორ ეუბნება ლევანი გეგას, კაი შენ თვითონ არ ამბობდიო.მე ვერ ვხვდები რას გულისხმობს,რადგან უკვე გონებაარეული ვარ და ცრემლები თავისით მომდის.კარს ვკეტავ და საწოლზე ვემხობი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.