ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი 6) დასასრული!!
ჰო, აი ამ დღეს კი ყველა უბედნიერესი იყო, ორი გაბერილი ჰყავდა სამეგობროს, ერთი მალე მოუვლენდა ქვეყანას კიდევ ერთ პატარა ანგელოზს, მეორეს კი დააგვიანდება, თუმცა ისიც ჰო მალე გვაჩუქებს პაწიას ყველა ერთად იყო და უხაროდათ ახალი ამბავი, განსაკუთრებით საბას. საწოლში იწვა ლუკა და მარიამი, მამაკაცს გოგონას სიფრიფანა სხეულზე ხელი მოუხვევია და ყელში ნაზად კოცნის, გახელებული მარიამი კი იღიმის და ლუკას მაგრად ეხუტება -ჩვენ როდის უნდა ჩავსახოთ აქ ჩვენი პატარა?-ხელით მოეფერა მუცელზე გოგონას -უჰ, რა სულელი მყავხარ ლუკაჩო-გაუცინა და ტუჩებზე დააკვდა... დილით თვალები გაახილა მარიამმა, თუმცა ლუკა გვერდით არ დახვედრია, გაუკვირდა, არასდროს დგებოდა მარიამის გარეშე, სწრაფად ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა..ლილე და სანდრო დახვდა მისაღებში -გამარჯობათ გვრიტებო-მიესალმა გოგონა და სავარძელში მოკალათდა -პრივეტ-გაუცინა ლილემ-როგორ გრძნობ თავს? -მშვენიალურად, მაგრამ სხვები სად არიან?-გაიკვირვა მარიამმა -საბა და ნინაკა ქალაქში წავიდნენ, შენი აზრით საბა მოისვენებდა, სანამ ნინაკას არ ჩაუტარებდა გამოკვლევებს? -ეგეც მართალია-გაიცინა -ტყუპები,გიორგი და ირაკლი მდინარეზე წავიდნენ, ნინისა და ბექას სძინავს, ლუკა კიდევ პროდუქტებზე წავიდა ქალაქში -რატომ არ გამაღვიძა წავყვებოდი-მოწყენით ჩაილაპარაკა -რავიცი-გაიცინა ლილემ-ჩვენ გასეირნებას ვაპირებთ, წამოხვალ? -არა იყოს, ხელს არ შეგიშლით-გაუღიმა და ოთახში ავიდა.. მთელი დღე ელოდა, მაგრამ რა! არა და არ მოვიდა ლუკა სახლში, რამდენჯერ დაურეკა, ზარი გადიოდა, თუმცა არ პასუხობდა, ბოლოს კი საერთოდ გაითიშა ტელეფონი..რამდენჯერმე ავიდა ნინი, მაგრამ ლუკმა ვერ შეაჭამა გოგონას -რა მეგონა ასე თუ ინერვიულებდი, რა იყო მოვა, ვაბშე ბექას გავუშვებდი რომ მცოდნოდა-იცინოდა ნინი -კარგი რა ნინი -აბა ახლა გამოფხიზლდი შენ!-გაუმკაცრდა ხმა ნინის-მე და ჩემს პაწიას ნუ გვანერვიულებ იცოდე -კარგი ჰო-გაუღიმა გოგონას საღამოს ცხრა საათი იყო...ყველა მოსული იყო ლუკას გარდა, კარების ხმა გაისმა, აი! როგორც იქნა შემოაბიჯა სახლში პარკებით დახუნძლულმა ლუკამ -ლუკა-სიხარულით გაიქცა მარიამი და მაგრად ჩაეხუტა ბიჭს -მარუს, რა იყო?-ყელში აკოცა ლუკამ -ცუდი ბიჭი ხარ ლუკა!-მაშინვე მოშორდა გოგო შეყვარებულს-ასე უნდა მოქცეულიყავი? აი შენ ყოჩაღ! ბრავო! -რა მოხდა მარიამ-დასერიოზულდა ლუკა -ჯერ ერთი ვიღვიძებ და არ მხვდები, მერე მეორე რომ წახვედი არ უნდა გაგეღვიძებინე? მერე მესამე ქალაქში წასულხარ და არ გამაფრთხილე, მერე მეოთხე ამ ყველაფერს ვიგებ ლილესაგან, მერე მეხუთე გირეკავ და არ მპასუხობ მერე კი საერთოდ თიშავ ტელეფონს და მეექვსე-მოდიხარ გვიან სახლში, შენი აზრით მე როგორ უნდა ვიყო? აი შენ ყოჩაღ!-გაბრუნდა და გაბუტული დადგა -ვაიმე ჩემი ბოთე-ჩაეხუტა უკნიდან ლუკა-კარგი რაზე ბრაზდები ჩემო სიყვარულო-გაუცინა ბიჭმა და ყელში გემრიელად აკოცა-ჯერ ერთი ისე გემრიელად გეძინა ვერ გაგაღვიძე, შორს მივდიოდი და არ მინდოდა, რომ დაღლილიყავი, ამიტომ გავაფრთხილე ლილე, ტელეფონს ვერ ვპასუხობდი,რადგან არ იჭერდა, საღამოს მოვახერხე გათავისუფლება და გზაზე ნელა ვიარე, ამიტომ დამაგვიანდა -არ გამართლებს-გაბრაზდა და ოთახში შევიდა * * * დილით -სალამი ლუკას-გაიცინა ბექამ -ზდ-მიესალმა საბა ძმას -დილამშვიდობის ყველას-გადაავლო თვალი ძმაკაცებს და მის დაიკოს -შენი გვრიტი სადაა?-გაიცინა ლილემ -სძინავს -ოჰ, როგორ ადექი მის გარეშე?-გაიცინა ირაკლიმ -ოო, დაიცა ახლა საქმე მაქვს თქვენთან -რა ხდება ჰო მშვიდობა?-გაიკვირვა სანდრომ -ხვალ არის მარიამის დაბადების დღე და მინდა სიურპრიზი მოვუწყო -აუ რა მაგარია-გაუხარდა ლილეს -ჰოდა დახმარება მჭირდება -კი ბრატ-თვალი ჩაუკრა ირაკლიმ -ესეიგი, 4 კაცი მჭირდება, რომ წამომყვეს ქალაქში -ჩვენ და ტყუპები წამოვალთ-გიორგიმ მიანიშნა ირაკლიზე და გოგოებზე -კარგი-გაიღიმა ლუკამ -ჩვენ?-გადახედა საბამ ძმას -ნანკას დახმარებაც დამჭირდება-თავზე გადაისვა ხელი -რაზე დაგჭირდება?-შემოვიდა ოთახში ნანკა -მდინარეზე უნდა წახვიდეთ შენ და საბა -რას ვაპირებთ?-იკითხა მომლოდინედ სანდრომ -მოკლედ, ასე ვიქცევით..... * * * ახლა: გაბრაზებული ავიდა მარიამი ოთახში..ლუკამ გადაავლო თვალი მეგობრებს -მოემზადეთ ახლა-თავი დაუქნიეს ბავშვებმა -ჩემს ნიშანს დაელოდეთ, როგორც კი ჩამოვალთ მაშინ დაიწყეთ -არის ბოს!-გამოკუნკულდა ნინი სამზარეულოდან და ვაშლი გემრიელად ჩაკბიჩა ოთახის კარი ფრთხილად შეაღო ლუკამ, დაინახა როფორ იჯდა ფანჯარასთან მარიამი და ვარსკვლავებს უყურებდა -მარუს-გვერდით მოუჯდა ლუკა გოგონას -ჰო -მაპატიებ?-ჩუმად დაიჩურჩულა ბიჭმა -მეც მაპატიებ?-გახედა მარიამმა -მიყვარხარ ჩემო პატარა ქალო-ჩაიკრა გულში გოგონას სიფრიფანა სხეული -მეც მიყვარხარ ლუკ-ტუჩებში ნელა და ნაზად აკოცა გოგონამ -ჩემი გემრიელი-ჩურჩულებდა ლუკა და გოგონას კოცნას არ წყვეტდა, ფრთხილად გადააწვინა მარიამი და კოცნა განაგრძო, ვნებამორეული ეფერებოდნენ ერთმანეთს, მაიკა ფრთხილად გადააძრო ლუკამ, მადიანად დააჩერდა გოგონას მიმზიდველ სხეულს და სტოოპპ!!! სტოპპ!!! აქ გონებამ უცებ განგაშის ზარი დარეკა!! რას აკეთებ ლუკა? ახლა ამის დროა? ოჰ, რა ცუღლუტი ხარ! ცუდ დროს გავჩერდი ჩვენდა საბედნიეროდ, მაგრამ ლუკას სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ! უკეთესი გეგმები აქვს ბოლოს და ბოლოს ბიჭს, ჰმმ, მოდი განვაგრძოთ! ნელა აკოცა მარიამს და მოშორდა, გოგონას გაუკვრიდა და შეცბუნებული წამოდგა -არ უნდა გამეკეთებინა ეს-თქვა ლუკამ -არაფერია, არაუშავს, მეც ვეღარ მოვთოკე თავი -წამოდი გავისეირნოთ -ახლა? ასე გვიან? -ჰო, არ წამოხვალ? -კარგი წავიდეთ, მაგრამ გვიანია და საშიშია -ჩემთან ერთად არ შეგეშინდეს -მიყვარხარ-ჩაეხუტა გოგონა და ორივე ქვემოთ ჩავიდა.. სესილი, ბექა, ირაკლი და საბა ჯოკერს თამაშობდნენ, ნინაკა და ნინი ორივე ,,ღორმუცელა" ტელევიზორთან მოკალათებულიყვნენ, შოკოლადებს შეექცეოდნენ და მულტფილმს გაფაციცებით უყურებდნენ, სანდრო და ლილე კი ბუხართან ისხდნენ და ერთად წიგნს კითხულობდნენ. ლუკასა და მარიამის დანახვისას ყველა გაჩერდა და მათ მიაშტერდა -საით ბეღურებო?-იკითხა ბექამ -გავისეირნებთ ჩვენ-გაიცინა ლუკამ და გოგონას კარებისკენ უბიძგა, ლუკამ უკან მოიხედა, ბექას თვალი ჩაუკრა და კარები მიხურა -დავიწყოთ!!-წამოდგა ბექა და ყველას მიანიშნა კარადაში დამალული დიდი ყუთებისკენ * * * -ლუკა სად მივდივართ? -ერთი ადგილი მინდა განახო -ჰო? რა ადგილი? -აქ როცა ადრე დავდიოდი შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა ჩამოვდივარ სულ იქ მივდივარ -ვაუ, ძალიან მაინტერესებს -იმედია მოგეწონება -ჰომ-გაუცინა გოგონამ და ტყეში სიარული განაგრძეს დიდი ხნის სიარულის შემდეგ ლუკა გაჩერდა -რა იყო ლუკა -მინდა,რომ თვალებზე ეს სახვევი გაიკეთო -რატომ? -სიურპრიზია -კარგი რა-გაიცინა მარიამმა -ჰო, გთხოვ!-მუდარა გაისმა -კარგი-გაიღიმ მარიამმა და თვალები დახუჭა, ლუკამ თვალებზე გაუკეთა სახვევი, დააკვირდა მადისააღმძვრელ ტუჩებს და უეცრად აკოცა -თავი ვერ შევიკავე-გაიცინა ბიჭმა -არაუშავს-გაუღიმა მარიამმა -მენდე-მხოლოდ ეს თქვა ბიჭმა, ხელი ჩაჰკიდა და მდინარის პირად გაიყვანა -მოვედით, დაითვალე 20-მდე და მოიხსენი -კარგი-გაიცინა და თვლა დაიწყო- 1..2..3.. და 20..ვიხილები-დაიძახა მარიამმა და თვალები გაახილა, მის ირგვლივ წარუშლელი სილამაზე გადაიშალა, ირგვლივ ლამაზი ჩირაღდნები ენთო, მიწაზე ვარდის ფურცლები ეყარა, მდინარეში ნავი იყო, ცრემლები მოადგა თვალებზე, როცა აბრაზე წაიკითხა:,, გილოცავ დაბადების დღეს ჩემო პრინცესა" უცებ აბრაზე შემდეგი სიტყვები გაჩნდა:,,ჩემო პატარავ, მინდა ნავში ჩაჯდე, არ შეგეშინდეს, მენდე!" სიხარულით გაიქცა და ნავში ადგილი დაიკავა, ნავი დაიძრა, შეეშინდა, მაგრამ ლუკას ენდობოდა! უყვარდა და ახარებდა ის აზრი, რომ თავის ბიჭს არ დაავიწყდა გოგონას მე-18 დაბადების დღე..მდინარის ნაპირზე მთელს ჩაყოლებაზე იდგა ჩირაღდნები, აქა-იქ აბრებსაც წააწყდებოდი შემდეგი სიტყვებით: ,,მიყვარხარ, მუდამ ჩემი პატარა იქნები". ,,უშენოდ ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია" ,,შენხარ მიზეზი, თუ რატომ ვცოცხლობ" უბედნიერესი იყო მარიამი, ნავი ნელ-ნელა უახლოვდებოდა დიდ ტივს, რომელზეც მაგიდა და ორი სკამი იდგა, ნავი გაჩერდა -მადამ!-მოესმა ხმა, გაიხედა და როცა სანდრო დაინახა გაგიჟდა, გადაირია -სანდრო-გაკვირვებული იყურებოდა,კოსტუმში გამოწყობილმა ბიჭმა გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და ხელი გაუწოდა-გადმობრძანდით-მარიამი გადმოვიდა ნავიდან -სანდრო-კიდევ მიუგო გოგონამ -მე სანდრო გახლავართ ქალბატონო მარიამ, დაბადების დღეს გილოცავთ, წინ მიუძღვოდა გოგონას, თუმცა ტივისკენ ნამდვილად არა, ტყეში შევიდნენ, ირგვლივ ყველაფერი განათებული იყო, გაიცანით ეს ჩემი დამხმარე სესილი გახლავთ, ის მოგემსახურებათ-გაუღიმა სანდრომ მარიამს -გილოცავთ მარიამ-სესილი ჩაეხუტა გოგონას-წამომყევი-მარიამი გაოცებული მიჰყვებოდა გოგონას..სესილი გაჩერდა და მარიამს მიუთითა პატარა მაგიდისაკენ და სარკისკენ -აქეთ-მიუახლოვდნენ მაგიდას, გოგონა დააჯინეს სკამზე, საღაციდან ემილი და ლილე გამოჩნდა კაბებითა და კოსმეტიკური საშუალებებით, ლამაზი მოკლე თეთრი, გაშლილი კაბა ჩააცვეს, თეთრი მაღლები, თმა მაღლა აუწიეს, ტონალური მსუბუქად გადაუსვევს, კონტური წაუსვეს მის სავსე ტუჩებს და გოგონებმა მომლოდინე ბექას გადახედეს -პრინცესა მზადაა-გაიგონა ნინის ხმა -ნინი-გახედა მარიამმა დაქალს -დაბადების დღეს გილოცავ კრასავიცა-ჩაეხუტა გოგონას-ბექა წაიყვანე მარიამი-ბიჭმა მარიამს ხელი გამოსდო და წაიყვანა -ბექა რა ხდება? -ჰომ, მაგას გაიგებ -ახლა ავტირდები, უბედნიერესი ვარ-ცრემლი მოადგა, ბიჭი გაჩერდა -ეი, პრინცესა ნუ ტირი, ეგრე არ დაენახო ლუკას თორე გაბრაზდება -უბედნიერესი ვარ -ასეც უნდა იყოს, მიდი-თავით ანიშნა ლუკასკენ, რომელიც ტივზე იდგა კოსტუმში გამოწყობილი და მარიამს ელოდა -ლუკა-გახარებული დაიძდა ბიჭისკენ -დაბადების დღეს გილოცავ პრინცესა-ჩაეხუტა გოგონას და ტივზე აიყვანა, მაგიდას მიუსხდნენ ლუკამ შამპანური ჩამოასხა და გოგონას გახედა -მოკლედ ჩემი მზე და მთვარე ხარ მარიამ, ყველაფერს მირჩევნიხარ, როცა დაგინახე მაშინვე შემიყვარდი და ჩემი გული დაიპყრე, იმ დღიდან შენი მონა გავხდი, არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ არ გამომდის ერთი სიტყვით იმის გადმოცემა თუ რას ვგრძნობ შენს მიმართ, მხოლოდ ერთ ადამიანს გამსგავსებ, ჩემი პატარა ანგელოზების შვილების დედას, მინდა ჩემი პატარა ცოლი გახდე, რომელიც ყოველ დილით გვერდს დამიმშვენებს, ჩემს პატარა ბავშვებს გამიზრდის, მინდა შენ მყავდე გვერდით, მინდა, იმდენად მინდა, რომ შეიძლება ჭკუიდან გადავიდე, მარიამ ცოლად გამომყვები?-ფრთხილად ამოაძვრინა ჯიბიდან პატარა ყუთი და გოგონას გაუწოდა, მარიამის სახეზე ფრთხილად დაეშვა პატარა ცრემლი, უბედნიერესი იყო, უხაროდა, გიჟდებოდა თავის მამაკაცზე, რომელიც სულ მალე სამუდამოდ მისი გახდებოდა -კი, კი ლუკა თანახმა ვარ-ცრემლიანი თვალები შეანათა და ჩაეხუტა ბიჭს, ლუკას რა დაემართა? მეცხრე ცაზე იყო, სწრაფად გაუკეთა ბეჭედი, გაისმა ფეიერვერკების გასროლის ხმა, ბავშვები სწრაფად გამოჩნდნენ სხვადასხვა მხრიდან, ფოტოებს იღებდნენ, ვიდეო კამერა როგორც ყოველთვის სანდროს მეგზური იყო, ყველა სიმღერით და ჟრიამულით მივიდა აწ უკვე წოდებულ მომავალ ცოლ-ქმართან, ყველა შამპანურს სვამდა და ულოცავდა მათ გაბედნიერებას, საშინელი კივილის ხმა გაისმა -ვაიმე, დამეწყო-ყვიროდა ნინი -ნინი-მივარდა ბექა -სასწრაფოდ მანქანა დროზე-დაიძახა ირაკლიმ, ბექამ ნინი ხელში აიყვანა და სწრაფად გაიქცა, ყველა უკან მიჰყვებოდა, მანქანებში ელვის სისწრაფით ჩაჯდნენ, მარიამი მიუახლოვდა ლუკას მანქანას, მაგრამ მოიცა! ეს ლუკასი არაა! ლუკას მანქანის სერიაა KI-001-NG, ამ მანქანის სერია კი არის QU-001-EN -ვაიმე-დაიძახა მარიამმა -ეს შენია ჩემო პატარა-გაუღიმა ლუკამ-მაგრამ ახლა ამის დრო არაა, ჩქარა ჩაჯექი წავიდეთ -ლუკა შენ მე ოცნება ამისრულე, ეს დღე უბედნიერესია ჩემთვის -მიყვარხარ მარიამ -მეც მიყვარხარ ლუკა * * * -გილოცავთ-გამოვიდზ ექიმი საოპერაციოდან გახარებული-თქვენ მამა გახდით-მიუგო ბექას, ყველა ერთმანეთს გადაეხვია, უბედნიერესები იყვნენ -გოგო არის თუ ბიჭი?-იკითხა ნინაკამ -ტყუპები, 2 ბიჭი-გახარებულმა მიუგო ექიმმა -ვაიმე, ჩემი ბიჭები-ყვიროდა გახარებული ბექა, ჩემი ორი სიცოცხლე-მეცხრე ცას ეწია ბექა...ეს დღე მარიამისათვის უბედნიერესი იყო, მე-18 დაბადების დღე, მისი ნიშნობა, ოცნების ასრულება და ბოლოს ორი ახალი სიცოცხლის დაბადება.. 3თვის შემდეგ -ვაიმე ამას შეხედეთ-კისკისებდა ლილემ -ვაიმე რაებს აკეთებდი ირაკლი-სიცილს ძლივს იკავებდა ემილი -მთვრალი ვიყავი-თავი იმართლა ირაკლიმ -მთვრალი რომ იყავი მიტო უნდა გეცეკვა ჯაივი?-სიცილი დაიწყო გიორგიმ -შენ ვის ეუბნები ერთი, კარგად უყურე აქ რას შვები!-გახედა სესილიმ ვიდეოს, კარგად სჩანდა როგორ იხდიდა პერანგს და ჰაერში აფრიალებდა -და ლუკა და მარიამი სად არიან მათივე ქორწილში? -იკითხა ლილემ -ჰო სად გაქრით?-გადახედა საბამ ლუკასა და მარიამს -ჩვენ...ისა..-ენა დაება ლუკას -კარგი ლუკა გაჩერდი, მე ვიტყვი ახლა ყველაფერს-წამოდგა მარიამი -რას იტყვი გოგო?-ცივმა ოფლმა დაასხა ლუკას, მარიამს გაეცინა და მეგობრებს გადახედა -ორსულად ვარ-ორი სიტყვა და კიდევ ერთი ბედნიერება მათ ცხოვრებაში..ყველა უბედნიერესი იყო, განსაკუთრებით მარიამი და ლუკა -ახლა ორი პრინცესა მეყოლება-ჩაიხუტა ცოლი -იქნებ პრინცი გვყავს -ჰმმ...მე პრინცესა მინდა-ყელში აკოცა მარიამს და მუცელზე მოეფერა.. დასასრული..! ---------------- დადააამმმ <333 ჩემოოო უსაყვარლესებო და უმაგრესეებოო <3 ესეცცც დასასრული ამ პატარა ისტორიისაა <333 მანამდე ვერ ვდებდი ჯანმრთელობასთან პრობლემები მქონდა...იმედია მაპატიებთ :(<3 ჩემო ტკბილებო აბა მოგეწონათ? ყველანაირად შევეცადე კარგი ყოფილიყო <3 დიდი სიყვარულით როლიკა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.