გაკოცებ შემოდგომისფრად 6
შუადღე იყო რომ გამეღვიძა, გვერდით მძინარე სხეულს გადავხედე, საკმაოდ ღრმად ეძინა, საწოლიდან წამოვიწიე, იქვე დაგდებული მისი პერანგი ავიღე და შიშველ სხეულზე გადავიცვი, ფანჯარასთან მივედი და ხედს გავხედე, ლამაზი იყო იქაურობა... -იცი რა? მგონი ეგ ზედმეტია რაც გაცვია, ისე უფრო მიმზიდველი იქნები (გიორგი) უცებ შევკრთი რადგან მეგონა ეძინა, მისკენ შევტრიალდი და საროჩკა შევისწორე. ხელი თავქვეშ ამოედო და ღიმილიანი მზერით მათვალიერებდა -გარყვნილი ხარ (მე) საწოლის გვერდით გავიარე, უცებ წამოიწია და ხელი ჩამავლო, საწოლში ჩამაგდო და თვითონ ზემოდან დამყურებდა -რას აკეთებ? (მე) -არაფერს (გიორგი) უცებ ტუჩებზე მეტაკა ისე რომ ხმის ამოღებაც ვეღარ მოვასწარი, კიდევ უფრო გათამამდა როდესაც კოცნაში მეც ავყევი და საროჩკის ღილების შეხსნა დამიწყო საროჩკა გადამიწია და მთელი სხეულით მომეკრო -მარტო ჩემი ხარ (გიორგი) -ვინ გითხრა რომ შენი ვარ? (მე) ძლივს მოვასწარი თქმა სანამ ისევ განაგრძობდა კოცნას, უცებ თავი წამოწია და სერიოზული სახე მიიღო -რათქვი? (გიორგი) -ვინ გითხრა თქო რომ მარტო შენი ვარ? (მე) -აბა კიდე ვისი ხარ? (გიორგი) -იდიოტი ხარ (მე) თავი გავატრიალე და მის მოშორებას შევეცადე მაგრამ ამაოდ -ელენა მეორედ ესე ნუ გამაღიზიანებ (გიორგი) უცებ გიორგის ტელეფონმა დარეკა, რომელიც იქვე ტუმბოზე იდგა, გადაიწია და ტელეფონი აიღო, შემდეგ მე გამომხედა და ისევ ტელეფონს დაუბრუნდა -გისმენ (გიორგი) -...... (მეორე მოსაუბრის ხმა ბუნდოვნას ისმოდა მაგრამ გაარჩევდით რომ ის ხმა გოგონასი იყო) -მერე ამოვალ ეხლა არმცალია (გიორგი) -....... -კარგი ამოგიტან (გიორგი) ტელეფონი გადადო და მე მომიბრუნდა, არაფერი უთქვამს, თმებზე მეფერებოდა -წავალ წყალს გადავივლებ (გიორგი) -მიბრძანდი (მე) -ნუ მეუხეშები ელენა თორემ დაისჯები იცოდე (გიორგი) -ნუ მაშინებ რა (მე) -აჰა ეგრე ხო? (გიორგი) -კაი ხო მიდი და მალე გამოდი მეც უნდა შევიდე (მე) საჩვენებელი თითი დამიქნია და სააბაზანოში შევიდა, დაახლოებით 2 წუთში მის ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა, გადავწყვიტე გამეხსნა, მართალია ეს ჩემი საქმე არ იყყო მაგრამ ამჯერად ცნობისმოყვარეობამ მსძლია *მალე მოდი არ დაიგვიანო ცუნცულ, თან ჩვენი საყვარელი ღვინო წამოიღე* საწოლზე ჩამოვჯექი და თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა აბა სხვას რას ველოდი ჩემი ერთგული იქნებოდა? ფუ რა იდიოტი ვარ (სახეზე ნერვიულად ჩამოვისვი ხელი და მისი ტელეფონი თავის ადგილას დავაბრუნე) ცოტა ხანში ისიც გამოვიდა მიღიმოდა მეკი არაფრისმთქმელი სახით ჩავუარე გვერდით და აბაზანაში შევედი, ისე მტკიოდა გული რომ მინდოდა ამომეგლიჯა რომ აღარ მეგრძნო არაფერი. რამოდენიმეჯერ დამიძახა მაგრამ შემდგეგ მიხვდა რომ ტყუილად მეძახდა და შემეშვა. მოვწესრიგდი და ოთახში გავედი -რამე დავაშავე? (გიორგი) უკან ამეკიდა პატარა ბავშვივით -სახლში მინდა (მე) -ელენა მიპასუხე, რაემ დავაშავე? (გიორგი) მკლავში მწვდა და მისკენ შემატრიალა -სახლში მინდა, თან შენც გაგვიანდება ალბათ სადმე(მე) -მე არსად არ მაგვიანდება, შენთან ყოფნაზე უკეთესი რა უნდა იყოს? რატო მექცევი ესე? (გიორგი) -სახლში წამიყვანე გთხოვ(მე) იქაურობა მივაწესრიგე, ჩანთას ხელი მოვკიდე და გარეთ გავედი, ისიც უკან მომყვებოდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა მანქანაში ჩავჯექი, გვერდით მომიჯდა და მანქანა დაქოქა, მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არცერთს, უკვე მოსაღამოვებული იყო სახლის წინ გამიჩერა მანქანა, მანქანიდან გადავედი და სახლისკენ დავიძარი, თვითონაც გადმოვიდა და კარგა ხანს მეძახდა სანამ თვალს არ მივეფარე, შემდეგ გავიგონე როგორ დაქოქა მანქანა და წიოკით მოწყდა ადგილს, ძლიან შემეშინდა რამე არ მოსვლოოდა, თუმცა ისე ვიყავი გულნატკენი და იმედგაცრუებული რომ სხვას არაფერს ვაქცევდი ყურადღებას -იდიოტი! (ჩავილაპარაკე ჩემთვის და სახლშ შევედი) ვფიქრობდი მაგრამ დასკვნა ვერ გამომქონდა რატომ მომექცა ესე ტელეფონი ავიღე და გადავწყვიტე დამერეკა -მშვიდად რომ წასულიყავი არ შეგეძლო? (მე) ეგრევე ჩხუბზე გადავედი -რა გინდა ელენა ? (გიორგი) მისმა ესეთმა საუბარმა უფრო დამწყვიტა გული და თვალები ამიცრემლიანდა -მაპატიე ალბათ ცუდ დროს გირეკავ, ხელი შეგიშალე, კარგად იყავი ცუნცულ(მე) მივაყარე და ბოლო სიტყვა მკაფიოდ გამოვუკვეთე და ისე გავთიშე სიტყვი თქმაც ვერ მოასწრო , აბაზანაში შევედი ატირებული და ცხელ წყალს შევეყუდე, ცოთათი დავმშვიდდი პირსახოცი შემოვიკარი და ოთახშ გავედი, კარზე ზარი იყო, ინსტიქტურად წავედი კარისკენ -რომელი ხარ? (მე) -გამიღე (გიორგი) მისი ხმის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ წამშივე გამახსენდა ყველაფერი, გაბრაზებულმა გავაღე კარი და მის აღფრთოვანებულ და მომღიმარ სახეს შევეჩეხე -რა გაცინებს ? (მე) შევუღრინე და უცებ გაახსენდა როგორ ვიდექი მის წინ. -ჩემი სექსუალური(გიორგი) ჩემსკენ წამოვიდა მეკი ოთახისკენ წავედი და ტელეფონი გამოვიტანე, როცა ოთახიდან გასასვლელ კარს მივუახლოვდი ის უკვე იქ იყო -იცოდე პატრულს გამოვუძახებ (მე) ტელეფონო ავათამაშე ხელში -ბაზარი არაა (გიორგი) საწოლზე წამოწვა, თავქვეშ ხელები ამოიდო და თან მაკვირდებოდა -გიორგი ადექი და წადი აქედან (მე) -მოდი ჩემთან ერთი წუთით, რაღაც მინდა განახო (გიორგი) შემდეგ დასერიოზულდა და თვალებში მომაშტერდა -გადი ჩავიცვამ და გამოვალ (მე) -მე მაგის გახდასაც ვაპირებდი შენთვის (გიორგი) -რა უტაქტო ხარ, იდიოტიიი და მანიაკიიიი (მე) უცებ წამოხტა და ხელში ამიყვანა -რომ გეძახი უნდა მოხვიდე ხოლმე, ეხლა კი ნუ ფართხალებ (გიორგი) -თავი დამანებე ეხლავე დამსვი (მე) ვფართხალებდი და ვყვიროდი, საწოლზე დამაწვინა და თვითონ გვერდით მომიწვა, ეხლა კი გავირინდე, უცებ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და შეტყობინებებში შევიდა, თან ისე ეკავა რომ მეც დამენახა. მე რომ წავიკითხე იმ შეტყობინებაში შევიდა და დარეკა. გული საშინლად მიძგერდა, ისე მეშინოდა, მეშნოდა იმედიც არ გამქრალიყო. მან დიქტოფონზე დააყენა ხმა და თავი თავზე მომადო, თან ყელში მკოცნიდა, მეკი გაშეშებული და განაბული ტელეფონს ვუსმენდი. დავაგვიანე რისთვისაც ბოდიშს ვიხდიი (( იმედია მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.