შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანე თავი 11 (დასასრული)


19-11-2015, 00:12
ავტორი MLM
ნანახია 5 376

მოსაცდელში დავდიოდი გიჟივით, ღმერთს ვთხოვდი ყველაფერი კარგად და მალე დამთავრებულიყო. ნინიმ ყველას დაურეკა და დილის 5 საათზე საავადმყოფო აივსო ხალხით. სადღაც 1 საათში ექიმი გამოვიდა და გვახარა რომ პატარა გოგო შეგვეძინა და ორივე ძალიან კარგად იყვნენ, იმდენმა ვიღაცამ მომილოცა ვერ ვითვლიდი, ჩემი გული და გონება მხოლოდ ჩემს ორ ქალბატონთან იყო, სასწრაფოდ მინდოდა მათი ნახვა. ექიმმა ნება დაგვრთო დილით შევსულიყავით, როგორც კი თათას სახე დავინახე, გული დამიმშვიდდა, გვერდით ეწვა ჩემი პრინცესა და ისე ჭამდა, ხმა შესვლისთანავე გავიგე, მივუახლოვდი, ჯერ თათას ვაკოცე და მერე დავხედე ბავშვს, პატარა ქალბატონი სასაცილოდ გამოიყურებოდა, შავი ფერის იყო და ყურებზეც კი ღინღლები ჰქონდა.
- მადლობა ასეთი ბედნიერებისთვის ჩემო ცხოვრება
- ნახე რა შავია? (ამომხედა და საწყალი ხმით მითხრა)
- მამას ბუსუსაა ეს ცქნაფა
- ექიმმა მითხრა რომ ძალიან ეშხიანი და ლამაზი გოგო იქნებაო, ბიჭებს დააბრმავებსო
- ასეც იქნება, მამას სიამაყე იქნება პატარა ელენა და მასზე ყველა გონებას დაკარგავს, იმიტომ რომ დედიკოს დაემსგავსება (ტუჩებში ვაკოცე და მერე მითხრა)
- აიყვან ცოტახნით?
- რამე რომ ვატკინო?
- აი ასე დაიჭირე და დაელოდე როდის შეირგებს (დამანახა როგორ უნდა დამეჭირა, როგორც კი ავიყვანე თავი სხვა ვიღაც მეგონა, სასწაული ემოციები დამეუფლა, გულზე მივიხუტე და ცოტა გავატარე, თან ვეფერებოდი)
- ყოჩაღი გოგო ხარ მა დედიკო დიდხანს რომ არ გააწვალე, (ამის თქმა იყო და საჭმელი უკან ამოიღო, თათას გაეცინა და პირი მოსწმინდა, მერე იმხელა ხმაზზე დაიწყო ტირილი ყურებმა ზუილი დაიწყო, თათას მივუყვანე და როგორც კი მიხვდა რომ ჭამდა გაისუსა )
- დედას მუცელაა ეს გოგო.
ყველამ მოინახულა თათა და ელენა. საკმაოდ მტირალა აღმოჩნდა ჩემი ქალბატონი, სახლში რომ გამოვიყვანეთ სულ ტიროდა, მაგიჟებდა, მთელი დღე ეძინა და მთელი ღამე ეღვიძა, თათა ცდილობდა ღამით ნანა და ნინი არ გაეღვიძებინა და როგორც კი ტირილს იწყებდა ეგრევე ხელში იყვანდა, უკვე ერთი თვე გავიდა მას მერე რას პატარა დედოფალი დაიბადა, სახლში თუ სიჩუმე იყო ესე იგი ეძინა მაგრამ თუ არ ეძინა მხოლოდ მისი ტირილი ისმოდა, ამიტომ მამას ვულკანი შევარქვი, თათა უზომოდ გადაიღალა ვატყობდი და ზედმეტად არც ვთხოვდი ჩემთვისაც დაეთმო დრო, მიუხედავად იმისა რომ სახლში მისვლისას სულ ელენას ტირილის ხმა მესმოდა, მაინც არ ვჩერდებოდი სხვაგან დიდი ხნით, თათა მეცოდებოდა.


**********************************************
ელენა ძალიან ჭირვეულობდა, ექიმმა გვითხრა რომ დღე და ღამე ჰქონდა არეული, რაც ხშირად ემართებოდათ ბავშვებს, დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდებოდა, მაგრამ ამას დრო უნდოდა, რადგან ყველა ხელში იყვანდა, წამით არ ჩერდებოდა დაწვენილი. ერთ ღამეს საბა გავაღვიძე რომ ადიელა მოეფარებინა ელასთვის, არ მინდოდა ზედმეტად გავმოძრავებულიყავი რომ არ გაღვიძებოდა, საბა ადგა და ფანჯარას აღებდა რაზეც პირი დავაღე
- საბა რას აკეთებ? (ჩურჩულით ვკითხე)
- ჰა? (ძილისგან გაბრუებულმა მკითხა და გამეცინა)
- ბავშვის ადიელა მინდა ცხოვრება ფანჯარას შეეშვი. (ისევ დავცინე და გონებაზე მოვიდა, ადიელა მოგვაფარა და გვერდით დამიჯდა)
- ასე სულ გადაიწვები ცხოვრება, რამე უნდა მოვიფიქროთ
- ცოტახანი უჭირს სიცოცხლე და მალე მოუწესრიგდება ძილი
- და დღისით რაღატო ტირის ხოლმე?
- მიეჩვია ხელში ჭერას, ვერც ვეუბნევი ვერავის რომ ხელში არ აიყვანონ
- მალე გადავალთ ჩვენს ბინაში და იქ შენს გემოზე გაზრდი ამ კაპასს (ელენას თავზე აკოცა და მერე მე მაკოცა).
ასე გადიოდა დღეები, ელენა სახლში ბატონობდა, და ყველა მის ჭკუაზე დავდიოდით. 2 თვის იყო უკვე საბამ რომ მითხრა შეგვიძლია ჩვენს ბინაში გადავიდეთო, ნანას არ ესიამოვნა ეს ამბავი მაგრამ რას გააწყობდა. სახლი მოწყობილი იყო ყველაფრით, საკმაოდ კომპორტული და ლამაზი იყო ყველაფერი, ელენას საწოლი ჩვენს ოთახში იდგა თუმცა დროებით, მას ცალკე ჰქონდა ოთახი, ბინა 4 ოთახიანი გვქონდა. საბასთვის რომ გეკითხათ გოგოებს ცალკე ექნებოდათ ოთახი ხოლო ბიჭებს ცალკეო, ანუ მინიმუმ 4 შვილი უნდოდა. დღისით ვცდილობდი ელენა ხელში არ ამეყვანა და არ დამეძინებინა, ღამით ძილიც ნელ ნელა მოუწესრიგდა ქალბატონს. მე და საბამაც ამოვისუნთქეთ და ერთმანეთს უფრო მეტ დროს ვუთმობდით. საბა განსაკუთრებული მამა აღმოჩნდა, ბავშვს ყოველ დილით ასეირნებდა სუფთა ჰაერზე რომ მე გამომეძინა მშვიდად, ყველაფერს ყიდულობდა რაცკი გოგოსთვის იყო, სათამაშოები აღარ ეტეოდა სახლში 6 თვის ელენა საკმაოდ კარგი სათამაშო იყო უკვე, ტიტინებდა და გვართობდა, საბას ძალიან უნდოდა რომ ხელი მოგვეწერა ამიტომ გადავწყვიტეთ ქორწილიც, 50 კაციანი სუფრა გვქონდა, ძალიან ბევრი ვიხალისეთ და გავერთეთ კიდეც. კაბაც მეცვა საბას აკვიატების გამო, თუმცა მისი მადლობელი ვიყავი, ქორწილიდან ერთ თვეში საბა გავაღვიძე და ვთხოვე ხალადეცი წყიდა სადმე, გაოცებულმა შემომხედა და დაასკვნა რომ ვეხუმრებოდი
- აუუუ ადე რა საბ გთხოოვ, მართლა ძალიან მინდა, იცოდე მე წავალ
- რა ხალადეცი აგიტყდა სიცოცხლე ამ შუაღამისას?
- არ ვიცი მაგრამ ძალიან მინდა
- ტესტიც ხოარ გამოგიყოლო? (დამცინა და ისე მიყურებდა)
- არაა ცუდი აზრი სხვათაშორის (რომ გავიაზრე გადაცდენა რასაც ყურადღება ვერ მივაქვიე ნიშნის მოგებით ვუთხარი, უცბად გაჩერდა და შემომხედა)
- სერიოზულად?
- ხო რავი, არაა გამორიცხული.
მომვარდა, მაკოცა და გაუჩინარდა, მეცინებოდა მის საქციელზე ხომ შეიძლებოდა რომ არ ყოფილიყო მართალი, მალე დაბრუნდა და ჯერ ტესტები მომცა.
- ჯერ ტესტები და მერე ხალადეცი
- ოოო, ჯერ ხალადეცი მონდა კაცო მომეციიი.
გამოვართვი სამზარეულოში გავედი და გემრიელად მივირთვი, საბა მიყურებდა და ტესტს ატრიალებდა ხელში, ჭამას რომ მოვრჩი გამოვართვი და აბაზანაში შევედი, ტესტმა დადებითი მაჩვენა, უნდა ვაღიარო რომ სიხარულთან ერთად, ის ღამეების თენება გამახსენდა რაც გამოვიარე და გული შემიწუხდა. საბასთან გამოვედი და თვალებში ჩავხედე, ტესტი დავანახე და დავიჯღანე, ტესტს რომ მოკრა თვალი ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა.
- მიყვარხარ თათ, ჩემთვის ყველაფერი ხარ, ვერც წარმოიდგენ როგორ გამახარე
- აბა მე მკითხე? ისევ ღამეების თენება მომიწევს
- სამაგიერო ეხლა ჩემნაირი უნდა დაიბადოს და ეგ გადაგატანინებს
- ნუ დაასკვენი უცბად.
მეორე დღეს ყველამ გაიგო ახალი ამბავი, საკმაოდ პრეტენზიული ვიყავი მეორე ბავშვზე, სქესის გასაგებად წავედით მე და საბა, ელენა ნინის დავუტოვეთ, ექოსკოპიას ვიკეტებდი, ექიმი რომ მოგვიბრუნდა
- ჯიშში რომელიმეს ტყუპები გყავთ?
- კი დედაჩემია ტყუპისცალი და ჩემ დასაც ყავდა მაგრამ ნაყოფი მოეშალა დედას. რა ხდება?
- გილოცავთ, ტყუპები არიან
- რააააა? (ხმამაღლა ვთქვი და წარმოვიდგინე ორივე ერთად როგორ მათენებინებდა ღამეებს, საბამ კი სიხარულისგან რამის ხტუნაობა დაიწყო)
- დიახ, საკმაოდ კარგად ჩანს ორი ბავშვია
- და გოგოები არიან თუ ბიჭები? (კითხა დაბამ და მეც დავიძაბე პასუხის მოსასმენად)
- ორივე, გოგო და ბიჭი არიან.
მართლა ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, მაგრამ საბას სიხარულს რომ ვხედავდი მეც ორმაგად ვიყავი ემოციებში. ჩემი ჭირვეულობა დისკომფორტს მიქმნიდა, ყველაფერი მაღიზიანებდა და სულ უკმაყოფილო ვიყავი, შიში მქონდა როგორ გავზრდიდი 3 ბავშვს ერთდროულად, მაგრამ საბას ვენდობოდი და მჯეროდა რომ გვერდში ამომიდგებიდა ბოლომდე. ყველა გვილოცავდა ამ ამბავს, ელენა უფრო და უფრო საყვარელი ხდებოდა, მისი კისკისი სახლს ახალისებდა, საბა არაფერს გვაკლებდა და ძალიან გვიფრთხილდებოდა, მუცელი სწრაფად მეზრდებოდა, და დროც სწრაფად გადიოდა უკვე 6 თვის ვიყავი და მუცელი საკმაოდ დიდი მქონდა. როგორც იქნა თავი მოაბეს დიტომ და ლიზამ ქორწილს, ასეთი გაბერილი სად უნდა წავსულიყავი არ ვიცოდი მაგრამ მაინც მომიწევდა წასვლა, ელენა ბებოს დავუტოვეღ და ჩვენ გასართობად წავედით. საკმაოდ ვიმხიარულეთ მაგრამ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე რადგან სახლი ტირილით აავსო ელენამ 10 საათზე წამოვედით, საბას ვეხვეწე თავად დარჩენილიყო და გართულიყო მაგრამ მისაყვედურა რა მინდა იქ სადაც შენ არ იქნებიო. ამ ხნის მანძილზე საბასგან იმდენ სითბოს და სიყვარულს ვხედავდი აღარც კი მახსოვდა თავიდან ვინ იყო საბა. სახლში რომ მივედით და ელენამ დაგვინახა სიხარულით მობაჯბაჯდა ჩვენთან, გულში ჩავიკარი და მანაც უარესად უმატა ტირილს, გული აუჩუყდა ქალბატონს, საბამ გამომართვა და შოკოლადები მისცა, ისც უცბად დამშვიდდა და ჭამა დაიწყო.
- დედა წავალთ ჩვენ, დავიღალე ერთი სული მაქვს დავწვე (ნანას დედას ვეძახდი, ის მართლა დედასავით მედგა გვერდში, ასეთი დედამთილ მამამთილი სანატრელია რძლისთვის, ამიტომ არ გამიჭირდა ისინი მშობლებივით მიმეღო, ეს საბასაც უზომოდ ახარებდა და მათაც)
- აქ წამოწექი ცოტახნით შვილო დაისვენე და მერე წადით
- მამა არ მოსულა? (ვკითხე ისევ, ვიფიქრე მასაც ვნახავდი)
- კი მაღაზიაშია, ბუშტებს ამოვუტან და გავართობო
- გაგაგიჟათ ხო ამ ქაჯმა?
- პატარაა შვილო. ამის მოვალეობაც ეგაა რომ სახლს დაეტყოს ბავშვის ყოფნა (სიყვარულით მითხრა ზაზამ რომელიც ჯერ კიდევ კარში იდგა)
- მოხვედი მამა? არ გეზარებოდა ჩასვლა?
- კაი წავალთ ჩვენ ნანა, ცოდოა თათა დაიღალა თან ელენას ძილის დროა, არ გეწყინოს ზაზა რაა
- არა შვილო რა უნდა მეწყინოს? წადით დაისვენეთ. ისე აქ რო დარჩენილიყავით არაა?
- სხვა დროს იყოს მამა, ეხლა სახლში მირჩევნია
- კარგი შვილო როგორც გინდათ.
ელენა ხელში აიყვანა საბამ და წამოვედით. მიყვარდა მათთან დარჩენა მაგრამ ახლა სახლი მინდოდა. ელენას მანქანაში მიეძინა, არ მინდოდა დაბანის გარეშე დამეძინებინა ცოდო იყო, ნამძინარევზე პამპერსი რომ ვუნახე ახალი გამოცვლილი ჰქონდა, ალბათ დედამ გამოუცვალა, საბამ თავის საწოლში ჩააწვინა და გარეთ გამოვიდა,
- ესეც ასე, ვულკანმა დაიძინა, წამო დავწვეთ ჩვენც.
- ხო თორე ფეხები დამისივდა
- გინდა მასაჟებს გაგიკეთებ?
- უარს არ გეტყვი (გავუცინე და ოთახში შევედით, მოვწესრიგდი და დავწექი, მეგონა აღარც ახსოვდა შეპირებული მასაჟები, მაგრამ ფეხებთან დამიჯდა)
- მომე ფეხი აბა
- არ დაგავიწყდა?
- რა დამავიწყებდა ბოთე?
მასაჟებს მიკეთებდა და მიმეძინა, ვიგრძენი ჯერ მუცელზე მაკოცა და მერე თავზე როგორც ყოველთვის და ისიც მომიწვა გვერდით. ასე გდიოდა დრო სიყვარულში და ოჯახურ ცხოვრებაში, საფლავზე სიარული არ შემმიწყვეტია, ანი და იკაც ხშირად გვსტუმრობდნენ ტასუნასთან ერთად, ელენა და ტასუნა კარგად თამაშობდნენ ხოლმე, მთავარი იყო ელენასთვის სათამაშო არ წაერთმია არავის და მშვიდობა იქნებოდა სულ. 9 თვე მალე გავიდა ბავშვის სახელები მოფიქრებული გვქონდა დაჩი და ნატალი უნდა დაგვერქმია ბავშვებისთვის. მუცელი რომ ამტკივდა საღამო იყო. საკმაოდ ვიწვალე ორივეს გაჩენაზე, ელენასთან შედარებით. მუცელი 8 საათი მტკიოდა. ბოლოს როგორც იქნა დაიბადა ჯერ დაჩი და მალევე მოყვა ნატალიც. თავს კარგად ვგრძნობდი, ორივე დამიწვინეს გვერდით და გული სიხარულით მევსებოდა როცა მათ ვუყურებდი.

****************************************************************
როდესაც მითხრეს რომ ბავშვები დაიბადნენ და ყველა კარგად იყო შვებით ამოვისუნთქე, თათასთან მალევე შემიშვეს, ბავშვები გაყვანილი ყავდათ. მივუახლოვდი და ვუთხარი
- გმირი ქალი ხარ თათა, ჩემი გმირი დედა და ცოლი ხარ
- იცი რა სხვანაირები არიან? ორივე თეთრია და ნაზი ბავშვები არიან
- მალე მოიყვანენ?
- კი, უცვლიან, სხვათაშორის დიდად არ ტირიან და იქნებ ელენასნაირი გიჟები არ არიან? (გამიცინა და მითხრა სიცილით)
- იმდენად ძალიან მიყვარხარ თათა ასე მგონია შენი სიყვარულით ვფეთქავ, მადლობა ამ ყოველივესთვის
- შენ რომ არა არც ეს ბედნიერება იარსებებდა, ამიტომ შენ უნდა გიმადლოდე, არ ვიცი უშენოდ ცხოვრებას როგორ შევძლებდი
- ჩემი ბედნიერება ხართ შენ, ელენა, დაჩი და ნატალი. მაგრამ გადავწყვიტე თუ კიდევ გვეყოლება შვილები, აღარასოდეს იმშობიარებ, რამის მოვკვდი ამდენი ხანი რომ არ იბადებოდნენ
- იმიტომ რომ ორნი იყვნენ და დაბადებას არ აცდიდნენ ერთმანეთს.

ბავშვები შემოიყვანეს და გაოცება ვერ დავმალე, მართლა სხვანაირები იყვნენ, თათრები და ელენასგან განსხვავებულები, ელენა დედასნაირი ეშხიანი იქნებოდა, ხოლო დაჩი და ნატალი აშკარად მე დამემსგავსებოდნენ. გული სიამაყით ამევსო მათი შემყურე და მივხვდი რომ ცხოვრებაში უმთავრესი, საყვარელი ქალია რომელიც შვილებს გჩუქნის და ასე გაბედნიერებს, თათა რომ არა ასეთ სიყვარულს ვერ ვიგრძნობდი. საკმაოდ ჩუმი ბავშვები აღმჩნდნენ, როგორც დედა იტყოდა ხოლმე ხასიათით ელენა გამოჭრილი მამააო, მაგრამ დაჩი და ნატალი იმდენად მშვიდი, წყნარი და საყვარელი გავშვები იყვნენ, მხოლოდ ფიზიკურ კავშირს ხედავდა ჩვენს შორის, სამაგიეროდ დედას ხასიათები მოყვებოდათ ალბათ. ღამით მარტო საჭმელზე იღვიძებდნენ, უბრალოდ პრობლემა ის იყო რომ ორივეს ერთად შივდებოდა და ტიროდნენ, ამათ ტირილზე კი რამოდენიმეჯერ ელენასაც გაეღვიძა და მანაც იტირა. თავიდან ცოტას ეჭვიანობდა პატარებზე მაგრამ მერე ეფერებოდა თავისი პაწაწინა თითებით. ტყუპებს დილით ვასეირნებდი საბავშვო ეტლით, ელენა დედიკოსთან იჭვა და ეძინა ხოლმე, ვერცერთს ვერ ვანსხვავებდი სამივე უზომოდ მიყვარდა. ელენა იმდენად ჯიუტი იყო თუ თავისას არ გაიყვანდა ტირილით კვდებოდა, 2 წლის ელენა ყველაფერს ტიტინებდა, იპრანჭებოდა და თათას აბრაზებდა ხოლმე, მე არასოდეს ჩავრეულვარ როცა თათას დაუტუქსია ის, უბრალოდ ვცდილობდი თათასთვის ამება მხარი, არ მინდოდა რომელიმე ბავშვი დაბნეულიყო, თუ მე ვსაყვედურობდი რომელიმეს, თათაც საყვედურობდა და თუ თათა სჯიდა რომელიმეს მეც თათას ვუჭერდი მხარს. დაჩი და ნატალი უპრობლემო ბავშვები იყვნენ, თავიანთთვის თამაშობდნენ და არავის აწუხებდნენ, მაგრამ ელენა მაინც ქვეყნის ამომგდები იყო. ერთხელ ნატალის სტკოდა მუცელი და ამის გამო ტიროდა, დაჩიმაც თავი მოიკლა ტირილით მეც მტკივაო. ეს უბრალოდ ტყუპებს სჭირდათ ხოლმე თორემ, ელენას საერთოდ არ აინტერესებდ მათი ტირილი. ელენა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რა გაეფუჭებინა, ზუსტად ასეთი აუტანელი ბავშვი ვყოფილვარ ხასიათით ელენა იყო ჩემი ასლი, ხოლო ფიზიკურობთ დაჩი და ნატალი, სამაგიეროდ, ხასიათით დედას გავდნენ, ხოლო ელენა თათას ასლი იყო. სახლში მისვლა მაბედნიერებდა, არასოდეს ხელცარიელი არ მივდიოდი სახლში, როგორც ბავშვებთან ისე თათასთან. ხან ყვავილები მიმქონდა ხან შოკოლადები და ხან საჩუქრები. უზომოდ მავსებდნენ და მაბედნიერებდნენ.
როცა სამივემ დაიძინა თათა ოთახში შემოვიდა, შემომიწვა ლოგინში და ჩამეხუტა
- მიყვარხარ ცხოვრება
- მე უფრო მიყვარხარ ჩემო ანგელოზო.
ვაკოცე, ჯერ ტუჩებში, მერე ყელზე გადავინაცვლე და ისიც ამყვა, სიამოვნების ღრუბლებში ვიყავი და რატომღაც ჩვენი პირველი ღამე გამახსენდა, გამახსენდა როგორ ნაზად და ფრთხილად ვექცეოდი, იმის მიუხედავად რომ ქალთან არასოდეს არ ვყოფილვარ ფრთხილი, გამახსენდა ის ცხოვრება რაც თათამდე მქონდა და უფრო ავიკარი, ეს ქალი ჩემთვის სასწაული იყო, მან მიხსნა იმ ბნელი ცხოვრებიდან სადაც საკუთარი თავი მყავდა დაკარგული. ვკოცნიდი ვეფერებოდი და ვუსმენდი მის ჩუმ და სასიამოვნო ხმას. არასოდეს გავცვლიდი სხვაში ამ ხმის პატრონს, მისი სიყვარული თავბრუს მახვევდა და მასთან გატარებული თითოეული წამი სიცოცხლეს მიხანგძლივებდა. მიყვარდა ჩემი ოჯახი რომელიც თათას წყალობით მქონდა, მე მათთვის ვცხოვრობდი, ჯერ თათათი იწყებოდა ყველაფერი და შემდეგ ბავშვებით გრძელდებოდა, სრულყოფილი ბედნიერება მქონდა. ვინ ვიყავი წლების უკან და ვინ ვარ ეხლა? ვკითხე საკუთარ თავს და თათას მოვეხვიე. მერე ისევ მე გავეცი პასუხი ჩემს შეკითხვას.
- წლების უკან ვიყავი ხელიდან წასული მექალთანე და ახლა მეოჯახე კაცი ვარ რომელიც თავისი ოჯახისთვის სულსაც კი გასწირავს დაუფიქრებლად, რომელიც ყოველ საღამოს ყიდულობს ოჯახისთვის იმას რაც უნდათ და ეს უზომოდ დიდ სიხარულს მანიჭებს. მეამაყება საკუთარი თავის რომ თათას ჩავეჭიდე.
ისევ ვაკოცე თათას და ვუთხარი:
- სიგიჟემდე მიყვარხარ თათა
- მეც უზომოდ მიყვარხარ ცხოვრება...


_______________________
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საერთო ჯამში მოგეწონათ ეს ისტორია, ბოდიშით შეცდომებისთვის, ვისაც არ მოგეწონათ ძალიან ვწუხვარ ამის გამო, ერთმა კომენტარმა რამის სულ გადამაფიქრებინა დასასრულის დაწერა,მაგრამ მკითხველისთვის რომელიც მყავს და ეს ნახვაზეც აისახება და კომენტარებზეც ამიტომ დავასრულე. პირადი თხოვნა იქნება რომ თუ რამე არ მოგეწონებათ უბრალოდ რბილად თქვით სათქმელი... მიყვარხართ ყველა ვინც ჩემს ისტორიებს ელოდებოდით...მოგეწონათთ???



№1 სტუმარი მკითხველი

უზომოდ მომეწონა ეს ისტორიაც. დასასრულისთვის დამენანა მაგრამ საუკეთესო იყო. შენი ორივე ისტორია შემიყვარდა და შენც შემიყვარდი. საუკეთესო ხარ

 


№2 სტუმარი ნანა1111

ძალიან კარგი იყო ♡♡♡

 


№3  offline წევრი ლუნა

მაგარი იყო ყოჩააღ love

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

არ მომწონს?? რა არ მომწონს სასწაული თბილი, ტკბილი თავი იყო სიხარულით ამავსო და ვიცინივარ დებილივით:დ აუუ მე მინდა ამათ ბავშვებზე დაწერო ნუ რავიცი კარგი იქნება თუ დაწერ love ისე დაახასიათე ბავშვები დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ელენეს სიყვარულის ისტორიას love love ძაალიან ძალიან კარგი იყო

 


№5  offline წევრი kora

ძაალიან მაგარი იყო, მიყვარს შენი ორივე ისტორია. საოცრად წერ და მალე დავიბრუნდი ახალი ისტორიით love
--------------------
kira.G

 


№6  offline წევრი BUBU_2426

Idzalianmagresi motxroba iyo dzalian magari dasasrulit sityvebi zedmetia <3 <3 :*****^^

 


№7  offline წევრი MLM

უზომოდ დიდი მადლობა ყველას ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონათ love

 


№8  offline წევრი dadeshqeliani

ძალიან ძალიან მიყვარს ეს ისტორია და ეს წყვილი,ვგიჟდები შენს ისტორიებზე ავტორ love ელენაზე დაჩიზე და ნატალიზე დაწერე რაა მეორე ნაწილი და ერთი ორი ბაჭყატიც მიუმატე <3 უმაგრესი იქნება love

 


№9 სტუმარი ნანო

ასეთ დასასრულს არ ველოდებოდი. ძალიან მაგარია. ვეთანხმები იმ აზრა რომ მეორე ნაწილი დაგვიწერო ელენა ძაან მაგარი ვინმე ჩანს :D მალე დაგვიბრუნდი რააა

 


№10  offline წევრი MLM

sameone crazy girl
არ მომწონს?? რა არ მომწონს სასწაული თბილი, ტკბილი თავი იყო სიხარულით ამავსო და ვიცინივარ დებილივით:დ აუუ მე მინდა ამათ ბავშვებზე დაწერო ნუ რავიცი კარგი იქნება თუ დაწერ love ისე დაახასიათე ბავშვები დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ელენეს სიყვარულის ისტორიას love love ძაალიან ძალიან კარგი იყო

გენაცვალე შენ ჩემო კარგო უზომოდ მიხარია ასეთ ემოციებს რომ დებ კომენტარებში და არ გეზარება. იცი როგორ უნდა მისცე ავტორს სტიმული :* უსაყვარლესი ხარ... ვეცდები ისევ გამოვნახო დრო და გაგახაროთ იმით რასაც ჩემგან ელოდებით :*

dadeshqeliani
ძალიან ძალიან მიყვარს ეს ისტორია და ეს წყვილი,ვგიჟდები შენს ისტორიებზე ავტორ love ელენაზე დაჩიზე და ნატალიზე დაწერე რაა მეორე ნაწილი და ერთი ორი ბაჭყატიც მიუმატე <3 უმაგრესი იქნება love

მე შენზე ვგიჟდები დადეშქელიანო. ჯერ გვარის გამო და მერე შენი დაუზარელი თბილი კომენტარების გამო :* ყველანაირად შევეცდები სურვილი დაგიკმაყოფილოთ. მადლობა თითოეული სიტყვისთვის

 


№11 სტუმარი alisaa

auuu ra gemrieli tavi iyo:*:* vgijdebi shenze! velodebi axal istorias

 


№12  offline წევრი BadBadgirl ^^

Ux! Ramagari iko ! Dzalian dzalian sasiamovno dakargi <3 mikvars es istoria dadzalian mixaria eseti dasasruli !! <3

 


№13  offline წევრი giorgi12377

როგორც იქნა მოვძებნე თქვენს მიერ დაწერილი... წავიკითხე და ისევ ისე დავტკბი თქვენი ნაშრომით როგორც პირველად, ეხლა იმაზე ვფიქრობ როდის წავიკითხავ თქვენი კალმის პირმშოს... ძალიან დიდი მადლობა განცდილი ემოციისა და სიამოვნებისათვის,რაღაცის თქმა მინდა... პირადში ვერ მოვახერხე მოწერა და თუ მოვახერხებ აუცილებლად მოგწერთ! წარმატებებს გისურვებთ!!!

 


№14  offline წევრი MLM

giorgi12377
როგორც იქნა მოვძებნე თქვენს მიერ დაწერილი... წავიკითხე და ისევ ისე დავტკბი თქვენი ნაშრომით როგორც პირველად, ეხლა იმაზე ვფიქრობ როდის წავიკითხავ თქვენი კალმის პირმშოს... ძალიან დიდი მადლობა განცდილი ემოციისა და სიამოვნებისათვის,რაღაცის თქმა მინდა... პირადში ვერ მოვახერხე მოწერა და თუ მოვახერხებ აუცილებლად მოგწერთ! წარმატებებს გისურვებთ!!!

ძალიან დიდი მადლობა. იოლია მოწერა, როცა მომწერ გიპასუხებ :)

 


№15 სტუმარი alisaa

au axali istoriis weras agar daiwyeb???:D yoveldge vamowmeb tqven gverds da erti suli maqvs davinaxo aq rame axali:(

 


№16  offline წევრი MLM

alisaa
au axali istoriis weras agar daiwyeb???:D yoveldge vamowmeb tqven gverds da erti suli maqvs davinaxo aq rame axali:(

ჯერ ნამდვილად არ ვიცი როდის დავიწყებ ახალ ისტორიას, მაგრამ ვეცდები თავი არ დაგავიწყოთ :)

 


№17  offline მოდერი bibo

Ise momwons es istoria vgijdebi meorejer wavikitxe xo geubnebiii ise magijebs es istoria ragac saocari xar saswauli tkbili tbili shokoladi torti vgijdebi tkbilo me shenze saocreba xar chito warmatebebi aba shen icii

 


№18  offline წევრი MLM

bibo
Ise momwons es istoria vgijdebi meorejer wavikitxe xo geubnebiii ise magijebs es istoria ragac saocari xar saswauli tkbili tbili shokoladi torti vgijdebi tkbilo me shenze saocreba xar chito warmatebebi aba shen icii

გენაცვალე მაგ ტბილი სიტყვებისთვის, როგორ გამახარე შენ არ იცი :* love

 


№19  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mmmm magari iyoo rogorc yoveltvuss :*** arr mianeboo cerass :** kargadd cerrr :* sxvad kidevv yuradgebaa ar miaqcioo :**ragac shecdomebi mogvdis yvelass ase romm arinerviuloo :*****

 


№20  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime ra magariaaaaa ar mindoda damtavreba jer

 


№21  offline წევრი თ.მ

♥️♥️♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent