შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი... დრაკონების დაბრუნება (13)


21-11-2015, 08:38
ავტორი ერკე
ნანახია 1 902

-როგორ გეძინა? - როცა თავი წამოსწია ლავეანდრამ და თვალი გაუსწორა ჰორიზონტს უგვარდის ხმა მოესმა.
-შესანიშნავი იყო... - აღფრთოვანებით გაიღიმა ქალმა. - შესანიშნავი ხარ. - მამაკაცი ჩამქრალ ნაკოცონარს დასცქეროდა და თვალი ერთ ადგილზე გაეშტერებინა. თვალი მოაცილა და მას შეხედა. მანაც გაიღიმა. მისკენ გაიწია და უნდოდა კვლავ ტუჩებს წატანებოდა, როცა გოგონამ შეაჩერა. - მარტო არ ვართ.
თავზე პატარა ბიჭი დასდგომოდათ, ასე ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის, სახეზე ნაიარევი ჰქონდა და ეტყობოდა, რომ ვიღაცას კარგად მიებეგვა. დახმარების თხოვნის თვალებით იყურებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სადაცაა იტირებსო. ბიჭი მაღალი იყო, შავგვრემანი, თავისუფლად შეეძლო ეფიქრა უგვარდს, რომ ადრე სიმპატიურიც ეთქმოდა, მაგრამ ნაიარევი, რომელიც მთელ სახეს შუაზე ყოფდა, ყველაფერს აფუჭებდა.
-რა გქვია? - ჰკითხა კაცმა. ბიჭი ხმას არ სცემდა და თავს უღიმღამოდ აქნევდა. შიშით ცახცახებდა. შემდეგ გამომეტყველება ეცვალა. იფიქრებდით მასზე მამაცი არავინ დაბადებულა ქვეყნადო და ეჭვიც კი შეეპარათ, რომ მის სახეზე ცოტა ხნის წინ შიშის ნაკვალევი დაინახეს. ახლა თვალები მხოლოდ „მაპატიეს“ თქმას ახერხებდა, რაც ცუდად ენიშნა მეფეს.
ბიჭმა საიდანღაც დიდი ხმალი გამოაძვრინა, რომელიც უეცრად ექსკალიბურს, იმ ხმალს მიამსგავსა ტექტოკონუსი მანგუსი, რომ უყვებოდა. აზრზე ვერ მოვიდა უგვარდი თუ სად მალავდა მას და ის იყო შეტევაზე უნდა გადასულიყო და ერთი მოქნევით თავი წაეცალა უგვარდისთვის, რომ უეცრად გამოეღვიძა. თვალები გაახილა. უკვე გათენებულიყო და მზე კარგად აჭერდა. თითქოს საშინელი ბურუსიდან გამოსულიყო და არარეალურად რეალურ სიზმარს ჯერ კიდევ გრძნობდა. მთელი სხეულით გრძნობდა სიკვდილის წინა შიშს, რომელიც სიზმარში დაეუფლა და თავში ის ერთი გაფიქრება უტრიალებდა მხოლოდ, როცა ნანობდა, ქალის გამო ნანობდა, რომ მას ვერ დაიცავდა.
-გაიღვიძე? - გოგონა ისევ მკერდზე მიჰკვროდა და სულმოუთქმელად ეპოტინებოდა მის სხეულს.
-კი. - უპასუხა კაცმა და შორს გაიხედა.
-რაზე ფიქრობ?
-აჰ... - თვალი ჰორიზონტს მოაცილა და ლავეანდრას შეხედა. მისი თავი ხელებში მოიქცია და ტუჩებში ეძგერა. რამდენიმეწუთიანი ვნებიანი კოცნის შემდეგ ძლივს ამოღერღა. - კოშმარი მესიზმრა, ეს იყო და ეს.
-არ მომიყვები?
-სხვა დროს იყოს. ახლა უნდა წავიდეთ. - მკაცრი ტონით უთხრა და გამომცდელად შეხედა ლავეანდრას. ისევ სწვდა მის ბაგეებს და ვნებიანი კოცნის ნაკვალევი დაუტოვა. - შესანიშნავი ღამე იყო. - დაასწრო და მან თქვა.
-ვერ ვხვდები რა დამემართა. - თავის მართლებასავით მოჰყვა გოგო, მაგრამ უგვარდმა თითი ტუჩებზე მიადო და გააჩუმა.
-ეს ის იყო, რაც ორივეს გვინდოდა. იმ წამს, იმ საოცარ წამს, გიგრძენი და მთელი შენი სხეულის სითბო გულში ეკლად შემესო. მოგეწონა? - თავი ჩახარა, თითქოს დამნაშავედ გრძნობდა თავს, რადგან ქალის სისუსტით ისარგებლა და მიუხედავად იმისა, მისგანაც იგივე, რომ არ ეგრძნო არაფერი მოხდებოდა, მაინც თვითონ გრძნობდა, რომ სისუსტეს აჰყვა და იჩქარა. მაგრამ ქალის სიტყვები სხვა რამეს მეტყველებდნენ.
-ძალიან. - ტუჩის კუთხე შეათამაშა. გამომწვევად გაუღიმა და უცებ წამოხტა. აქეთ-იქით დაიწყო სირბილი... - მოდი დამიჭირე. - დაუყვირა.
-მიწვევ? - ჩაეკითხა შორიდან და ქალის თითს უყურებდა, რომელიც აღმგზნებად ანიშნებდა მოდი ჩემთანო.
-როგორც გსურს ისე ჩათვალე. - მეფე გაეკიდა, დიდხანს ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას, მაგრამ გოგონა ყოველთვის ახერხებდა ზუსტი და მოქნილი მოძრაობებით მას დასხლტომოდა და ,რა თქმა უნდა, შორს არც წასულან. ბოლოს მეფემ მაინც შეძლო და თავის დიდ და მამაკაცურ მკლავებში მოიქცია გოგონა. ძირს დააგდო და ზედ დააწვა, რაც შეიძლებოდა ნაზად, არაფერი რომ არ სტეკნოდა. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ, სითბოს მარცვალი უელავდა თვალებში ლავეანდრას და კიდევ ითხოვდა, რომ ეკოცნა.
ისევ ცხელი კოცნის ნაკვალევი გოგონას ტუჩებზე, რომელიც ორივეს საოცრად ესიამოვნა. - არ მყოფნი... - გაეღიმა უგვარდს და კიდევ ერთხელ აკოცა.
-არც მე... - უთხრა ქალმა. - ძალიან მომწონხარ. ასეთი რამ ჯერ არ დამმართნია, რასაკვირველია იცი, რადგან შენ ნახე ის პირუტყვები, ნახე რაც გამიკეთეს, მაგრამ შენ სულ სხვანაირი ხარ და რაღაც სხვას ვგრძნობ შენ მიმართ. ვერ ვხვდები ეს რა არის, მაგრამ არ მინდა რომ მოგშორდე. სულ შენთან მინდა ყოფნა.
ლავეანდრას გულწრფელი სიტყვები გულში თბილად ჩაეღვენთა უგვარდს და იმედი მიეცა, რომ ისინი ერთად იქნებოდნენ. სწორედ ბედისწერის ძალამ უკარნახა და იქ მოახვედრა, სადაც გოგონას დახმარება სჭირდებოდა. მან იხსნა არა მარტო ტანჯვისგან, არამედ სულიერად შერყევასაც გადაარჩინა, იხსნა სიკვდილისგან, რომელიც უთუოდ მოელოდა, ვინმე რომ არ ჰყოლოდა გვერდით, ვინც დაამშვიდებდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ეგრძნო ტკივილი, გაუსაძლისი ტკივილი და ამ სამყაროსგან გაქცევის სურვილი. მეფე ეცადა, რომ ცხოვრების აზრი არ დაჰკარგვოდა გოგოს, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, არც ისე კარგ სიტუაციაში, თუმცა მისწვდნენ სიყვარულის ღრმა ადგილებს, რაც ნამდვილად აკლდა ორივეს.
გარკვეული დრო კვლავ იწვნენ და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, შემდეგ კი გზას დაადგნენ. გზაში რამდენჯერმე შესვენება მოუხდათ, ცხენიც შეასვენეს, ნანადირევისგან რაც დარჩა ისიც კარგად დააგემოვნეს და კვლავ განაგრძეს გზა. მგზავრობისგან ძალიან დაიქანცნენ, მეტი აღარ შეეძლოთ, თუმცა საღამოვდებოდა როცა ჰორიზონტზე უგვარდმა თავისი სამეფო იცნო. ეს ლავერი იყო...
რაწამს სამეფო დაინახა, მაშინვე რაღაც საშინელი ღრიალიც მოესმათ. გოგონა შიშით უგვარდს მიეკრა, რამაც მეტი თავდაჯერებულობა და სიმამაცე შესძინა კაცს. უეცრად დიდმა და ხორკლიანმა არსებებმა გადაუფრინეს თავზე. როცა გააცნობიერა მეფემ, რომ თავისი სამეფო საფრთხეში იყო და პირველ რიგში მისი ცოლ-შვილი, მაშინვე გააჭენა ცხენი და სწრაფად გაეშურა წინ. რაც შეიძლებოდა სწრაფად.
ისინი უყურებდნენ, როგორ იწვოდა მთელი ქალაქი და როგორ ფრენდნენ ქალაქის თავზე დრაკონები. მათი ვეება ფრთები და პირიდან ამოსროლილი ცეცხლი ისეთი საზარელი იყო, რომ წამში საშინლად შეზიზღდა ეს ზღაპრისეული არსებები. ბავშვობაში მამა უყვებოდა დრაკონებზე, იმასაც ეუბნებოდა ისინი ნამდვილად არსებობენო, მაგრამ მას ზღაპრები ეგონა მხოლოდ, თვითონ კი ამ დღემდე არასდროს ენახა. მთელი გზა უსიტყვოდ გაიარეს, მაგრამ ამას გაქროლება უფრო ერქვა, ვიდრე გავლა. მეფე თავის სამეფოზე დარდობდა, ხოლო ლავეანდრას უკვირდა, რატომ მიიჩქაროდა იმ სამეფოში, რომელიც სულ ახლახანს ნადგურდებოდა მათ თვალწინ.
ჭიშკარში შესვლისთანავე მოსახლეობის წივილ-კივილი მოესმა მეფეს და ცხვირში საშინელი დამწვრისა და მკვდრის აყროლებული სუნი ეცა. ქალაქი მკვდრებით იყო სავსე, ქაოსს მოეცვა და აქეთ-იქით გაფანტულნი თავშესაფრის ძიებაში მყოფი ხალხი გადარჩენას ცდილობდა. მეფის მოსვლა გამორჩათ, ყველა თავის თავზე ფიქრობდა, თუმცა უმეტესობა საკუთარი შვილის ან ახლობლების გადარჩენას უთმობდა დროს, მათზე ზრუნავდა. მაშინ მეფე მიხვდა, რის გამოც წავიდა ის მიიღო, მან ბედნიერება დაიბრუნა, სიყვარული, მის ხალხს უკვე ზრუნვაც კი შეეძლოთ სხვაზე და სითბოს გაცემა. მისი სული ისევ სითბოთი გაიჟღინთა, რომელიც აღარ ტოვებდა მას. მაგრამ ის, რაც ახლა ხდებოდა, ის რასაც საკუთარი თვალით უყურებდა კოშმარი იყო მისთვის. ალბათ ეს იყო ამ ბედნიერების საფასურიო, გაიფიქრა და თავზარი დაეცა. სახლები იწვოდნენ, ინგრეოდნენ შემაღლებული ქვის კოშკები და დიდი ლოდები დაბლა იყრებოდა, რომლებიც ქვეშ ადამიანებს იყოლებდნენ, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, დაუნდობლები იყვნენ ქვები. პირდაპირ სასახლისკენ გაემართა. მას მხოლოდ ლეას ნახვა სურდა, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ის ცოცხალი იყო და ყველაფერი, რაც გადაიტანა, რის გამოც საკმაოდ ჩახედა სიკვდილს თვალებში, ტყუილად არ მომხდარა.
-შემოდი. - სწრაფად დახურა კარები მათ უკან და პირდაპირ დარბაზისკენ გაემართა. თუ ლეა ცოცხალი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ის საკუთარ შვილთან უნდა ყოფილიყო. დარბაზში არავინ იყო, მაშინ ქალიშვილის ოთახს მიაშურა და ღმერთს სთხოვდა, რომ ისინი ცოცხლები ყოფილიყვნენ.
-რა ხდება აღარ მეტყვი? - ცდილობდა გაეგებინებინა ლავეანდრას მისთვის, მაგრამ მეფე არ უსმენდა. თითქოს ყურები დაეცო საზარელი ამბის მომლოდინეს და არაფრის მოსმენა არ სურდა. - უგვარდ! - კიდევ შესძახა.
-ამის დრო არ არის. შეიძლება ჩემი შვილი საფრთხე.. - უნდოდა ეთქვა საფრთხეშიაო, მაგრამ სახე გაებადრა, როცა დერეფანში აირა გამოვარდა და მამას ჩაეხუტა.
-ჩემი თოჯინა... ჩემი თოჯინა... - ერთი და იმავეს იმეორებდა და გულში იკრავდა საკუთარ შვილს, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა, ყველაზე მეტად უყვარდა ის და მისი სითბო, რომელსაც მთლიანად ასხივებდა. როგორ გაგიჟდა, როცა მიხვდა რომ ვეღარასდროს იხილავდა მის ქალიშვილს გაღიმებულს, მაგრამ ახლა ის იღიმოდა, მას უყვარდა მამა და იღიმოდა, ის ბედნიერი იყო უგვარდის ნახვით. ეს მისთვის წარმატებით შესრულებული მისია იყო, რომელმაც ბედნიერი გახადა.
როგორ მოიქცა ლავეანდრა? როცა დაინახა, რომ გოგონამ მას მამა დაუძახა, მიხვდა, რომ ის იქ ზედმეტი იყო. იმასაც მიხვდა, რომ ის მეფე იყო და დედოფალიც უნდა ჰყოლოდა, რომელიც უყვარდა, ვისთან ერთადაც იწვა და ბედნიერი იყო. უბრალოდ ადგა და სასახლე გულნატკენმა დატოვა, ისე რომ მეფემ ვერც გაიგო, როგორ წავიდა მისგან. ან რას გაიგებდა, როცა ქალიშვილს იხუტებდა და მონატრებულ სითბოს და სიყვარულს ივსებდა მისგან. თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ვერ იჯერებდა, მაგრამ ყველაფერი რეალური იყო, მისი ქალიშვილი ნამდვილად იღიმოდა, გამოხატავდა სიყვარულს და მთელი ძალით იკრავდა გულში. დრაკონებს თუ არ ჩათვლიდა, რაც იმ დროს არც ახსოვდა, მან თავი გამარჯვებულად მიიჩნია.
მან ხომ ბედნიერება მოიპოვა. იბრძოლა და მანამ არ დანებდა, სანამ მიზანს არ მიაღწევდა.
მიაღწია კიდეც.
-მამა, დედას უნდა შენი ნახვა. - ზარბაზანივით ჩაესმა მისი ხმა. ლეა ელოდებოდა, ლეას მისი ნახვა სურდა. აირამ ხელი მოჰკიდა და თავისი ოთახისკენ წაიყვანა. ისიც ძალაუნებურად დამორჩილდა. უკან მიიხედა, რომ ლავეანდრასთვის, თავისი სიყვარულის ქალღმერთისთვის შეევლო თვალი, მაგრამ რომ ვერ დაინახა შეცბა. თუმცა თავი დაიმშვიდა, სადმე აქვე იქნება უსაფრთხოდო და შვილს გაჰყვა. კარში რომ შეაბიჯა იქვე შედგა, მეტი ვეღარ გადადგა ნაბიჯი. ის ცოცხალი იყო. მის დანახვაზე კი ერკე მიდასი გაახსენდა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გადაავიწყდა. ერკე მიდასმა პირობა შეასრულა და მადლობელი იყო ამისთვის, ვერ აღწერდა რა იგრძნო, თითქოს თავად მშენიერების ფურჩქვნას შეჰყურებდა, ლეამ გაიღიმა.
-გამარჯობა უგვარდ.
-გამარჯობა. - მანაც დაუბრუნა ღიმილი. მაგრამ მეორე წამს მუხლებზე დაეცა, მას მივარდა კალთაში ჩაუდო თავი და ატირდა. - მაპატიე, გთხოვ ყველაფერი მაპატიე. რაც მე გაგიკეთე, ვიცი პატიებას არ ვიმსახურებ, მაგრამ მაინც მაპატიე. - ქალმა შვილს უთხრა მარტო დაგვტოვეო და აირამაც კარი გაიხურა. - ვიცი ამ შეცდომას ვერაფრით გამოვასწორებ, - ტირილს არ წყვეტდა, ცრემლები თავისით მოსდიოდა და ლეას ფეხზე ეცემოდა. - ვიცი გატკინე, ყველაფერი დაკარგე, სიყვარულიც, ოჯახი და ჩემთან მომავალიც კი დაკარგე, მაგრამ პატიებას გთხოვ ლეა. ვფიქრობდი მიყვარდი, მიყვარდი კიდეც, მაგრამ ჩემი შეცდომა იქ დავუშვი, როცა მეგონა შენც შემიყვარებდი დროთა განმავლობაში. მეგონა შეგიყვარდებოდი და ასე შიშის თვალებით აღარ შემომხედავდი. რაღაცას ვგრძნობდი, იმას ვგრძნობდი რომ გტკიოდა, იტანჯებოდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ. შენგან ეს დაუღალავი „რატომ“ მტანჯავდა, რომელზეც პასუხი არ მქონდა და... და მუდამ ილუზიის ფარდებს ამოფარებული მოსასვენებელს მის მიღმა ვპოულობდი. თავიდანვე არ გიმსახურებდი, თავიდანვე გატკინე და ამას ვნანობ, თუ ჩემი სინანული რამედ ღირს ახლა. ვნანობ ვფიცავ...
-შეწყვიტე მოთქმა. - გააწყვეტინა ლეამ და მშვიდად, აუღელვებლად უთხრა. ხელი თმაზე გადაუსვა, რაც ძალიან მოსწონდა უგვარდს, მაგრამ ახლა ამანაც კი ვერ დაამშვიდა და ისევ მოთქმით ცდილობდა დანაშაული გამოესყიდა, რაც შეუძლებელი იყო. - ჩვენ აირას ნუ ეძახი შეცდომას გესმის? - გაუწყრასავით, მაგრამ ხმაში აღელვება არ შესტყობია. - მართალია მე მატკინე, მართალია ჩემს საყვარელ ადამიანს დამაშორე, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდი ხომ ასეა? ვერც მე გითხარი და ამას ვარჩიე ყველაფერი დამევიწყებინა, შენ კი ჩემთვის არაფერს ზოგავდი. და ახლა, არც სიცოცხლე დაზოგე, რომ ჩემი გეხსნა, რისთვისაც მადლობის თქმაც კი მეცოტავება, რადგან რაც გააკეთე, ამას მხოლოდ მადლიერებით ვერ გადაგიხდი. აირას არ ვნანობ უგვარდ, ის ჩემი სიამაყე და ჩემი სისხლი და ხორცია. ყველაზე ძვირფასი, რაც სიცოცხლეში გამაჩნდა. რა თქმა უნდა, არ მიყვარდი და იმ ელექსირმა შემაყვარა შენი თავი, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო და ელექ არ დამელია, აირას არასდროს ვინანებდი, მის გამო ვიყავი და ვარ ბედნიერი გესმის? უნდა გესმოდეს, რადგან ის შენი შვილიცაა, ის არის ჩვენი დამაკავშირებელი ერთადერთი ღერძი. ყველაფერს გპატიობ უგვარდ. არ მინდოდა ასე გამოსულიყო. უკვე დიდი ხნის წინ გაპატიე და ახლა კი საბოლოოდ გაქრა ტკივილი, როცა შენ მე გადამარჩინე. უბრალოდ იმას გეტყვი, რომ... - შეჩერდა და თითქოს აგრძელებდა, მაგრამ გაჩუმდა და ხელი თვალებისკენ წაიღო ცრემლის მოსაწმენდად.
-ლეა, შეგიძლია შენ შენი ბედნიერება იპოვო... მე ვერ გაგაბედნიერე, მაგრამ ვიცი ვინც გაგაბედნიერებს. თუმცა ახლა უნდა დაგტოვო. მეფე ვარ და ხალხთან უნდა ვიყო, დრაკონებს კი არ მივცემ უფლებას დაანგრიოს ჩემი ნაშენები სამეფო. - ლეამ თავი უსიტყვოდ დაუქნია და მეფე გავიდა.
რამდენიმე წუთში სათანადოდ შეიარაღებული გავიდა და დაპანიკებულ ხალხში ცდილობდა თავისი ლავეანდრას პოვნას. ყველგან ეძება, სასახლეში არ იყო, არც გარეთ ჩანდა. გადამწვარ ქალაქს თავზე დრაკონები აღარ უტრიალებდნენ, ომი უკვე წაგებული და დასრულებული ჩანდა, რაც არ ესიამოვნა, მაგრამ არც სხვაგვარად შეეძლო. ვერც თავის მეომრებს ხედავდა ირგვლივ. ლეას დანახვისას მაშინვე მოგზაურობისას დაგროვებულმა ტკივილმა და მისი სიკვდილით გამოწვეულმა დანაშაულის გრძნობამ ერთად იფეთქა მასში. მთავარი იყო ისინი უსაფრთხოდ იყვნენ, მაგრამ ლავეანდრას დაკარგვის შეეშინდა და მაშინვე ძებნა დაიწყო. მასთან ერთ-ერთი მეომარი მივიდა და თავი დაუხარა.
-მეფეო, ისე სწრაფად დაგვესხნენ თავს, ვერც კი მოვასწარით სათანადოდ რეაგირება. ხალხი პანიკაში იყო, ყველა ყვიროდა და კიოდა, გარშემო ცეცხლი იყო და გვამები ქვიშასავით მიმოფანტული. საბედნიეროდ მოვახერხეთ და ყველასგან გავწმინდეთ ქუჩები, მაგრამ თქვენ გარეშე არაფერი გამოდიოდა, ყველაფერი ფერფლად იქცა, გვაპატიეთ მეფეო. - გაკვეთილივით ჩაარაკრაკა გაუჩერებლად და ისევ თავი დაუკრა. მან გამამხნევებლად მოხვია ხელი ისე, რომ თვალით არ შეუწყვეტია ლავეანდრას ძებნა. დაფეთებული გალავანს მივარდა და ჭიშკარში გაძვრა. ლავეანდრა არ ჩანდა. დამწუხრებული უკან მობრუნდა, როცა დახლთან მიწოლილი ლავეანდრას მსგავსი ლამაზი არსება დაინახა, რომლის მშვენებაც ატყვევებდა, მაგრამ ბოლომდე ვერ იჯერებდა, რომ ის იყო. საკუთარ თვალს მანამდე მოატყუებს ადამიანი, სანამ ეს შესაძლებელია და ისიც ამას აკეთებდა. რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა ქალს, მაგრამ ის სხვა ქალად მიიჩნევდა, რადგან სიმართლისათვის თვალის გასწორება არ სურდა. ყველაზე მეტად ამის ეშინოდა.
ქალის სხეულს დაჰყურებდა. ჩამუხლულიყო და მისი თავი ისევ ხელებში მოექცია და ღრიალებდა. ცალი ხელი თმებში ცურავდა, ლავეანდრა კი სისხლისგან იცლებოდა და ძლივსღა სუნთქავდა. უტყვი და ცივი მზერა ჰქონდა ქალს, მკაცრი ირონიანარევი, თითქოს ეუბნებოდა, შენ მომატყუე, ყველაფერთან ერთად მომატყუეო, მაგრამ მეფეს არ სურდა ასე მომხდარიყო. სიმართლეს უთუოდ ეტყოდა, აპირებდა თქმას მაგრამ მოგვიანებით.
ქალმა სუნთქვა შეწყვიტა და უსულოდ განერთხა მიწაზე, ხელებში ჩააკვდა მეფეს. უგვარდმა იღრიალა. საშინლად გამწარდა და გულის არეში დიდი ტკივილი იგრძნო. თითქოს უღალატეს და გულში მოწამლული ისარი მოარტყეს, არ აუცილებიათ. გამწარებულმა საყვარელი ქალის უსულო სხეული ხელში აიტაცა და კიდევ ერთხელ იღრიალა გამეტებით. თვალების გახელას სთხოვდა, მაგრამ ჯიუტად დაეხუჭა და ემწარებოდა ყოველივე. საშინლად მწარე და მტკივნეული იყო მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა, ძალიან მტკივნეული.
გადარჩენილები და ცნობისმოყვარეობით გარეთ გამოკრეფილები მეფის მოთქმას შორიდან უყურებდნენ და ახლოს მისვლას ვერ ბედავდნენ. სისხლში მოსვრილი მეფე გიჟს ჰგავდა, არავის უნდოდა დაეჯერებინა, რომ ის იყო, მაგრამ ფაქტს ვერავინ გაურბოდა.
ყველაფერი გაუფერულებულიყო. ისევ მიწვა, მის თმაში აცურებდა ხელს და ღმერთს ევედრებოდა დაებრუნებინა ის. თუმცა ღმერთი არ ჩქარობდა.

_________________
დიდი მადლობა ყველას კომენტარებისა და გვერდში დგომისთვის.
უსაზღვროდ მადლიერი ვარ თქვენი.
ახლა ნამდვილად ერთი თავიც და მორჩა. და ვეცდები ბოლო თავიც დღეს შემოგთავაზოთ...
ველი შეფასებებს და რავი კრიტიკასაც თუ გაურევთ კარგს იზამთ..
მიყვარხართ.
თქვენი სიყვარულის ჯადოქარი
ერკე მიდასი!



№1 სტუმარი black

Jadoqaro erke,mshurs sheni...moderi xar..da rac mtavaria am saitze didi pativi gaq:|

Istoriis es tavi mamewonaaa(xo gave gogos nawers??

))Kai Kai brat vucdi shemdegs:)

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Jadoqaro erke,mshurs sheni...moderi xar..da rac mtavaria am saitze didi pativi gaq:|

Istoriis es tavi mamewonaaa(xo gave gogos nawers??

))Kai Kai brat vucdi shemdegs:)

დიდი პატივი მაქვს? რას გულისხმობ :D love
მთავარია კაცობაში არ ჩაიჭრა ძმაო და კაცი იყო და როგორ დაწერ მაგას რა მნიშვნელობა აქვს :დ
უბრალოდ ის მაინტერესებს, რატომ არ რეგისტრირდები და სტუმრის სტატუსით რატომ წერ კომენტარებს?
თან რეგისტრირებული რომ იქნები უფრო მეტი პრივილეგია გექნებოდა :)) :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent