ერკე მიდასი... გამარჯვება (დასასრული)
ვერავინ ბედავდა მასთან მიახლოვებას. თავად აირაც და მისი ლეაც, რომელიც სინამდვილეში უკვე თავისად აღარ მიაჩნდა. ერთი ამოიქშინა, საწყალობლად აიტაცა ხელში თავისი საყვარელი სხეული და სასახლისაკენ გასწია. თავის ოთახში, სისხლიანი საწოლზე დააწვინა და გვერდით მოუჯდა. რასაკვირველია, იცოდა სამეფოსთვის ახლა იყო საჭირო, ახლა უნდა დაეიმედებინა ხალხი და ეთქვა ორიოდე სიტყვა, მაგრამ როცა თვითონ სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი, სიტყვის თქმასაც ვერ შეძლებდა და ეს მისია ლეას გადააბარა. თვითონ მწუხარებას მიეცა, რატომ იყო რომ ყოველთვის, როცა ბედნიერებას იპოვნიდა და როცა უკვე თავს ბედნიერად დაიგულებდა, მაშინ ერთმეოდა ის, თითქოს კიდევ რაღაც გამოცდას უმზადებდნენ ღმერთები, თითქოს ისევ რაღაც ვერ გააკეთა სწორად და ჭკუა ასწავლეს. „რატომ ღმერთო? რატომ მართმევ ყოველთვის მას, ვინც ჩემთვის ასე ძვირფასი ხდება? არ ვიცი რა გინდა ჩემგან, არ ვიცი რა დაგიშავე, ან რა გავაკეთე ისეთი, რომ შენი რისხვა დავიმსახურე, მაგრამ მის დაკარგვას ვერ გადავიტან. თუ ჩემი სიკვდილი გინდოდა პირდაპირ მოსულიყავი და მოგეკალი, ერთ-ერთ ბრძოლაში დაგებრმავებინე მტრის წინაშე და ის ხმლით განმგმირავდა, მაშინ რატომ აკეთებ ამას?“ - ეკითხებოდა საკუთარ თავს, თუმცა უფალს მიმართავდა. იმედი არ ჰქონდა, რომ უპასუხებდა და დაამშვიდებდა, ან ლავეანდრას გააცოცხლებდა. – „ყველაფერს, რასაც ამ ცხოვრებაში მივაღწიე, რაც ჩავიდინე, ვნანობ რადგან მაშინ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, ლეას უსიყვარულოდ ცოლად მოყვანა, მხოლოდ მეფის ვალდებულება იყო სამეფო გადამერჩინა. მამაჩემისგან ვიცოდი, რომ სიყვარულის უფლება არ მქონდა და აი შენც დაადასტურე იგივე, ის წამართვი, ვინც ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი გახდა ჩემთვის, რა თქმა უნდა ჩემი შვილის და სამეფოს შემდეგ, მაგრამ მაინც ყველაზე ძვირფასი. ცხოვრებაში ერთხელ გამიჩნდა ჩემი მიზანი, ჯვარი დამეწერა ჩემს სიყვარულის ქალღმერთზე, შუქურაზე, რომელმაც გზა გამინათა და სიყვარული მასწავლა რა იყო. აქამდე ბრმად მივყვებოდი მამაჩემის რჩევა-დარიგებებს, მაგრამ ვხვდები, რომ შევცდი. მან სიყვარულით არ მოიყვანა დედაჩემი, მაგრამ ერთმანეთი უყვარდათ, მოვალეობის მიზნით მაინც, მაგრამ თვალები ამეხილა და მივხვდი როგორ სიყალბეშიც მიცხოვრია ლეასთან. მიუხედავად აირასი, ჩემი ბედი ლეა არ ყოფილა. დღესვე გამოვასწორებ ამას, დღესვე ვიპოვნი მაქსიმს და მას მოვუყვან, გთხოვ ღმერთო, ისე როგორც არასდროს, ჩემი ლავეანდრა დამიბრუნე, ბედნიერება კვლავ დამიბრუნე, როგორც პირველად მაჩუქე.“ - ხელით მის ხელს იჭერდა და ტუჩებზე ჰქონდა მიდებული, მხურვალედ კოცნიდა და კოცნის კვალს უტოვებდა სათუთ ხელზე. ცრემლიც თან ერთვოდა ნაკოცნარს. მეტს ვეღარ გაუძლო. ღმერთის უარყოფით განრისხებულმა ოთახი დატოვა და გადაწყვიტა მიეღო ყველაზე რთული გადაწყვეტილება მისთვის. პატივი მიეგო ლავეანდრას სხეულს, მაგრამ ამას ჯერ ვერ ბედავდა. ორი დღეა იცნობდა და ასეთი ძლიერი სიყვარული განიცადა მის მიმართ, ვერ შორდებოდა, ვერ აიტანდა ახლა მისგან თუნდაც სამი მეტრით მიწიდან სიშორეს. უყურებდა ცეცხლში გახვეულ ქალაქს, გული სტკიოდა ორმაგად და უფრო მეტად განადგურებულიყო მისი არსება, რომელიც ბოროტებამ შთანთქა. გრუხუნი გაისმა ცაში. ყველამ ზევით აიხედა. მოღრუბლულიყო, იფიქრეს წვიმას აპირებსო, მაგრამ ცა უცნაურად გაშავდა და შავი წვიმა დაიწყო. ხალხს შავი წვეთების დაცემის ადგილას კანი ეწვოდათ და მთლიანად მჟავასავით ედებოდათ სხეულზე და სწვავდათ. მეფე გადარჩა, მას თავზე ქვის ჭერი ეფარებოდა ზემოდან, სხვები კი მაშინვე სახლებში გაუჩინარდნენ. ზოგმა ეს ვერც მოასწრო და მეფემ იგრძნო საშიშროება სამეფოს დაკარგვის. მუცელში რაღაც აეწვა, ეს არ იყო მხოლოდ ლავეანდრას დაკარგვით გამოწვეული, არამედ იგრძნო როგორ კარგავდა ყველაფერს. ლეას და შვილს უბრძანა შესულიყვნენ და თვითონ გასვლა დააპირა, მაგრამ ლეამ მოჰკიდა ხელი, მაგრად მოქაჩა მისკენ და ამას ნუ იზამო უთხრა. -მეფე ვარ ლეა. ხალხი მხოლოდ მაშინ დამშვიდდება, როცა მეფესაც მათ გვერდით დაინახავენ. იმ საიდუმლოს გაგიმხელ, რის გამოც ბრძოლაში, თითქმის დამღუპველ ბრძოლაში მიჰყვებიან ჯარისკაცები მეფეს. როცა ხედავენ, რომ მეფე წინ მიუძღვება და იციან მზად არის პირველი მოკვდეს, ჯარისკაცი მთლიანად ენდობა და საკუთარ სიცოცხლესაც მხოლოდ მაშინ ანდობს. უნდა დავამტკიცო, რომ მეც მზად ვარ თავი გავწირო მათთვის, ეს მეფის პირველი და უკანასკნელი მოვალეობაა, რაც კი უნდა შეასრულოს ლეა. იცოდე, მიყვარხართ... და მის სხეულს განსაკუთრებული პატივი მიაგეთ. - მხოლოდ ესღა თქვა, როცა ხელი გააშვებინა ქალბატონს და წინ წავიდა. მაგრამ რა წამს ნაბიჯი გადადგა, მოხდა ის რასაც არ ელოდა. შავ ღრუბლებს, შავ ცას სითეთრე დაეტაკა, რომელიც ნელ-ნელა სპობდა სიშავეს და მთლიანად გაანადგურებდა ისეთი პირი უჩანდა. დაიმედდა უგვარდი, რომ ჯერ კიდევ არ იყო გვიან სიკეთეზე ბოროტების ბატონობა და ისევ შეცვლიდნენ ერთმანეთს და სიკეთე კვლავ გამეფდებოდა ბოროტებაზე, ამის იმედი დაკარგული არ იყო. მალე მთლიანად განათდა ცა და თეთრმა ფანტელებმა ცვენა დაიწყო. თოვლმა ცეცხლი ჩააქრო, ბოროტება სადღაც გაქრა და მეფესაც იმედი მოეცა, მაშინვე დაბრუნდა ლავეანდრასთან. ლავეანდრა კვლავ გაუნძრევლად იწვა, თეთრ თოვლივით სახეზე წითელი ტუჩები ბრჭყვინავდა და ცოცხალი ვარსკვლავივით უელავდა. მასთან ჩაიმუხლა. კიდევ ერთხელ უნდა გამოეტირებინა. -რატომ ტირი? - უცხოს ხმა მოესმა გვერდიდან, ვერც კი მიხვდა როდის შემოვიდა ან როგორ აღმოჩნდა თავის ოთახში და გვერდით მიიხედა. ერკე მიდასი იყო... -რატომ ვტირი? ბედნიერებას ვითხოვდი, ხალხის ბედნიერებას, მაგრამ ჩემი ბედნიერებაც შედიოდა, მაპოვნინეს, მაგრამ ისე მალე დამაკარგვინეს, რომ მისი სითბო საკმარისად ვერ ვიგრძენი... მისი სიტკბო, ვერ დავაგემოვნე სრულიად. ის წამართვეს. - დაბოღმილმა უთხრა გაბრაზებული ტონით, მაგრამ უეცრად სახე შეეცვალა და თხოვნაზე გადავიდა. - მიდას გადამირჩინე... მიყვარს, შემიყვარდა, ვერ შევძლებ უმისოდ ცხოვრებას. -ღმერთები დარწმუნდნენ, რომ სიყვარული შეგიძლია. დარწმუნდნენ, რომ ღირსეული მეფე იქნებოდი და შენი ხალხისადმი სიყვარულის გრძნობით აღჭურვილს, მათ სასტიკ ბრძოლაშიც ყოველთვის უერთგულებ. ეს არ ხდებოდა იმის გამო, რომ იბრძოდი და ხალხს კლავდი, შენ ამით საკუთარ ოჯახს და საკუთარ ხალხს იცავდი, რაც გმირობის ტოლფასია. - შეჩერდა და შემდეგ ისევ განაგრძო. - შემიძლია შენი დახმარება. - ჩუმად ჩაილაპარაკა ჯადოქარმა და მეფემ მაშინვე ცქვიტა ყურები და სმენად იქცა. ინტერესით და მადლიერების გრძნობით შეჰყურებდა. - შენ იმდენად დამეხმარე, რომ ეს მცირედი იქნება, რასაც შენთვის გავაკეთებ. - მეფეს არ ახსოვდა რა ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ მიდასთან შეხვედრა კარგად ახსოვდა, ცაში აიჭრა მასთან, ღრუბლებში მოხვდა, რომ მასთან მისულიყო და დალაპარაკებოდა. კითხვის თვალები მიაპყრო მეფემ მიდასს. - მნიშვნელობა არ აქვს როგორ, მაგრამ ძალიან დამეხმარე. შენი წყალობით დავაბრუნე ბოროტება კვლავ იქ, სადაც მისი ადგილია. მე კი უნდა დაგანახო, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს, სიყვარული ყოველთვის ძლიერია, ამაში თავადაც დარწმუნდები, რადგან სწორედ შენი სიყვარული იხსნის მას იმქვეყნიდან და დაგიბრუნებს. - ერკე მიდასიც მასთან დაიხარა, ხელი მუცელზე მოჰკიდა და მისმა ხელებმა გაანათეს, ეს სინათლე კი მიცვალებულის სხეულსაც გადაედო. - მე ჩემი საქმე გავაკეთე... - წამოდგა ფეხზე და მორჩილად უთხრა მეფეს. - ახლა შენი ჯერია... შენს დედოფალს უნდა აჩუქო ერთი კოცნა, რაც გამოაღვიძებს სამუდამო ძილიდან. -დიდი მადლობა მიდას... ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიკვდილი არ დაუშვი! ამ ვალს ვერასდროს გამოვისყიდი. -არა, ეს მე ვერ გამოვისყიდი შენთან ვალს. ეს მცირე იყო, რაც შენთვის შემეძლო გამეკეთებინა. თუნდაც შენთან ახლოს არ ვიყო, ჩათვალე, რომ შენს გვერდით ვარ, რადგან არ მოგშორდები და მუდამ შენთან ვიქნები. თუ დაგჭირდი... დამიძახე. მეფე ტუჩებზე ეამბორა. მისი ტუჩები ცხელი იყო, საშინლად ცხელი და გახურებული. იგრძნო, თითქოს მის კოცნას უდიდესი ძალა ჰქონდა და იგრძნო როგორ ამოისუნთქა ლავეანდრამ. თვალები გაახილა და კოცნაში აჰყვა მეფეს, რომელზე ვნებიანი და ტკბილი ტუჩები არასდროს დაუგემოვნებია. ასეც იყო. ყველაზე გემრიელი ტუჩები ჰქონდა ლავეანდრას და ყველაზე თბილი იყო მისი სხეული. მიხვდა, რომ სიკვდილიდან დაბრუნებას უფრო გაელამაზებინა თავისი რჩეული. ტანში ჟრუანტელმა დაუარა და გოგონას ხელები იგრძნო სხეულზე, მაგრად მიეჭირა და მეტად მიკვროდნენ ერთმანეთს. მეფე ბედნიერი იყო. ლავეანდრა ბედნიერი იყო. მთელი სამეფო ბედნიერი იყო. ერკე მიდასი მის ოთახში აღარ იყო. მადლობის კორიანტელს გაექცა, მან მხოლოდ თავის დანიშნულება შეასრულა. უგვარდს რწმენა დაუბრუნა, თავისი თავის, სიყვარულის და საკუთარი ხალხის. მას შემდეგ კიდევ დიდხანს და ძლიერად მართავდა სამეფოს. *** 5 თვის შემდეგ -როგორ არის ჩვენი პატარა მანდ? - ხელი დაადო მეფემ ლავეანდრას ულამაზეს სხეულს და მოსმენა დაიწყო. -ცუღლუტობს. - თქვა ლავეანდრამ და გაუღიმა. - აჰ.. მირტყამს. - წამოიკივლა ქალმა. -მამიკო, ნუ სტკენ დედიკოს, იცოდე ჩემთან გექნება საქმე, როცა გამოძვრები. - ხუმრობით და თითის ქნევით უთხრა შვილს უგვარდმა. -შენ ის მითხარი, ლეა როგორ არის? - გაეღიმა ლავეანდრას და თავი ჩახარა სირცხვილისგან. ის პირველი ეჭვიანობა გაახსენდა, როცა სასახლიდან წავიდა და მეფე დატოვა. მაშინ უეცრად მოხდა ყველაფერი. ბოლოს ახსოვდა უგვარდის თბილი ხელები და სინანული, რომ მას ტოვებდა. თუმცა ეს ყველაფერი, რომ არ მომხდარიყო, ვერასდროს გაიგებდა როგორ ძლიერ ჰყვარებია უგვარდს ლავეანდრა, ან როგორი ძლიერი იყო ლავეანდრას სიყვარული მეფისადმი. ამას ხშირადაც ეუბნებოდა. რომ არ მოვმკვდარიყავი, შენგან შორს წავიდოდი გულნატკენი და ვეღარასდროს ვნახავდით ერთმანეთსო. სინამდვილეში, ძალიან უხაროდა, რომ სამეფოს ვერ გასცდა და იქვე ჩაიკეცა სისხლიანმა. -მშვენივრად. - უთხრა მეფემ. - მაქსიმი მშვენიერი მეფეა. მას გაუმართლა ლეას სიყვარული, რომ დაიმსახურა. მაქსიმი კი ისეთი ბრძენი მეფე აღმოჩნდა, რას წარმოვიდგენდი. - გაეცინა. -ადამიანი მხოლოდ ტანსაცმლით არ უნდა შეაფასო უგვარდ. მე შენი დაძონძილი და გაშავებული ტანსაცმლისთვის, რომ შემეხედა, დღეს აქ არ ვიქნებოდი, არ შემიყვარდებოდი. მთავარი ადამიანის შინაგანი სამყაროა, უგვარდ. - თავის ჭკვიან ცოლს ვნებიანად აკოცა და ბედნიერების ზენიტში თავს ნამდვილ მეფედ გრძნობდა. მეფემაც ზუსტად იცოდა ეს. თვითონ გამოსცადა ყველაფერი, ღატაკის ტანსაცმელში, რადგან მეფედ არ ჩაეთვალათ და ხალხიც სწორედ ასე უყურებდა, როგორც ერთ რიგით გლეხს და არა მის წინ მდგარ, სამეფო ლავერის უძლეველ მეფეს. -ხო... თუმცა ტანსაცმელი მაცდურია. - ჩაეღიმა უგვარდს და ცხვირზე ხელი მოუთათუნა. - ერთმანეთზე კარგად იზრუნეთ! - დაუყვავა და გააფრთხილა დედა-შვილი. დედამაც თავი ღიმილით დაუქნია და მეფე ოთახიდან გავიდა. საოცრად ბედნიერი უნდა შეგებებოდა თავის ხალხს, თავის სამეფოს. მალე მას მემკვიდრე ეყოლებოდა. ერკე მიდასი 21 ნოემბერი 2015 _________________ წერა, როცა დავიწყე, გამოგიტყდებით და უკვე ერთი სული მქონდა როდის დავასრულებდი, რადგან თვითონ მინდოდა გამეგო, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია და შემდეგ თქვენზეც ვფიქრობდი... უმეტესწილად, ხომ სანამ არ დასრულდება, მანამდე არ კითხულობთ და არ მიზიარებთ თქვენს აზრებს. მე კი ეს ძალიან მჭირდებოდა და მაინც, ვინც მიზიარებდით განსაკუთრებულები იყავით ჩემთვის და დარჩებით მუდამ ჩემს გულში. დაახლოებით ვიცოდი, როგორ უნდა დამესრულებინა, მაგრამ როგორ გზას გაივლიდა უგვარდი ბედნიერების საპოვნელად ეს ზუსტად არ ვიცოდი. უდიდესი წვლილი გაქვთ შეტანილი კომენტარების ავტორებს, ამ ისტორიის შექმნაში, რადგან რამხელა სიყვარულს და სტიმულს ვგრძნობდი ვერ წარმოიდგენთ. ამაზე მეტი შეუძლებელია, პოზიტივით მავსებთ და მაცოცხლებს თქვენი კომენტარები. ეს ისტორიაც დასრულდა, მინდა რომ ბოლოს მაინც გამიზიაროთ თქვენ, ყველამ თქვენი შთაბეჭდილებები და გამახაროთ. თქვენ ჩემი ისტორიის კითხვა მოგწონთ, მე კი თქვენი კომენტარების, რომლებიც ჩემთვის ოქროზე ძვირფასები არიან. დღესაც კი გადავხედავ ხოლმე პირველი ისტორიის კომენტარებს, რომ სითბოთი და სიყვარულით ავივსო. და ვივსები კიდეც. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ! და მალე ჯერ რაც უკვე მიდევს, იმ ისტორიის საბოლოო და სრულ ვარიანტს შემოგთავაზებთ, შემდეგ კი ვიზრუნებ ახალ ისტორიაზე, რომელიც სრულად დაიდება, არანაირი ნაწილები. სახელზე ჯერ ვფიქრობ კიდევ და იმედი მაქვს, რომ ისიც ისევე მოგეწონებათ. ცოტა რეალობაში გადმოსროლილ მისტიკას ვწერ, რომანტიკულ მისტიკას, ასე რომ მომყევით! გამაგიჟეთ კიდევ კიდევ. გამოუშვით კომენტარები.. თქვენი სიყვარულის ჯადოქარი ერკე მიდასი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.