ჩემი არ გეშინოდეს! 5
დილით თვალები გავახილე და საათს შევხედე. 8-ის ნახევარია. პირველად მოხდა, როდესაც დედამ არ გამაღვიძა. ყავა მომინდა, მაგრამ ხათუნა სახლში არ იყო. მეგობარი ჩამოუვიდა საზღვარგარეთიდან და დღეს მასთან დარჩება. მარტო პირველად ვიქნები ღამით და ცოტა არ იყოს მეშინია. კარადასთან მივედი და ქექვა დავიწყე. თეთრი, მუხლებამდე კაბას ჩავიცვი და გარეთ გავედი. რა ბედნიერება იქნებოდა, ქვეყანაზე ბოროტება, რომ არ არსებობდეს, მაგრამ ერთობ უინეტერესო. ბოროტება გვასწავლის სიკეთის დანახვას, თუ როგორ უჭირთ სხვას. ადამიანებს, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი დახმარებაც საჭიროებთ. ამ ფიქრებში გართული სამსახურს მივადექი და შიგნით შესულს, ნათია დამადგა თავს. მიყვებოდა, თუ როგორ დაინახა ჩვენი უფროსი საყვარელთან ერთად და მან კი ყურადღება სულაც არ მიაქცია თანამშრომელს. კლიენტი დავინახე და თავიდან მოვიშორე დიდტუჩება ნათია. ეს ქალიც ისეთივე მომაბეზრებელი აღმოჩნდა, როგორც ნათია. ერთი და იგივეს ვუმეორებდი, თუ სად ჯობდა ტურის გაკეთება, მთაში თუ ზღვაზე. ჩემი სამუშაო საათები დასრულდა და გარეთ გამოვედი. ავტობუსში ავედი და თან მობილურში ერთ-ერთი მაღაზიიდან მოსული შეტყობინება წავიკითხე. შემატყობინა, რომ ტანსაცმელზე დიდი აქცია აქვთ. სკამზე დავჯექი და ჩემს ყურთასმენას სასიამოვნოდ ბოხი ხმა მისწვდა, მაგრამ არა... ეს სასიამოვნო ის ადამიანია, რომელიც ჩემში შიშს იწვევს. -გამარჯობა, ლამაზო!-ღიმილით მითხრა მან. -აქ რა გინდა?- ისე ვუთხარი, თითქოს და ტრანსპორტი ჩემი საკუთრება ყოფილიყო. -ისე ამდენი ხანია ვიცნობთ და ერთმანეთის სახელი არც კი ვიცით. თან შენ ხომ გულზე ძლიერ გეხატები.-ჩემ კითხვას ყურადღებას არ აქცევს და ისე მეუბნება. -უცნობებს არ ველაპარაკები!-მკვახედ ვპასუხობ მე! -გეგა, სასიამოვნოა!-ღიმილით მპასუხობს ის. არა, რაც კარგი აქვს ნამდვილად ვერ დავუკარგავ. საოცარი ღიმილი პირდაპირ მაბრმავებს. _ნენე! ახლა კი თავი დამანებე!-იდიოტი, საუბარი მოუნდა ჩემთან! -კარგი რა, არ შეიძლება უბრალოდ ავტობუსში მოწყენილობით, რომ არ მოვკვდეთ და ერთმანეთს ვესაუბროთ?! -არ... -რაღაცის თქმა მსურდა, მაგრამ კონტროლიორი დაგვადგა თავზე. -ყმაწვილებო, ბილეთები! ავდექი და გეგაც მომყვა. მე ორი ბილეთი ავიღე და ერთი გეგას გავუწოდე. -მადლობა, ლამაზო! უხეშობასთან ერთად ზრდილობიანიც ყოფილხარ! -ჩუმად იყავი!-მკაცრად ვუპასუხე მე და ამასობაში ავტობუსიც გაჩერდა. დაბლა ჩამოვედით და ხმის ამოუღებლად გავაგრძელეთ გზა. გეგამ ლოფტი გამოიძახა და შიგნით შევედით. მან მეშვიდე სართულის ღილაკს დააჭირა თითი. უზრდელი! არ იცის, რომ მეორე ადამიანი სადაც მიბრძანდება, პირველი იმ სართულზე უნდა ავიდეს?! ჩანთაში ჩემი ბინის გასაღები მოვძებნე, მაგრამ არსად ჩანდა. ალბათ სადმე ამომივარდა. ჩანთიდან ნივთები ამოვიღე და გეგას მივაწოდე. ის ჩემ მიკი მაუსიან წიგნაგს დაჰყურებდა და ინტერესით ათვალიერებდა მულტფილმის შეყვარებულ გმირებს, მაგრამ გასაღები არსად არ არის. მახსენდება რომ მე ბანდიტის გვერდით ვარ და უკან დავიხიე. მან ჩემი ცვლილება შეამჩნია და მომიახლოვდა. ნიკაპქვეშ თითი ამომდო და მითხრა: –ჩემი არ გეშინოდეს, ნენე!–ეს არც ირონიით ნათქვამი იყო და არც დამცინავი იერი წაჰკრავდა. ეს იყო საოცრად თბილი და დამაჯერებელი სიტყვები. ჩემ თავს აღარ ვგავდი, თითქოს გულში პეპლებმა დაიწყეს ფრენა და ვარდისფერი სათვალე გამიკეთეს. თვალები მზესავით მიბრწყინავდა. გეგაც აღარ მეჩვენებოდა ისეთ ურჩხულად. მეგონა კონკია ვიყავი, რომელსაც ფერია ესტუმრა და ჯადოსნური ჯოხით ოცნებები აუხდინა. ამ დაბნეულობაში მყოფს გეგამ ხელი მომკიდა და თავის ბინის კარებთან დამაყენა. გამოვერკვიე და წამში დავიბრუნე ჩემი ოსტატობა, ანუ უკარებობა. –აქ რა მინდა? რატომ მომიყვანე?–მივუგე აფოფრილმა. –შენ ხომ სახლის გასაღები დაკარგე, თან მგონი მშიშარაც ხარ...–ის ჩემ წერტილს შეეხო. ყოველთვის ცუდ მდგომარეობაში ვვარდებოდი როცა გაიგებდნენ, რომ რაღაცის მეშინოდა. –მე? შენი რატომ უნდა მეშინოდეს... რა სისულელეა! მან კარები გააღო და ''სასახლეში'' შემიყვანა. ირგვლივ სიგარეტის ცარიელი კოლოფები და გაფანტული ბანქო ეყარა, ალკოჰოლის სუნი კი ნათლად იგრძნობოდა. ............................................................ მაპატიეთ, რომ ამდენი ხანი ვერ დავდე. იმედია არ დაგავიწყდით და შემიფასებთ ამ ნაწილს. სიყვარულით teddy! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.