შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვრალი ალუბალი 4


23-11-2015, 18:57
ავტორი sopiko
ნანახია 3 354

დემნას სიახლოვით გაბრუებულს ერთი საათი მჭირდება მესამე სართულზე ასასვლელად. დედა კართან მხვდება და პირდაპირ ტყვიებს მიშენს.
-სად ხარ აქამდე? რამდენჯერ აგიხსნა, ახალგაზრდა ქალი ხარ, ცოტა თავშეკავება გმართებს, ვინ მოგიყვანა სახლამდე?-ყვირის ის და თავის საშინელ ტკივილს ვგრძნობ.
ფეხსაცმელს გრაციოზულად ვიხდი და შემოსასვლელში ვალაგებ. მერე ნანას ლოყაზე მსუბუქად ვკოცნი და გვერდს ვუვლი.
-ლილია!-ტრიალდება ჩემკენ და მეც იძულებული ვარ კითხვებზე ვუპასუხო.
-სამსახურში ვიყავი. იქიდან კი ჩემმა დირექტორმა წამომიყვანა.-დალაგებით ვუხსნი და წელში ვიმართები.
-დირექტორი ხომ? ესე იგი კახამ მოგიყვანა... როდის აქეთ იწუხებს თავს?-ჩამაცივდა დედა.
-ღმერთო, შენ მომეცი მოთმინების უნარი...-თავს ვაქნევ და ვამატებ.-ახალი დირექტორი გვყავს, კახას ვაჟი, დემნა ონიანი.
დედას ეღიმება. უკვე ბედნიერ მომავალს სახავს გონებაში. როგორც ჩანს ჰორიზონტზე ობიექტის გამოჩენა ახარებს. არაფერს აღარ მეუბნება. ღიღინით გადის სამზარეულოში, თუმცა ამჯერად მე მაწუხებს კითხვა.
-დედა, ნიკა არ მოსულა?
-არ მოსულა! ნამდვილი იდიოტია! ამას არ შევარჩენ!-დედა ჯავრს ქვაბებზე და თეფშებზე იყრის, მსხვრევის ხმა ჩემ ოთახამდეც აღწევს.
საწოლზე ხელ-ფეხგაშლილი ვწვები და ვოცნებობ. იქნებ დედის წინასწარმეტყველება მართლაც გამართლდეს და მერე... მერე ვიქნებით მე და დემნა! ...და კიდევ პატარა ონიანი... ტუჩებზე ხელს ვისმევ და უხეშ ზედაპირს ვგრძნობ. იმ თავხედს სულ დაუგლეჯავს ჩემი წითელი ბაგეები. ...და მაინც სასიამოვნო ქარიშხალში გამახვია...
სამსახურში მისვლისთანავე გონებას მიშხამავს დემნას ცინიკური ღიმილი. თავად უხერხულად ვიშმუშნები, სინამდვილეში კი სასტიკ შურისძიებას ვგეგმავ.
შესვენებაზე უფროსის კაბინეტში დაუკითხავად შევდივარ და მიხურულ კარს გახურებული სხეულით ვეყრდნობი. დემნამ რომ შემომისწროს ადგილზე მომკლავს. მაგიდაზე ლამაზად დადებულ ფაილებს ვხედავ. დღეს კომფერენციაა, თანაც საქმე მრავალნულიან თანხას ეხება, პროექტიც ისეთი მნიშვნელოვანია... ეს იმას ნიშნავს, რომ ონიანის სუსტი წერილი ვიპოვე. ჩანთიდან სალფეტკში გახვეულ მელანგამოსულ კალამს ვიღებ და ეშმაკური ხითხითით საბუთებშორის ვაცურებ. ჟალუზს ვწევ და გარემოს ვზვერავ. საფრთხე არ არსებობს! გარეთ გამოვდივარ და სასადილოში ისე ჩავდივარ, თითქოს წუთის წინ არაფერი მომიმოქმედებია. მთვრალ ალუბალს კმაყოფილი მივირთმევ და თან ფორთოხლის წვენს ვაყოლებ.
-გუშინ პირველად გავსინჯე მთვრალი ალუბალი...-ჩემ წინ ჯდება დემნა და თავის თეფშსაც მაგოდაზე დებს.-შენს ტკბილ ტუჩებთან ერთად გემრიელი იყო. აბა, ასეც გავსინჯოთ!
ამბობს და კოვზი პირისკენ მიაქვს. სახე მელეწება, ტუჩებს სასაცილოდ ვპრუწავ და ვრწმუნდები, რომ გუშინ ის შემომეჭრა ოთახში.
-გემრიელია ნამდვილად!-სასხვათაშორისოდ ვპასუხობ და პერანგის საყელოს ვისწორებ.
-თუმცა რაღაც აკლია...-სიტყვას მიკრავს და მე სინდისის ქენჯნა საერთოდ აღარ მაწუხებს იმის გამო, რომ ფარულად გავანადგურე მისი საქაღალდე.
-სამწუხაროა, რომ დანაკლისი მუდამ შეგაწუხებთ.-ავღნიშნავ ღიმილით და დირექტორის გაცხარების მიზეზი ვხდები.
-ასეთი თავდაჯერებულუც ნუ იქნები, შენი თვალები სხვა რამეზე მეტყველებს, ასე რომ...-ირონიულად აგრძელებს სიტყვას და შუა გზაში წყვეტს.
-ასე რომ ჩემი წასვლის დროა... ძალიან უჟმური უფროსი მყავს და უკვე შიშით ვკანკალებ...-თმას ყურის უკან ვიწევ და ფეხზე მთელი სერიოზულობით ვდგები. ერთი ნაბიჯი... ორი... სამი და მე იატაკზე ვიშხლართები. თანამშრომლების სიცილი მესმის და საკუთარ მოუხერხებლობას უკვე მერამდენედ ვწყევლი გულში. თავზე დემნა მადგება და ნიშნს მიგებს.
-ქუსლის ზომა სულ ცოტათი მაინც შეამცირე, ლილია!-რჩევას მაძლევს და დანარჩენებს უერთდება. მე კი ენის წვერზე მდგარ შეურაწმყოფელ სიტყვებს მთელი ძალისხმევით ვაკავებ და ზიზღით ვკუმავ პირს.

საკომფერენციო ოთახიდან გაცეცხლებული გამოდის ბატონი დემნა, მე კი სვეტს ამოფარებული ვდგავარ და გახარებული ვხითხითებ. აბა, რა ეგონა? ჩემი დამცირება ასე იოლად შერჩებოდა? ქალდანის ასული ყველაფერს გულმოწყალედ აპატიებდა? არა და არა!
ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ელენე ბოდიშს დიდის ამბით უხდის უცხოეთიდან ჩამოსულ პარტნიორებს, ისინი კი უკმაყოფილო სახით ამბობენ ''არაფერია, არაფერიაო''. სწორედ ამ დროს მეც გამოვდივარ ჩემი სამალავიდან და ელენეს ვაწყდები. ის რაღაც უცნაურ მზერას მავლებს თავიდან ფეხებამდე, ცოტა არ იყოს შემცბარი მივჩერებივარ, მერე საპირისპირო მხარეს ვუხვევ და თეას ვეძახი. ის ჩერდება და მელოდება.
–ესეც ჩვენი ელენე! გული მიგრძნობს დღეს რაღაც განსაკუთრებული მოხდება!–ხელებს ვიფშვნეტ და თეას გვერდს ვკრავ.
–მეტი რაღა გინდა? მილიონიანი პროექტი ჩაიშალა, ეს კი იმას ნიშნავს რომ ახალი დირექტორი უპასუხისმგებლო და უნიათო პიროვნებაა.–ჩემი არ იყოს, ისიც აღტაცებულია ახალი ამბით და ადგილზე ცქმუტავს.
–ამას ახლა მიხვდი?–ვკისკისებ და მუცელზე ხელს ვიჭერ, თითქოს მეტი აღარ შემიძლია_მეთქი. გეგმა B-ზე გადასვლა აღარ დამჭირდა, მიზანს მივაღწიე. ყველას გული აუცრუვდა დემნა ონიანზე, რაც ჩემთვის მეტად სახარბიელოა.
–როგორც ჩანს დასვენებას ვერ იყენებთ...–მოულოდნელად წინ დემნა გვესვეტება და თვალებს გვიბრიალებს. მე თავს ვხრი და თან მეღიმება.
–რამე სასაცილო დაინახეთ, ლილია?–ხელებს შარვლის უბეებში იყოფს და პიჯაკი ოდნავ იკეცება. ასეთი სიმპათიური მაინც არ იყოს, რა უბედურებაა... თითებს ყელზე ვათამაშებ და არაფერს ვამბობ. თეა თვალსაც ვერ უსწორებს. წუთის წინ კარგად ტლიკინებდა.
–არა, უბრალოდ ვსაუბრობდით. ესეც არ შეიძლება?–მხრებს ვიჩეც და გამომწვევად ვდგები. ის სულ სხვა მხარეს იყურება, აშკარად თავს მარიდებს.
–სულ როგორ უნდა საუბრობდეთ? თეა, როგორც ჩანს დრო ძალიან ბევრი გაქვთ. სხვა შემთხვევაში ლილიასთან საქმეს არ დაიჭერდით.–ისევ და ისევ თავმოყვარეობას მილახავს, მინდა ყველას წინაშე გავლანძღო, გავთათხო, თუმცა რაღაც მაკავებს... თუ ასე მოვიქცევი, საყვარელ სამსახურთან გამომშვიდობება მომიწევს. მერე კი რა მელოდება? დეპრესია, რომელსაც ასე ვუფრთხი...
–მე... არ ვიცი.. მე...–ლუღლუღებს თეა, მგონი მე თუ არ ამოვიღე ხმა, ის არაფრის მაქნისი არაა.
–ჩვენ უკვე მოვრჩით! დროებით, თეა...–კიბეებზე სწრაფად ჩავრბივარ, ცრემლები წამწამებზე მეკიდება, მეგონა ჭკუას ვასწავლიდი ონიანს, მაგრამ ვხვდები რომ მის წინაშე კრავივით ვარ, რომელსაც უფლებები შეზღუდული აქვს. ალბათ ასე არ მეტკინებოდა გული, რომ არ მიყვარდეს... დიახ, ეს გრძნობა ჯერ კიდევ არ გამქრალა და საიმედოდ ინახება ჩემ გულში.

..........................................................
პირობა შევასრულე! დღეს ორშაბათია და მეოთხე თავი დავდე!
იმედია მოგეწონებათ და უკმარისობის გრძნობა არ შეგაწუხებთ... როგორც უკვე გითხარით, თავების გაზრდას ვერ შეგპირდებით, რადგან ეს ჩემი სტანდარტია. ველოდები თქვენ შეფასებებს, დადებითსაც და უარყოფითსაც.
სიყვარულით სოფიკო <3



№1 სტუმარი Nana

Kai veli shemdegs<3

 


№2  offline წევრი Firefly

გელოდებოდიიი ძალიან მომწონს და იმედია მალე დადებ შემდეგს
--------------------
M.T

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

კარგად წერ :დ ლილია უპასუხისმგებლოდ მოიქცა ჩემი აზრით ანგარიშის გასწორება სხვა გზითაც შეიძლება რითაც უბრალოდ გააბრაზებდა და არა საქმეს ჩაუშლიდა ნუ ეს ჩემი აზრია ისე კი არაჩვეულებრივი იყო

 


№4  offline მოდერი sopiko

Nana
Kai veli shemdegs<3

♥მარიამი♥
გელოდებოდიიი ძალიან მომწონს და იმედია მალე დადებ შემდეგს

მახარებთ... ♥
sameone crazy girl
კარგად წერ :დ ლილია უპასუხისმგებლოდ მოიქცა ჩემი აზრით ანგარიშის გასწორება სხვა გზითაც შეიძლება რითაც უბრალოდ გააბრაზებდა და არა საქმეს ჩაუშლიდა ნუ ეს ჩემი აზრია ისე კი არაჩვეულებრივი იყო

დიდი მადლობა ♥ არის ეგეც, მაგრამ ჩვენ ლილიას ხომ იცი როგორ უქრის თავში :-D

 


№5  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძალიან კარგი იყო ყოჩააღ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№6  offline წევრი teddy))

Ux es lilia, rogor mibrazesbs chem demnas :D dzalain momwons sul gimilit ro waikitxav egetia:*

 


№7  offline მოდერი sopiko

teddy))
Ux es lilia, rogor mibrazesbs chem demnas :D dzalain momwons sul gimilit ro waikitxav egetia:*

[quite=♡EPICLOVE♡] ძალიან კარგი იყო ყოჩაღ ♡♡♡ [/quite]

 


№8  offline წევრი marikuna (1)

კაია <3 მომეწონა <3

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან მომწონს, მაგრამ ეს ლილია მართლა... რაღაც ნამდვილი პროფესიონალი თავის საქმეში და ფირმაზე კარგის მსურველი ასე ნამდვილად არ მოიქცეოდა. მას ხომ უნდა სამსახური არ დაკარგოს და რაც მის ინტერესებში შედის იმ მილიონიანი ხელშეკრულების დადება იყო... მართლა არასწორად მოიქცა...
მაგრამ მომწონს შენი წერის სტილიი... ძალიან მომწონს ლილია მაინც :დ <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent