ჰაულის მოსიარულე ციხე-სიმაგრე (ნაწილი II)
- რა? - დაიწრიპინა სოფიმ და წინ მჯდომ გოგონას ჩააშტერდა. ის ზუსტად ლეტისავით გამოიყურებოდა. მას ლეტის ვარდისფერი კაბა ეცვა. ასევე ქერა თმა და ცისფერი თვალები. - მე მართა ვარ, - გაიმეორა მისმა დამ. - არა, - წაილუღლუღა სოფიმ. ის ძალიან გაოცებული იყო. ახლა სოფი დარწმუნებულია, რომ ეს ნამდვილად მართაა. მას ჩვევა ჰქონდა მუხლებზე ხელების დაკრეფვის და დიდი თითების ერთმანეთის გარშემო ტრიალი. - როგორ ასე... - ძალიან მეშინოდა, რომ ჩემთან მოხვიდოდი, - აგრძელებდა მართა. - რადგან შენ ყველაფერში გამოგიტყდებოდი. პირობა მომეცი, რომ არავის არაფერს არ მოუყევი. ხომ მართლა არავის არ ეტყვი, თუ დამპირდები. შენ ხომ ასეთი გულწრფელი ხარ. - გპირდები, არავის ვეტყვი, - თავი დაუკრა სოფიმ. - მაგრამ რატომ?... და როგორ?... - ლეტისთან ერთად მოვაწყვე, - დაიწყო მართამ, დიდი თითების ტრიალის თანხლებით, - ლეტის ჯადოქრობის სწავლა უნდოდა, მე - არა. ლეტი ძალიან ჭკვიანია, ცხოვრების გაგრძელებას აპირებს, თან დამოუკიდებლად. მაგრამ, აბა, ერთი, ეს სიტყვები დედასთან დაგცდეს, მას ხომ ასე შურს ლეტისი, ამიტომ აზრადაც არ გაივლებს, რომ ის ნამდვილად ჭკვიანია. სოფის არ სჯეროდა, რომ ფანი ასეთი ეჭვიანია, მაგრამ გადაწყვიტა ზედმეტი კითხვები არ დაესვა. - და შენ? - მიირთვი ნამცხვარი, - თქვა მართამ. - გემრიელია. იცი, მეც შემიძლია ისეთი რაღაცები, ამიტომ მისის ფერფაქს ბალახეული ვუპოვე ორი კვირის წინ. მის წიგნებს ღამ-ღამობით ვკითხულობდი და არაფერი ძნელი ამაში არ არის. შემდეგ დავეთხოვე დის სანახავად და მისის ფერფაქსიც დამთანხმდა. ძალიან საყვარელი ქალია. გადაწყვიტა, რომ სახლი მენატრება. ბალახეული წამოვიღე და აქ დავრჩი, ლეტი კი უკან დაბრუნდა და თავი მოაჩვენა, ვითომ ის - მე ვარ. პირველი კვირა ძალიან გამიჭირდა: არაფერი არ ვიცოდი, ამასობაში კი ყველა თვლიდა, რომ ვიცოდი. საშინელებაა. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ხალხს მოვწონვარ, - ეს ხომ ზოგადად ასეა, თუ ხალხს მოსწონხარ, - ყველაფერი კარგადაა. მისის ფერფაქსსაც არ გამოუგდია ლეტი, - ალბათ, კარგად არის. სოფი ნამცხვარს ღეჭავდა, გემოს კი არ გრძნობდა. - შენ რაღატომ მოიქეცი ასე? მართამ ლეტის ღიმილით გაიღიმა და სკამზე დაბზრიალდა. - გათხოვება და ათი შვილი მინდა. - შენ ხომ ჯერ პატარა ხარ! - გაიკვირვა სოფიმ. - ჯერ ჰო, - დაეთანხმა მართა, - მაგრამ თუ გინდა ათივე შვილის გაჩენა მოასწრო, ადრევე უნდა დაიწყო. ისე კი დრო მექნება, რომ დავიცადო და გავიგო, ვუყვარვარ თუ არა ჩემს ქმარს, რადგან ბალახეული სამუდამო არ არის. დროის გასვლის განმავლობაში, ნელ-ნელა ჩემ თავს დავემსგავსები. სოფი ისეთი გაოგნებული იყო, რომ ნამცხვრის ჭამა დაასრულა, თუმცა გემო ვერ გაეგო. - რატომ ათი? - იმიტომ, რომ ათი მინდა, - უპასუხა მართამ. - არც ვიცოდი! - ჯობდა გავჩუმებულიყავი, რადგან ყოველთვის დედის პოზიცია გეჭირა და გწამდა, რომ ბედნიერების საპოვნელად უნდა წავსულიყავი, - განაცხადა მართამ. - უფრო სწორად, ეს შენ ფიქრობდი ასე. მეც ასე ვთვლიდი, მაგრამ როცა მამა გარდაიცვალა, მაშინვე მივხვდი: ჩვენი რაც შეიძლება მალე თავიდან მოშორება უნდა - ლეტი იქ შეჩურთა, სადაც ბევრი მამაკაცი ტრიალებს და ვინმე მაინც წაიყვანდა ცოლად, მე საერთოდ შორს გამგზავნა! ისე გავბრაზდი, რომ მეც ვთქვი, რატომაც არა-მეთქი? ველაპარაკე ლეტის, ჩემსავით გაბრაზდა და აი, შედეგიც. იცი, ძალიან ჭკვიანი და საყვარელი ხარ, რა გინდა ცილინდრების სახელოსნოში? მე და ლეტიმ ვილაპარაკეთ ამაზე, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოგვიფიქრებია. - კარგად ვცხოვრობ! - დაარწმუნა სოფიმ. - უბრალოდ ზოგჯერ მოვიწყენ ხოლმე. - კარგად?! - წამოიძახა მართამ. - კარგად იქნები, აბა რა, თან იმის გათვალისწინებით, რომ წელიწად ნახევარი არ გამოჩენილხარ, ბოლოს კი ამ მწვანე კაბაში გამოწყობილი მოხვედი, თითქოს გეშინოდეს ჩემი. რა გიქნა დედამ? - არაფერი, - დაიმორცხვა სოფიმ. - ძალიან დაკავებულები ვიყავით. მართა, ნუ ლაპარაკობ ფანიზე ასე. ის ხომ დედაშენია. - კი, ის დედაჩემია, ძალიან ვგავარ და ცუდადაც არ მესმის მისი, - გაბრაზდა მართა. - ამიტომაც გამაგზავნა ასე შორს - ყოველ შემთხვევაში, ეცადა მაინც. დედამ მშვენივრად იცის: თუ ვინმეს თავიდან მოშორება სურს, არ არის საჭირო ცუდად ექცეოდეს. მშვენივრად იცის, რომ თავში გაქვს ჩაბეჭდილი, ვითომ რადგანაც უფროსი ხარ, მთელი ცხოვრება უიღბლო დარჩები. თავს ვდებ - ფულსაც კი არ გიხდის. - მე ხომ ჯერ კიდევ მოსწავლე ვარ! - შეეწინააღმდეგა სოფი. - მეც, მაგრამ ფულს მაინც მაძლევენ, - მოუჭრა მართამ. - ცეზარებმა იციან, რომ მე მას ვიმსახურებ. თქვენმა მაღაზიამ ბოლო დროს ძალიან დიდი თანხა შეიმუშავა. შენ არ შეკერე ის მწვანე ცილინდრი, რომელშიც მერის ცოლი მსოფლიოს პირველი ლამაზმანივით გამოიყურებოდა გამოსაშვებ მეჯლისზე? - ღია-სალათისფერი? კი, მე მოვრთე, - თავი დაუკრა სოფიმ. - ის ლენტიანი ცილინდრიც, რომელიც ჯეინ ფერ`იეს გრაფთან შეხვედრის დროს ეხურა! - არ ცხრებოდა მართა. - გენიოსი ხარ ამ საკითხში და დედამ ეს იცის! მაშინ მოაწერე ხელი ამას, როდესაც შარშანდელ დღესასწაულზე ლეტის ის ვარდისფერი კაბა შეუკერე! ფულს შენ აკეთებ, დედა კი თავის ნებაზე სეირნობს... - რაღაცებს ყიდულობს! - შესძახა სოფიმ. - ყიდულობს! - იყვირა მართამ. თითებს ვერ აჩერებდა. - მესმის, რომ ერთ კვირაში მაინც ყიდულობდეს ახალ რაღაცებს! მაგრამ მე ხომ დავინახე, სოფი, და გავიგე, რასაც მასზე ლაპარაკობენ. დაქირავებული კარეტით დაბრძანდება და შენი ფულით სასახლეებში დადის, რაღაც ვიზიტებზე! ამბობენ, რომ დაბლობზე მდებარე დიდი სახლის ყიდვა სურს! შენ სადღა წახვალ? - ჩემი აზრით, ფანიმ დაიმსახურა დასვენება და განტვირთვა - ის ხომ ჩვენ გვზრიდა და ეს ძნელიც იყო, - დაასკვნა სოფიმ. - ალბათ, მაღაზია მე დამრჩება. - ოჰ, როგორი შესაშური მომავალი გაქვს! - ექიდნურად წამოიძახა მართამ. - მომისმინე... მაგრამ ამ დროს ოთახის ბოლოში, ერთი აგური ვიღაცამ საპირისპირო გასწია და კაცმა შემოიხედა. - შენი ხმა გავიგონე, ლეტი, - თქვა მომღიმარე კაცმა. - იმათ გადაეცი, რომ შენი ახალი პარტია დამწიფდა, კარგი? - ხუჭუჭა, ფქვილიანი თავი დაიმალა. სოფის გაეფიქრა, რომ არც ისეთი ცუდი კაცი იყო და მართასთვის კითხვა უნდოდა, რაიმეს ხომ არ გრძნობთ ერთმანეთის მიმართო, მაგრამ ვერ მოასწრო, რადგან მართა საჩქაროდ წამოდგა. - გოგონებს უნდა დავუძახო და ყველაფერი მაღაზიაში გაიტანონ, - ახსნა მან. - დამეხმარე, კარგი? იქითა მხარეს მიხედე... - მართამ უახლოეს ლანგარს დაავლო ხელი და სოფი ხმაურიან მაღაზიაში გადატანაში დაეხმარა. - რაიმე უნდა ქნა, სოფი, - აპილპილდა მართა. - ლეტი სულ იმაზე ლაპარაკობს, როგორ გრძნობ თავს ჩვენს გარეშე? ყოველთვის ვცდილობდით, შენში საკუთარი თავის პატივისცემა ჩაგვენერგა, ამიტომაც გვაქვს ნერვიულობის საბაბი! მაღაზიაში ლანგარს მისის ცეზარიმ დაავლო ხელი, - რაღაც იყვირა და მართას სათავსოსკენ ხალხი გაექანა ახალი ლანგრების მოსატანად. სოფიმ მთელი ძალით იყვირა "მომავალ შეხვედრამდე!" და ძლივს გააღწია შენობიდან. მართასთვის მეტი დროის წართმევა კარგი არ იქნებოდა. ამის გარდა, სოფის მარტო სურდა დარჩენა, ბევრი უნდა ეფიქრა. ის სახლისაკენ წავიდა. ფეიერვერკები დაიწყო - მას მდინარესთან მდებარი ბაზრის მხრიდან უშვებდნენ და მათ, თითქოს, ჰაულის ციხე-სიმაგრის კოშკებიდან ამომავალი ცისფერი კვამლის გადაფარვა სურდათ. სოფიმ თავი ისევ მოხუც ქალად იგრძნო - წინანდელზე უარესადაც კი. სოფი მთელი კვირა ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ დაიბნა და გაბრაზდა. ახლა ხომ ყველაფერი ისე ძველებურად აღარ იყო. მართამ და ლეტიმ გოგონა გააოგნეს. გამოდის, რომ ამდენი წლის განმავლობაში მას საერთოდ არ მესმოდა მათი! თუმცა, დაჯერება იმისა, რომ ფანი ზუსტად ისეთი იყო, როგორადაც მართამ აღუწერა, ეგრეც ვერ მოახერხა. სოფის კიდევ დიდ ხანს შეეძლო ფიქრი, რადგან ბესის მალე ქორწილი ჰქონდა და შვებულება აიღო. სოფი მარტო დარჩა. ფანი მართლაც რომ ხშირად გადიოდა სადღაც, - შეიძლება სეირნობდა, შეიძლება არა, - მაისის დღესასწაულის შემდეგ კი ვაჭრობა შემცირდა. სამ დღეში სოფიმ გაბედა და ფანის შეეკითხა: - შესაძლებელია, რომ უკვე კუთვნილი თანხა ავიღო? - რა თქმა უნდა, საყვარელო, შენ ხომ ამდენს მუშაობ! - მზრუნველად შესძახა სარკესთან მდგომმა ფანიმ, რომელიც ყვავილებიან ცილინდრს იხდენდა. - დღეს გადავხედავ გადასახადებს და გეტყვი პასუხს. - და შემდეგ გაიქცა. მხოლოდ მაშინღა დაბრუნდა, როცა სოფიმ მაღაზია დაკეტა და დასამთავრებელი ცილინდრები სახლში წაიღო. თავიდან სოფი დარცხვენილი იყო, მართას რომ დაუჯერა, მაგრამ როდესაც ფანის თანხაზე ლაპარაკი აღარ ჩამოუგდია - არც იმ საღამოს, არც ერთი კვირის შემდეგ, - სოფიმ იფიქრა, რომ შესაძლოა, მართა მართალიც იყო. - შეიძლება მიყენებენ, - ეუბნებოდა ის ცილინდრს და ცვილისგან დამზადებულ კენკრას აკერებდა ზედ, - მაგრამ ვინმემ ხომ უნდა იმუშავოს თქვენზე, თორემ ვერაფერს გავყიდი! ის გაუმკლავდა ცილინდრს და მომდევნო, შავ-თეთრს მიადგა, რომ უცბად რაღაცა აზრი ეწვია. - დავუშვათ, გასაყიდად აღარაფერი იქნება - მერე რა მოხდება? - შეეკითხა სოფი ცილინდრს და სხვა ცილინდრებს გადახედა. - რა არის თქვენში კარგი? - მწარედ იკითხა მან. - რაში მადგებით? მხოლოდ უსიამოვნება მოგაქვთ! ცოტაც და სოფი, ალბათ, სახლიდან გაიქცეოდა ბედნიერების ძიებაში, მაგრამ გაახსენდა - ის ხომ უფროსი შვილია და მაინც ვერაფერ შედეგს მიიღებს. სოფიმ მძიმედ ამოიოხრა და შემდეგ ცილინდრზე გადავიდა. მეორე დილას სოფი კვლავ მარტო იყო მაღაზიაში და კვლავ საშინლად ბრაზობდა, როცა მყიდველი შევარდა, რომელიც ხელში ლენტიან ცილინდრს ატრიალებდა. - აბა, ამას უყურეთ! - იყვირა ახალგაზრდა მანდილოსანმა. - თქვენ მითხარით, რომ ჯეინ ფერ`იეს ზუსტად ასეთი ცილინდრი ეხურა, როცა გრაფს შეხვდა! მომატყუეთ! არაფერი ამდგავარი არ გადამხდენია! - არცაა გასაკვირი, - თავი ვერ შეიკავა მოულოდნელობისგან განცვიფრებულმა სოფიმ. - თუ ასეთი სულელი ხართ, რომ ასეთი სახით ამგვარ ცილინდრს ატარებთ, ჭკუა არ გეყოფათ საიმისოდ, რომ თქვენი მეფე შენიშნოთ, თუნდაც თქვენს ფეხებთან ეგდოს; თუ, რა თქმა უნდა, ადგილზევე არ გაქვავდა, რაზეც თქვენი ერთი მზერაც ეყოფა! მყიდველი გაოგნდა. შემდეგ ცილინდრი სოფის ესროლა და მაღაზიიდან გავარდა. სოფიმ ფრთხილად აიღო ცილინდრი და სანაგვეში გადააგდო. რატომღაც სუნთქვა უჭირდა. წესი ასეთია: დაკარგავ მოთმინებას - დაკარგავ კლიენტს. სოფი ახლაღა დარწმუნდა, რომ ეს წმინდა წყლის სიმართლეა. სოფიმ გააზრებაც ვერ მოასწრო, როცა ბორბლების ხმა და ცხენების ფლოქვების კაკუნი გაისმა. მაღაზიაში ჩამობნელდა, რადგან კარეტა ფანჯრებთან შეჩერდა. ზარმა გაიწკარუნა და კარში ელეგანტურად ჩაცმული მყიდველი ქალი გამოჩნდა - სოფის არასდროს ენახა ასეთი ადამიანი. მისი გვერდებზე მომჯდარი შავი კაბა სინათლეზე ბრილიანტივით ბზინავდა. სოფის ყურადღება, პირველ რიგში, მისმა ცილინდრმა მიიპყრო - ის ნამდვილად კარგი მატერიისგან იყო, შავი ბუმბულებით მორთული, რომლებიც სხვადასხვა ფერებში გადადიოდა: ვარდისფრიდან - მწვანეში, მწვანიდან - ცისფერში, თუმცა მაინც შავად რჩებოდა. ქალს მშვენიერი სახის ნაკვთები გააჩნდა. მისი მოყავისფრო-წითური თმა მხოლოდ აახალგაზრდავებდა, მაგრამ სოფის მზერამ კიდევ სხვა ადამიანზე გადაინაცვლა, რომელიც მყიდველს თან მოჰყვა. ეს ელეგანტურად ჩაცმული, ფერმკრთალი და საშინლად დაღონებული, წითური ახალგაზრდა იყო. ბიჭმა სოფის საცოდავად შეხედა. - მის ჰათერ? - იკითხა ქალმა მელოდიური, მაგრამ მკაცრი ხმით. - დიახ, - უპასუხა სოფიმ. ბიჭმა უფრო მოიწყინა. ალბათ, ეს ქალი დედამისი იყო. - გავიგე, რომ ღვთაებრივ ცილინდრებს ყიდით, - წაიმღერა ქალმა, - მაჩვენეთ. სოფიმ ვერ გაბედა რაიმეს თქმა, ამიტომ მისკენ წავიდა და ცილინდრების დემონსტრირებას შეუდგა. არცერთი მათგანი არ შეეფერებოდა მყიდველის იერს, ამასთანავე ის ახალგაზრდა ბიჭი სოფის ჩაშტერებოდა, რაც გოგონას, ცოტა არ იყოს, აბნევდა და უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა. რაც უფრო მალე დარწმუნდება მყიდველი, რომ აქ მისი შესაფერისი ცილინდრები არ არის, მით უფრო მალე დატოვებს მაღაზიას წყვილი. სოფიმ ფანის რჩევა გაიხსენა და ყველაზე შეუფერებელი ცილინდრებიდან დაიწყო. ქალბატონი კარგად არც აკვირდებოდა, ისე გადადიოდა ერთიდან მეორეზე. - ზედმეტად სიმპათიურია, - ჩაიფრუტუნა მყიდველმა ვარდისფერ ლენტიანი ცილინდრის მისამართით. - მაისის ვარდი, - მოუძებნა შესაფერისი სიტყვა სალათისფერ ცილინდრს. ბრჭყვიალაზე კი განაცხადა: - იდუმალი... როგორი ბანალურია. კიდევ რისი შემოთავაზება შეგიძლიათ? სოფიმ შავ-თეთრი ცილინდრი წარუდგინა - ერთადერთი, რომელსაც შეეძლო მანდილოსანის დაინტერესება. ქალმა ამრეზით შეათვალიერა ცილინდრი. - ასეთი არავის არ მოუხდება. ტყუილად მართმევთ დროს, მის ხათერ. - ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ თვითონ მობრძანდით ჩემს მაღაზიაში და თვითონ მთხოვეთ, - შეედავა სოფი. - იცით, ეს პატარა მაღაზიაა ამ პატარა ქალაქში. საერთოდ რატომ... - ამ მომენტში ქალის უკან მდგომმა ბიჭმა ხელები გააქნია, თითქოს სოფის გაფრთხილება უნდოდა. - საერთოდ რატომ აიღეთ თქვენს თავზე ამხელა პასუხისმგებლობა და მობრძანდით? - დაამთავრა სოფიმ. დააინტერესდა, ახლა რა მოხდებოდა. - ყოველთვის ვიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ დავსაჯო ის, ვინც ჭაობის ალქაჯს ეტლიკინება, - გარკვევით თქვა ქალმა. - ბევრი მსმენია თქვენზე, მის ხათერ, და არ მომწონს ამგვარი კონკურენცია და გონებამახვილება. თქვენს შესაჩერებლად მოვედი. ამიტომ მიიღეთ. - მან ხელი გასწია და სოფის წინ აიქნია. - გინდათ თქვათ, რომ ჭაობის ალქაჯი ხართ? - შეშინდა სოფი. შიშისგან და გაკვირვებისგან მას ხმა შეეცვალა. - დიახ, - პასუხობდა ქალი. - იმედია ეს გასწავლით, რომ აღარ ჩაერიოთ ჩემს საქმეებში. - როდის ვერეოდი რო? რა სისულელეა! - იყვირა სოფიმ. ახლა ბიჭი პანიკურად უყურებდა და გოგონას ვერ გაეგო, რა სჭირდა. - არანაირი შემთხვევითობა, მის ჰათერ, - თქვა ამაზე ალქაჯმა. - წავიდეთ, გასტონ. - შებრუნდა და გასასვლელისაკენ წავიდა. სანამ ბიჭი კარს აღებდა, ჭაობის ალქაჯი ბოლოჯერ შემობრუნდა. - ჰო, მართლა. ვერავის ეტყვით, რომ მოგაჯადოვეს, - დაამატა მან. და კარი მიიხურა. რათა გაერკვია რატომ შეეშინდა ბიჭს ასე, სოფიმ სახე ხელებით მოისინჯა. თითის ბალიშებმა რბილი ნაოჭები იგრძნეს. სოფიმ ხელებს დახედა. ისინიც დანაოჭებული და საშინლად გამხდარი ჰქონდა, რომლებზედაც გაბერილი ვენები მოჩანდა. სოფიმ კაბა აიწია და ფეხებზე დაიხედა. ეს ფეხები ოთხმოცდაათი წლის მოხუცს ეკუთვნოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ფეხები ნამდვილი იყო. სოფი სარკეს ეცა და მშვიდი გამომეტყველება დაიჭირა, როგორც ელოდა. ეს სახე მოხუცისა იყო, დამჭკნარი, დანაოჭებული. თმაც გათეთრებოდა. სოფის თვალები ყვითელი და აცრემლებული იყო, - გამომეტყველება კი ტრაგიკული. - ნუ გეშინია, მოხუცო, - დაამშვიდა სოფიმ თავისი ანარეკლი. - კარგად გამოიყურები. თან ეს ხომ კარგად აღწერს შენს შინაგან მეს. მან მშვიდად გაიაზრა თავისი მდგომარეობა. დიდად არც ბრაზობდა ჭაობის ალქაჯზე. - თუკი შესაფერისი მომენტი იქნა, აუცილებლად უნდა დაველაპარაკო, - თქვა სოფიმ. - თუ ლეტის და მართას არ უჭირთ ისე ყოფნა, როგორც ახლა არიან, არც მე გამიჭირდება ასე ცხოვრება. მაგრამ აქ ჩემი დარჩენა არ შეიძლება. ფანის გულისშეტევა დაემართება. ეს ლურჯი კაბა შესაფერისია, მაგრამ შარფი და ცოტა საგზალი უნდა წავიღო. სოფიმ მაღაზიის კართან მიირბინა და განცხადება "დაკეტილია" ჩამოკიდა. ადვილად ვერ გადაადგილდებოდა, სახსრები სტკიოდა. წელში მოხრილს ნელა უწევდა სიარული. თუმცა ახარებდა ის ფაქტი, რომ ასეთი ძლიერი მოხუცი იყო. არ გრძნობდა რაიმე ტკივილს - მხოლოდ ოდნავ დაღლილობას. სოფიმ შარფი თავზე და მხრებზე მოიხურა, როგორც მოხუცებს სჩვევიათ, შემდეგ სახლში შევიდა, საფულე აიღო, რომელშიც რამდენიმე მონეტა დარჩენოდა და ყველიანი პური. ზღურბლზე დადგა, გასაღები საგულდაგულოდ გადამალა და საკუთარი სიმშვიდით გაკვირვებული, გზას გაუდგა. "მართას ხომ არ დავმშვიდობებოდი?" - გაიფიქრა სოფიმ. თუმცა, იმის გააზრება, რომ მართა ვერ იცნობდა, აუტანელი იყო. სოფიმ გადაწყვიტა, რომ დებს მიწერდა, როცა დანიშნულ ადგილას მიაღწევდა. მან ბაზარი გაიარა, შემდეგ ხიდი და ბოლოს მდინარესთან მახლობი მდელო. მიუხედავად იმისა, რომ სოფი დაბერდა, მაინც არ მობეზრებია პეიზაჟებითა და მაისის სურნელებით ტკბობა. სოფის წელი ასტკივდა, თუმცა ჯიუტად მიიწევდა წინ. ახლა ჯოხი არ აწყენდა, ამიტომ ღობეებს დაუწყო თვალიერება. მხედველობაზეც, თურმე, დააკლდა. მოეჩვენა, რომ წინ რაღაც აღმართული ჯოხი დაინახა, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა, მიხვდა, რომ ეს ძველი საფრთხობელას ბოლო იყო, რომელიც ვიღაცამ ბუჩქებში გადააგდო. სოფიმ საფრთხობელა ასწია. გამომეტყველება თითქოს შეყინვოდა. სოფიმ მასთან რაღაც შინაგანი კავშირი იგრძნო. ჯოხი არ მოუტეხავს, პირიქით ერთი მოძრაობით შეაკეთა. - აი, - თავი დაუქნია სოფიმ და როდესაც თავისმა ხმამ გაახალისა, სიცილი დაიწყო. - არაფერში გამოვდგებით, არა, მეგობარო? თუ გამოსაჩენ ადგილას დაგსვავ, იქნებ, იცნო შენი მდელო და გზას გაუდგე. - ის გზას აგრძელებდა, როდესაც რაღაცა მოაფიქრდა და შეჩერდა. - მხოლოდ უსიამოვნებებს რომ არ ვიკიდებდე, შენ ახლა გაცოცხლდებოდი და ბედნიერებას მაპოვნინებდი, - შეატყობინა მან საფრთხობელას. - მაგრამ მაინც გისურვებ, ჩემო საყვარელო საფრთხობელავ, წარმატებას. ჯოხი ერთ საათში იპოვა, როცა ჭამა გადაწყვიტა. უკანა მხრიდან რაღაცა ხმები მოესმა. სოფიმ მიიხედა, მაისის ყვავილებისაკენ მიცოცდა მოხუცი მუხლებით და ხაფანგში მოხვედრილი ძაღლი შენიშნა. კისერზე უცნაური გზით, თოკი შემოხვეოდა, რომელიც ორ ტოტშუა მოქცეუჯლიყო, ამიტომ ძაღლი ძლივს ინძრეოდა. ძაღლი სოფის დაინტერესებულ სახეში ჩააშტერდა. სოფის ეშინოდა ძაღლების. ახლაც კი, როდესაც მოხუცად იქცა, ძალიან შეეშინდა ძაღლის ორი მწკრივი, ბასრი კბილების. მაგრამ შემდეგ თქვა: "ჩემს მდგომარეობაში არაფრის არ უნდა მეშინოდეს", - და ჯიბიდან მაკრატელი ამოიღო. ხელი ბუჩქში შესწია და შეეცადა თოკი გაეწყვიტა. ძაღლი სულ გადაირია. ის შეხტა და სოფის კბილები უჩვენა, მაგრამ სოფი თამამად აგრძელებდა საქმეს. - შიმშილისგან მოკვდები ან გაიგუდები, მეგობარო, თუ გაჭრის უფლებას არ მომცემ, - უთხრა ძაღლს მოხუცის ხმით. - სიმართლე რომ გითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ვიღაცა უკვე ეცადა შენს გაგუდვას. ალბათ, ამიტომაც ვერ ხარ სრულ ჭკუაზე. თოკი ძაღლს კისერზე მჭიდროდ შემოხვეოდა, ტოტები კი ერთმანეთს გარდაეჭდო. სოფი დიდხანს აწვალებდა მაკრატელს, მაგრამ ბოლოს თოკი გაწყდა და ძაღლიც გათავისუფლდა. - გინდა ყველიანი პური? - შეეკითხა სოფი. მაგრამ ძაღლმა ბოლოჯერ შეხედა, თავი ამაყად ასწია და გზას გაუდგა. - როგორი მადლიერია! - წაიბუტბუტა სოფიმ და დაღლილი ხელის გულები ერთმანეთზე გაახახუნა. - მაგრამ საჩუქარი მაინც დაგიტოვებია! - სოფიმ ბუჩქიდან ჯოხი გამოიღო, ყველიანი პური შეჭამა და გახალისებულმა, ჯოხს დაუწყო ლაპარაკს. ბოლოსდაბოლოს, მოხუცები მიჩვეულები არიან ლაპარაკს. ისინი თავის თავსაც ხომ ელაპარაკებიან ხოლმე. - ორი შეხვედრა, - ბუტბუტებდა სოფი, - და ძლივს ერთი ჯადოსნური საჩუქარი. კარგი ჯოხი ხარ. გიჟი არა ვარ, მაგრამ წინ, ალბათ, მესამე შეხვედრაც მელის, თუმცა არ ვიცი ჯადოსნური იქნება თუ არა. მაგრამ თავს ვდებ, მესამე შეხვედრა მელის! საინტერესოა, რა იქნება. მესამე შეხვედრა დღის მიწურულს მოხდა, როცა სოფი ბორცვებზე ავიდა. ბიჭი შემოხვდა, იქნებოდა ასე ორმოცი წლის. "ოჰო! - უთხრა სოფიმ თავის თავს. - დილით გადავწყვეტდი, რომ ეს კაცი მოხუცი იყო! რა გასაოცარია. თურმე, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი თვალით შეხედავ!" როდესაც კაცმა მობუტბუტე მოხუცი შენიშნა, ოდნავ უკან დაიხია და გულღიად მიიქცია მისი ყურადღება: - შუადღე მშვიდობისა, დედილო! საით მიგიწევიათ? - დედილო? - გაიკვირვა სოფიმ. - მე თქვენი დედილო არ ვარ, ახალგაზრდავ! - ეს ასეთი გამონათქვამია, - შეშინდა კაცი. - უბრალოდ დავინტერესდი, შორს მიდიხართ? მალე დაბნელდება, თქვენ კი ჯერ გზაში ხართ. მაღლობ ბორცვებამდე მზის ჩასვლამდე ვერ მიაღწევთ, ხომ ასეა? სოფი ამაზე სულ არ დაფიქრებულა. ის შეჩერდა და დაფიქრდა. - არაუშავს, - თქვა მან და ისე გამოუვიდა, რომ ნაწილობრივ თავის თავსაც მიმართა. - როდესაც ბედნიერების საპოვნელად მიდიხარ, ყველაფერი წვრილმი ხდება. - რას ამბობთ, დედილო! - შესძახა კაცმა. - მაშინ წარმატებებს გისურვებთ, დედილო, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი ბედნიერება ვიღაცაზე ჯადოს დადებით არ გადაიწყვიტება! - და დაღმართზე, თითქმის სირბილით ჩავიდა. - ალქაჯი ვეგონე! - მიმართა სოფიმ ჯოხს. უნდოდა რაიმე შემაძრწუნებელი მიეძახა, მაგრამ მისი მხრიდან ცუდად გამოვიდოდა. მობუტბუტე სოფი კვლავ ზევითკენ მიიწევდა. მოხუცი ფეხები ასტკივდა, წელიც, მუხლებიც. ისე დაიღალა, რომ ბუტბუტის თავიც აღარ ჰქონდა. როცა მზემ ჩასვლა დაიწყო, ის მიხვდა, რომ ნაბიჯსაც ვეღარ გადადგავდა. ქვაზე ჩამოჯდა და არ იცოდა რა ექნა. - ახლა არანაირი ბედნიერება არ მჭირდება, მხოლოდ კომფორტული სავარძელი! - ამოიოხრა მან. წინ მშვენიერი ხედი იყო. მაღლა აღმართული, მდიდრული სასახლეები; მზის სხივებზე მბზინვარე მდინარეები, მინდორ-ველები. მარკეტ-ჩიპინგიც კი დაინახა. სოფი ნაცნობ ქუჩებს დაჰყურებდა. აი, ბაზარი და საკონდიტრო ცეზარი. - რა ახლოსაა! - გაიოცა სოფიმ. - ამდენი ვიარე და მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ ჩემი სახურავისთვის შემეხედა! მზე ჩადიოდა და ქვაც ცივდებოდა. არასასიამოვნო საღამოა. თითქოს ყველა მხრიდან უბერავდა, როგორც არ უნდა დამდგარიყო სოფი. შეატყო, რომ უფრო ხშირად დაიწყო ბუხართან მდგარ სავარძელზე ფიქრი. ასევე ღამეზე და მხეც ცხოველებზე. მარკეტ-ჩიპინგში დაბრუნებაზე რომ ეფიქრა, მაინც ვერ მივიდოდა მალე. სადღაც შუაღამეს ჩააღწევდა. სოფიმ ამოიოხრა და ძლივს წამოდგა. ეს საშინელება იყო. ყველაფერი ტკიოდა. - წარმოდგენაც კი არ მქონია, რა უბედურები ყოფილან მოხუცები! - ამოიკვნესა სოფიმ. - მგლები ხელს არ მახლებენ. მათთვის მეტისმეტად მშრალი და დამტვრეული ვარ. ქარი აბობოქრდა. სახსრების ჭრაჭუნი ყურში ცუდად ხვდებოდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ამ ჭრაჭუნის მიზეზი სულ სხვა რამ იყო. მან თავი ასწია და თვალები მოჭუტა. მისკენ ჰაულის მოსიარულე ციხე-სიმაგრე მიემართებოდა. კოშკებიდან შავი კვამლი ამოდიოდა. ციხე-სიმაგრე იყო მაღალი, მძიმე, მახინჯი და ბოროტული. სოფი ჯოხს დაეყრდნო და ციხე-სიმაგრეს ჩააჩერდა. დიდად არ შეშინებია. აინტერესებდა კიდეც, როგორ გადაადგილებოდა ამხელა შენობა. - რატომაც არა? - შეეკითხა სოფი ჯოხს. - ჯადოქარ ჰაულს სულ არ სჭირდება ჩემი სული. მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებს იტაცებს! მან ჯოხი ასწია და ციხე-სიმაგრის წინ გაიქნია. - შეჩერდი! - იყვირა მან. ციხე-სიმაგრე დამჯერი ძაღლივით აჭრიალდა და სოფისგან თხუთმეტი ფუტის დაშორებით გაჩერდა. სოფი ციხე-სიმაგრისაკენ გაემართა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.