შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი... ბედისწერის გზაჯვარედინი ანუ გზა სიყვარულისკენ (10)


18-11-2015, 02:32
ავტორი ერკე
ნანახია 2 154

წაბორძიკდა, მაგრამ მალევე შეინარჩუნა წონასწორობა და ხმალს დაეჭიდა. მას ძალაუფლება სწყუროდა, რომელსაც ეს ხმალი მისცემდა და დარწმუნებული იყო, რომ მასზე ძლიერი მეფე არავინ იქნებოდა. სულ გადაავიწყდა თავისი საყვარელი ქალიც, თავისი სამეფოც, რომლისთვისაც სიცოცხლეს გასწირავდა, ოღონდ ნებისმიერი გასაჭირში მყოფი მებრძოლი გადაერჩინა და ნებისმიერი უბრალო ადამიანი, მოსახლე, რომელსაც პატარა ბინა ჰქონდა მის სამეფოში. გადაავიწყდა შვილიც, ის უბედური სამყაროც, რის გამოც დატოვა თავისი ადგილი და ბედნიერების საძებნელად გაეშურა საკმაოდ შორს.
ექსკალიბურს უგვარდმა ძვრა ვერ უყო. მეტიც, ხელი მოკიდა თუ არა გააჟრჟოლა, თუმცა ახლა უფრო მეტად იგრძნო ეს. თითქოს ხმალს არ უნდოდა მისთვის ხელი მოეკიდებინათ და განზე აგდებდა ამ მბჟუტავი დენის დარტყმისმაგვარი ძალით. უეცრად აფეთქდა. მეფე აფეთქების ტალღამ უკან გადაისროლა რამდენიმე ნაბიჯით და ცოტა დაიბნა. ყველაფერმა ტრიალი დაიწყო, შემდეგ კი ის იყო გონება უნდა დაეკარგა რაღაც ძალამ კვლავ გამოაფხიზლა და ხმალთან უხმო. არ უნდოდა მარტივად დანებებულიყო ბრძოლაში და ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ სანატრელი ხმალი ხელში ჩაეგდო. სანატრელი მას შემდეგ, რაც მის შესახებ მოისმინა პირველად. მაშინაც კი მიიზიდა, როცა შავ-ბნელი ძალის წინ ახსენა მანგუსმა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. მაშინვე იგრძნო, როგორ მოუნდა იმ ხმლის ხელში აღება, და უნდოდა ეგრძნო, შეეგრძნო ძალაუფლების უდიდესი მნიშვნელობა.
ცხოვრებაში რასაკვირველია არასდროს გამოუჩენია სისუსტე, არასდროს ჰქონია ისეთი შემთხვევა, რომ მტერს გაქცეოდა, უკან დაეხია და ზურგი ეჩვენებინა, თუნდაც ერთი ერთზე გაჯგიმულ ჯარისკაცს, რომელთაც ხელს არავინ უშლიდათ. არავისთვის დაუხრია თავი, არავისთვის შეუქცევია ზურგი და მისი მკვლელობათა სია დაუსრულებელი იყო, რომელთაც ვერ დათვლიდით.
უძლიერესი ტაქტიკოსი იყო, მისი შემუშავებული გეგმით ყოველთვის იმარჯვებდნენ და ბრძოლას ნაკლები მსხვერპლით ასრულებდნენ მათი მხრიდან. უერთგულესი მებრძოლების მიმართ და შემწყნარებელი ადამიანთა განაჩენის გამოტანისას, რადგან ყოველთვის ესმოდა ადამიანი ერთხელ იბადებოდა და ერთხელ კვდებოდა, მეორე შანსს კი აძლევდა და სიცოცხლეს უნარჩუნებდა ხოლმე, მიუხედავად კოდექსისა, რომელიც მამამისმა შემოიღო, ყოველ მოღალატეზე სიკვდილით დასჯა, რომ იყო განწესებული.
სიცოცხლეს დათმობდა და გარისკავდა თავისი ხალხის გადასარჩენად, მაგრამ ხმლის დანახვისას ყველაფერი დაავიწყდა და მხოლოდ ის ახსოვდა, როგორ ბრწყინავდა და მის თვალს ატყვევებდა დიდებული ხმალი - ექსკალიბური.
გარშემო შემოუარა. ქვა თითქმის თანაბრად ერთნაირი იყო ყველა მხარეს და დატალღული, კარგი მოქანდაკის გაკეთებულს ჰგავდა, მაგრამ იმ დროში ძნელად თუ მოიძებნებოდა ამ ხელობით დაკავებული ხელოსნები, ქვაზე მომუშავეები. უფრო მარტივად იპოვიდით ხეში მკვეთებს, მხატვრებს, პოეტებს, მწერლებს, რომლებიც სასახლის კარზე მსახურობდნენ და მეფეს დიდებული სიტყვებით ამკობდნენ. პოეზიის საღამოებზე ხმამაღლა კითხულობდნენ თავიანთ დაწერილ ლექსებს და პოემებს, რომელთა უმეტესობა მეფეს ეძღვნებოდა. მხატვრები ულამაზეს დედოფალს ხატავდნენ ყველაზე ხშირად, თუმცა იყვნენ თავისუფალი ხელოვნების წარმომადგენლებიც, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ყოველგვარი მეფის მოსაწონი ნახატების ლექსების თუ წიგნების შექმნისა. მეფეს არ ერჩოდნენ, არც უგვარდი ერჩოდა თავისუფალ ხელოვანებს და მათთვისაც სასახლის კარი მუდამ ღია იყო. პროტესტი კი რაზე უნდა გამოეთქვათ, ან რა იყო გასაპროტესტებელი, როცა შეხმატკბილებულად იყვნენ ერთმანეთში და ყველას ბედნიერების ვარსკვლავი ანათებდა მათ სახეებს. მათი თავისუფლება მათივე პრინციპების და მიზნების მიღწევაში მდგომარეობდა. ნიჭს თავიანთი კეთილდღეობისთვის და უდიდესი ეგზოტიკური სიყვარულის შესაძენად იყენებდნენ და ლამის რომეოსა და ჯულიეტას მსგავსი სიყვარულის ისტორია დაეტრიალებინათ, მაგრამ მათი სიყვარულის ფინალისგან განსხვავებული დასასრულით. ზოგნი ლექსებით ეტრფოდნენ თავიანთ საყვარელ ქალს, ზოგნი რომანებში და წიგნებში წერდნენ მათზე, ზოგს კი ტილოზე გადაჰქონდა ქალის ნარნარი სხეული, მისი სილამაზე და საჩუქრად უგზავნიდა ბედნიერების გამომსახველ საჩუქარს, რაც სიმპათიის მაჩვენებლად აღიქმებოდა. როგორც ყოველთვის ამ დროს გოგონა თავიდან უარზე დგებოდა, რაც სულაც არ ნიშნავდა საბოლოო პასუხს, ჭირვეულობდა, მამაკაცს აწვალებდა, აგიჟებდა, არ ინდობდა და არც კის ეუბნებოდა, არც არას, რითიც მასში არეულობას იწვევდა და გონებას უმღვრევდა ფიქრები გოგონაზე. ქალბატონებს კარგად ეხერხებოდათ კაცების მარწუხებში მოქცევა და იქამდე ტანჯვა, სანამ თანხმობას არ ეტყოდნენ პირველ შეხვედრაზე, რომელიც საბოლოოდ მაინც გაურკვევლობაში ამყოფებდა მამაკაცს და ქალი სიცოცხლის ფასადაც კი არ თმობდა თავის სიამაყეს, უპირატესობას, რითიც მამაკაცს უფრო ახელებდა მის მიმართ და მეტი მონდომებით ცდილობდა დაახლოებას. ბოლოს საწადელს ისრულებდნენ.
ხელი გადაუსვა ქვის ქანდაკებას, სადაც ექსკალიბური თავს იწონებდა და მეფემ ის ჭირვეულ ქალს შეადარა, რომელსაც ნებით არ სურდა პოზიციების დათმობა, მხოლოდ დროის შემდეგ თუ გააკეთებდა ამას. ჩაფიქრდა. თან თვალს ვერაფრით წყვეტდა ულამაზეს და უძლიერეს ქმნილებას, სათუთი მასალით დამზადებულს და ვადაზე ბრჭყვიალა დიდი და მრგვალი თვალით დამშვენებულს, რომელიც არაბუნებრივი ძალით ექაჩებოდა და დარწმუნებული იყო, რომ ხმალი მისი იყო. ის უნდა ყოფილიყო ექსკალიბურის მფლობელი და მიიღებდა კიდეც.
უეცრად თავში გაჰკრა... აქეთ-იქით გაიხედა და მხოლოდ ღრუბელთა ბუნდოვან ხაზებს ამჩნევდა, მის ბუშტებს, ზევით-ზევით რომ მიფრინავდნენ და კვალს ტოვებდნენ ზეცისკენ მიმავლები. დაფრთხა. წამიერად უკან გახტა და ხმალს მოშორდა, მიხვდა სიცოცხლის და სიკვდილის გასაყარზე იდგა და მწარედ ამოიგმინა. ბურუსივით აკვროდა ღრუბლები მის თვალებს და შორს ვერ არჩევდა ვერაფერს. ნელ-ნელა გონს მოეგო, სწორედ იმ ილუზიაში იყო, „შიშის ღრუბელში“ და რა წამს ეს გააცნობიერა და მიხვდა სწორედ ძალაუფლების დაკარგვის შიში ჰქონდა და არა რაიმე სხვა, საკუთარი თავის შერცხვა და თავი ჩაღუნა. იმ წამს ღრუბლები გაიფანტა და წინ დიდი, ლამაზი, თვალუწვდენელი, უზარმაზარი ჩუქურთმებითა და ქანდაკებებით, ულამაზესი თვლებით დამშვენებული სასახლე გამოჩნდა.
„გამოცდა ჩაბარებულია“ - გაიფიქრა მან და წინ სასახლისკენ გაემართა, სადაც დიდი იმედი ჰქონდა ერკე მიდასს შეხვდებოდა.
***
ქვის ბილიკს გაუყვა, საიდანაც კარგად მოჩანდა მთელი სამყარო და ისეთი პატარა იყო, რომ განცვიფრდა. თავი წამით ღმერთად წარმოიდგინა, ფიქრობდა, ღმერთიც ხომ ციდან გადმოგვყურებს, ისიც ასე ნაგლეჯ-ნაგლეჯ სრულიად გაურკვევლად უყურებს ჩვენს ქმედებებს, სადაც იმდენად პატარები ვჩანვართ, კარგად ვერც გაურჩევია და როგორ დაეხმარება ხალხს, როცა წესიერად ვერც კი ხედავს როგორ იქცევიან ისინიო.
სასახლეში შევიდა და მაშინვე თვალი მოსწყვიტა ულამაზესმა თეთრმა ჭაღმა, თითქმის ჭერიდან დარბაზის ნახევრამდე რომ ეშვებოდა და მთლიანად ანათებდა მთელ ფართობს. იმდენად ლამაზი და დიდი იყო, ისე შევიდა თვალი ვერ მაოცილა და სადაც არ უნდა გაეხედა ყველგან მას და მის სინათლეს ხედავდა, რომელიც თითოეულ სარკეში, პრიალა და სარკისებრ იატაკზე და კედლებშიც ირეკლებოდა. სისუფთავე იყო და სრულიად სასწაულებრივი ჰარმონია, რაც მისთვის სიწმინდესთან და უცოდველობასთან ასოცირდებოდა.
და კიდევ... მაგია.
სიჩუმის დარღვევა ვერ გაბედა, არადა როგორ უნდოდა ნიშანი მიეცა ჯადოქრისთვის, რომ მივიდა. თუმცა ხმა, რომელიც მისი სიღრმიდან უნდა ამოსულიყო უეცრად გაუწყდა, თითქოს ხმის იოგები გაწყვეტოდა და სასახლის სილამაზით დაბრმავებული დამუნჯებულიყო.
-ერკე მიდასი... - ამოთქვა ერთხელ მისმა ხმამ უნებურად და სწორედ მაშინ გაახსენდა სახელით უნდა დაეძახა და კვლავ მეორედ გაიმეორა პატარა ინტერვალის შემდეგ. - ერკე მიდასი.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება უგვარდ. - უკნიდან გაისმა უცნობი, მაგრამ თითქოს ყველაზე ნაცნობი ხმა. უგვარდი შეტრიალდა და დაინახა მის წინ თეთრ ხალათში გამოწყობილი ბიჭი, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა იმ დახეულ ტანისამოსს, რომელიც ლეგენდის მოყოლისას აღუწერეს მანგუსის თავებმა. ჯადოქარი იყო.. ის იყო მიხვდა და მის დანახვაზე ღიმილი მოეფინა. უნდოდა კაცურად მისულიყო, გადაეხვია ხელი და როგორც თავის ხალხს ისე ჩახუტებოდა, მაგრამ ფეხები გაშეშებოდა და მოძრაობას ვერ ბედავდა. ერკე მიდასმა გადაიკისკისა. - თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახ... უკაცრავად, სასახლეში. - თქვა და მიუახლოვდა მეფეს. მეფემ თავი მაინც ვერ გაინთავისუფლა უხერხულობის შეგრძნებისგან და მწარედ ამოიგმინა.
-შენთან...
-ვიცი რისთვისაც მოხვედი, მაგრამ ჯერ საქმეს რომ არ მივედოთ ხომ შეიძლება? - გახალისებულმა კვლავ ჰკითხა მეფეს. - ჩემთან სტუმარი ისე იშვიათობაა, რომ თავს უფლებას ვაძლევ ცხელ ელექსირზე დამეწვიო, სულ ახლა მოვადუღე და ის იყო მარტო უნდა დამელია, როცა ღრუბლებში შენი გამოჩენა ვიგრძენი. - ხელები გადაიჯვარედინა და ისე იქცეოდა, როგორც ნორმალური ადამიანი, მაგრამ მასში მაინც იყო რაღაც არაადამიანური, რის გამოც თავს დაკნინებულად გრძნობდა უგვარდი. - წინააღმდეგი ხომ არ ხართ?
-ა... არ....არა, რას ამბობთ. - ენა დაება, ნერვიულობდა, რადგანაც არ იცოდა რა ეთქვა მისთვის, რაზე ელაპარაკა და საერთოდ არც ფიქრობდა, რომ ასე გახსნილად დაუწყებდა საუბარს. ფიქრობდა პირდაპირ საქმეზე გადავალ, ან დამეხმარება ან არაო და ის მოხდა, რასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოიდგენდა. ძველი ნაცნობივით გამოელაპარაკა ერკე მიდასი და არაბუნებრივი სითბო იგრძნო მისგან, ვისაც საერთოდ არ იცნობდა. თან უკვირდა, როგორ შეიძლება ასეთი ჩვეულებრივი იყოს უცხოსთანო და სიყვარულით სავსეო.
-ვისი რასაც ფიქრობ. მაპატიე, შენს გონებაში რომ ვიჭრები, მაგრამ გეტყვი. ჩემთვის გადაშლილი წიგნივით ხართ, რომელთა ამოკითხვაც ნებისმიერ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან მარტივია. და რატომ ვარ ასეთი შენთან? იმიტომ, რომ სიყვარულის ჯადოქარი ვარ და არ შემიძლია ვიყო სხვანაირი. ალბათ გითხრეს კიდეც, რომ სიყვარულს გულით ვატარებ, გითხრეს რომ სრულიად მარტო ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა სიყვარული მაქვს გულში. საქმე იცი რაშია, ჩემო მეგობარო? ადამიანებს არ სჭირდებათ სიყვარული, არ სჭირდებათ ვინმეს უყვარდეთ ან თბილად მოეპყრას ვინმე მათ. ისინი მხოლოდ ფუფუნებას და კმაყოფილებიტ ცხოვრებას ეჩვევიან და თანახმანიც კი არიან უსიყვარულოდ გაჰყვნენ მდიდრებს ფულის გამო. ჩემი სიყვარული კი მხოლოდ მათ სჭირდებათ, ვინც ნამდვილად იცის რას ეძებს და ჩემთან მოსასვლელად შენსავით ამხელა გზას გადის. მათ ვეხმარები, თუმცა არაფერი არ ხდება ფასის გარეშე, ვეხმარები, მაგრამ იმასაც ვხვდები მაშინ არასდროს გავახსენდები, როცა არაფერი უჭირთ, ასე რომ მეც შევეჩვიე ამ ფაქტს.
-ჩემი ლეა ასეთი არ იყო... - წაიბურტყუნა მეფემ და კოპები შეკრა.
-რა ჩაიხროხინე ახლა? - ჰკითხა გაბრაზებულ კაცს და მასთან მიიჭრა. თან ხელი მოჰკიდა მკლავში და თავისკენ წაიყვანა. ისინი რამდენიმე დერეფნის გავლით, იმ დარბაზის ზომაზე ოდნავ პატარა მრგვალთაღოვან დარბაზში შევიდნენ და მეფემ ძვირფას საშანდლეებს, თეფშებს, ოქროს კოვზებსა და სხვა ნივთებს, რომ მოჰკრა თვალი შედგა, მაგრამ ის არ დანებდა.
-ჩემი ლეა არ იყო ასეთი-მეთქი. მას არ აინტერესებდა ქონება. - სასხვათაშორისოდ თქვა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ესეც კარგად იცოდა ერკე მიდასმა, უბრალოდ მაინც განრისხდა ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა, რომ განიზრახა. დარბაზში ცეცხლზე ქვაბი იდგა და დუღდა. ჯადოქარმა ხელშეუხებლად გადმოდგა მობუყბუყე და ორთქლამოტყორცნილი მომწვანო სითხე და გვერდზე დადგა. კუთხეში მდგარ ქვის ბრილიანტებით მოჩუქურთმებულ მაგიდაზე ორი წვრილი თასი იდგა, სადაც გაციებული სითხე დაასხა და მიიწვია.
მეფე ერთ მხარეს დაჯდა, ერკე მიდასი მოპირდაპირე მხარეს და მთელი ეს პროცესი უხმოდ გაიარეს. უგვარდი იმასაც კი ფიქრობდა არც მომისმინა რა ვუთხარიო და გამეორებას აპირებდა, თუმცა ერკე მიდასმა დაასწრო. ცხელი სითხე მოსვა, თითები მაგიდაზე დააწყო და კაცს შეხედა.
-გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ საკმარისია ამ სიმდიდრეს შეხედო, რაც გამაჩნია, ბრილიანტებს, ქონებას, რომელსაც მე ვფლობ, რომ ქალები მხოლოდ ამით დაბრმავებულები მიეცემიან ვითომ სიყვარულის მწვავე ქარიშხალს, მაგრამ სინამდვილეში ქონება უფრო ფასობს მათთვის. - მეფემაც მოსვა მწვანე სითხე, ძალიან თხელი და საოცრად გემრიელი აღმოჩნდა.
-იცით, ბატონო ჯადოქარო...
-უბრალოდ მიდასი, თუ შეიძლება და ოფიციალური ტონი საჭირო არ არის. ვერ ვიტან.. მაღიზიანებს. ეს მხოლოდ რაღაცის დატყუების მიზნით წარმოთქმული გაუფასურებული სიტყვებია, რომელსაც ვითომდა პატივისცემის ნიშნად თქვენობით ფორმას მიმართავენ, მაგრამ მათში ცინიზმში ამოვლებულ ირონიას უფრო გადააწყდები, ვიდრე პატივისცემას.
-კარგი, მიდას. - მეფემ ჩაახველა. - მინდა, თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა... - გაჩერდა, რადგან არ იცოდა ეს როგორ ეთქვა. არც იცოდა რისი გაღება დასჭირდებოდა ამისთვის, მაგრამ მაინც უნდა მოეკრიბა გამბედაობა, ასეც მოიქცა და ბოლოს თქვა: - მინდა ის დანაშაულის გრძნობა მოვიშორო, რაც მტანჯავს, ჩემს გულს ატკიებს და ტკივილამდე მაგიჟებს. თავს ვერ ვგრძნობ ბედნიერად, სიმართლე როცა გავიგე მას შემდეგ. გულზე ლოდი მაქვს დაგდებული და სულს ღაფავს, ძლივსღა ფეთქავს...
-ნუ მიედ-მოედები ათას რამეს. სათქმელი პირდაპირ მითხარი... ნამდვილად ვიცი, რაც გსურს მითხრა, მაგრამ მინდა ეს შენგან გავიგო. - თქვა და მის ტკივილნარევ თვალებს ჩააჩერდა. მეფემ კიდევ ერთხელ მოსვა მწვანე სითხე, ოდნავ დააწყნარა და სასწაულებრივად იმოქმედა, თითქოს სიყვარულით აივსო და ასევე გამბედაობით.
-მინდა ლეა ისევ ცოცხალი იყოს. - ჩახლეჩილი ხმით უთხრა და თვალებიდან ცრემლი მოიწმინდა.
-იცი, რა არ მესმის? შენ თავს დააჯერე, რომ გიყვარდა და ამ ყალბი სიყვარულით იმხელა საძირკველი ააშენე, სადამდეც ეს გრძნობა გასწვდა. რა თქმა უნდა, თქვენი სიყვარულის ქოხი საკმაოდ სუსტი იყო, პატარა ქარის შებერვასაც ვერ გაუძლებდა, არათუ ქარიშხალს, როგორ გსურდათ დაგემარცხებინათ ბოროტი ჯადოქარი ერთად, როცა ნამდვილი სიყვარული არცერთს არ გამოძრავებდათ? - დააფიქრა კაცი მისმა კითხვამ. მართლა დააფიქრა და პირდაპირ პასუხი ვერც გასცა. მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ყოველი წარმოთქმული სიტყვა, რომელიც ლეას და მის სიყვარულს ეხებოდა და სიტყვა „ყალბმა“ ისე შეაკრთო, რომ თვალები დარცხვენით დახარა და ლეა წარმოუდგა ისევ თვალწინ. ლეა, რომელიც პირველად ნახა. ნამტირალევი, უფერო, სიძულვილით სავსე.
-არც მე მესმოდა... და არც იმის მესმოდა, რატომ დამეხმარე გასაჭირში, როცა შენკენ მოვდიოდი.
-ესე იგი, გგონია მე დაგეხმარე?
-არა? - გაუკვირდა მეფეს.
-სრულებითაც არა... შენ მე გამაკვირვე კიდეც.
-რა? როგორ?
-ეს შენ დაეხმარე საკუთარ თავს. - ახლა მთლად პირი დააღო უგვარდმა და კითხვით მიაპყრო თვალები, პასუხი აინტერესებდა. ვერ გარკვეულიყო სიმართლეში. ფიქრობდა, ნამდვილად ჩემი აბუჩად აგდება აქვს გადაწყვეტილიო, მაგრამ ფიქრებს მიუხვდა მიდასი და შეუბღვირა, თუმცა მის ნათელ სახეზე ისევ სინათლე იფრქვეოდა. ძნელად წარმოედგინა მეფეს ერკე მიდასის სახის მოღრუბლვა, რადგან ის თავად სიყვარული იყო, ყველაზე დიდი სიყვარული, რაც კი სამყაროში არსებობდა, ის ხომ ჯადოქარი იყო, კეთილთა მხარეს მეომარი. - შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ამ ბოროტების დამარცხებაში უთუოდ დამეხმარება, ეს იქნება შენი ფასი.
-კი, მაგრამ როგორ? - განცვიფრდა, რა სისულელეა, მე რით უნდა დავეხმაროო.
-შენ და მე ერთნი ვართ. შენი დახმარებით მთელ სამყაროს გავანათებთ და დიდი ხანი ბოროტს გავაგდებთ, დავატყვევებთ თავის გამოქვაბულში. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ამას ვერ მოვახერხებთ, რომ ადამიანებიდანაც განვაგდოთ. ვინც უკვე შეპყრობილი ყავს მათ ვეღარაფერს ვუშველით, იმ ელექთაც კი, რაც მაქსიმს მივეცი... ვიცი რომ შენი ცოლისთვის უნდოდა, მომავალი ცოლისთვის და ის ამისთვის საკმარისად იტანჯა. ქვეყნად ახლა იმაზე მეტი ბოროტებაა, ვიდრე სიკეთე, სიყვარული და ქვეყნად სიკვდილი ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი გახდა. ეს არის სამყაროს შეუცვლელი და დაუმორჩილებელი კანონი, მაგრამ ის ბოროტებამ შეცვალა და სრულიად თავის ნებაზე გადააწყო.
-რატომ არაფერი იღონე აქამდე? - კიდევ უფრო გაოცებული მზერა შეანათა მან, მაგრამ მიდასმა მშვიდად განაგრძო, თითქოს მისი კითხვა არც გაუგონიაო.
-დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდი ლეას, შენ დაგავიწყებდი მის არსებობას და არც მამამისს არ დავუტოვებდი მისადმი განსახორციელებელ გეგმებს, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ვიცოდი აუცილებლად მოხვიდოდი შენ ჩემთან და ეს დღე აუცილებლად დადგებოდა. მე კი გელოდი...
-მაშ ის სიზმარი.
-კი... ძალიან დიდი ხანი გელოდი. შენ კი თავი იმიტომ დააღწიე ბოროტებას, რომ სიყვარული საკმარისი აღმოგაჩნდა გულში, შენ ამას გრძნობდი, შეიძლება ვერ ხვდებოდი და ვერ იაზრებდი რას აკეთებდი ლეას ცოლად მოყვანით, რომელიც გსურდა უსიყვარულოდ გაგეხადა დედოფალი და შენი მემკვიდრის დედა, მაგრამ უფალმა გოგო მოგცათ და ამით შენც იზარალე, თუმცა არა ბოლომდე. მაგრამ ბოროტებასთან პირისიპირ იმხელა სიყვარული გამოავლინე მეც კი ვიგრძენი, როგორ დავიტვირთე და თვალნათლივ დავინახე შენი სინათლე... შენი სიკეთე და სიყვარული.
-დაუჯერებელია... მე ხომ ერთი გამოუსწორებელი იდიოტი ვიყავი, რომელსაც თვალწინ ჰქონდა ყველა საჭირო მტკიცება ლეას ჩემდამი გრძნობების არქონისა მე კი ბრმად დავავლე ხელი და სასახლეში გადმოვაბრძანე. იდიოტი ვიყავი, რომელიც გულით არ გრძნობდა, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა.
-სწორედ ეს არის. რაღაც უნდა დაგეკარგა, რომ გეგრძნო... გეგრძნო რა იყო სიყვარული და დაგენახა ჭეშმარიტება. შენ დაკარგე, ახლა გრძნობ და სწორედ ამ გრძნობამ ბოროტების წინაშე უძლეველი გაგხადა. თუმცა ის, რაც გამოქვაბულში ნახე ნამდვილ ბოროტებასთან შედარებით მხოლოდ პატარა თამაში იყო. საკმარისად არ გამოაჩინა ძალები, ალბათ ფიქრობდა არც იყო საჭირო და რიგით ადამიანს ბოლოს მოუღებდა, მაგრამ უკვე იცი სიმართლე.
-რა სიმართლე? - თავი გამოიდებილა მეფემ.
-შენ კიდევ ვერაფერს ვერ მიხვდი აქამდე? - ჰკითხა მიდასმა მეფეს და თავი გადააქნია მწუხარებისგან. - ღმერთო, რატომ დაუშვი ჩემი ძალის მეორე ნახევარი ამ იდიოტს შერჩენოდა ხელში. - თავი ხელში იტკიცა და მეფის გაცხარება არც კი შეუმჩნევია. თავი ასწია და შეუბღვირა, როგორც შეძლო, მაგრამ მის თვალებში სიყვარულის მარცვალი კრთოდა, ამას ვერ გაურბოდა. - როდესაც ბოროტება არ არსებობდა და ჯადოქრობა მხოლოდ კეთილი საქმისთვის იყო, როდესაც ჯერ არანაირი ცოდვა არ არსებობდა, არათუ ცოდვილნი და პირველად გაჩნდა ბოროტება ჩემი ძმის სახით, მამაჩვენმა მაგია გაყო... მან მე თავისთან ცაში დამტოვა, მაგრამ ხშირად დახმარების ხელი გამიწვდია ხალხისთვის, მაგრამ შეუმჩნევლად... და არც იფიქრო, რომ ის ხალხი მე ავამხედრე ტექტოკონუსების დასახოცად. - სანამ რამის თქმას მოასწრებდა, მანამდე გააფრთხილა. - ბოროტება კი მიწის ქვეშ ჩააგდო, ქვესკნელში, თუმცა ის ამოძვრა და გამოქვაბულში დაიდო ბინა, მას ხალხთა გულები აძლიერებენ, რომელთა დაპყრობაც უკვე მოახერხა. მაგრამ მამაჩემმა სიყვარულის მაგიის ნაწილი სხვაგან გადამალა, რათა არ შეძლებოდა ერთიანად ჩემი განადგურებით მთლიანად გაბატონებულიყო ბოროტება. მეორე რასაკვირველია შენ იყავი, წმინდა ადგილას დაიბადე, იქ სადაც თავად მაგია შეიქმნა. - უთხრა და გაყუჩდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა მეფე და არ იცოდა რა ეთქვა. კიდევ მოწრუპა სითხე და სითბო ჩაეღვარა გულში. სულ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ადამიანი ეგონა თავი, თუმცა ისიც ჯადოქარი ყოფილა, როგორც ერთიანი მაგია. - შენ მხოლოდ მაგიის ტარება გხვდა წილად, რადგან არ იცოდი მისი დანიშნულება, არც ის, რომ შენც ჩემნაირი იყავი, მაგრამ როცა დაგჭირდა სიყვარული მომართე გულიდან და ბნელი გაფანტე... ვამაყობ შენით, ძმაო!
-ყველაფერი ამერია. - როცა დაასრულა ერკე მიდასმა თხრობა მაშინღა აკანკალებული ხმით ძლივს იპოვა სიტყვები რამის სათქმელად. - იცი, ყველაზე მეტად თავი მაინც ადამიანი მეგონა და ახლაც ასე ვარ. ვერ ვგრძნობ, რომ შენსავით ჯადოქარი ვარ და უბრალოდ ეს შეუძლებლად მიმაჩნია. არა... არ არსებობს... ეს შეუძლებელია. მინდა დამეხმარო მიდას.
-პრიზს მაშინ მიიღებ, როცა შენ მთელ ძალებს გადმომცემ. რა თქმა უნდა, შემდეგ ადამიანი გახდები, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ნაწილი არ გემახსოვრება, ბოროტებას კი მე მოვუვლი. ეს შენი საქმე არ არის, მაპატიე.
-არა რას ამბობ. - მჯდარი ოდნავ შეინძრა და ფეხი ფეხზე გადაიდო. ცარიელი ჭიქა დადგა. სიყვარულის ჯადოქარმა ანიშნა, კიდევ ხომ არ გინდაო, მაგრამ მეფემ იუარა საკმარისიაო. - მზად ვარ. - ფეხზე წამოდგა და მიდასს მიუახლოვდა. უნდოდა ახლა მაინც ჩახუტებულიყო და ის აბედვინებდა მხოლოდ, რომ ისიც მისნაირი იყო. „ძმები“ ერთმანეთს გადაეხვივნენ და სითბო იგრძნო უგვარდმა.
-და მამაჩემი? - უეცრად ამოიგმინა მეფემ. - ვფიქრობდი, რომ ის ნამდვილად მამაჩემი იყო.
-რაღაც კუთხით იყო, მაგრამ მან ტყეში მარტო მწოლიარე გიპოვა და მამობა გაგიწია. რადგანაც მემკვიდრე არ ჰყავდა სასახლეში წამოგიყვანა და საკუთარი სახელი და ტახტი გიბოძა. მეტი რა უნდა ინატროს კაცმა! - ჩაიხითხითა ირონიულად მიდასმა. თურმე ირონია მისი განუყოფელი ნაწილი ყოფილა.
-მან მე... მომატყუა. - თვალები აუცრემლიანდა.
-პანიკა და ცრემლებად დაღვრა, იმედგაცრუებული სიარული არ გვინდა ახლა. იცოდე, რომ მას უყვარდი. ნამდვილად უყვარდი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც უნდა გახსოვდეს. სიყვარული ყველაზე ძლიერია, ბოროტებას არაფრით ესმის, მაგრამ ყოველთვის დამარცხებული კუთხეში, რომ მიემწყვდევა ხოლმე ვერც მაშინ იგებს. მერე უფრო მეტად ივსება შურისძიების ცეცხლით, აბრმავებს ეს შური ნამდვილად მას და ისევ ცდილობს შემოტევას, მაგრამ კვლავ კრახი... მისი გამოსწორება ვერ ხერხდება. - დანანებით გადააქნია თავი, შემდეგ ჩაეღიმა და ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა ისე გადაიხარხარა.
-სიყვარული თუ ყველაზე ძლიერია, რატომ არის მაინც ბოროტება გამეფებული? რატომ ჯობნის ბოროტება და ადამიანის გულში აღწევს ღრმად?
დაიბნა ერკე მიდასი, არა იმიტომ, რომ პასუხი არ ჰქონდა, არამედ იმიტომ რომ უგვარდისგან არ მოელოდა ამ კითხვას და წინასწარ ვერც გათვალა, თუმცა სიამოვნებით გასცემდა პასუხს.
-შენ კარგი მეფე იყავი და ხარ. კარგად მართავდი სამეფოს, შემწყნარებელი, კეთილი, მაგრამ ბრძოლაში დაუნდობელი და სასტიკი. როგორ ფიქრობ, რატომ იყო ეს ორი საპირისპირო რამ შენს პიროვნებაში?
-... - ვერაფერი უპასუხა, მხოლოდ დუმილი შეაგება პასუხად და აწყლიანებული, ინტერესით სავსე თვალები.
-თუ კაცი სათანადო წინააღმდეგობას არ გაუწევს ბოროტ ძალას და ნებაყოფლობით უშვებს მასში, ის კაცი განწირულია. თუმცა იმ ადამიანის გადარჩენა ისევ არის შესაძლებელი, თუ მას სათანადო მეორე ნახევარს გაუგზავნი. ყველაფერს თავის მიზანი აქვს ამ ცხოვრებაში, ადამიანის გულში სიკეთის და ბოროტების მარცვალი თანაბრად ღვივის, სწორედ გულია ბრძოლის ველი, იქ მე ვიბრძვი, ყოველ ადამიანში ვებრძვი ბოროტს, მაგრამ თუ მას არ სურს მე ვერაფერს ვხდები აქ და ბოროტი იმარჯვებს. თუმცა იმარჯვებს ბრძოლაში, მაგრამ ომი წაგებული არასოდეს არის. - თვალები ააციმციმა და გვერდით გაიხმო. - ლეას გაცოცხლება რაში გჭირდება? ისევ ტანჯვისთვის წირავ? - სასხვათაშორისოდ, მხოლოდ ინტერესის გამო ჰკითხა, რადგან ამაზე პასუხი არ შეიძლებოდა ცოდნოდა, ამაზე პასუხი არც მეფემ იცოდა, მაგრამ ამ კითხვამ დაალაგებინა და აზრი ჩამოაყალიბებინა.
-მე მინდა, რომ ისიც ბედნიერი იყოს. ცოცხალი და ბედნიერი. მე მას გავუშვებ, ან მაქსიმს ყველგან მოვძებნი და დავაბრუნებ ჩემს სამეფოში. მე კი ჩემს სიყვარულს მოვძებნი.
-შესანიშნავი პასუხია. დაე იყოს ნება შენი. - ჩაიფრუტუნა ერკე მიდასმა და რაღაც უცნაური მოძრაობა გააკეთა. - ახლა საქმის დროა. შენი ძალები მჭირდება და თავისუფალი ხარ.
***
უგვარდმა ჯერ ტკივილი, დიდი მტანჯველი ტკივილი, შემდეგ კი სიცარიელე იგრძნო, როცა მიდასმა თავისკენ მოქაჩა მთელი მაგია და თეთრი, სპეტაკი, ადამიანის ფორმის მასა მთლიანად გადაფრინდა ჯადოქრის სხეულში.
უგვარდი თავისუფალი იყო. შვება იგრძნო. ვალდებულებებისა და მაგიის გარეშე უფრო მეტად იყო საკუთარ თავში დარწმუნებული. პასუხისმგებლობა მოეხსნა. მაგიისგან განიწმინდა, მიუხედავად იმისა, რომ ის თავად მაგია აღმოჩნდა და დარჩა მხოლოდ ადამიანი, რომლადაც თავს მუდამ თვლიდა.
-პირობას ხომ შეასრულებ? - მხოლოდ ამ კითხვის დასმა მოახერხა, თუმცა მაშინვე რაღაც სიშავეში გადავარდა. გონება დაებინდა და გაითიშა.
შუაგულ ტყეში გამოფხიზლდა და თავი წამოსწია. გამოღვიძებისას არაფერი ახსოვდა. მხოლოდ საჭირო ინფორმაცია. იცოდა, რომ ლეა სამეფოში ცოცხალი დახვდებოდა, ისიც იცოდა, რომ მას არ უყვარდა იგი და როგორც... როგორც ვის?.. ვერ იხსენებდა, მაგრამ ახსოვდა პირობა, რომ დადო... მოძებნიდა ლეას ნამდვილ მიჯნურს და თავადაც უნდა ეძებნა ის, ვინც შეუყვარდებოდა.
მზად იყო ახალი ცხოვრების დასაწყებად.
ის მზად იყო სიყვარულის ცეცხლის დასანთებად თავის სამეფოში... მხოლოდ ძებნაღა დარჩენოდა.
უფრო მეტად იმედიანი გახდა და სჯეროდა, რომ თუ ძებნას არ შეწყვეტდა აუცილებლად იპოვნიდა თავის მეორე ნახევარს, ვის გამოც სიცოცხლესაც კი დათმობდა.
გონებაში კი ერთადერთი სიტყვა უთამაშებდა და მყარად მოჭიდებოდა მის სლიპინა ზედაპირს. – „ბედისწერა“.

___________________
მადლიერი ვარ, იმით რომ კითხულობთ და მეც სიხარულით ვივსები, რომ მოგწონთ. არ ვიცი ეს თავი რამდენად მოგეწონათ, ან არ მოგეწონათ, მაგრამ ყველანაირად ვეცადე კარგი გამოსულიყო და ინტერესი არ ჩამეგდო.
ერთი თავიღა დარჩა, ან ორი, რომელთაც მალე დავდებ...
შემდეგ კი, ვისაც გახსოვთ "სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს", მინდა გითხრათ, რომ მთლად არ დასრულებულა, ერთი თავი უნდა დაემატოს კიდევ და რაღაცები შევცვალო, მთლიანად გადავიკითხო და გავასწორო.
გასწორებულს კი შემდეგ სრულად დავდებ აუცილებლად!
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და მიხარია თქვენი კომენტარები. უფრო მეტად მსიამოვნებს.
იმედი მაქვს დაელოდებით წინა ისტორიის შემდეგ თავსაც, როცა ამას დავასრულებ.
მიყვარხართ ყველანი...



№1  offline წევრი თამუნა

მომეწონა ძალიან, "უფრო მეტად იმედიანი გახდა და სჯეროდა, რომ თუ ძებნას არ შეწყვეტდა აუცილებლად იპოვნიდა თავის მეორე ნახევარს, ვის გამოც სიცოცხლესაც კი დათმობდა" feel
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

თამუნა
მომეწონა ძალიან, "უფრო მეტად იმედიანი გახდა და სჯეროდა, რომ თუ ძებნას არ შეწყვეტდა აუცილებლად იპოვნიდა თავის მეორე ნახევარს, ვის გამოც სიცოცხლესაც კი დათმობდა" feel

ძალიან დიდი მადლობაა love როგორ მიხარია, რომ მოგწონს და საერთოდ, რომ კითხულობ.. ყურებამდე გაღიმებული ვარ ახლა თქვენით ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი black

Rogorc gavige gio xoo??!zd gio dzzan momewonaaa bratushka:D;)

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Rogorc gavige gio xoo??!zd gio dzzan momewonaaa bratushka:D;)

და საიდან გაიგე? wink wink
საკაბელოდან ხომ არ ხარ? :დდდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5 სტუმარი black

Ert-ert komentarshi ase mogmartes:)

:DVot!aba rogor gavigebdi...an saidan vanga namdvilad ar var:Dda nu geshinia arc sakabelodan ar var amitom...

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Ert-ert komentarshi ase mogmartes:)

:DVot!aba rogor gavigebdi...an saidan vanga namdvilad ar var:Dda nu geshinia arc sakabelodan ar var amitom...

:დდ ვახ :D შესანიშნავია :დდ
მე ხომ იცი ფანტასტიკას ვწერ, ამიტომ არ გამიკვირდებოდა, რომ ამოუცნობი უხოპლანეტელი ყოფილიყავი ყველაფრისმცოდნე და დედამიწაზე ჩარჩენილი. :დ მას მერე რაც მე გადამხდა, რა უნდა გამიკვირდეს უბრალოდ :D ამიტომ მზად ვიყავი ასეთი პასუხისთვის, ან იმისთვის რომ კვლავ ამოუცნობი დარჩებოდი
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

Salo me
Arachveulebrivad kargi xar.

შენ საოცრება love მადლობა
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent