თავხედი მეკვლე [ნაწილი 2]
თავხედი მეკვლე. ნაწილი 2. – შემოდი. – ღიმილით გაუღო კარი მეგის და სახლში შემოატარა პოლიეთილენის პარკებით დატვირთული. – რად გინდოდა ამდენი რამ? მეც საკმაოდ ბევრი საკვები მოვიმარაგე. – იმდენნი ვიქნებით, შენი ,,მომარაგებული'' არაფრად გვეყოფოდა. – დასცინა მეგიმ და ბოლო დონემდე გაიკრიჭა. თანაც, – განაგრძო მან, – ბექა და ნიკუშა გადაძოვენ მთელ სუფრას, ხომ იცი არა?! გიოც. – ჰო, ეგ ნამდვილად არ შეეშლებათ. – მასაც გაეცინა. – მოდი, დავიწყოთ ჩვენ, თორემ ვერ მოვასწრებთ. °11° თორმეტის ნახევარზე მოვიდა მთელი სამეგობრო, უკლებლივ. ბავშვობოს მეგობრები, და–ძმური ურთიერთობა ღრმა წლებიდანვე რომ მოსდევთ. დიდი ზარ–ზეიმით შემოაღეს კარი: ნიკუშამ, ბექამ და გიორგიმ და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, მათი მასხარაობოთ აჟიოტაჟი გამოიწვიეს გოგონებშიც. ერთად გააწყვეს სუფრა. – ჩემი ბიძაშვილი უნდა მოვიდეს აქ. – თქვა ნიკუშამ და ყველას სათითაოდ გაუღიმა. – როდის? – იკითხა მეგიმ და ხელები გაასავსავა. – მალე, მგონი. – ძალიან კარგი. – ასევე ღიმილით თქვა ელენამ და რამდენიმე წამით გაუშეშდა თვალები შემოსასვლელ კარებზე. °11° – 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1! – დაიყვირა ყველამ ერთდროულად და ალკოჰოლური სასმლით გავსებული ვისკის ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს. ზუსტად 2 წუთში გაისმა კარზე ზარი. სწრაფი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ გოგონა და როგორც კი კარები გააღო, მკერდზე შეაყარა ვიღაცამ შოკოლადები. გაოგნებულმა ახედა მოცინარ კაცს. – ხვავი, ბარაქა და მოკლედ, როგორც იციან ხოლმე რა. – მხრები უბრალოდ აიჩეჩა და რამდენიმეჯერ აათვალიერა გოგონა. – შეიძლება? – ჰკითხა ღიმილით ივამ. – კი. მთელი მისი არსებით უნდოდა ეთქვა ,,არაო,'' მაგრამ ჩათვალა რომ, რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც ძალიან უზრდელურად გამოუვიდოდა. ამიტომაც, მხოლოდ თავის დაკვრით და გვერდზე გაწევით შემოიფარგლა. უკმაყოფილო სახით გაჰყვა უკან მამაკაცს. თავიდანვე არ მოეწონა და ზედმეტად თავნება ადამიანად ჩათვალა. – ვაა, ივა მოვიდა! ნახე, რა მაგარი მეკვლე გყავს, ელენა?! – სიცილით წამოიძახა ბექამ და მამაკაცს გადაეხვია. – თავხედი მეკვლე! – შეასწორა ირონიული გამომეტყველებით და ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი, მომღიმარ ივას. არ უნდოდა ასე მკვახედ ეთქვა, მაგრამ გამოუვიდა. სიმართლე რომ ვთქვათ, არც კი უდარდია ასე რომ მიმართა მამაკაცს, რადგან მან თავიდანვე ცუდი გრძნობები გაუჩინა. °11° – წავედი, მე. – ღიმილით ადგა ელენა ფეხზე. ყოველგვარი ახნა–განმარტების გარეშე მიხვდა ყველა, თუ სად აპირებდა წასვლას გოგონა. ყველა მიხვდა, გარდა ივასი. ძალიან გაუკვირდა, ახალგაზრდა გოგო, შუა ღამისას, სად მიდიოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს. – არ იტირო იცოდე, კარგი? – სევდიანი ხმით გააფრთხილა მეგიმ და მომღიმარ დაქალს მთელი ძალით ჩაეხუტა. – როდის იყო, რომ ვტიროდი? არ წახვიდეთ რა. მოვალ გამთენიისას. – თხოვნით მიმართა მეგობრებს, იმის მიუხედავად რომ ისედაც იცოდა, არსად არ წავიდოდნენ. – სად მიდიხარ? – დიდი ორჭოფობის შემდეგ, მაინც გადაწყვიტა, ეკითხა. – სასაფლაოზე. – ღიმილით უპასუხა ივას მიერ დასმულ შეკითვას და გაწონასწორებული ნაბიჯებით დატოვა სახლი. გაუყვა გზას, სასაფლაოსაკენ. – რომ გავყვე გაბრაზდება? – ფრთხილად, ჩურჩულით ჰკითხა ბიძაშვილს. – არა მგონია, მაგრამ შეეცადე, საერთოდ არ ესაუბრო. °11° ისევ ისე მოხდა ყველაფერი. ბარდიულზე იჯდა გოგონა, ხელებში თავ ჩარგული. შავი, x6-ის ჯიპი ზუსტად ფეხებთან გაჩერდა. – გაგიყვანო'თ? °11° ჩუმად მიაბიჯებდნენ ჩაბნელებულ სასაფლაოზე. ძალიან, ძალიან ახლოს იდგნენ ერთმანეთთან. ამ სამი წლის განმავლობაში, დღე არ გასულა რომ ერთმანეთზე არ ეფიქრათ, თუმცა, რატომღაც არც ერთს მოუძებნიათ ერთურთი. შეიძლება განზრახ, მაგრამ მთავარია ის რომ არ მოუძებნიათ ერთმანეთი. ივას, სულ ის გოგონა ედგა თვალთახედვის არეში, რომელიც სამი წლის წინ წაიყვანა ნაცნობ საავადმყოფოში. ივაც იქ მუშაობს, ამიტომ არ გაუჭირდებოდა ინფორმაციის მოპოვება ელენაზე, მაგრამ... ალბათ, უფრო ორიგინალურ შეხვედრას ელოდნენ. ელენას კი ის ბიჭი ედგა თვალ წინ, რომელმაც ყველაზე დიდი გასაჭირის დროს დახმარების ხელი გაუწოდა. თუმც, ორივეს ახსოვდა ის ერთადერთი ჩახუტება. ერთადერთი, მაგრამ ბევრის მთქმელი, იმდენად ბევრის მთქმელი რომ ამ სამი წლის განმავლობაში, არც კი გაუფერულებულა ეს მოგონება და ჩახუტებისას შეგრძნობილი ერთმანეთის სუნი. – გახსოვვარ არა? – ჰკითხა ივამ, როცა სასაფლაოსთან მივიდნენ. იქვე ჩაიმუხლა და საფლავზე დადებული თოვლის თხელი ფენა, ერთი ხელის მოსმით გადაწმინდა. – ვერ დაგივიწყე. – არ უცდია დაემალა. ან კი, რა საჭირო იყო ამის უარყოფა?! – ასეთი ადამიანები არ ავიწყდებათ. – დაიჩურჩულა და სევდიანი მზერა შეავლო დედის და მამის ღიმილიან გამოსახულებას. – ალბათ. – მხრები უბრალოდ აიჩეჩა ივამ. – შენ? – რა, მე? – შენ გახსოვდი? – ასეთი ადამიანები არ ავიწყდებათ. – გაიმეორა გოგონას სიტყვები და ბინდ გადაკრული თვალებით შეხედა ელენას, თვალებით რომ ეუბნებოდა, მომენატრეო. – ალბათ. – მანაც იგივე თვალებით შეხედა. °11° – რა ამბავია აქ? – გაკვირვებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა ელენას, როცა თავის სახლში შევიდნენ. ოთხივეს ერთმანეთზე ეძინათ, აქეთ–იქით კი ალკოჰოლური სასმლის უამრავი ბოთლი ეყარა. ცხვირი უსიამოვნოდ მომანჭა. როგორ ვერ იტანს სასმლის სუნს, არადა სახლში გაჟღენთილია ეს არომატი. – უვაჟკაციათ! – ჩაიცინა ივამ. ქურთუკი გახადა ელენას, თვითონაც გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა. ერთობლივი ძალებით შეუდგნენ საქმეს და რანდენიმე საათში შეგეძლებოდათ სახლისთვის, ამასთან დაკავშირებული რაიმე სახელი მაინც გეწოდებინათ. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ივას ასეთი რაღაცეები არ ეხერხება, თითქმის ყველაფრის გაკეთება ელენას მოუწია. დაღლილები ჩაესვენნენ სავარძელში. – მოდი, მე საუზმეს მოვამზადებ. – ღიმილით განუცხადა ელენამ გვერდით მჯარ მამაკაცს. – შეძლებ? ძალიან დაიღლებოდი. მთელი ღამე გაათენე. – შევძლებ. – თვალი ნასიამოვნებმა ჩაუკრა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. ძალიან ესიამოვნა მამაკაცის მიერ გამოჩენილი ყურადღება მისდამი. იმდენად ესიამოვნა, რომ მთელი სახით გაიბადრა. ყველაზე დიდი რამ, რომელმაც სასიამოვნოდ გააოცა იყო ის რომ ივა ისევ იმ სუნამოს მოიხმარდა, რომელიც მაშინ, სამი წლის წინ ჰქონდა. რატომღაც, თვითონაც ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ მაინც ძალიან გაუხარდა რომ ახსოვდა ეს ფაქტი. მართალია ორივე, ასეთი ადამიანები არ ავიწყდებათ! კვერცხი შეწვა ძეხვთან ერთად, ტოსტერში დაბრაწული პურებიც გააკეთა და კიდევ იმდენი რამ მოამზადა, ჩამოთვლად არ ღირს. – რა? – ჰკითხა დაბნეულმა ელენამ, როცა შეამჩნია, თუ როგორი დაჟინებული მზერით უყურებდა მოფუსფუსე გოგონას, სამზარეულოს კარზე მიყრდნობილი ივა. – არაფერი. – მხრები უბრალოდ აიჩეჩა. – ბედნიერება როგორია? – მოულოდნელად დაუსვა კითხვა და დიდრონი, აკაშკაშებული შავი თვალები მიანათა. – არ ვიცი, ალბათ, მრავალგვარი. – იმისდა მიუხედავად რომ ძალიან გაუკვირდა კითხვა, მაინც სიამოვნებით უპასუხა. – „ბედნიერება ზღვის მოქცევას გავს, ერთხანს იგი თავის მაღალ დონეს აღწევს. ერთადერთი, რაც შეაწუხებდა სრულ ბედნიერებაში მყოფ ადამიანებს, ეს არის დაფიქრება მიქცევაზე, რაც აუცილებლად მოსდევს მოქცევას“ – ამბობს ჰოუგო! – ღიმილით წარმოთქვა ჰიუგოს სიტყვები. ისე შეხედა თავისი ულამაზესი თვალებით ივამ, გოგონას, თითქოს თვალებით ეუბნებოდა რაღაცას, თუმცა რა შუაში აქ ,,თითქოს.'' მართლაც ასე იყო. იმდენად მომნუსხველი მზერით ჩახედა თვალებში ელენას, წამით სუნთქვა შეეკრა. იმავე წამს ამოუტივტივდა გონებაში, თავისდა უნებურად სიტყვები: ,,ვერ მომერევიან შენი თვალები, ვერ მომერევიან... შენი თვალები გადამარჩენენ, შენი თვალები გადამარჩენენ, შენი თვალები გადამარჩენენ'' – ჰმ! შენ ბედნიერი ხარ? – არა. ამას ბედნიერება ნამდვილად არ ჰქვია. სამი წლის წინ რომ გეკითხა იმავე კითხვა, მე სიამოვმებით გამოგიცხადებდი, რომ უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მაგრამ ახლა, როცა დავკარგე ჩემს ცხოვრებაში არსებული ორი ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი პერსონაჟები იყვნენ, ვეღარანაირად ვეღარ მიწოდებს, ვერც სხვა და ვერც მე ვეღარ ვუწოდებ საკუთარ თავს, ბედნიერს. მიუხედავად იმისა რომ დედას ბოლო სიტყვები იყო: ,,იბროძლე ბედნიერებისათვის,'' ვერ შევასრულე ამ სამი წლის განმავლობაში ეს სიტყვები, სამწუხაროდ. არადა, მართლა მინდა ვიყო ბედნიერი, უბრალოდ იმდემად მაქვს წარსულის შავი ლაქები დამჩნეული, ვერაფრით ვიშორებ. სადაც არ უნდა წავიდე, ვისთან ერთადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ჩემთან არის ჩემი მოგონებები. – როგორია ეს მოგონებები? – ხან როგორი, ხან – როგორი. თუმცა, ძირითად შემთხვევაში ცუდი და ძალიან დამამძიმებელი. – სიყვარული რა ფერია? – მაშინვე შეცვალა თემა ივამ, როცა გოგონას თვალებში ცრემლი აკიაფდა. – რატომღაც ყველა წითელთან აიგივებს, რადგან გული წითელი ფერისაა, მაგრამ მე სულ სხვა მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით. – ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და ჩაიდანით წყალი დაადგა ჩაისათვის. – სიყვარული ლურჯია, ზღვასავით ლურჯია. – ღიმილით დაუკრა თავი ელენამ და ფანჯარაში გაიხედა. – რატომ? – კითხვის ნიშნით აღსავსე თვალებით დააკვირდა. – ბევრი საერთო აქვთ სიყვარულს და ზღვას. სიყვარული მასსავით სუფთაა, კრიალა, რაღაც მხრივ გამჭვირვალე, ლამაზი, ამოუცნობიც... თუმცა ისევე, როგორც სიყვარულს, მის საიდუმლოებასაც ბევრი ვერ მიხვდება. ზოგისთვის ზღვა, უბრალოდ ზღვაა, რომელიც ზაფხულში სიამოვნებას განიჭებს, ზოგისთვის კი ბევრად მეტი დანიშნულება აქვს. ბევრიც ვერ ჩასწვდება მის სიღრმეს და ვერ დაინახავს ფსკერზე არსებულ წყალმცენარეებს. ზოგადად, თუ გიყვარს, ლურჯად ხედავ სამყაროს. ასე მესმის მე. – მაშ, მე ლურჯად ვხედავ სამყაროს და გიყურებ შენ! – ძალიან ლამაზად გაუღიმა, თბილად შეხედა და სამზარეულო კმაყოფილმა დატოვა. ^^^ არ ვიცი, როგორი გამოვიდა, მაგრამ ვეცადე ლამაზი და განსხვავებული თავი მომემზადებინა. ვითომ, გამომივიდა?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.