შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 23)


22-11-2015, 22:57
ავტორი chica sol
ნანახია 4 595

2 თვის შემდეგ.
-ცოტნე-
მას შემდეგ რაც ლადო დააპატიმრეს, 2 თვე გავიდა. მისი აყვანიდან 1 დღეში ჩატარდა ოპერაცია და საზღვარზე ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის გამო, აიყვანეს 5 ადამიანი, რომლებმაც ერთხმად ლადოს და ვატოს თავკაცობა აღიარეს. ხოლო, 2 კვირაში ვატოც დააკავეს, რომელიც საზღვარგარეთ გაპარვას აპირებდა.
თიკოს ვატოს შესახებ რომ მოვუყევი ლამის გაგიჟდა, არა იმის გამო რაც გაუკეთა, არამედ იმიტომ, რომ ეს ამბავი ლადოს დაკავების შემდეგ გაიგო და მისი მოკვლის საშუალება არ მიეცა. მთელი სამი დღე არ მელაპარაკებოდა ამის გამო, განგას დიდი ვედრების და მცდელობების შემდეგ შემოვირიგე.
განგა?
განგა, ისევ ჩემს სახლში ცხოვრობდა. იმ დღის შემდეგ, მის წასვლა დარჩენაზე აღარ გვილაპარაკია, მაგრამ ვხვდებოდი რომ აზრი არ შეუცვლია.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, დიდი წინსვლა არ გვქონდა. მთელი არსებით სასამართლო პროცესებზე ვიყავით გადართულები, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი დღე ერთად გვიწევდა ყოფნა, მთავარ თემას მაინც ვერიდებოდით. თითქოს შესაფერის დროს ველოდი ამაზზე სალაპარაკოდ და ვერა და ვერ დადგა ეს დრო. ხან რა გვეჩხირებოდა წინ და ხან რა.
როგორც იქნა მიშომ მოახერხა და თიკოც „მკვდრეთით აღდგა“. როგორც იქნა გაეხსნა გზა და გარეთ გასვლა შეძლო. მისი ბუტიაობის შემდგომი შერიგება, მთლად განგას დამსახურებაც არ იყო, მანამდე არ შემირიგდა თიკო, სანამ დაპირებული პორშეს გასაღები არ მივეცი.
ამ ამბავმა მხოლოდ თიკოზე კი არა, განგაზეც კარგად იმოქმედა. თიკოს გარეთ გაჰყავდა, ასეირნებდა, ახალისებდა. და მე ეს ძალიან მომწონდა. მის სახეზე აღბეჭდილი ყოველი ღიმილი ბედნიერებით მავსებდა. ისევ მორცხვობდა, რამდენჯერაც ჩემს მზერას იგრძნობდა, იმდენჯერ ეფაკლებოდა ღაწვები და ამ დროს ისეთი ლამაზი იყო, მინდოდა გულში ჩამეკრა და არასოდეს გამეშვა...
სასამართლო რა თქმა უნდა ჩვენს სასიკეთოდ მიმდინარეობდა. განგასთვის იყო ნერვიულობა, სტრესი მაგრამ ეს დასაწყისში, როცა თავის და ლადოს თანაცხოვრების 2 თვე ენდა მოეყოლა. ვხედავდი, როგორ უჭირდა ამ ყველაფრის ატანა, მაგრამ მყარად იდგა. მეც ვამხნევებდი შეძლებისდაგვარად. მხოლოდ ერთს იმეორებდა განუწყვეტლივ, „ოღონდ, მალე დამთავრდეს ეს ყველაფერიო“...


-განგა-
ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. არა ნაკლებ მტკივნეული წინა ეტაპზე. დაიჭირეს ლადო, ვატო და ნარკოტიკებით მოვაჭრე მათი სხვა თანამზრახველები. დამთავრდა გამოძიება და დაიწყო სასამართლო პროცესები, რომელიც აუტანლად იწელებოდა. ლადოს სხვადასხვა ბრალდებები ჰქონდა წაყენებული. მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება, ფიზიკური შეურაწყოფა, გატაცება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, და ნარკოტიკების შემოტანა-გაიდვა. ვატოს კი მკვლელობის მცდელობისა და გატაცების თანამძრახველობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ნარკოტიკების შემოტანა-გაყიდვა.
წინ ნელ-ნელა მივიწევდით. თავიდან ძალიან გამიჭირდა. სიკვდილი მერჩივნა იმ ყველაფრის მოყოლას, რაც ლადოს გამო გადავიტანე, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავდი. ისევ ჩავიძირე წარსულში და ისევ გავეხვიე სევდისა და ტკივილის ბურუსში. მხოლოდ ცოტნეს თანადგომა და გამხნევებამ გამაძლებინა, რომ ყველაფერი შუა გზაზე არ მიმეტოვებინა და არ მოვშორებოდი ამ საშინელ სიტუაციას. მომდევნო მოსმენებზე უფრო თავდაჯერებული და დამშვიდებული ვიყავი.
ვატოს დაკავების შემდეგ, ცოტნემ თიკოს მოუყვა ყველაფერი რაც არ იცოდა. თავიდან ძალიან გაბრაზდა ცოტნეზე, რომ არაფერი არ უთხრა ვატოს არაკაცობაზე. გაებუტა კიდეც. ცოტნეს მხოლოდ ის უთხრა რომ მასთან თვითონ უნდოდა გარკვევა მანამდე, სანამ დაიჭერდნენ, მაგრამ მოგვიანებით მის ოთახში შესულმა, მტირალი რომ აღმოვაჩინე, გული გადამიშალა.
-განგა, მე ის მართლა მომწონდა. არ მიყვარდა, მაგრამ მომწონდა. ძალიან დამცირებულად ვგრძნობ თავს. ვერც კი წარმოიდგენ რას ვგრძნობ. ვერ ვიტან, რომ იცოდე როგორ მძულს...-ქვითინებდა თიკო.
-ვიცი საყვარელო, ვიცი. მეც ასე ვგრძნობ თავს. დამიჯერე ყველაფერი გაივლის.- ვეფერებოდი თმაზე.
-ცოტნესი ძალიან მრცხვენია. სულ მაფრთხილებდა არ მომწონს ეგ ბიჭიო, მაგრამ არ დავუჯერე, მისი აზრი არ გავითვალისწინე.მის გამო ვეკამათებოდი, ვიტყუებოდი... ღმერთო, ეს როგორ დამემართა? -ისევ მოსთქვამდა.
-კარგი, დაწყნარდი, დაწყნარდი. ნუ ტირი, დამიჯერე ცოტნე არაა შენზე გაბრაზებული, პირიქით, ფიქრობს რომ შენ ხარ მასზე ნაწყენი სიმართლე რომ არ გითხრა. ხომ იცი შენთვის კარგი უნდა...-ვამშვიდებდი.
თიკომ უცებ ტირილი შეწყვიტა, თავი ასწია და ცრემლები მოიწმინდა. თვალებში ჩამაშტერდა.
-განგა, ლანას გაფიცებ, რაღაცას გკითხავ და სიმართლე მითხარი კარგი?-მითხრა მოულოდნელად.
-მკითხე. -დაბნეულმა ამოვიბუტბუტე, ასე უცებ რა მოაფიქრდა?
-ცოტნე მოგწონს? როგორც მამაკაცი მოგწონს?-მკითხა.
დავიბენი, გული შემიფრთხიალდა. ეს კითხვა რატომ დამისვა? უეცრად დამცხა და თავი ისე ვიგრძენი, თითქოს რაიმე დანაშაულზე წაესწროს ჩემთვის ვინმეს. ტუჩები დამიბუჟდა და ვიგრძენი როგორ დამეკარგა სახეზე ფერი.
-მე... ეს... ამას რატომ მეკითხები?-ენა ძლივს მოვიბრუნე.
-უბრალოდ მიპასუხე კარგი?-თვალის მოუშორებლად მითხრა.
-რა გინდა რომ გიპასუხო?-ნერვიულობით ყელი გამიშრა და ჩავახველე.
-სიმართლე განგა. მხოლოდ ჩემთვის მინდა ეს პასუხი. გვეცოდინება მე და შენ მხოლოდ. გეფიცები არავის არაფერს ვეტყვი. მოგწონს ცოტნე?- გულზე ხელი დაიდო და ისე დაიფიცა.
-კი.- თავდახრილმა ამოვიჩურჩულე.
ამ აღიარებამ მეც გამაოცა. მომწონდა ცოტნე და თანაც ძალიან. მგონი ეს მოწონებაზე მეტიც იყო. უბრალოდ ამაში ვერ ვუტყდებოდი საკუთარ თავს. ახლა კი თიკოს დაკითხვამ სხვა გზა არ დამიტოვა და გავაცნობიარე ამდენი ხნის გრძნობა.
-იეს, იეს.. ასეც ვიცოდი... ვიცოდი ერთმანეთი რომ მოგწონდათ და ასე დაიარებით ცალ-ცალკე. რა გჭირთ ხალხო რა „მყურდოები“ ხართ რა ორივე...- დაგვცინა თიკომ.
-თიკო, გთხოვ, ჩუმად... ხომ მითხარი ვერავინ გაიგებსო?ნუ შემარცხვენ გთხოვ.-შევევედრე და თვალები ცრემლით ამევსო. -სასამართლო დამთავრდება და აქედან წავალ. ეს ყველაფერიც მორჩება.- ვთქვი და ამის წარმოდგენამ გულ-მუცელი ჩამაწყვიტა.
-რა თქმა უნდა, ასეც იქნება, ვერავინ გაიგებს, მაგრამ აქედან წასვლაზე არ იფიქრო. ორი წელია ჩემი ძმა გაღიმებული არ მინახავს ეკატერინემ ცხოვრება გაუნადგურა და არ მინდა იგივე კიდევ გადაიტანოს.- სევდიანი ხმით თქვა თიკომ.
-ეკატერინე ვინაა?- ეს სახელი პირველად მესმოდა.
-ეკატერინე ცოტნეს ცოლია.-მითხრა გაკვირვებული ხმით. -არ იცოდი?
ცოლი? არა, ოღონდ ეს არა. ნუთუ ცოლიანი კაცი შემიყვარდა? დიახ შემიყვარდა. იმის გააზრებამ, რომ ცოტნე სხვა ადანიანთანაა მიჯაჭვული, უცებ გამარკვია გრძნობებში. გავიაზრე რონ ცოტნე ჩემი არასოდეს გახდებოდა, მე კი მისი ვერ გავხდებოდი და ვიგრძენი კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა. ვიგრძენი როგორ მეტკინა სული, როგორ ჩამოვიშალე შიგნიდან. მე ცოლიანი კაცი მიყვარდა. მართალია შიგნიდან ვინგრეოდი და ვიწვოდი, მაგრამ თავი დავხარე და უბრალოდ ჩამწყდარი ხმით წარმოვთქვი.
-არ ვიცოდი...-ვთქვი და მიუხედავად წინააღმდეგობისა, ცრემლებმა მაინც გადმოლახეს ჯებირები.
-გოგო, რა გატირებს? ვიცი ახლა რაც გაიფიქრე, მაგრამ ეგ უაზრობაა და მაცალე მოგიყვე რაც მოხდა. ცოტნე ოფიციალურად ცოლიანია და ეს აქამდე მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ ვერ ვპოულობთ იმ ქალბატონს, რომ ხელი მოაწეროს განქორწინებას.-მითხრა თიკომ.
- რატომ იმალება?-ვერაფერს მივხვდი.
აი, მერე კი მომიყვა თიკომ ყველაფერი. როგორ უღალატა ეკატერინემ და როგორ გაიქცნენ ცოტნეს მეგობარი და ცოლი ერთად. მომიყვა, როგორ განიცდიდა ამ ამბავს და დედამიწას როგორ აბრუნებდა მათ ძებნაში ცოტნე, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
-და ამ დროს გამოჩნდი შენ, განგა. შენ არ იცი როგორ შეცვალე ცოტნე? ისევ ისეთი გახადა, როგორიც იყო. გთხოვ, იფიქრე ამაზე. მას შენ სჭირდები და შენც გჭირდება ის. ერთმანეთს ავსებთ. ნეტავ განახა თქვენი თავი სხვისი თვალით. თითქოს ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები.
ხმას არ ვიღებდი. ვცდილობდი მიღებული იმფორმაცია გადამეხარშა. თან დამთრგუნა ეკატერინეს არსებობამ და თან გამაბედნიერა თიკოს ბოლო სიტყვებმა.
-კარგი ახლა არ მოიწყინო.-ტაში შემოჰკრა თიკომ. -მიდი რა ნანკას გაურეკე და სადმე გავიდეთ. მე ხომ უკვე „ცოცხალი“ ვარ. თან ვგიჟდები ამ გოგოზე.
ნანკას ხსენებაზე მეც გამეცინა. დაახლივებით ერთი კვირაა რაც ნანკა და თიკო ერთმანეთს გავაცანი და უკვე გიჟდებიან ერთმანეთზე.


უკვე საღამო იყო. ოთახში ვეღარ ვჩერდებოდი და გამოვედი. მთელი დღე საშინლად ცხელოდა და ახლაც მოთენთილი ვიყავი. აივანზე გავედი და ორადგილიან სავარძელზე ჩამოვჯექი. დაძაბულობისგან კისერი და თავი მტკიოდა. ხვალ ლადოს სასამართლო იყო და ამაზე ვნერვიულობდი.ჩვენი ადვოკატის გათვლით, სავარაუდოდ ბოლო მოსმენა იყო და ხვალინდელი დღე გადაწყვეტს, ლადოს რამდენი წლით მიესჯება თავისუფლების აღკვეთა. მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვცადე ამ ფიქრების თავიდან ამოგდება. არაფერი გამომდიოდა.
ცოტნე მთელი დღეა გასულია. ალბათ ისიც ამ საქმეებს აგვარებს ადვოკატთან ერთად. დილიდან არ მინახავს და გულიც რაღაცნაირად დაცარიელებული მაქვს. აქამდე მთელ დღეებს სულ ერთად ვატარებდით და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საქმეს შეეხებოდა ჩვენი საუბრები, მაინც მივეჩვიე მის სიახლოვეს, მის მზერას.
ვხვდებოდი, რომ არც ის იყო გულგრილი ჩემს მიმართ, მაგრამ ხმას არც ის იღებდა და მე მით უმეტეს. ან რას მეტყოდა? მე ხომ ჩემი ქმრის სასამართლოებზე დავდიოდი?
სახეზე ხელები მოვისვი. მინდოდა კიდევ ერთხელ მეცადა სხვა ფიქრებზე გადაწყობა და ამ დროს უკნიდან ჩახველების ხმა მომესმა. უკან გავიხედე, ცოტნე იყო. გამიღიმა, მოვიდა და გვერდით დამიჯდა.
-როგორ ხარ?-მკითხა დაკვირვების შემდეგ.
-კარგად.- თვალი ავარიდე და სივრცეში გავიხედე. ასე უფრო მიადვილდებოდა მასთან ლაპარაკი.-უბრალოდ ხვალინდელზე ცოტას ვნერვიულობ.
-ხვალ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა.-მითხრა ჩუმად.
-ჩვენ?-იმდენად მეამა ეს სიტყვა, გაუცნობიერებლად გავიმეორე. მისკენ მიბრუნებული ჩემს საქციელზე გავწითლდი და ისევ ავარიდე მზერა.
-ხო ჩვენ.-არ დამინახავს, მაგრამ მივხვდი, რომ გაეღიმა.
აღარაფერი მითქვამს. რაღა უნდა მეთქვა? მასთან ყოფნის დროს იმდენად გაუაზრებლად ვისროდი სიტყვებს, სჯობდა ჩუმად ვმჯდარიყავი.
უცებ ცოტნემ ჩემს ხელს დაადო ხელი და თბილად მომიჭირა.
-განგა, რაზე ფიქრობ?-მკითხა დამთბარი ხმით.
მე ჯერ ჩვენს ხელებს დავხედე და მერე ცოტნეს შევხედე თვალებში. ისეთი მზერა ჰქონდა... დავიბენი და ისევ სისულელე წამოვაყრანტალე.
-იმაზე, რომ ადამიანებს გამუდმებით ტკივილს ვაყენებ და ძალიან მინდა ეს მალე დამთავრდეს. რაც ხდება ყველაფერში მე ვარ დამნაშავე.-რა ჯანდაბა დამემართა? როდის აქეთაა ცოტნე ჩემი მესაიდუმლე? როდის აქეთ ვუშლი ასე გულს? ჩემს თავზე ძალიან გავბრაზდი და როგორც სჩანს არა მხოლოდ მე...
-განგა, მირჩი ამ სისულელეების ლაპარაკს. შენ სამყაროს ცენტრი არ ხარ, რომ ყველაფერი შენს გარშემო ბრუნავდეს და ნებისმიერი რამ შენს თავზე აიღო, გესმის? ალბათ ასე იყო საჭირო და ასეც მოხდა ეს ყველაფერი. შეეშვი საკუთარი თავის დადანაშაულებას.-წარბი შემიკრა ცოტნემ და მის ხელში მოქცეულ ჩემს ხელს ხელი მოუჭირა.
არც კი ვიცი რა დამემართა, ალბათ მთელი დღის დაძაბულოობის გამო, თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები გადმომცვივდა. ცოტნეს სახე მაშინვე შეეცვალა. ხელი გამიშვა და ჩემი ლოყები ხელებში მოიქცია. ცერა თითებით მწმენდდა ცრემლებს.
-დაწყნარდი. გთხოვ დაწყნარდი. მაპატიე.-მეჩურჩულებოდა ის. მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა და მაბრუებდა. ვეღარ ვხვდებოდი ისევ ვტიროდი თუ გავჩერდი.
-განგა. შემომხედე.-ხელი მხრებში მომავლო და ცოტა შემანჯღრია. რეალობაში დაბრუნებულმა, შევხედე სახეში. - ვიცი ახლა ამის დრო არაა,არც ვაპირებდი, მაგრამ ძალიან მიჭირს როცა ასე ახლოს ხარ და ვერაფერს ვაკეთგებ. - გაჩუმდა, ვხვდებოდი ისევ ფიქრობდა.
-რა?.. რას?.. -არც კი ვიცოდი, რა კითხვა უნდა დამესვა ამ სიტუაციაში.
-ის, რომ მიყვარხარ განგა. იმ დღიდან ვფიქრობ შენზე, როცა ჯონიმ შენი სურათი მომცა. იმ დღიდან მიყვარხარ, როცა პირველად ჩაჯექი ჩემს მანქანაში. მას შემდეგ ვცდილობდი დამეცავი და მეზრუნა შენზე. წეღან გითხარი, რომ არ ხარ სამყაროს ცენტრი, და გარწმუნებ ჩემი პერსონალური სამყარო არ მიგულისხმია. უკვე თვეებია ჩემი ცხოვრება შენს ირგვლივ ბრუნავს და მე ეს მაბედნიერებს. მზად ვარ შენს გვერდით ვიყო სამუდამოდ, თუნდაც ასეთ დაძაბულ სიტუაციაში მომიწიოს სიცოცხლის ბოლომდე ყოფნა.. ვიცი, ახლა ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ უბრალოდ არ ვართ ისეთი სიტუაციებით განებივრებულები, რომ სხვა დროსაც მომცემოდა ამის საშუალება.-გაუჩერებლად ლაპარაკობდა ცოტნე. მისი ხმა მესმოდა და ვხვდებოდი და ვგრძნობდი რამხელა სითბოსაც ასხივებდა ახლა ის, მაგრამ ვერ ვხედავდი, რადგან ცრემლები მიბინდავდა მხედველობას. მინდოდა დამენახა მისი თვალები, როცა ამას ამბობდა. არ ვიცი, ალბათ ჩემმა დუმილმა და ცრემლებმა დასტური მისცეს ცოტნეს, რადგან ის დაიხარა და მაკოცა.
ჯერ გახევებული ვიყავი. ვერ ვმოძრაობდი. ვგრძნობდი მის ტუჩებს, ჩემს ტუჩებზე და მთელი სხეული ამეწვა სიამოვნებისგან. თითქოს სისხლი ამიდუღდა. კოცნაში ავყევი, გაუაზრებლედ წავიღე ხელები მისკენ. ცალი ხელი სახეზე ჩამოვუსვი და ცალი მის თმებში ავბლენდე. ცოტნეს ხელები ჩემს წელზე გაჩნდა და ძლიერად მიმიკრა სხეულზე. გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე ავღმოჩნდი მის კალთაში. ხელები თხელი მაიკის ქვეშ შემიცურა და ხერხემალზე აასრიალა. ისე ნელა და ნაზად ამოძრავებდა თითებს ჩემს ხერხემალზე, თითქოს მალებს მითვლიდა. მთელი სხეულზე დამაყარა ტაომ. ტუჩებიდან ჯერ ნიკაპზე, შემდეგ კი ყელზე გადაინაცვლა.
ამ დროს თითქოს აზროვნების უნარი დამიბრუნდა და გონებამ განგაშის სიგნალი შემოჰკრა. რას ვაკეთებდი? მას ცოლი ჰყავდა, მე კი ქმარი. მაშინვე გამიქრა ვნება, რომელსაც აქამდე ვყავდი ატანილი და სირცხვილის გრძნობამ დაიკავა მისი ადგილი.
-ცოტნე, გაჩერდი. არა! გაჩერდი.- მაშინვე წამოვიძახე როგორც კი გონებამ გაიმარჯვა გულსა და გრძნობებზე. ხელები მოვაშორებინე ჩემი სხეულიდან, მისი მუხლებიდან წამოვხტი და მაიკა შევისწორე.
-რა მოხდა?-გაოცებულმა შემომხედა. არც გამკვირვებია მისი ეს რეაქცია, რადგან წამის წინ მეც მასთან ერთად, ვნების ცეცხლში ვიყავი გახვეული.
-მე ქმარი მყავს, შენ კი ცოლი. ცოტნე ასე არ შეიძლება. -ჩემს თავშეუკავებლობაზე გაბრაზებულმა წამოვიყვირე.
-შენ არ გყავს ქმარი.-მითხრა კრიჭა შეკრულმა.
-მას არც მე არ აღვიქვამ ქმრად, მაგრამ რეალოდა ასეთია ცოტნე. მე ქმარი მყავს. ლადო იოსელიანი და ხვალ მისი სასამართლოა. მე კი აქ...- სიტყვა გამიწყდა. ჩემი საქციელით აღშფოთებული ვიყავი, მაგრამ წამითაც კი არ გავბრაზებულვარ ცოტნეზე.
-წამოდი. -მითხრა და ხელი ჩამავლო ხელში. აივნიდან გავიდა და თავის ოთახში თითქმის სირბილით შემიყვანა. კარი დახურა თუ არა ხელი გამიშვა და მაგიდას ეცა. რაღაც ქაღალდი აიღო და გამომიწოდა. -აი ეს ნახე და აღარასოდეს თქვა, რომ ის არაკაცი შენი ქმარია.
დაბნეულმა გამოვართვი. გადავხედე. ზუსტად ვხედავდი ეს რა იყო, მაგრამ არ მჯეროდა.
-ეს...-სიტყვა გამიწყდა.
-ეს შენი და ლადოს განქორწინების საბუთებია. შენ თავისუფალი ხარ მისგან.-მითხრა კმაყოფილი სახით.
ეს როგორ მოახერხა ცოტნემ არ ვიცოდი, მაგრამ აშკარად ვიგრძენი თავისუფლება. თითქოს ვიღაცამ უმძიმესი ტვირთი მომხსნა მხრებიდანო. გავიღიმე თავდახრილმა და ფურცლებს დაშტერებულმა. მერე თავი ავწიე და სრულიად დარწმუნებულმა მისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. ხელები კისერზე მოვხვიე, ცერებზე წამოვიწიე და მის ტუჩებს მივწვდი.



***

ჩემო ძვირფასებო. ვამატებ დაგვიანებულ თავს. სავარაუდოდ შემდეგი თავით დავასრულებ ამ ისტორიას. ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასებები და სულმოუთქმელად ველოდები.
სიყვარულით თქვენი მარიამი.
პ.ს. დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი...



№1 სტუმარი lizazu

როგორც იქნა როგორ ველოდებოდი.ასე ძალიან რატო აგვიანებ? ჯერ არ დაასრულო რა, ცოტა ხანი მათი სიყვარულით დაგვატკბე love

 


№2  offline მოდერი chica sol

lizazu
როგორც იქნა როგორ ველოდებოდი.ასე ძალიან რატო აგვიანებ? ჯერ არ დაასრულო რა, ცოტა ხანი მათი სიყვარულით დაგვატკბე love

ვერ ვახერხებ ვწერო სამსახურის გამო ჩემო კარგო. სწორედ ამის გამო ვაპირებ დავასრულო იმაზე ადრე ვიდრე ვაპირებდი. პატარა თავების ატვირტვის გამო ძალიან გამიგრძელდა და... მოკლედ ზუსტად ვერ გეტყვი რას ვიზავ. ძალიან გამახარე რომ იცოდე. და მადლობა ამისთვის love

 


№3  offline წევრი vikipiki.

-პირველიი ვარ მგონი,,, დღესაც რომ არრ მენახა ეს თავიი ვერ გაადამირჩებოდი... უუფ კარგიი იყოო რაც იყოოო ...ცოტა დაგვიანებული მაგრამ არაუშავს <3 არ მეყოო მაინცც რაა..რა თბილები და გიჟებიი არაინ ♥♥♥ძალიანნ მიყვარს ეს ისტორია და შენ მარიკუნა ♥♥♥

 


№4  offline მოდერი chica sol

vikipiki.
-პირველიი ვარ მგონი,,, დღესაც რომ არრ მენახა ეს თავიი ვერ გაადამირჩებოდი... უუფ კარგიი იყოო რაც იყოოო ...ცოტა დაგვიანებული მაგრამ არაუშავს <3 არ მეყოო მაინცც რაა..რა თბილები და გიჟებიი არაინ ♥♥♥ძალიანნ მიყვარს ეს ისტორია და შენ მარიკუნა ♥♥♥

ჩემი ვიკა.ხო ვიცი, ახლა შენ კი არა მეც არ მეყო. wink
ჯერ გუშინ გავიფიქრე რომ მომკლავდი დაგვიანების გამო და თუ გადაგირჩი კარგია love

 


№5  offline წევრი vikipiki.

მარიამ ზაქარაშვილი
vikipiki.
-პირველიი ვარ მგონი,,, დღესაც რომ არრ მენახა ეს თავიი ვერ გაადამირჩებოდი... უუფ კარგიი იყოო რაც იყოოო ...ცოტა დაგვიანებული მაგრამ არაუშავს <3 არ მეყოო მაინცც რაა..რა თბილები და გიჟებიი არაინ ♥♥♥ძალიანნ მიყვარს ეს ისტორია და შენ მარიკუნა ♥♥♥

ჩემი ვიკა.ხო ვიცი, ახლა შენ კი არა მეც არ მეყო. wink
ჯერ გუშინ გავიფიქრე რომ მომკლავდი დაგვიანების გამო და თუ გადაგირჩი კარგია love

- გადამირჩი გადამირჩიიიი wink მაგრამ ამის მერე ამდენს თუ დააგვიანებ გაგიბრაზდებიიი :*

 


№6  offline მოდერი chica sol

vikipiki.
მარიამ ზაქარაშვილი
vikipiki.
-პირველიი ვარ მგონი,,, დღესაც რომ არრ მენახა ეს თავიი ვერ გაადამირჩებოდი... უუფ კარგიი იყოო რაც იყოოო ...ცოტა დაგვიანებული მაგრამ არაუშავს <3 არ მეყოო მაინცც რაა..რა თბილები და გიჟებიი არაინ ♥♥♥ძალიანნ მიყვარს ეს ისტორია და შენ მარიკუნა ♥♥♥

ჩემი ვიკა.ხო ვიცი, ახლა შენ კი არა მეც არ მეყო. wink
ჯერ გუშინ გავიფიქრე რომ მომკლავდი დაგვიანების გამო და თუ გადაგირჩი კარგია love

- გადამირჩი გადამირჩიიიი wink მაგრამ ამის მერე ამდენს თუ დააგვიანებ გაგიბრაზდებიიი :*

შენი ამბავი რომ ვიცი ვერ იზავ მაგას. მიყვარხარ და ვეცდები ძალიან არ დავაგვიანო love

 


№7 სტუმარი darina

Auf ra gemrieloba iyo cotne ra sayvarelia vgijdebi masze iseti tbili da mzrunvelia, dzlivs eshvelat.

 


№8  offline მოდერი chica sol

[quote=darina]Auf ra gemrieloba iyo cotne ra sayvarelia vgijdebi masze iseti tbili da mzrunvelia, dzlivs eshvelat.[/quo
მადლობა რომ კითხულობ ჩემო კარგო. ძალიან მიხარია თუ მოგწონს love

 


№9  offline წევრი kora

რომ იცოდე როგორ გამიხარდა ახალი თავი, თანაც ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე <3 ცოტნეზე მაბოდებს, საოცრად მზრუნველი და საყვარელია.
--------------------
kira.G

 


№10  offline მოდერი tsn

რა კარგი იყო, საუკეთესოო

 


№11  offline მოდერი chica sol

kora
რომ იცოდე როგორ გამიხარდა ახალი თავი, თანაც ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე <3 ცოტნეზე მაბოდებს, საოცრად მზრუნველი და საყვარელია.

შენ კი საოცრად თბილი და საოცრად კარგი ხარ. მადლობა რომ მყავხარ love

ცირა ნინიაშვილი
რა კარგი იყო, საუკეთესოო

დიდი მადლობა ჩემო კარგოო love

 


№12  offline ახალბედა მწერალი MariamG

სიხარულისგან ვიკივლეეეეეებ!!!!!!! რა მაგარი თავი იყო მარიიიაააამ ვაიმე ვაიმე ვაიმეეეე !!
ჩემი განგა და ცოტნეეე. იფ იფ უფ უფ აუ აუ არ მეყოოო
რა საოცრება გოგო მყავხარ რა!

 


№13  offline მოდერი chica sol

MariamG
სიხარულისგან ვიკივლეეეეეებ!!!!!!! რა მაგარი თავი იყო მარიიიაააამ ვაიმე ვაიმე ვაიმეეეე !!
ჩემი განგა და ცოტნეეე. იფ იფ უფ უფ აუ აუ არ მეყოოო
რა საოცრება გოგო მყავხარ რა!

ჩემი ემოციური გოგო love
მიხარია რომ მოგეწონა. და მადლობა ჩემთან ყოფნისთვის
მიყვარხარ love

 


№14  offline წევრი milangirl

ძალიან მომწონა ეს ისტორია და გული მწყდებოდა რომ აღარ დებდი, მაგრამ ახლა ისეთი მაგარი თავი დადე.ნამდვილად გეპატიება :)

 


№15  offline მოდერი chica sol

milangirl
ძალიან მომწონა ეს ისტორია და გული მწყდებოდა რომ აღარ დებდი, მაგრამ ახლა ისეთი მაგარი თავი დადე.ნამდვილად გეპატიება :)

მაპატიე დაგვიანებისთვის ჩემო გოგო. მიხარია რომ მოგწონს და ელოდები. ❤❤❤❤

 


№16  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რა მაგარი თავი იყო... როგორც იქნა ეღირსათ ამ ორს ხო? ისე არ დაამთავრო ს ისტორია ამათ ტკბილობებზე არ დაწერო რა... ამდენი ხანი ველოდი და ვიმსახურებ მგონი ხო? უმაგრესი ხარ ძალიან ძალიან ძაკიან კომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

 


№17  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
ვაიმე რა მაგარი თავი იყო... როგორც იქნა ეღირსათ ამ ორს ხო? ისე არ დაამთავრო ს ისტორია ამათ ტკბილობებზე არ დაწერო რა... ამდენი ხანი ველოდი და ვიმსახურებ მგონი ხო? უმაგრესი ხარ ძალიან ძალიან ძაკიან კომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

ასეთი დილით როგორ არ იქნები ბედნიერი? ცხელი ყავა და შენი კომენტარი როგორ მათბობთ. დიდი მადლობა და შევეცდები ერთი თავით მაინც გავზარდო. შენ კი იმსახურებ ყველაფერ კარგს და შენი გულისთვის შევეცდები მათი ტკბობა გავაგრძელო❤❤❤❤

 


№18  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მარიამ ზაქარაშვილი
უცნობი ქ
ვაიმე რა მაგარი თავი იყო... როგორც იქნა ეღირსათ ამ ორს ხო? ისე არ დაამთავრო ს ისტორია ამათ ტკბილობებზე არ დაწერო რა... ამდენი ხანი ველოდი და ვიმსახურებ მგონი ხო? უმაგრესი ხარ ძალიან ძალიან ძაკიან კომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

ასეთი დილით როგორ არ იქნები ბედნიერი? ცხელი ყავა და შენი კომენტარი როგორ მათბობთ. დიდი მადლობა და შევეცდები ერთი თავით მაინც გავზარდო. შენ კი იმსახურებ ყველაფერ კარგს და შენი გულისთვის შევეცდები მათი ტკბობა გავაგრძელო❤❤❤❤

აუუუუ რა მაგარი ხარ შენ ხო არ იცი და როგორ მიყვარხარ ეს უფრო არ გეცოდინება...(მაგარი რომ ხარ ეს კი უნდა იცოდე მაგრამ სიტყვის მასალად მოვიტანე)...

 


№19  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
მარიამ ზაქარაშვილი
უცნობი ქ
ვაიმე რა მაგარი თავი იყო... როგორც იქნა ეღირსათ ამ ორს ხო? ისე არ დაამთავრო ს ისტორია ამათ ტკბილობებზე არ დაწერო რა... ამდენი ხანი ველოდი და ვიმსახურებ მგონი ხო? უმაგრესი ხარ ძალიან ძალიან ძაკიან კომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

ასეთი დილით როგორ არ იქნები ბედნიერი? ცხელი ყავა და შენი კომენტარი როგორ მათბობთ. დიდი მადლობა და შევეცდები ერთი თავით მაინც გავზარდო. შენ კი იმსახურებ ყველაფერ კარგს და შენი გულისთვის შევეცდები მათი ტკბობა გავაგრძელო❤❤❤❤

აუუუუ რა მაგარი ხარ შენ ხო არ იცი და როგორ მიყვარხარ ეს უფრო არ გეცოდინება...(მაგარი რომ ხარ ეს კი უნდა იცოდე მაგრამ სიტყვის მასალად მოვიტანე)...

ჩემო კარგო იცი მაინც როგორ მახარებ? ამხელა ისტორიას ვწერ და სიხარულის გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის. უღრმესი მადლობა შენ❤❤❤❤

 


№20  offline წევრი Salo me

ეს ისტორია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისტორიაა და დაწყების დღიდან ვგულშემატკოვრობ. მიხარია რომ ასე გაბედნიერდნენ ამ ამბის გმირები. მადლობა შენ რომ ასეთი დადებბითი ემოციებით გვავსებ.
--------------------
Sally

 


№21  offline მოდერი chica sol

Salo me
ეს ისტორია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისტორიაა და დაწყების დღიდან ვგულშემატკოვრობ. მიხარია რომ ასე გაბედნიერდნენ ამ ამბის გმირები. მადლობა შენ რომ ასეთი დადებბითი ემოციებით გვავსებ.

ვაიმე როგორ მახარებს ის ფაქტი რომ ეს ისტორია ვინმეს დადებითად მუხტავს. არადა ჩემს პერსონაჟებს ინდენი განსაცდელი მოვუვლინე,თავი უკვე ვამპირი მგონია.დიდი მადლობა რომ კითხულობ და გვგულშემატკივრობ ისტორიას და მეც❤❤❤❤

 


№22  offline წევრი Crystal

იეს ძლივს ეღირსათ ამათ ბედნიერება :დ ღირდა დაგვიანება <3 ძალიან მაგარია<3

 


№23  offline მოდერი chica sol

Crystal
იეს ძლივს ეღირსათ ამათ ბედნიერება :დ ღირდა დაგვიანება <3 ძალიან მაგარია<3

დავაყენე საშველი როგორც იქნა. მადლობა დიდი love

 


№24  offline ახალბედა მწერალი ერკე

ჰაიმეეეეეე მეც გამახვია ვნების ქარცეცხლში ამ ცოტნეს და განგას კოცნამ love wink ძალიან მაგარიააააა მარიიიამ. და ძალიან ნიჭიერა ხარ ჩემო სიცოცხლე :D love wink wink wink
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent