შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მომინდა ..8


24-11-2015, 21:16
ავტორი niako19
ნანახია 3 073

ირაკლი თითქმის ყოველდღე მოდიოდა ბავშვის სანახავად, ელე მაქსიამლურად შორს იყო ირაკლისგან, ბავშვს ხშირ შემთხვევაში მამამისთან ეძინებოდა.
- ისევ ჩაეძინა ?- იკითხა ელემ და პატარას დახედა.
- ხო უპასუხა ირაკლიმ და ფეხზე ფრთხილად წამოდგა.
- ოთახში დააწვინე..
- კაი..
ბავშვი შეიყვანა, ელეც მიყვა საწოლი გაუსწორა დააფარა აკოცა და ოთახიდან გავიდა როგორც კი კარი მიხურა და მობრუნდა ირაკლის აეკრო, დაბნეულმა ახედა თითქმის 5 თვეა ასე ახლოს არ ყოფილა მასთან ყველა ემოციამ ერთად იფეთქა, მონატრებამ, სიყვარულმა, ტკივილმა, ბრაზმა, იმედგაცრუებამ...გავლა სცდა მაგრამ ირაკლიმ არ გაუშვა, უყურებდა მასზე ორითავით დაბალ ელეს და არაფერს აკეთებდა, ელემ ძლივს გაუსწორა მზერა და ირაკლის გაეღიმა.~, ფრთხილად დაიხარა და ნელა შეეხო ბაგეებზე, წინააღმდეგობა რომ ვერ იგრძნო უფრო მომთხოვნი გაუხდა კოცნა სწრაფად მოკიდა ელენეს წელზე ხელი და მაღლა წამოწია, იმდენად იყო ელენე გათიშული ამდენი გრძნობისგან, ამხელა მონატრებისგან გონება სულ დაკარგა, უბრალოდ ირაკლის სითბო უნდოდა, მისი შეხება, შეგრძნება რომ ისევ მასთან იყო, ირაკლი კი უფრო გააქტიურდა, წელზე შემოისვა და საძინებლისკენ დაიძრა, ფრთხილად დააწვინა საწოლზე და ამჯერად ყელს ჩაუყვა კოცნით, ელენეს აკანკალებდა, მთლინად აყრიდა ბუსუსებს ტანზე, ირაკლი კი ამას გრძნობდა და ოდნავ იღიმოდა, ისე რომ ტუჩები არ გაენძრია, ისევ ელეს ბაგეებს დაუბრუნდა და როცა მიხვდა ელენე რაღაცის თქმას აპირებდა ტუჩებთან დაჩურჩულა:
- არ შემაჩერო, გთხოვ..
ეს სამი სიტყვა აღმოჩნდა საკმარისი რომ ელენე მთლიანად მოდუნებულიყო და ირაკლის მინდობოდა.
...........................................................
ნიკა უკვე სახლთან იდგა მანქანით, "საქმიდან" ახალი დაბრუნებული ირაკლის მესიჯი რომ მოუვიდა "კატოს რამე უქენი, დღეს სახლში არ მოვიდეს", გაეღიმა, ირაკლის სწრაფად მიუხვდა ჩანაფიქრს, მერე ის გაიაზრა რომ მთელი ღამე კატოსთან უნდა გაეტარებინა და უფრო ფართედ გაეღიმა, მიუხედვაად იმისა რომ საშინლად დაღლილი იყო სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და კატოს სასწავლებლისკენ აიღო გეზი.
ბავშვებთან ერთად ტოვებდა უნივერსიტეტს მანქანაზე მიყრდნობილი ნიკა რომ დაინახა რომელიც დიდი მონდომებით ეწეოდა სიგარეტს, ანერვიულებული დაემშვიდობა ყველას და ნიკას სწრაფად მიუახლოვდა, ნიკას გაეღიმა თუმცა პოზა არ შეუცვლია მხოლოდ სიგარეტი გადააგდო და კატოს განერვიულებულ სახეს დააკვირდა.
- რა გინდა აქ ?- ცდილობდა მშვიდად ეკითხა.
- მოგაკითხე-ტუჩის მარჯველა კუთხე ჩატეხა და მთლინად აათვალიერა ლასინსა და მაისურში გამოწყობილი კატო.
- კაი რას ამბობ- ამჯერად აშკარად დაეტყო გაბრაზება.
- რამ გაგაბრაზა ჩემო პატარა ?- ღიმილით უთხრა ნიკამ.
- ღმერთო რა თავხედი ხარ - გამოსცრა და წასვლა დააპირა ნიკა რომ ხელში სწვდა და ზედ აეკრა.
- საით ?- უჩურჩულა და ყელში აკოცა.
- სახლში- ამოილაპარაკა გაბრაზებულმა.
- დღეს ჩემთან რჩები ვერ წახვალ სახლში- ცხვირი მის კანს გაუხახუნა და ისევ ჩურჩულით უპასუხა.
- რატომ ვითომ?- ნაკლები სიმტკიცე იგრძნობოდა კატოს ხმაში.
- ირაკლის თხოვნაა.. ელეს შერიგებას ცდილობს..
- შანსი არ აქვს ..
- ეგ არა შენი საქმე- ამჯერად ხმაურით აკოცა და გასწორდა- ჩაჯექი- მანქანაზე ანიშნა და გაუღიმა.
- არ მინდა მეგობართან დავრჩები- იუარა და ხელის გაშვება სცადა.
- სად მეგობართან? გეგასთან ?
- რა შენი საქმეა?
- ჩაჯექი, დროზე- ისეთი ტონით უთხრა კატო სწრფად დაჰყვა მის ბრძანებას და შეშინებული სახით დაიკავა ადგილი, ნიკას კიდევ ერთხელ ცაეღიმა და თავის ადგილზე დაჯდა.
უხმოდ მივიდნენ ნიკას სახლამდე, ასევე უხმოდ ავიდნენ სახლშიც, ნიკამ კატო შეუშვა და კარი ჩაკეტა, გზაში ნაყიდი პროდუქტები მაგიდაზე დაალაგა და კატოს გადახედა.
- მოამზადებ რამეს?
-ა კი..- სწრაფად უთხრა და ჟაკეტი გაიხადა, პროდუქტი პარკებიდან ამოალაგა რაც სჭირდებოდა დატოვა დანარჩენი კი მაცივარში შეალაგა, ნიკა ღიმილით ადევნებდა თვალს კატოს თითოეულ მოძრაობას, მერე სიგარეტს მოუკიდა და კარადას მიეყრდნო.
- არ გინდა გახვიდე?- გახედა კატომ.
- რატომ უნდა გავიდე?
- ნერვები მეშლება რომ მაკვირდები.
- მერე რა - მხრები აიჩეჩა და სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა.
-საერთოდაც ნუ მცემ ხმას..- გაბუტულმა ამოილაპარაკა და მწვანილს მიუბრუნდა.
- რატომ გაბუტული ხარ ?- უკნიდან აეკრო ნიკა და ყურთან უჩურჩულა.
- გაიწიე..
- თორემ ?- ისევ გაეღიმა ნიკას.
- ნიკა მე არ ვიქნები შენი სათამაშო- სერიოზული, ოდნავ ცრემლშერეული ხმით ამოილაპარაკა და ხელები მაგიდას დაადო.
- ვინ გითხრა რომ ხარ ?
- რა გინდა ნიკა?- დაღლილმა კითხა და შებრუნდა.
- რომ გაკოცო..
- გეყოფა გთხოვ დამანებე თავი..- სახე გაატრიალა მაგრამ ნიკამ ორი თითით დაუჭირა სახე ა ისევ მიაბრუნებინა.
- კატო მინდა მითხრა რომ ჩემთან ყოფნას გაუძლებ, ჩემს ცოლობას გაუძლებ და არ შემიზიზღებ ამ ყველაფრის გამო, ჩემი ცხოვრების გამო ისე როგორც გეზიზღება ირაკლი, აქ მინა რომ დაგიტოვო, ჩემთან.. მიპასუხე შეძლებ ჩემნაირთან ცხოვრებას..
-ნიკა გიყვარვარ ?- კითხა და თვალებში შეხედა.
- ხო...
- მაშინ შევძლებ- ამოიჩურჩულა და თავი დახარა მაგრამ ისევ ააწევინა ნიკამ და სწრაფად აკოცა, კატოც აყვა კოცნაში რაც ნიკასთვის დადებითი პასუხი იყო .. ხელში აყვანილმა შეიყვანა საძინებელში და საწოლზე დააწვინა, ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა და მაიკას უკმაყოფილოდ დახედა რომელიც საკმაოდ დახურული იყო ამიტომ სწრაფად მოაშორა კატოს სხეულს, ფრთხილი კოცნით ჩაუყვა მკერდამდე და ამჯერად ნაკლები სიფრთხილით დააკვდა მკერდს, წელზე ჩასრიალებული ხელით ელასტიკს წაეტაან მაგრამ კატოს გონება ახმაურდა, სწრაფად მიაკრა ნიკას მკერდზე ხელები და შეშინებულმა ახედა.
- ნიკა გთხოვ- ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა.
ნიკამ კისეში ჩარგო თავი და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ კატოს შეუცურა წელზე ხელები ზედ აიკრო და ზურგზე გადმობრუნდა, კატო მის მკერდზე აღმოჩნდა მოკალათებული, ფრთხილად გადააფარა საბანი და ტავზე აკოცა:
- მაპატიე უბრალოდ თავი ვერ შევიკავე- ამოილაპარაკა ნიკას და კატოს შიშველ ზურგზე აასრიალა მრცხენა ხელი.
არაფერი უპასუხა უბრალოდ უფრო მაგრად მიეხუტა და თვალები დახუჭა.
ჯანდაბაში წასულა ყველაფერი თუ ეს შეცდომა დაე ასე იყოს.. ამ წამს იმდენად ბედნიერი იყო რომ გონებას ვერაფრით უსმენდა, გონებას რომელიც გამალებით ცდილობდა კატოს გაფრთხილებას ..



№1  offline მოდერი bibo

უფ ძლივს არ მაგირსე ახალი თავიი request მალ მალე დადე რა მე ბევრებს გელოდებიიიი სულლ love love love love უხ მომეწონა ძლივს ეგირსა ამათ წინსვლა

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

მითქვია აქამდე ნიკაზე რომ ვარ შეყვარებული? რა ვქნა კია "ცუდი ბიჭი" მაგრამ მაინც მიყვარს და მინდა ერთად დარჩნენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent