შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 17)


23-11-2015, 17:11
ავტორი Dikunadiko
ნანახია 3 956

უკან დაბრუნება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე სალომე და სესილი წარმოიდგენდნე, იმდენად იყვნენ გაშინაურებული რომ გული აღარსად მიუწევდათ, აეროპორტის გზაზე ორივეს ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა.
დემეტრეს და ლევანის დაჟინებული თხოვნით ლიუდა დეიდაც მათთან ერთად ბრუნდებოდა სამშობლოში ეს ფრენა ალბათ ყველაზე მეტად მისთვის იყო ამაღელვებელი , რადგან ბოლოს და ბოლოს ფეხს 20 წლის მონატრებულ მიწა წყალზე დადგავდა, ისევ შეისრუტავდა სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილ ჰაერს .
ლიზის და ინგას მთელი გზა ეძინათ, სალომე და ლიუდა გაფაციცებით დაჰყურებდნენ თვითმფრინავის სიმაღლიდან ბუზებივით გაწყობილ ქალაქებს, დემეტრეს სესილის თითები თავისაში მოექცია, სესილის თავი მის მხარზე ედო.
-აუცილებლად დავბრუნდებით, გპრიდები და მოვინახულებთ ყველა იმ ადგილს რაც გეგმაში გვქონდა. ჩუმად უჩურჩულა ყურთან გატრუნულ შეყვარებულს და ხელით თმებზე წაეთამაშა
-აუცილებლად . სითბოთი აღსავსე თვალებით აჰხედა, მერე ყელთან მხურვალე კოცნა დაუტოვა და თვალები მინაბა..


*
-იფიქრე იმაზე რაც ჩვენს პირველ გასეირნებაზე გითხარი? დაჟინებული მზერა მიაპყრო ოთომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქალს.
-რაზე? შეეცადა რაც შეეძლო ჩუმად ეთქვა, რომ უკანა სავარძლზე გადაწოლილ ბავშვს არ გაღვიძებოდა.
-მიყვარხარ და შენთან ცხოვრების გაგრძელება მინდა. მტკიცე და შეუპოვარი ჩანდა, თუმცა სესილი რატომღაც არ მოიხიბლა, კარგად იცნობდა ყოფილი ქმრის ხრიკებს.
-მე და დემეტრე ერთად ვართ, ერთმანეთი გვიყვარს და მასთან ვაპირებ ჩემი ცხოვრების დაკავშირებას. არცვიცი ამყველაფერს რატომ გეუბნევი შენ, მაგრამ არ მინდა ტყუილი იმედებით იცხოვრო, შენ ჩემი შვილის ბიოლოგიური მამა ხარ, მორჩა და გათავდა, ლიზის იქით ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო. და ამ თემას აღარასდროს შეეხო ჩემთან. გთხოვ.
ოთოზე მტკიცე სესილის სიტყვები აღმოჩნდა. დაასრულა თუ არა მანქანიდან გადმოვიდა, უკანა სავარძელზე გადაწოლილი შვილი ხელებში მოიქცია და ბნელ სადარბაზოს შეეფარა.
სესილის სიტყვების მერე გახევებული იჯდა ოთო, უცნაური გრძნობა ჰქონდა, ვერ ხვდებოდა, ზიზღი იყო თუ სიყვარუული, თუ ორივე ერთმანეთში ირეოდა, გაურკვეველ ბოროტებას გრძნობდა გულში და თავს ვერაფერს უხერხებდა, საჭეს ხელები მოუჭირა და წარმოიდგინა როგორ კოცნიდა დემეტრე მის კუთვნილ ქალს, ბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა, მანქანა დაქოქა და ელვისებური სისწრაფით ისე მოსწყდა იქაურობას ,მთლიანად ბოლში გახვია არემარე.

სახლში შევიდა თუ არა ბავშვი საძინებელში მიაწვინა, თვითონ ფეხზე გაიხადა და მისაღებში სავარძელზე მოკალათდა როდესაც დარწმუნდა რომ სალომეს გარდა ყველა სახლში იყო და ყველას ეძინა.
იტალიიდან დაბრუნების შემდეგ და ოჯახის ახალი წევრის გაჩენის შემდეგ, ინგას ბინა და სესილის და სალომეს საერთო საცხოვრებელი გაყიდეს და 4 ოთახიანი ფართო ახლადგარემონტებული ბინა შეიძინეს ქალაქის ცენტრში, სამსახურთან ახლოს.
ამ საღამოს სალომე ისევ ლევანის მკლავებში ატარებდა, სესილი კი მოწყენილი იჯდა სავარძელში და თვალებს იფშვნეტდა, ცოტახანში ვიბრაციაზე დაყენებული მობილური მაგიდაზე აზუზუნდა.
-როგორ ჩაიარა შეხვედრამ? საყვარელი ხმის გაგონებაზე, ერთიანად მოეშვა და მოდუნდა.
-ლიზი კარგად გაერთო..
-შენ? მიხვდა რომ დემეტრე ეჭვიანობდა როდესაც სესილი ასეთ შეხვედრებზე მიდიოდა.
-მე შენ მენატრებოდი..ტუჩი მოიკვნიტა , ყურმილშივე იგრძნო როგორ ჩაეღიმა დემეტრეს.
-10 წუთში სადარბაზოსთან ჩამოდი.
ეს უთხრა და მობილური გათიშა.

საშინელი ეჭვიანობა იბუდებდა დემეტრეში როდესაც სესილის აზუზუნებულ მობილურზე ოთოს ნომერს ხედავდა. იცოდა რომ ასეთი "ოჯახური" შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის გამო იყო და სესილი იძულებით მიდიოდა, არ უნდოდა საყვარელი ქალის შეუხება და წყენინება უაზრო ეჭვიანობით ამიტომ ხმას არასდროს იღებდა.
მობილური გათიშა თუ არა მანქანა დაქოქა და სესილისაკენ გაეშურა.
დათქმულ დროს არ გადააცილა არც მან და არც სესილიმ, სადარბაზოდან გამოვიდა თუ არა მაშინვე მოადგა დემეტრეს მანქანა იქაურობას.
-ღმერთო ჩემო როგორ მენატრებოდი.. ამოიჩურჩულა როდესაც დემეტრე მის ტუჩებს მოსწყდა
-მეც ჩემო პატარავ..თავზე ხელი ცამოუსვა და გულთან მიიხუტა სესილი
-წავიდეთ ჩემთან?
-სალომე და ლევანი..?
-კიკეთში წავიდნენ..
-ეე მე რატო არ მითხრა სალომ, უნამუსო. მოჩვენებითი სიბრაზით ამობურცა ტუჩები და მერე მომღიმარმა გახედა დემეტრეს. -წავიდეთ.
სახლში შესვლისთანავე კედელზე მიაყუდა გოგონა ხელები მაისურის ქვეშ შეუცურა და ათრთოლებულ კკანზე ჩამოუსვა.
-მინდიხარ.. ამოიგმინა და კიდევ ერთხელ დააკვდა სესილის სისხლისფერ ტუჩებს, გოგონამ ხელები კისერზე შემოჰხვია და მსუბუქი მოძრაბოთ საძინებლისკენ წაიყვანა, არც აცხელა, არც აცია, ხელის კვრით საწოლზე გადააწვინა თვითონ ზევიდან მოექცა, შინდისფერი მაისური გახადა და თითები პრესზე აასრიალა.ცოტახანში ოთახი სესილის ვნებიანი ხმადახშული ბგერებით გაივსო..


*

-სად მივდივართ? ჰკითხა სალომემ როდესაც თბილისს გასცდნენ.
-კიკეთში,ცოტას დავისვენებთ სიხარულო. საჭიდან ცალი ხელი სესილის ხელისკენ გადმოანაცვლა, ხელეში მოიქცია და ტუჩებთან მიტანილმა ცხელი კოცნა დაუტოვა.
-ხო მაგრამ სამსახური? ხვალ თათბირი გვაქვს დილით.. საყვარლად ამობურცა ტუჩები სალომემ.
-თათბირს დემეტრე და სესილი მიხედავენ, ორიოდე დღით არ გვაწყენდა დასვენება.
გზად სუპერმარკეტში შეიარეს, ორი დღის სამყოფი საჭმელ-სასმელი იყიდეს და გზა განაგრძეს, კიკეთი არც თუ ისე შორს იყო მაგრამ გზა დამღლელი და იმაზე გრძელი აღმოჩნდა ვიდრე სალომე ელოდა.შუა გზაში შავი სათვალეები გაიკეთა რომ მზეს არ შეეწუხებინა და თვალები მინაბა.
დროდადრო სიყვარუულით აღსავსე მზერას სტყორცნიდა ხოლმე ლევანი საყვარელი ქალის მძინარე სახეს და მერე ისევ გზას გაჰყურებდა.
არ სჯეროდა რომ ახლა ასეთი ბედნიერი იყო, რომ იმ მარტოობის საშინელმა წლებმა ბოლოსდაბოლოს მიატოვეს, რომ ახლა ფერადი ფერები შემოიჭრა მის ცხოვრებაში, ახლა უკვე სრულყოფილ ოჯახზე ფიქრობდა, ტვინში ალაგებდა მისი და სალომეს თანაცხოვრების სურათებს, დილით გერმიელ საუზმეს და ყავას, შუადღეს ერთად საბუთებში ძრომიალს, ღამით კი ვნებიან სექსს , და ეს უფრო აგიჟებდა, ერთდროულად ვნება და სიყვარული იპყრობდა.
მერე ბავშვებზეც დაფიქრდა..
და ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს ახლადშეხორცებული იარებიდან სისხმლა ისევ იწყო დენა.
ყოველთვის, ყველგან , როგორი ბედნიერიც არ უნდა ყოფილიყო, იცოდა რომ ეს ტკივილი მუდა თან დაყვებოდა, იცოდა რომ ეს მოუშუშებელი იარა იყო, რომ მას ვერავინ და ვერაფერი გადაფარავდა.
გონებაში უცაბედად ამოტივტივებული ნუკას სახე კიდევ ერთხელ შეიძულა და საჭეს მსუბუქად დაჰკრა ხელი.
მზე მთებს ეფარებოდა როდესაც მანქანა გაჩერდა, სალომემ უკმაყოფილოდ დამანჭა სახე და დაყრილი თმები ყურსუკან გადაიწია, მერე ახლადგაღვიძებული მზერა მიაპყრო მის გვერდით სითბოთი აღსავსე თვალებით შემყურე მამაკაცს და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
იტალია, იტალია იყო მაგრამ ბუნებამ სადაც ლევანის და დემეტრეს სახლი იმყოფებოდა იმხელა შთაბეჭდილება მოახდიან ფლორით გატაცებულ ქალზე რომ კარგა ხანს სახლში ვერ შეჰყავდა ლევანის.
ლევანიმ ჩემოდნები მისაღებში დაალაგა და ახლა პროდუქტების მოსატანად წავიდა, სალომე აღტაცებული ათვალიერებდა სახლის კედლებში გამჯდარ ფერად საღებავებს, ისეთი ჰარმონია და სიმშვიდე სუფევდა.
-რა სისუფთავეა.. გაკვირვებით ჩაილაპარა და თითი სამზარეულოს გაწკრიალებულ დახლს ჩამოუსვა
-ხო, კვირაში ერთხელ მოდის ხოლმე დამლაგებელი და ალაგებს, რომ მტვერმა არ წაიღოს აქაურობა. პარკები დახლზე შემოაწყო, სალომემ მაცივრის შესაეთებელი შტეფცელში შეაერთა და პროდუქტების შიგ შეწყობა დაიწყო.
ლევანიმ ჩათები მეორე სართულზე, დემეტრეს მოპირდაპირე ოთახში შეიტანა.
ოთახებს გაფორმებაზე ბიჭებს დიდად არც უზრუნიათ, სამი საძინებელი იყო და სამივე იდენტური, თუმცა ორივემ იცოდა თავინთი საძინებლის ადგილი და სხვის "ტერიტორიას" არ ეხებოდნენ.
-მომშივდა სააალ, რამე გააკეთე რა სანამ უკანა ეზოს მოვათვალიერებ.
მისაღებბიდან თავი გამოჰყო ლევანიმ და ორი თითით ყელი საყვარლად გამოიწელა, მის წინ სალომე წამებში დნებოდა და უარს როგორ ეტყოდა.
მითუმეტეს რომ ლევანიზე ზრუნვის პროცესი სიგიჟემდე სიამოვნებდა.
არასდროს იყო მომხრე იმ მოსაზრების რომ საყვარელი მამაკცის ტანსაცმელების რეცხვა, პერანგების დაუთოება, სახლის დალაგება, საჭმლის გაკეთება მის მოსამსახურეობად ითვლებოდა.
სოფელში გაზრდილი იყო ამიტომ ყველაფერი ეხერხებოდა და არც არაფერს თაკილობდა, პირიქით სულ იმ გოგოებს დასცინოდა რომლების სკოლაში ტრაბახობდნენ " ცოცხი ხელში არასდროს ამიღიაო" სულ უნიათო და გაურკვეველი აზროვნების ხალხად თვლიდა .
სწრაფად შეწვა ერბო კვერცხი, მაგიდა ორ კაცზე გაშალა და როცა ყველაფერი შესრულებულად დაიგულა უკანა ეზოსაკენ გაემართა , ლევანისთან.
უკანა ეზოში დიდი ბასეინი და ღობის ძირებში ჩამწკრივებული სხვადასხვა ხის ნერგები იდგა, ლევანიმ გასლისთანავე ბასეინს დაფენილი გრძელი ცელოფნისმაგვარი ნაჭერი აჰხადა და გასასუფთავებლად შიგ ჩახტა, მერე წყლითაც აავსო , შემდეგ ხეებთან გადაინაცვლა, ავტომატური მორწყვის სისტემა ჩართო და მწვანე ბუნებრივი გაზონის კრეჭა დაიწყო მანქანით.
-რა სილამაზეა. უკნნიდან აეკრო აღტაცებული სალომე და ეზოს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი.
-მოგწონს? ამაყად გაიჟგიმა ლევანიც
-ძალიან. მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და ხელჩაკიდებულმა შეიყვანა სამზარეულოში. ლევანიმ ხარბად შეისრუტა ერბოკვერცხისგან დამდგარი სურნელი და მოშიებული გემრიელად დაეწაფა საჭმელს.
-უგემრიელესი იყო ჩემო ცხოვრებავ. თეფში ნიჟარაში ჩადო და წამოწითლებულ სალომეს თავზე აკოცა.
ერთად აალაგეს მაგიდა, შემდეგ ფილმი ჩართეს, დივანზე მოკლათდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ და ტკბილ ღვინოსთან ერთად ფილმის სიუჟეტში ჩაიძირნენ.
-მოვკვდები ახლა რომ არ გაკოცო.. ამოიგმინა დახშული ხმით ლევანიმ და ხელი სალომეს ლოყას გაუსვა
-ვინ გიშლის მერე.. უდარდელი მზერა სტყორცნა მამაკცს დ თვითონ ეძგერა ტუჩებზე, გახელებული კოცნიდნენ ერთმანეთს, ვნება და სითბო უფრო მატულობდა, მისაღების დივნიდან საძინებლის საწოლში გადაინაცვლეს და ის ღამეც ტკბილად გაათენეს..

*
ერთმანეთის მკლავებში ნებივრობდნენ დილაადრიან სესილი და დემეტრე როდესაც ქალის მობილური აუზუნდა. უკმაყოფილოდ დახედა ნომერს და ტელეფონი ყურთან მიიდო
-გისმენ . ძალით არ უნდოდა მაგრამ უკმეხად კი გამოუვიდა, რაზეც დემეტრეს სასიამოვნოდ ჩაეღიმა და სესილის მხარზე კოცნით ჩამოუყვა.
-ლიზი გამომიყვანე დღეს. უხეშობას არც ოთომ დააკლო.
-არ მცალია, შენ წაიყვანე თუ გინდა.
-ხომ იცი , უშენოდ არ წამოვა. შენ რო წამოიყვან და სთხოვ დარჩენას, დარჩება.
-კარგი, შუადღისთვის გამოვიყვან.
გაუთიშა მობილური და დემეტრეს დაკუნთულ მხარზე ცხვირი გაუხახუნა.
-რაუნდოდა. უკმაყოფილოდ ჰკითხა მამაკცმა
-ბავშვი უნდა გავუყვანო..
-მემგონი სარგებლობს იმით რომ შენი შვილის მამაა , აღარ მომწონს უკვე მისი საქციელი, სესილი.
-კარგი მორჩი, არ მინდა მასზე საუბარიი. სესილიმ თეთი ზეწარი მოშიშვლებულ სხეულზე შემოიჭირა და დემეტრეს ზევიდან მოექცა.
-მათრობ ახალაია. დასჩურჩულა და მორიგი ნეტარების წუთები აჩუქა მის მკლავებში ვნებისგან აკნავლებულ ქალს.
თათბირმა მშვიდად ჩაიარა, სესილიმ დედას და დეიდას სთოხვა ბავშვი მოემზადებინათ წასაყვანად, თვითონ დემეტრეს კაბინეტს მიაშურა,მამაკაცი საბუთებში იქექებოდა.
-მე წავიყვან სესილის და დავბრუნდები კარგი?სავარძელში მოკუნტულად მჯდარ მამაკაცს უკან ამოუდგა და ცხვირი მის კისერში ჩარგო.
-დაგელოდები. სესილის მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და საბუთებში ქექიალი განაგრძო.
სესილიმ ტაქსით წაიყვანა ბავშვი ოთოს სახლმადე,იფიქრა მე აღარ შევყვები სახლშიო ,მაგრამ ლიზის დაჟინებული თხოვნით თვითონაც შეჰყვა.
-აბა მამას გოგო როგორაა? ბავშვის წინ ჩაიკუზა და ლოყები გაუწელა.ბავშვი უსიამოვნოდ დაიმანჭა და დედას ახედა.
-კარგად ,გმადლობთ.
-ნახე რა გიყიდა მამიკომ. მისაღებში საშუალო ზომის ყუთზე მიანიშნა და ბავშვი იქით წაიყვანა, სესილი უხერხულად იდგა და ჰოლიდან აკვირდებოდა , თუ როგორ ძალით ურთიერთობდა მამამისთან მისი შვილი.
ყუთს სასაჩუქრე პარკი გადააძრო და ბარბის სახლი რომ ნახა სიხარულისგან შეხტა.
-დეე ნახე რა მაქვს, დეეე. დედამის დაუძახა, მერე ხელი ჩაჰკიდა და მისაღებისკენ გაქანა, სსილიმ თვალით ანიშნა ოთოზე
-დიდი მადლობა. ჩაილაპარაკა ბავშმა და ისევ ბარბის სახლის გახსნას შეუდგა
-ძალიან გაუხარდა.
-ჰო, დარჩი ერთად ვივახშმებთ. "ერთად" სიტყვა ხაზგასმით წარმოსთქვა ოთომ რაც ცუდად მოხვდა სესილის ყურში.
-არა, მადლობა. დემეტრე მელოდება. უდარდელად ჩაილაპარაკა და ბავშისაკენ წავიდა დასამშვიდობებლად.
-დეე არ წახვიდე რა. გაჭირვეულდა ლიზი.
-არა დე, უნდა წავიდა, ამაღამ აქ დარჩი და ხვალ წაგიყვან კარგი. ? კალთაში ჩაისვა შვილი და ლოყაზე აკოცა
-დავიძინებ და მერე წადი მაშინკარგი? დაღვრემილი მზერა მიაპყრო სესილის. ამ უკანასკნელმაც უარი ვერ უთხრა მოწყენილ შვილს , ცოტახანს ითამაშა და მერე 9ზე ლოგინში შეწვა.დედაც გვერდით მიიწვინა და ზღაპრები მოაყოლა
ლიზის ჯერ ეღვიძა დემეტრეს ზარი რომ შემოვიდა..
-ცოტა დაგაგვინადა.. გატეხილი ხმით უთხრა დემეტრემ
-მაპატიე დემ, დავაძინებ ბავშვს და წამოვალ კარგი?
-დემეტრე ბიძიაა, დეე,.მომე მე რა დაველაპარაკები. მობილური ხელიდან გამოგლიჯა დედას და ყურთან მიიდო
-ბიძიაა, ძალიან მომენატრეე. გაწეილით თქვა სიტყვები და ყურმილს აკოცა.
-მეც მომენატრე ფერია, ხვალ მე და შენ გავისეირნოთ კარგი?
-მპირდები? სიხარულისგან გაცისკროვნებული თვალები მიაპყრო სესილის
-გპირდები ანგელოზო.
ლიზი გახარებული დედას მიეხუტა და ტელეფონი მიაწოდა.
-ბოდიში რა..
-ხომ გესმის რომ საშინლად ვეჭვიანობ, როდესაც მაგ კაცთან ერთად ერთ ბინაში ხარ .
-მესმის..
-უკვე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ბავშვს იყენებს იმისთვის რომ შენ გიყოლიოს ახლოს.
-არ მინდა ეხლა კამათი დემ.. მოვალ და დავილაპარაკოთ..
-კარგი ბარში ვიქნები.
ღრმად ამოიხვნეშა სესილიმ და შვილს თავზე მოეფერა.
ოთო მისაღებში "გასწორებული" მზერით იჯდა და ირონიით სავსე სახით გაჰყურებდა ცარიელ სივრცეს. თავს გამარჯვებულის პოზიციაზე თვლიდა, რადგან სესილი ახლა მასთანერთად იმყოფებოდა თუნდაც არა მის გვერდით მაგრამ ხომ ერთ ჭერ ქვეშ. ხვდებოდა დემეტრე რა ალეწილი იყო ახლა და თავს გამარჯვებულად თვლიდა..
ნახევარ საათში ბავშვს მშვიდად დაეძინა. სესილი ფეხაკრეფით გამოვიდა მისი ოთახიდან და მისაღებისაკენ წავიდა
-დაიძინა, მე წავედი..
ოთოს ხმა არ ამოუღია, ისიც ჰყოფნიდა დემეტრე რომ გაგიჟდებოდა დღეს, ამიტომ ვითომ თავაზიანად მიაცილა სესილი კართან და თავის დაკვრით დაემშვიდობა.
*
5 საათი იყო, ეჭვიანობა ღრღნიდა მაგრამ თავს იკავებდა, არ უნდოდა დარეკვა , არ უნდოდა სესილის ჰგონებოდა რომ არ ენდობოდა. ფიქრებს თავი საბუთების მეშვეობით დააღწია, დრო ისე გაიპარა ვერც მიხვდა, 9 იყო როდესაც თავი აწია, და ცამოფარებული ჟალუზიდან მკრთალი სიბნელე დაინახა.
ახლა ეჭვიანობამ და ბრაზმა პიკს მიაღწია, ათასი რამე გაივლო თავში , მერე თავისვე ფიქრებს უპასუხა "სულელი ვარ, ასეთ რაღაცეებს როგორ ვფიქრობ სესილიზე, ვენდობი. მალე მოვა" თავი დაარწმუნნა და მობილური მიმარჯვა.
ამჯერად თავი ვეღარ შეიკავა და დაურეკა. მონატრებული ხმის გაგონებაზე სიბრაზე ოდნავ ჩაცხრა მაგრამ არა ეჭვიანობა, ბავშვის ხმამ მოთენთა.. სესილისთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა ბარში წასულიყო, თავისუფალ სკამზე შემოჯდა დახლთან და ორმაგი ვისკი შეუკვეთა ბარმენს. არც მან დააყოვნა, თეთრ სალფეთქზე დადებული მოყვითალო სითხით გავსებული გამჭვირვალე ჭიქა გაუწოდა. უყოყმანოდ გადაჰკრა და კიდევ ერთი მოითხოვა, 15 წუთის განმავლობაში ალბათ მეხუთე ჭიქა ორმაგ ვისკის სვავდა, მორიგი ჭიქის მოლოდინში თვალები მოიფშვნიტა და თავი ერთმანეთში ახლართულ ხელებს დაადო.
-დემეტრე ქურციკიძე? მის გვერდით გრძელფეხება ქალი მოკალათდა, მისი მოშშვლებული გრძელი ფეხები ქვევიდან აათვალიერა და თვალებმოჭუტულმა მზერა ზედატანისაკენ გადაიტანა, წამიერად შეეცვალა განწყობა, სიბრაზისნაცვალდ ზიზღი ჩაუდგა, გაუორმაგდა გრძნობები, თავი საშინლად იგრძნო, ისევ მოტყუებული მამკაცის პერსონაჟი ამოძვრა. მოზღვავებული სიბრაზისაგან ღრმად დაიწყო სუნთქვა და ძლივსძლივობით გამოსცრა კბილებსშორის
-მარი ნებიერიძე!


ესეც 17! აბა როგორ მოგეწონათ? ვფიქრობ საკმაოდ მზრდილი თავი იყო :0 მიყვარხართ <3



№1 სტუმარი Nana

Kaia veli shemdegs<3

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ხოო wink დაიძაბა სიტუაცია wink ველოდები შემდეგს

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

magaria dzaan magran ar daashoro ra radros mari iyoo uuf :(( male dade

 


№4 სტუმარი asdas

არგააფუჭო რა გთხოვ <3

 


№5  offline წევრი tvinischia

ოჰოო დაიძაბა სიტყუაციაა :დ ველოდები შემდეგ თავს ❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ინტრიგის სუნი მცემს , კარგი თავი იყო , მაგრამ არ მეყო და რავქნა.

 


№7 სტუმარი Lana

მარის დაბრუნება ცუდად მომხვდა თვალში რაღაც.ახლა თუ ისევ მოუნდა დემესთან დაბრუნება,თავმოყვარეობა სულ არ ქონია. ოთოზე არ ვიცი რა ვთქვა.მამაა და აქვს შვილის ნახვის უფლება მაგრამ,ის ოთხი წელი არ ახსოვდა და ახლა როცა ბავშვი აზროვნებს და უმამობას ეჩვევა მაშინ ჩნდება?არამგონია მას სესილი უყვარდეს.ალბათ ეს ეგოიზმია იმის მიმართ რომ ერთ დროს მისთვის საყვარელი ქალი ახლა სხვას ეკუთვნის. კარგი მოთხრობაა,მომწონს.

 


№8  offline წევრი Dikunadiko

ზოგჯერ ცოტაოდენი ინტრიგაც არ აწყენდა :დ , ძალიან მიყვარხართ, მადლობა დიდი შეფასებისათVის :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent