შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყევლა 14 (მაქციები სასახლეში)


19-11-2015, 22:43
ავტორი blue jeans
ნანახია 2 109

გაოგნებულები და მართლაც ენაჩავარდნილები უსმენდენენ ენჯის ამ სიტყვებს
-თქვენ იცით რომ მამაჩემი დავკარგე და სამეფოს მე ვმართავ სასახლეში მარტო დავრჩი და მხარდამჭერები მჭირდება მინდა გვერდით ისეთი ვინმე მყავდეს ვინც დამეხმარება.ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით მინდა რომ ჩემს სასახლეში გადმოხვიდეთ საცხოვრებლად.
ენჯისთვის მოულოდნელი სიჩუმე ჩამოვარდა
-შენ გვეუბნები რომ გინდა იმ წურბელებთან ვიცხოვროთ?? (ჯეიკი)
-წესიერად ისაუბრე მათზე
შეუღრინა ენჯიმ.
-რაო გეწყინა?? (ჯეიკი)
-ჯეიკ
გაისმა მამაკაცის დინჯი მბრძანებლური ხმა ეს ბილი იყო.
-და მათ იციან ?? (ბილი)
-მე დედოფალი ვარ და უნდა დამემორჩილონ
-კი მაგრამ ხომ იცი ჩვენ მათთან ერთად ცხოვრება არ შეგვიძლია
-აი ამიტომაც გითმობთ სასახლის დასავლეთ ნაწილს
-დავეტევით?? (ჯეიკი)
ენჯიმ ირონიულად შეხედა და ამით ყველაფერი ნათქვამი იყო ხოლო ჯეიკი მიხვდა რა სულელური შეკითხვა დასვა.
-აბა მოფიქრებისთვის დროს გაძლევთ ხვალ დაკრძალვის შემდეგ ძველ ადგილას შევხვდეთ ვინც მოვა მას სასახლეში წამოსვლა უნდა გთხოვთ ამაზე იფიქრეთ
ენჯი წამოდგა და დაამატა
-და სხვათაშორის მარკუსი
-სად არის?? (არტური)
-ჩემი სასახლის სარდაფში იმედია თავს მყუდროდ გრძნობს.
ენჯი ტყეში ახალი შესული იყო სულ იმაზე ფიქრობდა რა უცბათ განვითარდა ყველაფერი ჯერ კიდევ დილით ალექსის მზერას და ტუჩებს გრძნობდა.ენჯიმ მწარედ ამოიოხრა და სასახლეში უხალისოდ შევიდა ისიც გაახსენდა რომ სასახლეში არც კაიუსი იყო და ამან მთლად მოღუშა.
სასახლეში აღარავინ ჩანდა და გადაწყვიტა საწოლ ოთახში ასულიყო.ძლივს ჩაეძინა.სტრესმა და ცნობისმოყვარეობამ გვიან გაუთიშა გონება.
დილით მალევე ადგა და დიდ სასტუმრო ოთახში შევიდა ყველას მგლოვიარე სახე ჰქონდა ენჯისაც შავი ტანსაცმელი ეცვა და შინაგანადაც ვერ გრძნობდა თავს კარგად.
დაკრძალვას რამდენიმე სამეფოს წარმომადგენელი ესწრებოდა.კაიუსიც იქ იყო.ენჯის არ სჯეროდა რომ ალექსის საფლავის გვერძე იდგა.
სულ დაავიწყდა რომ მეფე იყო და ტყეში შევიდა.იცოდა რომ კაიუსი როგორღაც მიხედავდა ყველაფერს.
გულზე ხელი დაიდო რადგან იგრძნო როგორ უნდოდა საგულედან ამოხტომა.ტყეში სირბილით განაგრძო გზა მაღალქუსლიანები გაიხადა ჰაერში შეხტა ტანში ჟრუანტელმა დაუარა და რამდენიმე წუთში უკვე ოთხ ფეხზე იდგა.ეს მის ცხოვრებაში პირველი გარდასახვა იყო და არც არასდროს დაავიწყდება აღარაფერზე ფიქრობდა უბრალოდ ტყეში მიქროდა და გრძნობდა როგორ ელამუნებოდა ქარი სახეზე.
გონებაგათიშულს სულ დაავიწყდა რომ მაქციებს უნდა შეხვედროდა.მოუწია ისევ ადამიანად გარდაქმნილიყო და ისე ამ მძიმე დღეებზე ეფიქრა.
მისდა გასაკვირად ტანსაცმელი ისევ მთელი ქონდა და არც დახეულიყო გაუკვირდა თუმცა მის გონებას ეს აღარც შეეძლო.
ტყეში მთელი ძალით მიქროდა და ცნობისმოყვარეობა კლავდა.
მისდა გასაკვირად ადგილზე არავინ დახვდა მხოლოდ ახლა გაახსენდა ტელეფონის არსებობა და მისი იდუმალი ჯიბიდან ამოიღო.საათს დახედა და მიხვდა რომ ყველამ გადააგდო.გულს არ იტეხდა უნდოდა ისევ დალოდებოდა და გული იმით აღარ დაემძიმებინა რომ ისევ მარტო მოუწევდა ყოფნა.
ელოდებოდა ნახევარი საათი არავინ მოდიოდა თუმცა ხმები მოესმა და ხმის მიმართულებით მიტრიალდა მის გახარებას საზღვარი არ ქონდა როდესაც არტური დაინახა სხვებთან ერთად.მერე გული დასწყდა მის უკან მხოლოდ 8 ადამიანი მოდიოდა ჯეიკის ჩათვლით ხოლო მეცხრე თვით არტური იყო.
ვერ ხვდებოდა სად იყვნენ სხვები მერე მიხვდა ის მეათე იყო ის ხროვა რომელიც შეადგინეს და რომლის მეთაურიც ჯერ არ იცოდა ვინ გახდებოდა.
-ართურ რა მოხდა უხუცესები სად არიან??რამე მოხდა??
-არა არაფერი ჩვენ ვითათბირეთ და მერე გეტყვით
სასახლისკენ წავიდნენ.
შორიდანვე გამოჩნდა სასახლე რომელმაც ბევრი აღაფრთოვანა და ვაუ! აუ,რა მაგარია! არ წყდებოდა აღფრთოვანების ამოძახილი.
ვამპირებმა მალევე აიღეს სუნი და უკმაყოფილოები გამოვიდნენ გარეთ უნდოდათ ყველა მოეკლათ რადგან არ იცოდნენ ისინი ვინ იყვნენ.
-კარგით ბიჭებო ეფექტური გამოსვლა იყო მაგრამ მოდი გაგარკვევთ ჯერ შევიდეთ
სახლში ყველა დაიძაბა
-ოჰ კარგით რაა ( ენჯი)
-რა ხდება?? (კაიუსი)
-რა და დადა დამ ეს ხალხი ჩემი ოჯახია ოღონდ მაქციის მხარის (ენჯი)
-და იქნებ გამარკვიო რა ხდება?? (კაიუსი)
-რა და კაიუს სახლი ცარიელდებოდა ამიტომ მინდოდა ვინმე ჩემთვის ახლობელი მყოლოდა გვერდში და ისინი შესანიშნავი კანდიდატები იყვნენ
-სად რჩებიან??
ენჯის გასაკვირად კაიუსს არ გამოუხატია მაქციების მიმართ სიცივე და არც ქედმაღლურად ესაუბრებოდა
-სასახლის დასავლეთ ნაწილს ვუთმობთ
-კარგია თორემ ხომ იცი ერთმანეთს მოკლავდნენ (კაიუსი)
-წარმოგიდგენია ერთად რომ დამეტოვებინა??
-მგონი სასახლიდან წასვლა მოგიწევდა.
ენჯიმ ყველა განალაგა ოთახებში.
რა თქმა უნდა დაეტივნენ რადგან სასახლის ეს ნაწილიც საკმაოთ დიდი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent