შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭი (თავი 3)


22-11-2015, 00:11
ავტორი კიმ ანა
ნანახია 2 324

თავი 3
კვირას დილით 7 საათზე ტელეფონის ზარი მაღვიძებს.საწოლიდან გადმოვღოღდი რომ მივმწვდარიყავი.მია იყო.რა?ასე ადრე?ნუთუ არ ეძინება?
- გისმენ.
- ლენა... მზად ხარ?
- ასე ადრე გავდივართ?
- კი.8 საათზე ვიკრიბებით.ქალაქ გარეთ შესანიშნავი ადგილი აარჩიეს.
- კარგი,კარგი.გავემზადები და გამოვალ.
- გელოდები.
მზადების პროცესში უცნაური გრძნობა დამეუფლა.უცბად გამახსენდა რომ იქ ლეის უნდა შევხვედროდი.მაგრამ მოიცა,შეწყვიტე ლენა.ეს არ უნდა დაგეტყოს.გაგიჟდი?ის რათქმაუნდა არაფერს გრძნობს.
- დედა...მამასთან მიდიხარ?
- კი.უკვე ყველაფერი გავამზადე.9 საათისთვის იქ ვიქნები.შენ როდის გადიხარ?
- უკვე მივდივარ.ჯერ მიას უნდა შევხვდე და ერთად წავიდეთ.
- კარგი.იცოდე ფრთხილად იყავი,მიყვარხარ.
ზურგჩანთა ავიღე და გარეთ გავედი.ტროტუარს მივუყვებოდი როდესაც ჩემ ფეხებთან მანქანა გაჩერდა და მარჯვენა მხარეს ფანჯარა ჩამოწია.
- ლენა ჩაჯექი.
- ლეი?
- ჰო მე ვარ.ვიფიქრე კარგი იქნებოდა ერთად რომ წავსულიყავით.
- დანარჩენები გველოდებიან.
- ისინი უკვე გავაფრთხილე.
ასე არასდროს მოვქცეულვარ,მაგრამ მანქანაში უყოყმანოდ ჩავჯექი.ღვედი შევიკარი და გულის ძლიერი ბაგა-ბუგი ვიგრძენი.
- დილამშვიდობისა.
- დილამშვიდობისა.... ის ადგილი აქედან შორსაა?
- სამი საათის სავალია.არ იდარდო,მალე მივალთ,ისე რომ ვერც გაიგებ.
ტელეფონზე მიას ზარი შემოვიდა.
- გამოხვედი?
- კი,მაგრამ თქვენთან ერთად არ მოვდივარ.
- აბა რითი მოდიხარ?
- მე... ლეი წამომიყვანს.
მიამ ტელეფონში იმხელა იყვირა ყურიდან მოშორება მომიხდა.
- ჰაჰა... არ არსებობს.იცოდე ყველაფერი უნდა მომომიყვე.
- მია,მოდი იქ გნახავ კარგი?კარგად.
ყურმილი უცბად დავუკიდე.
- წავედით?
გაღიმებულმა მითხრა ლეიმ,რა დროსაც ისევ ეჩუტებოდა მარჯვენა ლოყა.
- კი წავედით.
- რამეს მოვუსმინოთ?
- კი,''Promise''.ძალიან მიყვარს.
- ექსოს სიმღერაზე ამბობ?
- კი.
- კარგი დამთხვევაა.მეც ძალიან.განსაკუთრებით ჩინური რეპის ნაწილი.
- კარგი გემოვნება გაქვს. - ღმერთო ასეთი სულელივით რატომ ჩავიცინე.
- გეთანხმები.მოდი მოვუსმინოთ.
''ზოგჯერ ვკეტავ კარებს და შენს ფიქრებში ღრმად ვეშვები.
შენ მოგწონვარ იმის მიუხედავად რომ მე არც ისე კარგი ვარ
მაგრამ ვიმსახურებ თუ არა ასეთ სიყვარულს?
მე არასდროს დავივიწყებ
მე გაგხდი ბედნიერს
ეს გაისმა როგორც დაპირება
დრო გადიოდა,მე კი მაინც ვერ შევძელი მეთქვა
ჩავკეტე ყველაფერი ჩემს სულში.
მაპატიე - მე შენ მიყვარხარ.
გჯეროსედ ჩემი როგორც ახლა.
მე ჩაგეხუტები,ხელს ჩაგჭიდებ
თუ შენს გულს ეს დაამშვიდებს.
ჩემ თავს შენ მოგიძღვნი.
რაღაც მომენტში მეჩვენება თითქოს შენი ღიმილი გახდა ერთნაირი
თითქოს ჩემი სიყვარული აღარ შეგიძლია
ეს მოგონებები მაყენებენ ტკივილს
აღარ შემიძლია განუგეშო იმის დაპირებებით რომ ყველაფერი კარგად იქნება
რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდება
მაგრამ ამით თავს ვერ დავიმშვიდებ
არ წახვიდე შენი ჩახუტება მსურს.
მე ვიცი რომ ეს პირობა დავარღვიე და შენც აღარ გჯერა ჩემი
მაგრამ მთელი ცხოვრების შენს გვერდით სუნთქვა და არსებობა მინდა!
მე ვლოცულობ,რომ ისეთი ბედნიერი გახდე როგორიც იყავი
გმადლობ,მაპატიე,მიყვარხხარ
მე მოგცემდი ყველაფერს რაც გამაჩნია,მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება
სიყვარულის სახელით მე მუდამ დაგიცავ
უბრალოდ მომყევი მე.''
- ჰომ...ნამდვილად ცოტა სევდიანოა.
- მოდი ცოტა გავხალისდეთ.''Wolf'' - ზე რას იტყვი?
- მშვენიერია.ყმუილის მომენტი ყველაზე მეტად მიყვარს.
მუსიკა ბოლო ხმაზე გვქონდა აწეული და ჩვენც ბოლო ხმაზე ვმღეროდით.უამრავ სიმღეას მოვუსმინეთ,მაგრამ ამდენმა ხმაურმა უკვე თავი ამატკივა და ჩამეძინა.მანქანა კი რბილად მიდიოდა თავის გზაზე.
მოულოდნელად ძილში ხელზე შეხება ვიგრძენი.ნელა გავახილე თვალები და დავინახე,რომ ლეის ჩემი მარცხენა ხელი ეჭირა.გულმა ძლიერად ფეთქვა ისევ დაიწყო.მაგრამ არ მინდოდა შემემჩნია,რადგან ამ შემთხვევაში ლეი ხელს გაწევდა.უნებურად გამეღიმა და თვალები ისევ დავხუჭე.
- ლენა... ლენა გაიღვიძე უკვე მოვედით.
- თვალები გავახილე.ლეი ჩემსკენ,ძალიან ახლოს იყო გადმოწეული და არც მიფიქრია რომ მე უკან დამეხია.საყვარლად ჩაიცინა,ლოყა ჩაეჩუტა და თითი ცხვირზე ჩამომარტყა.
- დიდხანს გეძინა.ყველაფერი გავამზადეთ,გადმოდი.
მანქანიდან გადმოვედი და ზურგიდან მაშინვე მია დამეტაკა,ხელი ჩამკიდა და გვერძე გამათრია.
- ეხლა აქ დადექი და დაიწყე.
- რა?რა დავიწყო?ისედაც გული გამიხეთქე.
- ლეი შენთან მოვიდა და აქ მარტო მოხვედით.ეს უკვე საინტერესოს ხდის ყველაფერს.რა ხდებოდა გზაში?
- არაფერი... მუსიკებს ვუსმენდით,ვმღეროდით.მერე კი ჩამეძინა.
- ჩაგეძინა?გავგიჟდები.
- სამაგიეროდ უკეთესი რამ მოხდა.
- რა,რა,რა...?!
- თვალები რომ გავახილე ჩემი ხელი ეჭირა.
- რა?ჰაჰაჰა... არ მჯერა.ამას ისეთი სახით ყვები არამგონია ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს შენთვის.
- მაართალი ხარ,მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.მას არანაირი გრძნობა არ ექნება.
- თუ ასეა მაშინ თვითონ მოგაკითხავდა და აქ მარტო მოხვიდოდით?ან ხელს ჩაგკიდებდა?
- უბრალოდ არ მინდა ცრუ იმედები მქონდეს.
- დარწმუნებული ვარ ყველაფერი ისე მოხდება როგორც შენ გრძნობ.
მე და მია საუბარს მოვრჩით და დანარჩენებს შევუერთდით.დილიდან მშიერი ვიყავი და სხვა არაფერზე ფიქრობდი.მაშინვე ჭამა დავიწყე.
ბევრი აღმოჩნდა რომელსაც არ ვიცნობდი.მათ შორის კი ლუჰანი და დიო,რომლებიც ლეის ახლო ძმაკაცები აღმოჩნდნენ.თანაც მას რომ არ ჩამოუვარდებოდნენ გარეგნობით.
მთელი დღის განმავლობაში ათასნაირი თამაში ითამაშეს და მეც ჩავები მათთან.მე და ლეის ერთ გუნდში გვიწევდა ყოფნა.მართალია უმეტესწილად ვაგებდით... მაგრამ ეს მაინც უფრო სასიამოვნო იყო.
შუადღისთვის კი ყველა დაღლილი იყო და თავიანთ კარავებში შევიდნენ რომ დაესვენათ რამოდენიმე საათით.შუადღე უკვე დიდი ხნის გადასული იყო.მე გადავწყვიტე რომ კარავში არ შევსულიყავი და მდინარის ნაპირას დავმჯდარიყავი.პეიზაჟი შესანიშნავი იყო.თბილი ამინდი,მზე მდინარეში ლამაზად ირეკლავდა სხივებს,ჩიტებიც ბედნიერები იყვნენ ჩემთან ერთად.მინდორზე მთლიანად ყვითელი ყვავილები იყო მობნეული.ამ პეიზაჟის ასე დატოვება არ მინდოდა.ტელეფონი ამოვიღე და სურათების გადაღება დავიწყე.უცბად კი კადრში ლეის მოვკარი თვალი.
- იმედი მაქვს კადრი არ გამიფუჭებია.
- არა პირიქით,კარგი სურათი გამოვიდა.
მომიახლოვდა და ნაპირზე დავსხედით,უკვე ბინდდებოდა.
- ცალკე რატომ გამოხვედი?
- კარავში ყოფნას აქ მირჩევნია.თან შეხედე რა მშვენიერი ხედია.
- კი ხედი მშვენიერია.და შენც მშვენივენიერი ხარ.
უცბად გაკვირვებულმა შევხედე და სუნთქვა ამიჩქარდა.არ ვიცოდი რა მეთქვა.
- ვიცი როცა ერთად ვართ შენთვის ეს ადვილი არ არის.ასეა ჩემთვისაც.ბევრი ვიფიქრე ეს შენთვის როგორ მეთქვა,მაგრამ რეპეტიცია მაინც არ გამომადგა.
სიჩუმე ჩამოვარდა... წამიერად მეგონა,რომ ამ სიჩუმეს ჩემი გულის ბაგა-ბუგი არღვევდა... მაგრამ სიჩუმის დარღვევა მე გადავწყვიტე.
- კი ასეა.ადვილი არ არის მაგრამ აჩქარება არ მინდა.
ლეი ჩემსკენ მოიწია,ახლოს მომიჯდა,ხელი გადამხვია და თავი მომადო.გათავისუფლება არც მიცდია.დიდი ხანი ვიყავით ასე.
მთელი დღის დაღლილები კარავიდან არც არავინ გამოსულა.შემდეგ ლეიმ სახე ზევით ამაწევინა.მასთან ძლიან ახლოს ვიყავი.ის კი ჩემსკენ მოძრაობას განაგრძობდა.



№1 სტუმარი მედ23

ერთადერთი რაც ამ ისტორიაში მომეწონა, ისაა, რომ ლეია შენი ფავორიტი. უბრალოდ ვგიჟდები და ვაფანატებ ლეიზე!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent