სასახლე დაბურულ ტყეში 12
თავიდან მართლა აეწვა თვალები, გულიც თითქოს მაღლა დარჩა, ყელში მოებჯინა, მაგრამ ბოლოს შეძლო გარემო და ვარდნის შეგრძნება აღექვა და ამისგან სიამოვნება მიეღო. საოცარი სისწრაფით უახლოვდებოდა სიმწვანეს, ანდრიას მისთვის ხელი არ გაუშვია. ელენს უყურებდა და მაიმუნურად იღიმოდა. თვალებში აღტაცება ედგა. ელენმაც გაიღიმა და ადრენალინის შეძახილი ამოუშვა. ბედნიერება იგრძნო, გიჟური, ბავშვური ბედნიერება. ანდრიამაც შესძახა ერთი, თითქოს ტარზანი ყოფილიყო. მერე კი ელენს შემოხვია ხელები და ფრთხილად დაეშვა მიწაზე. _ასეთი სიგიჟე ცხოვრებაში პირველად ჩავიდინე. სრული სიგიჟეა! ღმერთო ეს რა იყო?! კიდევ მინდა ანდრია.-წამოიძახა და პატარა ბავშვივით აცქმუტდა. მერე კი თავბრუსხვევამ შეაჩერა. ანდრიამ სიცილით შეაშველა ხელი. _დღეისთვის საკმარისია. ცუდად გახდები. _ყურები მიწუის.-გაეცინა ელენს. _გულიც სწრაფად გიცემს.-უთხრა ანდრიამ. _ასეც უნდა იყოს.-ვითომ დაამშვიდა გოგომ და სასახლისკენ წავიდა. _პატარა ქალბატონო საით გაგიწევიათ?-რაღაცნაირი ღიმილით უთხრა ანდრიამ. თავი გვერძე გადაეხარა და გოგოს თავიდან ფეხამდე ათვალიერებდა. ელენის წარბი მაღლა გაიქცა და ბიჭს მიაჩერდა დაეჭვებული. _სახლში სად უნდა მივდიოდე?-კითხვა დაუბრუნა წარბაწეულმა გოგომ. _სახლი რომ მაქეთ არაა?-შეეპასუხა ანდრია და ტუჩები საღვარლად მოკუმა რომ ღიმილი შეეკავებინა. ელენი გაბრაზდა და საპირისპირო მხარეს გააბოტა. ბიჭის ხმა აღარ გაუგია, მაგრამ უცბად შეშინებული შედგა ადგილზე და პირზე ხელი აიფარა რომ არ დაეკივლა. მის წინ ანდრია იდგა და კინაღამ ზედ შეასკდა გოგო. _ახლა რაღა მოხდა? რატომ მაშინებ? ანდრია უკვე მთელი ძალით ჭმუხნიდა ტუჩებს, თუმცა მაინც ვერ იმორჩილებდა. _რა გაცინებს?-იკითხა ელენმა და თვითონაც შეეპარა ღიმილი. _სახლი არც აქეთაა ელენ. -უთხრა ანდრიამ და ბაგე გაებადრა. ლამაზი კბილები გამოაჩინა და გოგო მონუსხა. უკვე მასაც ეცინებოდა, მაგრამ გაბრაზებულის როლს თამაშობდა. _აბა საითაა? _აქეთ.-ხელით უჩვენა ბიჭმა და წინ წასული გოგო რომელიც გაფაციცებით მიაბიჯებდა გვიმრებში ხელით დაიჭირა და თავისკენ მიაბრუნა. მისმა პულსმა მაშინვე მოახდინა რეაგირება. _აბა მითარი რატომ გარბიხარ ქალბატონო? -მომნუსხველად დააჩერდა გოგოს და სახე ახლოს მიუტანა. _არ გავრბივარ.-ამოილუღლუღა და ტუჩები გაბუსხა._უბრალოდ სახლში მივდიოდი. ანდრიას გაეღიმა და ელენის ტუჩებს მიუახლოვდა. _თავი დამანებე, ნუ მიწვევ.-ამოილუღლუღა ელენმა და ხელები ბიჭის მკერდს მიაჭირა რომ მოშორებოდა. _კარგი!-ახლა ანდრიას მიუბრუნდა და ელენი მარტო დატოვა. ადამიანური ნაბიჯით გაემართა იმ მხარეს, საითაც წეღან სახლის მიმართულება აჩვენა ქალს. ელენმა სიცივე იგრძნო. ბიჭის სურნელიც შემოეძარცვა. უკან გაყვა დასჯილი ბავშვივით. ცოტახანს ასე მდუმარედ იარეს. წინ ბიჭი მიაბიჯებდა, უკან კი გოგო მისდევდა. მერე ელენს გულმა აღარ მოუთმინა და ნაბიჯს უმატა, თან ხვეწნით შესძახა: _ანდრია.. პასუხი არ იყო. გოგო ცდილობდა წამოწეოდა, მაგრამ ტოტებსა და ბალახებში ეს რთული იყო. _ანდრი.-კიდევ ერთხელ ამოიბლუყუნა ელენმა, ტუჩები დაებრიცა და აწყლიანებული თვალებიდან ვეღარ შეამჩნია ამოშვერილი ტოტი, რომელსაც წამოედო და ის იყო ცხვირით უნდა შეეგრძნო მიწის სიმყარე, რომ ძლიერმა მკლავებმა დაიჭირა. გულზე მიიხუტა და აცრემლებულ თავლებზე სათითაოდ აკოცა. ამაზე უარესად ამოუჯდა გული ელენს. _კარგი, კარგი რაა ელენ უბრალოდ გეხუმრე.. არ იტირო რა. რატო ხარ ასეთი გულჩვილი? _არ ვტირი.-სლუკუნით უთხრა ელენმა და თავის საქციელზე გაეცინა._ასე ხუმრობის უფლება მხოლოდ მე მაქვს! _ესეიგი შენ შეგიძლია გამებუტო და მე არა?-წარბი აწკიპა ანდრიამ. _დიახ! _მაშინ გაიმეორე რა დამიძახე წეღან? _რა დაგიძახე? _თავს ნუ იშტერებ.-შეუბღვირა ანდრიამ. _არაფერიც არ დამიძახია! _კარგი!-ისევ გაიბუტა ანდრია და ელენს ხელი შეუშვა. მას კი მეტიც აღარ უნდოდა, ახლიდან გაეკიდა სლუკუნით. _კარგი რა, ანდრი.. ამის გაგონებაზე წამში მიაფრინდა ბიჭი ელენს და ტუჩებზე დასწვდა. ძლივს მოსწყდა და ამოიგმინა. _ნამდვილად შენ მომკლავ და არა მე. პასუხის თქმაც არ აცადა ისევ მიუბრუნდა და ახლა უკვე კისერზე ჩამოეკიდა თავბრუდახვეული გოგო. ვერაფრით ახერხებდა გაჩერებას, ვერც ერთი და ვერც მეორე. ბოლოს გოგოს კბილები ჩაეჭიდა ანდრიას ტუჩებს და ბიჭმა თვალები გაახილა სასიამოვნო ტკივილზე. მიხვდა ეს ნიშანი იყო, გაჩერების, რომლის მიცემაც ძალიან გაუჭირდა ელენს. _წავიდეთ თორემ ვეღარ გავჩერდები!-ამოიხვნეშა ბიჭმა და ელენი ზურგზე მოისვა. ელენმა თვალი სახლში გაახილა და ანდრიას ზურგს ფრთხილად მოშორდა. _ჭამე ელენ. მე გავალ და მალე დავბრუნდები. აქვე ვარ. ახლოს. ელენს თითქმის მოემთავრებინა ჭამა ანდრია რომ დაბრუნდა. სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა და გოგოს ქმედებებს დააკვირდა. ელენი წამოდგა და ჭურჭლის რეცხვას შეჰყვა. _შეიძლება რაღაც გკითხო?-გაუბედავდა დაიწყო ქალმა. _მკითხე, მაგრამ თუ არ მომეწონება არ გიპასუხებ. ელენს გაეღიმა. _შეიძლება გავიგო სად იყავი? ახლა ანდრიას გაეღიმა. _მოამთავრე საქმე და გაჩვენებ. _შეიძლება მერე ბაღში კიდევ შემიყვანო?-იკითხა ელენმა და აჩქარდა, რომ მალე ეჩვენებინა ანდრიას სად იყო აქამდე. ანდრიამ პასუხს თავი აარიდა. _ნუ ჩქარობ, თორემ გატეხავ რამეს, ან იტკენ ხელს. _მოვრჩი.-ღიმილით მოუბრუნდა ელენი. მან ჩათვალა რომ აღარ უნდოდა ანდრიას კიდევ წაეყვანა ბაღში, ამიტომ წყენაც არ შეიმჩნია და აღარც ჩააცივდა. _მაშინ წავიდეთ.- გვერდში ამოუდგა ანდრია გოგოს და გარეთ გავიდა. უნდოდა ხელი ჩაეკიდა ელენისთვის, რომელიც რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით იყო მისგან, მაგრამ ვერ გაებედა. არ იყო დარწმუნებული, რომ ეს მასაც უნდოდა და მოსწონდა.. ასევე გრძნობდა თავს როცა კოცნიდა. იცოდა რომ ელენს ბევრის გადატანა მოუწია და არ იცოდა ის, თუ რას განიცდიდა, როცა ეხებოდა. ხომ არ ახსენდებოდა ის კაცი როგორ აწამებდა, ან ხომ არ ეშინოდა, რომ თავს ვერ შეიკავებდა და თვითონ მოკლავდა. ხვდებოდა, რომ ამ ყველაფერზე ლაპარაკი იყო საჭირო, მაგრამ თავი ვერ მოაბა და ვერც სიტუაცია მოძებნა. ამ ფიქრებში ეზო გადაკვეთეს და ელენის პულსმაც იმატა. უცბად შედგა და ანდრიასკენ მიბრუნდა. „უკვე დაინახა. ნეტა რას ფიქრობს? ალბათ სულელურად მოვიქეცი.“ _ეს ჩემთვის გააკეთე?-გოგოს აღტაცებულმა წამოძახილმა თავის ფიქრებს მოსწყვიტა. ანდრიმ მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი. ელენი მოულოდნელად მოეხვია ბიჭს. ასევე მოულოდნელად მოშორდა და ხელზე ჩაეჭიდა. _შევიდეთ.-უთრა და სევდიან, ტკივილნარევ თვალებში სინათლე გაუბრწყინდა. _როდის გააკეთე?-იკითხა ელენმა როცა შიგნით შევიდნენ. _სახლიდან რომ არ გიშვებდი იმ დღეს, სანამ დამტოვებდი..-უპასუხა ანდრიამ და იგრძნო როგორ შეწყდა ელენის გულისცემა მომენტალურად და მერე არანორმალური სისწრაფით ამუშავდა. _მაპატიე.-ამოილუღლუღა და თავი ჩახარა. _აღარ გინდა ნახო სად ვიყავი ცოტახნის წინ?-თავი გვერძე გადახარა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ელენმა თავი დაუქნია და გაუღიმა, თუმცა ღიმილი მის თვალებს არ შეხებია, ეს მხოლოდ ტუჩის მოძრაობა იყო. _წამოდი.-უთხრა ბიჭმა და ახლა გაბედულად ჩაკიდა ელენს ხელი. შვლის ნუკრის სამალავი მოძებნა და ელენი შიგნით შეიყვანა. გოგო გაოცებული მიჰყვებოდა უკან და როცა ოთახში მწოლიარე ჩაძინებული ნუკრი დაინახა, სახე გაებადრა. ეს ღიმილი უკვე თვალებსაც ეხებოდა და გულსაც. ანდრია კმაყოფილი უყურებდა ორივეს. ელენი ჩუმად მიუახლოვდა ნუკრს, მაგრამ მოფერება ვერ გაბედა, იცოდა გააღვიძებდა. _მიდი ნუ ერიდები, ისევ დაიძინებს. გავაღვიძოთ და ჰაერზე გავიყვანოთ. ანდრიამ მოქმედებითვე შეასრულა თავისი ნათქვამი და ბოლოს დიდი ხის ქვეშ ჩამოსხდნენ. ელენის კალთაში ნუკრს ჩაეძინა ისევ, ანდრია კი მათ წინ მოკალათდა და კმაყოფილი ათვალიერებდა მათ, თან ელენის კითხვებს აკმაყოფილებდა. _ანდრი, ყავა რატომ მოგწონს? _შენ რატომ მოგწონს ელენ? _იცი რატომაც გეუბნები. _ხო კარგი, ზოგიერთი საჭმლის გემოც მომწონს განსაკუთრებულად. ანუ ჩვეულებრივ, როგორც შენ გიყვარს რამე განსაკუთრებულად ასე ვარ მეც. უბრალოდ არანაირი სახის საკვები არ მიკმაყოფილებს შიმშილს. არც რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. _შენც უკვდავი ხარ?-კითხვა შეცვალა ცოტახნის შემდეგ. _ჩვეულებრივად კი, თუმცა ისევე როგორ გამოიგონეს მზის დამცავი, არსებობს საშუალება, რომ ჩვეულებრივ ვიწყო დაბერება. ადამიანური ტემპით, თუკი მომინდება ეს. _ამისთვისაც რამე მოწყობილობა უნდა ჩაიდგა სხეულში? ანდრიას გაეცინა ელენის სახეზე, რომელიც უკვე წუხდა ტკივილზე, რომელიც შეიძლებოდა ბიჭს გადაეტანა. _არა ელენ ამისთვის მხოლოდ ნემსები უნდა ვიკეთო.. ჩვეულებრივი ნემსები არაა, მაგრამ.. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.. _ანდრია, როგორ დაგემართა ეს? ვინმემ გარდაგქმნა? თუ ასეთი იყავი? ან როდის? რამხელა ხარ? _მოიცა ელენ.-გაეცინა ანდრიას._თითო კითხვა თუ შეიძლება. _რთულია.-მოიღუშა ელენი. _პასუხიც რთულია. კარგი, თავიდან დავიწყოთ. ოცდახუთის ვიყავი როცა გარდამქმნეს, მას შემდეგ 68 წელი გავიდა. ჩემი გარდამქმნელი მერე ვიპოვე. მასთან ახლაც მაქვს ურთიერთობა. თუმცა არა ხშირი. ნუკრი პირით სასაცილო მოძრაობებს აკეთებდა ძილში. _ალბათ რძეს ჭამს ძილში. -გაეღიმა ელენს. _წეღან ვაჭამე. არ ეშიება ჯერ. _მისი სიზმრების დანახვაც შეგიძლია? _კი. ელენი ახალი კითხვის დასმას აპირებდა, მაგრამ ანდრიამ გააჩერა. _დღეს გეყოს, ხვალ კი მე დავსვამ კითხვებს. თუმცა ხვალ გვიან დავბრუნდები. ორივე დადუმდა. ანდრია ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა. იმედი ჰქონდა რომ მნიშვნელოვნად წაიწევდა წინ. ელენი კი ცდილობდა მიმხვდარიყო სად მიდიოდა ანდრია, ან რა სახის საფრთხის ეშინოდა. ნუკრს მალე გამოეღვიძა და ორივეს ფიქრები გაფანტა. ცოტახანს მასთან ითამაშეს, მერე სახლში დაბრუნდნენ და რადგან ანდრიას საქმე ჰქონდა ხვალისთვის მოსამთავრებელი, ელენი მარტო დარჩა. ისადილა და მერე ბიბლიოთეკას მიაშურა. კარში ანდრიას შეეჯახა რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობდა და კინაღამ უკან გადავარდა, მაგრამ ბიჭის ხელებმა შეაკავეს. _რამე გატკინე?-იკითხა აღელვებულმა და ქალი შეათვალიერა. _არაფერია.-სევდიანად გაუღიმა ელენმა. ანდრიას ნერვები ეშლებოდა, რადგან გოგოს თვალებს არაფრით არ შორდებოდა ტკივილი. ხანდახან კი უცნაურად ღრმად ამოისუნთქავდა, თითქოს უნდა ამ სუნთქვას ამოაყოლოსო ტკივილი. _ელენ, რატომ არ მითხარი თუ ხატავდი?-მკაცრი მზერით დააჩერდა ანდრია და გოგოსთვის ხელი არც გაუშვია ისე შეიყვანა შიგნით. _აღარც მახსოვდა. აქ დავტოვე გასაშრობად და მერე.. აღარც მინახავს რა გამოვიდა. ნახატს მიუახლოვდნენ და ელენის პულსმაც მოახდინა რეაგირება. თვალები კი ცრემლით ამოევსო და მთელი ძალით ცდილობდა საზღვარს არ გადმოეცილებინა. _ემია?-შეპარვით იკითხა ანდრიამ. _საოცარი თვალები აქვს. ელენმა ოდნავ დაუქნია თავი, ძალა გამოცლილი მიეკრა ბიჭის სხეულს და ცრემლებს გზა გაუხსნა. ბიჭმა ქალის სხეული წამიში ხელებში მოიქცია და ფანჯარასთან ჩამოჯდა, ელენი კი არ მოუშორებია, ისევ გულზე მიჰკრობოდა და ქვითინებდა. ახლა შვებას გრძნობდა ელენი ტირილში, რადგან გრძნობდა რომ მარტო არ იყო. უნდოდა ტკივილი ცრემლებში გადმოეტანა. ანდრია კი ხვდებოდა რომ მას გულის მოოხება სჭირდებოდა და ასეთი მდგომარეობა ელენს დიდხანს გაყვებოდა.. იმედს კი არ კარგავდა, რომ მის თვალებში დაბუდებულ ტკივილს ერთ დღესაც მოაშორებდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.