ფერადი დღიურები (VII თავი)
35 წლის შემდეგ: -გახსოვს ადრე, რომ მეუბნებოდი პირველად რომ გაგიცანი, იმის მიუხედავად რომ ყველანაირ თემაზე შეგეძლო საუბარი, მაინც რაღაცა გაკლდაო-უთხრა ჭაღარა შეპარულმა, თუმცა მაინც ისეთივე სილამაზის მქონე ქალმა, რომელიც მხოლოდ სხეულით დაბერებულიყო, მის სახეზე უამრავ ნაოჭს დაედო ბუდე, თუმცა ესეც როგორ ალამაზებდა უკვე მოხუცებულ ბარბარას, ქალი ნატიფი თითებით მიეალერსა მოხუცებულ დემეტერეს, რომელსაც უკვე 35 წელია რაც ბარბარას ქმარი ჰქვია, და ეს მისი ცხოვრების დაუვიწყარი 35 წელი იყო, ბედნიერებით, სიყვარულით, სავსე, მოხუცებს უკვე დიდი შვილები ჰყავთ, ისინი თავიანთ ხელებით ზრდიდნენ საყვარელ შვილებს, რომელზედაც მზე და მთვარე ამოსდიოდათ, დემეტრეს და ბარბარს ყოველი წუთი, წამი ახსოვთ წარსულისა, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორ მხიარულობდნენ ახალგაზრდობაში, როგორ დაქორწინდნენ, ისიც კი ახსოვთ როგორი ბედნიერები იყვნენ პატარა ნიცას გამოჩენით მათ ცხოვრებაში, რომელსაც დამიანე მოჰყვა ერთი წლის შემდეგ, უყვარდათ ერთმანეთი და ახლაც უყვართ ლამაზ მოხუცებულ წყვილს, რომლის დანახვაზე გული აგიჩუყდებოდათ და მათ სიყვარულით აღსავსე, თბილი გამოხედვა სამუდამოდ ჩაგებეჭდებოდათ გონებაში, ვერც ვერასდროს დაივიწყებდით... -კი მახსოვს, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ვცდებოდი, შენ ყველაზე იდეალური ქალი ხარ მთელ მსოფლიოში ჩემო ბარბარა- მისი ხელი აიღო, ხელებში მოიქცია და თბილად დაუკოცნა დაკოჟრილი, თბილი თითები- საყვარელ ქალს -არა, არ იტყუებოდი, შენ არასდროს ცდებოდი,ეს სიმართლე იყო, და იცი რა მაკლდა?-გაფართოებული თვალებით ახედა და მანამ არ დაასრულა სათქმელი სანამ თანხმობა არ მიიღო ქმრისგან-შენ მაკლდი! ხო შენ, მთელი შენი უცნაურობებით, ფიქრებით, სერიოზულობითა და ასევე დიდი გულით ჩემო დემეტრე, მე არასდროს დამავიწყდები, შენ გარეშე ყველაფერი უფერული ხდება, თითქოს ფერებს კარგავს და ისეთ უსიამოვნო გრძნობებს იწვევს-გულზე ხელი მიიიდო და სახე შეწუხებულმა მოღრიცა, დემეტრემ ამაზე ხარხარი ატეხა, ისევ ისე უხდებოდა სიცილი მოხუც დემეტრეს, ბარბარა თვალს ვერ აშორებდა მის ქათქათა კბილებს,ახლოს მიიწია და დაკოჟრილი ლოყები დაუკოცნა საყვარელ ცოლს, რომელიც თვალდახუჭული იგრძნობდა მოხუცის თითოეულ მოქმედებას,-საუკეთესო ხარ ჩემო ბარბარა, საუკეთესო!.. დაგიბრუნდით ახალი თავით, ძალიან დიდი ბოდიში გუშინდელი დღის გაცდენისთვის, უბრალოდ პრაქტიკულად ვერ შევძლებდი დადებას, შემდეგი თავი არის ბოლო თავი, ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ ჩემს ისტორიას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.