შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (1 თავი)


24-11-2015, 15:20
ავტორი murachashvili
ნანახია 3 423

ნაკვალევი
მეორე ნაწილი
პირველი თავი

ანასტასია კოვალიოვა
(სალომე)
ილუმინატორთან მოვთავსდი. თემო ზემოთ იყურებოდა. თვალებით ალბათ ისევ მე მეძებდა. გული შემეკუმშა. ტკივილი რასაც ამ წუთში განვიცდიდი თითქოს შიგნიდან მგლეჯდა. ცრემლები აღარ მომდიოდა, გაშრა. გაკერპებული ჯიუტად ერთ ადგილს მივჩერებოდი. ვახოც გვერდით მეჯდა. დუმილს არ არღვევდა. ისიც ჩემს მსგავსადა ქვემოთ იყურებოდა.
თვითმფრინავი დაიძრა. ნელ-ნელა ჰაერში ვიწეოდით. უფრო და უფრო ვშორდებოდი თემოს, რომელიც თანდათან წერტილის ზომა გახდა და გაქრა კიდეც. ბოღმა ყელში მებჯინებოდა, საუბრის უნარი არ მქონდა. ან რა შეიძლებოდა მეთქვა?
ამდენი წლის უნახავი ბიძაშვილი გვერდით მეჯდა, მე კი მისი ხილვით სიხარულს არ განვიცდიდი. რამდენჯერ წარმომიდგენია, როგორ გავიხარებდი მასთან შეხვედრისას. ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი დღე იქნებოდა, თუმცა როდის იყო რომ მოვლენები ჩემს სურვილებს ემთხვეოდა?! იმ დროს როცა წესით ბიძაშვილთან შეხვედრით უნდა გამეხარა, ჩემი გული თემოს მისტიროდა და მასთან ყოფნას ნატრობდა.
ვახომ ძლიერად ჩამიხუტა მკერდში უსიტყვოდ, უთქმელად. თითქოს სწორედ ამას ველოდიო, საკუთარი თავი შემეცოდა. ჯიუტმა ცრემლებმა გზა იპოვეს და ღვარად წამოვიდა. ვტიროდი გულამოსკვილი. რაც უფრო ვცდილობდი გაჩუმებას, გულიც უფრო და უფრო მიჩუყდებოდა.
- ნუ გეშინია, ადრე თუ გვიან ყველაფერი დალაგდება. უკან დაბრუნდები... - მეუბნებოდა ვახო.
მართალია ვხვდებოდი, რომ ამ სიტყვებით ჩემი დამშვიდება სურდა, მაგრამ მაინც მინდოდა ამის დაჯერება. არის მომენტები, როცა ტყუილიც შვებას გგვრის. მართალია თბილისში დაბრუნება ილუზიას ჰგავდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მცირედი იმედიც კი მალამოდ მედებოდა, თითქოს იარებს მიშუშებდა.
- მადლობ, მარტო რომ არ დამტოვე, ჩემთან რომ ხარ! - როგორც იქნა ამოვისლუკუნე.
- სულელი გოგო ხარ! როგორ იფიქრე, რომ მხარში არ დაგიდგებოდი?! - გაუკვირდა მას - ყოველთვის შენთან ვიქნები. იქამდე ვიდრე ჩემი თანადგომა დაგჭირდება. სიმართლე გითხრა მიხარია კიდევაც, ძლივს ჩემი ჭკუის ადამიანი მეყოლები გვერდით. ჩემთან იქნები, ისე როგორც ბავშვობაში. - ხალისიანად მეუბნებოდა ის.
- როგორც ბავშვობაში! - სევდიანად გამეღიმა - კარგი იქნებოდა ისევ ბავშვები ვიყოთ. თურმე როგორი ბედნიერები ვყოფილვართ.
- ეხლაც ბედნიერები ვართ. უბრალოდ გავიზარდეთ. ცხოვრება მისი სიმძიმით დაგვაწვა. ეგ არის და ეგ...
- მხოლოდ ცხოვრების სიმძიმეა? დავიჯერო ეს მხოლოდ რიგითი პრობლემაა? გგონია ეს ყველაფერი მხოლოდ თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა?
- ალბათ, არა. მაგრამ რას იზამ? ჩვენ ორნი ალბათ რჩეულნი ვართ. ამიტომ პრობლემებიც მეტი გვაქვს! - ნაძალადევი მხიარულებით მპასუხობს და თვალს მიკრავს.
- ალბათ! - გამეღიმა მეც. - როგორ ფიქრობ ერთად უფრო გაგვიიოლდება?
- რა თქმა უნდა. ერთმანეთს დავეხმარებით. ერთად ვიქნებით, ერთად ვიბრძოლებთ და აუცილებლად გადავრჩებით. გესმის? ორივენი, უფრო სწორედ სამივე ვალდებულნი ვართ მეც, შენც და თემოც. ადრე თუ გვიან, როგორც ბავშვობაში ისევ ხალისიანები და ბედნიერები ვიქებით. ასე უნდა იყოს, ყველას და ყველაფრის ხათრით. ასე პესიმისტურად რომ ვყოფილიყავი განწყობილი, აქამდე ათასჯერ მაინც ჩავიძირებოდი. შემომხედე, დამიჯერე, როგორც არ უნდა გტკიოდეს შენი სისუსტე არ აჩვენო, თავი არ დახარო. ჩვენ ორნი, ერთად მთებს გადავდგავთ.
ინსტიქტურად თავს ვუქნევდი ჩემს ბუმბერაზ, თბილად მომღიმარ ბიძაშვილს.
ტკივილი ოდნავ კლებულობს, ვდუნდები და ვგრძობ, თითქოს ძალა გამომაცალეს. თურმე როგორ დავღლილვარ. თვალებს ვხუჭავ. თავით საზურგეს ვეყრდნობი და ვცდილობ გავიაზრო რა მოხდა, აწმყო სასიკეთოს არაფერს მპირდებოდა. მომავალი კი ბუნდოვანი და ბურუსით იყო მოცული.
ალბათ, კარგი იქნებოდა გეგმის ქონა. თუმცა რად მინდოდა გეგმა? განა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გააზრებულად ხდებოდა? ვიდრე მე მომავლის გეგმებს ვაწყობდი, ჩემი ცხოვრება თავდაყირა იდგა. ისე შემობრუნდა, რომ ეხლა მკვდარიც კი ვარ. თუმცა გარდაცვლილის კვალობაზე საკმაოდ ცოცხალივით გამოვიყურები.
დღეიდან ახალი ადამიანი ვარ. ოცხადუთი წლის ანასტასია კოვალიოვა. ახალი ბიოგრაფიით. ჩემი ქართული აქცენტის გასამართლებლად დედით ქართველი. თბილისში დაბადებული, ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ რუსეთში ემიგრირებული. ჯერჯერობით არ ვიცი საკუთარი პროფესია. თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გუშინ არ ვარსებობდი, არც სახელი მქონდა და აღარც წარსული. კითხვაზე, თუ რა საერთო გვაქვს მე და ცნობილ ავტორიტეტს ვახტანგ კოროშინაძეს, არის მარტივი პასუხი. მე მისი გარდაცვლილი მამიდაშვილის, სალომეს დანელიას სტუდენტობის დროინდელი მეგობარი ვარ, ცხოვრებაში რთული პერიოდი დამიდგა და მეგობრის დახმარება მჭირდება.
საინტერესოა იმიჯიც ხომ არ შევიცვალო?! მაგალითად თვალის ფერი? ამ მიმართულებით ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. ვიზუალის შეცვლა არაა ცუდი აზრი. თმებს ალბათ გავიღიავებ, ამჯერად ექსპერიმენტების დრო დამიდგა. დასაკარგი რა მაქვს?! არც არაფერი, უკვე აღარაფერი.
მოსკოვში ჩავფრინდით. თბილისის მსგავსად ისევ რამოდენიმე ავტომობილისგან შემდგარი ესკორტი, მძღოლები, დაცვა, პოდმოსკოვიე და კერძო, სამ სართულიანი სახლი, რამოდენიმე მოზრდილი ძაღლით. იქ მაცხოვრებელთა თუ მომუშავე პერსონალისთვის მე თბილისელი მეგობარი ვარ. გარშემო ძირითადად კავკასიური წარმოშობის შეიარაღებული მამაკაცები მიტრიალებენ, რომელთა შორის ლიდერი უდაოდ ვახოა. დაძაბული, სერიოზული სახეებით, სულ მოძრაობაში არიან.
ვცდილობ ზედმეტად არავინ შევაწუხო. თავი არავის მოვაბეზრო. თუმცა, როგორც შემდეგ ვიგებ, ამის გამო ამპარტავან და უკარება ადამიანად მთვალიან. რომ გითხრათ, ეს ამბავი დიდად მადარდეო, მოგატყუებთ. ჩემს მდგომარეობაში, რაც ნაკლებად შემაწუხებდნენ მეც ის მინდოდა.
ვახოსთან წარა-მარა ვიღაც მოდიოდა, სერიოზული სახით იღებდა სტუმრებს, მუდმივად ვიღაცის პრობლემის მოგვარებითაა დაკავებული. ძნელი მისახვედრი არაა, რომ „პრობლემების მოგვარებაში“ სარგებელსაც ნახულობდა, თუმცა ვცდილობდი ამ საკითხებს არ ჩავღრმავებოდი და საკუთარი ცხოვრებისთვის მიმეხედა.
იმიჯი რადიკალურად შევიცვალე. ვარ ქერა თმიანი, ცისფერთვალება, მოკლე კაბასა თუ ლეგინსებში გამოწყობილი საკმაოდ სექსუალური ქალი. ვხედავ და ვგრძნობ უცხო, შემთხვევითი გამვლელების ცნობისმოყვარე მზერას. მამაკაცების ხარბ თვალებს, თითქოს მზერით მხდიან ტანისამოსს. ოდნავ მეღიმება და გზას ვაგრძელებ. მზერას რომ რამე შეეძლოს?! მეზიზღებიან მათი სიმსუნაგისა და გაუმაძღრობის გამო. ვცდილობ ჩემი სიცივით ვაგრძნობინო, რომ ზედმეტი მოქმედებები და ტკბილი სიტყვები არ მსიამოვნებს. ყურადღების ღირსად არავის ვთვლი.
რას ვსაქმიანობ? კონკრეტულად არც არაფერს. ვახოს მოსკოვში რამდენიმე ქართული რესტორნის ქსელი აქვს. მე ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება ვიტვირთე. დავყვები საღამოებსა და საქმიან შეხვედრებზე. ვიღაცის აზრით ალბათ მისი ლამაზი აქსესუარი ვარ.
უნდა ვაღიარო, უცხო ადამიანების თვალით დანახული საკუთარი სახე ყოველთვის სასიამოვნოდ დასანახი არაა. ამტკიცებდნენ, რომ ვახოს ბიზნესი მხოლოდ მავანთა თვალის ასახვევად შეიქმნა, ეგრეთ წოდებული შავი ფულის გაცოცხლების ლეგალური საშუალება იყო. იქნებ ასეც იყო. არ ვიცი, მე ვახოს ცხოვრებაში არ ვერეოდი, ის ჩემთვი ბიძაშვილი იყო და ამით ყველაფერი მქონდა ნათქვამი. მე ვხედავდი რამდენს შრომობდა რათა საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა და უკვე მიღწეული წარმატება შეენარჩუნებინა. მჯეროდა მისი, და არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საკუთარ ბიზნესს სხვის უბედურებაზე აგებდა. ვახო ასეთი არ იყო და არც იქნებოდა.
როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, საზოგადოებისთვის ჩვენ მეგობრები ვიყავით. თუმცა ამ შემთხვევაშიც იყვნენ ოპოზიციურად განწყობილნი, მათ ვისაც ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის არ სჯეროდათ, განსაკუთრებით უჭირდათ ლამაზ ქალთან მეგობრობის დაჯერებაც. ძირითადად მწვავე ფორმით ვახოს ფავორიტი რამდენიმე მანდილოსანი გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს. ვახოს დიდად არ აღელვებდა შექმნილი სიტუაცია:
- არავისი საქმე არაა ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა. რაც უნდა ის იფიქრონ. მტრები არ მაკლია. არ მინდა ვინმემ იცოდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრი აქვე მყავს! - მკაცრად მაფრთილებდა ის.

ერთხელ როცა სავარჯიშოდ დარბაზში ჩავდიოდი, ასეთ დიალოგს შევესწარი:
- არა, ქალბატონო ტატიანა... დიახ, ქალბატონო ტატიანა... მართალი ბრძანდებით. დიახ, დიახ. --- - ძნელი მისახვედრი არაა ალბათ, რომ ტატიანაც ვახოს ერთ-ერთი ფავორიტი გახლდათ, რომელსაც ამჯერად შიდა მოსამსახურე ტელეფონზე ესაუბრებოდა. - როგორც მთხოვეთ, ყურადღებას არ ვადუნებ. ბატონი ვახო ნამდვილად გამორჩეულად ექცევა, თუმცა უნდა ვაღიარო, მათ ლოგინი არ აერთიანებთ.
პასუხად ყურმილის მეორე ბოლოდან მესმოდა ქალის გაცხარებული ხმა.
- ხელს არ ვაფარებ! - თითქმის ტირის მოსამსახურე -სიმართლეს ვამბობ.
სწორედ ამ დროს თავზე მეც დავადექი. გოგონა დაიბნა. ვეღარ გაიგო როგორ მოქცეულიყო. ვერც ტელეფონი გათიშა, ვერც მე დამელაპარაკა.
ყურმილი გამოვართვი და ვუსმენდი როგორ მლანძღავდა ტატიანა, რომელიც სხვისი კაცების ქურდსა და კახპას ალბათ მეათედ მაინც მიწოდებდა.
- ტატიანა დაასრულეთ?! - მშვიდად ვკითხე მე, როცა სავარაუდოდ დაიღალა და წუთ-პაუზა გააკეთა.
ქალი უცხო ხმის გაგონებას არ ელოდა. იმასაც მიხვდა ვინ ვიყავი და ტელეფონი გათიშა.
- ქალბატონო ანასტასია! -უხერხულად აიწურა მოსამსახურე.
არაფერი მითქვამს არც საყვედური, არც დატუქსვა. ტელეფონი მივაწოდე და სავარჯიშო დარბაზში შევედი.

ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ტატიანა ასე მონდომებით მლანძღავდა, მის მიმართ მტრულად არ ვიყავი განწყობილი. პირიქით, ვაჟის მრავალრიცხოვანი ფავორიტებიდან ყველაზე მეტად ეს გოგონა მომწონდა. ვახო აშკარად, ცოტა ეგოისტურადაც კი უყვარდა, და მიუხედავად ყველაფრისა ვამჩნევდი, რომ მის მიმართ არც ვახო იყო გულგრილი. ამას თვალნათლივ ვხედავდი და მიკვირდა ტატიანა რატომ ვერ ამჩნევდა.
შესაბამისად მომხდარ ინციდენთთან დაკავშირებით ვახოსთან სიტყვა არ დამცდენია. გარკვეულ წილად თითქოს ვამართლებდი, საყვარელი მამაკაცის დაკარგვის ასე პანიკურად რომ ეშინოდა. თავს მის ადგილზე წარმოვიდგენდი, თემოს რომ უცნობი ქალი მოეყვანა სახლში და ბავშვობის მეგობრად გაეცნო, ალბათ ეჭვიანობისგან მოვკვდებოდი. ამიტომ როგორც ქალს ტატიანა მეცოდებოდა. მომხრეც კი ვიყავი, რომ ვახოს მისთვის მაინც გაემხილა სიმართლე, მაგრამ მამაკაცი ჯიუტად დუმდა და მეც იგივეს მაიძულებდა.
ტატიანას ეჭვიანობა ცხადია მხოლოდ სატელეფონო საუბრით არ დასრულდა. ქალი არ შოშმინდებოდა და პირველივე ოჯახურ სადილზე დაგროვილი ბოღმაც ამოხეთქა:
- მე როცა მინდოდა დარჩანა, ორ დღეზე მეტ ხანს არ მტოვებდი, უხერხულიაო. ის კი, ერთი თვეა აქ ცხოვრობს. - ცრემლების ყლაპვით ეუბნებოდა ვახოს და მტრულად მიმზერდა.
- რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე საკითხზე ვისაუბროთ? აქ სრულიად სხვა სუტიაციაა. შენ კი ამის გაგება არ გსურს! - უკვე კბილების კრეჭით პასუხობდა ვახო.
- ამიხსენი რატომ? შენს გარდა პატრონი არავინ ყავს? რაღა მაინც და მაინც შენ?
- იმიტომ რომ ასეა საჭირო. - საბოლოოდ ცეცხლდება ვახო - თუ რამე არ მოგწონს...
- დაფიქრდი, ვიდრე რამეს იტყვი! - ქართულად ვერევი მე. - ეს გოგო შენთვის ძვირფასია. ჩემს გამო არ დაკარგო. მომეცი საშუალება დაველაპარაკო. დავამშვიდო. ის შეყვარებული ქალია და უბრალოდ ეჭვიანობს.
ვახომ გაცეცხლებულმა შემომხედა, რამდენიმე წამი დასჭირდა ემოციების მოსათოკად. არაფერი მიპასუხა, სასადილო ოთახიდან გავარდა და ერთად დაგვტოვა.
ქალმა შეშინებული თვალები გააყოლა. ცრემლებს ვერ იკავებდა, უხმოდ ტიროდა. კაცის გასვლისთანავე სიძულვილით შემომხედა. ორივენი ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს ვაკვირდებოდით.
- ასეთი რა უთხარი, ოთახიდან რომ გავარდა? - როგორც იქნა მოსწყინდა ჩუმად ყოფნა და დუმილი დაარღვია მან.
- ვთხოვე მოეცა საშუალება პირის-პირ გვესაუბრა. - წყნარად ვუპასუხე კითხვაზე.
ჩემი მშვიდი ტონი აშკარად აღიზიანებდა და უფრო მეტად ეშლებოდა ნერვები.
- სალაპარაკო არაფერი გვაქვს! - კბილებში ზიზღით გამოცრა.
- ჩემზე უმიზეზოდ ბრაზობ. თქვენი მტერი არ ვარ. შენ ხომ არც კი მიცნობ. ვახოს უყვარხარ, მისთვის ძვირფასი ხარ და შენი ეჭვიანობით გულს სტკენ. - მშვიდად ვაგრძელებ მე.
- ვუყვარვარ და სხვა ქალთან ცხოვრობს? მისი არ მესმის! - ზიზღი სასოწარკვეთილებამ შეცვალა. - თითქმის ხუთი წელია ერთად ვართ. ქორწინება ერთხელაც არ უხსენებია. სულ ამტკიცებდა, ჩემი ცხოვრება ფათერაკებითა და რისკითაა სავსე, ჩემისთანა ხალხს ოჯახი არ უნდა ჰქონდეთო. ცოლს არ მოვიყვანო. კი ბატონო, იყოს ასე. ამის პრეტენზია არც მქონდა. მთავარია ჩემთან ყოფილიყო. მაგრამ ეხლა შენ გამოჩნდი. სულ მასთან ტრიალებ, ერთად ცხოვრობთ, ერთად მუშაობთ. თავს ისე გევლება, თითქოს პარატა ბავშვი ხარ. ჩემტან ასე არასოდე ყოფილა. თანაც ბრმა ხომ არ ვარ? ისეთი ლამაზი ხარ. შეუძლებელია შენს მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს.
მის სიტყვებზე გამეცინა. როგორც წესი ლამაზ ქალს უჭირს სხვისი სილამაზის აღიარება, ეს გოგონა კი გამონაკლი იყო. ტატიანა მოწითალო ფერის თმით, ჭრელი თვალებით ულამაზესი, ველურ კატას მოგაგონებდათ. მისგან ასეთი შეფასება ალბათ საუკეთესო კომპლიმენტად უნდა ჩამეთვალა.
- მე და ვახო ერთმანეთს თითქმის ბავშვობიდან ვიცნობთ. ის ჩემში გარდაცვლილ სალომეს ხედავს. როგორ აგიხსნა არ ვიცი. სიტყვებს ვერ ვპოულობ. უბრალოდ უნდა დამიჯერო.
- სალომეს დაუსწრებლად ვიცნობდი. ვახო მასზე სიყვარულითა და სითბოთი საუბრობდა. მისი გარდაცვალების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. პატარა ბავშვივით ბღაოდა. ასეთი არასოდეს მინახავს, შენც ხედავ გრძნობების გამოხატვა დიდად არ ეხერხება. მისი ცრემლიც არასოდეს მინახავს, მაშინ კი თითქოს ჭკუიდან გადავიდა. ახლოს არავის გვიკარებდა. მეგონა დროთა განმავლობაში ტკივილი დაუამდებოდა, გაუვლიდა და ისევ ჩემი ვახო დამიბრუნდებოდა. ალბათ, ასეც მოხდა, რადგან სალომეს გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე აღარც საუბრობს, სამაგიეროდ შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში. ჩემი ადგილი კი აღარ დარჩა...
სიცილი ისევ ვერ შევიკავე: - ცდები, შენ მისი სული ხარ, შენს ადგილს ვერასოდეს დავიკავებ. ეს შეუძლებელია. გთხოვ, ჩათვალე რომ შენს წინ სალომე ზის. როგორც მასთან ვერ ექნებოდა სხვანაირი ურთიერთობა, ისევეა ჩემთანაც. ჩემთვის ვახო ძმასავითაა. დამიჯერე, გთხოვ! - მუდარით ვეუბნებოდი მას.
ჩვენს შორის არსებულმა ყინულმა თითქოს გალღვობა დაიწყო. ვგრძნობდი მიუხედავად იმისა, რომ ტატიანა არ მენდობოდა, უკვე აღარ ვძულდი. ამ ეტაპზე კი ესეც საკმარისი იყო.
- ვახოც იგივეს მეუბნება, მაგრამ... - წინადადებას არ ასრულებს ის.
- უნდა დაგვიჯერო. თავს ტყუილად იტანჯავ. თუ მოგვცემ საშუალებას ამაში შენც დარწმუნდები. აქ მეგობრები არ მყავს. რატომღაც მტრულად მიმიღეს. მათთვის უცხო ვარ. შენ თუ ეს დაგამშვიდებს გადასვლაც შემიძლია. თუმცა არა მგონია ამით რამე შეიცვალოს.
ალბათ მიხვდა გულწრფელად რომ ვსაუბრობდი.
- აქედან რომ გადახვიდე, ვახო არ მაპატიებს. მე დამადანაშაულებს. საბოლოოდ კი შემიძულებს. - ყრუდ ამბობდა ის.
- მას უყვარხარ და ასე იოლად არ დაგთმობს.
- თქვენი ურთიერთობის არ მესმის. მართალია არ გინდათ ბოლომდე ამიხსნათ, მაგრამ ვხედავ რომ მისთვის ძვირფასი ხარ, სამწუხაროდ, ფაქტია არც შენ დაგთმობს.
- ის ერთად-ერთი ადამიანია ვისი იმედიც ამ ცხოვრებაში მაქვს. მაგრამ გარწმუნებ მისი საყვარელი არასოდეს ვიქნები, შეუძლებელია.
გოგონა ყურადღებით მაკვირდებოდა, საბოლოოდ როგორც იქნა მასაც გაეცინა და ხუმრობა ნარევი ტონით მკითხა:
- იმისთვის რომ ვახო არ დავკარგო, გამოდის შენი ატანა მომიწევს?
- ასე გამოდის, ორივემ ერთმანეთი უნდა ავიტანოთ! - მეცინება მეც. - ან იქნებ ნელ-ნელა დავმეგობრდეთ კიდეც?!
- იქნებ! - ამჯერად თბილად იცინოდა ის.
მის შეფასებაში ნამდვილად არ შევცდი. უბრალოდ შეყვარებული, ცოტა ზედმეტად ეჭვიანი გოგო იყო.
მეორე თავი



№1  offline წევრი milangirl

აუ რა კარგია ასე მალე რომ დაიწყე ახალი ნაწილი. დარწმუნებული ვარ ესეც მაგარი იქნება. იმედია ისევ ყოველ დღე დადებ

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

milangirl
აუ რა კარგია ასე მალე რომ დაიწყე ახალი ნაწილი. დარწმუნებული ვარ ესეც მაგარი იქნება. იმედია ისევ ყოველ დღე დადებ


ვეცდები ახალი თავები არ დავაგვიანო და შეძლებისდაგვარად სწრაფად დავდო. არ მინდა პირველმა ნაწილმა დაჩრდილოს. წესით უკეთესი უნდა გამოვიდეს. ამის დიდი იმედი მაქვს.

 


№3 სტუმარი მარო

ძილშიც კი სალომეზე მეფიქრება. კარგია, მალე რომ დადე მომდევნო თავი. გელოდებით

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ახალი ნაწილის დადება რომ დაიწყე... ძალიან მომეწონა სალომეს თხრობის სტილი... ახლა ძალიან მაინტერესებს ვახო როგორც მთხრობელი როგორი იქნება და მისი პიროვნებით რა ამბებს გავიგებთ... როგორც ვხვდები სამი მთავარი გმირია ამ ნაწილში თემო ვახო და სალომე... მე დარწმუნებული ვარ ეს ნაწილი გაცილებით მაგარი იქნება ვიდრე პირველი ნაწილი (მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პირველი ნაწილი არ მომწონს)... წარმატებებს გისურვებ და გამიხარდება ვახოს სალომეს და თემოს ამბებს დაწვრილებით დეტალებში თუ მოგვითხრობ...

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მადლობა ყველას ასეთი თბილები და კარგები რომ ხართ.

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგია რომ აქამდე არ დავიწყე კითხვა... სანამ დასრულებული ა იქნებოდა.. კიდევ კარგი თორემ გული შემიწუხდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent