შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვრალი ალუბალი 6


25-11-2015, 17:24
ავტორი sopiko
ნანახია 2 822

ელენე ხვდება რომ მიზანს მიაღწია და მშვიდდება. დუმს. მერე კი ლაპარაკის ხასიათზე დგება.
-ოოო, ის რაც შენ!-უდარდელად იგრიხება.-უბრალოდ ენას კბილი დააჭირე! მეტი არაფერი!
ლამისაა შუაზე გავგლიჯო. იმის გაფიქრებაზე რომ მე მან მაჯობა, ცუდად ვხდები... მის დაუმორჩილებელმა ყველაფერი დათმო? ...მაგრამ სხვა გამოსავავალი არ მქონდა და მე ელენეს კი არა, ბედს დავუხარე ქედი.
-ასეთი უნამოსო როგორ ხარ... ღირსება საერთოდ არ გაგაჩნია?-არ ვითვალისწინებ იმას, რომ კომპანიაში მარტო არ ვარ და შეიძლება ჩემი გაუწონასწორებლობის გამო პრობლემები შემექმნას.-დემნასი მაინც არ გრცხვენია?
-ბატონი დემნა, ლილია! არ დაგავიწყდეს, მასზე ასე გაბედულად მხოლოდ მე შემიძლია ვილაპარაკო. ისე მართლა ჯმუხი და უჟმურო კი არ არის, თბილი და...
-კმარა! სისულელეებს ნუ როშავ!-ვერ ვიტან ეს ორგული რომ ლაპარაკობს დემნაზე და ვნანობ საერთოდ მისი სახელი რომ ვახსენე. ელენესთვის სილის გარტყმის სურვილი მკლავს და... მეც არ ვიცი... აი, სულ შემთხვევით წითლდება მისი ლოყა და მეც სახეს ვიხოკავ. ნეტავ, ახლა რას გააკეთებს შურისძიების მიზნით?
-გეტკინა?-უკანასკნელი იდიოტივით ვეკითხები და მის გაანჩხლებულ მზერას ვიმსახურებ.
-მგონი კარგად ვერ გაიგე, რაც გითხარი... კიდევ ერთი შეცდომა და ეს ვიდეო...-უკვე პირიდან დორბლებს ყრის და ლამაზი, გამოპრანჭული ქალიდან აღარაფერი რჩება.
-კარგი! მე არაფერს ვიტყვი, მაგრამ არ შეგრჩება! ერთ დღესაც შენი ამბიციები გაქრება... ნაკუწებად იქცევა! ის ძალაუფლება, რომლითაც ახლა სარგებლობ წავა და აღარ დაბრუნდება!-ვუსახავ მომავალს და ქანცგაწყვეტილი ვბრუნდები ჩემ კაბინეტში.
-ამას დამიხედეთ! მაფრთხილებს კიდეც! ამდენი ფული... და მე დამნაშავე გამოვდივარ! ეს სერიალია თუ...-ვბურტყუნებ ჩემთვის და ბოლთას ვცემ პატარა ოთახში. ვიღაც ნერვიულობაში ხელს მიშლის, შემოსასვლელში მდგარ ონიანს ვხედავ და რაღაცის თქმას ვაპირებ, ჩემთან რომ ჩნდება, კისერზე თითებს მაჭდობს და მკოცნის. ეს რაღაც სხვაა... ფრთხილად, მორიგეობით მეხება ბაგეებზე და მეც ლამისაა ხელებში ჩავადნე. თავი ქარხნის ღუმელში მგონია, სიმხურვალე უმაღლეს წერტილს აღწევს. თაფლისფერ მორევში ვიკარგები და თვალებს ვხუჭავ.
დემნა ჩემი თმის სურნელით ივსებს ფილტვებს და შუბლზე მეამბორება. მე გულზე ვეკვრი და ვცდილობ არასასიამოვნო ემოციებისგან განვიმუხტო.
-რას მიკეთებ, ლილია... ჯადოქარი ხარ ნამდვილი...-მესმის დემნას ღრმა ოხვრა და ვერ ვხვდები ან ეს, ან მისი სიტყვები რამ გამოიწვია. მლაშე სითხე დაუკითხავად ლახავს ჯებირს და წვრილ ნაკვალევს ტოვებს ლოყებზე. დემნა რაღაცას ხვდება და უკან მწევს. მე თავს ვხრი, არ მინდა სისუსტეში გამომიჭიროს. მისთვის შეუმჩნეველი არაფერი რჩება. ისევ ძველებურად იღუშება და ჩამჭრელ კითხვას მისვამს.
-რატომ ტირი? ლილია, მიპასუხე!
სიჩუმე ამოუცნობ გრძნობას ეზავება და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. მე ვერ ვჩერდები... უფრო მეტად მიჩუყდება გული და ბოლო ხმაზე ვტირი.
-ლილია, ყვავილის ფურცლებში ჩამალულო ფერიავ... ნუ დამტანჯავ! გამიმხილე გულისნადები...
-და შენ საერთოდ გაღელვებს ჩემი დარდი და ტკივილი? ყოველთვის ჩემი უბედურების მიზეზი ხდები... სულ ხელს მკრავ, თავიდან მიშორებ... ადრეც ასე იყო და მაშინ...-ვჩერდები, თუმცა რაღა დროს. დემნა თვალებმოჭუტული მიყურებს, ჩემკენ იხრება, მაგრამ თავს გვერდით ვწევ. ის ჩემთან ლოლიაობას არ აპირებს, უცნაურად მიღიმის და გარეთ გადის. მე ჩემ უნებისყოფაობაში დარწმუნებული, სკამს ხელს ვკრავ და ვყვირი:
-ჯანდაბა!

ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ჩემ ცხოვრებში ეს ხდება, მე კი ამ უსამართლობას ვუყურებ და უხილავი ბორკილები მაკავებს. სახლში, ჩემივე მისაღებში ვზივარ და სულაც არ მაშინებს ის სიბნელე, რომელში ვიმყოფები, რადგან არც ჩემი სული დ სინდისია განათებული. ვფიქრობ, როგორ უნდა მოვიქცე რომ არც მე დავზარალდე და არ სხვა. მახსენდება, რომ რამდენიმე წლის წინ სახელი არ მერქვა... ჩავდიოდი მაღაზიაში, ამოვდიოდი... ვწვებოდი, ვიძინებდი, ვიღვიძებდი და ასე გადიოდა წლები... დღეებს გაზეთების კითხვაში ვატარებდი, უამრავი ვაკანსია მივიჩნიე სასურველად, მაგრამ გამოუცდელი გოგო არავის სჭირდებოდა. ბატონი კახა კი მომენდო, ნულიდან მასწავლიდა ყველაფერს და ასე გავხდი ლილია ქალდანი და ახლა როგორ უნდა მეღალატა მისი შვილისთვის... მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი დაძინება. საოცარი სიზმარი ვნახე... მე მეფის ასული ვიყავი, ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი, გველეშაპს ელენეს სახე ჰქონდა, მშვილდისრიანი ჭაბუკი, ანუ დემნა კი თავგამოდებით მიცავდა. ამ ზმანებამ მართლაც რომ ძალა შემმატა.
''მე ამას შევძლებ!''

უკვე დილის ათი საათია. მე დემნას წინ ვდგავარ და თითებს ვიმტვრევ. ფორიაქი მით უფრო მემატება. აღარ ვიცი რითი დავიწყო სათქმელი. უფროსი კი სავარძელში ზის და მოთმინებით მიცდის. მან არც კი იცის, ჩემ გულში რა ცეცხლი ტრიალებს...
–დემნა, იცი... მე... მოკლედ რაღაცას გიმალავ!–ბლუყუნით ვამბობ და შეშინებული ვაჩერდები თვლებში.
–გისმენ!–ცივად მპასუხობს ის და თან ხელში პასტას ათამაშებს. ამას ადამიანობის რამე სცხია? ან გაიკვირვე, ან იტირე, ან იცინე...
–ელენე რომ არის... აი, ის შენი შეყვარებული... გატყუებს! შენი გამოყენება უნდა...–ვარწმუნებ დიდის ამბით და მის ხარხარზე გულ–მუცელი მეწვება.
–ჩემი შეყვარებული? უნდა გამომიყენოს? ხომ კარგად ხარ, ლილია? მგონია რომ ქალიშვილი გოგო ვარ და შენ...–სიცილს არ წყვეტს უფროსი და მე ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ცოტაც და აქაურობას დავლეწავ.
–ამ განაცხადს გადახედე და მერე ვნახოთ ვინ გაიცინებს!–ფურცელს მაგიდაზე ვუდებ და თითქოს ვთავისუფლდები. მორჩა! მე ჩემი გავაკეთე, ახლა დემნას ჯერია! ის კი კითხვას იწყებს და უმალ ჭმუხნავს შუბლს.

...............................................................
ჩემო ძვირფასებო!
როგორც ყოველთვის ველი თქვენ შეფასებებს. შემდეგ თავს ხვალ დავდებ და დამერწმუნეთ, ის ძალიან საინტერესო და ამავე დროს სახალისო იქნება.
სიყვარულით სოფიკო <3



№1 სტუმარი darina

Ra vqna rom dzalian miyvars me es ori da shen iseti kargi gogo xar

 


№2  offline წევრი tvinischia

Kargi iko ❤ magari gogo xar exla es enele gaanadgure da VSO da denma kide chkuaze moikvane :D

 


№3  offline მოდერი sopiko

tvinischia
Kargi iko ❤ magari gogo xar exla es enele gaanadgure da VSO da denma kide chkuaze moikvane :D

გმადლობ ♥

darina
Ra vqna rom dzalian miyvars me es ori da shen iseti kargi gogo xar

დარინაა ♥

 


№4  offline წევრი marikuna (1)

აუ რატო წვიტავ საინტერესო ადგილებში აი ინტრიგა დამიტოვე :დ თავები გაზარდე რაა <3 ამას გთხოვ მარტო <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

ჩემი სოფიკოოოო :* მართლა საინტერესო ისტორიააა. საოცარი. მომწონს შენი წერის სტილი. კარგად წერ ძალიან. ნიჭიერი ხარ. ინტრიგების გადახლართვა და მარიო ჩიმაროები ნამდვილად გეხერხება wink wink
love ძალიან მიყვარხააარ ^_^
ლილიაზე ვგიჟდები, მაინც როგორი ძლიერი გოგოა ყველაფრის მიუხედავად <3 მომწონს მომწონს.
ველი შემდეგ თავს, უფრო საინტერესოს... <3 ძალიან ნიჭიერი ბრძანდები ახალგაზრდავ :***
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline მოდერი წითური გოგონა

სოფომ უცებ იცის მოთხრობის დასრულება...
თითქმის არასოდეს ყოფილა მისი ნამუშევარი 10 თავზე მეტი.
მეც მივეჩვიე მის მცირე მოთხრობებს და მონასავით მხოლოდ ვკითხულობ...
სარჩელის გარეშე recourse love
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

წითური გოგონა
სოფომ უცებ იცის მოთხრობის დასრულება...
თითქმის არასოდეს ყოფილა მისი ნამუშევარი 10 თავზე მეტი.
მეც მივეჩვიე მის მცირე მოთხრობებს და მონასავით მხოლოდ ვკითხულობ...
სარჩელის გარეშე recourse love

მონასავითო? :D :D
ხო, აბა ძაან გაწელილი ისტორიაც არ ვარგა :დ ჯობია მალე დასრულდეს, ვიდრე გაიწელოს და თავი მოგაბეზროს.. მე ასე მგონია, მაგრამ თუ ისეთია რომ თავს არ მოგაბეზრებს და ანუ მაინც ინტერესში გაგდებს, მაშინ რამდენიც გინდა იმდენი იყოს თავი :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent