შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეა და კახა (თავი 9)


22-11-2015, 23:47
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 2 782

ლეას დილით ადრე გაეღვიძა როგორც ყოველთვის გეზი სამზარეულოსკენ აიღო......კახა ისევ იდგა ფანჯარასთან და ლეას უყურებდა,ლეას სახლი ქალაქის გარეუბანში მშვიდ ადგილზე აერჩევია,აივნიდან სანაპირო მოჩანდა რაც ყველაზე მთავარი იყო ლეასთვის სახლს დიდი ბაღი ჰქონდა სადაც ბავშვები თამაშს შეძლებდნენ.
ლეა ჩაფიქრებული უყურებდა სანაპიროს და ახსენდებოდა როგორ ასწავლა კახამ ცურვა როგორ დაძლია წყლის შიში. ზარი დარეკეს ლეაც წამოდგა გასაღებად კარში ახალგაზრდა ბიჭი დახვდა გვირილების თაიგულით ხელში.
-ქალბატონი ლეა თქვენ ხართ?
-კი მე ვარ რა ხდება.
-ეს ყვავილების თაიგული თქვენ გამოგიგზავნეს.
-მადლობთ. ლეამ თაიგული გამოართვა და სახლში შეტრიალდა როცა ახალგაზრდამ დაუძახა.
-ქალბატონო აქ კიდევ არის თქვენთვის გვირილები შემოვიტანოთ?
-დიახ შემოიტანეთ.
ლეა იდგა და უყურებდა თუ როგორ ავსებდნენ ბიჭები სასლს გვირილებით ყველა ფერის და ჯიშის გვირილა იყო,ბიჭები წვიდნენ ლეამ ბარათის ძებნა დაიწყო,ბარათი პირველ ყველაზე დიდ თაიგულში იპობნა ბარათში ეწერა "ისე არაფერი ამშვენებს ქალს როგორც ფეხმძიმობა,მე ვფიქრობ რომ შენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დედა იქნები და თან ყველაზე ბედნიერი" ბარათის ბოლოს ეწერა ინიციალები "B.K" ლეამ ყველა შესაძლო ესპანური სახელი და გვარი დაალაგა ინიციალების მიხედვით მაგრამ არც კი უფიქრია რომ შეიძლებოდა "B.K" კახა ბაგრატიონს ნიშნავდა.ერთი კვირის მანძილზე ყოველდღე იღებდა გვირილების თაიგულს ლეა,ამან საფიქრელი გაუჩინა ვერ ხვდებოდა ვინ იყო,ეჭვებს ის უფრო უღრმავებდა რომ მისი ახალი მეზობელი აღარსად ჩანდა.
ლეა როგორც ყოველთვის ჩაფიქრებული იჯდა და ზღვას გაჰყურბდა ზარის ხმაზე წამოდგა კარი ისე გააღო არც კი გაუხედავს ისევ გვირილების თაიგულს ელოდა,არც შემცდარა კარში გვირილების თაიგულით ხელში კახა იდგა,ლეამ მის დანახვაზე ფერი დაკარგა და შებორძიკდა კახამ თაიგული დააგდო ფერდაკარგული ლეა ხელში აიყვანა და სახლში შევიდა.
-ოჰ როგორ დამძიმებულხარ,მაგრამ ეს შენი ბრალი არაა ეს ჩვენი შვილის ბრალია.
-დამსვი.(ცივად უპასუხა ლეამ)
-არა არ დაგსვამ სადააა შენი საძინებელი? შენ უნდა დაისვენო.
-არ მინდა მხოლოდ მაშინ დავისვენებ როცა შენ აქედან წახვალ.
-არსად არვაპირებ წასვლას შენ ცუდად ხარ აქ მარტო ვერ დაგტოვებ,არ მაიძულო ბარგი გადმოვიტანო და აქ დავსახლდე.
-წამიყვანე ჩემს საძინებელში და წადი აქედან.
კახამ ლეა ოთახში შეიყვანა საწოლზე დააწვინა და თვითონაც ჩამოჯდა ლეას მიშტერებოდა და მხოლოდ ტკივილს გრძნობდა ახლა ისე ტკიოდა როგორც არასდროს.
-რატომ დამიმალე?
-ჰმ.
-ლეა მე კითხვა დაგისვი რომელსაც პასუხი სჭირდება...რატომ არ მითხარი?
-შენ მისვამ კითხვებს? პირიქით მე უნდა გეკითხებოდე და ვითხოვდე შენგან ახსნას.
-მე გელოდები მკითხე რაც გინდა?
-რატომ მიმატოვე?
-მე არ მიმიტოვებიხარ უბრალოდ ცოტა დრო მჭირდებოდა იმისთვის რომ ჩემს გრძნობებში გავრკვეულიყავი.
-და გაერკვიეე? ჩემი მისამართი საიდან გაიგე?
-შენ მე დამირეკე.
-მერე რა რომ დაგირეკე?
-მე ხომ კახა ბაგრატიონი ვარ არ გამჭირვებია შენი მისამართის გაგება.
-ხო მე მეგონა გოგოებმა სიმართლე გითხრეს და ამიტომ ჩამოხვედი.
-აქ ჩამოსვლამდე არფერი ვიცოდი მხოლოდ მაშინ გავიდე როცა დაგინახე მაგრამ მოსვლა ვერ გავბედე.
-ესეიგი არ მომჩვენებია შენ აქ იყავი.
-ხო არ მოგჩვენებია აქ ვარ უკვე თითქმის ორი კვირაა,მინდა ყველაფერი მოგიყვე თუ მომისმენ.
-და რა გაქვს მოსაყოლი?
-აქ დამელოდე მოვალ.
-სად წავალ შენი აზრით?
კახა პატარა ყუთით ხელში დაბრუნდა ლეა უკვე მისაღებში გამოსულიყო.ყუთი გაუწოდა და სავარძელში ჩაჯდა ლეას პირდაპირ.ლეამ ყუთი გახსნა და ნანახმა გააოცა.
-ეს...ეს რაა?
-ეს შენი თმის საჭერები რომლებიც 7 წლის მანძილზე დავაგროვე.
-შეენ? საიდან?
-ეხლავე გაიგებ ყველაფერს ოღონდ მომისმინე და არ გამაწყვეტინო.
-კარგი გისმენ.
-იცი პირველად როდის გნახე?
-როდის და ოფისში რომ მოვედი.
-ცდები მაშინ არააა.
პირველად გნახე მაშინ როცა პირველ კლასში მოხვედი,მე მაშინ მესამე კლასში ვიყავი,ეზოში ამაყად დავაბიჯებდი ქვეყანა ჩემი მეგონა,მაგრამ ეზოში ჩემი ყურადღება პატარა ხვეულთმიანმა გოგომ მიიპყრო,სახლში მისულმა კი განვაცხადე რომ შეყვარებული ვიყავი და ცოლი მომყავდა დედას და მამას გაეცინათ და მითხრეს რომ თანახმა იყვნენ დრო გადიოდა ჩვენ ვიზრდებოდით,შენ დღითიდღე უფრო ლამაზდებოდი მეც უფრო მეტად მიყვარდებოდი.მე კი შენთან მოახლოებას ვერ ვბედავდი რიდით ვაპარებდი შენსკენ მზერას შენ კი ისე იყავი გართული ვერასდროს მამჩნევდი,მერე დეა გადმოვიდა ჩვენს სკოლაში ირაკლის ის მოეწონა და წვალება დადაუწყო თმის საჭერებს გაცლიდათ შენი ჩემთვის მოქონდა დეასას კი თვითონ იტოვებდა.შენი კლასელი გიგა გახსოვს იცი ვინ ცემა იმის გამო რომ გული გატკინა? ხო მე ვცემე იმიტომ რომ მეც მტკიოდა.მერე მე სკოლა დავამთავრე მაგრამ შენ გგონია დამავიწყდი? არა მე მაინც მოვდიოდი და შორიდან გიყურებდი.შენი ბანკეტის საღამო გახსოვს?
-არ მითხრა რომ ის შენ იყავიი?
-ხოო ესეიგი არ გახსოვს?
-არა მომიყვები??
-აქ მაგისთვის ვარ.
გერმანიიდან ახალ ჩამოსული ვიყავი ირაკლიმ მითხრა რომ ბანკეტის გადახდას არ აპირებდით რესტორანში აპირებდით რომ სკოლის დარბაზი მოგერთოთ და ისეთი ბანკეტი მოგეწყოთ როგორც ფილმებში,თან საკარნავალო ნიღბები უნდა გვეკეთოს ვერ გვიცნობენო.მეც დავთანხმდი მოსვლისთანავე შევნიშნე რომ უკვე ბევრი გქონდა დალეული.როცა მოვედი და გთხოვე რომ აღარ დაგელია ჩხუბი დამიწყე მერე კი მთხოვე რომ გვეცეკვა შენს საყვარელ სიმღერაზე.მეც დაგთანხმდი თითქმის შუაღამემდე ვცეკვავდით.მერე მე და ირაკლიმ შენ და დეა სახში წაგიყვანეთ.შენ მთხოვე რომ სახლში არ მიმეყვანე რადგან არ გინდოდა მშონლებს ასეთი მთვრალი ენახე.დეას ბინაში მიგიყვანეთ დეას მალე ჩაეძინა შენ კი ცუდად გახდი და თითქმის მთელი ღამე სააბაზანოში გავატარეთ.მერე მაკიაჟი მოგაშორე,თმა დაგიშალე,ლეას პიჟამოები ავიღე და ჩაგაცვი,წამოსვლისას კი შენივე თხოვნით კოცნაც გაჩუქე.მას შემდეგ აღარ მინახიხარ მერე გავიგე რომ მამამ ვიღაც კაცს დაარტყა და მისი ქალიშვილის მოვლას აპირებდა.შენი სახელის გაგონებაზე ელდამეცა მეორე დღესვე ჩამოვფრინდი დაკრძალვას შორიდან ვუყურებდი,ვერ გავბედე მოახლოება და შენი გამხნევება.გერმანიაში ყოფნის დროს თითქოს დაგივიწყე აღარ მახსოვდი მეგონა რომ ამ გრძნობას მოვერიე.მაგრამ მაშინ აი იმ დღეს როცა ვიცოდი რომ ოფისში უნდა მოსულიყავი გული ისევ ისე ამიფრთხიალდა როგორც მაშინ პირველად რომ დაგინახე მესამე კლასელ ბიჭს დავემსგავსე არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.4 წლის შემდეგ პირველად გნახავდი.შენ ჩემს ოთახში გიჟივით შემოვარდი მინდოდა გავბრაზებულიყავი მაგრამ ვერ შევძელი შენმა ცრემლებმა გული მატკინა.ჩემში ერთდროულად იფეთქა ყველა იმ გრძნობამ შენს მიმართ რაც აქამდე ძლივს დავმარხე ჩემში და ჩავკალი.შენც მიახლოვდებოდი არ მიშვებდი მეც შენს გვერდით ის პატარა კახა ვხდებოდი.დღითიდღე უფრო მიყვარდებოდი შენ კი ვერც მიხსენებდი იმ ღამით კი არ ვიცი რა დამემართა იმდენი წელი ვოცნებობდი შენს სიყვარულსა და მოფერებაზე რომ თავს ვეღარ მოვერიე მაგრამ ამით ბედნიერი არ ვიყავი რაღაც სულს მიღრღნიდა თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ამიტომ ვარჩიე შენთან დაშორება.შენ უკვე იცი ჩემი სიმართლე ახლა შენი ჯერია შენ გადაწყვიტე რას გააკეთებ მე არ ვაპირებ ჩემი შვილისა და შენს დათმობას.ამდენი წელი მიყვარდი უპირობოდ და უმიზეზოდ ახლაც ასე იქნება ისევ ისე მეყვარები როგორც მაშინ მესამე კლასში რომ შემიყვარდი.ახლა წავალ დაისვენე ჩევენს პატარას გაუფრთხილდი.მინდა მოვეფერო მაგრამ მეშინია.
-კახა მოდი ჩემთან რაღაც უნდა გითხრა.ლეამ კახას ხელი ხელში მოიქცია და მუცელზე მიიდო.კახა ერთი კიარა ორი შვილი გვეყოლება ორი პრინცი.
-რა? ორი? ორი პატარა გვეყოლება.
-კი მაგრამ რატომ აქამდე არ მითხარი სიმართლე? რატომ არ მითხარი რომ ჩემი სიახლოვე ასე გტკენდა გულს.ასეთი დიდი სიყვარული თუ შეგეძლო რატომ ვერ ვამჩნევდი.
-ლეა ნუ ტირიხარ ბავშვებს რამე არ ავნო.
-კარგი მაგრამ დარჩებიი?
-შენ გინდა დავრჩეე?
-რათქმაუნდა მინდა რომ ჩემთან დარჩე მინდა შენს მკერდზე დავიძინო და დილით გაღვიძებულმა შენ დაგინახო.
-ესეიგი ვრჩები.მაგრამ შენ არ გშია?
-კი შენ მომიმზადებ?
-ახლავე მოგიმზადებთ.
-რაღაც დაგავიწყდა,თუ გავსუქდი და აღარ გიყვარვარ?
-როგორ მიყვარს ასე რომ პრუწავ ტუჩებს.მე შენ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.შენ კიარ გასუქდი ღიპუცა გახდი.
…………………………
ესეც მეცხრე თავი ბოლო თავს მალე დავდებ ❤



№1  offline წევრი milangirl

ამას ნამდვილად არ ველოდი. კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent