შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (7)


23-11-2015, 02:20
ნანახია 2 640

***

სუსხიანი დილა იყო.მზე კი ანათებდა, მაგრამ ზამთრის სუსხი გჭამდა და გწიწკინდა. ზუსტად ისეთი ამინდი იყო იანვარს რომ შეეფერებოდა. ანასტასია ბარგ-ჩალაგებული მისაღებში იჯდა და ზარს ელოდებოდა. მოქუფრული სახით იჯდა და ფიქრობდა ძალიან ბევრს. იოზე, გიგიზე და მაშოზე, თათაზე და ლევანზე და ოთოზე, რომელიც ყველაზე უპრობლემო ადამიანი იყო. იოანე მის ცხოვრებასა და გულში იკავებდა საპატიო ადგილს. ალბათ, ყველა გოგო იოცნებებდა იოანესნაირ მეორე ნახევარზე. მას ჰქონდა გარეგნობა, ხასიათი (ყველაფერი ზომიერების ფარგლებში), კარგი სამეგობრო წრე და რაც მთავარია, იცოდა საპირისპირო სქესის პატივისცემა და თუნდაც, მასთან ლაპარაკის კულტურა გიგისგან განსხვავებით. გიგი... მართლა რა მძიმე შემთხვევა იყო! ანასტასიას ერთი „მე“ ამბობდა, რომ გიგი იმიტომ იქცეოდა ასე მასთან ახლოს ყოფილიყო და გაეგო მის შესახებ ბევრი რამე და მეორე, „მე“ იმას ამბობდა, რომ ასე არ იქცეოდა და მართლა მოსწონდა მაშო, მაგრამ გიგისას რას გაიგებდი.. მაშო! ერთი შეხედვით არ ჩანდა ცუდი გოგო, არა! ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მაინც ცუდად მოიქცა, რომ არ გაუმხილა ანასტასიას მისი დეიდაშვილის მიმართ სიყვარული. იქნებ ეხმარებოდა და კარგ რჩევას აძლევდა ანასტასია მას?! თათა და ლევანი კი სხვა თემები იყვნენ. გაეღიმა ანასტასიას მათ გახსენებაზე და წინ მომავალი დაუდგა თვალწინ, სადაც თათა მუდმივად ბუზღუნებს და მისი ჯუჯღუნისგან იღიმის ლევანი. „ისე, მართლა როგორ უნდა გიყვარდეს თათა მის ზუილს რომ გაუძლო მთელი დღე! კონკურენტი ხარ ლევან“-გაიფიქრა ანასტასიამ და გაეცინა. ოთოზე რა უნდა ეფიქრა? გიგის ძმაკაცებიდან ყველაზე მეტად მეგობრობდა ოთოსთან. არა იმიტომ რომ არ უყვარდა ლევანი და არ მეგობრობდა მასთან, არამედ იმიტომ რომ ოთო სხვანაირი იყო. ნებისმიერ თემაზე შეიძლებოდა მასთან დალაპარაკება და საერთოდაც მისგან სხვანაირი თანადგომა იგრძნობოდა ყოველთვის. ამ ფიქრებში იყო, როცა დედამისი შემოვიდა:

-ანასტასია, სად გაქვს ტელეფონი? გირეკავს თათა აგაფეთქა!
-უი, არვიცი დე. ხმა გამორთული მქონია, მოიცა გადავურეკო
-არ გინდა, ქვემოთ არიან და გელოდებიან, რომ ჩახვიდე,- ჩაიცვა ქურთუკი ანასტასიამ და კარი გააღო თუ არა აქოშინებული ოთო შემოვიდა.
-რა არის ამ დეიდაშვილებს სახლები კენწეროში, რომ არ გქონდეთ გამოკიდული არ შეიძლება? ამოვწყდი კაცი სანამ აქ ამოვაღწიე!
-ლიფტის შესახებ არ იცი ოთარ?-სიცილით უპასუხა ნანამ.
-კაი რა ნანაჩკა, როდის გაიჭედება ეგ ლიფტი არვიცი მე..! წამო, გოგო წამო ეკლებზე ზის ორი მანქანა და შენ გელოდება,-უთხრა ოთომ და ვითომც არაფერი უმძიმესი ჩანთა ზურგზე მოიგდო ხურჯინივით და კიბეებზე დაეშვა,-პაკა ნან! მივხედავ შენს შვილს, ცივ ნიავს არ მივაკარებ და არც გათხოვების საშუალებას მივცემ!-დაუძახა საიდანღაც ნანას ოთომ. დედა-შვილს გაეცინათ ოთოზე. ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ანასტასიაც ქვემოთკენ დაეშვა. სადარბაზოდან გასულს თათა ხელებგადაჯვარედინებული და ცხვირაბზუებული დახვდა.

-სად გაქვს ტელეფონი იცი როგორ ვინერვიულე?-მკაცრად უთხრა თათამ ანასტასიას.
-კაი, შენ კიდევ რა დაგემართა ნახევარი საათის წინ არ გელაპარაკე?-სიცილით უპასუხა ანასტასიამ და უკან მოკალათდა მანქანაში. მაშო არც გადმოსულა მანქანიდან და არც შორიდან მისალმებია ანასტასიას, თავისთვის იჯდა ოთოს მანქანაში და უკანა სავარძლიდან აწვალებდა დისკებს. დაადგენენ ბაკურიანისკენ გზას. ხაშურში გადაუხვიეს თუ არა უკვე მოსჩანდა ალაგ-ალაგ თოვლი. ძალიან უხაროდათ თოვლი გოგოებს. იო და ლევანი კვდებოდნენ სიცილით გოგონების ბავშვურ შეძახილებზე. როგორც იქნა ჩავიდნენ ბაკურიანში და მაშინვე გადახტნენ მანქანიდან და გაიჭრნენ თოვლში. შემდეგ სასტუმროში შევიდნენ და რეგისტრატურაში მდგომ ბიჭებს შეუერთდნენ. თავიანთვის მშვიდი და კომფორტული ოთახი აარჩიეს, ხედით დიდველისკენ. როცა მაშომ და გიგიმაც აირჩიეს ოთახი, თათა დასაკავებელი გახდა რა პონტში უგორდება გიგისო, ამაზე კი ლევანის დაბრიალებული თვალები მიიღო. დალაგდნენ თუ არა წავიდნენ სასრიალოდ. საოცარი შეგრძნება იყო ბაკურიანის მთები. ერთ ამოსუნთქვაში ვერ იტევდა ანასტასიას მონატრებას საყვარელი მთების. ბევრი ისრიალეს და გული იჯერეს დაღლილები კი დაბრუნდნენ სასტუმროში.


საწოლზე წამოკოტრიალებულები იყვნენ ანასტასია და თათა და ტელეფონით დაძვრებოდნენ სოციალურ ქსელში და ჭორავდნენ მთელ თბილისს. ოთახში ოთომ შემოგლიჯა კარი და ჩაუხტა გოგოებს შუაში.

-თქვენ არ გასწავლეს კარის დაკეტვა?-მოჩვენებითი სიმკაცრით იკითხა ოთომ.
-შენ არ გასწავლეს დაკაკუნება? კაკუ-კაკუ..!- უთხრა თათამ და ხელებით გააკეთა დაკაკუნების იმიტაცია.
-ვაი, საწყალი ლევანჩო შენს ხელში, ტო..!-წაიბურდღუნა ოთომ.
-რას მერჩი ვერ გავიგე?საწყალი გიგი და მაშოა! ჯერ რომ ვერ გაგვირკვევია, რომელი უფრო ცოდოა..!-წამოიძახა თათამ.
-ოპაა..! რაღაც კარტები იხსნება ნელ-ნელა თუ რა თემაა?-ინტერესით წამოჯდა ოთო,-ტასო, შენ მითხარი ამის „აწიწაკების“ ნერვები არ მაქვს..!
-აუ, ვაფშე რა! პაკა!-გაბრაზდა თათა და ტელეფონში ცხვირაბზუებული ჩაძვრა.
-რა გინდა გითხრა? პროსტა, ძაან დაგვიკიდა მაშომ და ნუ, კაი მე თუ არა თათასთვის ხომ უნდა ეთქვა რამე. რა სისულელეა არ ვითხოვ არაფერს რომ საქმის კურსში ჩამაყენოს ეგ მაშოს ცხოვრებაა, მაგრამ მაინც ხო შეიძლება ეთქვა? იქნებ ვურჩევდი რამეს, ხელს ვუწყობდი ან იქნებ ვეუბნებოდი გიგი პათოლოგიების შესახებ?
-მოიცა, მოიცა ეხლა! რა წესია, ტო.. მულობ და რამე?-გაიცინა ოთომ. ამ დროს გიგი შემოვიდა ოთახში, რომელსაც არც თუ ისე სასიამოვნო სახე ჰქონდა.
-ვა, მატრაკვეცაც მოსულა,-შეუბღვირა თათამ.
-შენ გოგო ნუ სარგებლობ იმითი, რომ ლევანი გიდგას უკან!რანაირად ლაპარაკობ?-შეუღრინა გიგიმ და ჩამოჯდა ლოგინის კიდეზე,- ოთარ, ჩაჭორავდი თუ რა თემაა?
-ხო გოგო, ვჭორაობთ გოგოები და ხელს გვიშლის შენი ბანძი სახე ჰაეროვან თემებზე სასაუბროდ!-უთხრა ოთომ და გაიცინა.
-სად გყავს სატრფო?-ცინიკურად ჰკითხა ანასტასიამ.
-ოთახშია.-ცივად უპასუხა გიგიმ
-არ გამოდის ოთახიდან?
-რა გინდა ტაისია?
-რა უნდა მინდოდეს? გვეკონტაქტოს! თუ განმარტოვებას აპირებდით წამოსულიყავით მარტო! რისთვის წამოვიდა, ღამე არ ეყოფოდა შენი თავი?-დაიყვირა ანასტასიამ,
-ტონს ნუ მიწევ გოგო! რა შენი საქმეა ჩვენი ღამე და დღე! ეგრე უსწორდება და მორჩა!-არ ჩამორჩა გიგი.
-ხოდა, მეც ეგრე მოვიქცე? ვაფშე, სულ ყველა დაგიკიდოთ? და როგორც გამისწორდება და რაც გამისწორდება ის გავაკეთო?
-რა სულ ყველა დაგვიკიდო? შენ შოკში ხო არ ხარ გოგო? შეყვარებული გყავს?!-დაიღრიალა გიგიმ.
-აუ, სად წახვედი ვაფშე! შენი ტვინი სხვა ვერაფერს წვდება? დიახაც!რა შენი საქმეა!
-ჩემი საქმეა ზუსტადაც! მომინდომა გოგომ აქ ერთი ადგილის თამაშები..! ხო არ გაჟრიალებს საერთოდ?
-გადი რა! გადი! უნდა ჩამაშხამო ხო? გადი მაშოსთან! ისედაც ძალით წამომიყვანე აქ და შემარგე მაინც!- ატირდა ანასტასია. გიგი წამოხტა და ისე გაიხურა კარები ლამის მთელი სასტუმრო ჩამოიღო.
-კაი, ტასიკო გაჩერდი რა! ხო იცი როგორი ავადმყოფია.. იქნებ მაშომ მაინც უშველოს. საშენოდ გამოიყენე რა მაშოს არსებობა, იქნებ ეშველოს..-ამშვიდებდა ოთო ანასტასიას.
-როგორ? ვერ ხედავ როგორი დეგენერატია! რა ჯანდაბა უნდოდა? ჩემ გოგოს ბედნიერება არასოდეს არ ეღირსება ხო?- ჯუჯღუნებდა თათა.
-კაი, თამარა შენ კიდე ცეცხლზე ნავთს რა პონტში ასხავ რა! ვსო! გეყოს ეხლა ტირილი და წავედი მე ნახევარ საათში ბარში ჩამოდით, ბიჭები იქ არიან და გველოდებიან..!-უთხრა ოთომ გოგოებს და ოთახიდან გავიდა.
ოთახიდან გასულ ოთოს კარებთან იოანე შეხვდა,რომელსაც სახე ალეწვოდა და დაძაბული იდგა კედელთან.

-გაიგე?-ჰკითხა ოთომ.
-კი,-უპასუხა იომ,-ისე გამოვარდა ვერც კი მოვასწარი რამე მეთქვა.
-კაი ტო რა უნდა უთხრა? ნუ, დაძაბავ რა სიტუაციას!
-რა ნუ დავძაბავ? მოსათმენია, როგორც იქცევა? სულ გამოშტერდა ეს ბიჭი! ამდენი წლები ეს თუ ესე იქცეოდა ყოჩაღ მაგას! რატომ გადაწყვიტა, რომ ვინმე გულს ატკენს ან საერთოდაც კონტროლი სჭირდება და ზოგადადაც! ასეთი მოქცევა?-ხმა გაბზარვოდა იოანეს.
-თუ ძმა ხარ დაწყნარდი. დღეს არაფერი არ უთხრა, ხომ ხედავ აღელვებულია ისიც და შენც..!ადრე ველაპარაკეთ მე და ლევანი და შენც იცი რა რაც მოხდა.. იმენა დასაკავებელი იყო, ჩემს საქმეში ნუ ერევითო..
-როდემდე მოვითმინო? აღარ შემიძლია ამის სისულელეებს რომ ვუყურებ! ძმაკაცია, მაგრამ..
-ვიცი, მე შენი "მაგრამ" და ნუ გერიდება ჩემთან ხომ იცი..-თვალი ჩაუკრა ოთომ.
-დაველაპარაკები, აუცილებლად დაველაპარაკები..
-გააფრენს,ტო..-ამოიოხრა ოთომ.
-რამე სხვას მთავაზობ?-ცინიკურად უპასუხა იოანემ ძმაკაცს.
-რავი, ტოო.. დღეს არა რა! წამო, ჩავიდეთ თორე ლევანამ ამაფეთქა. მეც გამიგრძელდა აქ ჯდომა შევყევი გოგოებთან ჭორაობას,-უთხრა ოთომ,ხელკავი გამოსდო ძმაკაცს და მასთან ერთად ჩაუყვა კიბეებს.


ბარში ჩასულებს უკვე კარგად ნასვამები დახვდნენ ბიჭები. თათა ლევანის დანახვაზე მაშინვე დადნა და კინაღამ იქვე დაიღვენთა. მაშო გიგის კისერზე შემოხვეოდა და ვერავის ხედავდა მის გარდა.
-აუ, უკვე მოასწარით დალევა?-იკითხა განაზებულმა თათამ.
-სანამ შენ იპრანჭებოდი თათუშკა კი გავიდა ორი საათი და ორი ბოთლიც გამოიცალა,-უთხრა ლევანმა და მოწყვეტით აკოცა კისერში.

ანასტასია ჩუმად იჯდა თავისთვის და მარტინის წრუპავდა და შიგადაშიგ საყვარელ დეიდაშვილს გახედავდა, რომელიც ისე იჯდა და იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ბევრი ადამიანი ირეოდა, მაგრამ ძირითადად ახალგაზრდობას ჰქონდა თავი მოყრილი. საკმაოდ მშვიდი და წნარი სიტუაცია იყო, აი, ისეთი ზამთრის ცივ დღეს რომ შეეფერება მეგობრებთან ერთად რომ უნდა გაატარო. ანასტასია წამოდგა.

-სად მიდიხარ?-მაშინვე ჰკითხა გიგიმ.
-ოთახში, შემცივდა და ჩამოვიტან მოსაცმელს.
-აუ, ტასიკო! კაი გამახსენე დავაი ჩემი ჟაკეტიც გამოაყოლე რა თუ და ხარ!ოღონდ იცი რომელი? შენ რომ ჩამომიტანე რა,მაგრად მევასება.-უთხრა ოთომ და ოთახის გასაღები გაუწოდა.
-მარტო მიდიხარ?-ჰკითხა ძარღვებდაჭიმულმა გიგიმ.
-რა იყო, ვინმე მომიტაცებს ამ ორ ნაბიჯზე ან რამეს მეტყვის?ა, ბოდიში.. შენი შიშით არავინ მიყურებს!-უპასუხა ანასტასიამ. გიგიმ პირი გააღო, რომ რაღაც ეთქვა მაგრამ იოანემ დაასწრო.
-მე გავყვები,-თქვა იოანემ მშვიდად და წამოდგა. ერთად აუყვნენ კიბეებს. არც ერთი ხმას არ იღებდა, მაგრამ ორივეს ჰქონდა სათქმელი. კაი გოგოსავით მთელი გარდერობი ჰქონდა წამოღებული ოთოს და ამაზე ორივეს გაეცინა. იო უყურებდა ანასტასიას, რომელიც გულმოდგინედ ეძებდა ოთოს სასურველ მოსაცმელს და თავის თავს უბრაზდებოდა,რომ აქამდე ასე შორს იყო ანასტასიასგან. როგორი დაუცველი იყო ეს სიფრიფანა გოგო და როგორი ანგელოზის სახე ჰქონდა. მიუხედავად დღევანდელი ნერვიულობისა, მაინც მშვიდი და გაცისკროვნებული სახე ჰქონდა. ტირილისგან თვალები ოდნავ ამოღამებოდა და ტუჩები დასიებოდა. როგორი ლამაზი იყო მაინც იოს ტასი..

ანასტასიამ იგრძნო დაჟინებული მზერა და მისკენ გადმოდგმული რამდენიმე ნაბიჯი, როგორ შეეხო ხელზე და მისკენ შეაბრუნა იოანემ გოგონა. თავი აუწია ხელით და ჩამოჩეჩილი თმები გადაუწია. უყურებდნენ თვალებში და ორივეს აჩქარებოდა გული! კოცნა.. გემრიელი, დაუვიწყარი.. თითქოს გარშემო ყველაფერი გაჩერდა. საათის ხმაც აღარ ისმოდა და თოვაც გაჩერებულიყო. ყველაფერმა აზრი დაკარგა,ან.. ან პირიქით.. შეიძინა.. მაშინ დაიწყო სამყარომ არსებობა და მაშინ შეიძინა ცხოვრებამ აზრი..

-შენ ჩემი ანგელოზი ხარ..-უთხრა იოანემ და ძალიან მაგრად ჩაეხუტა. გრძნობდა, როგორ კანკალებდა ანასტასია და გული ამოვარდნას ჰქონდა.
-შენ კიდევ ჩემი ეშმაკი, რომელიც საჩუქრად გამომიგზავნა ღმერთმა, რომ სისულელეები ჩავიდინო მასთან ერთად..-გაიღიმა ანასტასიამ.
-ანგელოზი და ეშმაკი დედამიწაზე არიან და მათ ჰქვიათ „ჩვენ“.. ჩვენ გვქვია „ჩვენ“..


***
დიდი ბოდიში ასეთი დაგვიანებისთვის. იმედი მაქვს მოგეწონებათ:) ველი შეფასებებს..:)
გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!
წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი:)



№1 სტუმარი სტუმარი

ძალიან კარგი ხარ, რაღაცნაირად კარგად წერ, და გელოდები, ნუ დააგვიანებ რააა

 


№2 სტუმარი nii

Dagvianebis da didi lodinis miuxedavad mainc dzalian saintereso da kargi :* ase agar daigvianoo

 


№3 სტუმარი sdfasg

ყოჩაღ აი ძაან მაგარია <3

 


№4  offline წევრი ელენა ილდანი

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა <3
ახალ თავს ხვალ დავდებ:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent