შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი 6)


18-11-2015, 16:31
ავტორი ROLIKA
ნანახია 3 422

ჩემო საყვარლებო, ბოდიშს გიხდით, რომ ისტორია ამდენ ხანს ვერ დავდე, ავად ვიყავი და ვერ მოვახერხე დამეწერა...ესეც ძლივს მოვახერხე, იმედია მოგეწონებათ ეს ჩემი პატარა თავი, ალბათ კიდევ 2 თავი და მოვრჩები, შეიძლება 1 თავშიც დავწერო ❤❤

-ჩემი პრინცესა დაგარქვი!!-მხოლოდ ეს სამი სიტყვა თქვა და ბეჭზე აკოცა..

სიტყვებს არ უჯერებდა...გაოგნებულმა ახედა ლუკას, დაინახა ბიჭის თვალებში მოციმციმე პატარა ჭინკებს..მარიამს გაეღიმა და მაგრად ჩაეხუტა მისთვის მიუწვდომელ და თბილ სხეულს..ლუკა ვერ იჯერებდა,რომ ახლა მის მკლავებში მარიამი იყო. ხელები სახეზე ფრთხილად ჩამოუსვა, შუბლზე აკოცა და ჩუმად ტუჩებთან უჩურჩულა
-მიყვარხარ-მარიამმა პასუხის ნიშნად, ფრთხილად შეახო მისი წითელი ტუჩები ლუკას დიდ სქელ ტუჩებს, იმ წამს მათ ირგვლივ არავინ და არაფერი იყო, ერთმანეთით ივსებოდა ეს ორი ადამიანი.
დაბადების დღე დარჩა მათი ცხოვრების უტკიბილეს მომენტად, რომელიც მუდამ იარსებებდა ამ ორის გულში..

8 თვის შემდეგ
-ბექა-ჰკრა ნინიმ ხელი საწოლზე გაშოტილ მამაკაცს
-ჰო ჩემო ცხოვრებავ-გადაბრუნდა გოგოსკენ, გამობურცულ მუცელზე ხელი ნელა დაუსვა და ეამბორა მასში არსებულ პატარა სიცოცხლეს
-მე და ჩვენს პატარას მწნილი გვინდა-კმაყოფილმა აწია წარბები ზემოთ
-კარგი, გაგიხსნი ახლავე
-არა, აღარ გვინდა!-შეაჩერა კარებთან მდგარი-ჰმმ, იცი რა მოგვინდა? ნაყინის ტორტი მარწყვით, კიდევ ვაშლი და წაბლი-ემოციებს ვერ მალავდა ნინი
-კარგი ახლავე ჩემო ტკბილებო-გაუღიმა ნინის ბექამ-მაგრა წაბლი სად გავჩითო?-დაიწუწუნა
-აღარ გვინდა
-აბა რა გინდაათ?-გიჟს გავდა მთელი 8 თვე ბექა, თუმა თავისი ცოლისა და შვილის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი
-მაგარი მოვიფიქრე, ახლავე დაურეკე ჩვენებს
-რატო ნინიკო? რამე ხდება?
-კი-ტაში შემოჰკრა
-გვიანია ახლა ეძინებათ
-არ მაინტერესებს!-გაბრაზებულმა თქვა-მე დავურეკავ-დაავლო ხელი მობილურს და სწრაფად აკრიფა მარიამის ნომერი

* * *
მე და ლუკას ჩახუტებულებს გვეძინა ტელეფონის ზუზუნის ხმა, რომ გავიგონე, წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ლუკა ხელს არ მიშვებდა
-ლუკა
-დაიძინე
-ტელეფონია
-არაუშავს
-რა იცი ვინა? დაიცა 2 წუთით რა-ხელი ჰკრა ოდნავ და წამოდგა, როცა ნინის ნომერი დაინახა სწრაფად უპასუხა
-ჰო ნინ?
-...
- რა ხდება?-ხმა შეეცვალა მარიამს
-...
-კარგი,მაგრამ მითხარი, რომ ყველაფერი კარგადაა და 10 წუთში მანდ ვარ
-....
-კარგი ახლავე გამოვალთ-გათიშა მობილური და ლუკას გაღვიძება სცადა
-ლუკა
-ჰო
-ნინი იყო
-რა მოხდა?-წამოჯდა სწრაფად ლუკა
-ახლავე წამოდით ჩემთანო
-ჰო ყველფერი რიგზეა?
-არ ვიცი წამოდი-სწრაფად ამოიცვა მარიამმა შორტი და ტოპი გადაიცვა

* * *
10 წუთში კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა,ბექა კიბეებზე დაეშვა და კარები ლუკასა დამარიამს გაუღო
-ჰო ყველაფერი რიგზეა?-ნერვიულად შევარდა სახლში მარიამი და ნინის ძებნა დაიწყო
-კი ნუ დარდობ
-რას ნუ ვდარდობ ბიჭო, რა ხდება?
-ადი ზემოთ ნინისთან
ოთახის კარი შეაღეს, დაინახა მარიამმა, საბა, ნინაკა, ირაკლი და ლილე როგორ იჯდა ოთახში და ნინის გაფაციცებით უყურებდა
-ძალიან კარგი-გაიღიმა ნინიმ-ახლა მხოლოდ სანდრო დარჩა მოსასვლელი და დავიწყებ
-იმედია მალე წამოგცდება პირიდან სიტყვები, ღამის 4 საათზე იმედია ტყუილად არ მომიყვანე აქ-დაამთქნარა ირაკლიმ და თავი საზურგეს მიადო
-რა ხდება?-შავარდა ოთახში სანდრო
-მშვიდობა და სოლიდარობა-აუწია ხელი ლუკამ ახლადმოსულს
-ბექა, შენ მაინც თქვი რამე-გახედა ნინაკამ ბიჭს
-მეც არაფერი ვიცი
-მაგისთვის რომ მეთქვა აქ აღარ მომაყვანიებდა თქვენს თავს
-დაიწყე ახლა-დაუქაჩა თვალები მარიამმა
-მაცადე ახლა-გაიცინა ნინიმ-ესეიგი, როგორც იცით ჩემი პატარა სულ მალდ დაიბადება, მე კი მინდა 1 თვე ჩემს მეგობრებთან ერთად დავტკბე, ამიტომ გთავაზობთ მთაში წასვლას-გაიკრიჭა ნინი
-ამიტო მომიყვანე შუაღამეს აქ?-ხელები მოხვია ლილეს სანდრომ და ნინის გადახედა
-ჰო-ტაში შემოჰკრა ნინიმ
-ამან სულ გაუბერა-დაქაჩა თვალები ირაკლიმ
-არ გამიბერია-თვალები ცრემლებით აევსო ნინის
-ჩაი*ვი ირაკლი-შეუბღვირა ბექამ ბიჭს
-ჩემო თოჯინა როდის გინდა წავიდეთ?
-დღეს 12 საათზე-გაიცინა ნინიმ
-სად?-გაუღიმა საბამ ორსულს
-ფშავში
-ვაუ-გაუხარდა მარიამს-მაგარი იქნება
-კი გეთანხმებით, მაგრამ ახლა თუ არ დავიშალეთ და გამოვიძინეთ ვაი მერე ჩვენ-თვალები მილულა ირაკლიმ
-მართალია-დაეთანხმა ლუკა-სჯობს დავიშალოთ 11 ზე შევიკრიბოთ და წავიდეთ
-ბარგი?-გახედა ლილემ ძმას
-დილით ადგები და ჩაალაგებ-სანდრომ აკოცა ყელში თავის გოგოს
-ჰო 2 მანქანით წავალთ, საბა შენით წავიდეთ-ბექამ გადახედა ბიჭს-და მეორე ჩემით
-კაი, მასე ვქნათ-დაეთანხმა ბიჭი
-ვაიმე ხვალ ჩემი ბიძაშვილი რომ ჩამოდის?-შეიცხადა მარიამმა
-გიორგი?-გაუხარდა ნინას
-ჰო
-მაშინ გიო რომ ჩამოვა მერე წავიდეთ, რომელზე ჩემოდის?-საათს დახედა სანდრომ
-2 საათზე შუადღეს
-ჰოდა ჩავტენოთ მანქანაში ბარგიანდ და წავიყვანოთ
-მასე აჯობებს-მოიწონა ლუკას აზრი ირაკლიმ და წყალი მოსვა
-დავიშალოთ მაშინ-ბექამ ცოლს ტუჩებში მოწყვეტით აკოცა და საწოლზე ჩამოჯდა..ყველა წამოიშალა და თავიანთი სახლებისკენ დაიძრნენ..

* * *
-გიო-ყვირილით გაიქცა მარიამი მამაკაცისკენ და მაგრად ჩაეხუტა
-მარუს-მთელს სახეზე კოცნიდა ბიჭი გოგონას, ლუკას ეღიმებოდა და უხაროდა, რომ ასე უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ეჭვიანობდა, ფიქრობდა ასეთი რაღაც სხვანაირ სიტუაციაში რომ მენახა ნამდვილად მოვკლავდი ჯერ გიორგის, მერე მარიამს და ბოლოს საკუთარ თავს ჩავა*აღლებდიო. როგორც იქნა მოშორდა მარიამი გიოს, ბავშვებისკენ დაიძრნენ, ბიჭს თვალები შუბლზე აუვიდა როცა ნინის გაბერილი მუცელი დაინახა, ძარღვები დაებერა, რა აღარ იფიქრა, თვალებით ეძებდა ამ ყველაფრის ჩამდენს
-სადაა ის ნაბი*ვარი ვინც ეს ჩაიდინა? დაგაორსულა და მოგაგდო ჰო? ვინა? სახელი? გვარი? ასაკი? ნომერი? სად აგდია ის...-სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ბავშვებმა სიცილი რომ ატეხეს
-რა გაცინებს გოგო სრულ ჭკუაზე ხარ?-დაიგრგვინა გიორგიმ
-გიუშ გაიცანი ჩემი ქმარი და მომავალი ბავშვის მამა ბექა-წარუდგინა ბექა გიორგის და მაგრად აკოცა მეუღლეს
-ტუპიაკო-გაიცინა გიორგიმ-ვერ ამოიღე ხმა მანამდე?-იცინოდა და ხელი გაუწოდა სიძეს
-ვინ დამაცადა-წარბები აათამაშა ნინიმ..საბოლოოდ ახლა ყველა მანქანაში იჯდა და მიემართებოდნენ თუშეთისკენ
2 მანქანით წავიდნენ.. საბას მანქანაში იჯდა:საბა, ნინაკა, ირაკლი და გიორგი. მეორე მანქანაში- ბექა, ნინი, სანდრო და ლილე, ლუკა და მარიამი. მეორე მანქანა სიყვარულს მოეცვა მთლიანად..ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ეფერებოდნენ..ჭკუაზე არ იყვნენ ისე უხაროდათ...რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ
-გამარჯობა თუშეთო!!!-დაიყვირა მარიამმა და იქვე ბალახის მძოველ ძროხას გახედა, რომელიც კუდს აქეთ-იქეთ აქნევდა
-ჰალელუია-გაუხარდა ლილეს
-დავისვენებთ!-გაუხარდა საბას
-ბავშვებო ახლა ბინა უნდა ვეძიოთ?-თვალები გადაატრიალა ირაკლიმ
-სასტუმროში წავალთ-გახედა სანდრომ
-ჰმ, ჰმ-ჩაახველა ნინაკამ-იცით სასტუმრო არ დაგვჭირდება-გაიღიმა ფართოდ
-რატო?-გაუკვირდა ლილეს
-ჩემი დაქალების მამას აქ სახლი აქვს 3 სართულიანი, გოგონებმა იქ დაგვპატიჟეს, თავადაც იქ არიან და წავიდეთ
-სირცხვილია ნინაკა, სჯობს სასტუმროში წავიდეთ-საბამ ხელი მოხვია გოგოს
-მართალია საბა-დაეთანხმა ყველა ბიჭს
-ჰო, მაგრამ უფროსები არ არიან, მშობლები საზღვარგარეთ ჰყავთ, ისინი მარტო არიან და წავიდეთ, გაბრაზდებიან, რომ ვუთხრა უარი-საცოდავად გახედა ნინის ნინაკამ
-კაი გოგოები არიან?-იკითხა ნინიმ, ყველას გაუკვირდა რას კითხულობსო
-ტყუპები არიან, მართლაც კარგები
-ჰოდა მივდივართ, ირაკლის და გიორგის გოგოები ვუშოვეთ-გაიკრიჭა ნინიმ, რა ჰქნან, ნინის ვერ ეწინააღმდეგებიან ვერაფრით
-დაიცადე შე პატარა ჭორიკანა დაიფუშო-თითი დაუქნია გიორგიმ-მერე ერთი როგორ გასცემ ბრძანებებს ვნახავ აგერ
-აუ, შემარგე რა-გაიკრიჭა ნინი და მანქანაში დაიკავა ადგილი

* * *
-ნინაკა-დაიყვირა ერთ-ერთმა ტყუპმა და გოგონას მაგრად ჩაეხუტა
-ნინა-გამოვარდა მეორეც და მიიკრა დაქალი გულში
-სესილი და ემილი-ჩაიხუტა გოგოები ნანკამ
-გაიცანით, ჩემი გოგოები-წარუდგინა ყველას ნინაკამ ტყუპები..გოგოებმა ღიმილით და დიდი სიხარულით მიიღეს ბავშვები..ოთახებიც დაინაწილეს, საქმე ის იყო, რომ უბრალოდ და შეძლებისდაგვარად ირაკლი და გიუშა ერთად წვებოდა, ვინ შეუშვებდათ აბა ამათ ცალ-ცალკე, წყვილები ერთად ნებივრობდნენ, მოეწყვნენ და ყველა პირველ სართულზე შეიკრიბა
-მოკლედ სტუმრებო ხვალ დაგათვალიერებინებთ ძალიან მაგარ ადგილებს, აქ ერთი საოცარი მდინარე გვაქვს, უმაგრესია, იქ წავიდეთ, კოშკებს განახებთ კიდევ, მოკლედ გიდები ვიქნებით-გაიცინეს ტყუპებმა
-უკაცრავად გიდი გამოძახებით არა?-ტუჩი მოიკვნიტა ირაკლიმ
-ასეთ გიდებზე არც მე ვიტყოდი უარს-განაცხადა გიორგიმ და ერთი გემრიელი მუშტიც მიიღო მარიამისგან
-რა იყო გოგო? შენ თუ ერთობი მე არ მინდა?
-24 წლის ხარ და ჭკუა ისევ ბავშვის-დაუბღვირა გიორგის
-დაანებე-გაუცინა ლუკამ და მარიამს მაგრად აკოცა ყელში
-აუ-დაიკრუსუნა ნინიმ
-რა იყო სიცოცხლე?-ბექა მივარდა მაშინვე
-მუცელი ამტკივდა
-რატო?-გაიკვირვა ლილემ-ჯერ ჰო ადრეა?
-ვაიმე, რავიცი რამდენიმე დღეში მეცხრე თვეში გადავალ
-წყალი ჰო არ გინდა?-იკითხა მარიამმა
-არა მადლობა-გაუღიმა ნინიმ და ისევ გასწორდა-ვითამაშოთ რა-გაიცინა გოგონამ
-რა უნდა ვითამაშოთ?-გაუკვირდა ემილის
-ჰმმმ, მოდი ვითამაშოთ სურვილებზე წეროები
-აუჰ-გაიცინა სანდრომ
-მოგებულს ყველა დანარჩენთან აქვს სურვილი, ჩემს გარდა-და მუცელზე ხელი გადაისვა
-კარგი-გაიცინეს და დიდი ჯაჭვი გააკეთეს
-წეროები?
-მიფრინავენ
-სად?
-შორს
-რამდენი?
-35
-1..-ყველა თამაშობდა, ჯერ სანდრო, მერე საბა, სესილი, ემილი, ირაკლი, ლილე, ნინაკა, გიორგი და ლუკა გამოვარდა, დარჩა ნინი, მარიამი და ბექა..ბრახ!-და ნინი გამოვარდა, ქმარმა არ დაინდო, ახლა უნდა იბრძოლოს მარიამმა...!
-რამდენი?
-4
-1..
-2..
-3..
-მიდი დაარტყი მარუს-იცინოდა ბექა
-მაცადე!
-ვერ დაარტყამ
ბრახ!!-გაისმა ვიღაცის დაცემის და ჭიქის გატყდომის ხმა, ყველა სამზარეულოში შევარდა, დაინახეს იატაკზე გულწასული ნინაკა, სწრაფად მივარდა საბა, მაშინვე ჩასვეს მანქანაში და ემილის წყალობით სწრაფად მიიყვანეს სახლის ექიმთან. ყველა იქ იყო, ზოგი გარეთ იდგა, ზოგიც ოთახთან ან ფოიეში
-მოკლედ, თქვენი ნინაკა სუსტადაა, მიზეზი თავად კარგად იცის ამ ყველაფრის, თან უკვე დიდი ხანია-გაიცინა ქალმა
-რა სჭირს?-ადამიანს აღარ ჰგავდა საბა
-შებრძანდით და თავად გაიგებთ-გაუცინა ექიმმა და ოთახისკენ გაუძღვა..
-ნინაკა-შესვლისთანავე ჩაეხუტა საბა გოგონას
-საბა-აკოცა ბიჭს
-როგორ ხარ? რა დაგემართა?
-გული წამივიდა, მაგრამ უკვე კარგად ვართ
-რა?-სახე გაუფითრდა ბიჭს
-რა?-გაუკვირდა გოგონას
-რა..რა თქვი? გაიმეორე-სუნთქვა აუჩქარდა ბიჭს
-კარგად ვარ-თ -გამოკვეთა სიტყვა ნინაკამ და გაუღიმა საბას, საბა სწრაფად გავარდა ოთახიდან, გაიქცა გარეთ, ნინაკა ატირდა, ოთახში ყველა შევიდა და ეკითხებოდნენ რა მოხდა, თუმცა როცა საბას ყვირილი გაიგონეს, ყველანი გაჩუმდნენ
-მამა ვხდებიი-ყვიროდა ბოლო ხმაზე-მომილოცეეთ!!! მე მამა ვხდეებიიი!!!

იმედია მოგეწონათ <3 ყველანაირად ვეცადე, მაპატიეთ თუ ცუდი გამომივიდა :(( <3 მარასუტა დე მინიონს <3 მიყვარხართ და კიდევ ერთხელ ბოდიში



№1  offline წევრი kaxelii

ლუკა ზე და მარიზე მეტი დაწერე და მალე დადე

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან მაგარი იყო ბევრუც ვიცინე ყოჩააღ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი lamazmani

კარგია მომეწონა ყველა თავი დღეს წავიკითხე თავიდან ნინაკა არ მომწონდა მარა ეხლა მომეწონა კარგია ძალიან მალე გააგრძელე love

 


№4  offline წევრი ROLIKA

ძალიაანნ დიდი მადლობაა ყვეელასს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent