შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყევლა 15 (პატარაობის ენჯის აღმოჩენა)


20-11-2015, 19:24
ავტორი blue jeans
ნანახია 1 601

ყოველდღე როდესაც დგებოდა ხმაური ესმოდა რადგან ვამპირები მუდამ ჩხუბობდნენ და ბუზღუნებდნენ ენჯის ვერ გაეგო რანაირად ვერ იყოფდნენ ამხელა სასახლეს და მაშინ როდესაც არჩევნის წინაშე აყენებდნენ ოხრავდა და ამბობდა
-მე არავის მხარეს არ ვარ
ენჯიში გაოცება გამოიწვია როდესაც მიხვდა რომ ბელიმ მისმა ერთ-ერთმა ხროვის ნაწილმა მასში საოცარი ნდობა გამოიწვია.18 წლის გოგოს თვალებში უამრავი ტკივილი და სითბო ისახებოდა ეს აოცებდა მოუნდა რომ მისთვის გული გაეხსნა და ის სამყარო დაენახებინა რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა უნდოდა მის თვალწინ ცხარე ცრემლით ეტირა და ეს ვერ აეხსნა რატომ ენდობოდა??იმიტომ რომ ხედავდა მის სათნოებას მის სამართლიანობას და ერთგულებას.
ერთ დღესაც ენჯიმ გადაწყვიტა მისი სურვილი აესრულებინა თუმცა ყოყმანობდა რადგან არ იცოდა რა მოყვებოდა ამას იქნებ ძალიან ადრე იყო მისთვის გულისგადაშლისთვის?? ეს გულს უღრღნიდა მაგრამ ამასობაში ბელისთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
ბელიც ენდობოდა ენჯის თუმცა ეშინოდა იმის რომ როგორც ადრე გაყიდეს ისე გაყიდდა ის ხომ ვამპირიც იყო და ჯადოქარიც თუმცა ბელის იმის იმედი ქონდა რომ მაქციის ნდობა შეეძლო ამიტომაც ერთ დღეს ბელიმ გადადგა პირველი ნაბიჯი და გულის გადაშლა დაიწყო.ენჯის გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა როდესაც მის ოთახში შესული ბელი დაინახა.
-რამე ხდება? (ენჯი)
-შენთან საუბარი მინდოდა (ბელი)
-კარგი მოდი ჩამოჯექი
უთხრა ენჯიმ და ხელით საწოლისკენ ანიშნა
ბელი გაუბედავად მიუახლოვდა ენჯის
-ნუ გეშინია არ გიკბენ
გაუღიმა ენჯიმ.
-მოკლედ მინდოდა შენთვის გული გადამეშალა რადგან ვგრძნობ თითქოს არავინ მყავს გვერდში და ეს ძალიან მაღელვებს.
-შენს გვერდით მიგულე
გაუღიმა ენჯიმ იმედიანად და მთელი გულისყურით დაიწყო მისი მოსმენა.
-როცა 5 წლის ვიყავი დედაჩემი გარდაიცვალა მამა მზრდიდა თუმცა მაშინ როდესაც 9ის გავხდი მამაჩემიც დედაჩემს მიჰყვა თავიდან არ ვიცოდი რა ხდებოდა მერე მითხრეს რომ დედაჩემი და მამაჩემი ბრძოლას შეეწირნენ თუმცა ისინი არ ყოფილან გმირები ისინი მოღალატეები იყვნენ რადგან არა ჩვენი ხალხის სასარგებლოდ არამედ ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ როდესაც ეს სრულად გავაანალიზე შემძულდა ისინი რადგან მხოლოდ იმიტომ დაიხოცნენ რომ მათი ამბიციებს და ორგულობას საზღვარი არ ქონდა.არავინ მენდობოდა ჩვენს ხალხში სკოლაში თითით საჩვენებელი გავხდი ჩემსკენ იყურებოდნენ და უნდობელი თვალებით მიყურებდნენ ამან დიდი ტრამვა მიმაღებინა და 1წელი ფსიქიატრიულში დავყავი იქიდან გამოსულს სულ სხვა სამყარო დამხვდა აღარც თითით საჩვენებელი ვიყავი მაგრამ ყველაზე უარესს შევეჩეხე არავის ვახსოვდი თურმე მე მხოლოდ ერთი გიჟი გოგო ვიყავი რომელმაც ფსიქიატრიულში თავი მოიკლა ამან კიდევ უფრო დამთრგუნა მაგრამ ამას სხვა მხარეც ქონდა მე უჩინარი გავხდი ახალი ცხოვრება დავიწყე სახელით ბელი.იცი ჩემი ნამდვილი სახელიც კი არ მახსოვს.ეს არ იყო ტანჯვის დასასრული ყველაფერი წინ მქონდა შემიყვარდა ეს ჩემი პირველი სიყვარული იყო და მთელი არსებით მიყვარდა ისე როგორც არავის არავინ ჰყვარებია.მაშინ როდესაც სიყვარული ამიხსნა ჩემს სიყვარულს საზღვარი არ ქონდა.ცოტახანში ხელიც მთხოვა და ქორწილისთვის მზადება დავიწყე კაბაც ვიყიდე მოახლოვდა ქორწილის დღე მთელი ღამე ვერ ვისვენებდი სიხარული და სხვა რაღაც უცნაური გრძნობა არ მასვენებდა.დილით მალევე გავიღვიძე და მზადება დავიწყე ჩემს შეყვრებულს ველაპარაკე ისიც ემზადებოდა და ერთი სული ქონდა როდის გავხდებოდი მისი ცოლი.საკურთხეველთან მომღიმარი მელოდებოდა როგორც კი მივუახლოვდი სროლის ხმა გავიგე ვერ მივხვდი რა მოხდა სანამ ის არ წაიქცა და ხელებსი არ ჩამვარდა ძალიან მიყვარხარ.გახსოვდეს.ამას ვერ წაგართმევენ ეს იყო მისი ბოლო სიტყვები და ხელში ჩამაკვდა ვგრძნობდი მის სისხლს და იმასაც როგორ ცივდებოდა მისი სხეული.იმ დღეს მე მოვკვდი და მართლა გავგიდი ისევ ფაიქიატრიულში დავბრუნდი როცა გამოვედი აღარავინ მყავდა ხოლო თავიდან დაწყება ძნელი იყო რადგან ყველას ახსოვდა გოგო რომელსაც საქმრო ხელებში ჩააკვდა.ტყეში გადავწყვიტე ხეტიალი და აი ამ ხროვასაც ასე შევხვდი და მათთან დავრჩი.
ბელიმ ცრემლები მუჭით მოიწმინდა და გაჩუმდა
ენჯი გაკვირვებული იყო რადგან 18 წლის გოგოს ამხელა უბედურება გადაეტანა და გადარჩა თან დღეს აზროვნებს.ენჯი მის მტერსაც კი არ უსურვებდა ასეთ ცხოვრებას.
-შენი ჯერია
უთხრა ნაძალადევი ღიმილით ბელიმ
-მე უკვე საუკუნეებია ვცხოვრობ და ყველა იმ ტკივილის გახსენება ძნელია თუმცა ამ დღეებში ყველაზე დიდი ტკივილი მომადგა შენ იცი რომ ალექსი მოკვდა ის ჩემთვის მხოლოდ ქვეშერმდომი არ იყო ის ჩემი პირველი სიყვარული იყო და ვუყურებდი როგორ იწვეოდა მის სხეულთან ერთად ჩემი ოცნებები ბედნიერება და ცხოვრება.დრო გადის მისი შეჩერება შეუძლებელია ის მიდის და ყველას თავის დაღს ასვამს ის ტკივილს ანელებს ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ.არ გამომიცდია რადგან მისი დავიწყება არც მდომებია რომ მომენდომებინა იქნებ...არა! ამას არასდროს გავაკეთებ მინდა რომ გულში მისი ადგილი ისევ მტკიოდეს მინდა აქ ჩემთან ერთად იყოს.მან დედამიწა დატოვა და იმის უფლებას ვერ მივცემ შჩემი გულიც დატოვოს.იქნებ ეგოისტი ვარ და დავუშვა ამას უბრალოდ მე ვერ გაავიტან მხოლოდ იმან გადამარჩინა რომ მგონია ის ისევ აქ არის მივუახლოვდები და მისი სხეულის სითბოს შევიგრძნობ და მისი გულის ძგერად მოვისმენ ყოველდრე ამ იმედით ვიღვიძებ და ყოველდღე იმედი მიცრუვდება.თუმცა თუ იმედს დავკარგავ ეს გამანადგურებს.
ბელი სრულიად მოულოდნელად ენჯის გადაეხვია.თითქოს ერთი სხეული ორ ნაწილად იქცნენ ერთი ტკივილი აერთიანებდათ თუმცა ენჯი ვამპირი იყო ეს მათ არ აშინებდათ ისინიერთმანეთს ენდობოდნენ და ენჯიმ პირველად სიცოცხლეში იგრძნო რომ მისიბავშვობის მეგობრის ენჯის ადგილი ბელიმ დაიკავა.ამან სასიამოვნოდ გააოცა და აქვითინდა ამდენი ხნის შემდეგ სხვას თავისი ცრემლი და ის დაანახა რასაც სხვა დროს არასდროს არავის დაანახვებდა.



№1  offline წევრი LoNdA DM

აუ ალექსი ცოცხალი იყოოს გთხოვ, ასეთ სამყაროშო ხომ ხშირად ხდება გაცოცხლება და ასეთი რაღაცეები და გაცოცხლდეს რაა. ველოდებიი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი blue jeans

ასეთ სამყაროში ყველაფერი ხდება დაველოდოთ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent