შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვრალი ალუბალი 3


20-11-2015, 20:03
ავტორი sopiko
ნანახია 3 615

სირცხვილისგან ვიწვი, როცა თეა და ნენე კაბინეტში შემოდიან. მგონია ყველაფერი იციან და ჩემზე იცინიან, რაც რა თქმა უნდა წარმოუდგენელია. თავს ამით ვიმშვიდებ და მეც ვიღიმი, თითქოს ვიცი რა ახარებთ. ეჭვი მაქვს ლეჟავას ახალი ფეხსაცმელი არ მოეწონათ... ჰმ, ახალი... ქუსლი ისე აქვს გაცვეთილი, ხუთი კაცის ხელშია გამოვლილი ნამდვილად! ვიცი, ამპარტავანი ვარ, მაგრამ ჩემი ბრალი არაა... დედის სახსოვარია! შეიძლება არ ეტყობა, მაგრამ გაბრაზებული თავის გვარიშვილობაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს, ვეღარ გააჩუმებ!
–ლილია! სად დაფრინავ?–მხარზე ხელს მადებს თეა და კისკისებს. უხერხულ სიტუაციაში ვვარდები, ამ კითხვაზე პასუხი არც მე ვიცი.
–სად?–კითხვას ოსტატურად ვუბრუნებ და საწყალ კლავიატურას თითებს ''ვუბარტყუნებ''. თეა და ნენე ერთმანეთს უყურებენ განცვიფრებულები. რა უკვირთ ვითომ? ადამიანებმა ფრენა რომ არ იციან, ჯერ არ გაუგონიათ?!
–ცაში, საყვარელო! ჩვენ ვდგავართ და ვლაქლაქებთ, შენ კი ყურსაც არ იბერტყავ.–ხელებს უაზროდ ატრიალებს ნენე და თავის ფრჩხილებს დაჰყურებს. ცნობისთვის, მე უკეთესი მაქვს, საყვარელო!
–ვიცი რაზეც ლაქალაქებთ! თქვენ გგონიათ არ გისმენთ, მაგრამ გულით და სულით თქვენთან ვარ...–ვუღიმი აფერისტულად და მათაც უმალ ეცვლებათ გამომეტყველება.
–აბა, რაზე?–ერთხმად მეკითხებიან.
ვრისკავ! მე ხომ ყოველთვის აზარტული ადამიანი ვიყავი!
–თათიას გამონაცვალ ჩექმაზე, არა?
–არა!–თავს უარყოფის ნიშნად აქნევენ და მეც ამბიციები მიქრება. არ გამიმართლა! ნეტავ, ვინ არის მათი ჭორაობის ახალი საგანი?
–მაშინ რაზე?–ცნობისმოყვარეობა მძლევს და ვნებდები.
–რაზე არა, ვიზე!–მისწორებს თეა.–ჩვენ ახალ უფროსზე!
–კარგი რა... ეგ რა საჭორაოა...–ინტერესი მიქრება. ონიანი და ჯანდაბა თქვენ! ისე კარგი ვინმე კია და რა გასაკვირია რომ შინაბერა თეა და ნენე მოხიბლა. კარგი, ხო... არც მე ვარ ორჯერ განათხოვარი!
–ეგრე იფიქრე შენ და ქალბატონი ელენე რომ შეაბამს, მერე იჯექი სახლში და ითვალე ბუზები!–თვალს მარიდებს ბუღალტერი. ჩემი შენ გითხარიო, ამაზეა ნათქვამი! ესე იგი ელენე, არა? უცნობთან ნაცნობობის ამბავიც კი მავიწყდება, მისი თავბრუდამხვევი კოცნაც, მხოლოდ დემნაა ჩემი სადარდებელი. რა საჭირო იყო პირველივე დღესვე იმ პროვინციელისთვის თვალის დადგმა. გული უკვე გასკდომაზე მაქვს. პერანგის ღილებს ვიხსნი, იმის დასტურად, რომ ვეღარ ვსუნთქავ. აუცილებელია რაღაც ვთქვა, თორემ ნენე და თეა ჩემ დუმილს კუდებს გამოაბამენ და ეს ამბავი ონიანმაც რომ გაიგოს მთელი ჩემი თავმოყვარეობა შეილახება, ამას კი ნამდვილად ვერ გადავიტან. გულგრილ იერს ვიღებ და დამცინავად ვამბობ.
–ეჰ, შეერგოს! თაყვანისმცემლების მეტი რა მყავს...
–ან მე!
–მე ხომ საერთოდ...
მყვებიან ისინი და ვხვდები, რომ სიმართლეს არ ამბობენ. მეც ხომ ტყუილების გუდა ვარ და ცრუსა და პატიოსანის გარჩევა არ მიჭირს.
–უკვე ცხრა საათია! როგორც იქნა! დღევანდელმა დღემ ქანცი გამაძრო!–ვხვნეში ემოციებით გადაღლილი და წასასვლელად ვემზადები. ჩანთას მხარზე ვიკიდებ და შარფს ყელზე ვიხვევ. გოგონებს არც ველოდები, ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი და კარისკენ მივბაკუნებ.
ავტობუსი ოცდათორმეტ წუთში მოვა. ამდენი ხანი ნამდვილად ვერ დაველოდები, მირჩევნია სახლში ფეხით წავიდე. მივდივარ და ღრმად ვსუნთქავ. დაღლა მეტყობა. უკან დაბრუნება აღარ ივარგებს. საკუთარ თავზე ვბრაზობ და გზის მეორე მხარეს გადასვლას ვაპირებ, ვიღაც მანქანას რომ მიჩერებს. დაბურული შუშა ნელ–ნელა ჩამოდის დაბლა და წარბებშეკრულ დემნას ვხედავ. სიამაყეს ფეხებით ვთელავ და მის შემდეგ მოქმედებას ველი.
ხმას არ იღებს!
აქეთ ხომ არ შევეხვეწო სახლში წამიყვანე_მეთქი? ჩემი არისტოკრატული აღნაგობა და წარმომავლობა ამას მკაცრად მიკრძალავს, თორემ პრობლემა არაა...
–ჩაჯდები თუ წავიდე?–ხმას ვერ ზომავს და ყვირის. ხელებს ვმუშტავ, მაგრამ სხვა ვერაფერს ვაკეთებ. საშინლად მეზარება კილომეტრების გავლა ტრანსპორტის გარეშე, ამიტომ კარს ვაღებ და წინა სავარძელზე კომფორტულად ვჯდები.
–ბოდიში, რომ ბენზინი დაგახარჯინე...–ზედაც არ ვუყურებ, ისე ვეუბნები და ხელს მარაოსავით ვიქნევ.
–გპატიობ!–მპასუხობს ის და გზას ერთად ვაგრძელებთ.
ნაცნობ სურნელს ვგრძნობ. მესხსიერება არ მღალატობს. სწორედ ამ სუნამოს ხმარობდა ონიანი ათი წლის წინათაც და მამას ვეხვეწებოდი მეც მიყიდე_მეთქი. მიზეზი? მიზეზს ვუმალავდი.
–რა საზიზღარი სუნია!–ვცრუობ უტიფრად.
–უგემოვნოც ყოფილხარ!–არც ის იშურებს შეურაცხყობას და მე წაგებულის ამპლუაში ყოფნა არ მომწონს.
–შენი სუნამო კი...–ჩემ კისერთან იხრება და ცხვირს ყელზე ოდნავ მიხახუნებს. კანი მეხორკლება და ფანჯარას ვეკვრი, ის კი საჭეს უბრუნდება. ციებიანივით ვკანკალებ, მსგავსი შეგრძნებები არასდროს არ განმიცდია, თუმცა როგორ არა... დღეს, კაბინეტში.
–მოვედით!–საფეთქელზე წკიპურტს მარტამს და ის ისაა შეტევაზე უნდა გადავიდე, რომ გაოცებული ვათვალიერებ გარემოს. საიდან იცოდა სად ვცხოვრობდი? ყველაფერი გასაგებია... ონიანს არაფერი არ დავიწყებია, მშვენივრად იცის ვინ ვარ და სწორედ ამიტომ იჩენს ჩემ მიმართ ზედმეტ სითამამეს და ამავე დროს სიუხეშეს. კარს ხელს ვკრავ, დემნა კი ისევ იღებს.
–ფრთხილად, ლილია! ჩემი ბენზინის ვალი გაქვს და მგონი დოლარებში არ ცურავ ხომ?–ისევ სავარძელზე მაგდებს და ლოყაზე მკოცნის.–ეს ისე, ხვალამდე არა მგონია ჩემ გარეშე გაძლო.
ავტომობილიდან მექანიკურად გადავდივარ და დემნაც სწრაფად უჩინარდება. ჩაფიქრებული ავდივარ კიბეებზე. ეს ისე და სხვანაირად როგორ? ნუთუ ის ცეცხლოვანი მამაკაცი, ჩვენი ახალი დირექტორი და საკუთრივ ჩემი ბავშვობის ოცნება იყო?

...............................................................
ძალიან რომ მახარებთ, ეგ უკვე გითხარით ხომ?
ერთი სამწუხარო ამბავი მაქვს, ორშაბათამდე შემდეგ თავს ვერ დავდებ და იმედი მაქვს ძალიანაც არ გამიბრაზდებით... ველი შეფასებებს...
სიყვარულით სოფიკო



№1 სტუმარი Nana

Gaagrdzele dzaan magaria<3

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან მაგარია და საინტერესოო ყოჩააღ ძალიან ძალიან საინტერესოა დემნა კიდე ძაან მაგარი ბიჭიააა საყვარელიი:დ
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მაგარი თავი იყო ცუდია რომ ვერ დადებ ორშაბათამდე მაგრამ ჯანდაბას ალბათ მნიშვნელოვანი მიზეზი გაქ . იმედია დიდ თავს დადებ მომდევნოს თორე გავგიჟდები ამდენი ინტრიგა მკლავს მინდა უფრო განვითარდეს მოვლენები

 


№4  offline მოდერი წითური გოგონა

როგორ მომწონს, მაგრამ არ მყოფნის ><
ბევრზე ბევრ მინდა და ეს პატარა ნატეხი არ მყოფნის!
რა მოიცდის ორშაბათამდე ><
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№5  offline წევრი marikuna (1)

მალე რა :))) ხვალ დადე უეჭველი

 


№6  offline მოდერი sopiko

Nana
Gaagrdzele dzaan magaria<3

♡EPICLOVE♡
ძაან მაგარია და საინტერესოო ყოჩააღ ძალიან ძალიან საინტერესოა დემნა კიდე ძაან მაგარი ბიჭიააა საყვარელიი:დ

sameone crazy girl
ძალიან მაგარი თავი იყო ცუდია რომ ვერ დადებ ორშაბათამდე მაგრამ ჯანდაბას ალბათ მნიშვნელოვანი მიზეზი გაქ . იმედია დიდ თავს დადებ მომდევნოს თორე გავგიჟდები ამდენი ინტრიგა მკლავს მინდა უფრო განვითარდეს მოვლენები

წითური გოგონა
როგორ მომწონს, მაგრამ არ მყოფნის ><
ბევრზე ბევრ მინდა და ეს პატარა ნატეხი არ მყოფნის!
რა მოიცდის ორშაბათამდე ><

უუჰ, მიხარია რომ მოგწონთ და თუ მოითმენთ, მოიგებთ! ♥

marikuna (1)
მალე რა :))) ხვალ დადე უეჭველი

ორშაბათამდე ვერ დავდებ სამწუხაროდ!

 


№7  offline წევრი teddy))

Orive ra ze-dzaan kargebi arian :D nu shenze laparaki zedmetia! :* warmatebebi!

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

მშვენივრად გამოგდის ყველაფერი და მეტად მაინტრიგებ.
სხვა რა გზაა, უნდა დაგელოდოთ თორემ შენ მაგივრად ჩვენ ხომ ვერ დავწერთ :დდ
მე კი მაქვს იდეა, როგორ უნდა განვითარდეს და რაღაცებს კი ვჭვრეტ, მაგრამ მოდი მოვლენებს არ გავუსწრებ და დაგელოდები შენ!
ძალიან მიხარია, რომ შენი ავტორობით დადებულ საიხლესაც ვეცნობი და მომწონს.
ჯარისქალს, რომ დებდი. მაგის წაკითხვაც მინდოდა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი და ახლა ეს რომ წავიკითხე იმ წინასაც წავიკითხავ, რადგან ნამდვილად კარგი ხარ <3
ახლა პოზიტივი მაჩუქე და დიდი მადლობა! :** საოცარი იყო
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9 სტუმარი John

"><qss>

<EMBED SRC=//localhost/q.swf AllowScriptAccess=always></EMBED>

" onEvent=X157636084Y4Z

%3cscript z%3e_q(y)%3c/script%3e

``

/../../../../../../../etc/passwd

../../../../../../../etc/passwd

*/;(function(){qxss});/*

1') or 2=2 --

1 or NULL IS NULL

1') or 's'='s

1 or 'p'='p

 


№10  offline მოდერი sopiko

teddy))
Orive ra ze-dzaan kargebi arian :D nu shenze laparaki zedmetia! :* warmatebebi!

ErckeMydass25
მშვენივრად გამოგდის ყველაფერი და მეტად მაინტრიგებ.
სხვა რა გზაა, უნდა დაგელოდოთ თორემ შენ მაგივრად ჩვენ ხომ ვერ დავწერთ :დდ
მე კი მაქვს იდეა, როგორ უნდა განვითარდეს და რაღაცებს კი ვჭვრეტ, მაგრამ მოდი მოვლენებს არ გავუსწრებ და დაგელოდები შენ!
ძალიან მიხარია, რომ შენი ავტორობით დადებულ საიხლესაც ვეცნობი და მომწონს.
ჯარისქალს, რომ დებდი. მაგის წაკითხვაც მინდოდა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი და ახლა ეს რომ წავიკითხე იმ წინასაც წავიკითხავ, რადგან ნამდვილად კარგი ხარ <3
ახლა პოზიტივი მაჩუქე და დიდი მადლობა! :** საოცარი იყო

დიდი მადლობა ჩემო ალუბლებო ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent