სასახლე დაბურულ ტყეში 10
*** ტყეში ქარის სისწრაფით გარბოდა და სუნით გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა ყველაზე მაცდურს. ქვეცნობიერად იცოდა, რომ შეცდომას უშვებდა, მაგრამ ნადირობის ინსტიქტის ასე მალე და მარტივად ჩახშობა ვერ მოახერხა. წამიერად შვლის სურნელმა გაკვეთა სასუნთქი გზები და მიხვდა, რომ შველზე უფრო ძვირფასის მოკვლას აპირებდა. გაჩერება ვერ შეძლო, მაგრამ როდესაც იმდენად მიუახლოვდა, რომ ფიზიკურად დაენახა, მომენტალურად გაუქრა ნადირობის ჟინიც და მწველი წყურვილიც. ისეთი სწრაფად შედგა, რომ ხის ტოტები შეირხნენ. მიხვდა რომ სასახლიდან ასე შორს პირველად წამოვიდა, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის არ ეცალა. ნაზი, ფერმკრთალი სხეული მწვანე მდელოზე ესვენა და მისი წითელი კაბა, რომლის ზურგი ღრმად ამოჭრილიყო, უფრო მიმზიდველს ხდიდა თოვლივით თეთრ კანს. მზის სხივებმა მომენტალურად გაიბრწყინეს მის თმაზე და მანაც გაუაზრებლად გადადგა წინ ერთი ნაბიჯი, მაგრამ ისევ გაჩერდა. ელენი ხვდებოდა, რომ საკუთარ თავს ხედავდა. ანდრიას თვალით დანახულ საკუთარ თავს და თითქმის ხვდებოდა რას იგრძნობდა მაშინ ანდრია და რამხელა ნებისყოფა დაჭირდებოდა. ქარის სისწრაფით დაარტყა წრე სხეულს. რათქმაუნდა კვლავ შორიდან. ელენს სახე თითქმის არ უჩანდა თმებში. ხელებზე და ფეხებზე აქა-იქ მური ესვა. ანდრია შედგა და ქალის გულისცემას მოუსმინა. ელენს ესმოდა საკუთარი პულსი. არათანაბარი და შენელებული იყო. ჩვეულებრივი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს და თვალი წითელი ლაქისკენ გაექცა, რომელიც ქალს ხელზე მიჰყვებოდა ზოლად. სისხლი გამხმარიყო. ფრთხილად დაიხარა ქალის წინ და ხელში აიყვანა, მერე კი წამში გაიქცა და საწოლზე დაასვენა სხეული. ანდრიამ მეტი აღარ აჩვენა ელენს და სიზმარი შეცვალა. ახლა უკვე ანდრიას ბავშვობას ხედავდა, თუმცა ელენმა ეს არ იცოდა. ბავშვი ეზოში მწვანე ბალახზე მოკალათებულიყო და შვლის ნუკრს ეფერებოდა. უცბად ვიღაცამ ხელში აიტაცა და დააბზრიალა. ქალის მშვენიერ სახეს ხედავდა ელენი, მშვიდი იყო და ბავშვის ფერი, მწვანე თვალები ჰქონდა. ისეთი ლამაზად იცინოდა ელენმა სითბო იგრძნო. ბავშვი დედას ეხვეოდა, მერე ერთად განაგრძეს შვლის ნუკრთან თამაში. ქალმა ხმაურზე თავი მოაბრუნა და თვალები განსხვავებულად აენთო. წამოდგა და მაღალი, სიმპატიური კაცის მიმართულებით გაიქცა და მოეხვია. კაცმაც არ დააყოვნა და ხელში აიტაცა, ბავშვმა კი ამის დანახვაზე მამის ფეხთან მიირბინა და ფეხზე ააბობღდა. არც მას უთხრა უარი მამამ და უცბად კისერზე შემოისვა. სიზმარი კვლავ გაქრა, ანდრიამ ისევ შეწყვიტა და ახლა ლამაზ მინდორზე აღმოჩნდა. უბლოდ იდგა და ყველაფერს შეიგრძნობდა. მერე კი ისეთ ღრმა ძილში გადაეშვა ელენი, რომ აღარაფერი უგრძვნია. *** ელნს პირველად გაეღვიძა ანდრიაზე მალე. ამით ისარგებლა და მის თვალიერებას მოჰყვა. გრძელი წამწამები აპრეხვოდა ანდრიას და მშვიდად ეძინა. ელენის თვალები მის სწორ ცხვირსა და მამაკაცურ, გამოყვანილ ყბებს ჩამოყვა და გამომწვევ ტუჩებს მიადგა. ელენი მაშინვე აწითლდა და სასწრაფოდ მოაშორა მზერა. არ შეეძლო მისი ტუჩების ყურება, შეიძლებოდა თავი ვერ შეეკავებინა. ელენი მის დაკუნთულ მკლავს ჩამოუყვა და გრძელ, თლილ თითებთან შეჩერდა. ძალიან თეთრი იყო და თითქოს გაიძულებდა შეხებოდი. ელენმა ფრთხილად დაუსვა ცისფრად ამობერილ ძარღვზე თითი და გაეღიმა. ანდრიამ იგრძნო, მაგრამ არ შეიმჩნია. გოგოს გულისცემამ იმატა. ანდრიას ძალიან უნდოდა გაეღიმა, მაგრამ თავს იკავებდა. ელენი ცისფერ ხაზს მაღლა აუყვა და გაჩერდა. მერე მისი ხელი აიღო, თავის თითებში ახლართა და თავი ისევ ბალიშში ჩარგო, ისე რომ ანდრიას სუნთქვას სახეზე გრძნობდა. ანდრიას ხელი ამოძრავდა, მაგრამ თვალები არ გაუხელია. ქალი მკერდზე აიკრა და მის სახესთან უფრო ახლოს აღმოჩნდა. ელენს ცოტა აკლდა რომ მის ტუჩებს შეხებოდა, მაგრამ უცბად ანდრიამ თვალები გაახილა. ემოციები ერთმანეთში ირეოდა, ვნება, აღტაცება, სითბო მაგრამ წყურვილიც კარგად დაინახა ელენმა მის თვალებში. _არ გაინძრე!-მშვიდად უბრძანა ანდრიამ, ელენს კი კინაღამ გონება წაერთვა იმ სურნელისგან რომელიც სახეზე მოედო და ხმისგან, რომელიც უფრო დაბალ ტონზე ჟღერდა. ელენი დამორჩილდა, მაგრამ როცა ბიჭის ტუჩები უფრო მიუახლოვდა, იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი სახეზე, მოთმინების ძაფი უწყდებოდა, ანდრია კი სულ ოდნავ ეხებოდა მის ტუჩებს, იმდენად ოდნავ, რომ გოგო ვერ ერკვეოდა ნამდვილი შეგრძნება იყო ეს თუ არარეალური. ის იყო მოთმინების ძაფი გაუწყდე ელენს, რომ ანდრიამ პირდაპირ მის ტუჩებზე დაიჩურჩულა: _არ გაინძრე მეთქი!-ჩურჩულისგან გამოწვეულმა მოძრაობამ ორვე ჭკუიდან გადაიყვანა და არცერთი აღარ დამორჩილებია ცოტახნის წინ ნათქვამ მბრძანებას. ამდენიხნის მოთმინებისგან მორეულმა გრძნობებმა ერთად იხეთქეს და მთელი ძალით მიეკვრნენ ერთმანეთის ტუჩებს. ისეთი გემო ჰქონდა ელენის ტუჩებს, წყურვილიც რომ არა, ისედაც შემოეჭმებოდა. ვერ კმაყოფილდებოდა, კონტროლიც დაკარგა და გოგოს ზემოდან მოექცა. უცბად ხელი იგრძნო საკუთარ მკერდზე და გამოფხიზლდა. ელენი მის შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ თან არც ეთმობოდა ბიჭის ტუჩები. ანდრია მიხვდა, რომ უკვე სისხლის გემო წარმოიდგინა და მალე ელენის ტუჩებს სხვა გზით დააგემოვნებდა, ამიტომ სწრაფად მოსწყდა მათ, მაგრამ ქალის სხეულს არ მოშორებია, თვალებში უყურებდა და მის რეაქციებსა და გრძნობებს ამოწმებდა. ელენიც ამავეს აკეთებდა, მაგრამ უცბად გაოცებადაეტყოდა წამოიწია. ანდრიაც დაყვა მის ნებას და მოშორდა, გვერდით ძველი ადგილი დაიბრუნა და დაეჭვებული მიაცქერდა. ელენი კი ისევ მისკენ შებრუნდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. ანდრია გაოცდა. _შენი თვალები.. ისინი ლურჯია.. ანდრია ისინი ლურჯია.-დაბნეული იმეორებდა ელენი. _მაშინ კი შავი გახდა. მწვანე იყო და რომ შემოგხედე, მაშინ იქ, ტყეში რომ გადამარჩინე, შავი თვალები გქონდა. მეგონა მომეჩვენა, რადგან ისევ გამწვანდა. ახლა კი რადიკალურად განსხვავდება მწვანისგან..-ელენს ხელები ჩამოუვარდა._ნამდვილად ლურჯია.-ისევ ამოთქვა და გარინდულ ანდრიას კითხვით მიაჩერდა. მას კი მხოლოდ უხერხული ღიმილი შეეპარა. _ზედმეტად დაკვირვებული ხარ.-ელენი არ ელოდა ამ პასუხს. უნდოდა შეპასუხებოდა მაგრამ ბიჭმა ზურგი აქცია და გაშეშდა. ელენი კი ვერ მიხვდა რას აკეთებდა და თვითონაც ერთ ადგილს მიეყინა. მერე ისევ მობრუნდა და თვალებში შეხედა. ელენმა კი პირი დააღო. ბიჭის თვალები კვლავ მწვანე იყო. _ქამელეონი თვალები ვერ გექნება, ისინი შავამდე არ იცვლის ფერს. აბა რაგორ აკეთებ ამას? _აი ასე.-უპასუხა ანდრიამ და ელენს დააცხრა ტუჩებზე. გოგო ჯერ დაიბნა, მაგრამ მერე დაავიწყდა ყველაფერი და კისერზე მოეხვია. ანდრია მალე მოშორდა ზედმეტი რომ არ მოსვლოდა და გოგოს შეხედა. _ისევ გალურჯდა?-ქამოიძახა ელენმა. _რატომ? _იმიტომ რომ.. ეს რთულია. მოდი ჩავიდეთ ქვემოთ. ყავა მოამზადე და იქ მოგიყვები. ჰაერზე უნდა გავიდე თორე უკვე ძალიან მიჭირს.-თქვა და ისევ ელენის თუჩებს დაწვდა. აკოცა და მაშინვე მოშორდა. წამოდგა, მაგრამ სანამ გოგო გონს მოვიდოდა ისევ წაეტანა ტუჩებზე. ეს ორჯერ კიდევ გაიმეორა და ადგომას რომ აღარ აპირებდა ელენმა ძალით მოიშორა და ოთახიდან გააგდო. დიდხანს იბოდიალა ოთახში, ხან დილის პროცედურებს იტარებდა, ხან გაშტერებული დადგებოდა და სივრცეს უყურებდა. ბოლოს როგორც იქნა თავი ანება არეულ, გაურკვეველ ფიქრებსა და გრძნობებს და დაბლა დაეშვა. ერთი რამ კი მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, არც საკუთარი თავისთვის და არც ანდრეასთვის ამდენის თუ არა, ამაზე მეტის უფლება არ უნდა მიეცა. ამ გადაწყვეტილებას კი პირველ რიგში ანდრიას ნებისყოფა ედგა მიზეზად, შემდგე კი ის წვრილმანები, ყველა ქალს რომ ეფიქრება ხოლმე. ანდრია ვერსად ნახა, არც დაუძახია ისე გააკეთა ყავა და ეზოში გავიდა. ბიჭი იჯდა და ელოდა. უცნაურად ამოხედა. თითქოს თვითონაც არეული ფიქრების დალაგებას ცდილობსო. თუმცა ანდრიას ელენისგან განსხვავებით ბევრად მეტი საფიქრალი ჰქონდა. გოგო მის პირდაპირ ჩამოჯდა და არც უცდია ანდრიას ფიქრებში შეჭრა. ერთხანს ასე ისხდნენ, შემდეგ კი ბიჭმა დაიწყო. _აბა, კიდევ გინდა ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილო? _ეს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე მეტია.-ორაზროვნად გადახედა ელენმა. მას ადარდებდა ბიჭის ცვლილებები, ამიტომ უნდოდა გაეგო ყველაზე მეტად, ყველაფერი მის შესახებ. ანდრია მიუხვდა გოგოს გულის ტკენას და პირდაპირ მთავარ თემაზე გადავიდა: _ჩვეულებრივ, ისინი მწვანეა, მაგრამ როდესაც..-ბიჭი სიტყვებს ეძებდა._ ასე ვთქვათ წყურვილს ვიკმაყოფილებ, თუნდაც შიმშილი დაარქვი, ისინი ცოტახნით შავდება. ძარღვები კი ცისფერის ნაცვლად წითელი ხდება. თუმცა ეს ძალიან ცოტახანს გრძელდება. სანამ სიამოვნება გრძელდება, იმაზე ოდნავ დიდხანს. ელენმა შეამჩნია, რომ ანდრიას დიდად არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი. თუმცა მაინც მოუწევდა ოდესმე, ამიტომ შორს აღარ გადადო და კითხვების კორიანტელიდან ერთ-ერთი ამოარჩია: _და სილურჯე? _შენს ტუჩებთან ახლოს ყოფნა, ნიშნავს შენს სისხლთან ახლოს ყოფნას. თუმცა მე რომ შენი სისხლით ვისიამოვნო, ჩემი თვალები ან გაყვითლდება, ან ჩაწითლდება. სიწითლე ნიშნავს, რომ ყველაზე გემრიელი ხარ, ანუ საუკეთესო, როგორც დესერტი ან, რა ვიცი როგორ შევადარო... ყვითელი კი შავზე ძლიერი სიამოვნებაა, ბევრად ძლიერი, თუმცა არა ისეთი, როგორიც წითელი. ელენს ნერვული სიცილი აუვარდა. ანდრია შეკრთა და გაბრაზებამ წამოუარა საკუთარი თავისადმი. არ უნდოდა ელენის შეშინება. მისი სიცილი კი შოკს გამოხატავდა. _ნუ გეშინია გთხოვ. უბრალოდ, რაღაცნაირად ხომ უნდა აგიხსნა. საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ ამაზე შენ თუ არ გინდა.-უთხრა შეწუხებულმა, ელენს კი ახლა სატირლად დაებრიცა ტუჩები. _კარგი რაა ახლა არ იტირო, გთხოვ. _მაშინ გააგრძელე რასაც ამბობდი.-ათრთოლებული ხმით შეეპასუხა ელენი. ანდრიამ გადაამოწმა მისი წინადადების სიმყარე და რადგან სუსტი წერტილი ვერ პოვა განაგრძო: _ლურჯი კი მაშინ ხდება, როდესაც ადამიანურ სიამოვნებას განვიცდი. დაამთავრა სათქმელი და დაბნეულ ელენს შეხედა. ცოტახნის დუმილის შემდეგ ახალი კითხვა შეარჩია: _მზეზე რომ იწვებით ლეგენდაა? _არა და კი.-გაეცინა ანდრიას._ მზე გვნებს, მაგრამ არ ვიწვებით. სინამდვილეში მზეს ბნელი მხარეც აქვს. მე მისი მსხვერპლი ვარ. თუ მზეზე მოვხვდები დამცავის გარეშე, რომელიც ახლაც მიცავს, კანი დამეწვება.. როგორ გითხრა არ ვიცი, კარგად რომ მიხვდე.. ჯერ დამიწყლულდება, მერე ისეთი გახდება, თითქოს ადუღებულ წყალში მომხარშეს და თუ არ მომარიდებ მზეს, მაშინ დიდიხნის შემდეგ, მაგრამ მაინც მოვკვდები. ეს უძველესი დაავადებაა, ელენ. დაავადებულები მზეზე დამწვრობისგან სუსტდებოდნენ და სისხლის წყურვილი კლავდათ. თუ მას დალევდნენ ძალებსაც აღიდგენდნენ. ბოლოს ისწავლეს, რომ მზეს უნდა მორიდებოდნენ. მაგრამ ვინც მაინც სვავდა სისხლს, მისი ძალები ჩვეულებრივ ადამიანზე ძლიერი ხდებოდა. თუმცა ნუ მკითხავ, საიდან გაჩნდა ეს დაავადება, რადგან არ ვიცი. მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ერთხელაც სამუდამოდ გაქრება ის, როგორც გაქრა კეთრი. იმედი მაქვს, რომ ოდესმე აღარ დაიტანჯებიან ამისგან. თუმცა როდის მოხდება ეს, არ ვიცი. -ელენი ისევ დადუმდა და შეეცადა ინფორმაცია გადაეხარშა. ყავა რომელიც სულ გაუცივდა ანდრიამ გამოუცვალა თვალის დახამხამებში. მერე კი გოგომაც შეუტია ახალი კითხვებით: _ახლა რა გიცავს, ან როგორ? _ახლა ყველაფრის განვითარებასთან ერთად, ჩვენი დამცავისისტემაც განვითარდა. კანის ქვეშ...ძალინ არ მომწონს ამაზე ლაპარაკი.-ჩაურთო ანდრიამ და შეუბღვირა, მაგრამ მაინც განაგრძო._კანის ქვეშ, რაღაც, სითხესავით ნივთიერება მაქვს. ეს ნივთიერება მუდმივად აღდგენადია, რადგან ხერხემალში მისი მბადი მოწყობილობა მიდგას. ეს სითხე კი კვებავს ჩემ კანს იმით, რასაც მზე აცლის. ამის გარდა, მაქვს სპრეის სახის ნივთიერება, რომელსაც ისხავ მთელ ტანზე. ის კანის ყველა უჯრედს ედება და მზის სხივს არ ატარებს. კიდევ არის რამდენიმე საშუალება, მაგრამ მე ისინი არ მომწონს, ამიტომ აღარ გვინდა ამაზე მოგვიანებით.. _ანდრია ეს შენი გადაადგილების უნარიც, როგორც შენ უწოდებ ამ „დაავადების“ სიმპტომია თუ ამისთვისაც რამე მოწყობილობებია? _არა სიმპტომია. ალბათ ყველაზე სასარგებლო და სასიამოვნო. _შენ მე სიზმარი მანახე, ასეა? _კი ელენ, მე გაჩვენე. _და იქ ჩემი გულისცემა გესმოდა. ნუთუ ახლაც..?-ელენმა ვეღარ დაამთავრა. _სიზმრებშიც კი ზედმეტად დაკვირვებული ხარ.-უკმაყოფილება გამოხატა ანდრიამ. ეს მისი პატარა საიდუმლო იყო რომლითაც კარგად ერთობოდა. სასიამოვნო იყო გოგოს აჩქარებული გულისცემის მოსმენა, როცა ანდრიას ხედავდა ან ეხებოდა. _კი ელენ, ახლაც.-თქვა და ელენს ისევ აუფრთხიალდა გული. _ელენ დაწყნარდი.-ნიშნისმოგებით გახედა ბიჭმა. ისიც მალე დამშვიდდა და ანერვიულებულმა ახალი კითხვა დასვა: _ანდრია, რამხელაა იმის შანსი პროცენტულად, რომ ბოლოს მეც შენი საკვები გავხდები? ან ნებისყოფა არ გეყოფა და ბოლოს კი არა, შეიძლება..-ელენი ფრთხილად საუბრობდა და ბოლოს ხმა ჩაუწყდა. ლამის თითები მოიმტვრია ნერვიულობით რომ უცბად მის წინ მაგიდა გაქრა და ანდრია დაადგა თავზე, ხელებში ჩააფრინდა და უცბად მოწყდა ადგილს. ელენმა კი გაიფიქრა, რომ დიდი სისულელე გააკეთა ეს კითხვა რომ დასვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.